ვილაიანურ რამაჩანდრანი (Vilayanur Ramachandran) თქვენი გონების შესახებ
-
0:00 - 0:04როგორც ქრისმა აღნიშნა, მე შევისწავლი ადამიანის ტვინს --
-
0:04 - 0:06ადამიანის ტვინის ფუნქციებსა და სტრუქტურას.
-
0:06 - 0:10და მე მინდა წუთიერად დაფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს ეს.
-
0:10 - 0:14აი ეს ჟელეს მასაა - სამი ფუნტი ჟელე,
-
0:14 - 0:17რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ ხელისგულზე,
-
0:17 - 0:21და მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე.
-
0:21 - 0:23მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი
-
0:23 - 0:28და მას შეუძლია გაათვითცნობიეროს საკუთარი თავი, რომელიც აცნობიერებს უსასრულობას.
-
0:28 - 0:33და ეს უცნაური, რეკურსიული თვისებაა, რომელსაც ჩვენ თვითშეგნებას ვუწოდებთ,
-
0:33 - 0:37რომელიც, ჩემი აზრით, არის წმინდა გრაალი ნეირობიოლოგიისა და ნევროლოგიისა,
-
0:37 - 0:39და რომელსაც, იმედია, როდესმე ამოვხსნით.
-
0:40 - 0:43კარგი, და როგორ უნდა შევისწავლოთ ეს იდუმალუ ორგანო?
-
0:43 - 0:47ანუ, გვაქვს 100 მილიარდი ნერვული უჯრედი,
-
0:47 - 0:50პროტოპლაზმის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ
-
0:50 - 0:54და ამ ურთიერთქმედებიდან იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი,
-
0:54 - 0:57რომელსაც ჩვენ ადამიანის ბუნებას და ადამიანის ცნობიერებას ვუწოდებთ.
-
0:57 - 0:58როგორ ხდება ეს ყველაფერი?
-
0:58 - 1:01არსებობს ტვინის ფუნქციების შესწავლის მრავალი გზა.
-
1:01 - 1:04ერთი გზა, რომელსაც ჩვენ უმეტესწილად მივმართავთ,
-
1:04 - 1:09არის ტვინის მცირე მიდამოებზე მდგრადი დაზიანებების მქონე პაციენტების დაკვირვება,
-
1:09 - 1:11იქ, სადაც მცირე მიდამოზე მოხდა გენეტიკური ცვლილება.
-
1:11 - 1:15რის შემდეგაც მოხდება არა სრული დაქვეითება
-
1:15 - 1:17ყველა თქვენი გონებრივი შესაძლებლობებისა -
-
1:17 - 1:20ასე ვთქვათ, თქვენი კოგნიტიური შესაძლებლობების მოდუნება,
-
1:20 - 1:23არამედ ერთი რომელიმე ფუნქციის ძალზე სელექტიური მოშლა
-
1:23 - 1:25იმ დროს, როდესაც სხვა ფუნქციები ხელუხლებელი რჩება,
-
1:25 - 1:27და ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ,
-
1:27 - 1:31რომ ტვინის ეს ნაწილი, რაღაცნაირად, შუამდგომლობს ამ ფუნქციის შესრულებას.
-
1:31 - 1:33ასე რომ, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფუნქციის პროეცირება სტრუქტურაზე
-
1:33 - 1:36და გამოიკვლიოთ, როგორ მოქმედებენ მისი ურთიერთკავშირები,
-
1:36 - 1:38რომ შექმნან ეს მოცემული ფუნქცია.
-
1:38 - 1:40სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ.
-
1:40 - 1:43ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ამის რამდენიმე გასაოცარი მაგალითი.
-
1:43 - 1:47უფრო სწორედ, ამ ლექციაში მე გაჩვენებთ სამ ექვსწუთიან მაგალითს.
-
1:47 - 1:51პირველი მაგალითი არის საოცარი სინდრომი სახელად კაპგრას (Capgra) სინდრომი.
-
1:51 - 1:53თუ შეხედავთ პირველ სლაიდს,
-
1:53 - 1:58დაინახავთ საფეთქლის, შუბლისა და თხემის წილებს -
-
1:58 - 2:00წილებს, რომელთაგანაც შედგება ტვინი.
-
2:00 - 2:04და შიგნით, თხემის წილის შიდა ზედაპირის ქვეშ --
-
2:04 - 2:06აქ მას ვერ დაინახავთ --
-
2:06 - 2:08არის მცირე სტრუქტურა სახელად ღერძისებრი ნაოჭი (Fusiform Gyrus).
-
2:08 - 2:11რომელსაც უწოდეს ტვინის სახის არე,
-
2:11 - 2:14რადგან როდესაც ის ზიანდება, თქვენ ვეღარ ცნობთ ხალხს სახეზე.
-
2:14 - 2:16თქვენ ძველებურად იცნობთ მათ ხმაზე
-
2:16 - 2:18და იტყვით, დიახ, ეს ჯოა,
-
2:18 - 2:21მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ შეხედოთ სახეზე და თქვათ ვინ არის.
-
2:21 - 2:23თქვენ საკუთარ თავსაც კი ვერ იცნობთ სარკეში.
-
2:23 - 2:26ანუ თქვენ გეცოდინებათ რომ ეს თქვენ ხართ, რადგან როდესაც თვალს ჩააპაჭუნებთ ისიც ჩააპაჭუნებს,
-
2:26 - 2:28და თქვენ იცით, რომ სარკეში იყურებით,
-
2:28 - 2:31მაგრამ თქვენ რეალურად თქვენს თავს ვერ იცნობთ.
-
2:31 - 2:35ეს სინდრომი კარგად არის ცნობილი, როგორც შედეგი ღერძისებრი ნაოჭის დაზიანებისა.
-
2:35 - 2:38მაგრამ არის სხვა, იშვიათი სინდრომიც; ისეთი იშვიათი,
-
2:38 - 2:42რომ ძალიან ცოტა ექიმს სმენია მის შესახებ, ნევროლოგებს შორისაც კი.
-
2:42 - 2:44მას ეწოდება კაპგრასის დელუზია (Capgras delusion)
-
2:44 - 2:47და ეს არის პაციენტი, რომელიც სხვა მხრივ სრულიად ნორმალურია,
-
2:47 - 2:50მან გადაიტანა თავის ტრავმა, გამოვიდა კომადან,
-
2:50 - 2:53სხვამხრივ სრულიად ნორმალური, ის უყურებს დედამისს
-
2:53 - 2:56და ამბობს, "ეს ქალი ზუსტად დედაჩემივით გამოიყურება,
-
2:56 - 2:58მაგრამ ის მიმბაძველია --
-
2:58 - 3:00ის ვიღაც სხვა ქალია, რომელიც თავს დედაჩემად ასაღებს."
-
3:00 - 3:02რატომ ხდება ასეთი რამ?
-
3:02 - 3:05რატომ ემართება ეს ვინმეს -- და ეს პიროვნება სრულიად გონებანათელი და ინტელიგენტურია
-
3:05 - 3:07ყველა სხვა მიმართებაში, მაგრამ როდესაც ხედავს დედამისს,
-
3:07 - 3:10მას ეწყება ილუზია და იძახის, რომ ეს დედამისი არ არის.
