მოვახდინოთ რევოლუცია განათლებაში!
-
0:01 - 0:03ოთხი წლის წინ ვიყავი აქ
-
0:03 - 0:05და მახსოვს, მაშინ
-
0:05 - 0:08გამოსვლები არ იდებოდა ინტერნეტში.
-
0:08 - 0:12მგონი, მონაწილეებს ყუთებს გადასცემდნენ.
-
0:12 - 0:14ეს იყო ყუთები დი-ვი-დი დისკებით,
-
0:14 - 0:17რომლებსაც თაროებზე აწყობდნენ... დღემდე იქ აწყვია.
-
0:17 - 0:19(სიცილი)
-
0:19 - 0:21ქრისმა დამირეკა
-
0:21 - 0:23ჩემი გამოსვლიდან ერთ კვირაში
-
0:23 - 0:25და მითხრა, გამოსვლების ინტერნეტში დადებას ვაპირებთო.
-
0:25 - 0:28"შეიძლება თქვენიც დავდოთ?” რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
-
0:28 - 0:30და ოთხი წლის შემდეგ...
-
0:30 - 0:32როგორც გითხარით, გამოსვლა ნახა ოთხმა…..
-
0:32 - 0:35მოკლედ, ოთხ მილიონჯერ ჩამოტვირთეს.
-
0:35 - 0:38თუ, ვთქვათ, 20-ზე გავამრავლებთ,
-
0:38 - 0:40მივიღებთ ადამიანთა იმ რაოდენობას, რამდენმაც ნახა გამოსვლა.
-
0:40 - 0:44ქრისი ამბობს, რომ ერთგვარი წყურვილი შეინიშნება
-
0:44 - 0:46ჩემს გამოსვლებზე.
-
0:46 - 0:49(სიცილი)
-
0:49 - 0:52(ტაში)
-
0:54 - 0:55… რა, ვერ გრძნობთ?
-
0:55 - 0:58(სიცილი)
-
1:00 - 1:03მოკლედ, მთელი ეს ამბავი იმისთვის მოაწყვეს,
-
1:03 - 1:07რომ კიდევ ერთი გამოსვლა მომემზადებინა, და აი, ისიც:
-
1:07 - 1:08(სიცილი)
-
1:10 - 1:12ოთხი წლის წინ ელ გორი გამოვიდა
-
1:12 - 1:15ტედის კონფერენციაზე. მეც ვიღებდი მონაწილეობას.
-
1:15 - 1:17მან ეკოლოგიური კრიზისის შესახებ ისაუბრა.
-
1:17 - 1:19მეც შევეხე ამ საკითხს
-
1:19 - 1:21მაშინდელი გამოსვლის ბოლოს.
-
1:21 - 1:23ამიტომ მინდა ისევ იქიდან გავაგძელო,
-
1:23 - 1:26იმიტომ, რომ მაშინ მხოლოდ 18 წუთი მომცეს სასაუბროდ... მართლა.
-
1:26 - 1:28ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ…
-
1:28 - 1:33(სიცილი)
-
1:36 - 1:38ელ გორი მართალია.
-
1:38 - 1:41ვგულუსხმობ, რომ მართლაც სახეზეა უდიდესი ეკოლოგიური კრიზისი.
-
1:41 - 1:44და ვისაც არ სჯერა, ის უფრო ღრმა კრიზისს იმსახურებს.
-
1:44 - 1:47(სიცილი)
-
1:47 - 1:50მაგრამ, ჩემის აზრით, ადგილი აქვს მეორე ეკოლოგიურ კრიზისს,
-
1:51 - 1:53რომელიც ასეთივე მძლავრია,
-
1:53 - 1:56იგივე წარმომავლობისაა
-
1:56 - 1:59და არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.
-
1:59 - 2:01მე ვგულისხმობ…
-
2:01 - 2:03ისე, შეიძლება გაიფიქროთ: "თავი დამანებეთ,
-
2:03 - 2:05ერთი ეკოლოგიური კრიზისი ხომ არის,
-
2:05 - 2:08ჰოდა, სულაც არ მჭირდება მეორე."
-
2:08 - 2:10მაგრამ ესაა არა ბუნებრივი რესურსების კრიზისი,
-
2:10 - 2:13თუმცა იგი ნამდვილად სახეზეა,
-
2:13 - 2:15არამედ ადამიანური რესურსების კრიზისი.
-
2:15 - 2:17ჩემი აზრით, ჩვეულებრივ,
-
2:17 - 2:19და ეს უკვე ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა,
-
2:19 - 2:22ჩვენ არსაკმარისად ვიყენებთ
-
2:22 - 2:25საკუთარ ნიჭს.
