0:00:00.000,0:00:04.000 როგორც ქრისმა აღნიშნა, მე შევისწავლი ადამიანის ტვინს -- 0:00:04.000,0:00:06.000 ადამიანის ტვინის ფუნქციებსა და სტრუქტურას. 0:00:06.000,0:00:10.000 და მე მინდა წუთიერად დაფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს ეს. 0:00:10.000,0:00:14.000 აი ეს ჟელეს მასაა - სამი ფუნტი ჟელე, 0:00:14.000,0:00:17.000 რომელიც შეგიძლიათ მოათავსოთ ხელისგულზე, 0:00:17.000,0:00:21.000 და მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე. 0:00:21.000,0:00:23.000 მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი 0:00:23.000,0:00:28.000 და მას შეუძლია გაათვითცნობიეროს საკუთარი თავი, რომელიც აცნობიერებს უსასრულობას. 0:00:28.000,0:00:33.000 და ეს უცნაური, რეკურსიული თვისებაა, რომელსაც ჩვენ თვითშეგნებას ვუწოდებთ, 0:00:33.000,0:00:37.000 რომელიც, ჩემი აზრით, არის წმინდა გრაალი ნეირობიოლოგიისა და ნევროლოგიისა, 0:00:37.000,0:00:39.000 და რომელსაც, იმედია, როდესმე ამოვხსნით. 0:00:40.000,0:00:43.000 კარგი, და როგორ უნდა შევისწავლოთ ეს იდუმალუ ორგანო? 0:00:43.000,0:00:47.000 ანუ, გვაქვს 100 მილიარდი ნერვული უჯრედი, 0:00:47.000,0:00:50.000 პროტოპლაზმის მცირე ფრაგმენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ 0:00:50.000,0:00:54.000 და ამ ურთიერთქმედებიდან იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, 0:00:54.000,0:00:57.000 რომელსაც ჩვენ ადამიანის ბუნებას და ადამიანის ცნობიერებას ვუწოდებთ. 0:00:57.000,0:00:58.000 როგორ ხდება ეს ყველაფერი? 0:00:58.000,0:01:01.000 არსებობს ტვინის ფუნქციების შესწავლის მრავალი გზა. 0:01:01.000,0:01:04.000 ერთი გზა, რომელსაც ჩვენ უმეტესწილად მივმართავთ, 0:01:04.000,0:01:09.000 არის ტვინის მცირე მიდამოებზე მდგრადი დაზიანებების მქონე პაციენტების დაკვირვება, 0:01:09.000,0:01:11.000 იქ, სადაც მცირე მიდამოზე მოხდა გენეტიკური ცვლილება. 0:01:11.000,0:01:15.000 რის შემდეგაც მოხდება არა სრული დაქვეითება 0:01:15.000,0:01:17.000 ყველა თქვენი გონებრივი შესაძლებლობებისა - 0:01:17.000,0:01:20.000 ასე ვთქვათ, თქვენი კოგნიტიური შესაძლებლობების მოდუნება, 0:01:20.000,0:01:23.000 არამედ ერთი რომელიმე ფუნქციის ძალზე სელექტიური მოშლა 0:01:23.000,0:01:25.000 იმ დროს, როდესაც სხვა ფუნქციები ხელუხლებელი რჩება, 0:01:25.000,0:01:27.000 და ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, 0:01:27.000,0:01:31.000 რომ ტვინის ეს ნაწილი, რაღაცნაირად, შუამდგომლობს ამ ფუნქციის შესრულებას. 0:01:31.000,0:01:33.000 ასე რომ, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფუნქციის პროეცირება სტრუქტურაზე 0:01:33.000,0:01:36.000 და გამოიკვლიოთ, როგორ მოქმედებენ მისი ურთიერთკავშირები, 0:01:36.000,0:01:38.000 რომ შექმნან ეს მოცემული ფუნქცია. 0:01:38.000,0:01:40.000 სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. 0:01:40.000,0:01:43.000 ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ამის რამდენიმე გასაოცარი მაგალითი. 0:01:43.000,0:01:47.000 უფრო სწორედ, ამ ლექციაში მე გაჩვენებთ სამ ექვსწუთიან მაგალითს. 0:01:47.000,0:01:51.000 პირველი მაგალითი არის საოცარი სინდრომი სახელად კაპგრას (Capgra) სინდრომი. 0:01:51.000,0:01:53.000 თუ შეხედავთ პირველ სლაიდს, 0:01:53.000,0:01:58.000 დაინახავთ საფეთქლის, შუბლისა და თხემის წილებს - 0:01:58.000,0:02:00.000 წილებს, რომელთაგანაც შედგება ტვინი. 0:02:00.000,0:02:04.000 და შიგნით, თხემის წილის შიდა ზედაპირის ქვეშ -- 0:02:04.000,0:02:06.000 აქ მას ვერ დაინახავთ -- 0:02:06.000,0:02:08.000 არის მცირე სტრუქტურა სახელად ღერძისებრი ნაოჭი (Fusiform Gyrus). 0:02:08.000,0:02:11.000 რომელსაც უწოდეს ტვინის სახის არე, 0:02:11.000,0:02:14.000 რადგან როდესაც ის ზიანდება, თქვენ ვეღარ ცნობთ ხალხს სახეზე. 0:02:14.000,0:02:16.000 თქვენ ძველებურად იცნობთ მათ ხმაზე 0:02:16.000,0:02:18.000 და იტყვით, დიახ, ეს ჯოა, 0:02:18.000,0:02:21.000 მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ შეხედოთ სახეზე და თქვათ ვინ არის. 0:02:21.000,0:02:23.000 თქვენ საკუთარ თავსაც კი ვერ იცნობთ სარკეში. 0:02:23.000,0:02:26.000 ანუ თქვენ გეცოდინებათ რომ ეს თქვენ ხართ, რადგან როდესაც თვალს ჩააპაჭუნებთ ისიც ჩააპაჭუნებს, 0:02:26.000,0:02:28.000 და თქვენ იცით, რომ სარკეში იყურებით, 0:02:28.000,0:02:31.000 მაგრამ თქვენ რეალურად თქვენს თავს ვერ იცნობთ. 0:02:31.000,0:02:35.000 ეს სინდრომი კარგად არის ცნობილი, როგორც შედეგი ღერძისებრი ნაოჭის დაზიანებისა. 0:02:35.000,0:02:38.000 მაგრამ არის სხვა, იშვიათი სინდრომიც; ისეთი იშვიათი, 0:02:38.000,0:02:42.000 რომ ძალიან ცოტა ექიმს სმენია მის შესახებ, ნევროლოგებს შორისაც კი. 0:02:42.000,0:02:44.000 მას ეწოდება კაპგრასის დელუზია (Capgras delusion) 0:02:44.000,0:02:47.000 და ეს არის პაციენტი, რომელიც სხვა მხრივ სრულიად ნორმალურია, 0:02:47.000,0:02:50.000 მან გადაიტანა თავის ტრავმა, გამოვიდა კომადან, 0:02:50.000,0:02:53.000 სხვამხრივ სრულიად ნორმალური, ის უყურებს დედამისს 0:02:53.000,0:02:56.000 და ამბობს, "ეს ქალი ზუსტად დედაჩემივით გამოიყურება, 0:02:56.000,0:02:58.000 მაგრამ ის მიმბაძველია -- 0:02:58.000,0:03:00.000 ის ვიღაც სხვა ქალია, რომელიც თავს დედაჩემად ასაღებს." 