< Return to Video

საუბარი, რომელიც გულთან მიდის | მარლენ ლასხეტი | TEDxTrondheim

  • 0:09 - 0:16
    სადღაც 365 მილიონი ადამიანისთვის,
    ინგლისური მშობლიური ენაა.
  • 0:17 - 0:21
    კიდევ 2 მილიარდზე მეტი ადამიანი
    სწავლობს ინგლისურს, ან საუბრობს მასზე,
  • 0:21 - 0:24
    როგორც მეორე, ან მესამე ენაზე.
  • 0:24 - 0:26
    ინგლისურად თუ საუბრობთ,
  • 0:26 - 0:32
    შეგიძლიათ თითქმის 2,5 მილიარდ ადამიანს
    თქვენი აზრი გააგებინოთ.
  • 0:32 - 0:37
    რაში შეიძლება დაგჭირდეთ
    სხვა უცხო ენის სწავლა?
  • 0:37 - 0:41
    განა დროის უაზროდ კარგვა არ გამოდის?
  • 0:41 - 0:45
    ნელსონ მანდელას,
    შავკანიანი სამხრეთ აფრიკელები,
  • 0:45 - 0:50
    აფრიკაანსზე საუბრისთვის
    მწვავედ აკრიტიკებდენენ.
  • 0:50 - 0:51
    ის პასუხობდა:
  • 0:51 - 0:55
    „როცა ადამიანს ესაუბრები ენაზე,
    რომელიც მას ესმის –
  • 0:56 - 0:58
    ეს მის ტვინში შედის.
  • 0:59 - 1:02
    როცა მას, მის მშობლიურ ენაზე ესაუბრები –
  • 1:03 - 1:05
    ეს მის გულთან მიდის“.
  • 1:05 - 1:07
    საქმე რაშია,
  • 1:07 - 1:09
    თუ გსურთ ვინმეს გული მოიგოთ,
  • 1:09 - 1:13
    მის გულამდე უნდა მიხვიდეთ.
  • 1:13 - 1:15
    რომის პაპებმა ეს იციან.
  • 1:15 - 1:19
    ჯონ პოლ მეორე სადღაც
    10 ენაზე საუბრობდა თავისუფლად
  • 1:19 - 1:22
    და ელემენტარულ დონეზე
    კიდევ ათობით სხვა ენაზე.
  • 1:23 - 1:27
    სადაც მიდიოდა,
    ადამიანებს რამდენიმე წინადადებით მაინც,
  • 1:27 - 1:31
    მათ მშობლიურ ენაზე ესალმებოდა.
  • 1:31 - 1:36
    ეს მისი პოპულარობის
    მნიშვნელოვანი საფუძველი იყო.
  • 1:37 - 1:40
    ადამიანებმა, რომლებსაც უცხოელი
    სიდედრ-სიმამრი ჰყავთ,
  • 1:40 - 1:44
    ან ეყოლებათ, ეს კარგად იციან.
  • 1:44 - 1:47
    ისინი საკუთარ მეგობარ გოგოს
    შეიძლება ინგლისურად ესაუბრონ,
  • 1:47 - 1:51
    მაგრამ როცა გოგოს დედასთან
    კარგი ურთიერთობა სურთ,
  • 1:51 - 1:55
    ახალგაზრდა კაცები მზად არიან
    ურთულესი ენები ისწავლონ.
  • 1:55 - 1:57
    ისეთები როგორც ჰოლანდიური.
  • 1:57 - 1:59
    (სიცილი)
  • 1:59 - 2:01
    და ეს ხშირად ამართლებს.
  • 2:02 - 2:03
    რატომ?
  • 2:04 - 2:09
    ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენ პიროვნებასთან
  • 2:09 - 2:13
    და იდენტობასთანაა გადაჯაჭვული.
  • 2:13 - 2:18
    ჩვენი პიროვნების მთელ ისტორიას,
    ჩვენ მშობლიურ ენაში
  • 2:18 - 2:21
    ღრმად აქვს ფესვები გადგმული.
