-
სულ სამი ნაბიჯია რაც უნდა იცოდეთ იმისთვის,
რომ თქვენი ნახატები ფერადი გამოვიდეს.
-
დავიწყოთ ფონის გაფერადებით.
-
ამისთვის დავწეროთ background და (
-
დანარჩენი ხაზი კი თვითონ დაიწერება.
-
თუ დაუკვირდებით, რომ
ეს სინამდვილეში ფუნქციის გამოძახებაა.
-
აქ ფუნქციის სახელი გვიწერია,
რომელსაც ჰქვია background, შემდეგ ( ),
-
და ბოლოს სამი პარამეტრი,
გამოყოფილი მძიმეებით.
-
ეს სამი პარამეტრი წარმოადგენს წითლის,
მწვანისა და ლურჯის დოზებს ფონის ფერში.
-
რიცხვები შეიძლება
იცვლებოდეს ნულიდან 255-მდე,
-
სადაც ნული ნიშნავს რომ
ეს ფერი არ მონაწილეობს,
-
255 კი ნიშნავს რომ ეს
ფერი მაქსიმალური დოზითაა.
-
ამ შემთხვევაში მაქსიმალურად წითელია
გამოყენებული, მწვანე და ლურჯი არ გვაქვს,
-
ამიტომ ფონი სულ წითელია.
-
თუ პირველ რიცხვს შევამცირებ,
ფონი ნაკლებად წითელი იქნება,
-
გამოჩნდება უფრო მუქ წითლად.
-
შეგვიძლია ვითამაშოთ ამ რიცხვებით და
ვნახოთ რა კომბინაცია რა ფერს შეესაბამება,
-
ან, შეგვიძლია ფერის ამომრჩევი გამოვიყენოთ,
რომელიც სამივე რიცხვს შეარჩევს.
-
მნიშვნელოვანია იცოდეთ
თუ რას აკეთებს ეს ფუქნცია,
-
ის უბრალოდ დიდ ფერად
კვადრატს ხატავს ტილოზე.
-
ფუნქცია რომ ბოლოში დავწეროთ, მაშინ
ფერადი კვადრატი ყველაფერს დაფარავს.
-
შეიძლება იფიქროთ რომ ეს
უაზრობაა, რა საჭირო უნდა იყოს?
-
ვნახოთ, შეიძლება
გამოგვადგეს, დავტოვოთ ზემოთ.
-
ახლა კი ფიგურები გავაფერადოთ!
-
შეგიძლიათ კომპიუტერი აღიქვათ როგორც
დამხმარე ფერების შერჩევა-გამოყენებაში.
-
შეიძლება ითქვას,
რომ ფერები მის განკარგუელებაშია.
-
მას ცალ ხელში ფერადი ფანქარი უჭირავს,
-
მეორე ხელში კი საღებავით სავსე ქილა
-
კომპიუტერი ფერად ფანქარს
კონტურების დასახატად იყენებს,
-
საღებავიანი ქილით კი აფერადებს ფიგურებს.
-
ფანქარი ახლა შავია,
ქილაში კი თეთრი საღებავია.
-
შეგვიძლია ფანქრის ფერის შეცვლა,
-
ამისთვის გამოვიძახოთ ფუქნცია stroke.
-
ეს ფუნქციაც თავისით იწერება
ბოლომდე და შეგიძლიათ ფერი არიჩიოთ.
-
ამ ფუნქციით იცვლება ფანქრის ფერი.
-
ამის შემდეგ დახატული ფიგურების
კონტური ვარდისფერი იქნება.
-
ზოგჯერ არ გინდათ
ფიგურებისთვის კონტურების დახატვა.
-
ამისთვისაც არსებობს ფუნქცია,
რომელსაც noStroke ეწოდება.
-
პირველად ვხვდებით ისეთ ფუნქციას,
რომელსაც პარამეტრები არ გადაეცემა.
-
უბრალოდ ვწერთ ცარიელ ( )-ს, შემდეგ კი ;-ს.
-
როგორც ხედავთ, ფიგურებს
ახლა კონტურები არ აქვთ.
-
შეგვიძლია საღებავიც შევცვალოთ,
-
ამისთვის ვიძახებთ ფუნქციას Fill.
-
კოდის ამ ხაზის შემდეგ, ყველა
ფიგურა ამ ნათელი ფერით შეივსება.
-
noStroke ფუნქციის მსგავსად,
არსებობს noFill ფუნქცია,
-
რომელიც ასევე არ იღებს პარამეტრებს.
-
ეს ფუნქცია ყველა ფიგურას გამჭვირვალეს
გახდის, ფიგურები აღარაა შეღებილი
-
მოდით ეს ადამიანი გავაფერადოთ.
-
ამისთვის ჯერ ვიწყებთ სამკუთხედის დახატვას.
-
კონტურისთვის stroke-ით ფერს ავირჩევ
-
მოდით მწვანე იყოს.
-
ახლა ავირჩიოთ თუ რა ფერით შევღებავთ.
-
მმმ, იცით რა აჯობებს? ღია მწვანე.
-
ღია მწვანე ნამდვილად ჯობს.
-
სახეს რომ მწვანე
კონტური ჰქონდეს არ გვინდა,
-
ამიტომ stroke-ს ფერს სახისთვის შევცვლი.
-
უფრო მუქ-მოყავისფრო
ფერს ავიღებ კონტურისთვის.
-
ახლა fill-ის ფერი ავირჩიოთ.
-
რა იქნება სახისთვის კარგი ფერი?
-
ეს მეტ-ნაკლებად სახის ფერს ჰგავს, არა?
-
შემდეგ, ეს ორი ხაზი
შეესაბამება ელიფსებს, ანუ ხელებს.
-
მინდა რომ ხელები იგივე
ფერის იყოს რა ფერისაც სახეა.
-
ესეიგი, ფანქრისა და
საღებავის შეცვლა არ მოგვიწევს.
-
stroke-ს და fill-ს იგივეს დავტოვებთ.
-
გადავიდეთ პირზე.
-
პირი უბრალოდ მონაკვეთია.
-
მონაკვეთს არ აქვს fill ფერი,
რადგან არაფერია შესაღები,
-
მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ stroke-ს ფერი.
-
მოდით წითელი იყოს, პირისთვის გამოდგება.
-
ახლა სათვალის ჩარჩოებს მივხედოთ.
-
ისევ, მხოლოდ stroke არის შესაცვლელი.
-
რა იქნება კარგი ფერი სათვალისთვის?
-
შავი საკმაოდ კლასიკურია.
-
სათვალის შუშების ანუ მართკუთხედების
კონტურები ჯობს იგივე ფერის იყოს,
-
რა ფერისაც სათვალის ჩარჩოებია.
-
აქ stroke-ს არ შევცვლი,
მაგრამ fill-ის ფერს მივანიჭებ.
-
მოდით ესეც შავი იყოს
რომ ჩარჩოებს დაემთხვეს.
-
ესეც ასე, შევღებეთ.
-
Awwwwwww yeah!