0:03:00.000,0:03:02.000 რატომ ხდება ასეთი რამ? 0:03:02.000,0:03:05.000 რატომ ემართება ეს ვინმეს -- და ეს პიროვნება სრულიად გონებანათელი და ინტელიგენტურია 0:03:05.000,0:03:07.000 ყველა სხვა მიმართებაში, მაგრამ როდესაც ხედავს დედამისს, 0:03:07.000,0:03:10.000 მას ეწყება ილუზია და იძახის, რომ ეს დედამისი არ არის. 0:03:10.000,0:03:12.000 ამის ყველაზე გავრცელებული ინტერპრეტაცია, 0:03:12.000,0:03:14.000 რომელსაც ყველა ფსიქიატრიულ სახელმძღვანელოში წააწყდებით, 0:03:14.000,0:03:18.000 არის ფრეიდისეული ახსნა, ანუ ეს ყმაწვილი -- 0:03:18.000,0:03:20.000 და სხვათა შორის იგივე არგუმენტი ესადაგება ქალებსაც, 0:03:20.000,0:03:22.000 მაგრამ ბიჭებზე ვისაუბრებ -- 0:03:22.000,0:03:25.000 როდესაც თქვენ იყავით პატარა ბავშვი, 0:03:25.000,0:03:27.000 თქვენ გქონდათ ძლიერი სექსუალური ლტოლვა დედათქვენის მიმართ. 0:03:27.000,0:03:29.000 ეს ეგრეთ წოდებული ფრეიდისეული ოიდიპოსის კომპლექსია. 0:03:29.000,0:03:31.000 მე არ ვამბობ, რომ ამის მჯერა, 0:03:31.000,0:03:33.000 მაგრამ ეს სტანდარტული ფრეიდისეული მიდგომაა. 0:03:33.000,0:03:36.000 შემდეგ, თქვენს ზრდასთან ერთად ვითარდება ტვინის ქერქი 0:03:36.000,0:03:40.000 და ახშობს ამ ლატენტურ სექსუალურ ლტოლვას დედისადმი. 0:03:40.000,0:03:44.000 მადლობა ღმერთს, თორემ დედის დანახვაზე ყველანი სექსუალურად აღვიგზნებოდით. 0:03:44.000,0:03:46.000 და ხდება შემდეგი -- 0:03:46.000,0:03:48.000 ღებულობთ თავის ტრავმას და გიზიანდებათ ქერქი, 0:03:48.000,0:03:52.000 რის შედეგადაც ეს ლატენტური ლტოლვა გარეთ აღწევს, 0:03:52.000,0:03:55.000 და უეცრად და აუხსნელად 0:03:55.000,0:03:58.000 თქვენ გიჩნდებათ სექსუალური ლტოლვა თქვენი დედისადმი. 0:03:58.000,0:04:00.000 და თქვენ იძახით "ღმერთო ჩემო, ეს თუ დედაჩემია, 0:04:00.000,0:04:02.000 როგორ მაქვს სექსუალური ლტოლვა მის მიმართ? 0:04:02.000,0:04:04.000 ის ვიღაც სხვა ქალია. ის მიმბაძველია." 0:04:04.000,0:04:08.000 ეს ერთადერთი აზრიანი ახსნაა თქვენი დაზიანებული ტვინისთვის. 0:04:08.000,0:04:11.000 ამ არგუმენტს მე არასოდეს სერიოზულად არ აღვიქვამდი. 0:04:11.000,0:04:14.000 ის ძალიან გონებამახვილურია, როგორც ყველა ფრეიდისეული არგუმენტი -- 0:04:14.000,0:04:16.000 (სიცილი) 0:04:16.000,0:04:21.000 -- მაგრამ დიდი აზრი მასში არ დევს, რადგან მე მინახავს მსგავსი დელუზია, 0:04:21.000,0:04:23.000 რომელსაც პაციენტი განიცდიდა მისი პუდელის მიმართ. 0:04:23.000,0:04:24.000 (სიცილი) 0:04:24.000,0:04:29.000 ის ამბობს, "ექიმო, ეს ფიფი არ არის, ის ზუსტად ფიფისავით გამოიყურება, 0:04:29.000,0:04:31.000 მაგრამ ვიღაც სხვა ძაღლია." გასაგებია? 0:04:31.000,0:04:33.000 ახლა თქვენ შეეცადეთ მოარგოთ ამას ფრეიდისეული ახსნა. 0:04:33.000,0:04:34.000 (სიცილი) 0:04:34.000,0:04:38.000 მაშინ უნდა დავიწყოთ საუბარი ფარულ ზოოფილიაზე ყოველ ადამიანში, 0:04:38.000,0:04:41.000 ან რაიმე მსგავსზე, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. 0:04:41.000,0:04:43.000 მაშ რა ხდება სინამდვილეში? 0:04:43.000,0:04:45.000 რომ ავხსნათ ეს საინტერესო დისფუნქცია, 0:04:45.000,0:04:49.000 ჩვენ ვაკვირდებით ტვინში ნორმალური ვიზუალური ბილიკების სტრუქტურასა და ფუნქციებს. 0:04:49.000,0:04:52.000 ჩვეულებრივ, ვიზუალური სიგნალები შედიან თვალში 0:04:52.000,0:04:54.000 და მიემართებიან ტვინის ვიზუალურ არეში. 0:04:54.000,0:04:57.000 თქვენი ტვინის უკანა ნაწილში არის 30 არე, დაკავებული მხოლოდ მხედველობით 0:04:57.000,0:05:00.000 და ამ ყველაფრის დამუშავების შემდეგ გზავნილი მიდის მცირე სტრუქტურაში, 0:05:00.000,0:05:05.000 სახელად ღერძისებრი ნაოჭი, სადაც თქვენ ანსხვავებთ სახეებს. 0:05:05.000,0:05:07.000 იქ მოთავსებულია ნეირონები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან სახეების მიმართ. 0:05:07.000,0:05:10.000 თქვენ მას შეიძლება ტვინის სახეების არე უწოდოთ. 0:05:10.000,0:05:12.000 ამაზე ადრე ვისაუბრე. 0:05:12.000,0:05:16.000 და როდესაც ეს არე ზიანდება, თქვენ კარგავთ სახეების გარჩევის უნარს. 0:05:16.000,0:05:19.000 მაგრამ ამ არედან გზავნილი მიემართება სტრუქტურაში 0:05:19.000,0:05:22.000 სტრუქტურაში, სახელად ამიგდალა, ლიმბურ სისტემაში, 0:05:22.000,0:05:24.000 ტვინის ემოციონალურ ბირთვში. 0:05:24.000,0:05:26.000 და ეს სტრუქტურა, სახელად ამიგდალა, 0:05:26.000,0:05:28.000 განსაზღვრავს ემოციონალურ დატვირთვას იმისა, რასაც ხედავთ. 0:05:28.000,0:05:32.000 ნადავლია? მტაცებელი? თუ სექსუალური პარტნიორი? 0:05:32.000,0:05:34.000 თუ არის აბსოლუტურად ტრივიალური რამ, როგორიცაა ძაფი? 0:05:34.000,0:05:38.000 ან ცარცი, ან არ ვიცი -- არ მინდა ამის თქმა, მაგრამ – 0:05:38.000,0:05:40.000 ფესხაცმელი ან რაიმე მსგავსი. გასაგებია? 0:05:40.000,0:05:42.000 რაიმე, რასაც შეგიძლიათ სრული იგნორირება გაუწიოთ. 0:05:42.000,0:05:45.000 და თუ ამიგდალა აღგზნებულია, და ეს რაღაც მნიშვნელოვანია, 0:05:45.000,0:05:48.000 გზავნილები მიემართებიან ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. 0:05:48.000,0:05:50.000 თქვენი გული იწყებს სწრაფად ცემას, 0:05:50.000,0:05:53.000 გეწყებათ ოფლიანობა, რათა გააბნიოთ სითბო, 0:05:53.000,0:05:55.000 რომელიც კუნთების დაძაბვის შედეგად გამოგეყოფათ. 