1 00:00:00,000 --> 00:00:03,000 დღეს მე მინდა გესაუბროთ ადამიანის ტვინზე, 2 00:00:03,000 --> 00:00:05,000 იმაზე, რაზეც ჩვენ ვატარებთ კვლევებს კალიფორნიის უნივერსიტეტში. 3 00:00:05,000 --> 00:00:07,000 ერთი წუთით დაფიქრდით ამ პრობლემაზე. 4 00:00:07,000 --> 00:00:10,000 აი - სამიოდე ფუთი ხორცის გროვა, 5 00:00:10,000 --> 00:00:12,000 რომელიც ხელის გულზე შეიძლება მოათავსოთ. 6 00:00:12,000 --> 00:00:16,000 მაგრამ მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე. 7 00:00:16,000 --> 00:00:18,000 მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი, 8 00:00:18,000 --> 00:00:21,000 დასვას შეკითხვები საკუთარი არსებობის არსზე, 9 00:00:21,000 --> 00:00:23,000 ღმერთის ბუნებაზე. 10 00:00:23,000 --> 00:00:25,000 და ეს მართლაც ყველაზე განსაცვიფრებელი რამ არის მსოფლიოში. 11 00:00:25,000 --> 00:00:28,000 ეს უდიდესი მისტერია არის გამოწვევა ადამიანებისთვის: 12 00:00:28,000 --> 00:00:30,000 როგორ მოხდა ეს ყველაფერი? 13 00:00:30,000 --> 00:00:32,000 ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან. 14 00:00:32,000 --> 00:00:34,000 ჩვენ ახლა ნეირონებს ვუყურებთ. 15 00:00:34,000 --> 00:00:37,000 ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია. 16 00:00:37,000 --> 00:00:40,000 და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს 17 00:00:40,000 --> 00:00:42,000 სხვა ნეირონებთან. 18 00:00:42,000 --> 00:00:44,000 და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს, 19 00:00:44,000 --> 00:00:47,000 რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი 20 00:00:47,000 --> 00:00:50,000 აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს. 21 00:00:50,000 --> 00:00:52,000 მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი? 22 00:00:52,000 --> 00:00:54,000 ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება 23 00:00:54,000 --> 00:00:57,000 ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში. 24 00:00:57,000 --> 00:00:59,000 ამაზე TED-ის წინა მოხსენებაში ვისაუბრე. 25 00:00:59,000 --> 00:01:01,000 დღეს ვილაპარაკებ განსხვავებულ მიდგომაზე, 26 00:01:01,000 --> 00:01:03,000 რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზე 27 00:01:03,000 --> 00:01:07,000 და ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში. 28 00:01:07,000 --> 00:01:11,000 ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა. 29 00:01:11,000 --> 00:01:14,000 ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა 30 00:01:14,000 --> 00:01:16,000 პარმაში, იტალიაში, 31 00:01:16,000 --> 00:01:19,000 მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ, 32 00:01:19,000 --> 00:01:21,000 არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები, 33 00:01:21,000 --> 00:01:24,000 რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში. 34 00:01:24,000 --> 00:01:26,000 უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები, 35 00:01:26,000 --> 00:01:29,000 რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ, 36 00:01:29,000 --> 00:01:31,000 და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ. 