1 00:00:01,274 --> 00:00:06,690 როგორი იქნება სწავლება მომავალში? 2 00:00:06,690 --> 00:00:08,970 მე მაქვს ჩემი გეგმა 3 00:00:08,970 --> 00:00:12,050 მაგრამ იმისთვის რომ გითხრათ როგორია ეს გეგმა 4 00:00:12,050 --> 00:00:15,020 პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ 5 00:00:15,020 --> 00:00:17,866 პატარა წინაისტორია. 6 00:00:17,866 --> 00:00:19,653 მე ვცადე გამეგო 7 00:00:19,653 --> 00:00:23,060 საიდან მოდის ის სწავლების ფორმა 8 00:00:23,060 --> 00:00:25,330 რომელსაც ვასწავლით სკოლაში? 9 00:00:25,330 --> 00:00:27,762 შეგვიძლია შორეულ წარსულში წავიდეთ 10 00:00:27,762 --> 00:00:31,575 მაგრამ დღევანდელ სწავლის მეთოდს თუ შევხედავთ 11 00:00:31,575 --> 00:00:35,277 მარტივია იმის გარკვევა საიდან მოდის. 12 00:00:35,277 --> 00:00:39,225 მოდის დაახლოებით 300 წლის წინდელი 13 00:00:39,225 --> 00:00:41,442 უკანასკნელი 14 00:00:41,442 --> 00:00:44,410 და უდიდესი იმპერიიდან, რომელიც არსებობდა დედამიწაზე. 15 00:00:44,410 --> 00:00:46,755 წარმოიდგინეთ რომ ცდილობთ მართვას 16 00:00:46,755 --> 00:00:49,163 მთელი პლანეტის მართვას 17 00:00:49,163 --> 00:00:52,987 კომპიუტერების და ტელეფონების გარეშე 18 00:00:52,987 --> 00:00:57,119 ინფორმაციით, რომელიც ფურცლებზე წერია 19 00:00:57,119 --> 00:01:00,669 და იგზავნება გემებით. 20 00:01:00,669 --> 00:01:02,823 მაგრამ ვიქტორიანელებმა ეს შეძლეს. 21 00:01:02,823 --> 00:01:05,991 რაც მათ გააკეთეს გასაოცარია. 22 00:01:05,991 --> 00:01:09,303 მათ შექმნეს გლობალური კომპიუტერი 23 00:01:09,303 --> 00:01:12,359 ადამიანებისგან შემდგარი კომპიუტერი 24 00:01:12,359 --> 00:01:14,152 და ის დღესაც მუშაობს. 25 00:01:14,152 --> 00:01:20,131 მას ჰქვია ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანა. 26 00:01:20,131 --> 00:01:23,458 ამ მანქანის ასამუშავებლად 27 00:01:23,458 --> 00:01:26,659 ბევრი ადამიანია საჭირო. 28 00:01:26,659 --> 00:01:31,018 ამიტომ ასეთი ადამიანების "საწარმოებლად" კიდევ ერთი მანქანა მოიგონეს 29 00:01:31,018 --> 00:01:33,914 სკოლა. 30 00:01:33,914 --> 00:01:36,691 სკოლას უნდა გამოეშვა ისეთი ადამიანები 31 00:01:36,691 --> 00:01:40,540 რომელიც შემდგომ გახდებოდა 32 00:01:40,540 --> 00:01:43,925 ბიუროკრატიული ადმინისტრაციული მანქანის ნაწილი. 33 00:01:43,925 --> 00:01:48,315 უნდა ყოფილიყვნენ ერთნაირი 34 00:01:48,315 --> 00:01:50,472 და უნდა ჰქონოდათ სამი რამ: 35 00:01:50,472 --> 00:01:53,512 კარგი ხელწერა, იმიტომ რომ ინფორმაცია ხელნაწერი იყო; 36 00:01:53,512 --> 00:01:55,667 შესძლებოდათ კითხვა; 37 00:01:55,667 --> 00:01:57,946 და უნდა შესძლებოდათ გამრავლება 38 00:01:57,946 --> 00:02:01,609 გაყოფა, მიმატება და გამოკლება ზეპირად. 