-
2:25 - 2:27უამრავი ადამიანი ისე გადის ცხოვრების გზას,
-
2:27 - 2:30რომ ვერც კი ხვდება რა სახის ნიჭის მატარებელია
-
2:30 - 2:32ან თუ გააჩნია საერთოდ ასეთი.
-
2:32 - 2:34ბევრი ადამიანი ფიქრობს,
-
2:34 - 2:37რომ დიდად ვერაფერში გამოდგება.
-
2:38 - 2:41სინამდვილეში, მე ადამიანებს, ასე ვთქვათ, ორ კატეგორიად ვყოფ.
-
2:41 - 2:44ჯერემი ბენთამმა, უტილიტარიზმის უდიდესმა ფილოსოფოსმა,
-
2:44 - 2:46ერთხელ იქილიკა ამ მიდგომაზე:
-
2:46 - 2:48“დედამიწაზე არსებობენ ორი ტიპის ადამიანები -
-
2:48 - 2:50ისინი, ვინც ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფენ
-
2:50 - 2:52და ისინი, ვინც არ ყოფენ."
-
2:52 - 2:55(სიცილი)
-
2:57 - 2:59უნდა გითხრათ, რომ მე ვყოფ.
-
2:59 - 3:01(სიცილი)
-
3:04 - 3:06ბევრი ადამიანი მინახავს,
-
3:06 - 3:09რომელიც საკუთარი საქმიანობისაგან არ იღებს სიამოვნებას.
-
3:09 - 3:11ისინი, უბრაოდ შეგუებულები არიან
-
3:11 - 3:13და ასე ცხოვრობენ.
-
3:13 - 3:15არანაირი სიამოვნება საქმის კეთებიდან.
-
3:15 - 3:18მათთვის სამსახური ასატანია და არა სახალისო,
-
3:18 - 3:21და უბრალოდ, შაბათ-კვირის მოლოდინში მუშაობენ.
-
3:21 - 3:23მაგრამ ისეთებსაც შევხვედრივარ,
-
3:23 - 3:25ვისაც უყვარს საკუთარი საქმე
-
3:25 - 3:27და ვერც წარმოუდგენია სხვა რამის კეთება.
-
3:27 - 3:30რომ შესთავაზოთ სამსახურისთვის თავის დანებება, ვერც მიხვდებიან, რას აუბნებით.
-
3:30 - 3:33საქმე არა იმაშია, თუ რას აკეთებენ, არამედ იმაში, თუ ვინ არიან თავად ეს ადამიანები.
-
3:33 - 3:35ისინი გეტყვიან, რომ
-
3:35 - 3:37სისულელე იქნება ამ საქმისათვის თავის დანებება, რადგან
-
3:37 - 3:39ეს საქმე მათი სულის ნაწილია.
-
3:39 - 3:42მაგრამ ასეთი ბევრი არაა.
-
3:42 - 3:44უფრო სწირად, მგონი
-
3:44 - 3:46ასეთები უმცირესობას შეადგენენ.
-
3:46 - 3:48ვფიქრობ, ამის უამრავი
-
3:48 - 3:50მიზეზი არსებობს.
-
3:50 - 3:52მათ შორის პირველია
-
3:52 - 3:54განათლება.
-
3:54 - 3:56რადგან განათლება, გარკვეულწილად,
-
3:56 - 3:58ადამიანებს აუცხოვებს
-
3:58 - 4:00საკუთარი ბუნებრივი ნიჭისა და შესაძლებლობებისაგან.
-
4:00 - 4:03ადამინური რესურსები კი, ძალიან ჰგავქს ბუენბრივ რესურსებს -
-
4:03 - 4:05ხშირად ისინი სღრმეშია ჩაძირული.
-
4:05 - 4:07შენ კი უნდა მოიძიო ისინი.
-
4:07 - 4:09ნიჭი და უნარები არაა, უბრალოდ, ზედაპირზე მიმოფანტული.
-
4:09 - 4:12მათ პირობები უნდა შეუვუქმნათ გამოსავლენად,
-
4:12 - 4:14პირველ რიგში იფიქრებთ, რომ
-
4:14 - 4:16ეს განათლების მეშვეობით ხდება.
-
4:16 - 4:18მაგრამ ძალიან ხშირად ასე არაა.
-
4:18 - 4:20ამჟამად არსებული განათლების სისტემებში
-
4:20 - 4:22რეფორმებს ატარებენ.
-
4:22 - 4:24მაგრამ ეს არაა საკმარისი.
-
4:24 - 4:26რეფორმა უსარგებლოა,
-
4:26 - 4:29იმიტომ რომ იგი ფუჭი მოდელის გაუმჯობესების მცდელობაა და მეტი არაფერი.
