WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:03.000 დღეს მე მინდა გესაუბროთ ადამიანის ტვინზე, 00:00:03.000 --> 00:00:05.000 იმაზე, რაზეც ჩვენ ვატარებთ კვლევებს კალიფორნიის უნივერსიტეტში. 00:00:05.000 --> 00:00:07.000 ერთი წუთით დაფიქრდით ამ პრობლემაზე. 00:00:07.000 --> 00:00:10.000 აი - სამიოდე ფუთი ხორცის გროვა, 00:00:10.000 --> 00:00:12.000 რომელიც ხელის გულზე შეიძლება მოათავსოთ. 00:00:12.000 --> 00:00:16.000 მაგრამ მას ძალუძს გაიაზროს ვარსკვლავთშორისი სივრცის სიდიადე. 00:00:16.000 --> 00:00:18.000 მას შეუძლია გაიაზროს უსასრულობის არსი, 00:00:18.000 --> 00:00:21.000 დასვას შეკითხვები საკუთარი არსებობის არსზე, 00:00:21.000 --> 00:00:23.000 ღმერთის ბუნებაზე. NOTE Paragraph 00:00:23.000 --> 00:00:25.000 და ეს მართლაც ყველაზე განსაცვიფრებელი რამ არის მსოფლიოში. 00:00:25.000 --> 00:00:28.000 ეს უდიდესი მისტერია არის გამოწვევა ადამიანებისთვის: 00:00:28.000 --> 00:00:30.000 როგორ მოხდა ეს ყველაფერი? 00:00:30.000 --> 00:00:32.000 ტვინი, როგორც იცით, შედგება ნეირონებისგან. 00:00:32.000 --> 00:00:34.000 ჩვენ ახლა ნეირონებს ვუყურებთ. 00:00:34.000 --> 00:00:37.000 ზრდასრული ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია. 00:00:37.000 --> 00:00:40.000 და ყოველი ნეირონი ქმნის დაახლოებით 1000-დან 10,000-მდე კავშირს 00:00:40.000 --> 00:00:42.000 სხვა ნეირონებთან. 00:00:42.000 --> 00:00:44.000 და ამაზე დაყრდნობით გამოთვალეს, 00:00:44.000 --> 00:00:47.000 რომ ტვინის აქტივობის გადანაცვლებადობათა და კომბინაციათა რიცხვი 00:00:47.000 --> 00:00:50.000 აჭარბებს სამყაროში არსებულ ელემენტარულ ნაწილაკთა რიცხვს. NOTE Paragraph 00:00:50.000 --> 00:00:52.000 მაშ, როგორ შევისწავლოთ ტვინი? 00:00:52.000 --> 00:00:54.000 ერთი მიდგომა არის, დავაკვირდეთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ დაზიანება 00:00:54.000 --> 00:00:57.000 ტვინის სხვადასხვა არეში და შევისწავლოთ ცვლილებები მათ ქცევაში. 00:00:57.000 --> 00:00:59.000 ამაზე TED-ის წინა მოხსენებაში ვისაუბრე. 00:00:59.000 --> 00:01:01.000 დღეს ვილაპარაკებ განსხვავებულ მიდგომაზე, 00:01:01.000 --> 00:01:03.000 რაც მდგომარეობს ელექტროდების მოთავსებაში ტვინის სხვადასხვა არეებზე 00:01:03.000 --> 00:01:07.000 და ტვინის ინდივიდუალური ნერვული უჯრედების აქტივობის აღრიცხვაში. 00:01:07.000 --> 00:01:11.000 ეს მოგვაგონებს მოსმენას ტვინის ნერვული უჯრედების აქტივობისა. NOTE Paragraph 00:01:11.000 --> 00:01:14.000 ერთ-ერთი ახალი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა 00:01:14.000 --> 00:01:16.000 პარმაში, იტალიაში, 00:01:16.000 --> 00:01:19.000 მკვლევარი ჯაკომო რიზოლატის და მისი კოლეგების მიერ, 00:01:19.000 --> 00:01:21.000 არის ნეირონთა ჯგუფი სახელად სარკისებრი ნეირონები, 00:01:21.000 --> 00:01:24.000 რომლებიც მოთავსებულია ტვინის წინა მხარეს, შუბლის წილში. 