როგორი იქნება სწავლება მომავალში?
მე მაქვს ჩემი გეგმა
მაგრამ იმისთვის რომ გითხრათ როგორია ეს გეგმა
პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ
პატარა წინაისტორია.
მე ვცადე გამეგო
საიდან მოდის ის სწავლების ფორმა
რომელსაც ვასწავლით სკოლაში?
შეგვიძლია შორეულ წარსულში წავიდეთ
მაგრამ დღევანდელ სწავლის მეთოდს თუ შევხედავთ
მარტივია იმის გარკვევა საიდან მოდის.
მოდის დაახლოებით 300 წლის წინდელი
უკანასკნელი
და უდიდესი იმპერიიდან, რომელიც არსებობდა დედამიწაზე.
წარმოიდგინეთ რომ ცდილობთ მართვას
მთელი პლანეტის მართვას
კომპიუტერების და ტელეფონების გარეშე
ინფორმაციით, რომელიც ფურცლებზე წერია
და იგზავნება გემებით.
მაგრამ ვიქტორიანელებმა ეს შეძლეს.
რაც მათ გააკეთეს გასაოცარია.
მათ შექმნეს გლობალური კომპიუტერი
ადამიანებისგან შემდგარი კომპიუტერი
და ის დღესაც მუშაობს.
მას ჰქვია ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანა.
ამ მანქანის ასამუშავებლად
ბევრი ადამიანია საჭირო.
ამიტომ ასეთი ადამიანების "საწარმოებლად" კიდევ ერთი მანქანა მოიგონეს
სკოლა.
სკოლას უნდა გამოეშვა ისეთი ადამიანები
რომელიც შემდგომ გახდებოდა
ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანის ნაწილი.
უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი
და უნდა ჰქონოდათ სამი რამ:
კარგი ხელწერა, იმიტომ რომ ინფორმაცია ხელნაწერი იყო;
შესძლებოდათ კითხვა;
და უნდა შესძლებოდათ გამრავლება
გაყოფა, მიმატება და გამოკლება ზეპირად.
იმდენად ერთნაირი უნდა ყოფილიყვნენ რომ ახალი ზელანდიიდან
გემით კანადაში თუ გადაიყვანდი
შეუფერხებლად უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა იქაც.
ვიქტორიანელები ბრწყინვალე ინჟინრები იყვნენ
მათ იმდენად მყარი სისტემა შექმნეს
რომელიც დღესაც მუშაობს
და უშვებს ერთნაირ ხალხს
მანქანისთვის რომელიც დღეს აღარ არსებობს.
იმპერია აღარ არსებობს
და რას ვუპირებთ ამ სისტემას
რომელიც ქმნის ერთნაირ ადამიანებს,
რა არის შემდეგი ნაბიჯი
თუკი ვაპირებთ რაიმე ნაბიჯის გაკეთებას?
სკოლებმა ამოწურეს თავისი თავი
ეს ხმამაღალი განაცხადია
თუმცა მე ვამბობ რომ სკოლები, იმ სახით როგორითაც გვაქვს, უსარგებლო გახდა.
არ ვამბობ რომ ცუდად ფუნქციონირებენ,
ეს ძალიან მიღებული გამონათქვამია
მაგრამ არა, მშვენივრად ფუნქციონირებენ
უბრალოდ ამ ფორმით აღარ გვჭირდებიან, ვადა გაუვიდათ.
რა სახის სამუშაოები გვაქვს დღეს?
სამუშაოს დიდ ნაწილს კომპიუტერი ასრულებს,.
ათასობით ყველა ოფისში.
ადამიანები ამ კომპიუტერებს მართავენ
იმისთვის რომ საქმე გააკეთონ.
მათ აღარ სჭირდებათ ლამაზი კალიგრაფია
აღარ სჭირდებათ ზეპირად გამრავლება
თუმცა სჭირდებათ კითხვის ცოდნა.
უფრო სწორად, გააზრებულად კითხვის უნარი.
