ვ.ს. რამაჩანდრანი: ნეირონები, რომლებმაც გამოძერწეს ცივილიზაცია
-
0:00 - 0:03დღეს მე მინდა გესაუბროთ ადამიანის ტვინზე,
-
0:03 - 0:05იმაზე, რაზეც ჩვენ ვატარებთ კვლევებს კალიფორნიის უნივერსიტეტში.
-
0:05 - 0:07ერთი წუთით დაფიქრდით ამ პრობლემაზე.
-
0:07 - 0:10აი - სამიოდე ფუთი ხორცის გროვა,
-
0:10 - 0:12რომელიც ხელის გულზე შეიძლება მოათავსოთ.
-
0:12 - 0:16მაგრამ მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე.
-
0:16 - 0:18მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი,
-
0:18 - 0:21დასვას შეკითხვები საკუთარი არსებობის არსზე,
-
0:21 - 0:23ღმერთის ბუნებაზე.
-
0:23 - 0:25და ეს მართლაც ყველაზე განსაცვიფრებელი რამ არის მსოფლიოში.
-
0:25 - 0:28ეს უდიდესი მისტერია არის გამოწვევა ადამიანებისთვის:
-
0:28 - 0:30როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
-
0:30 - 0:32ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან.
-
0:32 - 0:34ჩვენ ახლა ნეირონებს ვუყურებთ.
-
0:34 - 0:37ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია.
-
0:37 - 0:40და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს
-
0:40 - 0:42სხვა ნეირონებთან.
-
0:42 - 0:44და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს,
-
0:44 - 0:47რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი
-
0:47 - 0:50აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს.
-
0:50 - 0:52მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი?
-
0:52 - 0:54ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება
-
0:54 - 0:57ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში.
-
0:57 - 0:59ამაზე TED-ის წინა მოხსენებაში ვისაუბრე.
-
0:59 - 1:01დღეს ვილაპარაკებ განსხვავებულ მიდგომაზე,
-
1:01 - 1:03რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზე
-
1:03 - 1:07და ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში.
-
1:07 - 1:11ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა.
-
1:11 - 1:14ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა
-
1:14 - 1:16პარმაში, იტალიაში,
-
1:16 - 1:19მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ,
-
1:19 - 1:21არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები,
-
1:21 - 1:24რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში.
-
1:24 - 1:26უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები,
-
1:26 - 1:29რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ,
-
1:29 - 1:31და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ.
-
1:31 - 1:34ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას.
-
1:34 - 1:37მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს,
-
1:37 - 1:41აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში.
-
1:41 - 1:44თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები,
-
1:44 - 1:46რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი.
-
1:46 - 1:48მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ.
-
1:48 - 1:50მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა
-
1:50 - 1:52ამ ნეირონთა ქვეჯგუფი,
-
1:52 - 1:54მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან,
-
1:54 - 1:57როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას.
-
1:57 - 2:00მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს,
-
2:00 - 2:03მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი.
-
2:03 - 2:05და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია.
-
2:05 - 2:07ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი
-
2:07 - 2:09დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას.
-
2:09 - 2:13თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების
-
2:13 - 2:15ვირტუალური რეალობის სიმულირებას.
-
2:15 - 2:18რით არიან ეს სარკისებრი ნეირონები მნიშვნელოვანნი?
-
2:18 - 2:21ერთის მხრივ, ისინი ჩართულები უნდა იყვნენ იმიტირებისა და ემულირების პროცესში.
-
2:21 - 2:24რადგან იმისათვის, რომ მოახდინოთ რთული ქმედების იმიტირება,
-
2:24 - 2:27საჭიროა ტვინმა გაითავისოს სხვა პიროვნების ხედვის წერტილი.
-
2:27 - 2:29ესე იგი ეს მნიშვნელოვანია იმიტირებისა და ემულირებისათვის.
-
2:29 - 2:31და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
-
2:31 - 2:34მოდით შევხედოთ შემდეგ სლაიდს.
-
2:34 - 2:37მაშ, როგორ ახდენთ იმიტირებას? რატომ არის იმიტირება მნიშვნელოვანი?
-
2:37 - 2:39სარკისებრი ნეირონები და იმიტირება, ემულირება.
