0:00:01.000,0:00:03.000 ოთხი წლის წინ ვიყავი აქ 0:00:03.000,0:00:05.000 და მახსოვს, მაშინ 0:00:05.000,0:00:08.000 გამოსვლები არ იდებოდა ინტერნეტში. 0:00:08.000,0:00:12.000 მგონი, მონაწილეებს ყუთებს გადასცემდნენ. 0:00:12.000,0:00:14.000 ეს იყო ყუთები დი-ვი-დი დისკებით, 0:00:14.000,0:00:17.000 რომლებსაც თაროებზე აწყობდნენ... დღემდე იქ აწყვია. 0:00:17.000,0:00:19.000 (სიცილი) 0:00:19.000,0:00:21.000 ქრისმა დამირეკა 0:00:21.000,0:00:23.000 ჩემი გამოსვლიდან ერთ კვირაში 0:00:23.000,0:00:25.000 და მითხრა, გამოსვლების ინტერნეტში დადებას ვაპირებთო. 0:00:25.000,0:00:28.000 "შეიძლება თქვენიც დავდოთ?” რა თქმა უნდა, დავთანხმდი. 0:00:28.000,0:00:30.000 და ოთხი წლის შემდეგ... 0:00:30.000,0:00:32.000 როგორც გითხარით, გამოსვლა ნახა ოთხმა….. 0:00:32.000,0:00:35.000 მოკლედ, ოთხ მილიონჯერ ჩამოტვირთეს. 0:00:35.000,0:00:38.000 თუ, ვთქვათ, 20-ზე გავამრავლებთ, 0:00:38.000,0:00:40.000 მივიღებთ ადამიანთა იმ რაოდენობას, რამდენმაც ნახა გამოსვლა. 0:00:40.000,0:00:44.000 ქრისი ამბობს, რომ ერთგვარი წყურვილი შეინიშნება 0:00:44.000,0:00:46.000 ჩემს გამოსვლებზე. 0:00:46.000,0:00:49.000 (სიცილი) 0:00:49.000,0:00:52.000 (ტაში) 0:00:54.000,0:00:55.000 … რა, ვერ გრძნობთ? 0:00:55.000,0:00:58.000 (სიცილი) 0:01:00.000,0:01:03.000 მოკლედ, მთელი ეს ამბავი იმისთვის მოაწყვეს, 0:01:03.000,0:01:07.000 რომ კიდევ ერთი გამოსვლა მომემზადებინა, და აი, ისიც: 0:01:07.000,0:01:08.000 (სიცილი) 0:01:10.000,0:01:12.000 ოთხი წლის წინ ელ გორი გამოვიდა 0:01:12.000,0:01:15.000 ტედის კონფერენციაზე. მეც ვიღებდი მონაწილეობას. 0:01:15.000,0:01:17.000 მან ეკოლოგიური კრიზისის შესახებ ისაუბრა. 0:01:17.000,0:01:19.000 მეც შევეხე ამ საკითხს 0:01:19.000,0:01:21.000 მაშინდელი გამოსვლის ბოლოს. 0:01:21.000,0:01:23.000 ამიტომ მინდა ისევ იქიდან გავაგძელო, 0:01:23.000,0:01:26.000 იმიტომ, რომ მაშინ მხოლოდ 18 წუთი მომცეს სასაუბროდ... მართლა. 0:01:26.000,0:01:28.000 ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ… 0:01:28.000,0:01:33.000 (სიცილი) 0:01:36.000,0:01:38.000 ელ გორი მართალია. 0:01:38.000,0:01:41.000 ვგულუსხმობ, რომ მართლაც სახეზეა უდიდესი ეკოლოგიური კრიზისი. 0:01:41.000,0:01:44.000 და ვისაც არ სჯერა, ის უფრო ღრმა კრიზისს იმსახურებს. 0:01:44.000,0:01:47.000 (სიცილი) 0:01:47.000,0:01:50.000 მაგრამ, ჩემის აზრით, ადგილი აქვს მეორე ეკოლოგიურ კრიზისს, 0:01:51.000,0:01:53.000 რომელიც ასეთივე მძლავრია, 0:01:53.000,0:01:56.000 იგივე წარმომავლობისაა 0:01:56.000,0:01:59.000 და არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს. 0:01:59.000,0:02:01.000 მე ვგულისხმობ… 0:02:01.000,0:02:03.000 ისე, შეიძლება გაიფიქროთ: "თავი დამანებეთ, 0:02:03.000,0:02:05.000 ერთი ეკოლოგიური კრიზისი ხომ არის, 0:02:05.000,0:02:08.000 ჰოდა, სულაც არ მჭირდება მეორე." 0:02:08.000,0:02:10.000 მაგრამ ესაა არა ბუნებრივი რესურსების კრიზისი, 0:02:10.000,0:02:13.000 თუმცა იგი ნამდვილად სახეზეა, 0:02:13.000,0:02:15.000 არამედ ადამიანური რესურსების კრიზისი. 0:02:15.000,0:02:17.000 ჩემი აზრით, ჩვეულებრივ, 0:02:17.000,0:02:19.000 და ეს უკვე ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა, 0:02:19.000,0:02:22.000 ჩვენ არსაკმარისად ვიყენებთ 0:02:22.000,0:02:25.000 საკუთარ ნიჭს. 0:02:25.000,0:02:27.000 უამრავი ადამიანი ისე გადის ცხოვრების გზას, 0:02:27.000,0:02:30.000 რომ ვერც კი ხვდება რა სახის ნიჭის მატარებელია 0:02:30.000,0:02:32.000 ან თუ გააჩნია საერთოდ ასეთი. 