0:05:55.000,0:05:59.000 და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ ორი ელექტროდი თქვენს ხელისგულზე 0:05:59.000,0:06:03.000 და გავზომოთ კანის წინღობის ცვლილება, გამოწვეული ოფლიანობით. 0:06:03.000,0:06:05.000 ანუ მე შემიძლია დავადგინო, როდესაც უყურებთ რაიმეს, 0:06:05.000,0:06:09.000 ხართ თქვენ აღელვებული, ხართ აღგზნებული თუ არა ხართ. 0:06:09.000,0:06:11.000 და ამ თემას ერთ წუთში მივუბრუნდები. 0:06:11.000,0:06:15.000 ჩემი იდეა იყო შემდეგი -- როდესაც ეს ყმაწვილი უყურებს საგანს, 0:06:15.000,0:06:19.000 ნებისმიერ საგანს, ინფორმაცია მიდის ვიზუალურ არეში 0:06:19.000,0:06:22.000 და მუშავდება ღერძისებღ ნაოჭში 0:06:22.000,0:06:25.000 და თქვენ ამ საგანში ამოიცნობთ ლობიოს მარცვალს, ან მაგიდას, 0:06:25.000,0:06:27.000 ან, ამ შემთხვევაში, დედათქვენს. 0:06:27.000,0:06:30.000 და შემდეგ გზავნილი მიემართება ამიგდალასკენ, 0:06:30.000,0:06:32.000 რის შემდეგაც მიდის ავტონომიურ ნერვულ სისტემაში. 0:06:32.000,0:06:37.000 მაგრამ შესაძლოა ამ ყმაწვილის შემთხვევაში, ეს მავთული რომელიც მიდის ამიგდალადან ლიმბურ სისტემისკენ -- 0:06:37.000,0:06:40.000 ტვინის ემოციონალური ბირთვისკენ -- ტრამვის შედეგად არის გადაჭრილი. 0:06:40.000,0:06:42.000 და რადგან ღერძისებრი ნაოჭი ხელუხლებელია, 0:06:42.000,0:06:45.000 მას კვლავ შეუძლია ამოიცნოს დედამისი, 0:06:45.000,0:06:47.000 და თქვას "დიახ, ის ზუსტად დედაჩემივით გამოიყურება", 0:06:47.000,0:06:50.000 მაგრამ რადგან მავთული ემოციონალური ბირთვისკენ გადაჭრილია, 0:06:50.000,0:06:54.000 ის ფიქრობს "მაგრამ თუ ის დედაჩემია, რატომ არ განვიცდი სითბოს?" 0:06:54.000,0:06:56.000 ან შიშს, გამომდინარე გარემოებებიდან? 0:06:56.000,0:06:57.000 (სიცილი) 0:06:57.000,0:07:03.000 და შესაბამისად ის იძახის "რას მივაწერო ეს აუხსნელი ემოციათა არქონა? 0:07:03.000,0:07:05.000 ეს არ შეიძლება დედაჩემი იყოს. 0:07:05.000,0:07:07.000 ეს ვიღაც სხვა ქალია, რომელიც დედაჩემად მაჩვენებს თავს." 0:07:07.000,0:07:09.000 როგორ შეიძლება ამის შემოწმება? 0:07:09.000,0:07:11.000 თუ ეხლა ნებისმიერ თქვენთაგანს დავსვამთ ეკრანის წინ, 0:07:11.000,0:07:14.000 გავზომავთ თქვენo კანის გალვანურ რეაქციას 0:07:14.000,0:07:16.000 და ეკრანზე განახებთ სურათებს, 0:07:16.000,0:07:19.000 მე შემეძლება გავზომო, რა დონეზე ოფლიანობთ როდესაც უყურებთ რაიმეს, 0:07:19.000,0:07:22.000 მსგავსად მაგიდისა ან ქოლგისა -- რა თქმა უნდა, თქვენ არ იოფლიანებთ. 0:07:22.000,0:07:27.000 მაგრამ თუ განახებთ ლომის ან ვეფხვის სურათს, თქვენ დაიწყებთ ოფლიანობას. 0:07:27.000,0:07:30.000 და გინდ დაიჯერეთ გინდ არა, თუ მე თქვენ გაჩვენებთ დედათქვენის სურათს -- 0:07:30.000,0:07:32.000 მე ნორმალურ ადამიანებზე ვსაუბრობ -- თქვენ დაიწყებთ ოფლიანობას. 0:07:32.000,0:07:34.000 ამისათვის ისიც კი არაა საჭირო, რომ ებრაელი იყოთ. 0:07:34.000,0:07:36.000 (სიცილი) 0:07:36.000,0:07:40.000 და რა მოხდება იმ შემთხვევაში, 0:07:40.000,0:07:44.000 თუკი თქვენ ამ პაციენტს აჩვენებთ სურათებს 0:07:44.000,0:07:46.000 და გაზომავთ მისი კანის გალვანურ რეაქციას. 0:07:46.000,0:07:51.000 მაგიდებისა და სკამების შემთხვევაში არაფერი მოხდება, როგორც ნორმალურ ადამიანებში, 0:07:51.000,0:07:53.000 მაგრამ როდესაც თქვენ მას აჩვენებთ დედამისის სურათს, 0:07:53.000,0:07:55.000 კანის გალვანური რეაქცია არის ნულოვანი. 0:07:55.000,0:07:57.000 მას არ აქვს არანაირი ემოციონალური რეაქცია დედამისზე, 0:07:57.000,0:08:02.000 რადგან ის მავთული, რომელიც მიდიოდა ვიზუალური არედან ემოციონალური ცენტრისკენ, გადაჭრილია. 0:08:02.000,0:08:05.000 ასე რომ, მისი მხედველობა ნორმაშია, რადგან ვიზუალური არე დაუზიანებელია, 0:08:05.000,0:08:08.000 მისი ემოცები ნორმაშია -- ის გაიცინებს, იტირებს და ასე შემდეგ -- 0:08:08.000,0:08:11.000 მაგრამ მავთული მხედველობიდან ემოციებამდე გადაჭრილია 0:08:11.000,0:08:14.000 და შესაბამისად მას აქვს დელუზია, რომ დედამისი მიმბაძველია. 0:08:14.000,0:08:17.000 ეს მშვენიერი მაგალითია იმისა, რითიც ჩვენ ვართ დაკავებულები -- 0:08:17.000,0:08:21.000 ვიღებთ უცნაურ, ერთი შეხედვით აუხსნელ, ნეირო-ფსიქიატრიულ სინდრომს 0:08:21.000,0:08:23.000 და ვამბობთ, რომ სტანდარტული ფრეიდისეული შეხედულება მცდარია, 0:08:23.000,0:08:27.000 და რომ შეგიძლიათ წარმოადგინოთ ზუსტი ახსნა 0:08:27.000,0:08:29.000 ტვინის ნეიროლოგიური ანატომიის ცნობილ ფარგლებში. 0:08:29.000,0:08:31.000 სხვათა შორის, თუ ამ პაციენტს 0:08:31.000,0:08:36.000 დედამისი დაურეკავს გვერდითა ოთახიდან, 0:08:36.000,0:08:40.000 ის აიღებს ყურმილს და იტყვის "უი, დე, როგორ ხარ? სად ხარ ეხლა?" 0:08:40.000,0:08:42.000 ტელეფონით დელუზიას ადგილი არ აქვს. 0:08:42.000,0:08:44.000 და თუ შემდეგ დედამისი ნახავს მას ერთ საათში, ის კითხავს "ვინ ხარ? 0:08:44.000,0:08:46.000 ზუსტად დედაჩემივით გამოიყურები." 0:08:46.000,0:08:48.000 ამის მიზეზია ის, რომ არსებობს განსხვავებული გზა, 0:08:48.000,0:08:52.000 მიმავალი ტვინის სმენითი ცენტრებიდან ემოციონალური ცენტრებისკენ 0:08:52.000,0:08:54.000 და ის ხელუხლებელი დარჩა ტრავმის შედეგად. 0:08:54.000,0:08:59.000 ამით აიხსნება, რატომ ცნობს ის დედამისს ტელეფონზე, უპრობლემოდ. 0:08:59.000,0:09:02.000 იგი მიმბაძველი მაშინ გონია, როდესაც პირადად უყურებს მას. 0:09:02.000,0:09:06.000 როგორ არის ეს რთული ქსელი გაბმული ტვინში? 