    ის ამ ენითაა გაჟღენთილი.
  • 2:21 - 2:28
    უამრავი მოგონება და გრძნობაა დაკავშირებული
    სიტყვებთან და გამოთქმებთან.
  • 2:29 - 2:32
    გრამატიკასთანაც კი,
    რომელთან ერთადაც გავიზარდეთ.
  • 2:33 - 2:37
    ამიტომ, თუ სხვა ადამიანის
    მშობლიურ ენას სწავლობთ,
  • 2:37 - 2:40
    ამით აჩვენებთ, რომ თქვენ
    მართლაც დაინტერესებულები ხართ,
  • 2:40 - 2:44
    მათი ცხოვრებითა და პიროვნებით.
  • 2:45 - 2:48
    რომელი სიდედრი არ გაოგნდება?
  • 2:49 - 2:53
    როცა მშობლიური ენა გესმით,
    კავშირს გრძნობთ.
  • 2:54 - 2:56
    როცა მოგზურობთ
  • 2:56 - 3:00
    და უცხო ენაზე დღეების,
    ან კვირების განმავლობაშ საუბრობთ,
  • 3:01 - 3:03
    თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე,
  • 3:03 - 3:06
    როცა პილოტი თქვენ
    მშობლიურ ენაზე მოგესალმებათ,
  • 3:06 - 3:09
    თქვენ იცით, რომ შინ მიდიხართ.
  • 3:10 - 3:14
    მშობლიურ ენას სურნელება რომ ჰქონოდა,
  • 3:14 - 3:19
    ვფიქრობ მას, ორცხობილის არომატი ექნებოდა
  • 3:19 - 3:21
    და სასიამოვნო ქათმის სუპის
  • 3:22 - 3:24
    და ბებიის სუნამოსი,
  • 3:25 - 3:28
    შეიძლება ცოტა ნაფტალინისაც კი.
  • 3:29 - 3:34
    შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი,
    რომ ხელოვნურად შექმნილმა ენებმა,
  • 3:34 - 3:40
    როგორც ესპერანტომ, ისე ფართოდ ვერ
    მოიკიდეს ფეხი, როგორც მოსალოდნელი იყო.
  • 3:41 - 3:44
    თუმცა ისინი ჭკვიანურადაა შექმნილი
  • 3:44 - 3:47
    და მარტივია სასწავლად,
  • 3:48 - 3:53
    ხელოვნური ენა, არცერთ ქვეყანაში
    არ მიუღიათ მშობლიურად
  • 3:54 - 3:59
    და არც უცხო ენად უსწავლებიათ,
    ქვეყნის მასშტაბით,
  • 3:59 - 4:03
    გრძელვადიანად და სისტემატურად.
  • 4:03 - 4:05
    თუმცა, ამის მცდელობა ყოფილა.
  • 4:06 - 4:12
    ბუნებრივი ენების სირთულეების მიუხედავად,
  • 4:12 - 4:15
    როგორიცაა გამაღიზიანებელი გამონაკლისები,
  • 4:15 - 4:20
    ზეპირსა და წერით მეტყველებას
    შორის განსხვავება,
  • 4:20 - 4:25
    ზოგჯერ აბსურდულად რთული გრამატიკა,
  • 4:26 - 4:27
    მიუხედავად ამ ყველაფრისა,
  • 4:28 - 4:33
    ჩვენ ისეთი ენების შესწავლას ვამჯობინებთ,
    რომლებიც ხალხთან ერთად,
  • 4:33 - 4:36
    ორგანულად განვითარდა.
  • 4:36 - 4:45
    ხელოვნური ენები ტვინს ესაუბრება.
    ბუნებრივ ენებს ორცხობილების სუნი აქვთ.
