სადღაც 365 მილიონი ადამიანისთვის, ინგლისური მშობლიური ენაა. კიდევ 2 მილიარდზე მეტი ადამიანი სწავლობს ინგლისურს, ან საუბრობს მასზე, როგორც მეორე, ან მესამე ენაზე. ინგლისურად თუ საუბრობთ, შეგიძლიათ თითქმის 2,5 მილიარდ ადამიანს თქვენი აზრი გააგებინოთ. რაში შეიძლება დაგჭირდეთ სხვა უცხო ენის სწავლა? განა დროის უაზროდ კარგვა არ გამოდის? ნელსონ მანდელას, შავკანიანი სამხრეთ აფრიკელები, აფრიკაანსზე საუბრისთვის მწვავედ აკრიტიკებდენენ. ის პასუხობდა: „როცა ადამიანს ესაუბრები ენაზე, რომელიც მას ესმის – ეს მის ტვინში შედის. როცა მას, მის მშობლიურ ენაზე ესაუბრები – ეს მის გულთან მიდის“. საქმე რაშია, თუ გსურთ ვინმეს გული მოიგოთ, მის გულამდე უნდა მიხვიდეთ. რომის პაპებმა ეს იციან. ჯონ პოლ მეორე სადღაც 10 ენაზე საუბრობდა თავისუფლად და ელემენტარულ დონეზე კიდევ ათობით სხვა ენაზე. სადაც მიდიოდა, ადამიანებს რამდენიმე წინადადებით მაინც, მათ მშობლიურ ენაზე ესალმებოდა. ეს მისი პოპულარობის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. ადამიანებმა, რომლებსაც უცხოელი სიდედრ-სიმამრი ჰყავთ, ან ეყოლებათ, ეს კარგად იციან. ისინი საკუთარ მეგობარ გოგოს შეიძლება ინგლისურად ესაუბრონ, მაგრამ როცა გოგოს დედასთან კარგი ურთიერთობა სურთ, ახალგაზრდა კაცები მზად არიან ურთულესი ენები ისწავლონ. ისეთები როგორც ჰოლანდიური. (სიცილი) და ეს ხშირად ამართლებს. რატომ? ჩვენი მშობლიური ენა, ჩვენ პიროვნებასთან და იდენტობასთანაა გადაჯაჭვული. ჩვენი პიროვნების მთელ ისტორიას, ჩვენ მშობლიურ ენაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ის ამ ენითაა გაჟღენთილი. უამრავი მოგონება და გრძნობაა დაკავშირებული სიტყვებთან და გამოთქმებთან. გრამატიკასთანაც კი, რომელთან ერთადაც გავიზარდეთ. ამიტომ, თუ სხვა ადამიანის მშობლიურ ენას სწავლობთ, ამით აჩვენებთ, რომ თქვენ მართლაც დაინტერესებულები ხართ, მათი ცხოვრებითა და პიროვნებით. რომელი სიდედრი არ გაოგნდება? როცა მშობლიური ენა გესმით, კავშირს გრძნობთ. როცა მოგზურობთ და უცხო ენაზე დღეების, ან კვირების განმავლობაშ საუბრობთ, თვითმფრინავში ჩაჯდომისთანავე, როცა პილოტი თქვენ მშობლიურ ენაზე მოგესალმებათ, თქვენ იცით, რომ შინ მიდიხართ. მშობლიურ ენას სურნელება რომ ჰქონოდა, ვფიქრობ მას, ორცხობილის არომატი ექნებოდა და სასიამოვნო ქათმის სუპის და ბებიის სუნამოსი, შეიძლება ცოტა ნაფტალინისაც კი. შეიძლება ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ხელოვნურად შექმნილმა ენებმა, როგორც ესპერანტომ, ისე ფართოდ ვერ მოიკიდეს ფეხი, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა ისინი ჭკვიანურადაა შექმნილი და მარტივია სასწავლად, ხელოვნური ენა, არცერთ ქვეყანაში არ მიუღიათ მშობლიურად და არც უცხო ენად