სუგატა მიტრა: ააშენე სკოლა ღრუბელში
-
0:01 - 0:07როგორი იქნება სწავლება მომავალში?
-
0:07 - 0:09მე მაქვს ჩემი გეგმა
-
0:09 - 0:12მაგრამ იმისთვის რომ გითხრათ როგორია ეს გეგმა
-
0:12 - 0:15პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ
-
0:15 - 0:18პატარა წინაისტორია.
-
0:18 - 0:20მე ვცადე გამეგო
-
0:20 - 0:23საიდან მოდის ის სწავლების ფორმა
-
0:23 - 0:25რომელსაც ვასწავლით სკოლაში?
-
0:25 - 0:28შეგვიძლია შორეულ წარსულში წავიდეთ
-
0:28 - 0:32მაგრამ დღევანდელ სწავლის მეთოდს თუ შევხედავთ
-
0:32 - 0:35მარტივია იმის გარკვევა საიდან მოდის.
-
0:35 - 0:39მოდის დაახლოებით 300 წლის წინდელი
-
0:39 - 0:41უკანასკნელი
-
0:41 - 0:44და უდიდესი იმპერიიდან, რომელიც არსებობდა დედამიწაზე.
-
0:44 - 0:47წარმოიდგინეთ რომ ცდილობთ მართვას
-
0:47 - 0:49მთელი პლანეტის მართვას
-
0:49 - 0:53კომპიუტერების და ტელეფონების გარეშე
-
0:53 - 0:57ინფორმაციით, რომელიც ფურცლებზე წერია
-
0:57 - 1:01და იგზავნება გემებით.
-
1:01 - 1:03მაგრამ ვიქტორიანელებმა ეს შეძლეს.
-
1:03 - 1:06რაც მათ გააკეთეს გასაოცარია.
-
1:06 - 1:09მათ შექმნეს გლობალური კომპიუტერი
-
1:09 - 1:12ადამიანებისგან შემდგარი კომპიუტერი
-
1:12 - 1:14და ის დღესაც მუშაობს.
-
1:14 - 1:20მას ჰქვია ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანა.
-
1:20 - 1:23ამ მანქანის ასამუშავებლად
-
1:23 - 1:27ბევრი ადამიანია საჭირო.
-
1:27 - 1:31ამიტომ ასეთი ადამიანების "საწარმოებლად" კიდევ ერთი მანქანა მოიგონეს
-
1:31 - 1:34სკოლა.
-
1:34 - 1:37სკოლას უნდა გამოეშვა ისეთი ადამიანები
-
1:37 - 1:41რომელიც შემდგომ გახდებოდა
-
1:41 - 1:44ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანის ნაწილი.
-
1:44 - 1:48უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი
-
1:48 - 1:50და უნდა ჰქონოდათ სამი რამ:
-
1:50 - 1:54კარგი ხელწერა, იმიტომ რომ ინფორმაცია ხელნაწერი იყო;
-
1:54 - 1:56შესძლებოდათ კითხვა;
-
1:56 - 1:58და უნდა შესძლებოდათ გამრავლება
-
1:58 - 2:02გაყოფა, მიმატება და გამოკლება ზეპირად.
-
2:02 - 2:05იმდენად ერთნაირი უნდა ყოფილიყვნენ რომ ახალი ზელანდიიდან
-
2:05 - 2:07გემით კანადაში თუ გადაიყვანდი
-
2:07 - 2:12შეუფერხებლად უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა იქაც.
-
2:12 - 2:14ვიქტორიანელები ბრწყინვალე ინჟინრები იყვნენ
-
2:14 - 2:18მათ იმდენად მყარი სისტემა შექმნეს
-
2:18 - 2:20რომელიც დღესაც მუშაობს
-
2:20 - 2:24და უშვებს ერთნაირ ხალხს
-
2:24 - 2:29მანქანისთვის რომელიც დღეს აღარ არსებობს.
-
2:29 - 2:32იმპერია აღარ არსებობს
-
2:32 - 2:35და რას ვუპირებთ ამ სისტემას
-
2:35 - 2:37რომელიც ქმნის ერთნაირ ადამიანებს,
-
2:37 - 2:40რა არის შემდეგი ნაბიჯი
-
2:40 - 2:44თუკი ვაპირებთ რაიმე ნაბიჯის გაკეთებას?
-
2:44 - 2:46სკოლებმა ამოწურეს თავისი თავი
-
2:46 - 2:48ეს ხმამაღალი განაცხადია
-
2:48 - 2:52თუმცა მე ვამბობ რომ სკოლები, იმ სახით როგორითაც გვაქვს, უსარგებლო გახდა.
-
2:52 - 2:53არ ვამბობ რომ ცუდად ფუნქციონირებენ,
-
2:53 - 2:56ეს ძალიან მიღებული გამონათქვამია
-
2:56 - 3:00მაგრამ არა, მშვენივრად ფუნქციონირებენ
-
3:00 - 3:06უბრალოდ ამ ფორმით აღარ გვჭირდებიან, ვადა გაუვიდათ.