  • 4:46 - 4:52
    ნელსონ მანდელასთვის აფრიკაანსის
    ცოდნის მიზეზი იყო: "იცნობდე შენს მტერს"
  • 4:52 - 4:57
    ის ამბობდა: "უნდა იცოდეთ მათი ენა,
    მათი გატაცებები,
  • 4:57 - 5:01
    მათი იმედები და მათი შიშები,
    თუ გინდათ, რომ დაამარცხოთ ისინი"
  • 5:01 - 5:04
    მან იცოდა და ამან გაამართლა.
  • 5:05 - 5:08
    თუმცა ყოველთვის
    და მხოლოდ მტრებზე ხომ არ არის, არა?
  • 5:09 - 5:12
    ეს ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობას ეხება.
  • 5:13 - 5:18
    მე პირადად ნამდვილად ვერ ვიტყვი,
    რომ სიდედრები
  • 5:18 - 5:19
    თავისთავად მტრები არიან.
  • 5:20 - 5:23
    სადღაც 7-8 წლის წინ,
  • 5:23 - 5:27
    პოლონეთის გავლით, მანქანით,
    ოჯახთან ერთად ვმგზავრობდი.
  • 5:27 - 5:31
    მაღაზიები იკეტებოდა,
    ჩვენ კი საჭმელი უნდა გვეყიდა.
  • 5:32 - 5:36
    ბოლოს, გზის მეორე მხარეს
    სუპერმარკეტი შევნიშნეთ.
  • 5:37 - 5:42
    იქ მოხვედრის ერთადერთი გზა,
    პირდაპირ გზაზე მოტრიალება იყო.
  • 5:42 - 5:44
    ასეც მოვიქეცი.
  • 5:44 - 5:47
    ეს ალბათ სახიფათო იყო.
  • 5:48 - 5:50
    უკანონო ნამდვილად იყო.
  • 5:52 - 5:58
    პარკინგზე, სანამ მანქანას ჩავაქრობდი
  • 5:58 - 6:00
    კაკუნი გავიგე.
  • 6:01 - 6:06
    შუშა ჩამოვწიე და ჩემს წინ
    ორი წყვილი თვალი დავინახე.
  • 6:08 - 6:12
    თითოეული წყვილი პოლიციელს ეკუთვნოდა.
  • 6:13 - 6:18
    ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო პერიოდშიც კი,
  • 6:18 - 6:20
    პოლონურს თავისუფლად ვფლობდი,
  • 6:20 - 6:24
    თუმცა მარტივ დისკუსიაში შესვლა შემეძლო.
  • 6:24 - 6:28
    მაგრამ იმ სიტუაციაში, დანაშაულის გრძნობით,
  • 6:29 - 6:33
    ორ კანონის დამცველ მამაკაცთან პირისპირ,
  • 6:33 - 6:38
    ყველა პოლონური სიტყვა რაც კი ვიცოდი,
    თავიდან ამომივარდა.
  • 6:40 - 6:44
    თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია,
  • 6:45 - 6:48
    ეს სიტუაცია ინგლისურით განმემუხტა.
  • 6:49 - 6:53
    ინგლისური ალბათ ენობრივ
    უპირატესობას მომცემდა,
  • 6:54 - 6:57
    მაგრამ ამას შეიძლება
    პოლიციელებისთვის დისკომფორტი შეექმნა,
  • 6:58 - 7:01
    ამიტომ, გადავწყვიტე პოლონურს მივწოლოდი.
  • 7:02 - 7:03
    მაგრამ როგორ?
  • 7:04 - 7:09
    ჩემი ტვინის ეს პატარა პოლონური კუთხე
    სრულიად გათიშული იყო,
  • 7:10 - 7:12
    ერთი რამის გარდა.
  • 7:13 - 7:18
    იყო ერთი რამ, რასაც ისე ხშირად ვიმეორებდი
  • 7:18 - 7:21
    რომ მისი გახსენება ძილშიც კი შემეძლო.
  • 7:23 - 7:25
    ეს იყო საბავშვო ლექსი,
  • 7:28 - 7:30
    ავადმყოფ ბაყაყზე.
