1 00:00:01,000 --> 00:00:03,000 ოთხი წლის წინ ვიყავი აქ 2 00:00:03,000 --> 00:00:05,000 და მახსოვს, მაშინ 3 00:00:05,000 --> 00:00:08,000 გამოსვლები არ იდებოდა ინტერნეტში. 4 00:00:08,000 --> 00:00:12,000 მგონი, მონაწილეებს ყუთებს გადასცემდნენ. 5 00:00:12,000 --> 00:00:14,000 ეს იყო ყუთები დი-ვი-დი დისკებით, 6 00:00:14,000 --> 00:00:17,000 რომლებსაც თაროებზე აწყობდნენ... დღემდე იქ აწყვია. 7 00:00:17,000 --> 00:00:19,000 (სიცილი) 8 00:00:19,000 --> 00:00:21,000 ქრისმა დამირეკა 9 00:00:21,000 --> 00:00:23,000 ჩემი გამოსვლიდან ერთ კვირაში 10 00:00:23,000 --> 00:00:25,000 და მითხრა, გამოსვლების ინტერნეტში დადებას ვაპირებთო. 11 00:00:25,000 --> 00:00:28,000 "შეიძლება თქვენიც დავდოთ?” რა თქმა უნდა, დავთანხმდი. 12 00:00:28,000 --> 00:00:30,000 და ოთხი წლის შემდეგ... 13 00:00:30,000 --> 00:00:32,000 როგორც გითხარით, გამოსვლა ნახა ოთხმა….. 14 00:00:32,000 --> 00:00:35,000 მოკლედ, ოთხ მილიონჯერ ჩამოტვირთეს. 15 00:00:35,000 --> 00:00:38,000 თუ, ვთქვათ, 20-ზე გავამრავლებთ, 16 00:00:38,000 --> 00:00:40,000 მივიღებთ ადამიანთა იმ რაოდენობას, რამდენმაც ნახა გამოსვლა. 17 00:00:40,000 --> 00:00:44,000 ქრისი ამბობს, რომ ერთგვარი წყურვილი შეინიშნება 18 00:00:44,000 --> 00:00:46,000 ჩემს გამოსვლებზე. 19 00:00:46,000 --> 00:00:49,000 (სიცილი) 20 00:00:49,000 --> 00:00:52,000 (ტაში) 21 00:00:54,000 --> 00:00:55,000 … რა, ვერ გრძნობთ? 22 00:00:55,000 --> 00:00:58,000 (სიცილი) 23 00:01:00,000 --> 00:01:03,000 მოკლედ, მთელი ეს ამბავი იმისთვის მოაწყვეს, 24 00:01:03,000 --> 00:01:07,000 რომ კიდევ ერთი გამოსვლა მომემზადებინა, და აი, ისიც: 25 00:01:07,000 --> 00:01:08,000 (სიცილი) 26 00:01:10,000 --> 00:01:12,000 ოთხი წლის წინ ელ გორი გამოვიდა 27 00:01:12,000 --> 00:01:15,000 ტედის კონფერენციაზე. მეც ვიღებდი მონაწილეობას. 28 00:01:15,000 --> 00:01:17,000 მან ეკოლოგიური კრიზისის შესახებ ისაუბრა. 29 00:01:17,000 --> 00:01:19,000 მეც შევეხე ამ საკითხს 30 00:01:19,000 --> 00:01:21,000 მაშინდელი გამოსვლის ბოლოს. 31 00:01:21,000 --> 00:01:23,000 ამიტომ მინდა ისევ იქიდან გავაგძელო, 32 00:01:23,000 --> 00:01:26,000 იმიტომ, რომ მაშინ მხოლოდ 18 წუთი მომცეს სასაუბროდ... მართლა. 33 00:01:26,000 --> 00:01:28,000 ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ… 34 00:01:28,000 --> 00:01:33,000 (სიცილი) 35 00:01:36,000 --> 00:01:38,000 ელ გორი მართალია. 36 00:01:38,000 --> 00:01:41,000 ვგულუსხმობ, რომ მართლაც სახეზეა უდიდესი ეკოლოგიური კრიზისი. 37 00:01:41,000 --> 00:01:44,000 და ვისაც არ სჯერა, ის უფრო ღრმა კრიზისს იმსახურებს. 38 00:01:44,000 --> 00:01:47,000 (სიცილი) 39 00:01:47,000 --> 00:01:50,000 მაგრამ, ჩემის აზრით, ადგილი აქვს მეორე ეკოლოგიურ კრიზისს, 40 00:01:51,000 --> 00:01:53,000 რომელიც ასეთივე მძლავრია, 41 00:01:53,000 --> 00:01:56,000 იგივე წარმომავლობისაა 42 00:01:56,000 --> 00:01:59,000 და არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. 43 00:01:59,000 --> 00:02:01,000 მე ვგულისხმობ… 44 00:02:01,000 --> 00:02:03,000 ისე, შეიძლება გაიფიქროთ: "თავი დამანებეთ, 45 00:02:03,000 --> 00:02:05,000 ერთი ეკოლოგიური კრიზისი ხომ არის, 46 00:02:05,000 --> 00:02:08,000 ჰოდა, სულაც არ მჭირდება მეორე." 47 00:02:08,000 --> 00:02:10,000 მაგრამ ესაა არა ბუნებრივი რესურსების კრიზისი, 48 00:02:10,000 --> 00:02:13,000 თუმცა იგი ნამდვილად სახეზეა, 49 00:02:13,000 --> 00:02:15,000 არამედ ადამიანური რესურსების კრიზისი. 50 00:02:15,000 --> 00:02:17,000 ჩემი აზრით, ჩვეულებრივ, 51 00:02:17,000 --> 00:02:19,000 და ეს უკვე ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა, 52 00:02:19,000 --> 00:02:22,000 ჩვენ არსაკმარისად ვიყენებთ 53 00:02:22,000 --> 00:02:25,000 საკუთარ ნიჭს. 54 00:02:25,000 --> 00:02:27,000 უამრავი ადამიანი ისე გადის ცხოვრების გზას, 55 00:02:27,000 --> 00:02:30,000 რომ ვერც კი ხვდება რა სახის ნიჭის მატარებელია 56 00:02:30,000 --> 00:02:32,000 ან თუ გააჩნია საერთოდ ასეთი. 