-
2:39 - 2:43მოდით შევხედოთ კულტურას, კაცობრიობის კულტურის ფენომენს.
-
2:43 - 2:47თუ გადავალთ დროში უკან, დაახლოებით 75,000-100,000 წლით უკან,
-
2:47 - 2:49და შევხედავთ ადამიანის ევოლუციას, აღმოჩნდება
-
2:49 - 2:52რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაახლოებით 75,000 წლის წინ.
-
2:52 - 2:54და ეს არის უეცარი წარმოქმნა და მყისიერი გავრცელება
-
2:54 - 2:57რამოდენიმე, გამორჩეულად ადამიანური, თვისებებისა,
-
2:57 - 2:59როგორიცაა ინსტრუმენტების გამოყენება,
-
2:59 - 3:02ცეცხლის გამოყენება, თავშესაფრის გამოყენება და, რა თქმა უნდა, ენა,
-
3:02 - 3:04სხვისი აზრების წაკითხვის შესაძლებლობა
-
3:04 - 3:06და სხვა პიროვნების ქცევების ინტერპრეტირება.
-
3:06 - 3:08ეს ყველაფერი შედარებით სწრაფად მოხდა.
-
3:08 - 3:11მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინმა მიაღწია მის დღევანდელ ზომას
-
3:11 - 3:13თითქმის სამასი ან ოთხასი ათასი წლის წინ,
-
3:13 - 3:15ეს ყველაფერი მოხდა 100,000 წლის წინ ძალიან სწრაფად.
-
3:15 - 3:18და მე ვამტკიცებ, რომ რაც მოხდა, იყო
-
3:18 - 3:21სარკისებრი ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება,
-
3:21 - 3:23რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა სხვა პიროვნების ქმედებების ემულირება და იმიტირება.
-
3:23 - 3:27შედეგად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით აღმოაჩენდა
-
3:27 - 3:30უჩვეულო რამეს, მაგალითად ცეცხლის გამოყენებას,
-
3:30 - 3:32ან რაიმე სახის ინსტრუმენტის გამოყენებას, ნაცვლად გაქრობისა,
-
3:32 - 3:35ეს აღმოჩენა მყისიერად ვრცელდებოდა - ჰორიზონტალურად, მთელი პოპულაციის მასშტაბით,
-
3:35 - 3:38ან გადაეცემოდა ვერტიკალურად, თაობიდან თაობას.
-
3:38 - 3:40და მოულოდნელად ევოლუცია გახდა ლამარკისეული,
-
3:40 - 3:42ნაცვლად დარვინისეულისა.
-
3:42 - 3:45დარვინისეული ევოლუცია ნელია; მას ასობით ათასი წელი სჭირდება.
-
3:45 - 3:47პოლარულ დათვს ბეწვის ქურქის ევოლუციისათვის
-
3:47 - 3:50დასჭირდება ათასობით თაობა, შესაძლოა 100,000 წელი.
-
3:50 - 3:53ადამიანის ნაშიერს, ბავშვს, შეუძლია უყუროს მის მშობელს,
-
3:53 - 3:56რომელიც კლავს პოლარულ დათვს,
-
3:56 - 3:59ატყავებს მას და იმოსება მის ქურქში
-
3:59 - 4:01და ისწავლოს ეს ერთ ნაბიჯში. ის, რასაც პოლარული დათვი
-
4:01 - 4:03სწავლობდა 100,000 წელი,
-
4:03 - 4:06ბავშვს შეუძლია ისწავლოს 10 წუთში.
-
4:06 - 4:08და როდესაც ის ამას ისწავლის, ეს გავრცელდება
-
4:08 - 4:11გეომეტრიული პროგრესიით, პოპულაციის მასშტაბით.
-
4:11 - 4:14ეს არის საფუძველი. რთული ცოდნის იმიტაცია
-
4:14 - 4:17არის ის, რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და ეს არის საფუძველი ცივილიზაციისა.
-
4:17 - 4:19ასევე არსებობენ სხვა სახის სარკისებრი ნეირონები,
-
4:19 - 4:21რომლებიც ჩართულნი არიან სრულიად განსხვავებულ ამოცანებში.
-
4:21 - 4:23არსებობენ სერკისებრი ნეირონები,
-
4:23 - 4:26და როგორც არსებობენ სარკისებრი ნეირონები ქმედებისთვის, არსებობენ სარკისებრი ნეირონები შეხებისთვის.