00:01:24.000 --> 00:01:26.000 უნდა ითქვას, რომ არსებობენ ნეირონები, 00:01:26.000 --> 00:01:29.000 რომელთაც ჩვეულებრივი მოტორული ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ, 00:01:29.000 --> 00:01:31.000 და ჩვენ მათ 50 წელზე მეტია ვიცნობთ. 00:01:31.000 --> 00:01:34.000 ეს ნეირონები იღგზნებიან, როდესაც ადამიანი ასრულებს სპეციფიურ ქმედებას. 00:01:34.000 --> 00:01:37.000 მაგალითად, თუ მე გავიშვერ ხელს და ავიღებ ვაშლს, 00:01:37.000 --> 00:01:41.000 აღიგზნებიან მოტორული ბრძანებითი ნეირონები ჩემი ტვინის წინა მხარეში. 00:01:41.000 --> 00:01:44.000 თუ მე გავიშვერ ხელს და ჩემსკენ მოვწევ საგანს, აღიგზნბიან სხვა ნეირონები, 00:01:44.000 --> 00:01:46.000 რომლებიც მიბრძანებენ მოვწიო ეს საგანი. 00:01:46.000 --> 00:01:48.000 მათ მოტორულ ბრძანებითი ნეირონები ეწოდებათ და ჩვენ მათ დიდი ხანია ვიცნობთ. NOTE Paragraph 00:01:48.000 --> 00:01:50.000 მაგრამ რიზოლატიმ აღმოაჩინა 00:01:50.000 --> 00:01:52.000 ამ ნეირონთა ქვეჯგუფი, 00:01:52.000 --> 00:01:54.000 მათი დაახლოებით 20 პროცენტი, რომლებიც ასევე იღგზნებიან, 00:01:54.000 --> 00:01:57.000 როდესაც მე ვუყურებ ვინმე სხვა პირს, რომელიც ასრულებს იგივე ქმედებას. 00:01:57.000 --> 00:02:00.000 მაშ ასე, გვაქვს ნეირონი, რომელიც აღიგზნება მაშინ, როდესაც ხელში ვიღებ რაიმე საგანს, 00:02:00.000 --> 00:02:03.000 მაგრამ ის ასევე აღიგზნება, როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ იშვერს ხელს სხვა, რომ აიღოს ეს რაიმე საგანი. 00:02:03.000 --> 00:02:05.000 და ეს ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია. 00:02:05.000 --> 00:02:07.000 ეს არის მსგავსად იმისა, რომ ეს ნეირონი 00:02:07.000 --> 00:02:09.000 დგება სხვა პიროვნების თვალთახედვის ადგილას. 00:02:09.000 --> 00:02:13.000 თითქოს ის ახდენს სხვა პიროვნების ქმედების 00:02:13.000 --> 00:02:15.000 ვირტუალური რეალობის სიმულირებას. NOTE Paragraph 00:02:15.000 --> 00:02:18.000 რით არიან ეს სარკისებრი ნეირონები მნიშვნელოვანნი? 00:02:18.000 --> 00:02:21.000 ერთის მხრივ, ისინი ჩართულები უნდა იყვნენ იმიტირებისა და ემულირების პროცესში. 00:02:21.000 --> 00:02:24.000 რადგან იმისათვის, რომ მოახდინოთ რთული ქმედების იმიტირება, 00:02:24.000 --> 00:02:27.000 საჭიროა ტვინმა გაითავისოს სხვა პიროვნების ხედვის წერტილი. 00:02:27.000 --> 00:02:29.000 ესე იგი ეს მნიშვნელოვანია იმიტირებისა და ემულირებისათვის. 00:02:29.000 --> 00:02:31.000 და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? 