-
3:10 - 3:12ამის ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაცია,
-
3:12 - 3:14რომელსაც ყველა ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოში წააწყდებით,
-
3:14 - 3:18არის ფრეიდისეული ახსნა, ანუ ეს ყმაწვილი --
-
3:18 - 3:20და სხვათა შორის იგივე არგუმენტი ესადაგება ქალებსაც,
-
3:20 - 3:22მაგრამ ბიჭებზე ვისაუბრებ --
-
3:22 - 3:25როდესაც თქვენ იყავით პატარა ბავშვი,
-
3:25 - 3:27თქვენ გქონდათ ძლიერი სექსუალური ლტოლვა დედათქვენის მიმართ.
-
3:27 - 3:29ეს ეგრეთ წოდებული ფრეიდისეული ოიდიპოსის კომპლექსია.
-
3:29 - 3:31მე არ ვამბობ, რომ ამის მჯერა,
-
3:31 - 3:33მაგრამ ეს სტანდარტული ფრეიდისეული მიდგომაა.
-
3:33 - 3:36შემდეგ, თქვენს ზრდასთან ერთად ვითარდება ტვინის ქერქი
-
3:36 - 3:40და ახშობს ამ ლატენტურ სექსუალურ ლტოლვას დედისადმი.
-
3:40 - 3:44მადლობა ღმერთს, თორემ დედის დანახვაზე ყველანი სექსუალურად აღვიგზნებოდით.
-
3:44 - 3:46და ხდება შემდეგი --
-
3:46 - 3:48ღებულობთ თავის ტრავმას და გიზიანდებათ ქერქი,
-
3:48 - 3:52რის შედეგადაც ეს ლატენტური ლტოლვა გარეთ აღწევს,
-
3:52 - 3:55და უეცრად და აუხსნელად
-
3:55 - 3:58თქვენ გიჩნდებათ სექსუალური ლტოლვა თქვენი დედისადმი.
-
3:58 - 4:00და თქვენ იძახით "ღმერთო ჩემო, ეს თუ დედაჩემია,
-
4:00 - 4:02როგორ მაქვს სექსუალური ლტოლვა მის მიმართ?
-
4:02 - 4:04ის ვიღაც სხვა ქალია. ის მიმბაძველია."
-
4:04 - 4:08ეს ერთადერთი აზრიანი ახსნაა თქვენი დაზიანებული ტვინისთვის.
-
4:08 - 4:11ამ არგუმენტს მე არასოდეს სერიოზულად არ აღვიქვამდი.
-
4:11 - 4:14ის ძალიან გონებამახვილურია, როგორც ყველა ფრეიდისეული არგუმენტი --
-
4:14 - 4:16(სიცილი)
-
4:16 - 4:21-- მაგრამ დიდი აზრი მასში არ დევს, რადგან მე მინახავს მსგავსი დელუზია,
-
4:21 - 4:23რომელსაც პაციენტი განიცდიდა მისი პუდელის მიმართ.
-
4:23 - 4:24(სიცილი)
-
4:24 - 4:29ის ამბობს, "ექიმო, ეს ფიფი არ არის, ის ზუსტად ფიფისავით გამოიყურება,
-
4:29 - 4:31მაგრამ ვიღაც სხვა ძაღლია." გასაგებია?
-
4:31 - 4:33ახლა თქვენ შეეცადეთ მოარგოთ ამას ფრეიდისეული ახსნა.
-
4:33 - 4:34(სიცილი)
-
4:34 - 4:38მაშინ უნდა დავიწყოთ საუბარი ფარულ ზოოფილიაზე ყოველ ადამიანში,
-
4:38 - 4:41ან რაიმე მსგავსზე, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.
-
4:41 - 4:43მაშ რა ხდება სინამდვილეში?
-
4:43 - 4:45რომ ავხსნათ ეს საინტერესო დისფუნქცია,
-
4:45 - 4:49ჩვენ ვაკვირდებით ტვინში ნორმალური ვიზუალური ბილიკების სტრუქტურასა და ფუნქციებს.
-
4:49 - 4:52ჩვეულებრივ, ვიზუალური სიგნალები შედიან თვალში
-
4:52 - 4:54და მიემართებიან ტვინის ვიზუალურ არეში.
-
4:54 - 4:57თქვენი ტვინის უკანა ნაწილში არის 30 არე, დაკავებული მხოლოდ მხედველობით
-
4:57 - 5:00და ამ ყველაფრის დამუშავების შემდეგ გზავნილი მიდის მცირე სტრუქტურაში,
-
5:00 - 5:05სახელად ღერძისებრი ნაოჭი, სადაც თქვენ ანსხვავებთ სახეებს.
-
5:05 - 5:07იქ მოთავსებულია ნეირონები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან სახეების მიმართ.
-
5:07 - 5:10თქვენ მას შეიძლება ტვინის სახეების არე უწოდოთ.
-
5:10 - 5:12ამაზე ადრე ვისაუბრე.
-
5:12 - 5:16და როდესაც ეს არე ზიანდება, თქვენ კარგავთ სახეების გარჩევის უნარს.
-
5:16 - 5:19მაგრამ ამ არედან გზავნილი მიემართება სტრუქტურაში
-
5:19 - 5:22სტრუქტურაში, სახელად ამიგდალა, ლიმბურ სისტემაში,
-
5:22 - 5:24ტვინის ემოციონალურ ბირთვში.
-
5:24 - 5:26და ეს სტრუქტურა, სახელად ამიგდალა,
-
5:26 - 5:28განსაზღვრავს ემოციონალურ დატვირთვას იმისა, რასაც ხედავთ.
-
5:28 - 5:32ნადავლია? მტაცებელი? თუ სექსუალური პარტნიორი?
-
5:32 - 5:34თუ არის აბსოლუტურად ტრივიალური რამ, როგორიცაა ძაფი?
-
5:34 - 5:38ან ცარცი, ან არ ვიცი -- არ მინდა ამის თქმა, მაგრამ –
-
5:38 - 5:40ფესხაცმელი ან რაიმე მსგავსი. გასაგებია?
-
5:40 - 5:42რაიმე, რასაც შეგიძლიათ სრული იგნორირება გაუწიოთ.
-
5:42 - 5:45და თუ ამიგდალა აღგზნებულია, და ეს რაღაც მნიშვნელოვანია,
-
5:45 - 5:48გზავნილები მიემართებიან ავტონომიურ ნერვულ სისტემაში.
-
5:48 - 5:50თქვენი გული იწყებს სწრაფად ცემას,
-
5:50 - 5:53გეწყებათ ოფლიანობა, რათა გააბნიოთ სითბო,
-
5:53 - 5:55რომელიც კუნთების დაძაბვის შედეგად გამოგეყოფათ.
-
5:55 - 5:59და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ ორი ელექტროდი თქვენს ხელისგულზე
-
5:59 - 6:03და გავზომოთ კანის წინღობის ცვლილება, გამოწვეული ოფლიანობით.
-
6:03 - 6:05ანუ მე შემიძლია დავადგინო, როდესაც უყურებთ რაიმეს,
-
6:05 - 6:09ხართ თქვენ აღელვებული, ხართ აღგზნებული თუ არა ხართ.
-
6:09 - 6:11და ამ თემას ერთ წუთში მივუბრუნდები.