-
3:06 - 3:09რა სახის სამუშაოები გვაქვს დღეს?
-
3:09 - 3:11სამუშაოს დიდ ნაწილს კომპიუტერი ასრულებს,.
-
3:11 - 3:13ათასობით ყველა ოფისში.
-
3:13 - 3:16ადამიანები ამ კომპიუტერებს მართავენ
-
3:16 - 3:19იმისთვის რომ საქმე გააკეთონ.
-
3:19 - 3:22მათ აღარ სჭირდებათ ლამაზი კალიგრაფია
-
3:22 - 3:25აღარ სჭირდებათ ზეპირად გამრავლება
-
3:25 - 3:27თუმცა სჭირდებათ კითხვის ცოდნა.
-
3:27 - 3:32უფრო სწორად, გააზრებულად კითხვის უნარი.
-
3:32 - 3:35ეს დღეს, მაგრამ ის არც ვიცით
-
3:35 - 3:37როგორი იქნება მომავლის სამსახური.
-
3:37 - 3:40ვიცით რომ შეგვეძლება საიდანაც გვინდა იქიდან მუშაობა
-
3:40 - 3:43როდესაც გვინდა და რა ფორმითაც გვინდა.
-
3:43 - 3:47დღევანდელი სკოლა როგორ უწყობს ხელს
-
3:47 - 3:50ასეთი სამყაროსთვის მზადებას?
-
3:50 - 3:55ამ მოვლენას სრულიად შემთხვევით წავაწყდი
-
3:55 - 3:58როდესაც ადამიანებს პროგრამირებას ვასწავლიდი
-
3:58 - 4:00ნიუ დელიში, 14 წლის წინ.
-
4:00 - 4:04იმ ადგილთან ახლოს სადაც ვმუშაობდი, ღატაკი უბანი იყო
-
4:04 - 4:06და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ასეთმა ბავშვებმა
-
4:06 - 4:09ოდესმე ისწავლონ პროგრამირება?
-
4:09 - 4:12ან არ უნდა ისწავლონ საერთოდ?
-
4:12 - 4:15ამავე დროს ბევრ მშობელს ვიცნობდი
-
4:15 - 4:17მდიდრებს, რომელთაც ჰქონდათ კომპიუტერი
-
4:17 - 4:20და ისინი ამბობდნენ ხოლმე, "იცით, ჩემი ბიჭი
-
4:20 - 4:22მემგონი ის გენიოსია
-
4:22 - 4:25ისეთ რაღაცებს აკეთებს კომპიუტერთან.
-
4:25 - 4:29და ჩემი ქალიშვილი – ოჰ, ისიც ნამდვილი ტალანტია."
-
4:29 - 4:31და ა.შ. და მეც დავფიქრდი
-
4:31 - 4:33როგორ არის რომ ყველა მდიდარს
-
4:33 - 4:35ასეთი ტალანტი შვილი ჰყავს?
-
4:35 - 4:37(სიცილი)
-
4:37 - 4:40რა დააშავეს ღარიბებმა?
-
4:40 - 4:43ავდექი და ერთ–ერთ კედელში ღრმული გავაკეთე
-
4:43 - 4:45ღატაკ უბანში, ჩემს ოფისთან
-
4:45 - 4:48და შიგნით კომპიუტერი ჩავდგი, რომ მენახა რა მოხდებოდა
-
4:48 - 4:51იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს მივცემდი ბავშვს, რომელსაც არასოდეს ჰქონია
-
4:51 - 4:54რომელმაც არ იცის ინგლისური და არ იცის რა არის ინტერნეტი.
-
4:54 - 4:55ბავშვებმა უცებ მოირბინეს
-
4:55 - 4:57კომპიუტერი ცოტა შემაღლებულზე იყო და იკითხეს "ეს რა არის?"
-
4:57 - 5:00მეც ვუთხარი "ეს.. წარმოდგენა არ მაქვს."
-
5:00 - 5:02(სიცილი)
-
5:02 - 5:05მეკითხებიან "აქ რატომ დააყენე?"
-
5:05 - 5:06ვპასუხობ "უბრალოდ ისე."
-
5:06 - 5:09"შეიძლება შევეხოთ?" მე ვუთხარი "როგორც გინდათ."
-
5:09 - 5:12და წამოვედი
-
5:12 - 5:13დაახლოებით რვა საათის მერე
-
5:13 - 5:16მივედით და ვნახეთ რომ ერთმანეთს ასწავლიდნენ ინტერნეტში ძებნას.
-
5:16 - 5:19და ვიფიქრეთ "ეს შეუძლებელია
-
5:19 - 5:22როგორ შეიზლება? მათ არაფერი იციან."
-
5:22 - 5:25ჩემმა კოლეგამ თქვა, " მარტივია
-
5:25 - 5:28ალბათ ჩვენმა სტუდენტმა ჩაიარა
-
5:28 - 5:30და ასწავლა მაუსის გამოყენება."
-
5:30 - 5:32მეც დავეთანხმე.