0:02:32.000,0:02:34.000 ბევრი ადამიანი ფიქრობს, 0:02:34.000,0:02:37.000 რომ დიდად ვერაფერში გამოდგება. 0:02:38.000,0:02:41.000 სინამდვილეში, მე ადამიანებს, ასე ვთქვათ, ორ კატეგორიად ვყოფ. 0:02:41.000,0:02:44.000 ჯერემი ბენთამმა, უტილიტარიზმის უდიდესმა ფილოსოფოსმა, 0:02:44.000,0:02:46.000 ერთხელ იქილიკა ამ მიდგომაზე: 0:02:46.000,0:02:48.000 “დედამიწაზე არსებობენ ორი ტიპის ადამიანები - 0:02:48.000,0:02:50.000 ისინი, ვინც ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფენ 0:02:50.000,0:02:52.000 და ისინი, ვინც არ ყოფენ." 0:02:52.000,0:02:55.000 (სიცილი) 0:02:57.000,0:02:59.000 უნდა გითხრათ, რომ მე ვყოფ. 0:02:59.000,0:03:01.000 (სიცილი) 0:03:04.000,0:03:06.000 ბევრი ადამიანი მინახავს, 0:03:06.000,0:03:09.000 რომელიც საკუთარი საქმიანობისაგან არ იღებს სიამოვნებას. 0:03:09.000,0:03:11.000 ისინი, უბრაოდ შეგუებულები არიან 0:03:11.000,0:03:13.000 და ასე ცხოვრობენ. 0:03:13.000,0:03:15.000 არანაირი სიამოვნება საქმის კეთებიდან. 0:03:15.000,0:03:18.000 მათთვის სამსახური ასატანია და არა სახალისო, 0:03:18.000,0:03:21.000 და უბრალოდ, შაბათ-კვირის მოლოდინში მუშაობენ. 0:03:21.000,0:03:23.000 მაგრამ ისეთებსაც შევხვედრივარ, 0:03:23.000,0:03:25.000 ვისაც უყვარს საკუთარი საქმე 0:03:25.000,0:03:27.000 და ვერც წარმოუდგენია სხვა რამის კეთება. 0:03:27.000,0:03:30.000 რომ შესთავაზოთ სამსახურისთვის თავის დანებება, ვერც მიხვდებიან, რას აუბნებით. 0:03:30.000,0:03:33.000 საქმე არა იმაშია, თუ რას აკეთებენ, არამედ იმაში, თუ ვინ არიან თავად ეს ადამიანები. 0:03:33.000,0:03:35.000 ისინი გეტყვიან, რომ 0:03:35.000,0:03:37.000 სისულელე იქნება ამ საქმისათვის თავის დანებება, რადგან 0:03:37.000,0:03:39.000 ეს საქმე მათი სულის ნაწილია. 0:03:39.000,0:03:42.000 მაგრამ ასეთი ბევრი არაა. 0:03:42.000,0:03:44.000 უფრო სწირად, მგონი 0:03:44.000,0:03:46.000 ასეთები უმცირესობას შეადგენენ. 0:03:46.000,0:03:48.000 ვფიქრობ, ამის უამრავი 0:03:48.000,0:03:50.000 მიზეზი არსებობს. 0:03:50.000,0:03:52.000 მათ შორის პირველია 0:03:52.000,0:03:54.000 განათლება. 0:03:54.000,0:03:56.000 რადგან განათლება, გარკვეულწილად, 0:03:56.000,0:03:58.000 ადამიანებს აუცხოვებს 0:03:58.000,0:04:00.000 საკუთარი ბუნებრივი ნიჭისა და შესაძლებლობებისაგან. 0:04:00.000,0:04:03.000 ადამინური რესურსები კი, ძალიან ჰგავქს ბუენბრივ რესურსებს - 0:04:03.000,0:04:05.000 ხშირად ისინი სღრმეშია ჩაძირული. 0:04:05.000,0:04:07.000 შენ კი უნდა მოიძიო ისინი. 0:04:07.000,0:04:09.000 ნიჭი და უნარები არაა, უბრალოდ, ზედაპირზე მიმოფანტული. 0:04:09.000,0:04:12.000 მათ პირობები უნდა შეუვუქმნათ გამოსავლენად, 0:04:12.000,0:04:14.000 პირველ რიგში იფიქრებთ, რომ 0:04:14.000,0:04:16.000 ეს განათლების მეშვეობით ხდება. 0:04:16.000,0:04:18.000 მაგრამ ძალიან ხშირად ასე არაა. 0:04:18.000,0:04:20.000 ამჟამად არსებული განათლების სისტემებში 0:04:20.000,0:04:22.000 რეფორმებს ატარებენ. 0:04:22.000,0:04:24.000 მაგრამ ეს არაა საკმარისი. 0:04:24.000,0:04:26.000 რეფორმა უსარგებლოა, 0:04:26.000,0:04:29.000 იმიტომ რომ იგი ფუჭი მოდელის გაუმჯობესების მცდელობაა და მეტი არაფერი. 0:04:29.000,0:04:31.000 ჩვენ კი გვესაჭირეობა - 0:04:31.000,0:04:33.000 და ეს არაერთხელ გაისმა ამ დღეებში კონფერენციაზე - 0:04:33.000,0:04:35.000 არა ევოლუცია, 0:04:35.000,0:04:38.000 არამედ რევოლუცია განათლებაში. 