0:09:06.000,0:09:09.000 არის ეს ადამიანის ბუნება, გენეტიკა თუ აღზრდა? 0:09:09.000,0:09:11.000 და ჩვენ შეგვიძლია მივუდგეთ ამ პრობლემას, 0:09:11.000,0:09:15.000 თუ განვიხილავთ სხვა უცნაურ სინდრომს სახელად მოჩვენებითი, ფანტომური კიდური. 0:09:15.000,0:09:17.000 და თქვენ ყველას მოგეხსენებათ, რას წარმოადგენს ფანტომური კიდური. 0:09:17.000,0:09:20.000 როდესაც ხდება ხელისა ან ფეხის ამპუტაცია, განგრენის მიზეზით, 0:09:20.000,0:09:22.000 ან, მაგალითად, ომში კარგავთ მათ, მაგალითად ერაყის ომში -- 0:09:22.000,0:09:24.000 ეს დღესდღეობით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს -- 0:09:24.000,0:09:28.000 თქვენ ძველებურად მკაფიოდ შეიგრძნობთ ამ ნაკლული ხელის თავის ადგილზე ყოფნას, 0:09:28.000,0:09:31.000 და ამას ეწოდება მოჩვენებითი (ფანტომური) ხელი ან მოჩვენებითი ფეხი. 0:09:31.000,0:09:33.000 ფაქტიურად ფანტომის ეფექტი შესაძლოა გავრცელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. 0:09:33.000,0:09:36.000 და გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, შინაგან ორგანოებზეც კი. 0:09:36.000,0:09:40.000 მე მყოლია პაციენტები ამოჭრილი საშვილოსნოთი -- ჰისტერექტომიით -- 0:09:40.000,0:09:45.000 რომლებსაც ქონდათ მოჩვენებითი საშვილოსნო, მოჩვენებითი მენსტრუალური სპაზმებით 0:09:45.000,0:09:47.000 თვის შესაბამის რიცხვებში. 0:09:47.000,0:09:49.000 და ერთხელ ერთმა სტუდენტმა მკითხა, 0:09:49.000,0:09:51.000 თუ უვითარდებათ მათ მოჩვენებითი პმს? 0:09:51.000,0:09:52.000 (სიცილი) 0:09:52.000,0:09:56.000 სამეცნიერო კვლევის კიდევ ერთი საგანი, რომლითაც ჯერ არ დავკავებულვართ. 0:09:56.000,0:09:59.000 მაშ ასე, შემდეგი შეკითხვა ასეთია -- 0:09:59.000,0:10:02.000 რა შეიძლება ვისწავლოთ მოჩვენებითი კიდურების შესახებ ექსპერიმენტების გზით? 0:10:02.000,0:10:04.000 ერთი რამ, რაც აღმოვაჩინეთ, 0:10:04.000,0:10:06.000 მოჩვენებითი კიდურების მქონე პაციენტთა მიახლოებით ნახევარი 0:10:06.000,0:10:08.000 ამტკიცებს, რომ მათ ძალუძთ ამოძრაონ ფანტომი. 0:10:08.000,0:10:10.000 ის მოუთათუნებს მის ძმას მხარზე, 0:10:10.000,0:10:12.000 ის უპასუხებს ტელეფონს, დაუქნევს ხელს დასამშვიდობებლად. 0:10:12.000,0:10:15.000 და ეს ძალზე დამაჯერებელი და ცხადი შეგრძნებებია. 0:10:15.000,0:10:17.000 პაციენტი არ განიცდის დელუზიას. 0:10:17.000,0:10:19.000 მან იცის, რომ ხელი ადგილზე არ არის, 0:10:19.000,0:10:22.000 მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ძალზე დამაჯერებელი სენსორული შეგრძნებაა მისთვის. 0:10:22.000,0:10:25.000 მაგრამ პაციენტთა დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში ამას ადგილი არ აქვს. 0:10:25.000,0:10:29.000 ისინი ამბობენ "ექიმო, ჩემი მოჩვენებითი კიდური პარალიზებულია. 0:10:29.000,0:10:32.000 ის გაშეშებულია სპაზმში და მტანჯველად მტკივნეულია. 0:10:32.000,0:10:35.000 მისი განძრევა რომ შემეძლოს, შესაძლოა ტკივილი გაივლიდა. 0:10:35.000,0:10:38.000 მაშ, რატომ შეიძლება მოჩვენებითი კიდური იყოს პარალიზებული? 0:10:38.000,0:10:40.000 ეს ოკზუმორონივით ჟღერს. 0:10:40.000,0:10:43.000 მაგრამ როდესაც ვეცნობოდით მათ ისტორიებს, აღმოვაჩინეთ, 0:10:43.000,0:10:45.000 რომ ეს ხალხი პარალიზებული მოჩვენებითი კიდურებით, 0:10:45.000,0:10:49.000 ნამდვილი კიდური პარალიზებული იყო პერიფერული ნერვის დაზიანების შედეგად, 0:10:49.000,0:10:52.000 ნამდვილი ნერვი იყო გაწყვეტილი, 0:10:52.000,0:10:54.000 მაგალითად გადაჭრილი მოტოციკლზე უბედური შემთხვევისას. 0:10:54.000,0:10:57.000 და პაციენტს ნამდვილი ხელი ჰქონდა მარყუჟში 0:10:57.000,0:11:01.000 რამოდენიმე თვით, ან წლით და შემდეგ, 0:11:01.000,0:11:04.000 ტკივილის შეწყვეტის უშედეგო ცდაში, 0:11:04.000,0:11:06.000 ქირურგი ახდენს ხელის ამპუტირებას, 0:11:06.000,0:11:10.000 რის შედეგადაც ვიღებთ მოჩვენებით ხელს იგივე ტკივილებით. 0:11:10.000,0:11:12.000 და ეს სერიოზული კლინიკური პრობლემაა. 0:11:12.000,0:11:14.000 პაციენტები ვარდებიან დეპრესიაში. 0:11:14.000,0:11:16.000 ზოგიერთი მათგანი თვითმკვლელობამდეც კი მიდის. 0:11:16.000,0:11:18.000 მაშ, როგორ ვუმკურნალოთ ამ სინდრომს? 0:11:18.000,0:11:20.000 უპირველესად, რატომ ვღებულობთ პარალიზებულ მოჩვენებით კიდურს? 0:11:20.000,0:11:24.000 როდესაც ისტორიები შევისწავლე, აღმოვაჩინე, რომ მათ ქონდათ ნამდვილი ხელი 0:11:24.000,0:11:27.000 და ხელის უზრუნველმყოფი ნერვები იყო გადაჭრილი, 0:11:27.000,0:11:30.000 ნამდვილი ხელი ხდებოდა პარალიზებული, 0:11:30.000,0:11:34.000 და ამპუტირებამდე რამდენიმე თვე არტაშანში ყოფნის შედეგად, 0:11:34.000,0:11:40.000 ეს ტკივილი გადაეცემოდა მოჩვენებით ხელს. 0:11:40.000,0:11:42.000 რატომ ხდება ეს? 0:11:42.000,0:11:44.000 როდესაც კიდური იყო ხელუხლებელი, მაგრამ პარალიზებული, 0:11:44.000,0:11:47.000 ტვინი უგზავნიდა ბრძანებებს ხელს, ტვინის წინა ნაწილი, იძახდა "გაინძერი", 0:11:47.000,0:11:49.000 მაგრამ ღებულობდა ვიზუალურ გამოხმაურებას – "არა". 0:11:49.000,0:11:53.000 გაინძერი. არა. გაინძერი. არა. გაინძერი. არა. 0:11:53.000,0:11:56.000 და ეს აღიბეჭდებოდა ტვინის კავშირების ქსელში 0:11:56.000,0:11:59.000 და ჩვენ ამას ვუწოდებთ ნასწავლ დამბლას. 