00:02:31.000 --> 00:02:34.000 მოდით შევხედოთ შემდეგ სლაიდს. 00:02:34.000 --> 00:02:37.000 მაშ, როგორ ახდენთ იმიტირებას? რატომ არის იმიტირება მნიშვნელოვანი? 00:02:37.000 --> 00:02:39.000 სარკისებრი ნეირონები და იმიტირება, ემულირება. NOTE Paragraph 00:02:39.000 --> 00:02:43.000 მოდით შევხედოთ კულტურას, კაცობრიობის კულტურის ფენომენს. 00:02:43.000 --> 00:02:47.000 თუ გადავალთ დროში უკან, დაახლოებით 75,000-100,000 წლით უკან, 00:02:47.000 --> 00:02:49.000 და შევხედავთ ადამიანის ევოლუციას, აღმოჩნდება 00:02:49.000 --> 00:02:52.000 რომ მოხდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი დაახლოებით 75,000 წლის წინ. 00:02:52.000 --> 00:02:54.000 და ეს არის უეცარი წარმოქმნა და მყისიერი გავრცელება 00:02:54.000 --> 00:02:57.000 რამოდენიმე, გამორჩეულად ადამიანური, თვისებებისა, 00:02:57.000 --> 00:02:59.000 როგორიცაა ინსტრუმენტების გამოყენება, 00:02:59.000 --> 00:03:02.000 ცეცხლის გამოყენება, თავშესაფრის გამოყენება და, რა თქმა უნდა, ენა, 00:03:02.000 --> 00:03:04.000 სხვისი აზრების წაკითხვის შესაძლებლობა 00:03:04.000 --> 00:03:06.000 და სხვა პიროვნების ქცევების ინტერპრეტირება. 00:03:06.000 --> 00:03:08.000 ეს ყველაფერი შედარებით სწრაფად მოხდა. NOTE Paragraph 00:03:08.000 --> 00:03:11.000 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ტვინმა მიაღწია მის დღევანდელ ზომას 00:03:11.000 --> 00:03:13.000 თითქმის სამასი ან ოთხასი ათასი წლის წინ, 00:03:13.000 --> 00:03:15.000 ეს ყველაფერი მოხდა 100,000 წლის წინ ძალიან სწრაფად. 00:03:15.000 --> 00:03:18.000 და მე ვამტკიცებ, რომ რაც მოხდა, იყო 00:03:18.000 --> 00:03:21.000 სარკისებრი ნეირონების რთული სისტემის უცაბედი ჩამოყალიბება, 00:03:21.000 --> 00:03:23.000 რამაც საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა სხვა პიროვნების ქმედებების ემულირება და იმიტირება. 00:03:23.000 --> 00:03:27.000 შედეგად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით აღმოაჩენდა 00:03:27.000 --> 00:03:30.000 უჩვეულო რამეს, მაგალითად ცეცხლის გამოყენებას, 00:03:30.000 --> 00:03:32.000 ან რაიმე სახის ინსტრუმენტის გამოყენებას, ნაცვლად გაქრობისა, 00:03:32.000 --> 00:03:35.000 ეს აღმოჩენა მყისიერად ვრცელდებოდა - ჰორიზონტალურად, მთელი პოპულაციის მასშტაბით, 00:03:35.000 --> 00:03:38.000 ან გადაეცემოდა ვერტიკალურად, თაობიდან თაობას. NOTE Paragraph 00:03:38.000 --> 00:03:40.000 და მოულოდნელად ევოლუცია გახდა ლამარკისეული, 00:03:40.000 --> 00:03:42.000 ნაცვლად დარვინისეულისა. 00:03:42.000 --> 00:03:45.000 დარვინისეული ევოლუცია ნელია; მას ასობით ათასი წელი სჭირდება. 