1 00:00:02,518 --> 00:00:06,528 სულ სამი ნაბიჯია რაც უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ თქვენი ნახატები ფერადი გამოვიდეს. 2 00:00:06,528 --> 00:00:08,559 დავიწყოთ ფონის გაფერადებით. 3 00:00:08,559 --> 00:00:11,870 ამისთვის დავწეროთ background და ( 4 00:00:11,870 --> 00:00:13,892 დანარჩენი ხაზი კი თვითონ დაიწერება. 5 00:00:13,892 --> 00:00:17,093 თუ დაუკვირდებით, რომ ეს სინამდვილეში ფუნქციის გამოძახებაა. 6 00:00:17,093 --> 00:00:22,235 აქ ფუნქციის სახელი გვიწერია, რომელსაც ჰქვია background, შემდეგ ( ), 7 00:00:22,235 --> 00:00:25,018 და ბოლოს სამი პარამეტრი, გამოყოფილი მძიმეებით. 8 00:00:25,018 --> 00:00:31,236 ეს სამი პარამეტრი წარმოადგენს წითლის, მწვანისა და ლურჯის დოზებს ფონის ფერში. 9 00:00:31,236 --> 00:00:35,142 რიცხვები შეიძლება იცვლებოდეს ნულიდან 255-მდე, 10 00:00:35,142 --> 00:00:37,393 სადაც ნული ნიშნავს რომ ეს ფერი არ მონაწილეობს, 11 00:00:37,393 --> 00:00:39,617 255 კი ნიშნავს რომ ეს ფერი მაქსიმალური დოზითაა. 12 00:00:39,617 --> 00:00:43,183 ამ შემთხვევაში მაქსიმალურად წითელია გამოყენებული, მწვანე და ლურჯი არ გვაქვს, 13 00:00:43,183 --> 00:00:45,130 ამიტომ ფონი სულ წითელია. 14 00:00:45,130 --> 00:00:48,128 თუ პირველ რიცხვს შევამცირებ, ფონი ნაკლებად წითელი იქნება, 15 00:00:48,138 --> 00:00:49,662 გამოჩნდება უფრო მუქ წითლად. 16 00:00:49,662 --> 00:00:53,278 შეგვიძლია ვითამაშოთ ამ რიცხვებით და ვნახოთ რა კომბინაცია რა ფერს შეესაბამება, 17 00:00:53,278 --> 00:00:59,382 ან, შეგვიძლია ფერის ამომრჩევი გამოვიყენოთ, რომელიც სამივე რიცხვს შეარჩევს. 18 00:00:59,382 --> 00:01:02,980 მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ რას აკეთებს ეს ფუქნცია, 19 00:01:02,980 --> 00:01:06,370 ის უბრალოდ დიდ ფერად კვადრატს ხატავს ტილოზე. 20 00:01:06,370 --> 00:01:12,165 ფუნქცია რომ ბოლოში დავწეროთ, მაშინ ფერადი კვადრატი ყველაფერს დაფარავს. 21 00:01:12,165 --> 00:01:14,715 შეიძლება იფიქროთ რომ ეს უაზრობაა, რა საჭირო უნდა იყოს? 22 00:01:14,715 --> 00:01:19,250 ვნახოთ, შეიძლება გამოგვადგეს, დავტოვოთ ზემოთ. 23 00:01:19,250 --> 00:01:20,819 ახლა კი ფიგურები გავაფერადოთ! 24 00:01:20,819 --> 00:01:27,000 შეგიძლიათ კომპიუტერი აღიქვათ როგორც დამხმარე ფერების შერჩევა-გამოყენებაში. 25 00:01:27,000 --> 00:01:29,547 შეიძლება ითქვას, რომ ფერები მის განკარგუელებაშია. 26 00:01:29,547 --> 00:01:34,620 მას ცალ ხელში ფერადი ფანქარი უჭირავს, 27 00:01:34,620 --> 00:01:39,209 მეორე ხელში კი საღებავით სავსე ქილა 28 00:01:39,209 --> 00:01:42,513 კომპიუტერი ფერად ფანქარს კონტურების დასახატად იყენებს, 29 00:01:42,513 --> 00:01:44,550 საღებავიანი ქილით კი აფერადებს ფიგურებს. 30 00:01:44,550 --> 00:01:47,499 ფანქარი ახლა შავია, ქილაში კი თეთრი საღებავია. 31 00:01:47,499 --> 00:01:49,060 შეგვიძლია ფანქრის ფერის შეცვლა, 32 00:01:49,060 --> 00:01:51,531 ამისთვის გამოვიძახოთ ფუქნცია stroke. 33 00:01:51,531 --> 00:01:55,274 ეს ფუნქციაც თავისით იწერება ბოლომდე და შეგიძლიათ ფერი არიჩიოთ. 34 00:01:55,274 --> 00:01:58,560 ამ ფუნქციით იცვლება ფანქრის ფერი. 35 00:01:58,560 --> 00:02:02,320 ამის შემდეგ დახატული ფიგურების კონტური ვარდისფერი იქნება. 36 00:02:02,320 --> 00:02:05,010 ზოგჯერ არ გინდათ ფიგურებისთვის კონტურების დახატვა. 