-
5:32 - 5:35თუმცა ექსპერიმენტი გავიმეორეთ, ქალაქიდან 500 კილომეტრის დაშორებით
-
5:35 - 5:37მიყრუებულ სოფელში
-
5:37 - 5:40სადაც პროგრამირების სტუდენტის მოხვედრის ალბათობა
-
5:40 - 5:45არც ისე მაღალია.
-
5:45 - 5:48ექსპერიმენტი გავიმეორეთ
-
5:48 - 5:50დავამონტაჟეთ კომპიუტერი
-
5:50 - 5:52და წავედით, დავბრუნდით რამდენიმე თვეში,
-
5:52 - 5:54და ბავშვები კომპიუტერზე თამაშებს თამაშობდნენ.
-
5:54 - 5:55როდესაც დამინახეს მითხრეს
-
5:55 - 5:57"უფრო ძლიერი პროცესორი და უკეთესი მაუსი გვინდა."
-
5:57 - 6:01(სიცილი)
-
6:01 - 6:05"საიდან იცით ეს ყველაფერი?" ვკითხე
-
6:05 - 6:07და ძალიან საინტერესო პასუხი გამცეს.
-
6:07 - 6:09გაღიზიანებული ხმით მითხრეს
-
6:09 - 6:11"შენ დაგვიტოვე მანქანა რომელიც მარტო ინგლისურად მუშაობს
-
6:11 - 6:18ასე რომ ჩვენს თავს ვასწავლეთ ინგლისური რომ გამოგვეყენებინა."
-
6:18 - 6:20ეს იყო პირველი შემთხვევა
-
6:20 - 6:25როდესაც გავიგე "ჩვენს თავს ვასწავლეთ" ამ ფორმით.
-
6:25 - 6:28ესეც ეპიზოდები ამ პერიოდიდან.
-
6:28 - 6:31ეს კომპიუტერის დაყენების პირველი დღეა.
-
6:31 - 6:33მარჯვნივ 8 წლის ბავშვია.
-
6:33 - 6:39მარცხნივ მისი მოწაფე, 6 წლის.
-
6:39 - 6:42და ასწავლის ინტერნეტში ძებნას.
-
6:42 - 6:46შემდეგ ქვეყნის სხვა ნაწილებში
-
6:46 - 6:48ვიმეორებდი და ვიმეორებდი ამ ექსპერიმენტს
-
6:48 - 6:51და იმავე შედეგებს ვიღებდი.
-
6:51 - 6:55ფილმი "ღრმული კედელში – 1999"
-
6:55 - 7:008 წლის ბავშვი ეუბნება უფროს დას რა გააკეთოს.
-
7:04 - 7:10და გოგო რომელიც ინდურ დიალექტზე ხსნის რა არის ეს
-
7:10 - 7:14და ამბობ "შიგნით პროცესორია."
-
7:14 - 7:17ასე რომ დავიწყე ამაზე წერა.
-
7:17 - 7:19გამოვაქვეყნე ყველგან, ჩავიწერე და გავზომე ყველაფერი
-
7:19 - 7:22და ვთქვი, რომ ცხრა თვეში, ბავშვების ჯგუფი
-
7:22 - 7:24მარტო დარჩენილი ნებისმიერი ენის კომპიუტერთან
-
7:24 - 7:29იმავე სტანდარტს მიაღწევს რასაც ოფისის მუშაკი დასავლეთში.
-
7:29 - 7:33სწორედ ამას ვხედავდი გამუდმებით.
-
7:33 - 7:36მაგრამ მაინტერესებდა კიდევ რა შეუძლიათ
-
7:36 - 7:38თუ ამდენის გაკეთებას ახერხებენ?
-
7:38 - 7:41ასე რომ დავიწყე თემებზე ექსპერიმენტი
-
7:41 - 7:44მათ შორის მაგალითად გამოთქმაზე.
-
7:44 - 7:46არის ერთი რეგიონი სამხრეთ ინდოეთში
-
7:46 - 7:49სადაც ინგლისური გამოთქმა განსაკუთრებით ცუდი აქვთ
-
7:49 - 7:53და ამის გაუმჯობესება უკეთეს სამსახურს აპოვნინებდათ.
-
7:53 - 7:57ასე რომ მივეცი ავტომატური ბეჭდვის მექანიზმი
-
7:57 - 8:00და ვუთხარი "ელაპარაკეთ მანამდე, სანამ ზუსტად იმას არ დაბეჭდავს რასაც ამბობთ."
-
8:00 - 8:05(სიცილი)
-
8:05 - 8:10და ასეც მოიქცნენ.
-
8:10 - 8:15კომპიუტერი: მოხარული ვარ გაცნობით. ბავშვი: მოხარული ვარ გაცნობით.
-
8:15 - 8:18ეხლა იმიტომ შევჩერდი
-
8:18 - 8:21ამ ქალბატონის სახეზე, რომ სავარაუდოდ მრავალი თქვენგანი იცნობს მას.