ეს დღეს, მაგრამ ის არც ვიცით
როგორი იქნება მომავლის სამსახური.
ვიცით რომ შეგვეძლება საიდანაც გვინდა იქიდან მუშაობა
როდესაც გვინდა და რა ფორმითაც გვინდა.
დღევანდელი სკოლა როგორ უწყობს ხელს
ასეთი სამყაროსთვის მზადებას?
ამ მოვლენას სრულიად შემთხვევით წავაწყდი
როდესაც ადამიანებს პროგრამირებას ვასწავლიდი
ნიუ დელიში, 14 წლის წინ.
იმ ადგილთან ახლოს სადაც ვმუშაობდი, ღატაკი უბანი იყო
და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ასეთმა ბავშვებმა
ოდესმე ისწავლონ პროგრამირება?
ან არ უნდა ისწავლონ საერთოდ?
ამავე დროს ბევრ მშობელს ვიცნობდი
მდიდრებს, რომელთაც ჰქონდათ კომპიუტერი
და ისინი ამბობდნენ ხოლმე, "იცით, ჩემი ბიჭი
მემგონი ის გენიოსია
ისეთ რაღაცებს აკეთებს კომპიუტერთან.
და ჩემი ქალიშვილი – ოჰ, ისიც ნამდვილი ტალანტია."
და ა.შ. და მეც დავფიქრდი
როგორ არის რომ ყველა მდიდარს
ასეთი ტალანტი შვილი ჰყავს?
(სიცილი)
რა დააშავეს ღარიბებმა?
ავდექი და ერთ–ერთ კედელში ღრმული გავაკეთე
ღატაკ უბანში, ჩემს ოფისთან
და შიგნით კომპიუტერი ჩავდგი, რომ მენახა რა მოხდებოდა
იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს მივცემდი ბავშვს, რომელსაც არასოდეს ჰქონია
რომელმაც არ იცის ინგლისური და არ იცის რა არის ინტერნეტი.
ბავშვებმა უცებ მოირბინეს
კომპიუტერი ცოტა შემაღლებულზე იყო და იკითხეს "ეს რა არის?"
მეც ვუთხარი "ეს.. წარმოდგენა არ მაქვს."
(სიცილი)
მეკითხებიან "აქ რატომ დააყენე?"
ვპასუხობ "უბრალოდ ისე."
"შეიძლება შევეხოთ?" მე ვუთხარი "როგორც გინდათ."
და წამოვედი
დაახლოებით რვა საათის მერე
მივედით და ვნახეთ რომ ერთმანეთს ასწავლიდნენ ინტერნეტში ძებნას.
და ვიფიქრეთ "ეს შეუძლებელია
როგორ შეიზლება? მათ არაფერი იციან."
ჩემმა კოლეგამ თქვა, " მარტივია
ალბათ ჩვენმა სტუდენტმა ჩაიარა
და ასწავლა მაუსის გამოყენება."
მეც დავეთანხმე.
თუმცა ექსპერიმენტი გავიმეორეთ, ქალაქიდან 500 კილომეტრის დაშორებით
მიყრუებულ სოფელში
სადაც პროგრამირების სტუდენტის მოხვედრის ალბათობა
არც ისე მაღალია.
ექსპერიმენტი გავიმეორეთ
დავამონტაჟეთ კომპიუტერი
და წავედით, დავბრუნდით რამდენიმე თვეში,
და ბავშვები კომპიუტერზე თამაშებს თამაშობდნენ.
როდესაც დამინახეს მითხრეს
"უფრო ძლიერი პროცესორი და უკეთესი მაუსი გვინდა."
(სიცილი)
"საიდან იცით ეს ყველაფერი?" ვკითხე
და ძალიან საინტერესო პასუხი გამცეს.
გაღიზიანებული ხმით მითხრეს
"შენ დაგვიტოვე მანქანა რომელიც მარტო ინგლისურად მუშაობს
ასე რომ ჩვენს თავს ვასწავლეთ ინგლისური რომ გამოგვეყენებინა."