37 00:01:31,000 --> 00:01:34,000 ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას. 38 00:01:34,000 --> 00:01:37,000 მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს, 39 00:01:37,000 --> 00:01:41,000 აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში. 40 00:01:41,000 --> 00:01:44,000 თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები, 41 00:01:44,000 --> 00:01:46,000 რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი. 42 00:01:46,000 --> 00:01:48,000 მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ. 43 00:01:48,000 --> 00:01:50,000 მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა 44 00:01:50,000 --> 00:01:52,000 ამ ნეირონთა ქვეჯგუფი, 45 00:01:52,000 --> 00:01:54,000 მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან, 46 00:01:54,000 --> 00:01:57,000 როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას. 47 00:01:57,000 --> 00:02:00,000 მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს, 48 00:02:00,000 --> 00:02:03,000 მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი. 49 00:02:03,000 --> 00:02:05,000 და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. 50 00:02:05,000 --> 00:02:07,000 ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი 51 00:02:07,000 --> 00:02:09,000 დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას. 52 00:02:09,000 --> 00:02:13,000 თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების 53 00:02:13,000 --> 00:02:15,000 ვირტუალური რეალობის სიმულირებას. 54 00:02:15,000 --> 00:02:18,000 რით არიან ეს სარკისებრი ნეირონები მნიშვნელოვანნი? 55 00:02:18,000 --> 00:02:21,000 ერთის მხრივ, ისინი ჩართულები უნდა იყვნენ იმიტირებისა და ემულირების პროცესში. 56 00:02:21,000 --> 00:02:24,000 რადგან იმისათვის, რომ მოახდინოთ რთული ქმედების იმიტირება, 57 00:02:24,000 --> 00:02:27,000 საჭიროა ტვინმა გაითავისოს სხვა პიროვნების ხედვის წერტილი. 58 00:02:27,000 --> 00:02:29,000 ესე იგი ეს მნიშვნელოვანია იმიტირებისა და ემულირებისათვის. 59 00:02:29,000 --> 00:02:31,000 და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 60 00:02:31,000 --> 00:02:34,000 მოდით შევხედოთ შემდეგ სლაიდს. 61 00:02:34,000 --> 00:02:37,000 მაშ, როგორ ახდენთ იმიტირებას? რატომ არის იმიტირება მნიშვნელოვანი? 62 00:02:37,000 --> 00:02:39,000 სარკისებრი ნეირონები და იმიტირება, ემულირება. 63 00:02:39,000 --> 00:02:43,000 მოდით შევხედოთ კულტურას, კაცობრიობის კულტურის ფენომენს. 64 00:02:43,000 --> 00:02:47,000 თუ გადავალთ დროში უკან, დაახლოებით 75,000-100,000 წლით უკან, 65 00:02:47,000 --> 00:02:49,000 და შევხედავთ ადამიანის ევოლუციას, აღმოჩნდება 66 00:02:49,000 --> 00:02:52,000 რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაახლოებით 75,000 წლის წინ. 67 00:02:52,000 --> 00:02:54,000 და ეს არის უეცარი წარმოქმნა და მყისიერი გავრცელება 68 00:02:54,000 --> 00:02:57,000 რამოდენიმე, გამორჩეულად ადამიანური, თვისებებისა, 69 00:02:57,000 --> 00:02:59,000 როგორიცაა ინსტრუმენტების გამოყენება, 70 00:02:59,000 --> 00:03:02,000 ცეცხლის გამოყენება, თავშესაფრის გამოყენება და, რა თქმა უნდა, ენა, 71 00:03:02,000 --> 00:03:04,000 სხვისი აზრების წაკითხვის შესაძლებლობა 72 00:03:04,000 --> 00:03:06,000 და სხვა პიროვნების ქცევების ინტერპრეტირება. 