57 00:02:32,000 --> 00:02:34,000 ბევრი ადამიანი ფიქრობს, 58 00:02:34,000 --> 00:02:37,000 რომ დიდად ვერაფერში გამოდგება. 59 00:02:38,000 --> 00:02:41,000 სინამდვილეში, მე ადამიანებს, ასე ვთქვათ, ორ კატეგორიად ვყოფ. 60 00:02:41,000 --> 00:02:44,000 ჯერემი ბენთამმა, უტილიტარიზმის უდიდესმა ფილოსოფოსმა, 61 00:02:44,000 --> 00:02:46,000 ერთხელ იქილიკა ამ მიდგომაზე: 62 00:02:46,000 --> 00:02:48,000 “დედამიწაზე არსებობენ ორი ტიპის ადამიანები - 63 00:02:48,000 --> 00:02:50,000 ისინი, ვინც ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფენ 64 00:02:50,000 --> 00:02:52,000 და ისინი, ვინც არ ყოფენ." 65 00:02:52,000 --> 00:02:55,000 (სიცილი) 66 00:02:57,000 --> 00:02:59,000 უნდა გითხრათ, რომ მე ვყოფ. 67 00:02:59,000 --> 00:03:01,000 (სიცილი) 68 00:03:04,000 --> 00:03:06,000 ბევრი ადამიანი მინახავს, 69 00:03:06,000 --> 00:03:09,000 რომელიც საკუთარი საქმიანობისაგან არ იღებს სიამოვნებას. 70 00:03:09,000 --> 00:03:11,000 ისინი, უბრაოდ შეგუებულები არიან 71 00:03:11,000 --> 00:03:13,000 და ასე ცხოვრობენ. 72 00:03:13,000 --> 00:03:15,000 არანაირი სიამოვნება საქმის კეთებიდან. 73 00:03:15,000 --> 00:03:18,000 მათთვის სამსახური ასატანია და არა სახალისო, 74 00:03:18,000 --> 00:03:21,000 და უბრალოდ, შაბათ-კვირის მოლოდინში მუშაობენ. 75 00:03:21,000 --> 00:03:23,000 მაგრამ ისეთებსაც შევხვედრივარ, 76 00:03:23,000 --> 00:03:25,000 ვისაც უყვარს საკუთარი საქმე 77 00:03:25,000 --> 00:03:27,000 და ვერც წარმოუდგენია სხვა რამის კეთება. 78 00:03:27,000 --> 00:03:30,000 რომ შესთავაზოთ სამსახურისთვის თავის დანებება, ვერც მიხვდებიან, რას აუბნებით. 79 00:03:30,000 --> 00:03:33,000 საქმე არა იმაშია, თუ რას აკეთებენ, არამედ იმაში, თუ ვინ არიან თავად ეს ადამიანები. 80 00:03:33,000 --> 00:03:35,000 ისინი გეტყვიან, რომ 81 00:03:35,000 --> 00:03:37,000 სისულელე იქნება ამ საქმისათვის თავის დანებება, რადგან 82 00:03:37,000 --> 00:03:39,000 ეს საქმე მათი სულის ნაწილია. 83 00:03:39,000 --> 00:03:42,000 მაგრამ ასეთი ბევრი არაა. 84 00:03:42,000 --> 00:03:44,000 უფრო სწირად, მგონი 85 00:03:44,000 --> 00:03:46,000 ასეთები უმცირესობას შეადგენენ. 86 00:03:46,000 --> 00:03:48,000 ვფიქრობ, ამის უამრავი 87 00:03:48,000 --> 00:03:50,000 მიზეზი არსებობს. 88 00:03:50,000 --> 00:03:52,000 მათ შორის პირველია 89 00:03:52,000 --> 00:03:54,000 განათლება. 90 00:03:54,000 --> 00:03:56,000 რადგან განათლება, გარკვეულწილად, 91 00:03:56,000 --> 00:03:58,000 ადამიანებს აუცხოვებს 92 00:03:58,000 --> 00:04:00,000 საკუთარი ბუნებრივი ნიჭისა და შესაძლებლობებისაგან. 93 00:04:00,000 --> 00:04:03,000 ადამინური რესურსები კი, ძალიან ჰგავქს ბუენბრივ რესურსებს - 94 00:04:03,000 --> 00:04:05,000 ხშირად ისინი სღრმეშია ჩაძირული. 95 00:04:05,000 --> 00:04:07,000 შენ კი უნდა მოიძიო ისინი. 96 00:04:07,000 --> 00:04:09,000 ნიჭი და უნარები არაა, უბრალოდ, ზედაპირზე მიმოფანტული. 97 00:04:09,000 --> 00:04:12,000 მათ პირობები უნდა შეუვუქმნათ გამოსავლენად, 98 00:04:12,000 --> 00:04:14,000 პირველ რიგში იფიქრებთ, რომ 99 00:04:14,000 --> 00:04:16,000 ეს განათლების მეშვეობით ხდება. 100 00:04:16,000 --> 00:04:18,000 მაგრამ ძალიან ხშირად ასე არაა. 101 00:04:18,000 --> 00:04:20,000 ამჟამად არსებული განათლების სისტემებში 102 00:04:20,000 --> 00:04:22,000 რეფორმებს ატარებენ. 103 00:04:22,000 --> 00:04:24,000 მაგრამ ეს არაა საკმარისი. 104 00:04:24,000 --> 00:04:26,000 რეფორმა უსარგებლოა, 105 00:04:26,000 --> 00:04:29,000 იმიტომ რომ იგი ფუჭი მოდელის გაუმჯობესების მცდელობაა და მეტი არაფერი. 106 00:04:29,000 --> 00:04:31,000 ჩვენ კი გვესაჭირეობა - 107 00:04:31,000 --> 00:04:33,000 და ეს არაერთხელ გაისმა ამ დღეებში კონფერენციაზე - 108 00:04:33,000 --> 00:04:35,000 არა ევოლუცია, 109 00:04:35,000 --> 00:04:38,000 არამედ რევოლუცია განათლებაში. 