ეს იყო პირველი შემთხვევა
როდესაც გავიგე "ჩვენს თავს ვასწავლეთ" ამ ფორმით.
ესეც ეპიზოდები ამ პერიოდიდან.
ეს კომპიუტერის დაყენების პირველი დღეა.
მარჯვნივ 8 წლის ბავშვია.
მარცხნივ მისი მოწაფე, 6 წლის.
და ასწავლის ინტერნეტში ძებნას.
შემდეგ ქვეყნის სხვა ნაწილებში
ვიმეორებდი და ვიმეორებდი ამ ექსპერიმენტს
და იმავე შედეგებს ვიღებდი.
ფილმი "ღრმული კედელში – 1999"
8 წლის ბავშვი ეუბნება უფროს დას რა გააკეთოს.
და გოგო რომელიც ინდურ დიალექტზე ხსნის რა არის ეს
და ამბობ "შიგნით პროცესორია."
ასე რომ დავიწყე ამაზე წერა.
გამოვაქვეყნე ყველგან, ჩავიწერე და გავზომე ყველაფერი
და ვთქვი, რომ ცხრა თვეში, ბავშვების ჯგუფი
მარტო დარჩენილი ნებისმიერი ენის კომპიუტერთან
იმავე სტანდარტს მიაღწევს რასაც ოფისის მუშაკი დასავლეთში.
სწორედ ამას ვხედავდი გამუდმებით.
მაგრამ მაინტერესებდა კიდევ რა შეუძლიათ
თუ ამდენის გაკეთებას ახერხებენ?
ასე რომ დავიწყე თემებზე ექსპერიმენტი
მათ შორის მაგალითად გამოთქმაზე.
არის ერთი რეგიონი სამხრეთ ინდოეთში
სადაც ინგლისური გამოთქმა განსაკუთრებით ცუდი აქვთ
და ამის გაუმჯობესება უკეთეს სამსახურს აპოვნინებდათ.
ასე რომ მივეცი ავტომატური ბეჭდვის მექანიზმი
და ვუთხარი "ელაპარაკეთ მანამდე, სანამ ზუსტად იმას არ დაბეჭდავს რასაც ამბობთ."
(სიცილი)
და ასეც მოიქცნენ.
კომპიუტერი: მოხარული ვარ გაცნობით. ბავშვი: მოხარული ვარ გაცნობით.
ეხლა იმიტომ შევჩერდი
ამ ქალბატონის სახეზე, რომ სავარაუდოდ მრავალი თქვენგანი იცნობს მას.
ამჟამად მუშაობს ქოლ–ცენტრში
და შესაძლოა თქვენი საკრედიტო ბარათის შესახებ გაწვდით ინფორმაციას
გამართული ინგლისური აქცენტით.
შემდეგ უკვე კითხულობდნენ, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?
სად არის საზღვარი?
გადავწყვიტე ჩემივე არგუმენტი გამებათილებინა
და აბსურდული შემოთავაზება გავაკეთე.
ეს ჰიპოთეზა, სასაცილო ჰიპოთეზა..
თამილი არის სამხრეთ ინდოეთში დიალექტი და ვთქვი
შესაძლოა თამილზე მოლაპარაკე ბავშვმა, სამხრეთის სოფლიდან
ისწავლოს დნმ–ის კლონირების ბიოტექნოლოგია ინგლისურად
მხოლოდ ქუჩის კომპიუტერის გამოყენებით?
და ვიფიქრე, შევაფასებ. მიიღებენ ნულს.
შემდეგ რამდენიმე თვეს დავტოვებ
როცა დავბრუნდები ისევ მიიღებენ ნულს.
და შემეძლება დავბრუნდე ლაბორატორიაში და ვთქვა რომ გვჭირდება მასწავლებლები.