37 00:02:05,010 --> 00:02:09,104 ამისთვისაც არსებობს ფუნქცია, რომელსაც noStroke ეწოდება. 38 00:02:09,104 --> 00:02:12,686 პირველად ვხვდებით ისეთ ფუნქციას, რომელსაც პარამეტრები არ გადაეცემა. 39 00:02:12,686 --> 00:02:17,009 უბრალოდ ვწერთ ცარიელ ( )-ს, შემდეგ კი ;-ს. 40 00:02:17,009 --> 00:02:19,868 როგორც ხედავთ, ფიგურებს ახლა კონტურები არ აქვთ. 41 00:02:19,868 --> 00:02:21,531 შეგვიძლია საღებავიც შევცვალოთ, 42 00:02:21,531 --> 00:02:25,484 ამისთვის ვიძახებთ ფუნქციას Fill. 43 00:02:25,484 --> 00:02:30,024 კოდის ამ ხაზის შემდეგ, ყველა ფიგურა ამ ნათელი ფერით შეივსება. 44 00:02:30,024 --> 00:02:35,721 noStroke ფუნქციის მსგავსად, არსებობს noFill ფუნქცია, 45 00:02:35,721 --> 00:02:38,028 რომელიც ასევე არ იღებს პარამეტრებს. 46 00:02:38,028 --> 00:02:42,247 ეს ფუნქცია ყველა ფიგურას გამჭვირვალეს გახდის, ფიგურები აღარაა შეღებილი 47 00:02:42,247 --> 00:02:44,273 მოდით ეს ადამიანი გავაფერადოთ. 48 00:02:44,273 --> 00:02:46,987 ამისთვის ჯერ ვიწყებთ სამკუთხედის დახატვას. 49 00:02:46,987 --> 00:02:51,219 კონტურისთვის stroke-ით ფერს ავირჩევ 50 00:02:51,219 --> 00:02:56,246 მოდით მწვანე იყოს. 51 00:02:56,246 --> 00:02:58,757 ახლა ავირჩიოთ თუ რა ფერით შევღებავთ. 52 00:02:58,757 --> 00:03:02,241 მმმ, იცით რა აჯობებს? ღია მწვანე. 53 00:03:02,241 --> 00:03:04,965 ღია მწვანე ნამდვილად ჯობს. 54 00:03:04,965 --> 00:03:07,547 სახეს რომ მწვანე კონტური ჰქონდეს არ გვინდა, 55 00:03:07,547 --> 00:03:12,899 ამიტომ stroke-ს ფერს სახისთვის შევცვლი. 56 00:03:12,899 --> 00:03:18,072 უფრო მუქ-მოყავისფრო ფერს ავიღებ კონტურისთვის. 57 00:03:18,072 --> 00:03:21,202 ახლა fill-ის ფერი ავირჩიოთ. 58 00:03:21,202 --> 00:03:25,217 რა იქნება სახისთვის კარგი ფერი? 59 00:03:25,217 --> 00:03:30,033 ეს მეტ-ნაკლებად სახის ფერს ჰგავს, არა? 60 00:03:30,033 --> 00:03:33,104 შემდეგ, ეს ორი ხაზი შეესაბამება ელიფსებს, ანუ ხელებს. 61 00:03:33,114 --> 00:03:35,641 მინდა რომ ხელები იგივე ფერის იყოს რა ფერისაც სახეა. 62 00:03:35,641 --> 00:03:38,507 ესეიგი, ფანქრისა და საღებავის შეცვლა არ მოგვიწევს. 63 00:03:38,507 --> 00:03:40,837 stroke-ს და fill-ს იგივეს დავტოვებთ. 64 00:03:40,837 --> 00:03:42,460 გადავიდეთ პირზე. 65 00:03:42,460 --> 00:03:46,551 პირი უბრალოდ მონაკვეთია. 66 00:03:46,551 --> 00:03:50,672 მონაკვეთს არ აქვს fill ფერი, რადგან არაფერია შესაღები, 67 00:03:50,672 --> 00:03:54,063 მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ stroke-ს ფერი. 68 00:03:54,063 --> 00:03:56,246 მოდით წითელი იყოს, პირისთვის გამოდგება. 69 00:03:56,246 --> 00:03:57,834 ახლა სათვალის ჩარჩოებს მივხედოთ. 70 00:03:57,834 --> 00:04:00,085 ისევ, მხოლოდ stroke არის შესაცვლელი. 71 00:04:00,085 --> 00:04:01,838 რა იქნება კარგი ფერი სათვალისთვის? 72 00:04:01,838 --> 00:04:03,793 შავი საკმაოდ კლასიკურია. 73 00:04:03,793 --> 00:04:07,814 სათვალის შუშების ანუ მართკუთხედების კონტურები ჯობს იგივე ფერის იყოს, 74 00:04:07,814 --> 00:04:11,465 რა ფერისაც სათვალის ჩარჩოებია. 75 00:04:11,465 --> 00:04:17,126 აქ stroke-ს არ შევცვლი, მაგრამ fill-ის ფერს მივანიჭებ. 76 00:04:17,126 --> 00:04:20,032 მოდით ესეც შავი იყოს რომ ჩარჩოებს დაემთხვეს. 77 00:04:20,032 --> 00:04:22,487 ესეც ასე, შევღებეთ. 78 00:04:22,487 --> 00:04:26,070 Awwwwwww yeah!