110 00:04:38,000 --> 00:04:40,000 არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს 111 00:04:40,000 --> 00:04:42,000 და სულ სხვა რამედ იქცეს. 112 00:04:42,000 --> 00:04:47,000 (ტაში) 113 00:04:48,000 --> 00:04:50,000 ყოველთვის რთულია 114 00:04:50,000 --> 00:04:52,000 ძირფესვიანი ცვლილების განხორციელება 115 00:04:52,000 --> 00:04:54,000 განათლებაში. 116 00:04:54,000 --> 00:04:56,000 ინოვაცი ყოველთვის რთულია, 117 00:04:56,000 --> 00:04:58,000 რადგან იმის გაკეთებას გულისხმობს, 118 00:04:58,000 --> 00:05:00,000 რაც უმრავლესობისათვის არაა ადვილი. 119 00:05:00,000 --> 00:05:03,000 ეს ნიშნავს ეჭვქვეშ დააყენო ის, რასაც არასოდეს მტკიცება არ სჭირდებოდა - 120 00:05:03,000 --> 00:05:06,000 რაც, ერთი შეხედვით ცხადზე უცხადესია. 121 00:05:06,000 --> 00:05:08,000 უდიდესი სირთულე რეფორმის 122 00:05:08,000 --> 00:05:10,000 ან გარდაქმნისათვის 123 00:05:10,000 --> 00:05:12,000 არის საღი აზრის დიქტატი, 124 00:05:12,000 --> 00:05:14,000 როცა ადამიანებს მიაჩნიათ, რომ 125 00:05:14,000 --> 00:05:16,000 “ეს შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, რადგან ყოველთვის ასე იყო.” 126 00:05:16,000 --> 00:05:19,000 ცოტა ხნის წინ აბრაჰამ ლინკოლნის შესანიშნავ ფრაზას წავაწყდი 127 00:05:19,000 --> 00:05:22,000 და ვიფიქრე გესიამოვნებოდათ ახლა მისი მოსმენა. 128 00:05:22,000 --> 00:05:24,000 (სიცილი) 129 00:05:24,000 --> 00:05:27,000 ეს ფრაზა მან 1862 წლის დეკემბერში 130 00:05:27,000 --> 00:05:30,000 კონგრესის მეორე წლიურ სხდომაზე წარმოსთქვა. 131 00:05:31,000 --> 00:05:34,000 უნდა გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდებოდა მაშინ. 132 00:05:36,000 --> 00:05:38,000 ბრიტანეთში არ ისწავლება ამერიკის ასტორია. 133 00:05:38,000 --> 00:05:40,000 (სიცილი) 134 00:05:40,000 --> 00:05:43,000 მიჩქმალული გვაქვს. ეს ჩვენი პოლიტიკაა. 135 00:05:43,000 --> 00:05:45,000 (სიცილი) 136 00:05:46,000 --> 00:05:48,000 ასე, რომ ეჭვგარეშეა, 1862 წლის დეკემბერში რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა, 137 00:05:48,000 --> 00:05:50,000 რის შესახებაც ჩვენი აუდიტორიის ამერიკული ნაწილისათვის, 138 00:05:50,000 --> 00:05:52,000 ალბათ, ცნობილია. 139 00:05:53,000 --> 00:05:55,000 აი, რა თქვა ლინკოლმა: 140 00:05:55,000 --> 00:05:57,000 "დოგმები 141 00:05:57,000 --> 00:05:59,000 მშვიდი წარსულისა 142 00:05:59,000 --> 00:06:02,000 აღარ გამოდგება ქარცეცხლიან აწმყოში. 143 00:06:02,000 --> 00:06:04,000 ჩვენი მაღალი მისია 144 00:06:04,000 --> 00:06:06,000 დიდ სირთულეებს შეიცავს, 145 00:06:06,000 --> 00:06:09,000 და ჩვენ ამ მისიასთან ერთად უნდა ავმაღლდეთ." 146 00:06:09,000 --> 00:06:11,000 ძალიან მომწონს: 147 00:06:11,000 --> 00:06:14,000 კი არ შევწვდეთ სიმაღლეს, არამედ მასთან ერთად ავმაღლდეთ. 148 00:06:15,000 --> 00:06:17,000 “ვემსახურებით რა სრულიად ახალ, უპრეცენდენტო საქმეს, 149 00:06:17,000 --> 00:06:20,000 საჭიროა ვიაზროვნოთ ახლებურად 150 00:06:20,000 --> 00:06:23,000 და ვიმოქმედოთ ახლებურად. 151 00:06:23,000 --> 00:06:26,000 თავიდან მოვიშოროთ ძველი დოგმები 152 00:06:26,000 --> 00:06:29,000 და შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას.” 153 00:06:29,000 --> 00:06:31,000 მომწონს ეს “ძველი დოგმების თავიდან მოშორება”. 154 00:06:31,000 --> 00:06:33,000 იცით, ხომ რასაც ნიშნავს? 155 00:06:33,000 --> 00:06:36,000 …რომ თავს მოხვეული გვაქვს შეხედულებები, 156 00:06:36,000 --> 00:06:38,000 რომლებსაც ვაღიარებთ მტკიცებულების გარეშე, 157 00:06:38,000 --> 00:06:40,000 აღვიქვამთ, როგორც მოვლენათა თუ საგანთა ბუნებრივ მდგომარეობას, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს. 158 00:06:40,000 --> 00:06:42,000 მათ შორის ბევრი 159 00:06:42,000 --> 00:06:45,000 არ ჩამოყალიბებულა ჩვენი საუკუნის მოთხოვნების პასუხად, 160 00:06:45,000 --> 00:06:48,000 თუმცა შესანიშნავად პასუხობს გასული საუკუნის მოთხოვნებს. 161 00:06:48,000 --> 00:06:50,000 მაგრამ მათ ჯერ კიდევ უპყრიათ ჩვენი გონება. 