ასე რომ ვიპოვნე ასეთი სოფელი, კალიკუპამი, სამხრეთ ინდოეთში
და დავამონტაჟე კედელში კომპიოუტერი
გადმოვწერე ინტერნეტიდან დნმ–ის კლონირებაზე მასალები
რომლის უმეტესობა მეც არ მესმოდა.
და ბავშვებმად მოირბინეს და მკითხეს "ეს რა არის?"
მეც ვუთხარი "ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ სულ ინგლისურადაა."
და მეკითხებიან "როგორ გავიგოთ ამხელა ინგლისური სიტყვები
და დიგრამები და ქიმია?"
ამ დროისთვის უკვე შემუშავებული მქონდა ახალი პედაგოგიური მეთოდი
და მეც გამოვიყენე. ვუთხარი "წარმოდგენა არ მაქვს."
(სიცილი)
"და საერთოდაც, მე მივდივარ."
(სიცილი)
რამდენიმე თვით დავტოვე.
მანამდე ტესტი ჩავუტარე, ნული მიიღეს.
დავბრუნდი ორი თვის შემდეგ
ბავშვები შეიკრიბნენ და თქვეს "ვერაფერი გავიგეთ."
მეც ვიფიქრე "რას ველოდი?"
და ვთქვი "კარგი, მაგრამ რამდენი დრო დაგჭირდათ
სანამ გადაწყვეტდით რომ არაფერი გესმით?"
მათ თქვეს "ჯერ არ დავნებებულვართ.
ყოველ დღე მოვდივართ და ვუყურებთ."
მე ვთქვი "რა? არაფერი გესმით ამ ეკრანზე
და მაინც მოდიხართ და უყურებთ ორი თვეა? რისთვის?"
შემდეგ ამ პატარა გოგონამ,
აწია ხელი და დამტვრეულ თამილ–ინგლისურით მეუბნება
"გარდა იმ ფაქტისა
რომ დნმ–ის მოლეკულის არასათანადო კლონირებამ შეიძლება დაავადება გამოიწვიოს
ვერაფერი გავიგეთ."
(სიცილი)
შემდეგ ტესტი ჩავუტარე.
და საგანმანათლებლო პარადოქსი მივიღე, ნულიდან 30 პროცენტამდე
მხოლოდ ორ თვეში, ტროპიკულ სიცხეში
მხოლოდ ერთი კომპიუტერით ხის ქვეშ, რომლიც მათთვის გაუგებარ ენაზე მუშაობს
იმ თემაზე, რომელიც ათწლეულით წინაა.
აბსურდი. მაგრამ მე ვიქტორიანული ნორმით უნდა მემოქმედა.
30 პროცენტი ჩაჭრას ნიშნავს.
როგორ შევძლო რომ ჩააბარონ? როგორ მოვაგროვებინო დამატებითი 20 ქულა?
არ შემეძლო მასწავლებლის პოვნა. ვიპოვნე მხოლოდ მათი მეგობარი
22 წლის ბუღალტერი გოგონა
რომელიც მათ ეთამაშებოდა ხოლმე.
და ვეკითხები "შეგიძლია დაეხმარო?"
მეუბნება "გამორიცხულია.
სკოლაში არ მისწავლია მეცნიერება. წარმოდგენა არ მაქვს
რას აკეთებენ მთელი დღე იმ ხის ქვეშ. ვერ დაგეხმარები."
მე ვეუბნები "აი რას გეტყვი. გამოიყენე ბებიის მეთოდი."
მეკითხება, "ეგ რა არის?"
"დადექი მათ უკან
და როდესაც რამეს გააკეთებენ უბრალოდ უთხარი
ვაუ, ეგ როგორ გააკეთე?
შემდეგ გვერდზე რა ხდება? ღმერთო, როდესაც თქვენხელა ვიყავი ეგეთი რამე არ შემეძლო.
ხომ იცი, რასაც ბებიები აკეთებენ."
და ასეც იქცეოდა კიდევ ორი თვე.
შედეგები ავიდა 50 პროცენტზე.