უსწავლებიათ, ქვეყნის მასშტაბით, გრძელვადიანად და სისტემატურად. თუმცა, ამის მცდელობა ყოფილა. ბუნებრივი ენების სირთულეების მიუხედავად, როგორიცაა გამაღიზიანებელი გამონაკლისები, ზეპირსა და წერით მეტყველებას შორის განსხვავება, ზოგჯერ აბსურდულად რთული გრამატიკა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ისეთი ენების შესწავლას ვამჯობინებთ, რომლებიც ხალხთან ერთად, ორგანულად განვითარდა. ხელოვნური ენები ტვინს ესაუბრება. ბუნებრივ ენებს ორცხობილების სუნი აქვთ. ნელსონ მანდელასთვის აფრიკაანსის ცოდნის მიზეზი იყო: "იცნობდე შენს მტერს" ის ამბობდა: "უნდა იცოდეთ მათი ენა, მათი გატაცებები, მათი იმედები და მათი შიშები, თუ გინდათ, რომ დაამარცხოთ ისინი" მან იცოდა და ამან გაამართლა. თუმცა ყოველთვის და მხოლოდ მტრებზე ხომ არ არის, არა? ეს ყველანაირ ადამიანურ ურთიერთობას ეხება. მე პირადად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სიდედრები თავისთავად მტრები არიან. სადღაც 7-8 წლის წინ, პოლონეთის გავლით, მანქანით, ოჯახთან ერთად ვმგზავრობდი. მაღაზიები იკეტებოდა, ჩვენ კი საჭმელი უნდა გვეყიდა. ბოლოს, გზის მეორე მხარეს სუპერმარკეტი შევნიშნეთ. იქ მოხვედრის ერთადერთი გზა, პირდაპირ გზაზე მოტრიალება იყო. ასეც მოვიქეცი. ეს ალბათ სახიფათო იყო. უკანონო ნამდვილად იყო. პარკინგზე, სანამ მანქანას ჩავაქრობდი კაკუნი გავიგე. შუშა ჩამოვწიე და ჩემს წინ ორი წყვილი თვალი დავინახე. თითოეული წყვილი პოლიციელს ეკუთვნოდა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო პერიოდშიც კი, პოლონურს თავისუფლად ვფლობდი, თუმცა მარტივ დისკუსიაში შესვლა შემეძლო. მაგრამ იმ სიტუაციაში, დანაშაულის გრძნობით, ორ კანონის დამცველ მამაკაცთან პირისპირ, ყველა პოლონური სიტყვა რაც კი ვიცოდი, თავიდან ამომივარდა. თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, ეს სიტუაცია ინგლისურით განმემუხტა. ინგლისური ალბათ ენობრივ უპირატესობას მომცემდა, მაგრამ ამას შეიძლება პოლიციელებისთვის დისკომფორტი შეექმნა, ამიტომ, გადავწყვიტე პოლონურს მივწოლოდი. მაგრამ როგორ? ჩემი ტვინის ეს პატარა პოლონური კუთხე სრულიად გათიშული იყო, ერთი რამის გარდა. იყო ერთი რამ, რასაც ისე ხშირად ვიმეორებდი რომ მისი გახსენება ძილშიც კი შემეძლო. ეს იყო საბავშვო ლექსი, ავადმყოფ ბაყაყზე. (სიცილი) მხოლოდ ეს გამაჩნდა. ვიცოდი, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ მე მაინც წამოვროშე: (პოლონურად) "ერთმა ბაყაყმა თავი სუსტად იგრძნო; მივიდე ექიმთან და უთხრა, რომ ავად იყო. ექიმმა გაიკეთა თავისი სთვალე, რადგან საკმაოდ მოხუცი იყო." პოლიციელებს შევხედე, ისინი მომშტერებოდნენ. (სიცილი) მახსოვს ერთ-ერთმა თავი მოიფხანა და შემდეგ გაიღიმეს. მათ გაიღიმეს. ამან შვება