-
4:29 - 4:31ჩვენ კი გვესაჭირეობა -
-
4:31 - 4:33და ეს არაერთხელ გაისმა ამ დღეებში კონფერენციაზე -
-
4:33 - 4:35არა ევოლუცია,
-
4:35 - 4:38არამედ რევოლუცია განათლებაში.
-
4:38 - 4:40არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს
-
4:40 - 4:42და სულ სხვა რამედ იქცეს.
-
4:42 - 4:47(ტაში)
-
4:48 - 4:50ყოველთვის რთულია
-
4:50 - 4:52ძირფესვიანი ცვლილების განხორციელება
-
4:52 - 4:54განათლებაში.
-
4:54 - 4:56ინოვაცი ყოველთვის რთულია,
-
4:56 - 4:58რადგან იმის გაკეთებას გულისხმობს,
-
4:58 - 5:00რაც უმრავლესობისათვის არაა ადვილი.
-
5:00 - 5:03ეს ნიშნავს ეჭვქვეშ დააყენო ის, რასაც არასოდეს მტკიცება არ სჭირდებოდა -
-
5:03 - 5:06რაც, ერთი შეხედვით ცხადზე უცხადესია.
-
5:06 - 5:08უდიდესი სირთულე რეფორმის
-
5:08 - 5:10ან გარდაქმნისათვის
-
5:10 - 5:12არის საღი აზრის დიქტატი,
-
5:12 - 5:14როცა ადამიანებს მიაჩნიათ, რომ
-
5:14 - 5:16“ეს შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, რადგან ყოველთვის ასე იყო.”
-
5:16 - 5:19ცოტა ხნის წინ აბრაჰამ ლინკოლნის შესანიშნავ ფრაზას წავაწყდი
-
5:19 - 5:22და ვიფიქრე გესიამოვნებოდათ ახლა მისი მოსმენა.
-
5:22 - 5:24(სიცილი)
-
5:24 - 5:27ეს ფრაზა მან 1862 წლის დეკემბერში
-
5:27 - 5:30კონგრესის მეორე წლიურ სხდომაზე წარმოსთქვა.
-
5:31 - 5:34უნდა გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდებოდა მაშინ.
-
5:36 - 5:38ბრიტანეთში არ ისწავლება ამერიკის ასტორია.
-
5:38 - 5:40(სიცილი)
-
5:40 - 5:43მიჩქმალული გვაქვს. ეს ჩვენი პოლიტიკაა.
-
5:43 - 5:45(სიცილი)
-
5:46 - 5:48ასე, რომ ეჭვგარეშეა, 1862 წლის დეკემბერში რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა,
-
5:48 - 5:50რის შესახებაც ჩვენი აუდიტორიის ამერიკული ნაწილისათვის,
-
5:50 - 5:52ალბათ, ცნობილია.
-
5:53 - 5:55აი, რა თქვა ლინკოლმა:
-
5:55 - 5:57"დოგმები
-
5:57 - 5:59მშვიდი წარსულისა
-
5:59 - 6:02აღარ გამოდგება ქარცეცხლიან აწმყოში.
-
6:02 - 6:04ჩვენი მაღალი მისია
-
6:04 - 6:06დიდ სირთულეებს შეიცავს,
-
6:06 - 6:09და ჩვენ ამ მისიასთან ერთად უნდა ავმაღლდეთ."
-
6:09 - 6:11ძალიან მომწონს:
-
6:11 - 6:14კი არ შევწვდეთ სიმაღლეს, არამედ მასთან ერთად ავმაღლდეთ.
-
6:15 - 6:17“ვემსახურებით რა სრულიად ახალ, უპრეცენდენტო საქმეს,
-
6:17 - 6:20საჭიროა ვიაზროვნოთ ახლებურად
-
6:20 - 6:23და ვიმოქმედოთ ახლებურად.
-
6:23 - 6:26თავიდან მოვიშოროთ ძველი დოგმები
-
6:26 - 6:29და შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას.”
-
6:29 - 6:31მომწონს ეს “ძველი დოგმების თავიდან მოშორება”.
-
6:31 - 6:33იცით, ხომ რასაც ნიშნავს?
-
6:33 - 6:36…რომ თავს მოხვეული გვაქვს შეხედულებები,
-
6:36 - 6:38რომლებსაც ვაღიარებთ მტკიცებულების გარეშე,
-
6:38 - 6:40აღვიქვამთ, როგორც მოვლენათა თუ საგანთა ბუნებრივ მდგომარეობას, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს.
-
6:40 - 6:42მათ შორის ბევრი
-
6:42 - 6:45არ ჩამოყალიბებულა ჩვენი საუკუნის მოთხოვნების პასუხად,
-
6:45 - 6:48თუმცა შესანიშნავად პასუხობს გასული საუკუნის მოთხოვნებს.