00:03:45.000 --> 00:03:47.000 პოლარულ დათვს ბეწვის ქურქის ევოლუციისათვის 00:03:47.000 --> 00:03:50.000 დასჭირდება ათასობით თაობა, შესაძლოა 100,000 წელი. 00:03:50.000 --> 00:03:53.000 ადამიანის ნაშიერს, ბავშვს, შეუძლია უყუროს მის მშობელს, 00:03:53.000 --> 00:03:56.000 რომელიც კლავს პოლარულ დათვს, 00:03:56.000 --> 00:03:59.000 ატყავებს მას და იმოსება მის ქურქში 00:03:59.000 --> 00:04:01.000 და ისწავლოს ეს ერთ ნაბიჯში. ის, რასაც პოლარული დათვი 00:04:01.000 --> 00:04:03.000 სწავლობდა 100,000 წელი, 00:04:03.000 --> 00:04:06.000 ბავშვს შეუძლია ისწავლოს 10 წუთში. 00:04:06.000 --> 00:04:08.000 და როდესაც ის ამას ისწავლის, ეს გავრცელდება 00:04:08.000 --> 00:04:11.000 გეომეტრიული პროგრესიით, პოპულაციის მასშტაბით. NOTE Paragraph 00:04:11.000 --> 00:04:14.000 ეს არის საფუძველი. რთული ცოდნის იმიტაცია 00:04:14.000 --> 00:04:17.000 არის ის, რასაც ჩვენ კულტურას ვეძახით და ეს არის საფუძველი ცივილიზაციისა. 00:04:17.000 --> 00:04:19.000 ასევე არსებობენ სხვა სახის სარკისებრი ნეირონები, 00:04:19.000 --> 00:04:21.000 რომლებიც ჩართულნი არიან სრულიად განსხვავებულ ამოცანებში. 00:04:21.000 --> 00:04:23.000 არსებობენ სერკისებრი ნეირონები, 00:04:23.000 --> 00:04:26.000 და როგორც არსებობენ სარკისებრი ნეირონები ქმედებისთვის, არსებობენ სარკისებრი ნეირონები შეხებისთვის. 00:04:26.000 --> 00:04:28.000 სხვა სიტყვებით, თუ ვინმე მეხება, 00:04:28.000 --> 00:04:30.000 ეხება ჩემს ხელს, აღიგზნება ნეირონი სომატოსენსორულ ქერქში, 00:04:30.000 --> 00:04:32.000 ტვინის სენსორულ არეში. 00:04:32.000 --> 00:04:35.000 მაგრამ იგივე ნეირონი აღიგზნება, 00:04:35.000 --> 00:04:37.000 როდესაც მე უბრალოდ ვუყურებ, თუ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას. 00:04:37.000 --> 00:04:40.000 ეს არის თანაგრძნობა სხვა პიროვნების შეხებისა. NOTE Paragraph 00:04:40.000 --> 00:04:42.000 ანუ მათი უმრავლესობა იღგზნება, როდესაც მე მეხებიან 00:04:42.000 --> 00:04:45.000 სხვადასხვა წერტილში. განსხვავებული ნეირონები განსხვავებულ წერტილებში. 00:04:45.000 --> 00:04:47.000 მაგრამ მათი ქვეჯგუფი აღიგზნება მაშინაც კი, როდესაც მე ვუყურებ, 00:04:47.000 --> 00:04:49.000 თუ როგორ ეხებიან ვინმეს იმავე წერტილში. 00:04:49.000 --> 00:04:51.000 ანუ გვაქვს ნეირონები, 00:04:51.000 --> 00:04:53.000 რომლებიც ახდენენ თანაგრძნობას. 00:04:53.000 --> 00:04:56.000 იბადება შეკითხვა: თუ მე უბრალოდ ვუცქერ როგორ ეხებიან სხვა პიროვნებას, 00:04:56.000 --> 00:05:00.000 რატომ არ ვურევ და არ შევიგრძნობ ამ შეხებას 00:05:00.000 --> 00:05:02.000 განხორციელებულს ვიღაც სხვა პიროვნებაზე? 