დღეს მე მინდა გესაუბროთ ადამიანის ტვინზე,
იმაზე, რაზეც ჩვენ ვატარებთ კვლევებს კალიფორნიის უნივერსიტეტში.
ერთი წუთით დაფიქრდით ამ პრობლემაზე.
აი - სამიოდე ფუთი ხორცის გროვა,
რომელიც ხელის გულზე შეიძლება მოათავსოთ.
მაგრამ მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე.
მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი,
დასვას შეკითხვები საკუთარი არსებობის არსზე,
ღმერთის ბუნებაზე.
და ეს მართლაც ყველაზე განსაცვიფრებელი რამ არის მსოფლიოში.
ეს უდიდესი მისტერია არის გამოწვევა ადამიანებისთვის:
როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან.
ჩვენ ახლა ნეირონებს ვუყურებთ.
ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია.
და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს
სხვა ნეირონებთან.
და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს,
რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი
აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს.
მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი?
ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება
ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში.
ამაზე TED-ის წინა მოხსენებაში ვისაუბრე.
დღეს ვილაპარაკებ განსხვავებულ მიდგომაზე,
რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზე
და ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში.
ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა.
ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა
პარმაში, იტალიაში,
მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ,
არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები,
რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში.
უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები,
რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ,
და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ.
ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას.
მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს,
აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში.
თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები,
რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი.
მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ.
მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა
ამ ნეირონთა ქვეჯგუფი,
მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან,
როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას.
მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს,
მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი.
და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია.
ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი
დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას.
თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების
ვირტუალური რეალობის სიმულირებას.
რით არიან ეს სარკისებრი ნეირონები მნიშვნელოვანნი?
ერთის მხრივ, ისინი ჩართულები უნდა იყვნენ იმიტირებისა და ემულირების პროცესში.
რადგან იმისათვის, რომ მოახდინოთ რთული ქმედების იმიტირება,
საჭიროა ტვინმა გაითავისოს სხვა პიროვნების ხედვის წერტილი.
ესე იგი ეს მნიშვნელოვანია იმიტირებისა და ემულირებისათვის.
და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
მოდით შევხედოთ შემდეგ სლაიდს.
მაშ, როგორ ახდენთ იმიტირებას? რატომ არის იმიტირება მნიშვნელოვანი?
სარკისებრი ნეირონები და იმიტირება, ემულირება.
მოდით შევხედოთ კულტურას, კაცობრიობის კულტურის ფენომენს.
თუ გადავალთ დროში უკან, დაახლოებით 75,000-100,000 წლით უკან,
და შევხედავთ ადამიანის ევოლუციას, აღმოჩნდება
რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაახლოებით 75,000 წლის წინ.
და ეს არის უეცარი წარმოქმნა და მყისიერი გავრცელება
რამოდენიმე, გამორჩეულად ადამიანური, თვისებებისა,
როგორიცაა ინსტრუმენტების გამოყენება,
ცეცხლის გამოყენება, თავშესაფრის გამოყენება და, რა თქმა უნდა, ენა,
სხვისი აზრების წაკითხვის შესაძლებლობა
და სხვა პიროვნების ქცევების ინტერპრეტირება.
ეს ყველაფერი შედარებით სწრაფად მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინმა მიაღწია მის დღევანდელ ზომას
თითქმის სამასი ან ოთხასი ათასი წლის წინ,
ეს ყველაფერი მოხდა 100,000 წლის წინ ძალიან სწრაფად.
და მე ვამტკიცებ, რომ რაც მოხდა, იყო
სარკისებრი ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება,
რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა სხვა პიროვნების ქმედებების ემულირება და იმიტირება.