-
6:48 - 6:50მაგრამ მათ ჯერ კიდევ უპყრიათ ჩვენი გონება.
-
6:50 - 6:53ამიტომ საჭიროა თავის გავითავისუფლოთ ასეთი აზრებისა თუ დოგმებისაგან.
-
6:53 - 6:56რა თქმა უნდა, ეს სათქმელად ბევრად იოლია.
-
6:56 - 6:59სხვათა შორის, საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ, კონკრეტულად, რას არ სჭირდება მტკიცება.
-
6:59 - 7:02რატომ? იმიტომ, რომ მათ დამტკიცება არ სჭირდება.
-
7:02 - 7:05მოდით, ისეთ რამეს გკითხავთ, რაც შეიძლება მიგაჩნდეთ ჩვეულებრივ ამბად, რომლის დამტკიცებასაც არ საჭიროებთ.
-
7:05 - 7:08რამდენმა თქვენგანმა გადააბიჯა 25 წელს?
-
7:08 - 7:10არა, ეს არაა იმ კატეგორიიდან, რასაც ჩვეულებრივად აღიქვამთ.
-
7:10 - 7:12რა თქმა უნდა, ეს იცით.
-
7:12 - 7:15და რამდენი ხართ 25 წლის ქვემოთ?
-
7:15 - 7:18ძალიან კარგი. ახლა, თუ შეიძლება
-
7:18 - 7:21ხელი ასწიეთ 25 წელს გადაცილებულებმა, ვისაც მაჯის საათი გიკეთიათ.
-
7:21 - 7:24უჰ, ბევრნი ვართ, არა?
-
7:24 - 7:27აბა, იგივე სთხოვეთ მოზარდებით სავსე აუდიტორიას.
-
7:27 - 7:29მოზარდები არ ატარებენ მაჯის საათებს.
-
7:29 - 7:31არა იმიტომ, რომ ვერ ატარებენ ან აკრძალული აქვთ,
-
7:31 - 7:33უბრალოდ, არ უნდათ.
-
7:33 - 7:35მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ, 25 წელს გადაბიჯებულნი,
-
7:35 - 7:38გავიზარდეთ ციფრული კულტურის წინა ეპოქაში
-
7:38 - 7:40და დროის გასაგებად
-
7:40 - 7:42ვატარებთ ნივთს, რომელიც გვიჩვენებს მას.
-
7:42 - 7:45ბავშვები კი, ახლა ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ
-
7:45 - 7:47და მათთვის დრო ყველგანაა.
-
7:47 - 7:49არ ესმით, რა საჭიროა ამისათვის მაჯის საათი.
-
7:49 - 7:51ისევე როგორც, სხვათა შორის, არც თქვენთვისაა საჭირო;
-
7:51 - 7:54უბრალოდ, თქვენ ყოველთვის ატარებდით საათს და იგივეს აკეთებთ ეხლაც.
-
7:54 - 7:57ჩემი ქალიშვილი - 20 წლის ქეითი - არასოდეს ატარებს მაჯის საათს.
-
7:57 - 7:59ვერ ხვდება, რა საჭიროა.
-
7:59 - 8:02ქეითი: “ეს მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონე ხელსაწყოა”.
-
8:02 - 8:07(სიცილი)
-
8:07 - 8:10“რა გოიმობაა?”
-
8:10 - 8:12მე ვეუბნები: “არა, არა, ნახე, თარიღსაც აჩვენებს.”
-
8:12 - 8:16(სიცილი)
-
8:17 - 8:20“მრავალფუნქციურია”.
-
8:20 - 8:23ხვდებით ალბათ, რომ განათლების სფეროშიც არსებობს ასეთივე “თავს მოხვეული” შეხედულებები.
-
8:23 - 8:25ორიოდე მაგალითს მოვიყვან.
-
8:25 - 8:28პირველია სწორხაზოვნების იდეა:
-
8:28 - 8:31აი, ეს აქ იწყება, მიჰყვები ამ ხაზს
-
8:31 - 8:33და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, გახვალ ბოლოში
-
8:33 - 8:35ისე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გეყოფა.
-
8:37 - 8:39მაგრამ ამ კონფერენციაზე ყველა გამომსვლელი ფარულად,
-
8:39 - 8:42ზოგჯერ ღიადაც, სულ სხვა რამეს ამბობს.
-
8:42 - 8:45...რომ ცხოვრება არაა სწორხაზოვანი, იგი ორგანულია.
-
8:45 - 8:47ჩვენ ვქმნით საკუთარ სიცოცხელს სიმბიოზურად,
-
8:47 - 8:49ვავითარებთ რა საკუთარ ნიჭსა და ტალანტებს
-
8:49 - 8:52იმ გარემოებებთან მიმართებაში, რომლების შექმნაშიც თავად ნიჭი გვეხმარება.