00:05:02.000 --> 00:05:06.000 ანუ, მე ვუთანაგრძნობ ამ პიროვნებას, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგრძნობ ამ შეხებას. 00:05:06.000 --> 00:05:08.000 ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რეცეპტორები კანში, 00:05:08.000 --> 00:05:10.000 შეხებისა და ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც მიემართებიან ტვინში 00:05:10.000 --> 00:05:13.000 და ეუბნებიან მას "ნუ დარდობ, შენ არ გეხებიან. 00:05:13.000 --> 00:05:16.000 თანაუგრძნე რამდენიც გინდა სხვა პიროვნებას, 00:05:16.000 --> 00:05:18.000 მაგრამ შემთხვევით თავად არ შეიგრძნო შეხება, 00:05:18.000 --> 00:05:20.000 თორემ დაიბნევი და ყველაფერს აურევ." NOTE Paragraph 00:05:20.000 --> 00:05:22.000 მაშ ასე, გვაქვს უკუ-კავშირის სიგნალი, 00:05:22.000 --> 00:05:24.000 რომელიც ბლოკავს სარკისებრი ნეირონის სიგნალს 00:05:24.000 --> 00:05:27.000 და არ უშვებს ამ შეხების შეგრძნებას. 00:05:27.000 --> 00:05:30.000 მაგრამ თუ მოვაცილებთ ხელს, ანესთეზიას გავუკეთებთ მას, 00:05:30.000 --> 00:05:32.000 შეუშვებთ ჩემს ხელში ინექციას 00:05:32.000 --> 00:05:34.000 ანესთეზირებას გავუკეთებთ მხრის ნერვულ კვანძს ისე, რომ ხელი გამიყუჩდება, 00:05:34.000 --> 00:05:36.000 და ის ვეღარ შეიგრძნობს შეხებას, 00:05:36.000 --> 00:05:38.000 თუ მე ამის შემდეგ გიყურებთ, თუ როგორ გეხებიან, 00:05:38.000 --> 00:05:40.000 მე ამას პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ხელზე შევიგრძნობ. 00:05:40.000 --> 00:05:42.000 სხვა სიტყვებით, გაქრა ბარიერი 00:05:42.000 --> 00:05:44.000 თქვენსა და სხვა ადამიანს შორის. 00:05:44.000 --> 00:05:47.000 და მე მათ ვეძახი განდის ნეირონებს, ან თანაგრძნობის ნეირონებს. 00:05:47.000 --> 00:05:48.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:05:48.000 --> 00:05:51.000 და ეს არ ხდება რაღაც აბსტრაქტული, მეტაფორული გაგებით, 00:05:51.000 --> 00:05:53.000 ერთადერთი, რაც განსხვავებთ თქვენ მისგან, 00:05:53.000 --> 00:05:55.000 სხვა პიროვნებისგან, არის თქვენი კანი. 00:05:55.000 --> 00:05:59.000 მოაშორეთ კანი და თქვენ შეიგრძნობთ ამ პიროვნებაზე შეხებას თქვენს გონებაში. 00:05:59.000 --> 00:06:02.000 თქვენ გააქრობთ ბარიერს თქვენსა და სხვა ადმიანთა შორის. 00:06:02.000 --> 00:06:04.000 ამაზე, რა თქმა უნდა, დაფუძნებულია აღმოსავლურ ფილოსოფიათა უმრავლესობა, 00:06:04.000 --> 00:06:07.000 იმაზე, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი მე, 00:06:07.000 --> 00:06:09.000 განცალკევებით სხვა ადამიანებისგან, სამყაროზე დაკვირვებისგან, 00:06:09.000 --> 00:06:11.000 სხვა ადამიანებზე დაკვირვებისგან. 