[Script Info] Title: [Events] Format: Layer, Start, End, Style, Name, MarginL, MarginR, MarginV, Effect, Text Dialogue: 0,0:00:00.00,0:00:03.00,Default,,0000,0000,0000,,დღეს მე მინდა გესაუბროთ ადამიანის ტვინზე, Dialogue: 0,0:00:03.00,0:00:05.00,Default,,0000,0000,0000,,იმაზე, რაზეც ჩვენ ვატარებთ კვლევებს კალიფორნიის უნივერსიტეტში. Dialogue: 0,0:00:05.00,0:00:07.00,Default,,0000,0000,0000,,ერთი წუთით დაფიქრდით ამ პრობლემაზე. Dialogue: 0,0:00:07.00,0:00:10.00,Default,,0000,0000,0000,,აი - სამიოდე ფუთი ხორცის გროვა, Dialogue: 0,0:00:10.00,0:00:12.00,Default,,0000,0000,0000,,რომელიც ხელის გულზე შეიძლება მოათავსოთ. Dialogue: 0,0:00:12.00,0:00:16.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე. Dialogue: 0,0:00:16.00,0:00:18.00,Default,,0000,0000,0000,,მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი, Dialogue: 0,0:00:18.00,0:00:21.00,Default,,0000,0000,0000,,დასვას შეკითხვები საკუთარი არსებობის არსზე, Dialogue: 0,0:00:21.00,0:00:23.00,Default,,0000,0000,0000,,ღმერთის ბუნებაზე. Dialogue: 0,0:00:23.00,0:00:25.00,Default,,0000,0000,0000,,და ეს მართლაც ყველაზე განსაცვიფრებელი რამ არის მსოფლიოში. Dialogue: 0,0:00:25.00,0:00:28.00,Default,,0000,0000,0000,,ეს უდიდესი მისტერია არის გამოწვევა ადამიანებისთვის: Dialogue: 0,0:00:28.00,0:00:30.00,Default,,0000,0000,0000,,როგორ მოხდა ეს ყველაფერი? Dialogue: 0,0:00:30.00,0:00:32.00,Default,,0000,0000,0000,,ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან. Dialogue: 0,0:00:32.00,0:00:34.00,Default,,0000,0000,0000,,ჩვენ ახლა ნეირონებს ვუყურებთ. Dialogue: 0,0:00:34.00,0:00:37.00,Default,,0000,0000,0000,,ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია. Dialogue: 0,0:00:37.00,0:00:40.00,Default,,0000,0000,0000,,და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს Dialogue: 0,0:00:40.00,0:00:42.00,Default,,0000,0000,0000,,სხვა ნეირონებთან. Dialogue: 0,0:00:42.00,0:00:44.00,Default,,0000,0000,0000,,და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს, Dialogue: 0,0:00:44.00,0:00:47.00,Default,,0000,0000,0000,,რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი Dialogue: 0,0:00:47.00,0:00:50.00,Default,,0000,0000,0000,,აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს. Dialogue: 0,0:00:50.00,0:00:52.00,Default,,0000,0000,0000,,მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი? Dialogue: 0,0:00:52.00,0:00:54.00,Default,,0000,0000,0000,,ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება Dialogue: 0,0:00:54.00,0:00:57.00,Default,,0000,0000,0000,,ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში. Dialogue: 0,0:00:57.00,0:00:59.00,Default,,0000,0000,0000,,ამაზე TED-ის წინა მოხსენებაში ვისაუბრე. Dialogue: 0,0:00:59.00,0:01:01.00,Default,,0000,0000,0000,,დღეს ვილაპარაკებ განსხვავებულ მიდგომაზე, Dialogue: 0,0:01:01.00,0:01:03.00,Default,,0000,0000,0000,,რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზე Dialogue: 0,0:01:03.00,0:01:07.00,Default,,0000,0000,0000,,და ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში. Dialogue: 0,0:01:07.00,0:01:11.00,Default,,0000,0000,0000,,ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა. Dialogue: 0,0:01:11.00,0:01:14.00,Default,,0000,0000,0000,,ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა Dialogue: 0,0:01:14.00,0:01:16.00,Default,,0000,0000,0000,,პარმაში, იტალიაში, Dialogue: 0,0:01:16.00,0:01:19.00,Default,,0000,0000,0000,,მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ, Dialogue: 0,0:01:19.00,0:01:21.00,Default,,0000,0000,0000,,არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები, Dialogue: 0,0:01:21.00,0:01:24.00,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში. Dialogue: 0,0:01:24.00,0:01:26.00,Default,,0000,0000,0000,,უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები, Dialogue: 0,0:01:26.00,0:01:29.00,Default,,0000,0000,0000,,რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ, Dialogue: 0,0:01:29.00,0:01:31.00,Default,,0000,0000,0000,,და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ. Dialogue: 0,0:01:31.00,0:01:34.00,Default,,0000,0000,0000,,ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას. Dialogue: 0,0:01:34.00,0:01:37.00,Default,,0000,0000,0000,,მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს, Dialogue: 0,0:01:37.00,0:01:41.00,Default,,0000,0000,0000,,აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში. Dialogue: 0,0:01:41.00,0:01:44.00,Default,,0000,0000,0000,,თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები, Dialogue: 0,0:01:44.00,0:01:46.00,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი. Dialogue: 0,0:01:46.00,0:01:48.00,Default,,0000,0000,0000,,მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ. Dialogue: 0,0:01:48.00,0:01:50.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა Dialogue: 0,0:01:50.00,0:01:52.00,Default,,0000,0000,0000,,ამ ნეირონთა ქვეჯგუფი, Dialogue: 0,0:01:52.00,0:01:54.00,Default,,0000,0000,0000,,მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან, Dialogue: 0,0:01:54.00,0:01:57.00,Default,,0000,0000,0000,,როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას. Dialogue: 0,0:01:57.00,0:02:00.00,Default,,0000,0000,0000,,მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს, Dialogue: 0,0:02:00.00,0:02:03.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი. Dialogue: 0,0:02:03.00,0:02:05.00,Default,,0000,0000,0000,,და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. Dialogue: 0,0:02:05.00,0:02:07.00,Default,,0000,0000,0000,,ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი Dialogue: 0,0:02:07.00,0:02:09.00,Default,,0000,0000,0000,,დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას. Dialogue: 0,0:02:09.00,0:02:13.00,Default,,0000,0000,0000,,თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების Dialogue: 0,0:02:13.00,0:02:15.00,Default,,0000,0000,0000,,ვირტუალური რეალობის სიმულირებას. Dialogue: 0,0:02:15.00,0:02:18.00,Default,,0000,0000,0000,,რით არიან ეს სარკისებრი ნეირონები მნიშვნელოვანნი? Dialogue: 0,0:02:18.00,0:02:21.00,Default,,0000,0000,0000,,ერთის მხრივ, ისინი ჩართულები უნდა იყვნენ იმიტირებისა და ემულირების პროცესში. Dialogue: 0,0:02:21.00,0:02:24.00,Default,,0000,0000,0000,,რადგან იმისათვის, რომ მოახდინოთ რთული ქმედების იმიტირება, Dialogue: 0,0:02:24.00,0:02:27.00,Default,,0000,0000,0000,,საჭიროა ტვინმა გაითავისოს სხვა პიროვნების ხედვის წერტილი. Dialogue: 0,0:02:27.00,0:02:29.00,Default,,0000,0000,0000,,ესე იგი ეს მნიშვნელოვანია იმიტირებისა და ემულირებისათვის. Dialogue: 0,0:02:29.00,0:02:31.00,Default,,0000,0000,0000,,და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? Dialogue: 0,0:02:31.00,0:02:34.00,Default,,0000,0000,0000,,მოდით შევხედოთ შემდეგ სლაიდს. Dialogue: 0,0:02:34.00,0:02:37.00,Default,,0000,0000,0000,,მაშ, როგორ ახდენთ იმიტირებას? რატომ არის იმიტირება მნიშვნელოვანი? Dialogue: 0,0:02:37.00,0:02:39.00,Default,,0000,0000,0000,,სარკისებრი ნეირონები და იმიტირება, ემულირება. Dialogue: 0,0:02:39.00,0:02:43.00,Default,,0000,0000,0000,,მოდით შევხედოთ კულტურას, კაცობრიობის კულტურის ფენომენს. Dialogue: 0,0:02:43.00,0:02:47.00,Default,,0000,0000,0000,,თუ გადავალთ დროში უკან, დაახლოებით 75,000-100,000 წლით უკან, Dialogue: 0,0:02:47.00,0:02:49.00,Default,,0000,0000,0000,,და შევხედავთ ადამიანის ევოლუციას, აღმოჩნდება Dialogue: 0,0:02:49.00,0:02:52.00,Default,,0000,0000,0000,,რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაახლოებით 75,000 წლის წინ. Dialogue: 0,0:02:52.00,0:02:54.00,Default,,0000,0000,0000,,და ეს არის უეცარი წარმოქმნა და მყისიერი გავრცელება Dialogue: 0,0:02:54.00,0:02:57.00,Default,,0000,0000,0000,,რამოდენიმე, გამორჩეულად ადამიანური, თვისებებისა, Dialogue: 0,0:02:57.00,0:02:59.00,Default,,0000,0000,0000,,როგორიცაა ინსტრუმენტების გამოყენება, Dialogue: 0,0:02:59.00,0:03:02.00,Default,,0000,0000,0000,,ცეცხლის გამოყენება, თავშესაფრის გამოყენება და, რა თქმა უნდა, ენა, Dialogue: 0,0:03:02.00,0:03:04.00,Default,,0000,0000,0000,,სხვისი აზრების წაკითხვის შესაძლებლობა Dialogue: 0,0:03:04.00,0:03:06.00,Default,,0000,0000,0000,,და სხვა პიროვნების ქცევების ინტერპრეტირება. Dialogue: 0,0:03:06.00,0:03:08.00,Default,,0000,0000,0000,,ეს ყველაფერი შედარებით სწრაფად მოხდა. Dialogue: 0,0:03:08.00,0:03:11.00,Default,,0000,0000,0000,,მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინმა მიაღწია მის დღევანდელ ზომას Dialogue: 0,0:03:11.00,0:03:13.00,Default,,0000,0000,0000,,თითქმის სამასი ან ოთხასი ათასი წლის წინ, Dialogue: 0,0:03:13.00,0:03:15.00,Default,,0000,0000,0000,,ეს ყველაფერი მოხდა 100,000 წლის წინ ძალიან სწრაფად. Dialogue: 0,0:03:15.00,0:03:18.00,Default,,0000,0000,0000,,და მე ვამტკიცებ, რომ რაც მოხდა, იყო Dialogue: 