  • 7:30 - 7:32
    (სიცილი)
  • 7:33 - 7:35
    მხოლოდ ეს გამაჩნდა.
  • 7:35 - 7:40
    ვიცოდი, რომ ეს სისულელე იყო,
    მაგრამ მე მაინც წამოვროშე:
  • 7:40 - 7:43
    (პოლონურად) "ერთმა ბაყაყმა
    თავი სუსტად იგრძნო;
  • 7:43 - 7:46
    მივიდე ექიმთან და უთხრა, რომ ავად იყო.
  • 7:46 - 7:50
    ექიმმა გაიკეთა თავისი სთვალე,
    რადგან საკმაოდ მოხუცი იყო."
  • 7:52 - 7:54
    პოლიციელებს შევხედე,
  • 7:54 - 7:56
    ისინი მომშტერებოდნენ.
  • 7:56 - 7:58
    (სიცილი)
  • 7:59 - 8:02
    მახსოვს ერთ-ერთმა თავი მოიფხანა
  • 8:03 - 8:05
    და შემდეგ გაიღიმეს.
  • 8:06 - 8:07
    მათ გაიღიმეს.
  • 8:07 - 8:11
    ამან შვება მაგრძნობინა
  • 8:11 - 8:14
    და ეს საკმარისი გახდა იმისთვის,
    რომ რამდენიმე საჭირო სიტყვა,
  • 8:14 - 8:17
    ჩემს მეხსიარებას დაუბრუნდა.
  • 8:17 - 8:20
    ბლუყუნით რამდენიმე
    ფრაზის თქმა მოვახერხე:
  • 8:20 - 8:24
    "ძალიან ვწუხვარ, საჭმელი მინდოდა,
    აღარასდროს გავიმეორებ"
  • 8:25 - 8:26
    მათ გამიშვეს.
  • 8:27 - 8:32
    მაღაზიაში რომ შევედი მათ დამიძახეს:
    (პოლონურად) "Szczęśliwej podróży!"
  • 8:32 - 8:34
    "ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!"
  • 8:35 - 8:39
    ჩემი მიზანი არაა,
    ენების სწავლისკენ იმისთვის მოგიწოდოთ,
  • 8:39 - 8:44
    რომ შემდეგ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ,
    კანონი არღვიოთ და პასუხისმგებლობას გაექცეთ
  • 8:45 - 8:50
    მაგრამ ეს პატარა ამბავი გვაჩვენებს,
    თუ როგორ შეუძლია რამდენიმე სიტყვას,
  • 8:50 - 8:54
    როგორი მარტივი
    და სულელურიც არ უნდა იყოს ის,
  • 8:54 - 8:58
    პირდაპირ გულთან მივიდეს და მოალბოს ის.
  • 8:59 - 9:02
    სხვათაშორის, ავადმყოფი ბაყაყის
    ალტერნატივაც მქონდა.
  • 9:02 - 9:05
    იყო ერთი რამ,
    რაც არანაკლებ კარგად მახსოვდა:
  • 9:06 - 9:07
    სუფრის სიმღერა.
  • 9:07 - 9:09
    (სიცილი)
  • 9:09 - 9:12
    რომლითაც ალბათ ღიმილს ვერ გამოვიწვევდი,
  • 9:12 - 9:15
    სამაგიეროდ პოლიციის განყოფილებაში
    ვიზიტი მომიწევდა
  • 9:15 - 9:16
    სისხლის ანალიზისთვის.
  • 9:18 - 9:21
    ბევრი ენის სწავლა არაა საჭირო
  • 9:21 - 9:24
    და არც სიღრმისეულადაა საჭირო ამის კეთება.
  • 9:24 - 9:26
    სულ ცოტაც საკმარისია.
  • 9:27 - 9:30
    ათ სიტყვას, რომელიც გულთან მიდის
    უფრო დიდი ძალა აქვს,
  • 9:30 - 9:34
    ვიდრე ათასს, რომელიც ტვინს ელაპარაკება.