0:11:59.000,0:12:03.000 ტვინი სწავლობს ამას ჰების (Hebb) ასოციატიური ჯაჭვის გამო, 0:12:03.000,0:12:06.000 რომ უბრალო ბრძანებაც კი ხელის ასამოძრავებლად, 0:12:06.000,0:12:08.000 იწვევს პარალიზებული ხელის შეგრძნებას. 0:12:08.000,0:12:10.000 და მას შემდეგ, რაც მოახდენთ ხელის ამპუტირებას, 0:12:10.000,0:12:14.000 ნასწავლი დამბლა ვრცელდება თქვენს – თქვენი სხეულის გამოსახულებაში 0:12:14.000,0:12:17.000 და შედეგად თქვენს ფანტომში. 0:12:17.000,0:12:19.000 მაშ, როგორ ვუშველოთ ამ პაციენტებს? 0:12:19.000,0:12:21.000 როგორ დავავიწყებინოთ ნასწავლი დამბლა, 0:12:21.000,0:12:25.000 რომ მოვაშოროთ ეს მტანჯველი, მოკრუნჩხული სპაზმი 0:12:25.000,0:12:27.000 ამ მოჩვენებითი ხელიდან? 0:12:27.000,0:12:32.000 ჩვენ ვიფიქრეთ, რა მოხდება, თუ პაციენტი გაუგზავნის ბრძანებას მის ფანტომს, 0:12:32.000,0:12:36.000 მაგრამ მას მიეწოდება ვიზუალური გამოხმაურებას, თითქოს ეს ბრძანება სრულდება? 0:12:36.000,0:12:39.000 იქნებ ამით შეწყდეს ფანტომური ტკივილი, ფანტომური კრუნჩხვა. 0:12:39.000,0:12:41.000 როგორ მოვახერხოთ ეს? ვირტუალური რეალობით. 0:12:41.000,0:12:43.000 მაგრამ ეს მილიონობით დოლარი ღირს. 0:12:43.000,0:12:46.000 ამიტომ მივაგენი გზას, როგორ გამეკეთებინა ეს სამ დოლარად, 0:12:46.000,0:12:48.000 ოღონდ არ უთხრათ ეს ჩემს დამფინანსებელ სააგენტოებს. 0:12:48.000,0:12:49.000 (სიცილი) 0:12:49.000,0:12:53.000 ამისათვის ვაკეთებთ, როგორც მე მას ვუწოდებ, სარკისებრ ყუთს. 0:12:53.000,0:12:55.000 ვიღებთ კარტონის ყუთს, შუაში სარკით, 0:12:55.000,0:12:59.000 და ათავსებთ ფანტომს – მაშ ასე, შემოვიდა ჩემი პირველი პაციენტი, დერეკი. 0:12:59.000,0:13:02.000 მას ხელის ამპუტირება 10 წლის წინ ჩაუტარეს. 0:13:02.000,0:13:05.000 მას მხრის ავულსიის შედეგად ნერვები გადაჭრილი ჰქონდა 0:13:05.000,0:13:09.000 და ხელი იყო პარალიზებული, მოთავსებული არტაშანში ერთი წლით და შემდეგ ამპუტირებული. 0:13:09.000,0:13:11.000 მას ჰქონდა მოჩვენებითი ხელი, მტანჯველი ტკივილით და მას არ შეეძლო მისი ამოძრავება. 0:13:11.000,0:13:13.000 ეს იყო პარალიზებული მოჩვენებითი ხელი. 0:13:13.000,0:13:17.000 მაშ ასე, ის შემოვიდა და მე მას მივაწოდე ასეთი სარკე ყუთში, 0:13:17.000,0:13:20.000 რასაც მე სარკისებრ ყუთს ვუწოდებ, ხომ? 0:13:20.000,0:13:23.000 პაციენტი ათავსებს მოჩვენებით მარცხენა ხელს, 0:13:23.000,0:13:25.000 რომელიც არის მოკრუნჩხული და სპაზმში, სარკის მარცხენა მხარეს, 0:13:25.000,0:13:27.000 და ნორმალურ ხელს სარკის მარჯვენა მხარეს 0:13:27.000,0:13:31.000 და იჭერს იგივე პოზას, მოკრუნჩხულ პოზას, 0:13:31.000,0:13:34.000 იყურება სარკეში და რას შეიგრძნობს? 0:13:34.000,0:13:37.000 ის ხედავს, რომ ფანტომი აღდგენილია, 0:13:37.000,0:13:41.000 რადგან ის უყურებს ნორმალური ხელის ანარეკლს სარკეში 0:13:41.000,0:13:43.000 და ეს გამოიყურება ისე, თითქოს მოჩვენებით ხელი აღდგენილია 0:13:43.000,0:13:46.000 "ახლა", ვუთხარი, "ახლა აათამაშე შენი მოჩენებითი – 0:13:46.000,0:13:50.000 ან გაამოძრავე ისინი და თან უყურე სარკეს." 0:13:50.000,0:13:54.000 ის მიიღებს ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომ ფანტომი მოძრაობს. 0:13:54.000,0:13:56.000 ეს აშკარაა, მაგრამ გამაოგნებელი ისაა, 0:13:56.000,0:13:59.000 რომ პაციენტი იძახის "ღმერთო ჩემო, ჩემი ფანტომი კვლავ ინძრევა 0:13:59.000,0:14:01.000 და ტკივილი, ეს მოკრუნჩხული სპაზმი გაქრა." 0:14:01.000,0:14:04.000 და გახსოვდეთ, ჩემი პირველი პაციენტი -- 0:14:04.000,0:14:05.000 (აპლოდისმენტები) 0:14:05.000,0:14:09.000 - გმადლობთ. (აპლოდისმენტები) 0:14:09.000,0:14:12.000 როდესაც მოვიდა ჩემი პირველი პაციენტი და ჩაიხედა ყუთში, 0:14:12.000,0:14:15.000 და მე მას ვუთხარი "შეხედე შენი ფანტომის ანარეკლს." 0:14:15.000,0:14:17.000 მან ხითხითი დაიწყო და იძახდა "მე ვხედავ ჩემს ფანტომს." 0:14:17.000,0:14:19.000 მაგრამ ის არ იყო სულელი. მან იცოდა, რომ ეს არ იყო რეალური. 0:14:19.000,0:14:21.000 იცოდა, რომ ეს სარკის ანარეკლი იყო, 0:14:21.000,0:14:23.000 მაგრამ ეს ნათელი სენსორული შეგრძნებაა. 0:14:23.000,0:14:26.000 ახლა, მე ვუთხარი, "აამოძრავე შენი ნორმალური და მოჩვენებითი ხელები." 0:14:26.000,0:14:28.000 მან მიპასუხა "მე არ შემიძლია ვამოძრავო ფანტომი. ხომ იცით. ეს მტკივნეულია." 0:14:28.000,0:14:30.000 მე მას ვუთხარი "აამოძრავე ნორმალური ხელი." 0:14:30.000,0:14:32.000 და მან მიპასუხა, "ღმერთო ჩემო, ჩემი ფანტომი კვლავ ინძრევა, თვალებს ვერ ვუჯერებ! 0:14:32.000,0:14:35.000 და ტკივილმაც გამიარა" 0:14:35.000,0:14:36.000 და შემდეგ ვუთხარი "დახუჭე თვალები." 0:14:36.000,0:14:38.000 მან დახუჭა თვალები. 0:14:38.000,0:14:39.000 "და აამოძრავე შენი ნორმალური ხელი." 0:14:39.000,0:14:40.000 "ოჰ, არაფერი -- ის კვლავ მოკრუნჩხულია." 0:14:40.000,0:14:42.000 "კარგი, ახლა გაახილე თვალები." 0:14:42.000,0:14:43.000 "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ის კვლავ მოძრაობს!" 0:14:43.000,0:14:45.000 ის იქცეოდა ბავშვივით, ტკბილეულობის მაღაზიაში. 0:14:45.000,0:14:50.000 მე მას ვუთხარი, ეს ადასტურებს ჩემს თეორიას ნასწავლი დამბლის შესახებ 0:14:50.000,0:14:52.000 და ვიზუალური მონაცემების კრიტიკულ როლს, 0:14:52.000,0:14:54.000 მაგრამ მე ვერ მივიღებ ნობელის პრემიას იმაში, 0:14:54.000,0:14:56.000 რომ ვიღაცას შევაძლებინე მოჩვენებითი კიდურის ამოძრავება. 