-
6:11 - 6:15ჩემი იდეა იყო შემდეგი -- როდესაც ეს ყმაწვილი უყურებს საგანს,
-
6:15 - 6:19ნებისმიერ საგანს, ინფორმაცია მიდის ვიზუალურ არეში
-
6:19 - 6:22და მუშავდება ღერძისებღ ნაოჭში
-
6:22 - 6:25და თქვენ ამ საგანში ამოიცნობთ ლობიოს მარცვალს, ან მაგიდას,
-
6:25 - 6:27ან, ამ შემთხვევაში, დედათქვენს.
-
6:27 - 6:30და შემდეგ გზავნილი მიემართება ამიგდალასკენ,
-
6:30 - 6:32რის შემდეგაც მიდის ავტონომიურ ნერვულ სისტემაში.
-
6:32 - 6:37მაგრამ შესაძლოა ამ ყმაწვილის შემთხვევაში, ეს მავთული რომელიც მიდის ამიგდალადან ლიმბურ სისტემისკენ --
-
6:37 - 6:40ტვინის ემოციონალური ბირთვისკენ -- ტრამვის შედეგად არის გადაჭრილი.
-
6:40 - 6:42და რადგან ღერძისებრი ნაოჭი ხელუხლებელია,
-
6:42 - 6:45მას კვლავ შეუძლია ამოიცნოს დედამისი,
-
6:45 - 6:47და თქვას "დიახ, ის ზუსტად დედაჩემივით გამოიყურება",
-
6:47 - 6:50მაგრამ რადგან მავთული ემოციონალური ბირთვისკენ გადაჭრილია,
-
6:50 - 6:54ის ფიქრობს "მაგრამ თუ ის დედაჩემია, რატომ არ განვიცდი სითბოს?"
-
6:54 - 6:56ან შიშს, გამომდინარე გარემოებებიდან?
-
6:56 - 6:57(სიცილი)
-
6:57 - 7:03და შესაბამისად ის იძახის "რას მივაწერო ეს აუხსნელი ემოციათა არქონა?
-
7:03 - 7:05ეს არ შეიძლება დედაჩემი იყოს.
-
7:05 - 7:07ეს ვიღაც სხვა ქალია, რომელიც დედაჩემად მაჩვენებს თავს."
-
7:07 - 7:09როგორ შეიძლება ამის შემოწმება?
-
7:09 - 7:11თუ ეხლა ნებისმიერ თქვენთაგანს დავსვამთ ეკრანის წინ,
-
7:11 - 7:14გავზომავთ თქვენo კანის გალვანურ რეაქციას
-
7:14 - 7:16და ეკრანზე განახებთ სურათებს,
-
7:16 - 7:19მე შემეძლება გავზომო, რა დონეზე ოფლიანობთ როდესაც უყურებთ რაიმეს,
-
7:19 - 7:22მსგავსად მაგიდისა ან ქოლგისა -- რა თქმა უნდა, თქვენ არ იოფლიანებთ.
-
7:22 - 7:27მაგრამ თუ განახებთ ლომის ან ვეფხვის სურათს, თქვენ დაიწყებთ ოფლიანობას.
-
7:27 - 7:30და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, თუ მე თქვენ გაჩვენებთ დედათქვენის სურათს --
-
7:30 - 7:32მე ნორმალურ ადამიანებზე ვსაუბრობ -- თქვენ დაიწყებთ ოფლიანობას.
-
7:32 - 7:34ამისათვის ისიც კი არაა საჭირო, რომ ებრაელი იყოთ.
-
7:34 - 7:36(სიცილი)
-
7:36 - 7:40და რა მოხდება იმ შემთხვევაში,
-
7:40 - 7:44თუკი თქვენ ამ პაციენტს აჩვენებთ სურათებს
-
7:44 - 7:46და გაზომავთ მისი კანის გალვანურ რეაქციას.
-
7:46 - 7:51მაგიდებისა და სკამების შემთხვევაში არაფერი მოხდება, როგორც ნორმალურ ადამიანებში,
-
7:51 - 7:53მაგრამ როდესაც თქვენ მას აჩვენებთ დედამისის სურათს,
-
7:53 - 7:55კანის გალვანური რეაქცია არის ნულოვანი.
-
7:55 - 7:57მას არ აქვს არანაირი ემოციონალური რეაქცია დედამისზე,
-
7:57 - 8:02რადგან ის მავთული, რომელიც მიდიოდა ვიზუალური არედან ემოციონალური ცენტრისკენ, გადაჭრილია.
-
8:02 - 8:05ასე რომ, მისი მხედველობა ნორმაშია, რადგან ვიზუალური არე დაუზიანებელია,
-
8:05 - 8:08მისი ემოცები ნორმაშია -- ის გაიცინებს, იტირებს და ასე შემდეგ --
-
8:08 - 8:11მაგრამ მავთული მხედველობიდან ემოციებამდე გადაჭრილია
-
8:11 - 8:14და შესაბამისად მას აქვს დელუზია, რომ დედამისი მიმბაძველია.
-
8:14 - 8:17ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, რითიც ჩვენ ვართ დაკავებულები --
-
8:17 - 8:21ვიღებთ უცნაურ, ერთი შეხედვით აუხსნელ, ნეირო-ფსიქიატრიულ სინდრომს
-
8:21 - 8:23და ვამბობთ, რომ სტანდარტული ფრეიდისეული შეხედულება მცდარია,
-
8:23 - 8:27და რომ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ზუსტი ახსნა
-
8:27 - 8:29ტვინის ნეიროლოგიური ანატომიის ცნობილ ფარგლებში.
-
8:29 - 8:31სხვათა შორის, თუ ამ პაციენტს
-
8:31 - 8:36დედამისი დაურეკავს გვერდითა ოთახიდან,
-
8:36 - 8:40ის აიღებს ყურმილს და იტყვის "უი, დე, როგორ ხარ? სად ხარ ეხლა?"
-
8:40 - 8:42ტელეფონით დელუზიას ადგილი არ აქვს.
-
8:42 - 8:44და თუ შემდეგ დედამისი ნახავს მას ერთ საათში, ის კითხავს "ვინ ხარ?
-
8:44 - 8:46ზუსტად დედაჩემივით გამოიყურები."
-
8:46 - 8:48ამის მიზეზია ის, რომ არსებობს განსხვავებული გზა,
-
8:48 - 8:52მიმავალი ტვინის სმენითი ცენტრებიდან ემოციონალური ცენტრებისკენ
-
8:52 - 8:54და ის ხელუხლებელი დარჩა ტრავმის შედეგად.
-
8:54 - 8:59ამით აიხსნება, რატომ ცნობს ის დედამისს ტელეფონზე, უპრობლემოდ.
-
8:59 - 9:02იგი მიმბაძველი მაშინ გონია, როდესაც პირადად უყურებს მას.
-
9:02 - 9:06როგორ არის ეს რთული ქსელი გაბმული ტვინში?
-
9:06 - 9:09არის ეს ადამიანის ბუნება, გენეტიკა თუ აღზრდა?
-
9:09 - 9:11და ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ ამ პრობლემას,
-
9:11 - 9:15თუ განვიხილავთ სხვა უცნაურ სინდრომს სახელად მოჩვენებითი, ფანტომური კიდური.