0:04:38.000,0:04:40.000 არსებული მიდგომა უნდა შეიცვალოს 0:04:40.000,0:04:42.000 და სულ სხვა რამედ იქცეს. 0:04:42.000,0:04:47.000 (ტაში) 0:04:48.000,0:04:50.000 ყოველთვის რთულია 0:04:50.000,0:04:52.000 ძირფესვიანი ცვლილების განხორციელება 0:04:52.000,0:04:54.000 განათლებაში. 0:04:54.000,0:04:56.000 ინოვაცი ყოველთვის რთულია, 0:04:56.000,0:04:58.000 რადგან იმის გაკეთებას გულისხმობს, 0:04:58.000,0:05:00.000 რაც უმრავლესობისათვის არაა ადვილი. 0:05:00.000,0:05:03.000 ეს ნიშნავს ეჭვქვეშ დააყენო ის, რასაც არასოდეს მტკიცება არ სჭირდებოდა - 0:05:03.000,0:05:06.000 რაც, ერთი შეხედვით ცხადზე უცხადესია. 0:05:06.000,0:05:08.000 უდიდესი სირთულე რეფორმის 0:05:08.000,0:05:10.000 ან გარდაქმნისათვის 0:05:10.000,0:05:12.000 არის საღი აზრის დიქტატი, 0:05:12.000,0:05:14.000 როცა ადამიანებს მიაჩნიათ, რომ 0:05:14.000,0:05:16.000 “ეს შეუძლებელია სხვაგვარად იყოს, რადგან ყოველთვის ასე იყო.” 0:05:16.000,0:05:19.000 ცოტა ხნის წინ აბრაჰამ ლინკოლნის შესანიშნავ ფრაზას წავაწყდი 0:05:19.000,0:05:22.000 და ვიფიქრე გესიამოვნებოდათ ახლა მისი მოსმენა. 0:05:22.000,0:05:24.000 (სიცილი) 0:05:24.000,0:05:27.000 ეს ფრაზა მან 1862 წლის დეკემბერში 0:05:27.000,0:05:30.000 კონგრესის მეორე წლიურ სხდომაზე წარმოსთქვა. 0:05:31.000,0:05:34.000 უნდა გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ხდებოდა მაშინ. 0:05:36.000,0:05:38.000 ბრიტანეთში არ ისწავლება ამერიკის ასტორია. 0:05:38.000,0:05:40.000 (სიცილი) 0:05:40.000,0:05:43.000 მიჩქმალული გვაქვს. ეს ჩვენი პოლიტიკაა. 0:05:43.000,0:05:45.000 (სიცილი) 0:05:46.000,0:05:48.000 ასე, რომ ეჭვგარეშეა, 1862 წლის დეკემბერში რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა, 0:05:48.000,0:05:50.000 რის შესახებაც ჩვენი აუდიტორიის ამერიკული ნაწილისათვის, 0:05:50.000,0:05:52.000 ალბათ, ცნობილია. 0:05:53.000,0:05:55.000 აი, რა თქვა ლინკოლმა: 0:05:55.000,0:05:57.000 "დოგმები 0:05:57.000,0:05:59.000 მშვიდი წარსულისა 0:05:59.000,0:06:02.000 აღარ გამოდგება ქარცეცხლიან აწმყოში. 0:06:02.000,0:06:04.000 ჩვენი მაღალი მისია 0:06:04.000,0:06:06.000 დიდ სირთულეებს შეიცავს, 0:06:06.000,0:06:09.000 და ჩვენ ამ მისიასთან ერთად უნდა ავმაღლდეთ." 0:06:09.000,0:06:11.000 ძალიან მომწონს: 0:06:11.000,0:06:14.000 კი არ შევწვდეთ სიმაღლეს, არამედ მასთან ერთად ავმაღლდეთ. 0:06:15.000,0:06:17.000 “ვემსახურებით რა სრულიად ახალ, უპრეცენდენტო საქმეს, 0:06:17.000,0:06:20.000 საჭიროა ვიაზროვნოთ ახლებურად 0:06:20.000,0:06:23.000 და ვიმოქმედოთ ახლებურად. 0:06:23.000,0:06:26.000 თავიდან მოვიშოროთ ძველი დოგმები 0:06:26.000,0:06:29.000 და შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას.” 0:06:29.000,0:06:31.000 მომწონს ეს “ძველი დოგმების თავიდან მოშორება”. 0:06:31.000,0:06:33.000 იცით, ხომ რასაც ნიშნავს? 0:06:33.000,0:06:36.000 …რომ თავს მოხვეული გვაქვს შეხედულებები, 0:06:36.000,0:06:38.000 რომლებსაც ვაღიარებთ მტკიცებულების გარეშე, 0:06:38.000,0:06:40.000 აღვიქვამთ, როგორც მოვლენათა თუ საგანთა ბუნებრივ მდგომარეობას, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს. 0:06:40.000,0:06:42.000 მათ შორის ბევრი 0:06:42.000,0:06:45.000 არ ჩამოყალიბებულა ჩვენი საუკუნის მოთხოვნების პასუხად, 0:06:45.000,0:06:48.000 თუმცა შესანიშნავად პასუხობს გასული საუკუნის მოთხოვნებს. 