162 00:06:50,000 --> 00:06:53,000 ამიტომ საჭიროა თავის გავითავისუფლოთ ასეთი აზრებისა თუ დოგმებისაგან. 163 00:06:53,000 --> 00:06:56,000 რა თქმა უნდა, ეს სათქმელად ბევრად იოლია. 164 00:06:56,000 --> 00:06:59,000 სხვათა შორის, საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ, კონკრეტულად, რას არ სჭირდება მტკიცება. 165 00:06:59,000 --> 00:07:02,000 რატომ? იმიტომ, რომ მათ დამტკიცება არ სჭირდება. 166 00:07:02,000 --> 00:07:05,000 მოდით, ისეთ რამეს გკითხავთ, რაც შეიძლება მიგაჩნდეთ ჩვეულებრივ ამბად, რომლის დამტკიცებასაც არ საჭიროებთ. 167 00:07:05,000 --> 00:07:08,000 რამდენმა თქვენგანმა გადააბიჯა 25 წელს? 168 00:07:08,000 --> 00:07:10,000 არა, ეს არაა იმ კატეგორიიდან, რასაც ჩვეულებრივად აღიქვამთ. 169 00:07:10,000 --> 00:07:12,000 რა თქმა უნდა, ეს იცით. 170 00:07:12,000 --> 00:07:15,000 და რამდენი ხართ 25 წლის ქვემოთ? 171 00:07:15,000 --> 00:07:18,000 ძალიან კარგი. ახლა, თუ შეიძლება 172 00:07:18,000 --> 00:07:21,000 ხელი ასწიეთ 25 წელს გადაცილებულებმა, ვისაც მაჯის საათი გიკეთიათ. 173 00:07:21,000 --> 00:07:24,000 უჰ, ბევრნი ვართ, არა? 174 00:07:24,000 --> 00:07:27,000 აბა, იგივე სთხოვეთ მოზარდებით სავსე აუდიტორიას. 175 00:07:27,000 --> 00:07:29,000 მოზარდები არ ატარებენ მაჯის საათებს. 176 00:07:29,000 --> 00:07:31,000 არა იმიტომ, რომ ვერ ატარებენ ან აკრძალული აქვთ, 177 00:07:31,000 --> 00:07:33,000 უბრალოდ, არ უნდათ. 178 00:07:33,000 --> 00:07:35,000 მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ, 25 წელს გადაბიჯებულნი, 179 00:07:35,000 --> 00:07:38,000 გავიზარდეთ ციფრული კულტურის წინა ეპოქაში 180 00:07:38,000 --> 00:07:40,000 და დროის გასაგებად 181 00:07:40,000 --> 00:07:42,000 ვატარებთ ნივთს, რომელიც გვიჩვენებს მას. 182 00:07:42,000 --> 00:07:45,000 ბავშვები კი, ახლა ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ 183 00:07:45,000 --> 00:07:47,000 და მათთვის დრო ყველგანაა. 184 00:07:47,000 --> 00:07:49,000 არ ესმით, რა საჭიროა ამისათვის მაჯის საათი. 185 00:07:49,000 --> 00:07:51,000 ისევე როგორც, სხვათა შორის, არც თქვენთვისაა საჭირო; 186 00:07:51,000 --> 00:07:54,000 უბრალოდ, თქვენ ყოველთვის ატარებდით საათს და იგივეს აკეთებთ ეხლაც. 187 00:07:54,000 --> 00:07:57,000 ჩემი ქალიშვილი - 20 წლის ქეითი - არასოდეს ატარებს მაჯის საათს. 188 00:07:57,000 --> 00:07:59,000 ვერ ხვდება, რა საჭიროა. 189 00:07:59,000 --> 00:08:02,000 ქეითი: “ეს მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონე ხელსაწყოა”. 190 00:08:02,000 --> 00:08:07,000 (სიცილი) 191 00:08:07,000 --> 00:08:10,000 “რა გოიმობაა?” 192 00:08:10,000 --> 00:08:12,000 მე ვეუბნები: “არა, არა, ნახე, თარიღსაც აჩვენებს.” 193 00:08:12,000 --> 00:08:16,000 (სიცილი) 194 00:08:17,000 --> 00:08:20,000 “მრავალფუნქციურია”. 195 00:08:20,000 --> 00:08:23,000 ხვდებით ალბათ, რომ განათლების სფეროშიც არსებობს ასეთივე “თავს მოხვეული” შეხედულებები. 196 00:08:23,000 --> 00:08:25,000 ორიოდე მაგალითს მოვიყვან. 197 00:08:25,000 --> 00:08:28,000 პირველია სწორხაზოვნების იდეა: 198 00:08:28,000 --> 00:08:31,000 აი, ეს აქ იწყება, მიჰყვები ამ ხაზს 199 00:08:31,000 --> 00:08:33,000 და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, გახვალ ბოლოში 200 00:08:33,000 --> 00:08:35,000 ისე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გეყოფა. 201 00:08:37,000 --> 00:08:39,000 მაგრამ ამ კონფერენციაზე ყველა გამომსვლელი ფარულად, 202 00:08:39,000 --> 00:08:42,000 ზოგჯერ ღიადაც, სულ სხვა რამეს ამბობს. 203 00:08:42,000 --> 00:08:45,000 ...რომ ცხოვრება არაა სწორხაზოვანი, იგი ორგანულია. 204 00:08:45,000 --> 00:08:47,000 ჩვენ ვქმნით საკუთარ სიცოცხელს სიმბიოზურად, 205 00:08:47,000 --> 00:08:49,000 ვავითარებთ რა საკუთარ ნიჭსა და ტალანტებს 206 00:08:49,000 --> 00:08:52,000 იმ გარემოებებთან მიმართებაში, რომლების შექმნაშიც თავად ნიჭი გვეხმარება. 