-
8:21 - 8:25ამჟამად მუშაობს ქოლ–ცენტრში
-
8:25 - 8:30და შესაძლოა თქვენი საკრედიტო ბარათის შესახებ გაწვდით ინფორმაციას
-
8:30 - 8:34გამართული ინგლისური აქცენტით.
-
8:34 - 8:39შემდეგ უკვე კითხულობდნენ, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?
-
8:39 - 8:40სად არის საზღვარი?
-
8:40 - 8:44გადავწყვიტე ჩემივე არგუმენტი გამებათილებინა
-
8:44 - 8:46და აბსურდული შემოთავაზება გავაკეთე.
-
8:46 - 8:50ეს ჰიპოთეზა, სასაცილო ჰიპოთეზა..
-
8:50 - 8:52თამილი არის სამხრეთ ინდოეთში დიალექტი და ვთქვი
-
8:52 - 8:55შესაძლოა თამილზე მოლაპარაკე ბავშვმა, სამხრეთის სოფლიდან
-
8:55 - 8:58ისწავლოს დნმ–ის კლონირების ბიოტექნოლოგია ინგლისურად
-
8:58 - 9:00მხოლოდ ქუჩის კომპიუტერის გამოყენებით?
-
9:00 - 9:03და ვიფიქრე, შევაფასებ. მიიღებენ ნულს.
-
9:03 - 9:06შემდეგ რამდენიმე თვეს დავტოვებ
-
9:06 - 9:08როცა დავბრუნდები ისევ მიიღებენ ნულს.
-
9:08 - 9:12და შემეძლება დავბრუნდე ლაბორატორიაში და ვთქვა რომ გვჭირდება მასწავლებლები.
-
9:12 - 9:16ასე რომ ვიპოვნე ასეთი სოფელი, კალიკუპამი, სამხრეთ ინდოეთში
-
9:16 - 9:19და დავამონტაჟე კედელში კომპიოუტერი
-
9:19 - 9:23გადმოვწერე ინტერნეტიდან დნმ–ის კლონირებაზე მასალები
-
9:23 - 9:26რომლის უმეტესობა მეც არ მესმოდა.
-
9:26 - 9:29და ბავშვებმად მოირბინეს და მკითხეს "ეს რა არის?"
-
9:29 - 9:34მეც ვუთხარი "ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ სულ ინგლისურადაა."
-
9:34 - 9:37და მეკითხებიან "როგორ გავიგოთ ამხელა ინგლისური სიტყვები
-
9:37 - 9:39და დიგრამები და ქიმია?"
-
9:39 - 9:42ამ დროისთვის უკვე შემუშავებული მქონდა ახალი პედაგოგიური მეთოდი
-
9:42 - 9:45და მეც გამოვიყენე. ვუთხარი "წარმოდგენა არ მაქვს."
-
9:45 - 9:48(სიცილი)
-
9:48 - 9:51"და საერთოდაც, მე მივდივარ."
-
9:51 - 9:56(სიცილი)
-
9:56 - 9:59რამდენიმე თვით დავტოვე.
-
9:59 - 10:02მანამდე ტესტი ჩავუტარე, ნული მიიღეს.
-
10:02 - 10:03დავბრუნდი ორი თვის შემდეგ
-
10:03 - 10:06ბავშვები შეიკრიბნენ და თქვეს "ვერაფერი გავიგეთ."
-
10:06 - 10:09მეც ვიფიქრე "რას ველოდი?"
-
10:09 - 10:13და ვთქვი "კარგი, მაგრამ რამდენი დრო დაგჭირდათ
-
10:13 - 10:15სანამ გადაწყვეტდით რომ არაფერი გესმით?"
-
10:15 - 10:17მათ თქვეს "ჯერ არ დავნებებულვართ.
-
10:17 - 10:19ყოველ დღე მოვდივართ და ვუყურებთ."
-
10:19 - 10:22მე ვთქვი "რა? არაფერი გესმით ამ ეკრანზე
-
10:22 - 10:24და მაინც მოდიხართ და უყურებთ ორი თვეა? რისთვის?"
-
10:24 - 10:27შემდეგ ამ პატარა გოგონამ,
-
10:27 - 10:30აწია ხელი და დამტვრეულ თამილ–ინგლისურით მეუბნება
-
10:30 - 10:32"გარდა იმ ფაქტისა
-
10:32 - 10:35რომ დნმ–ის მოლეკულის არასათანადო კლონირებამ შეიძლება დაავადება გამოიწვიოს
-
10:35 - 10:38ვერაფერი გავიგეთ."
-
10:38 - 10:43(სიცილი)
-
10:43 - 10:47შემდეგ ტესტი ჩავუტარე.
-
10:47 - 10:51და საგანმანათლებლო პარადოქსი მივიღე, ნულიდან 30 პროცენტამდე
-
10:51 - 10:53მხოლოდ ორ თვეში, ტროპიკულ სიცხეში
-
10:53 - 10:56მხოლოდ ერთი კომპიუტერით ხის ქვეშ, რომლიც მათთვის გაუგებარ ენაზე მუშაობს
-
10:56 - 10:59იმ თემაზე, რომელიც ათწლეულით წინაა.