0:14:56.000,0:14:57.000 (სიცილი) 0:14:57.000,0:14:58.000 (აპლოდისმენტები) 0:14:58.000,0:15:01.000 ეს სრულიად გამოუყენებელი უნარია, თუ დაუფიქრდებით. 0:15:01.000,0:15:02.000 (სიცილი) 0:15:02.000,0:15:06.000 მაგრამ შემდეგ მივხვდი, შესაძლოა სხვა სახის დამბლებში, 0:15:06.000,0:15:11.000 რომლებსაც ნევროლოგიაში ვაწყდებით, როგორიცაა ინსულტი, ფოკალური დისტონია -- 0:15:11.000,0:15:13.000 შესაძლოა აქაც იყოს ნასწავლი კომპონენტი 0:15:13.000,0:15:16.000 რომელსაც მოაშორებთ უბრალო სარკიანი მოწყობილობის დახმარებით. 0:15:16.000,0:15:18.000 მაშ ასე, მე ვთქვი, "მომისმინე, დერეკ -- 0:15:18.000,0:15:21.000 უპირველეს ყოვლისა, ადამიანი ვერ ივლის ყველგან სარკით, ტკივილის შესამსუბუქებლად -- 0:15:21.000,0:15:25.000 მე ვუთხარი, "მისმინე, დერეკ, წაიღე ეს ყუთი სახლში და ივარჯიშე ერთი -ორი კვირა. 0:15:25.000,0:15:27.000 შესაძლოა, პრაქტიკის შედეგად, 0:15:27.000,0:15:29.000 შენ განთავისუფლდე სარკისაგან, დაავიწყო ტვინს პარალიჩი 0:15:29.000,0:15:31.000 დაიწყო პარალიზებული ხელის მოძრაობა 0:15:31.000,0:15:33.000 და შემდეგ განთავისუფლდე ტკივილისგან." 0:15:33.000,0:15:35.000 ის დამთანხმდა და წაიღო ყუთი სახლში. 0:15:35.000,0:15:37.000 მე ვუთხარი, "ბოლოს და ბოლოს ეს ორი დოლარი ღირს. წაიღე სახლში." 0:15:37.000,0:15:40.000 მან ყუთი სახლში წაიღო და ორ კვირაში მირეკავს 0:15:40.000,0:15:42.000 და მეუბნება, "ექიმო, თქვენ ვერ დაიჯერებთ." 0:15:42.000,0:15:43.000 მე ვკითხე, "რას?" 0:15:43.000,0:15:45.000 მან მიპასუხა, "ის გაქრა." 0:15:45.000,0:15:46.000 "რა გაქრა?" 0:15:46.000,0:15:48.000 მე ვიფიქრე, სარკისებრი ყუთი ხომ არ გაქრა. 0:15:48.000,0:15:49.000 (სიცილი) 0:15:49.000,0:15:52.000 მან მიპასუხა, "არა, არა, არა, ხომ გახსოვთ ეს ფანტომი, რომელიც 10 წელი მქონდა? 0:15:52.000,0:15:54.000 ის გაქრა." 0:15:54.000,0:15:56.000 და მე ვუპასუხე -- მე ვღელავდი, ვიფიქრე, ღმერთო ჩემო, 0:15:56.000,0:15:58.000 მე ამ ადამიანის სხეულის სურათი შევცვალე, 0:15:58.000,0:16:01.000 რა ვუყოთ ადამიანურ ფაქტორს, ეთიკას და მსგავს რაღაცეებს? 0:16:01.000,0:16:03.000 და მე მას ვკითხე, "დერეკ, შენ ეს გაწუხებს?" 0:16:03.000,0:16:06.000 მან მიპასუხა "არა, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში არ მქონია მოჩვენებით ხელი 0:16:06.000,0:16:09.000 და შესაბამისად, არც მოჩვენებითი იდაყვის ტკივილი, ან კრუნჩხვა, 0:16:09.000,0:16:12.000 არავითარი მოჩვენებითი მაჯის ტკივილი, ყველა ეს ტკივილი გაქრა. 0:16:12.000,0:16:16.000 მაგრამ ერთადერთი პრობლემაა ისაა, რომ მე კვლავინდებურად მაქვს მოჩვენებითი თითები, მხრიდან გამომავალი 0:16:16.000,0:16:18.000 და თქვენი ყუთი იქამდე ვერ წვდება." 0:16:18.000,0:16:19.000 (სიცილი) 0:16:19.000,0:16:22.000 "შეგიძლიათ გადააკეთოთ ყუთი და მოათავსოთ ის ჩემს შუბლზე 0:16:22.000,0:16:25.000 რომ მე შევძლო იგივეს გამეორება და ჩემი მოჩვენებითი თითების გაქრობა?" 0:16:25.000,0:16:27.000 მას მე ვიღაც ჯადოქარი ვეგონე. 0:16:27.000,0:16:28.000 მაშ, რატომ ხდება ეს? 0:16:28.000,0:16:31.000 იმიტომ, რომ ტვინი დგება უზარმაზარი სენსორული კონფლიქტის წინაშე. 0:16:31.000,0:16:34.000 ის ღებულობს სიგნალებს მხედველობისგან, რომ ფანტომი დაბრუნდა. 0:16:34.000,0:16:36.000 მეორეს მხრივ, არ არის არანაირი შესაბამისი შეგრძნება, 0:16:36.000,0:16:40.000 კუნთები აგზავნიან სიგნალს, რომ ხელი ადგილზე არ არის. 0:16:40.000,0:16:42.000 თქვენი მოტორული ფუნქცია იძახის, რომ ხელი ადგილზეა, 0:16:42.000,0:16:45.000 და ამ კონფლიქტის შემყურე ტვინი იძახის, ჯანდაბას, 0:16:45.000,0:16:48.000 არ არის ფანტონი, არ არის ხელი. 0:16:48.000,0:16:50.000 ის მიმართავს ერთგვარ უარყოფას -- უგულვებელყოფს სიგნალებს. 0:16:50.000,0:16:54.000 და როდესაც ხელი ქრება, ბონუსად მას ტკივილიც მიყვება, 0:16:54.000,0:16:58.000 რადგან არ შეიძლება გქონდეთ ტკივილი სადღაც ჰაერში, კიდურის გარეშე. 0:16:58.000,0:17:00.000 ასე რომ, ეს ბონუსია. 0:17:00.000,0:17:02.000 ეს ტექნოლოგია უკვე გამოცდილ იქნა ათეულობით პაციენტზე 0:17:02.000,0:17:04.000 სხვა ჯგუფების მიერ ჰელსინკში, 0:17:04.000,0:17:07.000 ასე რომ, შესაძლოა იგი სასარგებლო აღმოჩნდეს მოჩვენებითი ტკივილების გასაქრობად, 0:17:07.000,0:17:09.000 და მართლაც, ზოგიერთი ამას იყენებს ინსულტისგან რეაბილიტაციისთვის. 0:17:09.000,0:17:12.000 ინსულტი, ჩვეულებრივ თქვენ ფიქრობთ მასზე, როგორც ბოჭკოს დაზიანებაზე, 0:17:12.000,0:17:14.000 რასაც ვერაფერს მოუხერხებთ. 0:17:14.000,0:17:19.000 მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინსულტის დამბლის ზოგიერთი კომპონენტი არის ნასწავლი დამბლა 0:17:19.000,0:17:22.000 და, შესაძლოა, მოვახერხოთ ამ კომპონენტების მოშორება სარკის გამოყენებით. 0:17:22.000,0:17:24.000 ამ მიდგომამაც გაიარა კლინიკური გამოცდები 0:17:24.000,0:17:26.000 და დაეხმარა მრავალ, მრავალ პაციენტს. 0:17:26.000,0:17:30.000 კარგი, ახლა ნება მიბოძეთ გადავერთო ჩემი მოხსენების მესამე ნაწილზე, 0:17:30.000,0:17:34.000 რომელიც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო ფენომენს სახელად სინესთეზია. 