-
4:26 - 4:28სხვა სიტყვებით, თუ ვინმე მეხება,
-
4:28 - 4:30ეხება ჩემს ხელს, აღიგზნება ნეირონი სომატოსენსორულ ქერქში,
-
4:30 - 4:32ტვინის სენსორულ არეში.
-
4:32 - 4:35მაგრამ იგივე ნეირონი აღიგზნება,
-
4:35 - 4:37როდესაც მე უბრალოდ ვუყურებ, თუ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას.
-
4:37 - 4:40ეს არის თანაგრძნობა სხვა პიროვნების შეხებისა.
-
4:40 - 4:42ანუ მათი უმრავლესობა იღგზნება, როდესაც მე მეხებიან
-
4:42 - 4:45სხვადასხვა წერტილში. განსხვავებული ნეირონები განსხვავებულ წერტილებში.
-
4:45 - 4:47მაგრამ მათი ქვეჯგუფი აღიგზნება მაშინაც კი, როდესაც მე ვუყურებ,
-
4:47 - 4:49თუ როგორ ეხებიან ვინმეს იმავე წერტილში.
-
4:49 - 4:51ანუ გვაქვს ნეირონები,
-
4:51 - 4:53რომლებიც ახდენენ თანაგრძნობას.
-
4:53 - 4:56იბადება შეკითხვა: თუ მე უბრალოდ ვუცქერ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას,
-
4:56 - 5:00რატომ არ ვურევ და არ შევიგრძნობ ამ შეხებას
-
5:00 - 5:02განხორციელებულს ვიღაც სხვა პიროვნებაზე?
-
5:02 - 5:06ანუ, მე ვუთანაგრძნობ ამ პიროვნებას, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგრძნობ ამ შეხებას.
-
5:06 - 5:08ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები კანში,
-
5:08 - 5:10შეხებისა და ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც მიემართებიან ტვინში
-
5:10 - 5:13და ეუბნებიან მას "ნუ დარდობ, შენ არ გეხებიან.
-
5:13 - 5:16თანაუგრძნე რამდენიც გინდა სხვა პიროვნებას,
-
5:16 - 5:18მაგრამ შემთხვევით თავად არ შეიგრძნო შეხება,
-
5:18 - 5:20თორემ დაიბნევი და ყველაფერს აურევ."
-
5:20 - 5:22მაშ ასე, გვაქვს უკუ-კავშირის სიგნალი,
-
5:22 - 5:24რომელიც ბლოკავს სარკისებრი ნეირონის სიგნალს
-
5:24 - 5:27და არ უშვებს ამ შეხების შეგრძნებას.
-
5:27 - 5:30მაგრამ თუ მოვაცილებთ ხელს, ანესთეზიას გავუკეთებთ მას,
-
5:30 - 5:32შეუშვებთ ჩემს ხელში ინექციას
-
5:32 - 5:34ანესთეზირებას გავუკეთებთ მხრის ნერვულ კვანძს ისე, რომ ხელი გამიყუჩდება,
-
5:34 - 5:36და ის ვეღარ შეიგრძნობს შეხებას,
-
5:36 - 5:38თუ მე ამის შემდეგ გიყურებთ, თუ როგორ გეხებიან,
-
5:38 - 5:40მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ხელზე შევიგრძნობ.
-
5:40 - 5:42სხვა სიტყვებით, გაქრა ბარიერი
-
5:42 - 5:44თქვენსა და სხვა ადამიანს შორის.
-
5:44 - 5:47და მე მათ ვეძახი განდის ნეირონებს, ან თანაგრძნობის ნეირონებს.
-
5:47 - 5:48(სიცილი)
-
5:48 - 5:51და ეს არ ხდება რაღაც აბსტრაქტული, მეტაფორული გაგებით,
-
5:51 - 5:53ერთადერთი, რაც განსხვავებთ თქვენ მისგან,
-
5:53 - 5:55სხვა პიროვნებისგან, არის თქვენი კანი.
-
5:55 - 5:59მოაშორეთ კანი და თქვენ შეიგრძნობთ ამ პიროვნებაზე შეხებას თქვენს გონებაში.
-
5:59 - 6:02თქვენ გააქრობთ ბარიერს თქვენსა და სხვა ადმიანთა შორის.