-
10:59 - 11:05აბსურდი. მაგრამ მე ვიქტორიანული ნორმით უნდა მემოქმედა.
-
11:05 - 11:0830 პროცენტი ჩაჭრას ნიშნავს.
-
11:08 - 11:11როგორ შევძლო რომ ჩააბარონ? როგორ მოვაგროვებინო დამატებითი 20 ქულა?
-
11:11 - 11:16არ შემეძლო მასწავლებლის პოვნა. ვიპოვნე მხოლოდ მათი მეგობარი
-
11:16 - 11:1822 წლის ბუღალტერი გოგონა
-
11:18 - 11:21რომელიც მათ ეთამაშებოდა ხოლმე.
-
11:21 - 11:23და ვეკითხები "შეგიძლია დაეხმარო?"
-
11:23 - 11:25მეუბნება "გამორიცხულია.
-
11:25 - 11:28სკოლაში არ მისწავლია მეცნიერება. წარმოდგენა არ მაქვს
-
11:28 - 11:33რას აკეთებენ მთელი დღე იმ ხის ქვეშ. ვერ დაგეხმარები."
-
11:33 - 11:37მე ვეუბნები "აი რას გეტყვი. გამოიყენე ბებიის მეთოდი."
-
11:37 - 11:39მეკითხება, "ეგ რა არის?"
-
11:39 - 11:40"დადექი მათ უკან
-
11:40 - 11:42და როდესაც რამეს გააკეთებენ უბრალოდ უთხარი
-
11:42 - 11:45ვაუ, ეგ როგორ გააკეთე?
-
11:45 - 11:48შემდეგ გვერდზე რა ხდება? ღმერთო, როდესაც თქვენხელა ვიყავი ეგეთი რამე არ შემეძლო.
-
11:48 - 11:51ხომ იცი, რასაც ბებიები აკეთებენ."
-
11:51 - 11:53და ასეც იქცეოდა კიდევ ორი თვე.
-
11:53 - 11:56შედეგები ავიდა 50 პროცენტზე.
-
11:56 - 11:57კალიკუპამი დაეწია
-
11:57 - 11:59ჩემს საკონტროლო სკოლას ნიუ დელიში,
-
11:59 - 12:03მდიდარ კერძო სკოლას, ბიოტექნოლოგიაში გამოცდილი მასწავლებლით.
-
12:03 - 12:08როდესაც ეს დავინახე, მივხვდი რომ შეიძლება სურათის შეცვლა.
-
12:08 - 12:10ესეც კალიკუპამი.
-
12:10 - 12:18ნეირონები.... კომუნიკაცია.
-
12:18 - 12:22კამერის კუთხე ცუდად შევარჩიე.
-
12:22 - 12:25მაგრამ აქ ამბობს, თუ გაარჩიეთ
-
12:25 - 12:27ნეირონებზე ლაპარაკობს, ხელები ასე უჭირავს
-
12:27 - 12:31და ამბობს რომ ნეირონები ურთიერთობენ.
-
12:31 - 12:3412 წლის ასაკში.
-
12:34 - 12:37ასე რომ, როგორი იქნება მომავლის სამსახური?
-
12:37 - 12:39ვიცით როგორი არის დღეს.
-
12:39 - 12:42როგორი იქნება სწავლება? ვიცით როგორი არის დღეს,
-
12:42 - 12:45ბავშვები ერთი ხელით მობილურებში არიან ცამძვრალი
-
12:45 - 12:49და მერე უხალისოდ მიდიან სკოლაში რომ მეორე ხელით წიგნი აიღონ.
-
12:49 - 12:53როგორი იქნება ეს ხვალ?
-
12:53 - 12:57შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს სკოლაში წასვლა?
-
12:57 - 13:01შეიძლება რომ ოდესმე, თუკი რამის ცოდნა დაგჭირდება,
-
13:01 - 13:04შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პასუხის 2 წუთში პოვნა?
-
13:04 - 13:08შეიძლება რომ – გამანადგურებელი კითხვა,
-
13:08 - 13:11კითხვა რომელიც ნიკოლას ნეგროპონტემ დასვა –
-
13:11 - 13:14შეიძლება რომ მომავალში, ან უკვე ეხლა
-
13:14 - 13:18ცოდნამ ამოწურა თავი?
-
13:18 - 13:20მაგრამ ეს საშინელებაა. ჩვენ ჰომო საპიენსები ვართ.
-
13:20 - 13:24ცოდნა არის რაც გამოგვარჩევს მაიმუნებისგან.
-
13:24 - 13:26მაგრამ ასე შევხედოთ
-
13:26 - 13:28ბუნებას 100 მილიონი წელი დასჭირდა
-
13:28 - 13:31რომ მაიმუნისთვის ორ ფეხზე სიარული ესწავლებინა
-
13:31 - 13:33და ჰომო საპიენსად ჩამოეყალიბებინა.
-
13:33 - 13:36ჩვენ კი მხოლოდ 10 000 იმისთვის რომ ცოდნა უსარგებლო გაგვეხადა.