00:06:11.000 --> 00:06:14.000 თქვენ, სინამდვილეში, დაკავშირებულები ხართ არა მხოლოდ ფეისბუქით და ინტერნეტით, 00:06:14.000 --> 00:06:17.000 არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, დაკავშირებული ხართ თქვენი ნეირონებით 00:06:17.000 --> 00:06:20.000 და არის მთელი ჯაჭვი ნეირონებისა ამ ოთახში, რომლების ესაუბრებიან ერთმანეთს. 00:06:20.000 --> 00:06:22.000 და არ არსებობს ჭეშმარიტი განსხვავება 00:06:22.000 --> 00:06:24.000 თქვენი ცნობიერებისა ვინმე სხვა ადამიანის ცნობიერებისაგან. NOTE Paragraph 00:06:24.000 --> 00:06:26.000 და ეს არ არის რაღაც შამანური ფილოსოფია. 00:06:26.000 --> 00:06:29.000 ეს აღმოცენდა ჩვენი ცოდნიდან ნეირობიოლიგიის საწყისებისა. 00:06:29.000 --> 00:06:32.000 მაშ ასე, თუ გვყავს პაციენტი ფანტომური კიდურით. თუ ამპუტირება გაუკეთეს თქვენს ხელს 00:06:32.000 --> 00:06:34.000 და თქვენ გაქვთ ფანტომი, და უყურებთ ვინმეს 00:06:34.000 --> 00:06:36.000 როგორ ეხებიან, თქვენ ამას შეიგრძნობთ თქვენს ფანტომში. 00:06:36.000 --> 00:06:38.000 განსაცვიფრებელი კი ის არის, 00:06:38.000 --> 00:06:41.000 რომ თუ თქვენ გაქვთ ტკივილი თქვენს ფანტომურ კიდურში და მოუჭერთ სხვა პიროვნების ხელს, 00:06:41.000 --> 00:06:43.000 მასაჟს გაუკეთებთ მის ხელს, 00:06:43.000 --> 00:06:45.000 ეს მოგიხსნით ტკივილს თქვენს ფანტომურ ხელში, 00:06:45.000 --> 00:06:47.000 თითქოს ნეირონი 00:06:47.000 --> 00:06:49.000 გრძნობს შვებას მხოლოდ იმით, რომ უყურებს 00:06:49.000 --> 00:06:51.000 როგორ უტარებენ სხვას მასაჟს. NOTE Paragraph 00:06:51.000 --> 00:06:54.000 აი ჩემი უკანასკნელი სლაიდი. 00:06:54.000 --> 00:06:56.000 ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა, 00:06:56.000 --> 00:06:58.000 რომ მეცნიერება და ხელოვნება სრულიად განცალკევებულად იდგნენ. 00:06:58.000 --> 00:07:01.000 ჩარლზ პ. სნოუ საუბრობდა ორ კულტურაზე: 00:07:01.000 --> 00:07:03.000 ერთის მხრივ მეცნიერება, მეორეს მხრივ ჰუმანიტარული საგნები; 00:07:03.000 --> 00:07:05.000 ეს განშტოებები არასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. 00:07:05.000 --> 00:07:07.000 და მე ვიძახი, რომ სარკისებრი ნეირონები გვაძლევენ საფუძველს 00:07:07.000 --> 00:07:10.000 და საშუალებას ახლებურად გავიაზროთ ცნებები, როგორიცაა ცნობიერება, 00:07:10.000 --> 00:07:12.000 საკუთარი მე-ს გამოხატულება, 00:07:12.000 --> 00:07:14.000 ის რაც განსხვავებთ თქვენ სხვა ადამიანებისგან, 00:07:14.000 --> 00:07:16.000 რაც საშუალებას გაძლევთ თანაუგრძნოთ სხვა ადამიანენს 00:07:16.000 --> 00:07:19.000 და აგრეთვე ხელახლა გავიაზროთ ისეთ საკითხები, როგორიცაა კულტურისა 00:07:19.000 --> 00:07:21.000 და ცივილიზაციის ჩამოყალიბება, რაც გამორჩეულად ადამიანს სხვა დანარჩენისგან. გმადლობთ 00:07:21.000 --> 00:07:23.000 (აპლოდისმენტები)