0,0:03:18.00,0:03:21.00,Default,,0000,0000,0000,,სარკისებრი ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება, Dialogue: 0,0:03:21.00,0:03:23.00,Default,,0000,0000,0000,,რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა სხვა პიროვნების ქმედებების ემულირება და იმიტირება. Dialogue: 0,0:03:23.00,0:03:27.00,Default,,0000,0000,0000,,შედეგად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით აღმოაჩენდა Dialogue: 0,0:03:27.00,0:03:30.00,Default,,0000,0000,0000,,უჩვეულო რამეს, მაგალითად ცეცხლის გამოყენებას, Dialogue: 0,0:03:30.00,0:03:32.00,Default,,0000,0000,0000,,ან რაიმე სახის ინსტრუმენტის გამოყენებას, ნაცვლად გაქრობისა, Dialogue: 0,0:03:32.00,0:03:35.00,Default,,0000,0000,0000,,ეს აღმოჩენა მყისიერად ვრცელდებოდა - ჰორიზონტალურად, მთელი პოპულაციის მასშტაბით, Dialogue: 0,0:03:35.00,0:03:38.00,Default,,0000,0000,0000,,ან გადაეცემოდა ვერტიკალურად, თაობიდან თაობას. Dialogue: 0,0:03:38.00,0:03:40.00,Default,,0000,0000,0000,,და მოულოდნელად ევოლუცია გახდა ლამარკისეული, Dialogue: 0,0:03:40.00,0:03:42.00,Default,,0000,0000,0000,,ნაცვლად დარვინისეულისა. Dialogue: 0,0:03:42.00,0:03:45.00,Default,,0000,0000,0000,,დარვინისეული ევოლუცია ნელია; მას ასობით ათასი წელი სჭირდება. Dialogue: 0,0:03:45.00,0:03:47.00,Default,,0000,0000,0000,,პოლარულ დათვს ბეწვის ქურქის ევოლუციისათვის Dialogue: 0,0:03:47.00,0:03:50.00,Default,,0000,0000,0000,,დასჭირდება ათასობით თაობა, შესაძლოა 100,000 წელი. Dialogue: 0,0:03:50.00,0:03:53.00,Default,,0000,0000,0000,,ადამიანის ნაშიერს, ბავშვს, შეუძლია უყუროს მის მშობელს, Dialogue: 0,0:03:53.00,0:03:56.00,Default,,0000,0000,0000,,რომელიც კლავს პოლარულ დათვს, Dialogue: 0,0:03:56.00,0:03:59.00,Default,,0000,0000,0000,,ატყავებს მას და იმოსება მის ქურქში Dialogue: 0,0:03:59.00,0:04:01.00,Default,,0000,0000,0000,,და ისწავლოს ეს ერთ ნაბიჯში. ის, რასაც პოლარული დათვი Dialogue: 0,0:04:01.00,0:04:03.00,Default,,0000,0000,0000,,სწავლობდა 100,000 წელი, Dialogue: 0,0:04:03.00,0:04:06.00,Default,,0000,0000,0000,,ბავშვს შეუძლია ისწავლოს 10 წუთში. Dialogue: 0,0:04:06.00,0:04:08.00,Default,,0000,0000,0000,,და როდესაც ის ამას ისწავლის, ეს გავრცელდება Dialogue: 0,0:04:08.00,0:04:11.00,Default,,0000,0000,0000,,გეომეტრიული პროგრესიით, პოპულაციის მასშტაბით. Dialogue: 0,0:04:11.00,0:04:14.00,Default,,0000,0000,0000,,ეს არის საფუძველი. რთული ცოდნის იმიტაცია Dialogue: 0,0:04:14.00,0:04:17.00,Default,,0000,0000,0000,,არის ის, რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და ეს არის საფუძველი ცივილიზაციისა. Dialogue: 0,0:04:17.00,0:04:19.00,Default,,0000,0000,0000,,ასევე არსებობენ სხვა სახის სარკისებრი ნეირონები, Dialogue: 0,0:04:19.00,0:04:21.00,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც ჩართულნი არიან სრულიად განსხვავებულ ამოცანებში. Dialogue: 0,0:04:21.00,0:04:23.00,Default,,0000,0000,0000,,არსებობენ სერკისებრი ნეირონები, Dialogue: 0,0:04:23.00,0:04:26.00,Default,,0000,0000,0000,,და როგორც არსებობენ სარკისებრი ნეირონები ქმედებისთვის, არსებობენ სარკისებრი ნეირონები შეხებისთვის. Dialogue: 0,0:04:26.00,0:04:28.00,Default,,0000,0000,0000,,სხვა სიტყვებით, თუ ვინმე მეხება, Dialogue: 0,0:04:28.00,0:04:30.00,Default,,0000,0000,0000,,ეხება ჩემს ხელს, აღიგზნება ნეირონი სომატოსენსორულ ქერქში, Dialogue: 0,0:04:30.00,0:04:32.00,Default,,0000,0000,0000,,ტვინის სენსორულ არეში. Dialogue: 0,0:04:32.00,0:04:35.