73 00:03:06,000 --> 00:03:08,000 ეს ყველაფერი შედარებით სწრაფად მოხდა. 74 00:03:08,000 --> 00:03:11,000 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინმა მიაღწია მის დღევანდელ ზომას 75 00:03:11,000 --> 00:03:13,000 თითქმის სამასი ან ოთხასი ათასი წლის წინ, 76 00:03:13,000 --> 00:03:15,000 ეს ყველაფერი მოხდა 100,000 წლის წინ ძალიან სწრაფად. 77 00:03:15,000 --> 00:03:18,000 და მე ვამტკიცებ, რომ რაც მოხდა, იყო 78 00:03:18,000 --> 00:03:21,000 სარკისებრი ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება, 79 00:03:21,000 --> 00:03:23,000 რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა სხვა პიროვნების ქმედებების ემულირება და იმიტირება. 80 00:03:23,000 --> 00:03:27,000 შედეგად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით აღმოაჩენდა 81 00:03:27,000 --> 00:03:30,000 უჩვეულო რამეს, მაგალითად ცეცხლის გამოყენებას, 82 00:03:30,000 --> 00:03:32,000 ან რაიმე სახის ინსტრუმენტის გამოყენებას, ნაცვლად გაქრობისა, 83 00:03:32,000 --> 00:03:35,000 ეს აღმოჩენა მყისიერად ვრცელდებოდა - ჰორიზონტალურად, მთელი პოპულაციის მასშტაბით, 84 00:03:35,000 --> 00:03:38,000 ან გადაეცემოდა ვერტიკალურად, თაობიდან თაობას. 85 00:03:38,000 --> 00:03:40,000 და მოულოდნელად ევოლუცია გახდა ლამარკისეული, 86 00:03:40,000 --> 00:03:42,000 ნაცვლად დარვინისეულისა. 87 00:03:42,000 --> 00:03:45,000 დარვინისეული ევოლუცია ნელია; მას ასობით ათასი წელი სჭირდება. 88 00:03:45,000 --> 00:03:47,000 პოლარულ დათვს ბეწვის ქურქის ევოლუციისათვის 89 00:03:47,000 --> 00:03:50,000 დასჭირდება ათასობით თაობა, შესაძლოა 100,000 წელი. 90 00:03:50,000 --> 00:03:53,000 ადამიანის ნაშიერს, ბავშვს, შეუძლია უყუროს მის მშობელს, 91 00:03:53,000 --> 00:03:56,000 რომელიც კლავს პოლარულ დათვს, 92 00:03:56,000 --> 00:03:59,000 ატყავებს მას და იმოსება მის ქურქში 93 00:03:59,000 --> 00:04:01,000 და ისწავლოს ეს ერთ ნაბიჯში. ის, რასაც პოლარული დათვი 94 00:04:01,000 --> 00:04:03,000 სწავლობდა 100,000 წელი, 95 00:04:03,000 --> 00:04:06,000 ბავშვს შეუძლია ისწავლოს 10 წუთში. 96 00:04:06,000 --> 00:04:08,000 და როდესაც ის ამას ისწავლის, ეს გავრცელდება 97 00:04:08,000 --> 00:04:11,000 გეომეტრიული პროგრესიით, პოპულაციის მასშტაბით. 98 00:04:11,000 --> 00:04:14,000 ეს არის საფუძველი. რთული ცოდნის იმიტაცია 99 00:04:14,000 --> 00:04:17,000 არის ის, რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და ეს არის საფუძველი ცივილიზაციისა. 100 00:04:17,000 --> 00:04:19,000 ასევე არსებობენ სხვა სახის სარკისებრი ნეირონები, 101 00:04:19,000 --> 00:04:21,000 რომლებიც ჩართულნი არიან სრულიად განსხვავებულ ამოცანებში. 102 00:04:21,000 --> 00:04:23,000 არსებობენ სერკისებრი ნეირონები, 103 00:04:23,000 --> 00:04:26,000 და როგორც არსებობენ სარკისებრი ნეირონები ქმედებისთვის, არსებობენ სარკისებრი ნეირონები შეხებისთვის. 104 00:04:26,000 --> 00:04:28,000 სხვა სიტყვებით, თუ ვინმე მეხება, 105 00:04:28,000 --> 00:04:30,000 ეხება ჩემს ხელს, აღიგზნება ნეირონი სომატოსენსორულ ქერქში, 106 00:04:30,000 --> 00:04:32,000 ტვინის სენსორულ არეში. 107 00:04:32,000 --> 00:04:35,000 მაგრამ იგივე ნეირონი აღიგზნება, 108 00:04:35,000 --> 00:04:37,000 როდესაც მე უბრალოდ ვუყურებ, თუ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას. 109 00:04:37,000 --> 00:04:40,000 ეს არის თანაგრძნობა სხვა პიროვნების შეხებისა. 