207 00:08:52,000 --> 00:08:54,000 მაგრამ იცით რა? ჩვენ ავიკვიატეთ 208 00:08:54,000 --> 00:08:56,000 ეს სწორხაზოვნება. 209 00:08:56,000 --> 00:08:58,000 და განათლების უმთავრეს მიღწევად 210 00:08:58,000 --> 00:09:00,000 მიგვაჩნია კოლეჯში მოხვედრა. 211 00:09:00,000 --> 00:09:03,000 მგონი ჩვენი ახირებაა კოლეჯში ჩაბარება, 212 00:09:03,000 --> 00:09:05,000 გარკევულ კოლეჯში. 213 00:09:05,000 --> 00:09:07,000 არ ვამბობ, არ წახვიდეთ მეთქი კოლეჯში, მაგრამ ყველასთვის არაა საჭირო 214 00:09:07,000 --> 00:09:09,000 და არაა საჭირო ყველა ამ წუთას წავიდეს. 215 00:09:09,000 --> 00:09:11,000 მოგვიანებითაც შეიძლება კოლეჯში ჩაბარება. 216 00:09:11,000 --> 00:09:13,000 ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოში ვიყავი, 217 00:09:13,000 --> 00:09:15,000 წიგნებზე ხელი უნდა მომეწერა. 218 00:09:15,000 --> 00:09:17,000 ერთი, ოცდაათიოდე წლის კაცი იყო, წიგნი იყიდა. 219 00:09:17,000 --> 00:09:19,000 ვკითხე, სად მუშაობ მეთქი? 220 00:09:19,000 --> 00:09:22,000 მიპასუხა, მეხანძრე ვარო. 221 00:09:22,000 --> 00:09:24,000 რამდენი ხანია, რაც მეხანძრე ხარ, მეთქი? 222 00:09:24,000 --> 00:09:26,000 მიპასუხა, ყოველთვის მეხანძრე ვიყავიო. 223 00:09:26,000 --> 00:09:28,000 - როდის გადაწყვიტე, მეთქი? 224 00:09:28,000 --> 00:09:31,000 პატარა, რომ ვიყავიო. შემდეგ დასძინა: “ისე, ეს ყოველთვის პრობლემებს მიქმნიდა სკოლაში, 225 00:09:31,000 --> 00:09:34,000 "რადგან სკოლაში ყველას მეხანძრეობა უნდოდა." 226 00:09:34,000 --> 00:09:37,000 "მაგრამ მე მართლა მინდოდა მეხანძრეობა." 227 00:09:37,000 --> 00:09:40,000 "მაღალ კლასებში მასწავლებლები" 228 00:09:40,000 --> 00:09:43,000 "ამას სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ." 229 00:09:43,000 --> 00:09:45,000 "ერთი განსაკუთრებით." 230 00:09:45,000 --> 00:09:47,000 "მან მითხრა, რომ სიცოცხლის ფუჭად გატარების ტოლფასი იქნება, 231 00:09:47,000 --> 00:09:49,000 "თუ ამას აირჩევო." 232 00:09:49,000 --> 00:09:52,000 "კოლეჯში უნდა წახვიდე და პროფესიონალი გახდეო." 233 00:09:52,000 --> 00:09:54,000 "ისიც მითხრა, დიდი პოტენციალი გაქვსო და მთელ ნიჭს ამაში ყრიო'" 234 00:09:54,000 --> 00:09:56,000 "და მთელ შენს მონაცემებს ამაში ამაოდ ხარჯავო." 235 00:09:56,000 --> 00:09:58,000 შემდეგ ახალგაზრდა კაცმა დასძინა, რომ ეს ძალიან შეურცხმყოფელი იყო, 236 00:09:58,000 --> 00:10:00,000 რადგან მთელი კლასის წინაშე მითხრა და საშინლად შემრცხვაო. 237 00:10:00,000 --> 00:10:02,000 “მაგრამ მე მხოლოდ მეხანძრეობა მინდოდა. ამიტომ როგორც კი სკოლა დავამთავრე," 238 00:10:02,000 --> 00:10:05,000 "მივაშურე მეხანძრეთა სამსახურს და ამიყვანეს.” 239 00:10:05,000 --> 00:10:07,000 შემდეგ გაარძელა: “იცით რა? წეღან ის მასწავლებელი გამახსენდა, 240 00:10:07,000 --> 00:10:10,000 რამოდენიმე წუთის წინ, როცა თქვენ მასწავლებელი ახენეთ." 241 00:10:10,000 --> 00:10:12,000 "იმიტომ, რომ ექვსი თვის წინ 242 00:10:12,000 --> 00:10:14,000 სიკვდილს გადავარჩინე." 243 00:10:14,000 --> 00:10:16,000 (სიცილი) 244 00:10:16,000 --> 00:10:18,000 "საგზაო შემთხვევა იყო," 245 00:10:18,000 --> 00:10:21,000 "გამოვიყვანე და რესპირატორი მივეცი," 246 00:10:21,000 --> 00:10:24,000 "მისი ცოლიც გადავარჩინე." 247 00:10:24,000 --> 00:10:26,000 "იმედია, ეხლა ჩემზე უკეთესი აზრისაა.” 248 00:10:26,000 --> 00:10:28,000 (სიცილი) 249 00:10:28,000 --> 00:10:33,000 (ტაში) 250 00:10:34,000 --> 00:10:36,000 ჩემის აზრით, 251 00:10:36,000 --> 00:10:38,000 ნებისმიერი საზოგადოება დამოკიდებულია 252 00:10:38,000 --> 00:10:40,000 ტალანტების მრავალფეროვნებაზე 253 00:10:40,000 --> 00:10:43,000 და არა ტალანტის შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენაზე. 254 00:10:43,000 --> 00:10:45,000 ამიტომ ჩვენი გამოწვევების გულის სიღრმეში … 255 00:10:45,000 --> 00:10:47,000 (ტაში) 256 00:10:47,000 --> 00:10:49,000 მოკლედ, სინამდივლეში მთავარია 257 00:10:49,000 --> 00:10:51,000 ადამიანში აღვადგინოთ ნიჭისა და 258 00:10:51,000 --> 00:10:53,000 ჭკუის ქონის უნარი. 