შედეგად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით აღმოაჩენდა
უჩვეულო რამეს, მაგალითად ცეცხლის გამოყენებას,
ან რაიმე სახის ინსტრუმენტის გამოყენებას, ნაცვლად გაქრობისა,
ეს აღმოჩენა მყისიერად ვრცელდებოდა - ჰორიზონტალურად, მთელი პოპულაციის მასშტაბით,
ან გადაეცემოდა ვერტიკალურად, თაობიდან თაობას.
და მოულოდნელად ევოლუცია გახდა ლამარკისეული,
ნაცვლად დარვინისეულისა.
დარვინისეული ევოლუცია ნელია; მას ასობით ათასი წელი სჭირდება.
პოლარულ დათვს ბეწვის ქურქის ევოლუციისათვის
დასჭირდება ათასობით თაობა, შესაძლოა 100,000 წელი.
ადამიანის ნაშიერს, ბავშვს, შეუძლია უყუროს მის მშობელს,
რომელიც კლავს პოლარულ დათვს,
ატყავებს მას და იმოსება მის ქურქში
და ისწავლოს ეს ერთ ნაბიჯში. ის, რასაც პოლარული დათვი
სწავლობდა 100,000 წელი,
ბავშვს შეუძლია ისწავლოს 10 წუთში.
და როდესაც ის ამას ისწავლის, ეს გავრცელდება
გეომეტრიული პროგრესიით, პოპულაციის მასშტაბით.
ეს არის საფუძველი. რთული ცოდნის იმიტაცია
არის ის, რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და ეს არის საფუძველი ცივილიზაციისა.
ასევე არსებობენ სხვა სახის სარკისებრი ნეირონები,
რომლებიც ჩართულნი არიან სრულიად განსხვავებულ ამოცანებში.
არსებობენ სერკისებრი ნეირონები,
და როგორც არსებობენ სარკისებრი ნეირონები ქმედებისთვის, არსებობენ სარკისებრი ნეირონები შეხებისთვის.
სხვა სიტყვებით, თუ ვინმე მეხება,
ეხება ჩემს ხელს, აღიგზნება ნეირონი სომატოსენსორულ ქერქში,
ტვინის სენსორულ არეში.
მაგრამ იგივე ნეირონი აღიგზნება,
როდესაც მე უბრალოდ ვუყურებ, თუ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას.
ეს არის თანაგრძნობა სხვა პიროვნების შეხებისა.
ანუ მათი უმრავლესობა იღგზნება, როდესაც მე მეხებიან
სხვადასხვა წერტილში. განსხვავებული ნეირონები განსხვავებულ წერტილებში.
მაგრამ მათი ქვეჯგუფი აღიგზნება მაშინაც კი, როდესაც მე ვუყურებ,
თუ როგორ ეხებიან ვინმეს იმავე წერტილში.
ანუ გვაქვს ნეირონები,
რომლებიც ახდენენ თანაგრძნობას.
იბადება შეკითხვა: თუ მე უბრალოდ ვუცქერ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას,
რატომ არ ვურევ და არ შევიგრძნობ ამ შეხებას
განხორციელებულს ვიღაც სხვა პიროვნებაზე?
ანუ, მე ვუთანაგრძნობ ამ პიროვნებას, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგრძნობ ამ შეხებას.
ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები კანში,
შეხებისა და ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც მიემართებიან ტვინში
და ეუბნებიან მას "ნუ დარდობ, შენ არ გეხებიან.
თანაუგრძნე რამდენიც გინდა სხვა პიროვნებას,
მაგრამ შემთხვევით თავად არ შეიგრძნო შეხება,
თორემ დაიბნევი და ყველაფერს აურევ."
მაშ ასე, გვაქვს უკუ-კავშირის სიგნალი,
რომელიც ბლოკავს სარკისებრი ნეირონის სიგნალს
და არ უშვებს ამ შეხების შეგრძნებას.