კალიკუპამი დაეწია
ჩემს საკონტროლო სკოლას ნიუ დელიში,
მდიდარ კერძო სკოლას, ბიოტექნოლოგიაში გამოცდილი მასწავლებლით.
როდესაც ეს დავინახე, მივხვდი რომ შეიძლება სურათის შეცვლა.
ესეც კალიკუპამი.
ნეირონები.... კომუნიკაცია.
კამერის კუთხე ცუდად შევარჩიე.
მაგრამ აქ ამბობს, თუ გაარჩიეთ
ნეირონებზე ლაპარაკობს, ხელები ასე უჭირავს
და ამბობს რომ ნეირონები ურთიერთობენ.
12 წლის ასაკში.
ასე რომ, როგორი იქნება მომავლის სამსახური?
ვიცით როგორი არის დღეს.
როგორი იქნება სწავლება? ვიცით როგორი არის დღეს,
ბავშვები ერთი ხელით მობილურებში არიან ცამძვრალი
და მერე უხალისოდ მიდიან სკოლაში რომ მეორე ხელით წიგნი აიღონ.
როგორი იქნება ეს ხვალ?
შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს სკოლაში წასვლა?
შეიძლება რომ ოდესმე, თუკი რამის ცოდნა დაგჭირდება,
შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პასუხის 2 წუთში პოვნა?
შეიძლება რომ – გამანადგურებელი კითხვა,
კითხვა რომელიც ნიკოლას ნეგროპონტემ დასვა –
შეიძლება რომ მომავალში, ან უკვე ეხლა
ცოდნამ ამოწურა თავი?
მაგრამ ეს საშინელებაა. ჩვენ ჰომო საპიენსები ვართ.
ცოდნა არის რაც გამოგვარჩევს მაიმუნებისგან.
მაგრამ ასე შევხედოთ
ბუნებას 100 მილიონი წელი დასჭირდა
რომ მაიმუნისთვის ორ ფეხზე სიარული ესწავლებინა
და ჰომო საპიენსად ჩამოეყალიბებინა.
ჩვენ კი მხოლოდ 10 000 იმისთვის რომ ცოდნა უსარგებლო გაგვეხადა.
წარმოიდგინეთ რა მიღწევაა!
მაგრამ ამის ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ მომავალში.
წახალისება გადამწყვეტი ელემენტია.
თუ კუპამს შევხედავთ,
ან სხვა ექსპერიმენტებს,
ჩვენი როლი იყო "ვაუ". სწავლის წახალისება.
არსებობს ფაქტებიც ნეირომეცნიერებიდან
ტვინის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ნაწილშია
როდესაც საფრთხეს ხედავს, კეტავს ყველაფერს
ტვინის წინა კორტექსს, ნაწილს რომელიც სწავლაზეა პასუხისმგებელი
ყველაფერს ერთად.
დასჯა და გამოცდები აღიქმება როგორც საფრთხე.
ასე რომ ჩვენს ბავშვებს, ვუკეტავთ ტვინს
და ვეუბნებით "შედეგი გვაჩვენეთ."
რატომ შეიქმნა ასეთი სისტემა?
იმიტომ რომ საჭირო იყო.
იყო დრო, იმპერიის საუკუნე
როდესაც საჭირო იყო ხალხი საფრთხის პირობებში გადარჩენილიყო.
როდესაც სანგარში ხარ მარტო
თუ გადარჩები, კარგია, ჩააბარე გამოცდა.
თუ არა, მაშინ ჩაიჭერი.
მაგრამ ეს ერა დასრულდა.
რა მოსდის შემოქმედებას ჩვენს საუკუნეში?
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი
საფრთხიდან სიამოვნებამდე.
მეც დავბრუნდი ინგლისში, ბრიტანელი ბებიების საძებნელად.
გამოვაქვეყნე განცხადებები
თუ ხართ ბრიტანელი ბებია და გაქვთ ინტერნეტი და ვებ–კამერა
შეგიძლიათ უფასოდ დამითმოთ ერთი საათი კვირაში?