-
13:36 - 13:39წარმოიდგინეთ რა მიღწევაა!
-
13:39 - 13:43მაგრამ ამის ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ მომავალში.
-
13:43 - 13:46წახალისება გადამწყვეტი ელემენტია.
-
13:46 - 13:47თუ კუპამს შევხედავთ,
-
13:47 - 13:50ან სხვა ექსპერიმენტებს,
-
13:50 - 13:57ჩვენი როლი იყო "ვაუ". სწავლის წახალისება.
-
13:57 - 13:59არსებობს ფაქტებიც ნეირომეცნიერებიდან
-
13:59 - 14:02ტვინის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ნაწილშია
-
14:02 - 14:06როდესაც საფრთხეს ხედავს, კეტავს ყველაფერს
-
14:06 - 14:10ტვინის წინა კორტექსს, ნაწილს რომელიც სწავლაზეა პასუხისმგებელი
-
14:10 - 14:12ყველაფერს ერთად.
-
14:12 - 14:17დასჯა და გამოცდები აღიქმება როგორც საფრთხე.
-
14:17 - 14:20ასე რომ ჩვენს ბავშვებს, ვუკეტავთ ტვინს
-
14:20 - 14:23და ვეუბნებით "შედეგი გვაჩვენეთ."
-
14:23 - 14:26რატომ შეიქმნა ასეთი სისტემა?
-
14:26 - 14:28იმიტომ რომ საჭირო იყო.
-
14:28 - 14:31იყო დრო, იმპერიის საუკუნე
-
14:31 - 14:35როდესაც საჭირო იყო ხალხი საფრთხის პირობებში გადარჩენილიყო.
-
14:35 - 14:37როდესაც სანგარში ხარ მარტო
-
14:37 - 14:41თუ გადარჩები, კარგია, ჩააბარე გამოცდა.
-
14:41 - 14:44თუ არა, მაშინ ჩაიჭერი.
-
14:44 - 14:47მაგრამ ეს ერა დასრულდა.
-
14:47 - 14:50რა მოსდის შემოქმედებას ჩვენს საუკუნეში?
-
14:50 - 14:54ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი
-
14:54 - 14:57საფრთხიდან სიამოვნებამდე.
-
14:57 - 15:01მეც დავბრუნდი ინგლისში, ბრიტანელი ბებიების საძებნელად.
-
15:01 - 15:04გამოვაქვეყნე განცხადებები
-
15:04 - 15:07თუ ხართ ბრიტანელი ბებია და გაქვთ ინტერნეტი და ვებ–კამერა
-
15:07 - 15:11შეგიძლიათ უფასოდ დამითმოთ ერთი საათი კვირაში?
-
15:11 - 15:13პირველ ორ კვირაში 200 გამომეხმაურა
-
15:13 - 15:18უფრო მეტ ბრიტანელ ბებიას ვიცნობ ვიდრე ნებისმიერი ამ ქვეყნად.
-
15:18 - 15:21"ბებიების ღრუბელს" ვეძახით.
-
15:21 - 15:23ეს ბებიების ღრუბელი ზის ინტერნეტში
-
15:23 - 15:27თუ ბავშვი გასაჭირშია, ვუგზავნით ბებიას.
-
15:27 - 15:31უკავშირდება სკაიპით და ალაგებს სიტუაციას.
-
15:31 - 15:35მინახავს სოფელ დიგლსიდან
-
15:35 - 15:37ჩრდილო–დასავლეთ ინგლისიდან,
-
15:37 - 15:40ინდოეთის სოფელ ნადუში
-
15:40 - 15:4212 000 კილომეტრის დაშორებით.
-
15:42 - 15:46და მხოლოდ ერთი გამოცდილი ჟესტით აკეთებს ამას,
-
15:46 - 15:48"შშშშ"
-
15:48 - 15:50გასაგებია?
-
15:50 - 15:52უყურეთ.
-
15:52 - 15:56(ვერ დამიჭერ. გაიმეორეთ)
-
15:56 - 16:00(ვერ დამიჭერ)
-
16:00 - 16:03ბავშვები: (ვერ დამიჭერ)
-
16:03 - 16:08ბებია: მე ჟღალწვერა კაცი ვარ. ბავშვები: მე ჟღალწვერა ბავშვი ვარ.
-
16:08 - 16:13ბებია: კარგია! ყოჩაღ.
-
16:13 - 16:15რა ხდება აქ?
-
16:15 - 16:17ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება
-
16:17 - 16:20შევხედოთ სწავლებას
-
16:20 - 16:24როგორც საგანმანათლებლო თვით–ორგანიზაციის პროდუქტს.
-
16:24 - 16:27თუ მისცემ ამ პროცესს თვით–ორგანიზების საშუალებას
-
16:27 - 16:30სწავლება თავისით ხდება.
-
16:30 - 16:32არ არის საჭირო "უზრუნველყო" სწავლება.
-
16:32 - 16:34უბრალოდ აცალე და მოხდება.