0:06:48.000,0:06:50.000 მაგრამ მათ ჯერ კიდევ უპყრიათ ჩვენი გონება. 0:06:50.000,0:06:53.000 ამიტომ საჭიროა თავის გავითავისუფლოთ ასეთი აზრებისა თუ დოგმებისაგან. 0:06:53.000,0:06:56.000 რა თქმა უნდა, ეს სათქმელად ბევრად იოლია. 0:06:56.000,0:06:59.000 სხვათა შორის, საკმაოდ რთულია იმის დადგენა თუ, კონკრეტულად, რას არ სჭირდება მტკიცება. 0:06:59.000,0:07:02.000 რატომ? იმიტომ, რომ მათ დამტკიცება არ სჭირდება. 0:07:02.000,0:07:05.000 მოდით, ისეთ რამეს გკითხავთ, რაც შეიძლება მიგაჩნდეთ ჩვეულებრივ ამბად, რომლის დამტკიცებასაც არ საჭიროებთ. 0:07:05.000,0:07:08.000 რამდენმა თქვენგანმა გადააბიჯა 25 წელს? 0:07:08.000,0:07:10.000 არა, ეს არაა იმ კატეგორიიდან, რასაც ჩვეულებრივად აღიქვამთ. 0:07:10.000,0:07:12.000 რა თქმა უნდა, ეს იცით. 0:07:12.000,0:07:15.000 და რამდენი ხართ 25 წლის ქვემოთ? 0:07:15.000,0:07:18.000 ძალიან კარგი. ახლა, თუ შეიძლება 0:07:18.000,0:07:21.000 ხელი ასწიეთ 25 წელს გადაცილებულებმა, ვისაც მაჯის საათი გიკეთიათ. 0:07:21.000,0:07:24.000 უჰ, ბევრნი ვართ, არა? 0:07:24.000,0:07:27.000 აბა, იგივე სთხოვეთ მოზარდებით სავსე აუდიტორიას. 0:07:27.000,0:07:29.000 მოზარდები არ ატარებენ მაჯის საათებს. 0:07:29.000,0:07:31.000 არა იმიტომ, რომ ვერ ატარებენ ან აკრძალული აქვთ, 0:07:31.000,0:07:33.000 უბრალოდ, არ უნდათ. 0:07:33.000,0:07:35.000 მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ, 25 წელს გადაბიჯებულნი, 0:07:35.000,0:07:38.000 გავიზარდეთ ციფრული კულტურის წინა ეპოქაში 0:07:38.000,0:07:40.000 და დროის გასაგებად 0:07:40.000,0:07:42.000 ვატარებთ ნივთს, რომელიც გვიჩვენებს მას. 0:07:42.000,0:07:45.000 ბავშვები კი, ახლა ციფრულ სამყაროში ცხოვრობენ 0:07:45.000,0:07:47.000 და მათთვის დრო ყველგანაა. 0:07:47.000,0:07:49.000 არ ესმით, რა საჭიროა ამისათვის მაჯის საათი. 0:07:49.000,0:07:51.000 ისევე როგორც, სხვათა შორის, არც თქვენთვისაა საჭირო; 0:07:51.000,0:07:54.000 უბრალოდ, თქვენ ყოველთვის ატარებდით საათს და იგივეს აკეთებთ ეხლაც. 0:07:54.000,0:07:57.000 ჩემი ქალიშვილი - 20 წლის ქეითი - არასოდეს ატარებს მაჯის საათს. 0:07:57.000,0:07:59.000 ვერ ხვდება, რა საჭიროა. 0:07:59.000,0:08:02.000 ქეითი: “ეს მხოლოდ ერთი ფუნქციის მქონე ხელსაწყოა”. 0:08:02.000,0:08:07.000 (სიცილი) 0:08:07.000,0:08:10.000 “რა გოიმობაა?” 0:08:10.000,0:08:12.000 მე ვეუბნები: “არა, არა, ნახე, თარიღსაც აჩვენებს.” 0:08:12.000,0:08:16.000 (სიცილი) 0:08:17.000,0:08:20.000 “მრავალფუნქციურია”. 0:08:20.000,0:08:23.000 ხვდებით ალბათ, რომ განათლების სფეროშიც არსებობს ასეთივე “თავს მოხვეული” შეხედულებები. 0:08:23.000,0:08:25.000 ორიოდე მაგალითს მოვიყვან. 0:08:25.000,0:08:28.000 პირველია სწორხაზოვნების იდეა: 0:08:28.000,0:08:31.000 აი, ეს აქ იწყება, მიჰყვები ამ ხაზს 0:08:31.000,0:08:33.000 და თუ ყველაფერს სწორად გააკეთებ, გახვალ ბოლოში 0:08:33.000,0:08:35.000 ისე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება გეყოფა. 0:08:37.000,0:08:39.000 მაგრამ ამ კონფერენციაზე ყველა გამომსვლელი ფარულად, 0:08:39.000,0:08:42.000 ზოგჯერ ღიადაც, სულ სხვა რამეს ამბობს. 0:08:42.000,0:08:45.000 ...რომ ცხოვრება არაა სწორხაზოვანი, იგი ორგანულია. 0:08:45.000,0:08:47.000 ჩვენ ვქმნით საკუთარ სიცოცხელს სიმბიოზურად, 0:08:47.000,0:08:49.000 ვავითარებთ რა საკუთარ ნიჭსა და ტალანტებს 0:08:49.000,0:08:52.000 იმ გარემოებებთან მიმართებაში, რომლების შექმნაშიც თავად ნიჭი გვეხმარება. 