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ იგივე ნეირონი აღიგზნება, Dialogue: 0,0:04:35.00,0:04:37.00,Default,,0000,0000,0000,,როდესაც მე უბრალოდ ვუყურებ, თუ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას. Dialogue: 0,0:04:37.00,0:04:40.00,Default,,0000,0000,0000,,ეს არის თანაგრძნობა სხვა პიროვნების შეხებისა. Dialogue: 0,0:04:40.00,0:04:42.00,Default,,0000,0000,0000,,ანუ მათი უმრავლესობა იღგზნება, როდესაც მე მეხებიან Dialogue: 0,0:04:42.00,0:04:45.00,Default,,0000,0000,0000,,სხვადასხვა წერტილში. განსხვავებული ნეირონები განსხვავებულ წერტილებში. Dialogue: 0,0:04:45.00,0:04:47.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ მათი ქვეჯგუფი აღიგზნება მაშინაც კი, როდესაც მე ვუყურებ, Dialogue: 0,0:04:47.00,0:04:49.00,Default,,0000,0000,0000,,თუ როგორ ეხებიან ვინმეს იმავე წერტილში. Dialogue: 0,0:04:49.00,0:04:51.00,Default,,0000,0000,0000,,ანუ გვაქვს ნეირონები, Dialogue: 0,0:04:51.00,0:04:53.00,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც ახდენენ თანაგრძნობას. Dialogue: 0,0:04:53.00,0:04:56.00,Default,,0000,0000,0000,,იბადება შეკითხვა: თუ მე უბრალოდ ვუცქერ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას, Dialogue: 0,0:04:56.00,0:05:00.00,Default,,0000,0000,0000,,რატომ არ ვურევ და არ შევიგრძნობ ამ შეხებას Dialogue: 0,0:05:00.00,0:05:02.00,Default,,0000,0000,0000,,განხორციელებულს ვიღაც სხვა პიროვნებაზე? Dialogue: 0,0:05:02.00,0:05:06.00,Default,,0000,0000,0000,,ანუ, მე ვუთანაგრძნობ ამ პიროვნებას, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგრძნობ ამ შეხებას. Dialogue: 0,0:05:06.00,0:05:08.00,Default,,0000,0000,0000,,ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები კანში, Dialogue: 0,0:05:08.00,0:05:10.00,Default,,0000,0000,0000,,შეხებისა და ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც მიემართებიან ტვინში Dialogue: 0,0:05:10.00,0:05:13.00,Default,,0000,0000,0000,,და ეუბნებიან მას "ნუ დარდობ, შენ არ გეხებიან. Dialogue: 0,0:05:13.00,0:05:16.00,Default,,0000,0000,0000,,თანაუგრძნე რამდენიც გინდა სხვა პიროვნებას, Dialogue: 0,0:05:16.00,0:05:18.