-
16:34 - 16:37მასწავლებელი უბრალოდ პროცესის ინიცირებას ახდენს
-
16:37 - 16:40და შემდეგ აკვირდება აღფრთოვანებული
-
16:40 - 16:43და მის თვალწინ ვითარდება სწავლების პროცესი.
-
16:43 - 16:45ვფიქრობ სწორედ აქეთ მიდის.
-
16:45 - 16:48მაგრამ როგორ, როგორ მივიღებთ ცოდნას?
-
16:48 - 16:50ჩემი მიზანია შევქმნა
-
16:50 - 16:53ასეთი თვით–ორგანიზებადი სწავლების გარემო(SOLE)
-
16:53 - 16:57რომელიც ძირითადად შედგება ინტერნეტის, კოლაბორაციის
-
16:57 - 16:59და წახალისების შერწყმით.
-
16:59 - 17:01ეს ბევრ სკოლაში გამომიცდია
-
17:01 - 17:04გამომიცდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მასწავლებლები
-
17:04 - 17:07გაოცებული უყურებენ "ეს თავისით ხდება?"
-
17:07 - 17:10და მეც ვპასუხობ "ეგრე გამოდის." "რა იცოდი?"
-
17:10 - 17:14ჩემი პასუხია "არ დაიჯერებთ რომელმა ბავშვებმა მითხრეს
-
17:14 - 17:17და სად ცხოვრობენ ისინი."
-
17:17 - 17:19ესეც SOLE მოქმედებაში.
-
17:19 - 17:26(ბავშვები ლაპარაკობენ)
-
17:26 - 17:32ეს ინგლისში ხდება.
-
17:32 - 17:36ის ინარჩუნებს წესრიგს
-
17:36 - 17:44შენიშნეთ, მასწავლებელი არ არის იქვე.
-
17:46 - 17:50გოგონა: ელექტრონების ჯამი არ არის პროტონების რაოდენობის ტოლი
-
17:50 - 17:57ამიტომ ხდება დადებითი ან უარყოფითი მუხტის მიღება.
-
17:57 - 18:00იონის მუხტი ტოლია პროტონების რაოდენობას
-
18:00 - 18:04გამოკლებული ელექტრონების რაოდენობა ამავე იონში.
-
18:04 - 18:07ათწლეულით წინაა თავის დროზე.
-
18:07 - 18:10ვფიქრობ, მთავარია გვქონდეს "დიდი კითხვების" კურიკულიმი, სასწავლო ცხრილი
-
18:10 - 18:12შეიძლება გაგიგიათ. გაგიგიატ რას ნიშნავს ეს.
-
18:12 - 18:16იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი
-
18:16 - 18:18დაჯდებოდა და ცას ახედავდა და იტყოდა
-
18:18 - 18:20"რა არის ის მოციმციმე შუქი?"
-
18:20 - 18:25სწორედ მათ შექმნეს პირველი კურიკულიმი, თუმცა ასეთი საოცარი კითხვები ნელ–ნელა დაიკარგა საწავლებაში.
-
18:25 - 18:29ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ.
-
18:29 - 18:33მაგრამ ეს არაა საკმარისაც მიმზიდველი.
-
18:33 - 18:369 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა
-
18:36 - 18:39"მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას,
-
18:39 - 18:43როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?"
-
18:43 - 18:45და თუ გკითხავენ "კი მაგრამ, როგორ?"
-
18:45 - 18:48შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა. ჰქვია კუთხის ტანგესი"
-
18:48 - 18:51და შემდეგ დატოვებ მარტო. ის მისით გაარკვევს.
-
18:51 - 18:55ესეც რამდენიმე სურათი SOLE-დან.
-
18:55 - 19:01მე საოცარი, საოცარი კითხვები გამომიცდია
-
19:01 - 19:05"როდის დაიწყო სამყარო? როდის დასრულდება?"
-
19:05 - 19:079 წლის ბავშვებთან.
-
19:07 - 19:10ეს ეხება სასუნთქ ჟანგბადს.
-
19:10 - 19:15ეს ბავშვების მიერ გაკეთებულია, მასწავლებლის ჩარევის გარეშე.
-
19:15 - 19:18მასწავლებელი მხოლოდ კითხვებს სვამს,
-
19:18 - 19:21შემდეგ აკვირდება და იწონებს პასუხს.
-
19:21 - 19:25რა არის ჩემი სურვილი?
-
19:25 - 19:27ჩემი სურვილია
-
19:27 - 19:32რომ შევქმნათ მომავლის სასწავლო მოდელი.
-
19:32 - 19:34ჩვენ არ გვინდა უბრალო ნაწილები ვიყოთ
-
19:34 - 19:36დიდი კომპიუტერისთვის, ხომ ასეა?
-
19:36 - 19:40ამიტომ უნდა შევქმნათ მოდელი მომავლისთვის.