0:08:52.000,0:08:54.000 მაგრამ იცით რა? ჩვენ ავიკვიატეთ 0:08:54.000,0:08:56.000 ეს სწორხაზოვნება. 0:08:56.000,0:08:58.000 და განათლების უმთავრეს მიღწევად 0:08:58.000,0:09:00.000 მიგვაჩნია კოლეჯში მოხვედრა. 0:09:00.000,0:09:03.000 მგონი ჩვენი ახირებაა კოლეჯში ჩაბარება, 0:09:03.000,0:09:05.000 გარკევულ კოლეჯში. 0:09:05.000,0:09:07.000 არ ვამბობ, არ წახვიდეთ მეთქი კოლეჯში, მაგრამ ყველასთვის არაა საჭირო 0:09:07.000,0:09:09.000 და არაა საჭირო ყველა ამ წუთას წავიდეს. 0:09:09.000,0:09:11.000 მოგვიანებითაც შეიძლება კოლეჯში ჩაბარება. 0:09:11.000,0:09:13.000 ცოტა ხნის წინ სან-ფრანცისკოში ვიყავი, 0:09:13.000,0:09:15.000 წიგნებზე ხელი უნდა მომეწერა. 0:09:15.000,0:09:17.000 ერთი, ოცდაათიოდე წლის კაცი იყო, წიგნი იყიდა. 0:09:17.000,0:09:19.000 ვკითხე, სად მუშაობ მეთქი? 0:09:19.000,0:09:22.000 მიპასუხა, მეხანძრე ვარო. 0:09:22.000,0:09:24.000 რამდენი ხანია, რაც მეხანძრე ხარ, მეთქი? 0:09:24.000,0:09:26.000 მიპასუხა, ყოველთვის მეხანძრე ვიყავიო. 0:09:26.000,0:09:28.000 - როდის გადაწყვიტე, მეთქი? 0:09:28.000,0:09:31.000 პატარა, რომ ვიყავიო. შემდეგ დასძინა: “ისე, ეს ყოველთვის პრობლემებს მიქმნიდა სკოლაში, 0:09:31.000,0:09:34.000 "რადგან სკოლაში ყველას მეხანძრეობა უნდოდა." 0:09:34.000,0:09:37.000 "მაგრამ მე მართლა მინდოდა მეხანძრეობა." 0:09:37.000,0:09:40.000 "მაღალ კლასებში მასწავლებლები" 0:09:40.000,0:09:43.000 "ამას სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ." 0:09:43.000,0:09:45.000 "ერთი განსაკუთრებით." 0:09:45.000,0:09:47.000 "მან მითხრა, რომ სიცოცხლის ფუჭად გატარების ტოლფასი იქნება, 0:09:47.000,0:09:49.000 "თუ ამას აირჩევო." 0:09:49.000,0:09:52.000 "კოლეჯში უნდა წახვიდე და პროფესიონალი გახდეო." 0:09:52.000,0:09:54.000 "ისიც მითხრა, დიდი პოტენციალი გაქვსო და მთელ ნიჭს ამაში ყრიო'" 0:09:54.000,0:09:56.000 "და მთელ შენს მონაცემებს ამაში ამაოდ ხარჯავო." 0:09:56.000,0:09:58.000 შემდეგ ახალგაზრდა კაცმა დასძინა, რომ ეს ძალიან შეურცხმყოფელი იყო, 0:09:58.000,0:10:00.000 რადგან მთელი კლასის წინაშე მითხრა და საშინლად შემრცხვაო. 0:10:00.000,0:10:02.000 “მაგრამ მე მხოლოდ მეხანძრეობა მინდოდა. ამიტომ როგორც კი სკოლა დავამთავრე," 0:10:02.000,0:10:05.000 "მივაშურე მეხანძრეთა სამსახურს და ამიყვანეს.” 0:10:05.000,0:10:07.000 შემდეგ გაარძელა: “იცით რა? წეღან ის მასწავლებელი გამახსენდა, 0:10:07.000,0:10:10.000 რამოდენიმე წუთის წინ, როცა თქვენ მასწავლებელი ახენეთ." 0:10:10.000,0:10:12.000 "იმიტომ, რომ ექვსი თვის წინ 0:10:12.000,0:10:14.000 სიკვდილს გადავარჩინე." 0:10:14.000,0:10:16.000 (სიცილი) 0:10:16.000,0:10:18.000 "საგზაო შემთხვევა იყო," 0:10:18.000,0:10:21.000 "გამოვიყვანე და რესპირატორი მივეცი," 0:10:21.000,0:10:24.000 "მისი ცოლიც გადავარჩინე." 0:10:24.000,0:10:26.000 "იმედია, ეხლა ჩემზე უკეთესი აზრისაა.” 0:10:26.000,0:10:28.000 (სიცილი) 0:10:28.000,0:10:33.000 (ტაში) 0:10:34.000,0:10:36.000 ჩემის აზრით, 0:10:36.000,0:10:38.000 ნებისმიერი საზოგადოება დამოკიდებულია 0:10:38.000,0:10:40.000 ტალანტების მრავალფეროვნებაზე 0:10:40.000,0:10:43.000 და არა ტალანტის შესახებ ჩამოყალიბებულ წარმოდგენაზე. 0:10:43.000,0:10:45.000 ამიტომ ჩვენი გამოწვევების გულის სიღრმეში … 0:10:45.000,0:10:47.000 (ტაში) 0:10:47.000,0:10:49.000 მოკლედ, სინამდივლეში მთავარია 0:10:49.000,0:10:51.000 ადამიანში აღვადგინოთ ნიჭისა და 0:10:51.000,0:10:53.000 ჭკუის ქონის უნარი. 