0:17:34.000,0:17:37.000 ის აღმოჩენილი იქნა ფრანსის გალტონის (Francis Galton) მიერ, მე-19 საუკუნეში. 0:17:37.000,0:17:39.000 ის იყო ჩარლზ დარვინის ნათესავი. 0:17:39.000,0:17:41.000 მან შეამჩნია, რომ ზოგიერთ ადამიანს, 0:17:41.000,0:17:45.000 რომელიც სხვა მხრივ სრულიად ნორმალურია, სჭირს ერთი უცნაურობა -- 0:17:45.000,0:17:48.000 ყოველთვის, როდესაც ისინი ხედავენ ციფრს, ის არის ფერადი. 0:17:48.000,0:17:52.000 ხუთი არის ლურჯი, შვიდი არის ყვითელი, რვა არის მომწვანო-ყვითელი, 0:17:52.000,0:17:54.000 ცხრა არის ინდიგო, ხომ გასაგებია? 0:17:54.000,0:17:57.000 იქონიეთ მხედველობაში, ეს ხალხი სრულიად ნორმალურები არიან სხვა მხრივ. 0:17:57.000,0:18:00.000 ან დო-დიეზი. ზოგჯერ ნოტა იწვევს ფერს. 0:18:00.000,0:18:03.000 დო-დიეზი არის ლურჯი, ფა-დიეზი მწვანეა, 0:18:03.000,0:18:06.000 სხვა ნოტა შეიძლება იყოს ყვითელი, ხომ გასაგებია? 0:18:06.000,0:18:08.000 რატომ ხდება ეს? 0:18:08.000,0:18:10.000 ამას ეწოდება სინესთეზია -- გალტონმა მას სინესთეზია უწოდა, 0:18:10.000,0:18:12.000 შეგრძნებათა შერევა. 0:18:12.000,0:18:14.000 ჩვენს შიგნით, ყველა შეგრძნება არის განცალკევებული. 0:18:14.000,0:18:16.000 ეს ხალხი ერთმანეთში რევს თავის შეგრძნებებს. 0:18:16.000,0:18:17.000 რატომ ხდება ეს? 0:18:17.000,0:18:19.000 ამ პრობლემის ორი ასპექტიდან ერთ-ერთი ძალზე დამაინტრიგებელია. 0:18:19.000,0:18:21.000 სინესთეზია გვხვდება ოჯახების შიგნით, 0:18:21.000,0:18:24.000 და გალტონმაც განაცხადა, რომ ამას აქვს შთამომავლობითი, გენეტიკური საფუძველი. 0:18:24.000,0:18:28.000 მეორე ასპექტი, სინესთეზია შეეხება -- და აქ ვუახლოვდები ჩემს აზრს, 0:18:28.000,0:18:31.000 ამ ლექციის მთავარ თემას, რომელიც ეხება შემოქმედებას -- 0:18:31.000,0:18:36.000 სინესთეზია რვაჯერ უფრო ხშირად გვხვდება მხატვრებს, პოეტებს, მწერლებს 0:18:36.000,0:18:39.000 და სხვა შემოქმედებით ადამიანებს შორის, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. 0:18:39.000,0:18:40.000 რატომ უნდა იყოს ეს ასე? 0:18:40.000,0:18:42.000 მე ვუპახუხებ ამ შეკითხვას. 0:18:42.000,0:18:44.000 აქამდე ამას პასუხი არ ქონია. 0:18:44.000,0:18:45.000 მაშ, რა არის სინესთეზია? რა იწვევს მას? 0:18:45.000,0:18:46.000 არსებობს მრავალი თეორია. 0:18:46.000,0:18:48.000 ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ისინი უბრალოდ გიჟები არიან. 0:18:48.000,0:18:51.000 ეს არც თუ ისე მეცნიერული თეორიაა, ასე რომ დავივიწყოთ მის შესახებ. 0:18:51.000,0:18:55.000 სხვა თეორიის მიხედვით, ისინი მარიხუანის მწეველები და ნარკომანები არიან. 0:18:55.000,0:18:57.000 ამაში შეიძლება ერიოს სიმართლის მარცვალი 0:18:57.000,0:18:59.000 რადგან ეს ბევრად ხშირად გვხვდება აქ, ყურეს რაიონში, ვიდრე სან დიეგოში. 0:18:59.000,0:19:00.000 (სიცილი) 0:19:00.000,0:19:03.000 მესამე თეორია შემდეგია -- 0:19:03.000,0:19:08.000 მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს, სინამდვილეში რა ხდება სინესთეზიის დროს? კარგით? 0:19:08.000,0:19:11.000 და აღმოვაჩინეთ, რომ ფერის არე და რიცხვების არე 0:19:11.000,0:19:14.000 ტვინში გვერდი-გვერდ არიან, ღერძისებრ ნაოჭში. 0:19:14.000,0:19:16.000 და ჩვენ ვთქვით, ადგილი აქვს რაიმე შემთხვევით გადახლართვას 0:19:16.000,0:19:19.000 ფერებსა და რიცხვებს შორის ტვინის შიგნით. 0:19:19.000,0:19:22.000 და ყოველთვის, როდესაც ხედავთ ციფრს, ხედავთ მის შესაბამის ფერს 0:19:22.000,0:19:24.000 და ამიტომ ღებულობთ სინესთეზიას. 0:19:24.000,0:19:26.000 ახლა კი გაიხსენეთ -- რატომ ხდება ეს? 0:19:26.000,0:19:28.000 რატომ ემართება ზოგიერთს ასეთი გადახლართვა? 0:19:28.000,0:19:30.000 გახსოვთ რომ გითხარით, რომ ეს ოჯახების შიგნით გვხვდება? 0:19:30.000,0:19:32.000 ეს მინიშნებას გაძლევთ. 0:19:32.000,0:19:34.000 რაც არის ის, რომ არსებობს ანომალური გენი, 0:19:34.000,0:19:37.000 მუტაცია გენში, რაც იწვევს ამ ანომალურ გადახლართვას. 0:19:37.000,0:19:39.000 აღმოჩნდა, რომ ყოველ ჩვენთაგანში 0:19:39.000,0:19:43.000 ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთში, დაბადებიდან. 0:19:43.000,0:19:46.000 ტვინის ყოველი არე გადაბმულია ყოველ დანარჩენ არესთან 0:19:46.000,0:19:48.000 და ეს გადაბმები იკვეცება, რათა შექმნან 0:19:48.000,0:19:51.000 ზრდასრული ტვინისათვის დამახასიათებელი მოდულარული არქიტექტურა. 0:19:51.000,0:19:53.000 და თუ არსებობს გენი, რომელიც იწვევს ამ შეკვეცას 0:19:53.000,0:19:55.000 და ეს გენი განიცდის მუტაციას, 0:19:55.000,0:19:58.000 თქვენ ღებულობთ არასრულ შეკვეცას ტვინის მეზობელ არეებს შორის 0:19:58.000,0:20:01.000 და თუ ეს ხდება ციფრებსა და ფერებს შორის, თქვენ ღებულობთ ციფრულ-ფერად სინესთეზიას. 0:20:01.000,0:20:04.000 თუ ეს ხდება ნოტებსა და ფერებს შორის, ღებულობთ ტონალურ-ფერად სინესთეზიას. 0:20:04.000,0:20:06.000 ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნათელია. 0:20:06.000,0:20:08.000 ახლა, რა იქნება, თუ ეს გენი გამოხატულებას პოულობს ყველგან, ტვინის შიგნით 0:20:08.000,0:20:09.000 და ყველაფერი გადაბმულია? 