-
8:52 - 8:54მაგრამ იცით რა? ჩვენ ავიკვიატეთ
-
8:54 - 8:56ეს სწორხაზოვნება.
-
8:56 - 8:58და განათლების უმთავრეს მიღწევად
-
8:58 - 9:00მიგვაჩნია კოლეჯში მოხვედრა.
-
9:00 - 9:03მგონი ჩვენი ახირებაა კოლეჯში ჩაბარება,
-
9:03 - 9:05გარკევულ კოლეჯში.
-
9:05 - 9:07არ ვამბობ, არ წახვიდეთ მეთქი კოლეჯში, მაგრამ ყველასთვის არაა საჭირო
-
9:07 - 9:09და არაა საჭირო ყველა ამ წუთას წავიდეს.
-
9:09 - 9:11მოგვიანებითაც შეიძლება კოლეჯში ჩაბარება.
-
9:11 - 9:13ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოში ვიყავი,
-
9:13 - 9:15წიგნებზე ხელი უნდა მომეწერა.
-
9:15 - 9:17ერთი, ოცდაათიოდე წლის კაცი იყო, წიგნი იყიდა.
-
9:17 - 9:19ვკითხე, სად მუშაობ მეთქი?
-
9:19 - 9:22მიპასუხა, მეხანძრე ვარო.
-
9:22 - 9:24რამდენი ხანია, რაც მეხანძრე ხარ, მეთქი?
-
9:24 - 9:26მიპასუხა, ყოველთვის მეხანძრე ვიყავიო.
-
9:26 - 9:28- როდის გადაწყვიტე, მეთქი?
-
9:28 - 9:31პატარა, რომ ვიყავიო. შემდეგ დასძინა: “ისე, ეს ყოველთვის პრობლემებს მიქმნიდა სკოლაში,
-
9:31 - 9:34"რადგან სკოლაში ყველას მეხანძრეობა უნდოდა."
-
9:34 - 9:37"მაგრამ მე მართლა მინდოდა მეხანძრეობა."
-
9:37 - 9:40"მაღალ კლასებში მასწავლებლები"
-
9:40 - 9:43"ამას სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ."
-
9:43 - 9:45"ერთი განსაკუთრებით."
-
9:45 - 9:47"მან მითხრა, რომ სიცოცხლის ფუჭად გატარების ტოლფასი იქნება,
-
9:47 - 9:49"თუ ამას აირჩევო."
-
9:49 - 9:52"კოლეჯში უნდა წახვიდე და პროფესიონალი გახდეო."
-
9:52 - 9:54"ისიც მითხრა, დიდი პოტენციალი გაქვსო და მთელ ნიჭს ამაში ყრიო'"
-
9:54 - 9:56"და მთელ შენს მონაცემებს ამაში ამაოდ ხარჯავო."
-
9:56 - 9:58შემდეგ ახალგაზრდა კაცმა დასძინა, რომ ეს ძალიან შეურცხმყოფელი იყო,
-
9:58 - 10:00რადგან მთელი კლასის წინაშე მითხრა და საშინლად შემრცხვაო.
-
10:00 - 10:02“მაგრამ მე მხოლოდ მეხანძრეობა მინდოდა. ამიტომ როგორც კი სკოლა დავამთავრე,"
-
10:02 - 10:05"მივაშურე მეხანძრეთა სამსახურს და ამიყვანეს.”
-
10:05 - 10:07შემდეგ გაარძელა: “იცით რა? წეღან ის მასწავლებელი გამახსენდა,
-
10:07 - 10:10რამოდენიმე წუთის წინ, როცა თქვენ მასწავლებელი ახენეთ."
-
10:10 - 10:12"იმიტომ, რომ ექვსი თვის წინ
-
10:12 - 10:14სიკვდილს გადავარჩინე."
-
10:14 - 10:16(სიცილი)
-
10:16 - 10:18"საგზაო შემთხვევა იყო,"
-
10:18 - 10:21"გამოვიყვანე და რესპირატორი მივეცი,"
-
10:21 - 10:24"მისი ცოლიც გადავარჩინე."
-
10:24 - 10:26"იმედია, ეხლა ჩემზე უკეთესი აზრისაა.”
-
10:26 - 10:28(სიცილი)
-
10:28 - 10:33(ტაში)
-
10:34 - 10:36ჩემის აზრით,
-
10:36 - 10:38ნებისმიერი საზოგადოება დამოკიდებულია
-
10:38 - 10:40ტალანტების მრავალფეროვნებაზე
-
10:40 - 10:43და არა ტალანტის შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენაზე.