0:10:53.000,0:10:55.000 სწორხაზოვნება პრობლემაა. 0:10:55.000,0:10:57.000 ცხრა წლის წინ 0:10:57.000,0:10:59.000 ლოს-ანჟელესში ყოფნისას, 0:10:59.000,0:11:02.000 თვალი მოვკარი საჯარო განცხადებას, 0:11:02.000,0:11:04.000 ძალიან კეთილშობილურს: 0:11:04.000,0:11:07.000 “კოლეჯი იწყება საბავშვო ბაღში.” 0:11:09.000,0:11:11.000 არა, არ იწყება. 0:11:11.000,0:11:14.000 (სიცილი) 0:11:14.000,0:11:16.000 მართლა არა. 0:11:16.000,0:11:19.000 დრო რომ მქონდეს, ამაზე ვრცლად ვისაუბრებდი, მაგრამ არ მაქვს. 0:11:19.000,0:11:21.000 (სიცილი) 0:11:21.000,0:11:23.000 საბავშვო ბაღი იწყება საბავშვო ბაღში. 0:11:23.000,0:11:25.000 (სიცილი) 0:11:25.000,0:11:27.000 ერთხელ ჩემმა მეგობარმა თქვა: 0:11:27.000,0:11:30.000 “იცი, სამი წლის ბავშვი არაა ექვსი წლის ბავშვის ნახევარი?!" 0:11:30.000,0:11:32.000 (სიცილი) 0:11:32.000,0:11:37.000 (ტაში) 0:11:37.000,0:11:39.000 "ის სამი წლისაა." 0:11:39.000,0:11:41.000 მაგრამ როგორც წინა გამოსვლაში მოვისმინეთ, 0:11:41.000,0:11:44.000 ამჟამად დიდი კონკურენციაა საბავშვო ბაღში მოსახვედრად; 0:11:44.000,0:11:46.000 "სათანადო" საბავშვო ბაღზეა საუბარი,♪ 0:11:46.000,0:11:49.000 სადაც სამი წლის ბავშვები გასაუბრებას გადიან. 0:11:51.000,0:11:53.000 წარმოიდგინეთ, ბავშვები სხედან კომიის წევრების წინ, 0:11:53.000,0:11:55.000 ერთ-ერთი უემოციოდ ათვალიერებს ბავშვის ანკეტას, 0:11:55.000,0:11:58.000 (სიცილი) 0:11:58.000,0:12:00.000 და ამბობს: “რა, სულ ესაა?” (სიცილი) (ტაში) 0:12:00.000,0:12:02.000 (სიცილი) 0:12:02.000,0:12:05.000 (ტაში) 0:12:05.000,0:12:08.000 "მთელი 36 თვე გქონდა და სულ ესაა?" 0:12:08.000,0:12:15.000 (სიცილი) 0:12:15.000,0:12:18.000 “ჯერ ვერაფერს მიაღწიე? სირცხვილი შენი!" 0:12:18.000,0:12:21.000 "როგორც ვხედავ, პირველი ექვსი თვე ძუძუს წოვაში გაატარე.” 0:12:21.000,0:12:24.000 (სიცილი) 0:12:26.000,0:12:29.000 როგორც იდეა აღმაშფოთებელია, მაგრამ ხალხს იზიდავს. 0:12:29.000,0:12:31.000 მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შესაბამისობა. 0:12:31.000,0:12:33.000 ჩვენი განათლების სისტემები 0:12:33.000,0:12:35.000 სწრაფი კვების მოდელზე დავაფუძნეთ. 0:12:35.000,0:12:38.000 ამაზე რამოდენიმე დღის წინ ჯეიმი ოლივერმა ისაუბრა. 0:12:38.000,0:12:40.000 კვების სისტემაში ხარისხის უზრუნველყოფის ორი მოდელი არსებობს. 0:12:40.000,0:12:42.000 ერთია სწრაფი კვება, 0:12:42.000,0:12:44.000 როცა ყველაფერი სტანდარტიზებულია. 0:12:44.000,0:12:46.000 მეორე, კი, მაგალითად, რესტორნები “ზაგატი” და “მიშელინი”, 0:12:46.000,0:12:48.000 სადაც არაა ყველაფერი სტანდარტიზებული; 0:12:48.000,0:12:50.000 არამედ ადაპტირდება გარემო პირობებთან. 0:12:50.000,0:12:53.000 ჩვენ კი მივეყიდეთ განათლების სწრაფი კვების მსგავს მოდელს, 0:12:53.000,0:12:56.000 რომელიც ისევე აღარიბებს ჩვენს სულსა და ენერგიას, 0:12:56.000,0:12:59.000 როგორც სწრაფი საკვება ფიტავს ჩვენს ფიზიკურ სხეულს. 0:12:59.000,0:13:04.000 (ტაში) 0:13:05.000,0:13:07.000 ვფიქრობ, აქ ორიოდ რამე უნდა ვაღიაროთ. 0:13:07.000,0:13:10.000 ერთი ის, რომ ნიჭი მეტისმეტად მრავალგვარია. 