259 00:10:53,000 --> 00:10:55,000 სწორხაზოვნება პრობლემაა. 260 00:10:55,000 --> 00:10:57,000 ცხრა წლის წინ 261 00:10:57,000 --> 00:10:59,000 ლოს-ანჟელესში ყოფნისას, 262 00:10:59,000 --> 00:11:02,000 თვალი მოვკარი საჯარო განცხადებას, 263 00:11:02,000 --> 00:11:04,000 ძალიან კეთილშობილურს: 264 00:11:04,000 --> 00:11:07,000 “კოლეჯი იწყება საბავშვო ბაღში.” 265 00:11:09,000 --> 00:11:11,000 არა, არ იწყება. 266 00:11:11,000 --> 00:11:14,000 (სიცილი) 267 00:11:14,000 --> 00:11:16,000 მართლა არა. 268 00:11:16,000 --> 00:11:19,000 დრო რომ მქონდეს, ამაზე ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ არ მაქვს. 269 00:11:19,000 --> 00:11:21,000 (სიცილი) 270 00:11:21,000 --> 00:11:23,000 საბავშვო ბაღი იწყება საბავშვო ბაღში. 271 00:11:23,000 --> 00:11:25,000 (სიცილი) 272 00:11:25,000 --> 00:11:27,000 ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა: 273 00:11:27,000 --> 00:11:30,000 “იცი, სამი წლის ბავშვი არაა ექვსი წლის ბავშვის ნახევარი?!" 274 00:11:30,000 --> 00:11:32,000 (სიცილი) 275 00:11:32,000 --> 00:11:37,000 (ტაში) 276 00:11:37,000 --> 00:11:39,000 "ის სამი წლისაა." 277 00:11:39,000 --> 00:11:41,000 მაგრამ როგორც წინა გამოსვლაში მოვისმინეთ, 278 00:11:41,000 --> 00:11:44,000 ამჟამად დიდი კონკურენციაა საბავშვო ბაღში მოსახვედრად; 279 00:11:44,000 --> 00:11:46,000 "სათანადო" საბავშვო ბაღზეა საუბარი,♪ 280 00:11:46,000 --> 00:11:49,000 სადაც სამი წლის ბავშვები გასაუბრებას გადიან. 281 00:11:51,000 --> 00:11:53,000 წარმოიდგინეთ, ბავშვები სხედან კომიის წევრების წინ, 282 00:11:53,000 --> 00:11:55,000 ერთ-ერთი უემოციოდ ათვალიერებს ბავშვის ანკეტას, 283 00:11:55,000 --> 00:11:58,000 (სიცილი) 284 00:11:58,000 --> 00:12:00,000 და ამბობს: “რა, სულ ესაა?” (სიცილი) (ტაში) 285 00:12:00,000 --> 00:12:02,000 (სიცილი) 286 00:12:02,000 --> 00:12:05,000 (ტაში) 287 00:12:05,000 --> 00:12:08,000 "მთელი 36 თვე გქონდა და სულ ესაა?" 288 00:12:08,000 --> 00:12:15,000 (სიცილი) 289 00:12:15,000 --> 00:12:18,000 “ჯერ ვერაფერს მიაღწიე? სირცხვილი შენი!" 290 00:12:18,000 --> 00:12:21,000 "როგორც ვხედავ, პირველი ექვსი თვე ძუძუს წოვაში გაატარე.” 291 00:12:21,000 --> 00:12:24,000 (სიცილი) 292 00:12:26,000 --> 00:12:29,000 როგორც იდეა აღმაშფოთებელია, მაგრამ ხალხს იზიდავს. 293 00:12:29,000 --> 00:12:31,000 მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შესაბამისობა. 294 00:12:31,000 --> 00:12:33,000 ჩვენი განათლების სისტემები 295 00:12:33,000 --> 00:12:35,000 სწრაფი კვების მოდელზე დავაფუძნეთ. 296 00:12:35,000 --> 00:12:38,000 ამაზე რამოდენიმე დღის წინ ჯეიმი ოლივერმა ისაუბრა. 297 00:12:38,000 --> 00:12:40,000 კვების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის ორი მოდელი არსებობს. 298 00:12:40,000 --> 00:12:42,000 ერთია სწრაფი კვება, 299 00:12:42,000 --> 00:12:44,000 როცა ყველაფერი სტანდარტიზებულია. 300 00:12:44,000 --> 00:12:46,000 მეორე, კი, მაგალითად, რესტორნები “ზაგატი” და “მიშელინი”, 301 00:12:46,000 --> 00:12:48,000 სადაც არაა ყველაფერი სტანდარტიზებული; 302 00:12:48,000 --> 00:12:50,000 არამედ ადაპტირდება გარემო პირობებთან. 303 00:12:50,000 --> 00:12:53,000 ჩვენ კი მივეყიდეთ განათლების სწრაფი კვების მსგავს მოდელს, 304 00:12:53,000 --> 00:12:56,000 რომელიც ისევე აღარიბებს ჩვენს სულსა და ენერგიას, 305 00:12:56,000 --> 00:12:59,000 როგორც სწრაფი საკვება ფიტავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს. 306 00:12:59,000 --> 00:13:04,000 (ტაში) 307 00:13:05,000 --> 00:13:07,000 ვფიქრობ, აქ ორიოდ რამე უნდა ვაღიაროთ. 308 00:13:07,000 --> 00:13:10,000 ერთი ის, რომ ნიჭი მეტისმეტად მრავალგვარია. 