-
6:02 - 6:04ამაზე, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიათა უმრავლესობა,
-
6:04 - 6:07იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მე,
-
6:07 - 6:09განცალკევებით სხვა ადამიანებისგან, სამყაროზე დაკვირვებისგან,
-
6:09 - 6:11სხვა ადამიანებზე დაკვირვებისგან.
-
6:11 - 6:14თქვენ, სინამდვილეში, დაკავშირებულები ხართ არა მხოლოდ ფეისბუქით და ინტერნეტით,
-
6:14 - 6:17არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, დაკავშირებული ხართ თქვენი ნეირონებით
-
6:17 - 6:20და არის მთელი ჯაჭვი ნეირონებისა ამ ოთახში, რომლების ესაუბრებიან ერთმანეთს.
-
6:20 - 6:22და არ არსებობს ჭეშმარიტი განსხვავება
-
6:22 - 6:24თქვენი ცნობიერებისა ვინმე სხვა ადამიანის ცნობიერებისაგან.
-
6:24 - 6:26და ეს არ არის რაღაც შამანური ფილოსოფია.
-
6:26 - 6:29ეს აღმოცენდა ჩვენი ცოდნიდან ნეირობიოლიგიის საწყისებისა.
-
6:29 - 6:32მაშ ასე, თუ გვყავს პაციენტი ფანტომური კიდურით. თუ ამპუტირება გაუკეთეს თქვენს ხელს
-
6:32 - 6:34და თქვენ გაქვთ ფანტომი, და უყურებთ ვინმეს
-
6:34 - 6:36როგორ ეხებიან, თქვენ ამას შეიგრძნობთ თქვენს ფანტომში.
-
6:36 - 6:38განსაცვიფრებელი კი ის არის,
-
6:38 - 6:41რომ თუ თქვენ გაქვთ ტკივილი თქვენს ფანტომურ კიდურში და მოუჭერთ სხვა პიროვნების ხელს,
-
6:41 - 6:43მასაჟს გაუკეთებთ მის ხელს,
-
6:43 - 6:45ეს მოგიხსნით ტკივილს თქვენს ფანტომურ ხელში,
-
6:45 - 6:47თითქოს ნეირონი
-
6:47 - 6:49გრძნობს შვებას მხოლოდ იმით, რომ უყურებს
-
6:49 - 6:51როგორ უტარებენ სხვას მასაჟს.
-
6:51 - 6:54აი ჩემი უკანასკნელი სლაიდი.
-
6:54 - 6:56ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა,
-
6:56 - 6:58რომ მეცნიერება და ხელოვნება სრულიად განცალკევებულად იდგნენ.
-
6:58 - 7:01ჩარლზ პ. სნოუ საუბრობდა ორ კულტურაზე:
-
7:01 - 7:03ერთის მხრივ მეცნიერება, მეორეს მხრივ ჰუმანიტარული საგნები;
-
7:03 - 7:05ეს განშტოებები არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს.
-
7:05 - 7:07და მე ვიძახი, რომ სარკისებრი ნეირონები გვაძლევენ საფუძველს
-
7:07 - 7:10და საშუალებას ახლებურად გავიაზროთ ცნებები, როგორიცაა ცნობიერება,
-
7:10 - 7:12საკუთარი მე-ს გამოხატულება,
-
7:12 - 7:14ის რაც განსხვავებთ თქვენ სხვა ადამიანებისგან,
-
7:14 - 7:16რაც საშუალებას გაძლევთ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანენს
-
7:16 - 7:19და აგრეთვე ხელახლა გავიაზროთ ისეთ საკითხები, როგორიცაა კულტურისა
-
7:19 - 7:21და ცივილიზაციის ჩამოყალიბება, რაც გამორჩეულად ადამიანს სხვა დანარჩენისგან. გმადლობთ
-
7:21 - 7:23(აპლოდისმენტები)
- Title:
- ვ.ს. რამაჩანდრანი: ნეირონები, რომლებმაც გამოძერწეს ცივილიზაცია
- Speaker:
- Vilayanur Ramachandran
- Description:
-
ნეირობიოლოგი ვილიანურ რამაჩანდრანი აღწერს სარკისებრი ნეირონების საოცარ თვისებებს. სულ ახლახან აღმოჩენილი ეს ნეირონები გვაძლევენ საშუალებას, შევისწავლოთ რთული სოციალური ქცევები, რომელთაც გავლენა იქონიეს ჩვენი ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 07:25