0:13:10.000,0:13:12.000 ადამიანებს ძალიან განსხვავებული მისწრაფებები აქვთ. 0:13:12.000,0:13:14.000 ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ 0:13:14.000,0:13:16.000 პატარაობისას გიტარა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შემოგვაჩეჩეს ხელში 0:13:16.000,0:13:19.000 ერიკ კლაპტონს და მე. 0:13:20.000,0:13:23.000 და ხომ იცით რაც მოხდა? ერიკს გამოადგა, მე კი.... 0:13:23.000,0:13:25.000 (სიცილი) 0:13:25.000,0:13:27.000 რაღაცნაირად, ვერ. 0:13:27.000,0:13:30.000 ვერაფრით ვერ ავამუშავე ეს გიტარა, 0:13:30.000,0:13:32.000 რას არ ვაკეთებდი, ხან ასე ჩავბერე, ხან ისე... 0:13:32.000,0:13:34.000 მაგრამ - არაფერი. 0:13:37.000,0:13:39.000 თუმცა, მარტო ესეც არაა. 0:13:39.000,0:13:41.000 ენთუზიაზმიც საჭიროა. 0:13:41.000,0:13:43.000 ხშირად ადამიანს კარგად გამოსდის ისეთი რამეც, რაც დიდად გულზე არ ეხატება. 0:13:43.000,0:13:45.000 ეს ენთუზიაზმია, 0:13:45.000,0:13:48.000 რაც ჩვენს სულს აღვიძებს და ენერგიას წარმოშობს. 0:13:48.000,0:13:51.000 ხოლო თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, რომელიც კარგად გამოგდის, 0:13:51.000,0:13:54.000 დრო სრულიად სხვაგვარად მიედინება. 0:13:54.000,0:13:57.000 ჩემმა ცოლმა სულ ახლახანს დაასრულა რომანის წერა 0:13:57.000,0:13:59.000 მგონი, ძალიან კარგი რომანია. 0:13:59.000,0:14:02.000 მაგრამ საათობით იკარგებოდა ხოლმე. 0:14:02.000,0:14:04.000 ხომ იცით როგორცაა - თუ საყვარელ საქმეს აკეთებ, 0:14:04.000,0:14:07.000 ერთი საათი ხუთ წუთში იწურება. 0:14:07.000,0:14:09.000 ხოლო თუ ისეთი საქმით ხარ დაკავებული რაც შენს სულში გამოძახილს ვერ პოულობს, 0:14:09.000,0:14:11.000 მაშინ 5 წუთი ერთი საათია. 0:14:11.000,0:14:14.000 სწორედ იმიტომ ანებებენ თავს განათლებას, 0:14:14.000,0:14:16.000 რომ სულიერ საკვებს ვერ იღებენ. 0:14:16.000,0:14:19.000 განათლება ვერ აწვდის ადამიენბს სულიერ საკვებს, ვერც საკვებს ენერგიისა და ენთუზიაზმისთავის. 0:14:19.000,0:14:22.000 ასე რომ, მგონი, საჭიროა მეტაფორები შევცვალოთ. 0:14:22.000,0:14:25.000 უნდა გადავუხვიოთ განათლების ჩვეული, ინდუსტრიული, მოდელიდან, 0:14:25.000,0:14:27.000 სამრეწველო მოდელიდან, 0:14:27.000,0:14:29.000 რომელიც სწორხაზოვნებას, 0:14:29.000,0:14:32.000 შესაბამისობას და ადამიანთა დახარისხებას ეფუძნება. 0:14:32.000,0:14:34.000 და უნდა გადავიდეთ მოდელზე, 0:14:34.000,0:14:37.000 რომელიც უფრო მიწათმოქმედების პრინციპებზეა დაფუძნებული. 0:14:37.000,0:14:40.000 უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის აყვავება-განვითარება 0:14:40.000,0:14:42.000 არაა მექანიკური პროცესი, 0:14:42.000,0:14:44.000 ეს ორგანული პროცესია. 0:14:44.000,0:14:47.000 შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის განვითარების შედეგი; 0:14:47.000,0:14:49.000 ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, როგორც მიწათმოქმედმა, 0:14:49.000,0:14:51.000 შექმნა პირობები, რომელშიც 0:14:51.000,0:14:53.000 ადამიანი აყვავდება და გაიფურჩქნება. 0:14:53.000,0:14:56.000 ასე რომ, როცა ვსაუბრობთ განათლების რეფორმირებაზე ან ტრანსფორმირებაზე, 0:14:56.000,0:14:59.000 ეს არ ნიშნავს სისტემის კლონირებას. 0:14:59.000,0:15:01.000 არსებობს ძალიან კარგი სისტემები, როგორიცაა "კიპპს". 0:15:01.000,0:15:03.000 ბევრი სხვა კარგი მოდელია. 0:15:03.000,0:15:06.000 მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ მათ ადაპტირებაზე არსებულ რეალობასთან 0:15:06.000,0:15:08.000 და განათლების ინდივიდუალიზაციაზე 0:15:08.000,0:15:10.000 მათთვის, ვისაც ასწავლი. 