-
9:15 - 9:17და თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რას წარმოადგენს ფანტომური კიდური.
-
9:17 - 9:20როდესაც ხდება ხელისა ან ფეხის ამპუტაცია, განგრენის მიზეზით,
-
9:20 - 9:22ან, მაგალითად, ომში კარგავთ მათ, მაგალითად ერაყის ომში --
-
9:22 - 9:24ეს დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს --
-
9:24 - 9:28თქვენ ძველებურად მკაფიოდ შეიგრძნობთ ამ ნაკლული ხელის თავის ადგილზე ყოფნას,
-
9:28 - 9:31და ამას ეწოდება მოჩვენებითი (ფანტომური) ხელი ან მოჩვენებითი ფეხი.
-
9:31 - 9:33ფაქტიურად ფანტომის ეფექტი შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.
-
9:33 - 9:36და გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, შინაგან ორგანოებზეც კი.
-
9:36 - 9:40მე მყოლია პაციენტები ამოჭრილი საშვილოსნოთი -- ჰისტერექტომიით --
-
9:40 - 9:45რომლებსაც ქონდათ მოჩვენებითი საშვილოსნო, მოჩვენებითი მენსტრუალური სპაზმებით
-
9:45 - 9:47თვის შესაბამის რიცხვებში.
-
9:47 - 9:49და ერთხელ ერთმა სტუდენტმა მკითხა,
-
9:49 - 9:51თუ უვითარდებათ მათ მოჩვენებითი პმს?
-
9:51 - 9:52(სიცილი)
-
9:52 - 9:56სამეცნიერო კვლევის კიდევ ერთი საგანი, რომლითაც ჯერ არ დავკავებულვართ.
-
9:56 - 9:59მაშ ასე, შემდეგი შეკითხვა ასეთია --
-
9:59 - 10:02რა შეიძლება ვისწავლოთ მოჩვენებითი კიდურების შესახებ ექსპერიმენტების გზით?
-
10:02 - 10:04ერთი რამ, რაც აღმოვაჩინეთ,
-
10:04 - 10:06მოჩვენებითი კიდურების მქონე პაციენტთა მიახლოებით ნახევარი
-
10:06 - 10:08ამტკიცებს, რომ მათ ძალუძთ ამოძრაონ ფანტომი.
-
10:08 - 10:10ის მოუთათუნებს მის ძმას მხარზე,
-
10:10 - 10:12ის უპასუხებს ტელეფონს, დაუქნევს ხელს დასამშვიდობებლად.
-
10:12 - 10:15და ეს ძალზე დამაჯერებელი და ცხადი შეგრძნებებია.
-
10:15 - 10:17პაციენტი არ განიცდის დელუზიას.
-
10:17 - 10:19მან იცის, რომ ხელი ადგილზე არ არის,
-
10:19 - 10:22მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ძალზე დამაჯერებელი სენსორული შეგრძნებაა მისთვის.
-
10:22 - 10:25მაგრამ პაციენტთა დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში ამას ადგილი არ აქვს.
-
10:25 - 10:29ისინი ამბობენ "ექიმო, ჩემი მოჩვენებითი კიდური პარალიზებულია.
-
10:29 - 10:32ის გაშეშებულია სპაზმში და მტანჯველად მტკივნეულია.
-
10:32 - 10:35მისი განძრევა რომ შემეძლოს, შესაძლოა ტკივილი გაივლიდა.
-
10:35 - 10:38მაშ, რატომ შეიძლება მოჩვენებითი კიდური იყოს პარალიზებული?
-
10:38 - 10:40ეს ოკზუმორონივით ჟღერს.
-
10:40 - 10:43მაგრამ როდესაც ვეცნობოდით მათ ისტორიებს, აღმოვაჩინეთ,
-
10:43 - 10:45რომ ეს ხალხი პარალიზებული მოჩვენებითი კიდურებით,
-
10:45 - 10:49ნამდვილი კიდური პარალიზებული იყო პერიფერული ნერვის დაზიანების შედეგად,
-
10:49 - 10:52ნამდვილი ნერვი იყო გაწყვეტილი,
-
10:52 - 10:54მაგალითად გადაჭრილი მოტოციკლზე უბედური შემთხვევისას.
-
10:54 - 10:57და პაციენტს ნამდვილი ხელი ჰქონდა მარყუჟში
-
10:57 - 11:01რამოდენიმე თვით, ან წლით და შემდეგ,
-
11:01 - 11:04ტკივილის შეწყვეტის უშედეგო ცდაში,
-
11:04 - 11:06ქირურგი ახდენს ხელის ამპუტირებას,
-
11:06 - 11:10რის შედეგადაც ვიღებთ მოჩვენებით ხელს იგივე ტკივილებით.
-
11:10 - 11:12და ეს სერიოზული კლინიკური პრობლემაა.
-
11:12 - 11:14პაციენტები ვარდებიან დეპრესიაში.
-
11:14 - 11:16ზოგიერთი მათგანი თვითმკვლელობამდეც კი მიდის.
-
11:16 - 11:18მაშ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სინდრომს?
-
11:18 - 11:20უპირველესად, რატომ ვღებულობთ პარალიზებულ მოჩვენებით კიდურს?
-
11:20 - 11:24როდესაც ისტორიები შევისწავლე, აღმოვაჩინე, რომ მათ ქონდათ ნამდვილი ხელი
-
11:24 - 11:27და ხელის უზრუნველმყოფი ნერვები იყო გადაჭრილი,
-
11:27 - 11:30ნამდვილი ხელი ხდებოდა პარალიზებული,
-
11:30 - 11:34და ამპუტირებამდე რამდენიმე თვე არტაშანში ყოფნის შედეგად,
-
11:34 - 11:40ეს ტკივილი გადაეცემოდა მოჩვენებით ხელს.
-
11:40 - 11:42რატომ ხდება ეს?
-
11:42 - 11:44როდესაც კიდური იყო ხელუხლებელი, მაგრამ პარალიზებული,
-
11:44 - 11:47ტვინი უგზავნიდა ბრძანებებს ხელს, ტვინის წინა ნაწილი, იძახდა "გაინძერი",
-
11:47 - 11:49მაგრამ ღებულობდა ვიზუალურ გამოხმაურებას – "არა".
-
11:49 - 11:53გაინძერი. არა. გაინძერი. არა. გაინძერი. არა.
-
11:53 - 11:56და ეს აღიბეჭდებოდა ტვინის კავშირების ქსელში
-
11:56 - 11:59და ჩვენ ამას ვუწოდებთ ნასწავლ დამბლას.
-
11:59 - 12:03ტვინი სწავლობს ამას ჰების (Hebb) ასოციატიური ჯაჭვის გამო,
-
12:03 - 12:06რომ უბრალო ბრძანებაც კი ხელის ასამოძრავებლად,
-
12:06 - 12:08იწვევს პარალიზებული ხელის შეგრძნებას.
-
12:08 - 12:10და მას შემდეგ, რაც მოახდენთ ხელის ამპუტირებას,
-
12:10 - 12:14ნასწავლი დამბლა ვრცელდება თქვენს – თქვენი სხეულის გამოსახულებაში
-
12:14 - 12:17და შედეგად თქვენს ფანტომში.