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ შემთხვევით თავად არ შეიგრძნო შეხება, Dialogue: 0,0:05:18.00,0:05:20.00,Default,,0000,0000,0000,,თორემ დაიბნევი და ყველაფერს აურევ." Dialogue: 0,0:05:20.00,0:05:22.00,Default,,0000,0000,0000,,მაშ ასე, გვაქვს უკუ-კავშირის სიგნალი, Dialogue: 0,0:05:22.00,0:05:24.00,Default,,0000,0000,0000,,რომელიც ბლოკავს სარკისებრი ნეირონის სიგნალს Dialogue: 0,0:05:24.00,0:05:27.00,Default,,0000,0000,0000,,და არ უშვებს ამ შეხების შეგრძნებას. Dialogue: 0,0:05:27.00,0:05:30.00,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ თუ მოვაცილებთ ხელს, ანესთეზიას გავუკეთებთ მას, Dialogue: 0,0:05:30.00,0:05:32.00,Default,,0000,0000,0000,,შეუშვებთ ჩემს ხელში ინექციას Dialogue: 0,0:05:32.00,0:05:34.00,Default,,0000,0000,0000,,ანესთეზირებას გავუკეთებთ მხრის ნერვულ კვანძს ისე, რომ ხელი გამიყუჩდება, Dialogue: 0,0:05:34.00,0:05:36.00,Default,,0000,0000,0000,,და ის ვეღარ შეიგრძნობს შეხებას, Dialogue: 0,0:05:36.00,0:05:38.00,Default,,0000,0000,0000,,თუ მე ამის შემდეგ გიყურებთ, თუ როგორ გეხებიან, Dialogue: 0,0:05:38.00,0:05:40.00,Default,,0000,0000,0000,,მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ხელზე შევიგრძნობ. Dialogue: 0,0:05:40.00,0:05:42.00,Default,,0000,0000,0000,,სხვა სიტყვებით, გაქრა ბარიერი Dialogue: 0,0:05:42.00,0:05:44.00,Default,,0000,0000,0000,,თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. Dialogue: 0,0:05:44.00,0:05:47.00,Default,,0000,0000,0000,,და მე მათ ვეძახი განდის ნეირონებს, ან თანაგრძნობის ნეირონებს. Dialogue: 0,0:05:47.00,0:05:48.00,Default,,0000,0000,0000,,(სიცილი) Dialogue: 0,0:05:48.00,0:05:51.00,Default,,0000,0000,0000,,და ეს არ ხდება რაღაც აბსტრაქტული, მეტაფორული გაგებით, Dialogue: 0,0:05:51.00,0:05:53.00,Default,,0000,0000,0000,,ერთადერთი, რაც განსხვავებთ თქვენ მისგან, Dialogue: 0,0:05:53.00,0:05:55.00,Default,,0000,0000,0000,,სხვა პიროვნებისგან, არის თქვენი კანი. Dialogue: 0,0:05:55.00,0:05:59.00,Default,,0000,0000,0000,,მოაშორეთ კანი და თქვენ შეიგრძნობთ ამ პიროვნებაზე შეხებას თქვენს გონებაში. Dialogue: 0,0:05:59.00,0:06:02.00,Default,,0000,0000,0000,,თქვენ გააქრობთ ბარიერს თქვენსა და სხვა ადმიანთა შორის. Dialogue: 0,0:06:02.00,0:06:04.00,Default,,0000,0000,0000,,ამაზე, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიათა უმრავლესობა, Dialogue: 0,0:06:04.00,0:06:07.00,Default,,0000,0000,0000,,იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მე, Dialogue: 0,0:06:07.00,0:06:09.00,Default,,0000,0000,0000,,განცალკევებით სხვა ადამიანებისგან, სამყაროზე დაკვირვებისგან, Dialogue: 0,0:06:09.00,0:06:11.00,Default,,0000,0000,0000,,სხვა ადამიანებზე დაკვირვებისგან. Dialogue: 0,0:06:11.00,0:06:14.00,Default,,0000,0000,0000,,თქვენ, სინამდვილეში, დაკავშირებულები ხართ არა მხოლოდ ფეისბუქით და ინტერნეტით, Dialogue: 0,0:06:14.00,0:06:17.00,Default,,0000,0000,0000,,არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, დაკავშირებული ხართ თქვენი ნეირონებით Dialogue: 0,0:06:17.00,0:06:20.00,Default,,0000,0000,0000,,და არის მთელი ჯაჭვი ნეირონებისა ამ ოთახში, რომლების ესაუბრებიან ერთმანეთს. Dialogue: 0,0:06:20.00,0:06:22.00,Default,,0000,0000,0000,,და არ არსებობს ჭეშმარიტი განსხვავება Dialogue: 0,0:06:22.00,0:06:24.00,Default,,0000,0000,0000,,თქვენი ცნობიერებისა ვინმე სხვა ადამიანის ცნობიერებისაგან. Dialogue: 