0:15:10.000,0:15:12.000 ვფიქრობ, ესაა 0:15:12.000,0:15:14.000 პასუხი მომავლის ამოცანებზე, 0:15:14.000,0:15:17.000 რადგან ჩვენ არ ვსაუბრობთ გადაწყვეტილების მასშტაბების დადგენაზე; 0:15:17.000,0:15:19.000 ვსაუბრობთ განათლების სისტემაში ისეთი მიმართულების შექმნაზე, 0:15:19.000,0:15:22.000 როცა ყველა საკუთარ გადაწყვეტილებას იღებს. 0:15:22.000,0:15:25.000 და ამავე დროს იღებს გარე დახმარებას ინდივიდუალური პროგრამის პრინციპზე დაყრდნობით. 0:15:25.000,0:15:27.000 ამ დარბაზში 0:15:27.000,0:15:29.000 არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ 0:15:29.000,0:15:31.000 მშვენიერ რესურსებს ბიზნესის, 0:15:31.000,0:15:33.000 მედიისა თუ ინტერნეტისათვის. 0:15:33.000,0:15:35.000 ეს ტექნოლოგიები, 0:15:35.000,0:15:38.000 თუ მათ მასწავლებლების გამორჩეულ ნიჭთან გავაერთიანებთ, 0:15:38.000,0:15:41.000 შექმნიან პირობებს განათლების სფეროში რევოლუციის მოსაწყობად. 0:15:41.000,0:15:43.000 და მე მოგიწოდებთ მიიღოთ ამაში მონაწილეობა, 0:15:43.000,0:15:45.000 ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, 0:15:45.000,0:15:47.000 არამედ ჩვენი შვილების მომავლისათვის. 0:15:47.000,0:15:49.000 ამისათვის ჩვენ უნდა შევცვალოთ ინდუსტრიული მოდელი 0:15:49.000,0:15:51.000 მიწათმოქმედების მოდელით, 0:15:51.000,0:15:54.000 რომლის პირობებშიც ყოველი სკოლა შესძლებს განვითარებას. 0:15:54.000,0:15:56.000 სკოლაში შეძლებენ ბავშვები შეიგრძნონ სიცოცხლე, 0:15:56.000,0:15:58.000 ან სახლებში, თუ ასე ჩათვლიან საჭიროდ. 0:15:58.000,0:16:00.000 ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. 0:16:00.000,0:16:02.000 ამ დღეებში არაერთი ისტორია მოვისმინეთ 0:16:02.000,0:16:05.000 ოცნების შესახებ. 0:16:05.000,0:16:07.000 მეც მინდოდა ძალიან სწრაფად... 0:16:07.000,0:16:10.000 გუშინ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნატალი მერჩანტის სიმღერებმა, 0:16:10.000,0:16:12.000 ძველი ლექების მისეულმა ინტერპრეტაციამ. 0:16:12.000,0:16:14.000 მინდა წაგიკითხოთ ძალიან მოკლე ნაწყვეტი 0:16:14.000,0:16:17.000 უილიამ ბათლერ იეიტსის პოეზიიდან - შეიძლება გსმენიათ მის შესახებ. 0:16:17.000,0:16:19.000 იეიტსი სატრფოს მიმართავს, 0:16:19.000,0:16:21.000 სახელად მოდ გონს. 0:16:21.000,0:16:24.000 პოეტი სასოწარკვეთილია იმის გამო, რომ 0:16:24.000,0:16:27.000 ვერ აძლევს სატრფოს იმას, რასაც მისი საზრით ელის გულისსწორი. 0:16:27.000,0:16:30.000 და ამბობს: "მე მაქვს რაღაც სხვა, მაგრამ ეს შეიძლება შენ არ გინდოდეს." 0:16:30.000,0:16:32.000 აი, რას ამბობს: 0:16:32.000,0:16:35.000 "რომ მქონდეს ზეციური საფარი, 0:16:35.000,0:16:37.000 მოქსოვილი მზის ოქროს სხივებითა 0:16:37.000,0:16:39.000 და მთვარის ვერცხლისფერი შუქით, 0:16:39.000,0:16:41.000 მოქარგული დაისის ჩრდილით, 0:16:41.000,0:16:43.000 ღამის ბინდითა და 0:16:43.000,0:16:46.000 აისის ნათელით, 0:16:46.000,0:16:49.000 ამ საფარს ფეხქვეშ დაგიგებდი; 0:16:49.000,0:16:52.000 მაგრამ უპოვარი ვარ, 0:16:52.000,0:16:55.000 ოცნების მეტი არაფერი მაბადია; 0:16:55.000,0:16:58.000 ამიტომ ოცნება დაგიგე ფეხქვეშ. 0:16:58.000,0:17:00.000 გევედრები, ფრთხილად იარე, 0:17:00.000,0:17:03.000 შენ ხომ ჩემს ოცნებაზე დააბიჯებ." 0:17:03.000,0:17:06.000 ყოველდღე და ყოველ წუთას 0:17:06.000,0:17:09.000 ჩვენი შვილები საკუთარ ოცნებებს გვიგებენ ფეხქვეშ. 0:17:09.000,0:17:12.000 გევედრებით, ფრთხილად ვიაროთ. 0:17:12.000,0:17:14.000 მადლობა. 0:17:14.000,0:17:31.000 (ტაში) 0:17:31.000,0:17:33.000 დიდი მადლობა.