პირველ ორ კვირაში 200 გამომეხმაურა
უფრო მეტ ბრიტანელ ბებიას ვიცნობ ვიდრე ნებისმიერი ამ ქვეყნად.
"ბებიების ღრუბელს" ვეძახით.
ეს ბებიების ღრუბელი ზის ინტერნეტში
თუ ბავშვი გასაჭირშია, ვუგზავნით ბებიას.
უკავშირდება სკაიპით და ალაგებს სიტუაციას.
მინახავს სოფელ დიგლსიდან
ჩრდილო–დასავლეთ ინგლისიდან,
ინდოეთის სოფელ ნადუში
12 000 კილომეტრის დაშორებით.
და მხოლოდ ერთი გამოცდილი ჟესტით აკეთებს ამას,
"შშშშ"
გასაგებია?
უყურეთ.
(ვერ დამიჭერ. გაიმეორეთ)
(ვერ დამიჭერ)
ბავშვები: (ვერ დამიჭერ)
ბებია: მე ჟღალწვერა კაცი ვარ. ბავშვები: მე ჟღალწვერა ბავშვი ვარ.
ბებია: კარგია! ყოჩაღ.
რა ხდება აქ?
ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება
შევხედოთ სწავლებას
როგორც საგანმანათლებლო თვით–ორგანიზაციის პროდუქტს.
თუ მისცემ ამ პროცესს თვით–ორგანიზების საშუალებას
სწავლება თავისით ხდება.
არ არის საჭირო "უზრუნველყო" სწავლება.
უბრალოდ აცალე და მოხდება.
მასწავლებელი უბრალოდ პროცესის ინიცირებას ახდენს
და შემდეგ აკვირდება აღფრთოვანებული
და მის თვალწინ ვითარდება სწავლების პროცესი.
ვფიქრობ სწორედ აქეთ მიდის.
მაგრამ როგორ, როგორ მივიღებთ ცოდნას?
ჩემი მიზანია შევქმნა
ასეთი თვით–ორგანიზებადი სწავლების გარემო(SOLE)
რომელიც ძირითადად შედგება ინტერნეტის, კოლაბორაციის
და წახალისების შერწყმით.
ეს ბევრ სკოლაში გამომიცდია
გამომიცდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მასწავლებლები
გაოცებული უყურებენ "ეს თავისით ხდება?"
და მეც ვპასუხობ "ეგრე გამოდის." "რა იცოდი?"
ჩემი პასუხია "არ დაიჯერებთ რომელმა ბავშვებმა მითხრეს
და სად ცხოვრობენ ისინი."
ესეც SOLE მოქმედებაში.
(ბავშვები ლაპარაკობენ)
ეს ინგლისში ხდება.
ის ინარჩუნებს წესრიგს
შენიშნეთ, მასწავლებელი არ არის იქვე.
გოგონა: ელექტრონების ჯამი არ არის პროტონების რაოდენობის ტოლი
ამიტომ ხდება დადებითი ან უარყოფითი მუხტის მიღება.
იონის მუხტი ტოლია პროტონების რაოდენობას
გამოკლებული ელექტრონების რაოდენობა ამავე იონში.
ათწლეულით წინაა თავის დროზე.
ვფიქრობ, მთავარია გვქონდეს "დიდი კითხვების" კურიკულიმი, სასწავლო ცხრილი
შეიძლება გაგიგიათ. გაგიგიატ რას ნიშნავს ეს.
იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი
დაჯდებოდა და ცას ახედავდა და იტყოდა
"რა არის ის მოციმციმე შუქი?"
სწორედ მათ შექმნეს პირველი კურიკულიმი, თუმცა ასეთი საოცარი კითხვები ნელ–ნელა დაიკარგა საწავლებაში.
ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ.
მაგრამ ეს არაა საკმარისაც მიმზიდველი.
9 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა
"მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას,
როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?"