  • 9:35 - 9:39
    ყოველთვის შეგიძლიათ ინგლისური არჩიოთ
    და შუა გზაზე შეხვდეთ,
  • 9:40 - 9:45
    მაგრამ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ის,
    ვინც ამ შუა გზას გადაკვეთს
  • 9:45 - 9:49
    და თქვენს ნაცნობს, ან ოპონენტს,
    ვინც არ უნდა იყოს,
  • 9:49 - 9:52
    მის საკუთარ სივრცეში შეხვდება.
  • 9:52 - 9:55
    უცხო ენაზე საუბარი არ გასუსტებთ,
  • 9:55 - 9:58
    ის თქვენს ძლიერებას ამტკიცებს.
  • 9:58 - 10:04
    ადამიანი, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა,
    რომ ხაზები გადაკვეთოს,
  • 10:05 - 10:07
    ბოლოს იმარჯვებს.
  • 10:08 - 10:13
    შეცდომების დაშვების ნუ შეგშინდებათ,
    შეცდომები გვაქვცევს ადამიანებად.
  • 10:13 - 10:17
    ამ შემთხვევაში ჯილდოც არსებობს.
  • 10:18 - 10:21
    თუ შეცდომას დაუშვებთ,
  • 10:21 - 10:26
    ამით სხვას აძლევთ საშუალებას დაგეხმაროს,
    თქვენსკენ წამოვიდეს შესახვედრად
  • 10:26 - 10:32
    და ამგვარად კავშირი, რომელიც ახლახანს
    დაამყარეთ უფრო გაძლიერდება.
  • 10:33 - 10:37
    გსურთ, რომ თქვენი ესმოდეთ,
  • 10:38 - 10:41
    თუ გურთ, რომ კავშირი დაამყაროთ?
  • 10:42 - 10:47
    მოდით, ყველამ გავაგრძელოთ
    ინგლისურის სწავლა და გამოყენება.
  • 10:48 - 10:53
    ისე რომ შერეულ აუდიტორიასთან ვიურთიერთოთ,
    როგორც აქ, TEDx-ზე ვაკეთებთ.
  • 10:54 - 10:58
    ინგლისური მძლავრი ინსტრუმენტია
    ცოდნის გაზიარებისთვის,
  • 10:58 - 11:04
    გლობალური პრობლემების
    საერთაშორისო განხილვისთვის.
  • 11:05 - 11:11
    ბოლო-ბოლო, ინლისური 365 მილიონი
    გულისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.
  • 11:11 - 11:17
    365 მილიონი ადამიანისთვის
    ინგლისურს ორცხობილის გემო აქვს.
  • 11:19 - 11:21
    მაგრამ ამაზე რატომ გავჩერდეთ?
  • 11:22 - 11:25
    რატომ არ უნდა გავწიოთ
    დამატებითი ძალისხმევა
  • 11:25 - 11:28
    და სულ ცოტა, ერთი
    დამატებითი უცხო ენა ვისწავლოთ?
  • 11:29 - 11:32
    ორცხობილის ბევრი
    სხვადასხვა არომატი არსებობს.
  • 11:32 - 11:34
    მოდით ახალი გავსინჯოთ.
  • 11:35 - 11:36
    მადლობა.
  • 11:36 - 11:38
    (აპლოდისმენტები)
Title:
საუბარი, რომელიც გულთან მიდის | მარლენ ლასხეტი | TEDxTrondheim
Description:

ეს TEDx გამოსვლა ადგილბრივად TED კონფერენციის ფორმატით, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად იქნა ორგანიზებული. უფრო მეტისთვის http://ted.com/tedx

ენების სურნელებასა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავადმყოფმა ბაყაყმა გადაგარჩინოთ.

მარლენი ფილოლოგი და კომუნიკაციების ექსპერტია, რომელიც ენებით და ისტორიების მოყოლითაა გატაცებული.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDxTalks
Duration:
11:56

Georgian subtitles

Revisions