-
10:43 - 10:45ამიტომ ჩვენი გამოწვევების გულის სიღრმეში …
-
10:45 - 10:47(ტაში)
-
10:47 - 10:49მოკლედ, სინამდივლეში მთავარია
-
10:49 - 10:51ადამიანში აღვადგინოთ ნიჭისა და
-
10:51 - 10:53ჭკუის ქონის უნარი.
-
10:53 - 10:55სწორხაზოვნება პრობლემაა.
-
10:55 - 10:57ცხრა წლის წინ
-
10:57 - 10:59ლოს-ანჟელესში ყოფნისას,
-
10:59 - 11:02თვალი მოვკარი საჯარო განცხადებას,
-
11:02 - 11:04ძალიან კეთილშობილურს:
-
11:04 - 11:07“კოლეჯი იწყება საბავშვო ბაღში.”
-
11:09 - 11:11არა, არ იწყება.
-
11:11 - 11:14(სიცილი)
-
11:14 - 11:16მართლა არა.
-
11:16 - 11:19დრო რომ მქონდეს, ამაზე ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ არ მაქვს.
-
11:19 - 11:21(სიცილი)
-
11:21 - 11:23საბავშვო ბაღი იწყება საბავშვო ბაღში.
-
11:23 - 11:25(სიცილი)
-
11:25 - 11:27ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა:
-
11:27 - 11:30“იცი, სამი წლის ბავშვი არაა ექვსი წლის ბავშვის ნახევარი?!"
-
11:30 - 11:32(სიცილი)
-
11:32 - 11:37(ტაში)
-
11:37 - 11:39"ის სამი წლისაა."
-
11:39 - 11:41მაგრამ როგორც წინა გამოსვლაში მოვისმინეთ,
-
11:41 - 11:44ამჟამად დიდი კონკურენციაა საბავშვო ბაღში მოსახვედრად;
-
11:44 - 11:46"სათანადო" საბავშვო ბაღზეა საუბარი,♪
-
11:46 - 11:49სადაც სამი წლის ბავშვები გასაუბრებას გადიან.
-
11:51 - 11:53წარმოიდგინეთ, ბავშვები სხედან კომიის წევრების წინ,
-
11:53 - 11:55ერთ-ერთი უემოციოდ ათვალიერებს ბავშვის ანკეტას,
-
11:55 - 11:58(სიცილი)
-
11:58 - 12:00და ამბობს: “რა, სულ ესაა?” (სიცილი) (ტაში)
-
12:00 - 12:02(სიცილი)
-
12:02 - 12:05(ტაში)
-
12:05 - 12:08"მთელი 36 თვე გქონდა და სულ ესაა?"
-
12:08 - 12:15(სიცილი)
-
12:15 - 12:18“ჯერ ვერაფერს მიაღწიე? სირცხვილი შენი!"
-
12:18 - 12:21"როგორც ვხედავ, პირველი ექვსი თვე ძუძუს წოვაში გაატარე.”
-
12:21 - 12:24(სიცილი)
-
12:26 - 12:29როგორც იდეა აღმაშფოთებელია, მაგრამ ხალხს იზიდავს.
-
12:29 - 12:31მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შესაბამისობა.
-
12:31 - 12:33ჩვენი განათლების სისტემები
-
12:33 - 12:35სწრაფი კვების მოდელზე დავაფუძნეთ.
-
12:35 - 12:38ამაზე რამოდენიმე დღის წინ ჯეიმი ოლივერმა ისაუბრა.
-
12:38 - 12:40კვების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის ორი მოდელი არსებობს.
-
12:40 - 12:42ერთია სწრაფი კვება,
-
12:42 - 12:44როცა ყველაფერი სტანდარტიზებულია.
-
12:44 - 12:46მეორე, კი, მაგალითად, რესტორნები “ზაგატი” და “მიშელინი”,
-
12:46 - 12:48სადაც არაა ყველაფერი სტანდარტიზებული;
-
12:48 - 12:50არამედ ადაპტირდება გარემო პირობებთან.
-
12:50 - 12:53ჩვენ კი მივეყიდეთ განათლების სწრაფი კვების მსგავს მოდელს,
-
12:53 - 12:56რომელიც ისევე აღარიბებს ჩვენს სულსა და ენერგიას,
-
12:56 - 12:59როგორც სწრაფი საკვება ფიტავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს.
-
12:59 - 13:04(ტაში)
-
13:05 - 13:07ვფიქრობ, აქ ორიოდ რამე უნდა ვაღიაროთ.
-
13:07 - 13:10ერთი ის, რომ ნიჭი მეტისმეტად მრავალგვარია.
-
13:10 - 13:12ადამიანებს ძალიან განსხვავებული მისწრაფებები აქვთ.
-
13:12 - 13:14ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ
-
13:14 - 13:16პატარაობისას გიტარა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შემოგვაჩეჩეს ხელში
-
13:16 - 13:19ერიკ კლაპტონს და მე.