და თუ გკითხავენ "კი მაგრამ, როგორ?"
შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა. ჰქვია კუთხის ტანგესი"
და შემდეგ დატოვებ მარტო. ის მისით გაარკვევს.
ესეც რამდენიმე სურათი SOLE-დან.
მე საოცარი, საოცარი კითხვები გამომიცდია
"როდის დაიწყო სამყარო? როდის დასრულდება?"
9 წლის ბავშვებთან.
ეს ეხება სასუნთქ ჟანგბადს.
ეს ბავშვების მიერ გაკეთებულია, მასწავლებლის ჩარევის გარეშე.
მასწავლებელი მხოლოდ კითხვებს სვამს,
შემდეგ აკვირდება და იწონებს პასუხს.
რა არის ჩემი სურვილი?
ჩემი სურვილია
რომ შევქმნათ მომავლის სასწავლო მოდელი.
ჩვენ არ გვინდა უბრალო ნაწილები ვიყოთ
დიდი კომპიუტერისთვის, ხომ ასეა?
ამიტომ უნდა შევქმნათ მოდელი მომავლისთვის.
ერთი წუთით,
მინდა ზუსტად ამოვიკითხო,
იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი სურვილია მომავლის სწავლების მოდელის შექმნა
იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს დავეხმაროთ
საკუთარი ცნობიმოყვარეობის და შესაძლებლობების ერთად გამოყენებაში.
დამეხმარეთ ამ სკოლის შექმნაში.
მისი სახელი იქნება "სკოლა ღრუბლებში"
ეს იქნება სკოლა სადაც ბავშვები ინტელექტუალურ თავგადასავლებში იმოგზაურებენ
რომელსაც მნიშვნელოვანი კითხვებით აღძრავს მედიატორი.
ჩემი სურვილია ავაშენო
ადგილი, სადაც შევისწავლი ამას.
ადგილი რომელსაც პრაქტიკულად არ ეყოლება თანამშრომელი.
მხოლოდ ერთი ბებია
რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნავს
დანარჩენი მოდის ინტერნეტით.
შუქიც კი ინტერნეტით იმართება,
და ა,შ. ყველაფერი კეთდება ინტერნეტში განთავსებული "ღრუბლიდან".
მაგრამ მე სხვა რამეში მჭირდება დახმარება.
თქვენც შეგიძლიათ შექმნათ SOLE-ები
სახლში, სკოლაში, კლუბებში.
ეს ძალიან ადვილია
და შეგიძლიათ დოკუმენტიც გადმოწეროთ და ნახოთ როგორ.
თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, გთხოვთ გააკეთოთ
ყველა კონტინენტზე
და გამომიგზავნეთ მონაცემები
რომელსაც მე შევკრებ და შევიტან ღრუბელში ამ ერთიან სკოლაში
და შევქმნით მომავლის სწავლის პროცესს.
ესაა ჩემი სურვილი.
და კიდევ ერთი რამ.
ეხლა წაგიყვანთ ჰიმალაის მთებში
3600 კილომეტრზე, სადაც სუნთქვაც ჭირს,
ერთხელ ორი კომპიუტერი ჩავიტანე
და ბავშვები იქაც მიაწყდნენ.
და იქ იყო ერთი გოგონა, რომელიც გვერდში მომყვებოდა
და მე ვუთხარი "იცი, მე მინდა ყველას მივცე კომპიუტერი, ყველა ბავშვს.
და არ ვიცი, რა უნდა ვქნა?"
და თან მინდოდა ჩუმად სურათი გადამეღო.
უცებ ხელი ასწია ასე და მითხრა,
"საქმეს შეუდექი."
(სიცილი)
ვფიქრობ კარგი რჩევაა.
ვიქცევი ამ რჩევის მიხედვით. ვწყვეტ საუბარს.
მადლობა. დიდი მადლობა
(აპლოდისმენტები)
მადლობა, მადლობა.
დიდი მადლობა, ვაუ.