110 00:04:40,000 --> 00:04:42,000 ანუ მათი უმრავლესობა იღგზნება, როდესაც მე მეხებიან 111 00:04:42,000 --> 00:04:45,000 სხვადასხვა წერტილში. განსხვავებული ნეირონები განსხვავებულ წერტილებში. 112 00:04:45,000 --> 00:04:47,000 მაგრამ მათი ქვეჯგუფი აღიგზნება მაშინაც კი, როდესაც მე ვუყურებ, 113 00:04:47,000 --> 00:04:49,000 თუ როგორ ეხებიან ვინმეს იმავე წერტილში. 114 00:04:49,000 --> 00:04:51,000 ანუ გვაქვს ნეირონები, 115 00:04:51,000 --> 00:04:53,000 რომლებიც ახდენენ თანაგრძნობას. 116 00:04:53,000 --> 00:04:56,000 იბადება შეკითხვა: თუ მე უბრალოდ ვუცქერ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას, 117 00:04:56,000 --> 00:05:00,000 რატომ არ ვურევ და არ შევიგრძნობ ამ შეხებას 118 00:05:00,000 --> 00:05:02,000 განხორციელებულს ვიღაც სხვა პიროვნებაზე? 119 00:05:02,000 --> 00:05:06,000 ანუ, მე ვუთანაგრძნობ ამ პიროვნებას, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგრძნობ ამ შეხებას. 120 00:05:06,000 --> 00:05:08,000 ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები კანში, 121 00:05:08,000 --> 00:05:10,000 შეხებისა და ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც მიემართებიან ტვინში 122 00:05:10,000 --> 00:05:13,000 და ეუბნებიან მას "ნუ დარდობ, შენ არ გეხებიან. 123 00:05:13,000 --> 00:05:16,000 თანაუგრძნე რამდენიც გინდა სხვა პიროვნებას, 124 00:05:16,000 --> 00:05:18,000 მაგრამ შემთხვევით თავად არ შეიგრძნო შეხება, 125 00:05:18,000 --> 00:05:20,000 თორემ დაიბნევი და ყველაფერს აურევ." 126 00:05:20,000 --> 00:05:22,000 მაშ ასე, გვაქვს უკუ-კავშირის სიგნალი, 127 00:05:22,000 --> 00:05:24,000 რომელიც ბლოკავს სარკისებრი ნეირონის სიგნალს 128 00:05:24,000 --> 00:05:27,000 და არ უშვებს ამ შეხების შეგრძნებას. 129 00:05:27,000 --> 00:05:30,000 მაგრამ თუ მოვაცილებთ ხელს, ანესთეზიას გავუკეთებთ მას, 130 00:05:30,000 --> 00:05:32,000 შეუშვებთ ჩემს ხელში ინექციას 131 00:05:32,000 --> 00:05:34,000 ანესთეზირებას გავუკეთებთ მხრის ნერვულ კვანძს ისე, რომ ხელი გამიყუჩდება, 132 00:05:34,000 --> 00:05:36,000 და ის ვეღარ შეიგრძნობს შეხებას, 133 00:05:36,000 --> 00:05:38,000 თუ მე ამის შემდეგ გიყურებთ, თუ როგორ გეხებიან, 134 00:05:38,000 --> 00:05:40,000 მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ხელზე შევიგრძნობ. 135 00:05:40,000 --> 00:05:42,000 სხვა სიტყვებით, გაქრა ბარიერი 136 00:05:42,000 --> 00:05:44,000 თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. 137 00:05:44,000 --> 00:05:47,000 და მე მათ ვეძახი განდის ნეირონებს, ან თანაგრძნობის ნეირონებს. 138 00:05:47,000 --> 00:05:48,000 (სიცილი) 139 00:05:48,000 --> 00:05:51,000 და ეს არ ხდება რაღაც აბსტრაქტული, მეტაფორული გაგებით, 140 00:05:51,000 --> 00:05:53,000 ერთადერთი, რაც განსხვავებთ თქვენ მისგან, 141 00:05:53,000 --> 00:05:55,000 სხვა პიროვნებისგან, არის თქვენი კანი. 142 00:05:55,000 --> 00:05:59,000 მოაშორეთ კანი და თქვენ შეიგრძნობთ ამ პიროვნებაზე შეხებას თქვენს გონებაში. 143 00:05:59,000 --> 00:06:02,000 თქვენ გააქრობთ ბარიერს თქვენსა და სხვა ადმიანთა შორის. 