-
12:17 - 12:19მაშ, როგორ ვუშველოთ ამ პაციენტებს?
-
12:19 - 12:21როგორ დავავიწყებინოთ ნასწავლი დამბლა,
-
12:21 - 12:25რომ მოვაშოროთ ეს მტანჯველი, მოკრუნჩხული სპაზმი
-
12:25 - 12:27ამ მოჩვენებითი ხელიდან?
-
12:27 - 12:32ჩვენ ვიფიქრეთ, რა მოხდება, თუ პაციენტი გაუგზავნის ბრძანებას მის ფანტომს,
-
12:32 - 12:36მაგრამ მას მიეწოდება ვიზუალური გამოხმაურებას, თითქოს ეს ბრძანება სრულდება?
-
12:36 - 12:39იქნებ ამით შეწყდეს ფანტომური ტკივილი, ფანტომური კრუნჩხვა.
-
12:39 - 12:41როგორ მოვახერხოთ ეს? ვირტუალური რეალობით.
-
12:41 - 12:43მაგრამ ეს მილიონობით დოლარი ღირს.
-
12:43 - 12:46ამიტომ მივაგენი გზას, როგორ გამეკეთებინა ეს სამ დოლარად,
-
12:46 - 12:48ოღონდ არ უთხრათ ეს ჩემს დამფინანსებელ სააგენტოებს.
-
12:48 - 12:49(სიცილი)
-
12:49 - 12:53ამისათვის ვაკეთებთ, როგორც მე მას ვუწოდებ, სარკისებრ ყუთს.
-
12:53 - 12:55ვიღებთ კარტონის ყუთს, შუაში სარკით,
-
12:55 - 12:59და ათავსებთ ფანტომს – მაშ ასე, შემოვიდა ჩემი პირველი პაციენტი, დერეკი.
-
12:59 - 13:02მას ხელის ამპუტირება 10 წლის წინ ჩაუტარეს.
-
13:02 - 13:05მას მხრის ავულსიის შედეგად ნერვები გადაჭრილი ჰქონდა
-
13:05 - 13:09და ხელი იყო პარალიზებული, მოთავსებული არტაშანში ერთი წლით და შემდეგ ამპუტირებული.
-
13:09 - 13:11მას ჰქონდა მოჩვენებითი ხელი, მტანჯველი ტკივილით და მას არ შეეძლო მისი ამოძრავება.
-
13:11 - 13:13ეს იყო პარალიზებული მოჩვენებითი ხელი.
-
13:13 - 13:17მაშ ასე, ის შემოვიდა და მე მას მივაწოდე ასეთი სარკე ყუთში,
-
13:17 - 13:20რასაც მე სარკისებრ ყუთს ვუწოდებ, ხომ?
-
13:20 - 13:23პაციენტი ათავსებს მოჩვენებით მარცხენა ხელს,
-
13:23 - 13:25რომელიც არის მოკრუნჩხული და სპაზმში, სარკის მარცხენა მხარეს,
-
13:25 - 13:27და ნორმალურ ხელს სარკის მარჯვენა მხარეს
-
13:27 - 13:31და იჭერს იგივე პოზას, მოკრუნჩხულ პოზას,
-
13:31 - 13:34იყურება სარკეში და რას შეიგრძნობს?
-
13:34 - 13:37ის ხედავს, რომ ფანტომი აღდგენილია,
-
13:37 - 13:41რადგან ის უყურებს ნორმალური ხელის ანარეკლს სარკეში
-
13:41 - 13:43და ეს გამოიყურება ისე, თითქოს მოჩვენებით ხელი აღდგენილია
-
13:43 - 13:46"ახლა", ვუთხარი, "ახლა აათამაშე შენი მოჩენებითი –
-
13:46 - 13:50ან გაამოძრავე ისინი და თან უყურე სარკეს."
-
13:50 - 13:54ის მიიღებს ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომ ფანტომი მოძრაობს.
-
13:54 - 13:56ეს აშკარაა, მაგრამ გამაოგნებელი ისაა,
-
13:56 - 13:59რომ პაციენტი იძახის "ღმერთო ჩემო, ჩემი ფანტომი კვლავ ინძრევა
-
13:59 - 14:01და ტკივილი, ეს მოკრუნჩხული სპაზმი გაქრა."
-
14:01 - 14:04და გახსოვდეთ, ჩემი პირველი პაციენტი --
-
14:04 - 14:05(აპლოდისმენტები)
-
14:05 - 14:09- გმადლობთ. (აპლოდისმენტები)
-
14:09 - 14:12როდესაც მოვიდა ჩემი პირველი პაციენტი და ჩაიხედა ყუთში,
-
14:12 - 14:15და მე მას ვუთხარი "შეხედე შენი ფანტომის ანარეკლს."
-
14:15 - 14:17მან ხითხითი დაიწყო და იძახდა "მე ვხედავ ჩემს ფანტომს."
-
14:17 - 14:19მაგრამ ის არ იყო სულელი. მან იცოდა, რომ ეს არ იყო რეალური.
-
14:19 - 14:21იცოდა, რომ ეს სარკის ანარეკლი იყო,
-
14:21 - 14:23მაგრამ ეს ნათელი სენსორული შეგრძნებაა.
-
14:23 - 14:26ახლა, მე ვუთხარი, "აამოძრავე შენი ნორმალური და მოჩვენებითი ხელები."
-
14:26 - 14:28მან მიპასუხა "მე არ შემიძლია ვამოძრავო ფანტომი. ხომ იცით. ეს მტკივნეულია."
-
14:28 - 14:30მე მას ვუთხარი "აამოძრავე ნორმალური ხელი."
-
14:30 - 14:32და მან მიპასუხა, "ღმერთო ჩემო, ჩემი ფანტომი კვლავ ინძრევა, თვალებს ვერ ვუჯერებ!
-
14:32 - 14:35და ტკივილმაც გამიარა"
-
14:35 - 14:36და შემდეგ ვუთხარი "დახუჭე თვალები."
-
14:36 - 14:38მან დახუჭა თვალები.
-
14:38 - 14:39"და აამოძრავე შენი ნორმალური ხელი."
-
14:39 - 14:40"ოჰ, არაფერი -- ის კვლავ მოკრუნჩხულია."
-
14:40 - 14:42"კარგი, ახლა გაახილე თვალები."
-
14:42 - 14:43"ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ის კვლავ მოძრაობს!"
-
14:43 - 14:45ის იქცეოდა ბავშვივით, ტკბილეულობის მაღაზიაში.
-
14:45 - 14:50მე მას ვუთხარი, ეს ადასტურებს ჩემს თეორიას ნასწავლი დამბლის შესახებ
-
14:50 - 14:52და ვიზუალური მონაცემების კრიტიკულ როლს,
-
14:52 - 14:54მაგრამ მე ვერ მივიღებ ნობელის პრემიას იმაში,
-
14:54 - 14:56რომ ვიღაცას შევაძლებინე მოჩვენებითი კიდურის ამოძრავება.
-
14:56 - 14:57(სიცილი)
-
14:57 - 14:58(აპლოდისმენტები)
-
14:58 - 15:01ეს სრულიად გამოუყენებელი უნარია, თუ დაუფიქრდებით.