309 00:13:10,000 --> 00:13:12,000 ადამიანებს ძალიან განსხვავებული მისწრაფებები აქვთ. 310 00:13:12,000 --> 00:13:14,000 ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ 311 00:13:14,000 --> 00:13:16,000 პატარაობისას გიტარა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შემოგვაჩეჩეს ხელში 312 00:13:16,000 --> 00:13:19,000 ერიკ კლაპტონს და მე. 313 00:13:20,000 --> 00:13:23,000 და ხომ იცით რაც მოხდა? ერიკს გამოადგა, მე კი.... 314 00:13:23,000 --> 00:13:25,000 (სიცილი) 315 00:13:25,000 --> 00:13:27,000 რაღაცნაირად, ვერ. 316 00:13:27,000 --> 00:13:30,000 ვერაფრით ვერ ავამუშავე ეს გიტარა, 317 00:13:30,000 --> 00:13:32,000 რას არ ვაკეთებდი, ხან ასე ჩავბერე, ხან ისე... 318 00:13:32,000 --> 00:13:34,000 მაგრამ - არაფერი. 319 00:13:37,000 --> 00:13:39,000 თუმცა, მარტო ესეც არაა. 320 00:13:39,000 --> 00:13:41,000 ენთუზიაზმიც საჭიროა. 321 00:13:41,000 --> 00:13:43,000 ხშირად ადამიანს კარგად გამოსდის ისეთი რამეც, რაც დიდად გულზე არ ეხატება. 322 00:13:43,000 --> 00:13:45,000 ეს ენთუზიაზმია, 323 00:13:45,000 --> 00:13:48,000 რაც ჩვენს სულს აღვიძებს და ენერგიას წარმოშობს. 324 00:13:48,000 --> 00:13:51,000 ხოლო თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, რომელიც კარგად გამოგდის, 325 00:13:51,000 --> 00:13:54,000 დრო სრულიად სხვაგვარად მიედინება. 326 00:13:54,000 --> 00:13:57,000 ჩემმა ცოლმა სულ ახლახანს დაასრულა რომანის წერა 327 00:13:57,000 --> 00:13:59,000 მგონი, ძალიან კარგი რომანია. 328 00:13:59,000 --> 00:14:02,000 მაგრამ საათობით იკარგებოდა ხოლმე. 329 00:14:02,000 --> 00:14:04,000 ხომ იცით როგორცაა - თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, 330 00:14:04,000 --> 00:14:07,000 ერთი საათი ხუთ წუთში იწურება. 331 00:14:07,000 --> 00:14:09,000 ხოლო თუ ისეთი საქმით ხარ დაკავებული რაც შენს სულში გამოძახილს ვერ პოულობს, 332 00:14:09,000 --> 00:14:11,000 მაშინ 5 წუთი ერთი საათია. 333 00:14:11,000 --> 00:14:14,000 სწორედ იმიტომ ანებებენ თავს განათლებას, 334 00:14:14,000 --> 00:14:16,000 რომ სულიერ საკვებს ვერ იღებენ. 335 00:14:16,000 --> 00:14:19,000 განათლება ვერ აწვდის ადამიენბს სულიერ საკვებს, ვერც საკვებს ენერგიისა და ენთუზიაზმისთავის. 336 00:14:19,000 --> 00:14:22,000 ასე რომ, მგონი, საჭიროა მეტაფორები შევცვალოთ. 337 00:14:22,000 --> 00:14:25,000 უნდა გადავუხვიოთ განათლების ჩვეული, ინდუსტრიული, მოდელიდან, 338 00:14:25,000 --> 00:14:27,000 სამრეწველო მოდელიდან, 339 00:14:27,000 --> 00:14:29,000 რომელიც სწორხაზოვნებას, 340 00:14:29,000 --> 00:14:32,000 შესაბამისობას და ადამიანთა დახარისხებას ეფუძნება. 341 00:14:32,000 --> 00:14:34,000 და უნდა გადავიდეთ მოდელზე, 342 00:14:34,000 --> 00:14:37,000 რომელიც უფრო მიწათმოქმედების პრინციპებზეა დაფუძნებული. 343 00:14:37,000 --> 00:14:40,000 უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის აყვავება-განვითარება 344 00:14:40,000 --> 00:14:42,000 არაა მექანიკური პროცესი, 345 00:14:42,000 --> 00:14:44,000 ეს ორგანული პროცესია. 346 00:14:44,000 --> 00:14:47,000 შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის განვითარების შედეგი; 347 00:14:47,000 --> 00:14:49,000 ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, როგორც მიწათმოქმედმა, 348 00:14:49,000 --> 00:14:51,000 შექმნა პირობები, რომელშიც 349 00:14:51,000 --> 00:14:53,000 ადამიანი აყვავდება და გაიფურჩქნება. 350 00:14:53,000 --> 00:14:56,000 ასე რომ, როცა ვსაუბრობთ განათლების რეფორმირებაზე ან ტრანსფორმირებაზე, 351 00:14:56,000 --> 00:14:59,000 ეს არ ნიშნავს სისტემის კლონირებას. 352 00:14:59,000 --> 00:15:01,000 არსებობს ძალიან კარგი სისტემები, როგორიცაა "კიპპს". 353 00:15:01,000 --> 00:15:03,000 ბევრი სხვა კარგი მოდელია. 354 00:15:03,000 --> 00:15:06,000 მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მათ ადაპტირებაზე არსებულ რეალობასთან 355 00:15:06,000 --> 00:15:08,000 და განათლების ინდივიდუალიზაციაზე 356 00:15:08,000 --> 00:15:10,000 მათთვის, ვისაც ასწავლი. 