-
13:20 - 13:23და ხომ იცით რაც მოხდა? ერიკს გამოადგა, მე კი....
-
13:23 - 13:25(სიცილი)
-
13:25 - 13:27რაღაცნაირად, ვერ.
-
13:27 - 13:30ვერაფრით ვერ ავამუშავე ეს გიტარა,
-
13:30 - 13:32რას არ ვაკეთებდი, ხან ასე ჩავბერე, ხან ისე...
-
13:32 - 13:34მაგრამ - არაფერი.
-
13:37 - 13:39თუმცა, მარტო ესეც არაა.
-
13:39 - 13:41ენთუზიაზმიც საჭიროა.
-
13:41 - 13:43ხშირად ადამიანს კარგად გამოსდის ისეთი რამეც, რაც დიდად გულზე არ ეხატება.
-
13:43 - 13:45ეს ენთუზიაზმია,
-
13:45 - 13:48რაც ჩვენს სულს აღვიძებს და ენერგიას წარმოშობს.
-
13:48 - 13:51ხოლო თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, რომელიც კარგად გამოგდის,
-
13:51 - 13:54დრო სრულიად სხვაგვარად მიედინება.
-
13:54 - 13:57ჩემმა ცოლმა სულ ახლახანს დაასრულა რომანის წერა
-
13:57 - 13:59მგონი, ძალიან კარგი რომანია.
-
13:59 - 14:02მაგრამ საათობით იკარგებოდა ხოლმე.
-
14:02 - 14:04ხომ იცით როგორცაა - თუ საყვარელ საქმეს აკეთებ,
-
14:04 - 14:07ერთი საათი ხუთ წუთში იწურება.
-
14:07 - 14:09ხოლო თუ ისეთი საქმით ხარ დაკავებული რაც შენს სულში გამოძახილს ვერ პოულობს,
-
14:09 - 14:11მაშინ 5 წუთი ერთი საათია.
-
14:11 - 14:14სწორედ იმიტომ ანებებენ თავს განათლებას,
-
14:14 - 14:16რომ სულიერ საკვებს ვერ იღებენ.
-
14:16 - 14:19განათლება ვერ აწვდის ადამიენბს სულიერ საკვებს, ვერც საკვებს ენერგიისა და ენთუზიაზმისთავის.
-
14:19 - 14:22ასე რომ, მგონი, საჭიროა მეტაფორები შევცვალოთ.
-
14:22 - 14:25უნდა გადავუხვიოთ განათლების ჩვეული, ინდუსტრიული, მოდელიდან,
-
14:25 - 14:27სამრეწველო მოდელიდან,
-
14:27 - 14:29რომელიც სწორხაზოვნებას,
-
14:29 - 14:32შესაბამისობას და ადამიანთა დახარისხებას ეფუძნება.
-
14:32 - 14:34და უნდა გადავიდეთ მოდელზე,
-
14:34 - 14:37რომელიც უფრო მიწათმოქმედების პრინციპებზეა დაფუძნებული.
-
14:37 - 14:40უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის აყვავება-განვითარება
-
14:40 - 14:42არაა მექანიკური პროცესი,
-
14:42 - 14:44ეს ორგანული პროცესია.
-
14:44 - 14:47შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის განვითარების შედეგი;
-
14:47 - 14:49ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, როგორც მიწათმოქმედმა,
-
14:49 - 14:51შექმნა პირობები, რომელშიც
-
14:51 - 14:53ადამიანი აყვავდება და გაიფურჩქნება.
-
14:53 - 14:56ასე რომ, როცა ვსაუბრობთ განათლების რეფორმირებაზე ან ტრანსფორმირებაზე,
-
14:56 - 14:59ეს არ ნიშნავს სისტემის კლონირებას.
-
14:59 - 15:01არსებობს ძალიან კარგი სისტემები, როგორიცაა "კიპპს".
-
15:01 - 15:03ბევრი სხვა კარგი მოდელია.
-
15:03 - 15:06მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მათ ადაპტირებაზე არსებულ რეალობასთან
-
15:06 - 15:08და განათლების ინდივიდუალიზაციაზე
-
15:08 - 15:10მათთვის, ვისაც ასწავლი.
-
15:10 - 15:12ვფიქრობ, ესაა
-
15:12 - 15:14პასუხი მომავლის ამოცანებზე,
-
15:14 - 15:17რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ გადაწყვეტილების მასშტაბების დადგენაზე;
-
15:17 - 15:19ვსაუბრობთ განათლების სისტემაში ისეთი მიმართულების შექმნაზე,
-
15:19 - 15:22როცა ყველა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს.
-
15:22 - 15:25და ამავე დროს იღებს გარე დახმარებას ინდივიდუალური პროგრამის პრინციპზე დაყრდნობით.