-
15:01 - 15:02(სიცილი)
-
15:02 - 15:06მაგრამ შემდეგ მივხვდი, შესაძლოა სხვა სახის დამბლებში,
-
15:06 - 15:11რომლებსაც ნევროლოგიაში ვაწყდებით, როგორიცაა ინსულტი, ფოკალური დისტონია --
-
15:11 - 15:13შესაძლოა აქაც იყოს ნასწავლი კომპონენტი
-
15:13 - 15:16რომელსაც მოაშორებთ უბრალო სარკიანი მოწყობილობის დახმარებით.
-
15:16 - 15:18მაშ ასე, მე ვთქვი, "მომისმინე, დერეკ --
-
15:18 - 15:21უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ვერ ივლის ყველგან სარკით, ტკივილის შესამსუბუქებლად --
-
15:21 - 15:25მე ვუთხარი, "მისმინე, დერეკ, წაიღე ეს ყუთი სახლში და ივარჯიშე ერთი -ორი კვირა.
-
15:25 - 15:27შესაძლოა, პრაქტიკის შედეგად,
-
15:27 - 15:29შენ განთავისუფლდე სარკისაგან, დაავიწყო ტვინს პარალიჩი
-
15:29 - 15:31დაიწყო პარალიზებული ხელის მოძრაობა
-
15:31 - 15:33და შემდეგ განთავისუფლდე ტკივილისგან."
-
15:33 - 15:35ის დამთანხმდა და წაიღო ყუთი სახლში.
-
15:35 - 15:37მე ვუთხარი, "ბოლოს და ბოლოს ეს ორი დოლარი ღირს. წაიღე სახლში."
-
15:37 - 15:40მან ყუთი სახლში წაიღო და ორ კვირაში მირეკავს
-
15:40 - 15:42და მეუბნება, "ექიმო, თქვენ ვერ დაიჯერებთ."
-
15:42 - 15:43მე ვკითხე, "რას?"
-
15:43 - 15:45მან მიპასუხა, "ის გაქრა."
-
15:45 - 15:46"რა გაქრა?"
-
15:46 - 15:48მე ვიფიქრე, სარკისებრი ყუთი ხომ არ გაქრა.
-
15:48 - 15:49(სიცილი)
-
15:49 - 15:52მან მიპასუხა, "არა, არა, არა, ხომ გახსოვთ ეს ფანტომი, რომელიც 10 წელი მქონდა?
-
15:52 - 15:54ის გაქრა."
-
15:54 - 15:56და მე ვუპასუხე -- მე ვღელავდი, ვიფიქრე, ღმერთო ჩემო,
-
15:56 - 15:58მე ამ ადამიანის სხეულის სურათი შევცვალე,
-
15:58 - 16:01რა ვუყოთ ადამიანურ ფაქტორს, ეთიკას და მსგავს რაღაცეებს?
-
16:01 - 16:03და მე მას ვკითხე, "დერეკ, შენ ეს გაწუხებს?"
-
16:03 - 16:06მან მიპასუხა "არა, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში არ მქონია მოჩვენებით ხელი
-
16:06 - 16:09და შესაბამისად, არც მოჩვენებითი იდაყვის ტკივილი, ან კრუნჩხვა,
-
16:09 - 16:12არავითარი მოჩვენებითი მაჯის ტკივილი, ყველა ეს ტკივილი გაქრა.
-
16:12 - 16:16მაგრამ ერთადერთი პრობლემაა ისაა, რომ მე კვლავინდებურად მაქვს მოჩვენებითი თითები, მხრიდან გამომავალი
-
16:16 - 16:18და თქვენი ყუთი იქამდე ვერ წვდება."
-
16:18 - 16:19(სიცილი)
-
16:19 - 16:22"შეგიძლიათ გადააკეთოთ ყუთი და მოათავსოთ ის ჩემს შუბლზე
-
16:22 - 16:25რომ მე შევძლო იგივეს გამეორება და ჩემი მოჩვენებითი თითების გაქრობა?"
-
16:25 - 16:27მას მე ვიღაც ჯადოქარი ვეგონე.
-
16:27 - 16:28მაშ, რატომ ხდება ეს?
-
16:28 - 16:31იმიტომ, რომ ტვინი დგება უზარმაზარი სენსორული კონფლიქტის წინაშე.
-
16:31 - 16:34ის ღებულობს სიგნალებს მხედველობისგან, რომ ფანტომი დაბრუნდა.
-
16:34 - 16:36მეორეს მხრივ, არ არის არანაირი შესაბამისი შეგრძნება,
-
16:36 - 16:40კუნთები აგზავნიან სიგნალს, რომ ხელი ადგილზე არ არის.
-
16:40 - 16:42თქვენი მოტორული ფუნქცია იძახის, რომ ხელი ადგილზეა,
-
16:42 - 16:45და ამ კონფლიქტის შემყურე ტვინი იძახის, ჯანდაბას,
-
16:45 - 16:48არ არის ფანტონი, არ არის ხელი.
-
16:48 - 16:50ის მიმართავს ერთგვარ უარყოფას -- უგულვებელყოფს სიგნალებს.
-
16:50 - 16:54და როდესაც ხელი ქრება, ბონუსად მას ტკივილიც მიყვება,
-
16:54 - 16:58რადგან არ შეიძლება გქონდეთ ტკივილი სადღაც ჰაერში, კიდურის გარეშე.
-
16:58 - 17:00ასე რომ, ეს ბონუსია.
-
17:00 - 17:02ეს ტექნოლოგია უკვე გამოცდილ იქნა ათეულობით პაციენტზე
-
17:02 - 17:04სხვა ჯგუფების მიერ ჰელსინკში,
-
17:04 - 17:07ასე რომ, შესაძლოა იგი სასარგებლო აღმოჩნდეს მოჩვენებითი ტკივილების გასაქრობად,
-
17:07 - 17:09და მართლაც, ზოგიერთი ამას იყენებს ინსულტისგან რეაბილიტაციისთვის.
-
17:09 - 17:12ინსულტი, ჩვეულებრივ თქვენ ფიქრობთ მასზე, როგორც ბოჭკოს დაზიანებაზე,
-
17:12 - 17:14რასაც ვერაფერს მოუხერხებთ.
-
17:14 - 17:19მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინსულტის დამბლის ზოგიერთი კომპონენტი არის ნასწავლი დამბლა
-
17:19 - 17:22და, შესაძლოა, მოვახერხოთ ამ კომპონენტების მოშორება სარკის გამოყენებით.
-
17:22 - 17:24ამ მიდგომამაც გაიარა კლინიკური გამოცდები
-
17:24 - 17:26და დაეხმარა მრავალ, მრავალ პაციენტს.
-
17:26 - 17:30კარგი, ახლა ნება მიბოძეთ გადავერთო ჩემი მოხსენების მესამე ნაწილზე,
-
17:30 - 17:34რომელიც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს სახელად სინესთეზია.
-
17:34 - 17:37ის აღმოჩენილი იქნა ფრანსის გალტონის (Francis Galton) მიერ, მე-19 საუკუნეში.
-
17:37 - 17:39ის იყო ჩარლზ დარვინის ნათესავი.