0,0:06:24.00,0:06:26.00,Default,,0000,0000,0000,,და ეს არ არის რაღაც შამანური ფილოსოფია. Dialogue: 0,0:06:26.00,0:06:29.00,Default,,0000,0000,0000,,ეს აღმოცენდა ჩვენი ცოდნიდან ნეირობიოლიგიის საწყისებისა. Dialogue: 0,0:06:29.00,0:06:32.00,Default,,0000,0000,0000,,მაშ ასე, თუ გვყავს პაციენტი ფანტომური კიდურით. თუ ამპუტირება გაუკეთეს თქვენს ხელს Dialogue: 0,0:06:32.00,0:06:34.00,Default,,0000,0000,0000,,და თქვენ გაქვთ ფანტომი, და უყურებთ ვინმეს Dialogue: 0,0:06:34.00,0:06:36.00,Default,,0000,0000,0000,,როგორ ეხებიან, თქვენ ამას შეიგრძნობთ თქვენს ფანტომში. Dialogue: 0,0:06:36.00,0:06:38.00,Default,,0000,0000,0000,,განსაცვიფრებელი კი ის არის, Dialogue: 0,0:06:38.00,0:06:41.00,Default,,0000,0000,0000,,რომ თუ თქვენ გაქვთ ტკივილი თქვენს ფანტომურ კიდურში და მოუჭერთ სხვა პიროვნების ხელს, Dialogue: 0,0:06:41.00,0:06:43.00,Default,,0000,0000,0000,,მასაჟს გაუკეთებთ მის ხელს, Dialogue: 0,0:06:43.00,0:06:45.00,Default,,0000,0000,0000,,ეს მოგიხსნით ტკივილს თქვენს ფანტომურ ხელში, Dialogue: 0,0:06:45.00,0:06:47.00,Default,,0000,0000,0000,,თითქოს ნეირონი Dialogue: 0,0:06:47.00,0:06:49.00,Default,,0000,0000,0000,,გრძნობს შვებას მხოლოდ იმით, რომ უყურებს Dialogue: 0,0:06:49.00,0:06:51.00,Default,,0000,0000,0000,,როგორ უტარებენ სხვას მასაჟს. Dialogue: 0,0:06:51.00,0:06:54.00,Default,,0000,0000,0000,,აი ჩემი უკანასკნელი სლაიდი. Dialogue: 0,0:06:54.00,0:06:56.00,Default,,0000,0000,0000,,ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა, Dialogue: 0,0:06:56.00,0:06:58.00,Default,,0000,0000,0000,,რომ მეცნიერება და ხელოვნება სრულიად განცალკევებულად იდგნენ. Dialogue: 0,0:06:58.00,0:07:01.00,Default,,0000,0000,0000,,ჩარლზ პ. სნოუ საუბრობდა ორ კულტურაზე: Dialogue: 0,0:07:01.00,0:07:03.00,Default,,0000,0000,0000,,ერთის მხრივ მეცნიერება, მეორეს მხრივ ჰუმანიტარული საგნები; Dialogue: 0,0:07:03.00,0:07:05.00,Default,,0000,0000,0000,,ეს განშტოებები არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. Dialogue: 0,0:07:05.00,0:07:07.00,Default,,0000,0000,0000,,და მე ვიძახი, რომ სარკისებრი ნეირონები გვაძლევენ საფუძველს Dialogue: 0,0:07:07.00,0:07:10.00,Default,,0000,0000,0000,,და საშუალებას ახლებურად გავიაზროთ ცნებები, როგორიცაა ცნობიერება, Dialogue: 0,0:07:10.00,0:07:12.00,Default,,0000,0000,0000,,საკუთარი მე-ს გამოხატულება, Dialogue: 0,0:07:12.00,0:07:14.00,Default,,0000,0000,0000,,ის რაც განსხვავებთ თქვენ სხვა ადამიანებისგან, Dialogue: 0,0:07:14.00,0:07:16.00,Default,,0000,0000,0000,,რაც საშუალებას გაძლევთ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანენს Dialogue: 0,0:07:16.00,0:07:19.00,Default,,0000,0000,0000,,და აგრეთვე ხელახლა გავიაზროთ ისეთ საკითხები, როგორიცაა კულტურისა Dialogue: 0,0:07:19.00,0:07:21.00,Default,,0000,0000,0000,,და ცივილიზაციის ჩამოყალიბება, რაც გამორჩეულად ადამიანს სხვა დანარჩენისგან. გმადლობთ Dialogue: 0,0:07:21.00,0:07:23.00,Default,,0000,0000,0000,,(აპლოდისმენტები)