მაგრამ თუ მოვაცილებთ ხელს, ანესთეზიას გავუკეთებთ მას,
შეუშვებთ ჩემს ხელში ინექციას
ანესთეზირებას გავუკეთებთ მხრის ნერვულ კვანძს ისე, რომ ხელი გამიყუჩდება,
და ის ვეღარ შეიგრძნობს შეხებას,
თუ მე ამის შემდეგ გიყურებთ, თუ როგორ გეხებიან,
მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ხელზე შევიგრძნობ.
სხვა სიტყვებით, გაქრა ბარიერი
თქვენსა და სხვა ადამიანს შორის.
და მე მათ ვეძახი განდის ნეირონებს, ან თანაგრძნობის ნეირონებს.
(სიცილი)
და ეს არ ხდება რაღაც აბსტრაქტული, მეტაფორული გაგებით,
ერთადერთი, რაც განსხვავებთ თქვენ მისგან,
სხვა პიროვნებისგან, არის თქვენი კანი.
მოაშორეთ კანი და თქვენ შეიგრძნობთ ამ პიროვნებაზე შეხებას თქვენს გონებაში.
თქვენ გააქრობთ ბარიერს თქვენსა და სხვა ადმიანთა შორის.
ამაზე, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიათა უმრავლესობა,
იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მე,
განცალკევებით სხვა ადამიანებისგან, სამყაროზე დაკვირვებისგან,
სხვა ადამიანებზე დაკვირვებისგან.
თქვენ, სინამდვილეში, დაკავშირებულები ხართ არა მხოლოდ ფეისბუქით და ინტერნეტით,
არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, დაკავშირებული ხართ თქვენი ნეირონებით
და არის მთელი ჯაჭვი ნეირონებისა ამ ოთახში, რომლების ესაუბრებიან ერთმანეთს.
და არ არსებობს ჭეშმარიტი განსხვავება
თქვენი ცნობიერებისა ვინმე სხვა ადამიანის ცნობიერებისაგან.
და ეს არ არის რაღაც შამანური ფილოსოფია.
ეს აღმოცენდა ჩვენი ცოდნიდან ნეირობიოლიგიის საწყისებისა.
მაშ ასე, თუ გვყავს პაციენტი ფანტომური კიდურით. თუ ამპუტირება გაუკეთეს თქვენს ხელს
და თქვენ გაქვთ ფანტომი, და უყურებთ ვინმეს
როგორ ეხებიან, თქვენ ამას შეიგრძნობთ თქვენს ფანტომში.
განსაცვიფრებელი კი ის არის,
რომ თუ თქვენ გაქვთ ტკივილი თქვენს ფანტომურ კიდურში და მოუჭერთ სხვა პიროვნების ხელს,
მასაჟს გაუკეთებთ მის ხელს,
ეს მოგიხსნით ტკივილს თქვენს ფანტომურ ხელში,
თითქოს ნეირონი
გრძნობს შვებას მხოლოდ იმით, რომ უყურებს
როგორ უტარებენ სხვას მასაჟს.
აი ჩემი უკანასკნელი სლაიდი.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა,
რომ მეცნიერება და ხელოვნება სრულიად განცალკევებულად იდგნენ.
ჩარლზ პ. სნოუ საუბრობდა ორ კულტურაზე:
ერთის მხრივ მეცნიერება, მეორეს მხრივ ჰუმანიტარული საგნები;
ეს განშტოებები არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს.
და მე ვიძახი, რომ სარკისებრი ნეირონები გვაძლევენ საფუძველს
და საშუალებას ახლებურად გავიაზროთ ცნებები, როგორიცაა ცნობიერება,
საკუთარი მე-ს გამოხატულება,
ის რაც განსხვავებთ თქვენ სხვა ადამიანებისგან,
რაც საშუალებას გაძლევთ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანენს
და აგრეთვე ხელახლა გავიაზროთ ისეთ საკითხები, როგორიცაა კულტურისა
და ცივილიზაციის ჩამოყალიბება, რაც გამორჩეულად ადამიანს სხვა დანარჩენისგან. გმადლობთ
(აპლოდისმენტები)