0:20:09.000,0:20:15.000 დაფიქრდით, რა საერთო აქვთ ყველა მხატვარს, მწერალს, პოეტს -- 0:20:15.000,0:20:18.000 მეტაფორული აზროვნების უნარი, 0:20:18.000,0:20:20.000 რომელიც, ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით განსხვავებულ იდეებს, 0:20:20.000,0:20:23.000 როგორიცაა, "ეს აღმოსავლეთია და ჯულიეტა მასში მზეა." 0:20:23.000,0:20:25.000 თქვენ ხომ არ თვლით, რომ ჯულიეტა მზეა -- 0:20:25.000,0:20:27.000 იმ გაგებით, რომ ის მანათობელი ცეცხლოვანი ბურთია? 0:20:27.000,0:20:30.000 ანუ, შიზოფრენიკები ასე ფიქრობენ, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა, არა? 0:20:30.000,0:20:33.000 ნორმალური ადამიანები იტყვიან, რომ ის მზესავით თბილია, 0:20:33.000,0:20:35.000 მზესავით განსხივოსნებულია, მზესავით მზრუნველია. 0:20:35.000,0:20:37.000 თქვენ მყისიერად მოძებნეთ კავშირები. 0:20:37.000,0:20:40.000 და თუ თქვენ ახლა იგულისხმებთ, რომ ეს უფრო დიდი გადახლართვები 0:20:40.000,0:20:43.000 და კონცეფციები ტვინის სხვა არეებშიც გვხვდება, 0:20:43.000,0:20:46.000 ეს შექმნის უფრო მეტ მიდრეკილებას 0:20:46.000,0:20:49.000 მეტაფორული აზროვნებისა და შემოქმედებისკენ 0:20:49.000,0:20:51.000 სინესთეზიის მქონე ადამიანებში. 0:20:51.000,0:20:54.000 და შედეგად, სინესთეზიის რვაჯერ მეტად გავრცელებულ შემთხვევებს 0:20:54.000,0:20:56.000 პოეტებს, მხატვრებსა და მწერლებს შორის. 0:20:56.000,0:20:59.000 ეს სინესთეზიის ძალიან ფრენოლოგიური ხედვაა. 0:20:59.000,0:21:01.000 ბოლო დემონსტრაცია -- შეიძლება კიდევ ერთი წუთი ავიღო? 0:21:01.000,0:21:03.000 (აპლოდისმენტები) 0:21:03.000,0:21:08.000 მაშ ასე. მე გაჩვენებთ, რომ თქვენ ყველანი სინესთეთიკები ხართ, მაგრამ არაფერი იცით ამის შესახებ. 0:21:08.000,0:21:12.000 აი, ამას მე ვუწოდებ მარსიანულ ანბანს. ის ჩვეულებრივი ანბანივითაა, 0:21:12.000,0:21:15.000 A არის ა, B არის ბ, C არის ს, 0:21:15.000,0:21:18.000 განსხვავებული ფორმა განსხვავებული ფონემისთვის, ხომ გასაგებია? 0:21:18.000,0:21:20.000 და აი თქვენ გაქვთ ეს მარსიანული ანბანი. 0:21:20.000,0:21:22.000 ერთ-ერთი მათგანი არის კიკი, ერთ-ერთი - ბუბა. 0:21:22.000,0:21:24.000 რომელია კიკი და რომელია ბუბა? 0:21:24.000,0:21:26.000 რამდენი თქვენგანი თვლის რომ ეს კიკია და ეს ბუბა? აწიეთ ხელები. 0:21:26.000,0:21:28.000 ჰმ, ერთი თუ ორი მუტანტი გვყოლია. 0:21:28.000,0:21:29.000 (სიცილი) 0:21:29.000,0:21:31.000 რამდენი თქვენგანი თვლის რომ ეს ბუბაა, ეს კი - კიკი? აწიეთ ხელები. 0:21:31.000,0:21:33.000 99 პროცენტი. 0:21:33.000,0:21:35.000 მაგრამ, არც ერთი თქვენგანი არ არის მარსიდან, როგორ შესძელით ეს? 0:21:35.000,0:21:40.000 ეს იმიტომ, რომ თქვენ ყველანი ახდენთ ჯვარედინ მოდელირებას - სინესთეზიურ აბსტრაქციას - 0:21:40.000,0:21:44.000 რაც ნიშნავს, რომ თქვენ იძახით, რომ ეს ბასრი კუთხეები, კიკი, 0:21:44.000,0:21:49.000 თქვენს სმენით ქერქში თმის უჯრედები აღიგზნება, კიკი, 0:21:49.000,0:21:52.000 ბაძავენ ვიზუალურ მოხაზულობებს - უცაბედ ტეხილებს - ამ დაკბილულ ფორმაში. 0:21:52.000,0:21:55.000 ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვეუბნება, 0:21:55.000,0:21:57.000 რომ თქვენი ტვინი მისდევს პრიმიტივს -- 0:21:57.000,0:21:59.000 ეს უბრალოდ სულელურ ილუზიას გავს, 0:21:59.000,0:22:03.000 მაგრამ ფოტონები თქვენს თვალში ხაზავენ ამ ფორმას 0:22:03.000,0:22:06.000 და თმის უჯრედები თქვენს ყურში აღაგზნებენ სმენით მიმდევრობებს, 0:22:06.000,0:22:11.000 და აქედან ტვინს გამოაქვს საერთო გამყოფი. 0:22:11.000,0:22:13.000 ეს აბსტრაქციის პრიმიტიული ფორმაა 0:22:13.000,0:22:18.000 და ჩვენ ვიცით, რომ ამას ადგილი აქვს ტვინის ღერძისებრ ნაოჭში, 0:22:18.000,0:22:19.000 რადგან მაშინ, როდესაც ის დაზიანებულია, 0:22:19.000,0:22:23.000 ეს ხალხი კარგავს შესაძლებლობას შეასრულოს ბუბა-კიკის ამოცანა. 0:22:23.000,0:22:25.000 და ამასთან ერთად კარგავენ მეტაფორების აღქმის შესაძლებლობას. 0:22:25.000,0:22:29.000 თუ თქვენ კითხავთ ასეთ ადამიანს, რას ნიშნავს გამოთქმა 0:22:29.000,0:22:31.000 "ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არაა?" 0:22:31.000,0:22:33.000 პაციენტი გიპასუხებთ, "თუ ეს მეტალისაა და ბზინავს, არ ნიშნავს რომ ეს ოქროა. 0:22:33.000,0:22:36.000 საჭიროა, ასევე გაიზომოს მისი ხვედრითი წონა. 0:22:36.000,0:22:39.000 ანუ ისინი სრულიად ვერ ამჩნევენ მეტაფორულ მნიშვნელობას. 0:22:39.000,0:22:42.000 და ეს არე დაახლოებით რვაჯერ დიდია უმაღლეს -- 0:22:42.000,0:22:45.000 განსაკუთრებით კი ადამიანებში, ვიდრე უმდაბლეს პრიმატებში. 0:22:45.000,0:22:48.000 რაღაც ძალზე საინტერესო ხდება აქ, კუთხოვან ნაოჭში, 0:22:48.000,0:22:51.000 რადგან ეს გზაჯვარედინია სმენას, მხედველობას და შეხებას შორის 0:22:51.000,0:22:55.000 და ის უზარმაზარი გახდა ადამიანებში -- და ხდება რაღაც ძალზე საინტერესო. 0:22:55.000,0:22:58.000 და ვფიქრობ, ეს საფუძველია მრავალი ექსკლუზიურად ადამიანური შესაძლებლობის -- 0:22:58.000,0:23:01.000 როგორიცაა აბსტრაქცია, მეტაფორა და შემოქმედება. 0:23:01.000,0:23:04.000 ყველა ის საკითხი, რომლებსაც ფილოსოფოსები ათასწლეულების მანძილზე სწავლობდნენ, 0:23:04.000,0:23:08.000 ჩვენ, მეცნიერებს, შეგვიძლია შევისწავლოთ, ტვინის სურათების მეშვეობით, 0:23:08.000,0:23:10.000 და ასევე პაციენტების შესწავლითა და სწორი კითხვების დასმით. 0:23:10.000,0:23:12.000 გმადლობთ. 0:23:12.000,0:23:13.000 (აპლოდისმენტები) 0:23:13.000,0:23:14.000 მომიტევეთ. 0:23:14.000,0:23:15.000 (სიცილი)