-
19:40 - 19:41ერთი წუთით,
-
19:41 - 19:44მინდა ზუსტად ამოვიკითხო,
-
19:44 - 19:47იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-
19:47 - 19:49ჩემი სურვილია მომავლის სწავლების მოდელის შექმნა
-
19:49 - 19:51იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს დავეხმაროთ
-
19:51 - 19:54საკუთარი ცნობიმოყვარეობის და შესაძლებლობების ერთად გამოყენებაში.
-
19:54 - 19:56დამეხმარეთ ამ სკოლის შექმნაში.
-
19:56 - 20:00მისი სახელი იქნება "სკოლა ღრუბლებში"
-
20:00 - 20:05ეს იქნება სკოლა სადაც ბავშვები ინტელექტუალურ თავგადასავლებში იმოგზაურებენ
-
20:05 - 20:09რომელსაც მნიშვნელოვანი კითხვებით აღძრავს მედიატორი.
-
20:09 - 20:11ჩემი სურვილია ავაშენო
-
20:11 - 20:15ადგილი, სადაც შევისწავლი ამას.
-
20:15 - 20:18ადგილი რომელსაც პრაქტიკულად არ ეყოლება თანამშრომელი.
-
20:18 - 20:20მხოლოდ ერთი ბებია
-
20:20 - 20:22რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნავს
-
20:22 - 20:24დანარჩენი მოდის ინტერნეტით.
-
20:24 - 20:26შუქიც კი ინტერნეტით იმართება,
-
20:26 - 20:28და ა,შ. ყველაფერი კეთდება ინტერნეტში განთავსებული "ღრუბლიდან".
-
20:28 - 20:31მაგრამ მე სხვა რამეში მჭირდება დახმარება.
-
20:31 - 20:34თქვენც შეგიძლიათ შექმნათ SOLE-ები
-
20:34 - 20:39სახლში, სკოლაში, კლუბებში.
-
20:39 - 20:41ეს ძალიან ადვილია
-
20:41 - 20:43და შეგიძლიათ დოკუმენტიც გადმოწეროთ და ნახოთ როგორ.
-
20:43 - 20:46თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, გთხოვთ გააკეთოთ
-
20:46 - 20:48ყველა კონტინენტზე
-
20:48 - 20:51და გამომიგზავნეთ მონაცემები
-
20:51 - 20:54რომელსაც მე შევკრებ და შევიტან ღრუბელში ამ ერთიან სკოლაში
-
20:54 - 20:57და შევქმნით მომავლის სწავლის პროცესს.
-
20:57 - 20:59ესაა ჩემი სურვილი.
-
20:59 - 21:01და კიდევ ერთი რამ.
-
21:01 - 21:03ეხლა წაგიყვანთ ჰიმალაის მთებში
-
21:03 - 21:063600 კილომეტრზე, სადაც სუნთქვაც ჭირს,
-
21:06 - 21:09ერთხელ ორი კომპიუტერი ჩავიტანე
-
21:09 - 21:11და ბავშვები იქაც მიაწყდნენ.
-
21:11 - 21:14და იქ იყო ერთი გოგონა, რომელიც გვერდში მომყვებოდა
-
21:14 - 21:19და მე ვუთხარი "იცი, მე მინდა ყველას მივცე კომპიუტერი, ყველა ბავშვს.
-
21:19 - 21:21და არ ვიცი, რა უნდა ვქნა?"
-
21:21 - 21:25და თან მინდოდა ჩუმად სურათი გადამეღო.
-
21:25 - 21:29უცებ ხელი ასწია ასე და მითხრა,
-
21:29 - 21:31"საქმეს შეუდექი."
-
21:31 - 21:43(სიცილი)
-
21:43 - 21:45ვფიქრობ კარგი რჩევაა.
-
21:45 - 21:47ვიქცევი ამ რჩევის მიხედვით. ვწყვეტ საუბარს.
-
21:47 - 21:51მადლობა. დიდი მადლობა
-
21:51 - 21:54(აპლოდისმენტები)
-
21:54 - 22:03მადლობა, მადლობა.
-
22:03 - 22:09დიდი მადლობა, ვაუ.
- Title:
- სუგატა მიტრა: ააშენე სკოლა ღრუბელში
- Speaker:
- Sugata Mitra
- Description:
-
სცენაზე სუგატა მიტრა მის საკონკურსო სურვილს წარმოთქვამს: დამეხმარეთ შევქმნა სკოლა ღრუბელში, სასწავლო ლაბორატორია ინდოეთში, სადაც ბავშვები შეიმეცნებენ და ისწავლიან ერთმანეთისგან – ღრუბლიდან(ინტერნეტიდან) მიღებული რესურსების და დახმარების მეშვეობით. მოისმინეთ ეს შთამბეჭდავი ხედვა თვით ორგანიზებადი სასწავლო გარემოს (SOLE) შესახებ და გაიგეთ მეტი ვებ–გვერდზე tedprize.org.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 22:31
Dimitra Papageorgiou approved Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
George Pagava accepted Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
George Pagava edited Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
George Pagava edited Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
George Pagava edited Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
George Pagava edited Georgian subtitles for Build a School in the Cloud | ||
Mikheil Tkavadze added a translation |