144 00:06:02,000 --> 00:06:04,000 ამაზე, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიათა უმრავლესობა, 145 00:06:04,000 --> 00:06:07,000 იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მე, 146 00:06:07,000 --> 00:06:09,000 განცალკევებით სხვა ადამიანებისგან, სამყაროზე დაკვირვებისგან, 147 00:06:09,000 --> 00:06:11,000 სხვა ადამიანებზე დაკვირვებისგან. 148 00:06:11,000 --> 00:06:14,000 თქვენ, სინამდვილეში, დაკავშირებულები ხართ არა მხოლოდ ფეისბუქით და ინტერნეტით, 149 00:06:14,000 --> 00:06:17,000 არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, დაკავშირებული ხართ თქვენი ნეირონებით 150 00:06:17,000 --> 00:06:20,000 და არის მთელი ჯაჭვი ნეირონებისა ამ ოთახში, რომლების ესაუბრებიან ერთმანეთს. 151 00:06:20,000 --> 00:06:22,000 და არ არსებობს ჭეშმარიტი განსხვავება 152 00:06:22,000 --> 00:06:24,000 თქვენი ცნობიერებისა ვინმე სხვა ადამიანის ცნობიერებისაგან. 153 00:06:24,000 --> 00:06:26,000 და ეს არ არის რაღაც შამანური ფილოსოფია. 154 00:06:26,000 --> 00:06:29,000 ეს აღმოცენდა ჩვენი ცოდნიდან ნეირობიოლიგიის საწყისებისა. 155 00:06:29,000 --> 00:06:32,000 მაშ ასე, თუ გვყავს პაციენტი ფანტომური კიდურით. თუ ამპუტირება გაუკეთეს თქვენს ხელს 156 00:06:32,000 --> 00:06:34,000 და თქვენ გაქვთ ფანტომი, და უყურებთ ვინმეს 157 00:06:34,000 --> 00:06:36,000 როგორ ეხებიან, თქვენ ამას შეიგრძნობთ თქვენს ფანტომში. 158 00:06:36,000 --> 00:06:38,000 განსაცვიფრებელი კი ის არის, 159 00:06:38,000 --> 00:06:41,000 რომ თუ თქვენ გაქვთ ტკივილი თქვენს ფანტომურ კიდურში და მოუჭერთ სხვა პიროვნების ხელს, 160 00:06:41,000 --> 00:06:43,000 მასაჟს გაუკეთებთ მის ხელს, 161 00:06:43,000 --> 00:06:45,000 ეს მოგიხსნით ტკივილს თქვენს ფანტომურ ხელში, 162 00:06:45,000 --> 00:06:47,000 თითქოს ნეირონი 163 00:06:47,000 --> 00:06:49,000 გრძნობს შვებას მხოლოდ იმით, რომ უყურებს 164 00:06:49,000 --> 00:06:51,000 როგორ უტარებენ სხვას მასაჟს. 165 00:06:51,000 --> 00:06:54,000 აი ჩემი უკანასკნელი სლაიდი. 166 00:06:54,000 --> 00:06:56,000 ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა, 167 00:06:56,000 --> 00:06:58,000 რომ მეცნიერება და ხელოვნება სრულიად განცალკევებულად იდგნენ. 168 00:06:58,000 --> 00:07:01,000 ჩარლზ პ. სნოუ საუბრობდა ორ კულტურაზე: 169 00:07:01,000 --> 00:07:03,000 ერთის მხრივ მეცნიერება, მეორეს მხრივ ჰუმანიტარული საგნები; 170 00:07:03,000 --> 00:07:05,000 ეს განშტოებები არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. 171 00:07:05,000 --> 00:07:07,000 და მე ვიძახი, რომ სარკისებრი ნეირონები გვაძლევენ საფუძველს 172 00:07:07,000 --> 00:07:10,000 და საშუალებას ახლებურად გავიაზროთ ცნებები, როგორიცაა ცნობიერება, 173 00:07:10,000 --> 00:07:12,000 საკუთარი მე-ს გამოხატულება, 174 00:07:12,000 --> 00:07:14,000 ის რაც განსხვავებთ თქვენ სხვა ადამიანებისგან, 175 00:07:14,000 --> 00:07:16,000 რაც საშუალებას გაძლევთ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანენს 176 00:07:16,000 --> 00:07:19,000 და აგრეთვე ხელახლა გავიაზროთ ისეთ საკითხები, როგორიცაა კულტურისა 177 00:07:19,000 --> 00:07:21,000 და ცივილიზაციის ჩამოყალიბება, რაც გამორჩეულად ადამიანს სხვა დანარჩენისგან. გმადლობთ 178 00:07:21,000 --> 00:07:23,000 (აპლოდისმენტები)