-
17:39 - 17:41მან შეამჩნია, რომ ზოგიერთ ადამიანს,
-
17:41 - 17:45რომელიც სხვა მხრივ სრულიად ნორმალურია, სჭირს ერთი უცნაურობა --
-
17:45 - 17:48ყოველთვის, როდესაც ისინი ხედავენ ციფრს, ის არის ფერადი.
-
17:48 - 17:52ხუთი არის ლურჯი, შვიდი არის ყვითელი, რვა არის მომწვანო-ყვითელი,
-
17:52 - 17:54ცხრა არის ინდიგო, ხომ გასაგებია?
-
17:54 - 17:57იქონიეთ მხედველობაში, ეს ხალხი სრულიად ნორმალურები არიან სხვა მხრივ.
-
17:57 - 18:00ან დო-დიეზი. ზოგჯერ ნოტა იწვევს ფერს.
-
18:00 - 18:03დო-დიეზი არის ლურჯი, ფა-დიეზი მწვანეა,
-
18:03 - 18:06სხვა ნოტა შეიძლება იყოს ყვითელი, ხომ გასაგებია?
-
18:06 - 18:08რატომ ხდება ეს?
-
18:08 - 18:10ამას ეწოდება სინესთეზია -- გალტონმა მას სინესთეზია უწოდა,
-
18:10 - 18:12შეგრძნებათა შერევა.
-
18:12 - 18:14ჩვენს შიგნით, ყველა შეგრძნება არის განცალკევებული.
-
18:14 - 18:16ეს ხალხი ერთმანეთში რევს თავის შეგრძნებებს.
-
18:16 - 18:17რატომ ხდება ეს?
-
18:17 - 18:19ამ პრობლემის ორი ასპექტიდან ერთ-ერთი ძალზე დამაინტრიგებელია.
-
18:19 - 18:21სინესთეზია გვხვდება ოჯახების შიგნით,
-
18:21 - 18:24და გალტონმაც განაცხადა, რომ ამას აქვს შთამომავლობითი, გენეტიკური საფუძველი.
-
18:24 - 18:28მეორე ასპექტი, სინესთეზია შეეხება -- და აქ ვუახლოვდები ჩემს აზრს,
-
18:28 - 18:31ამ ლექციის მთავარ თემას, რომელიც ეხება შემოქმედებას --
-
18:31 - 18:36სინესთეზია რვაჯერ უფრო ხშირად გვხვდება მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს
-
18:36 - 18:39და სხვა შემოქმედებით ადამიანებს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში.
-
18:39 - 18:40რატომ უნდა იყოს ეს ასე?
-
18:40 - 18:42მე ვუპახუხებ ამ შეკითხვას.
-
18:42 - 18:44აქამდე ამას პასუხი არ ქონია.
-
18:44 - 18:45მაშ, რა არის სინესთეზია? რა იწვევს მას?
-
18:45 - 18:46არსებობს მრავალი თეორია.
-
18:46 - 18:48ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ისინი უბრალოდ გიჟები არიან.
-
18:48 - 18:51ეს არც თუ ისე მეცნიერული თეორიაა, ასე რომ დავივიწყოთ მის შესახებ.
-
18:51 - 18:55სხვა თეორიის მიხედვით, ისინი მარიხუანის მწეველები და ნარკომანები არიან.
-
18:55 - 18:57ამაში შეიძლება ერიოს სიმართლის მარცვალი
-
18:57 - 18:59რადგან ეს ბევრად ხშირად გვხვდება აქ, ყურეს რაიონში, ვიდრე სან დიეგოში.
-
18:59 - 19:00(სიცილი)
-
19:00 - 19:03მესამე თეორია შემდეგია --
-
19:03 - 19:08მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს, სინამდვილეში რა ხდება სინესთეზიის დროს? კარგით?
-
19:08 - 19:11და აღმოვაჩინეთ, რომ ფერის არე და რიცხვების არე
-
19:11 - 19:14ტვინში გვერდი-გვერდ არიან, ღერძისებრ ნაოჭში.
-
19:14 - 19:16და ჩვენ ვთქვით, ადგილი აქვს რაიმე შემთხვევით გადახლართვას
-
19:16 - 19:19ფერებსა და რიცხვებს შორის ტვინის შიგნით.
-
19:19 - 19:22და ყოველთვის, როდესაც ხედავთ ციფრს, ხედავთ მის შესაბამის ფერს
-
19:22 - 19:24და ამიტომ ღებულობთ სინესთეზიას.
-
19:24 - 19:26ახლა კი გაიხსენეთ -- რატომ ხდება ეს?
-
19:26 - 19:28რატომ ემართება ზოგიერთს ასეთი გადახლართვა?
-
19:28 - 19:30გახსოვთ რომ გითხარით, რომ ეს ოჯახების შიგნით გვხვდება?
-
19:30 - 19:32ეს მინიშნებას გაძლევთ.
-
19:32 - 19:34რაც არის ის, რომ არსებობს ანომალური გენი,
-
19:34 - 19:37მუტაცია გენში, რაც იწვევს ამ ანომალურ გადახლართვას.
-
19:37 - 19:39აღმოჩნდა, რომ ყოველ ჩვენთაგანში
-
19:39 - 19:43ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთში, დაბადებიდან.
-
19:43 - 19:46ტვინის ყოველი არე გადაბმულია ყოველ დანარჩენ არესთან
-
19:46 - 19:48და ეს გადაბმები იკვეცება, რათა შექმნან
-
19:48 - 19:51ზრდასრული ტვინისათვის დამახასიათებელი მოდულარული არქიტექტურა.
-
19:51 - 19:53და თუ არსებობს გენი, რომელიც იწვევს ამ შეკვეცას
-
19:53 - 19:55და ეს გენი განიცდის მუტაციას,
-
19:55 - 19:58თქვენ ღებულობთ არასრულ შეკვეცას ტვინის მეზობელ არეებს შორის
-
19:58 - 20:01და თუ ეს ხდება ციფრებსა და ფერებს შორის, თქვენ ღებულობთ ციფრულ-ფერად სინესთეზიას.
-
20:01 - 20:04თუ ეს ხდება ნოტებსა და ფერებს შორის, ღებულობთ ტონალურ-ფერად სინესთეზიას.
-
20:04 - 20:06ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნათელია.
-
20:06 - 20:08ახლა, რა იქნება, თუ ეს გენი გამოხატულებას პოულობს ყველგან, ტვინის შიგნით
-
20:08 - 20:09და ყველაფერი გადაბმულია?
-
20:09 - 20:15დაფიქრდით, რა საერთო აქვთ ყველა მხატვარს, მწერალს, პოეტს --
-
20:15 - 20:18მეტაფორული აზროვნების უნარი,
-
20:18 - 20:20რომელიც, ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით განსხვავებულ იდეებს,
-
20:20 - 20:23როგორიცაა, "ეს აღმოსავლეთია და ჯულიეტა მასში მზეა."
-
20:23 - 20:25თქვენ ხომ არ თვლით, რომ ჯულიეტა მზეა --
-
20:25 - 20:27იმ გაგებით, რომ ის მანათობელი ცეცხლოვანი ბურთია?
-
20:27 - 20:30ანუ, შიზოფრენიკები ასე ფიქრობენ, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, არა?
-
20:30 - 20:33ნორმალური ადამიანები იტყვიან, რომ ის მზესავით თბილია,
-
20:33 - 20:35მზესავით განსხივოსნებულია, მზესავით მზრუნველია.