-
15:25 - 15:27ამ დარბაზში
-
15:27 - 15:29არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ
-
15:29 - 15:31მშვენიერ რესურსებს ბიზნესის,
-
15:31 - 15:33მედიისა თუ ინტერნეტისათვის.
-
15:33 - 15:35ეს ტექნოლოგიები,
-
15:35 - 15:38თუ მათ მასწავლებლების გამორჩეულ ნიჭთან გავაერთიანებთ,
-
15:38 - 15:41შექმნიან პირობებს განათლების სფეროში რევოლუციის მოსაწყობად.
-
15:41 - 15:43და მე მოგიწოდებთ მიიღოთ ამაში მონაწილეობა,
-
15:43 - 15:45ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის,
-
15:45 - 15:47არამედ ჩვენი შვილების მომავლისათვის.
-
15:47 - 15:49ამისათვის ჩვენ უნდა შევცვალოთ ინდუსტრიული მოდელი
-
15:49 - 15:51მიწათმოქმედების მოდელით,
-
15:51 - 15:54რომლის პირობებშიც ყოველი სკოლა შესძლებს განვითარებას.
-
15:54 - 15:56სკოლაში შეძლებენ ბავშვები შეიგრძნონ სიცოცხლე,
-
15:56 - 15:58ან სახლებში, თუ ასე ჩათვლიან საჭიროდ.
-
15:58 - 16:00ოჯახთან და ახლობლებთან ერთად.
-
16:00 - 16:02ამ დღეებში არაერთი ისტორია მოვისმინეთ
-
16:02 - 16:05ოცნების შესახებ.
-
16:05 - 16:07მეც მინდოდა ძალიან სწრაფად...
-
16:07 - 16:10გუშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატალი მერჩანტის სიმღერებმა,
-
16:10 - 16:12ძველი ლექების მისეულმა ინტერპრეტაციამ.
-
16:12 - 16:14მინდა წაგიკითხოთ ძალიან მოკლე ნაწყვეტი
-
16:14 - 16:17უილიამ ბათლერ იეიტსის პოეზიიდან - შეიძლება გსმენიათ მის შესახებ.
-
16:17 - 16:19იეიტსი სატრფოს მიმართავს,
-
16:19 - 16:21სახელად მოდ გონს.
-
16:21 - 16:24პოეტი სასოწარკვეთილია იმის გამო, რომ
-
16:24 - 16:27ვერ აძლევს სატრფოს იმას, რასაც მისი საზრით ელის გულისსწორი.
-
16:27 - 16:30და ამბობს: "მე მაქვს რაღაც სხვა, მაგრამ ეს შეიძლება შენ არ გინდოდეს."
-
16:30 - 16:32აი, რას ამბობს:
-
16:32 - 16:35"რომ მქონდეს ზეციური საფარი,
-
16:35 - 16:37მოქსოვილი მზის ოქროს სხივებითა
-
16:37 - 16:39და მთვარის ვერცხლისფერი შუქით,
-
16:39 - 16:41მოქარგული დაისის ჩრდილით,
-
16:41 - 16:43ღამის ბინდითა და
-
16:43 - 16:46აისის ნათელით,
-
16:46 - 16:49ამ საფარს ფეხქვეშ დაგიგებდი;
-
16:49 - 16:52მაგრამ უპოვარი ვარ,
-
16:52 - 16:55ოცნების მეტი არაფერი მაბადია;
-
16:55 - 16:58ამიტომ ოცნება დაგიგე ფეხქვეშ.
-
16:58 - 17:00გევედრები, ფრთხილად იარე,
-
17:00 - 17:03შენ ხომ ჩემს ოცნებაზე დააბიჯებ."
-
17:03 - 17:06ყოველდღე და ყოველ წუთას
-
17:06 - 17:09ჩვენი შვილები საკუთარ ოცნებებს გვიგებენ ფეხქვეშ.
-
17:09 - 17:12გევედრებით, ფრთხილად ვიაროთ.
-
17:12 - 17:14მადლობა.
-
17:14 - 17:31(ტაში)
-
17:31 - 17:33დიდი მადლობა.
- Title:
- მოვახდინოთ რევოლუცია განათლებაში!
- Speaker:
- Sir Ken Robinson
- Description:
-
more » « less
მახვილ, იუმორით გაჯერებულ, 2006 წლის ლეგენდარული გამოსვლის ერთგვარ გაგრძლებაში, სერ ქენ რობინსონი გვთავაზობს რადიკალურ გადასვლას სტანდარტიზებული სკოლებიდან სწავლების ინდივიდუალურ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ბავშვს განავითაროს საკუთარი ნიჭი და ბუნებრივი მონაცემები.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 17:37