357 00:15:10,000 --> 00:15:12,000 ვფიქრობ, ესაა 358 00:15:12,000 --> 00:15:14,000 პასუხი მომავლის ამოცანებზე, 359 00:15:14,000 --> 00:15:17,000 რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ გადაწყვეტილების მასშტაბების დადგენაზე; 360 00:15:17,000 --> 00:15:19,000 ვსაუბრობთ განათლების სისტემაში ისეთი მიმართულების შექმნაზე, 361 00:15:19,000 --> 00:15:22,000 როცა ყველა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს. 362 00:15:22,000 --> 00:15:25,000 და ამავე დროს იღებს გარე დახმარებას ინდივიდუალური პროგრამის პრინციპზე დაყრდნობით. 363 00:15:25,000 --> 00:15:27,000 ამ დარბაზში 364 00:15:27,000 --> 00:15:29,000 არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ 365 00:15:29,000 --> 00:15:31,000 მშვენიერ რესურსებს ბიზნესის, 366 00:15:31,000 --> 00:15:33,000 მედიისა თუ ინტერნეტისათვის. 367 00:15:33,000 --> 00:15:35,000 ეს ტექნოლოგიები, 368 00:15:35,000 --> 00:15:38,000 თუ მათ მასწავლებლების გამორჩეულ ნიჭთან გავაერთიანებთ, 369 00:15:38,000 --> 00:15:41,000 შექმნიან პირობებს განათლების სფეროში რევოლუციის მოსაწყობად. 370 00:15:41,000 --> 00:15:43,000 და მე მოგიწოდებთ მიიღოთ ამაში მონაწილეობა, 371 00:15:43,000 --> 00:15:45,000 ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, 372 00:15:45,000 --> 00:15:47,000 არამედ ჩვენი შვილების მომავლისათვის. 373 00:15:47,000 --> 00:15:49,000 ამისათვის ჩვენ უნდა შევცვალოთ ინდუსტრიული მოდელი 374 00:15:49,000 --> 00:15:51,000 მიწათმოქმედების მოდელით, 375 00:15:51,000 --> 00:15:54,000 რომლის პირობებშიც ყოველი სკოლა შესძლებს განვითარებას. 376 00:15:54,000 --> 00:15:56,000 სკოლაში შეძლებენ ბავშვები შეიგრძნონ სიცოცხლე, 377 00:15:56,000 --> 00:15:58,000 ან სახლებში, თუ ასე ჩათვლიან საჭიროდ. 378 00:15:58,000 --> 00:16:00,000 ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. 379 00:16:00,000 --> 00:16:02,000 ამ დღეებში არაერთი ისტორია მოვისმინეთ 380 00:16:02,000 --> 00:16:05,000 ოცნების შესახებ. 381 00:16:05,000 --> 00:16:07,000 მეც მინდოდა ძალიან სწრაფად... 382 00:16:07,000 --> 00:16:10,000 გუშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატალი მერჩანტის სიმღერებმა, 383 00:16:10,000 --> 00:16:12,000 ძველი ლექების მისეულმა ინტერპრეტაციამ. 384 00:16:12,000 --> 00:16:14,000 მინდა წაგიკითხოთ ძალიან მოკლე ნაწყვეტი 385 00:16:14,000 --> 00:16:17,000 უილიამ ბათლერ იეიტსის პოეზიიდან - შეიძლება გსმენიათ მის შესახებ. 386 00:16:17,000 --> 00:16:19,000 იეიტსი სატრფოს მიმართავს, 387 00:16:19,000 --> 00:16:21,000 სახელად მოდ გონს. 388 00:16:21,000 --> 00:16:24,000 პოეტი სასოწარკვეთილია იმის გამო, რომ 389 00:16:24,000 --> 00:16:27,000 ვერ აძლევს სატრფოს იმას, რასაც მისი საზრით ელის გულისსწორი. 390 00:16:27,000 --> 00:16:30,000 და ამბობს: "მე მაქვს რაღაც სხვა, მაგრამ ეს შეიძლება შენ არ გინდოდეს." 391 00:16:30,000 --> 00:16:32,000 აი, რას ამბობს: 392 00:16:32,000 --> 00:16:35,000 "რომ მქონდეს ზეციური საფარი, 393 00:16:35,000 --> 00:16:37,000 მოქსოვილი მზის ოქროს სხივებითა 394 00:16:37,000 --> 00:16:39,000 და მთვარის ვერცხლისფერი შუქით, 395 00:16:39,000 --> 00:16:41,000 მოქარგული დაისის ჩრდილით, 396 00:16:41,000 --> 00:16:43,000 ღამის ბინდითა და 397 00:16:43,000 --> 00:16:46,000 აისის ნათელით, 398 00:16:46,000 --> 00:16:49,000 ამ საფარს ფეხქვეშ დაგიგებდი; 399 00:16:49,000 --> 00:16:52,000 მაგრამ უპოვარი ვარ, 400 00:16:52,000 --> 00:16:55,000 ოცნების მეტი არაფერი მაბადია; 401 00:16:55,000 --> 00:16:58,000 ამიტომ ოცნება დაგიგე ფეხქვეშ. 402 00:16:58,000 --> 00:17:00,000 გევედრები, ფრთხილად იარე, 403 00:17:00,000 --> 00:17:03,000 შენ ხომ ჩემს ოცნებაზე დააბიჯებ." 404 00:17:03,000 --> 00:17:06,000 ყოველდღე და ყოველ წუთას 405 00:17:06,000 --> 00:17:09,000 ჩვენი შვილები საკუთარ ოცნებებს გვიგებენ ფეხქვეშ. 406 00:17:09,000 --> 00:17:12,000 გევედრებით, ფრთხილად ვიაროთ. 407 00:17:12,000 --> 00:17:14,000 მადლობა. 408 00:17:14,000 --> 00:17:31,000 (ტაში) 409 00:17:31,000 --> 00:17:33,000 დიდი მადლობა.