-
20:35 - 20:37თქვენ მყისიერად მოძებნეთ კავშირები.
-
20:37 - 20:40და თუ თქვენ ახლა იგულისხმებთ, რომ ეს უფრო დიდი გადახლართვები
-
20:40 - 20:43და კონცეფციები ტვინის სხვა არეებშიც გვხვდება,
-
20:43 - 20:46ეს შექმნის უფრო მეტ მიდრეკილებას
-
20:46 - 20:49მეტაფორული აზროვნებისა და შემოქმედებისკენ
-
20:49 - 20:51სინესთეზიის მქონე ადამიანებში.
-
20:51 - 20:54და შედეგად, სინესთეზიის რვაჯერ მეტად გავრცელებულ შემთხვევებს
-
20:54 - 20:56პოეტებს, მხატვრებსა და მწერლებს შორის.
-
20:56 - 20:59ეს სინესთეზიის ძალიან ფრენოლოგიური ხედვაა.
-
20:59 - 21:01ბოლო დემონსტრაცია -- შეიძლება კიდევ ერთი წუთი ავიღო?
-
21:01 - 21:03(აპლოდისმენტები)
-
21:03 - 21:08მაშ ასე. მე გაჩვენებთ, რომ თქვენ ყველანი სინესთეთიკები ხართ, მაგრამ არაფერი იცით ამის შესახებ.
-
21:08 - 21:12აი, ამას მე ვუწოდებ მარსიანულ ანბანს. ის ჩვეულებრივი ანბანივითაა,
-
21:12 - 21:15A არის ა, B არის ბ, C არის ს,
-
21:15 - 21:18განსხვავებული ფორმა განსხვავებული ფონემისთვის, ხომ გასაგებია?
-
21:18 - 21:20და აი თქვენ გაქვთ ეს მარსიანული ანბანი.
-
21:20 - 21:22ერთ-ერთი მათგანი არის კიკი, ერთ-ერთი - ბუბა.
-
21:22 - 21:24რომელია კიკი და რომელია ბუბა?
-
21:24 - 21:26რამდენი თქვენგანი თვლის რომ ეს კიკია და ეს ბუბა? აწიეთ ხელები.
-
21:26 - 21:28ჰმ, ერთი თუ ორი მუტანტი გვყოლია.
-
21:28 - 21:29(სიცილი)
-
21:29 - 21:31რამდენი თქვენგანი თვლის რომ ეს ბუბაა, ეს კი - კიკი? აწიეთ ხელები.
-
21:31 - 21:3399 პროცენტი.
-
21:33 - 21:35მაგრამ, არც ერთი თქვენგანი არ არის მარსიდან, როგორ შესძელით ეს?
-
21:35 - 21:40ეს იმიტომ, რომ თქვენ ყველანი ახდენთ ჯვარედინ მოდელირებას - სინესთეზიურ აბსტრაქციას -
-
21:40 - 21:44რაც ნიშნავს, რომ თქვენ იძახით, რომ ეს ბასრი კუთხეები, კიკი,
-
21:44 - 21:49თქვენს სმენით ქერქში თმის უჯრედები აღიგზნება, კიკი,
-
21:49 - 21:52ბაძავენ ვიზუალურ მოხაზულობებს - უცაბედ ტეხილებს - ამ დაკბილულ ფორმაში.
-
21:52 - 21:55ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვეუბნება,
-
21:55 - 21:57რომ თქვენი ტვინი მისდევს პრიმიტივს --
-
21:57 - 21:59ეს უბრალოდ სულელურ ილუზიას გავს,
-
21:59 - 22:03მაგრამ ფოტონები თქვენს თვალში ხაზავენ ამ ფორმას
-
22:03 - 22:06და თმის უჯრედები თქვენს ყურში აღაგზნებენ სმენით მიმდევრობებს,
-
22:06 - 22:11და აქედან ტვინს გამოაქვს საერთო გამყოფი.
-
22:11 - 22:13ეს აბსტრაქციის პრიმიტიული ფორმაა
-
22:13 - 22:18და ჩვენ ვიცით, რომ ამას ადგილი აქვს ტვინის ღერძისებრ ნაოჭში,
-
22:18 - 22:19რადგან მაშინ, როდესაც ის დაზიანებულია,
-
22:19 - 22:23ეს ხალხი კარგავს შესაძლებლობას შეასრულოს ბუბა-კიკის ამოცანა.
-
22:23 - 22:25და ამასთან ერთად კარგავენ მეტაფორების აღქმის შესაძლებლობას.
-
22:25 - 22:29თუ თქვენ კითხავთ ასეთ ადამიანს, რას ნიშნავს გამოთქმა
-
22:29 - 22:31"ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არაა?"
-
22:31 - 22:33პაციენტი გიპასუხებთ, "თუ ეს მეტალისაა და ბზინავს, არ ნიშნავს რომ ეს ოქროა.
-
22:33 - 22:36საჭიროა, ასევე გაიზომოს მისი ხვედრითი წონა.
-
22:36 - 22:39ანუ ისინი სრულიად ვერ ამჩნევენ მეტაფორულ მნიშვნელობას.
-
22:39 - 22:42და ეს არე დაახლოებით რვაჯერ დიდია უმაღლეს --
-
22:42 - 22:45განსაკუთრებით კი ადამიანებში, ვიდრე უმდაბლეს პრიმატებში.
-
22:45 - 22:48რაღაც ძალზე საინტერესო ხდება აქ, კუთხოვან ნაოჭში,
-
22:48 - 22:51რადგან ეს გზაჯვარედინია სმენას, მხედველობას და შეხებას შორის
-
22:51 - 22:55და ის უზარმაზარი გახდა ადამიანებში -- და ხდება რაღაც ძალზე საინტერესო.
-
22:55 - 22:58და ვფიქრობ, ეს საფუძველია მრავალი ექსკლუზიურად ადამიანური შესაძლებლობის --
-
22:58 - 23:01როგორიცაა აბსტრაქცია, მეტაფორა და შემოქმედება.
-
23:01 - 23:04ყველა ის საკითხი, რომლებსაც ფილოსოფოსები ათასწლეულების მანძილზე სწავლობდნენ,
-
23:04 - 23:08ჩვენ, მეცნიერებს, შეგვიძლია შევისწავლოთ, ტვინის სურათების მეშვეობით,
-
23:08 - 23:10და ასევე პაციენტების შესწავლითა და სწორი კითხვების დასმით.
-
23:10 - 23:12გმადლობთ.
-
23:12 - 23:13(აპლოდისმენტები)
-
23:13 - 23:14მომიტევეთ.
-
23:14 - 23:15(სიცილი)
- Title:
- ვილაიანურ რამაჩანდრანი (Vilayanur Ramachandran) თქვენი გონების შესახებ
- Speaker:
- VS Ramachandran
- Description:
-
more » « less
ვილაიანურ რამაჩანდრანი მოგვითხრობს, თუ რა შეუძლია გამოავლინოს ტვინის დაზიანებამ ტვინის ქსოვილისა და გონების კავშირის შესახებ და ამისთვის იგი იყენებს სამ გამაოგნებელ ილუზიას, როგორც მაგალითს.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 23:17