მაგრძნობინა და ეს საკმარისი გახდა იმისთვის, რომ რამდენიმე საჭირო სიტყვა, ჩემს მეხსიარებას დაუბრუნდა. ბლუყუნით რამდენიმე ფრაზის თქმა მოვახერხე: "ძალიან ვწუხვარ, საჭმელი მინდოდა, აღარასდროს გავიმეორებ" მათ გამიშვეს. მაღაზიაში რომ შევედი მათ დამიძახეს: (პოლონურად) "Szczęśliwej podróży!" "ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!" ჩემი მიზანი არაა, ენების სწავლისკენ იმისთვის მოგიწოდოთ, რომ შემდეგ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროთ, კანონი არღვიოთ და პასუხისმგებლობას გაექცეთ მაგრამ ეს პატარა ამბავი გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია რამდენიმე სიტყვას, როგორი მარტივი და სულელურიც არ უნდა იყოს ის, პირდაპირ გულთან მივიდეს და მოალბოს ის. სხვათაშორის, ავადმყოფი ბაყაყის ალტერნატივაც მქონდა. იყო ერთი რამ, რაც არანაკლებ კარგად მახსოვდა: სუფრის სიმღერა. (სიცილი) რომლითაც ალბათ ღიმილს ვერ გამოვიწვევდი, სამაგიეროდ პოლიციის განყოფილებაში ვიზიტი მომიწევდა სისხლის ანალიზისთვის. ბევრი ენის სწავლა არაა საჭირო და არც სიღრმისეულადაა საჭირო ამის კეთება. სულ ცოტაც საკმარისია. ათ სიტყვას, რომელიც გულთან მიდის უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ათასს, რომელიც ტვინს ელაპარაკება. ყოველთვის შეგიძლიათ ინგლისური არჩიოთ და შუა გზაზე შეხვდეთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც ამ შუა გზას გადაკვეთს და თქვენს ნაცნობს, ან ოპონენტს, ვინც არ უნდა იყოს, მის საკუთარ სივრცეში შეხვდება. უცხო ენაზე საუბარი არ გასუსტებთ, ის თქვენს ძლიერებას ამტკიცებს. ადამიანი, რომელსაც ჰყოფნის გამბედაობა, რომ ხაზები გადაკვეთოს, ბოლოს იმარჯვებს. შეცდომების დაშვების ნუ შეგშინდებათ, შეცდომები გვაქვცევს ადამიანებად. ამ შემთხვევაში ჯილდოც არსებობს. თუ შეცდომას დაუშვებთ, ამით სხვას აძლევთ საშუალებას დაგეხმაროს, თქვენსკენ წამოვიდეს შესახვედრად და ამგვარად კავშირი, რომელიც ახლახანს დაამყარეთ უფრო გაძლიერდება. გსურთ, რომ თქვენი ესმოდეთ, თუ გურთ, რომ კავშირი დაამყაროთ? მოდით, ყველამ გავაგრძელოთ ინგლისურის სწავლა და გამოყენება. ისე რომ შერეულ აუდიტორიასთან ვიურთიერთოთ, როგორც აქ, TEDx-ზე ვაკეთებთ. ინგლისური მძლავრი ინსტრუმენტია ცოდნის გაზიარებისთვის, გლობალური პრობლემების საერთაშორისო განხილვისთვის. ბოლო-ბოლო, ინლისური 365 მილიონი გულისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. 365 მილიონი ადამიანისთვის ინგლისურს ორცხობილის გემო აქვს. მაგრამ ამაზე რატომ გავჩერდეთ? რატომ არ უნდა გავწიოთ დამატებითი ძალისხმევა და სულ ცოტა, ერთი დამატებითი უცხო ენა ვისწავლოთ? ორცხობილის ბევრი სხვადასხვა არომატი არსებობს. მოდით ახალი გავსინჯოთ. მადლობა. (აპლოდისმენტები)