39 00:02:01,609 --> 00:02:05,136 იმდენად ერთნაირი უნდა ყოფილიყვნენ რომ ახალი ზელანდიიდან 40 00:02:05,136 --> 00:02:07,471 გემით კანადაში თუ გადაიყვანდი 41 00:02:07,471 --> 00:02:11,552 შეუფერხებლად უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა იქაც. 42 00:02:11,552 --> 00:02:14,421 ვიქტორიანელები ბრწყინვალე ინჟინრები იყვნენ 43 00:02:14,421 --> 00:02:17,910 მათ იმდენად მყარი სისტემა შექმნეს 44 00:02:17,910 --> 00:02:20,365 რომელიც დღესაც მუშაობს 45 00:02:20,365 --> 00:02:24,341 და უშვებს ერთნაირ ხალხს 46 00:02:24,341 --> 00:02:29,157 მანქანისთვის რომელიც დღეს აღარ არსებობს. 47 00:02:29,157 --> 00:02:32,085 იმპერია აღარ არსებობს 48 00:02:32,085 --> 00:02:34,989 და რას ვუპირებთ ამ სისტემას 49 00:02:34,989 --> 00:02:37,358 რომელიც ქმნის ერთნაირ ადამიანებს, 50 00:02:37,358 --> 00:02:40,261 რა არის შემდეგი ნაბიჯი 51 00:02:40,261 --> 00:02:44,181 თუკი ვაპირებთ რაიმე ნაბიჯის გაკეთებას? 52 00:02:44,181 --> 00:02:45,871 სკოლებმა ამოწურეს თავისი თავი 53 00:02:45,871 --> 00:02:47,763 ეს ხმამაღალი განაცხადია 54 00:02:47,763 --> 00:02:51,557 თუმცა მე ვამბობ რომ სკოლები, იმ სახით როგორითაც გვაქვს, უსარგებლო გახდა. 55 00:02:51,557 --> 00:02:53,291 არ ვამბობ რომ ცუდად ფუნქციონირებენ, 56 00:02:53,291 --> 00:02:56,288 ეს ძალიან მიღებული გამონათქვამია 57 00:02:56,288 --> 00:02:59,939 მაგრამ არა, მშვენივრად ფუნქციონირებენ 58 00:02:59,939 --> 00:03:06,165 უბრალოდ ამ ფორმით აღარ გვჭირდებიან, ვადა გაუვიდათ. 59 00:03:06,165 --> 00:03:08,572 რა სახის სამუშაოები გვაქვს დღეს? 60 00:03:08,572 --> 00:03:10,706 სამუშაოს დიდ ნაწილს კომპიუტერი ასრულებს,. 61 00:03:10,706 --> 00:03:13,237 ათასობით ყველა ოფისში. 62 00:03:13,237 --> 00:03:16,442 ადამიანები ამ კომპიუტერებს მართავენ 63 00:03:16,442 --> 00:03:18,919 იმისთვის რომ საქმე გააკეთონ. 64 00:03:18,919 --> 00:03:22,183 მათ აღარ სჭირდებათ ლამაზი კალიგრაფია 65 00:03:22,183 --> 00:03:25,215 აღარ სჭირდებათ ზეპირად გამრავლება 66 00:03:25,215 --> 00:03:27,487 თუმცა სჭირდებათ კითხვის ცოდნა. 67 00:03:27,487 --> 00:03:31,637 უფრო სწორად, გააზრებულად კითხვის უნარი. 68 00:03:31,637 --> 00:03:34,744 ეს დღეს, მაგრამ ის არც ვიცით 69 00:03:34,744 --> 00:03:37,303 როგორი იქნება მომავლის სამსახური. 70 00:03:37,303 --> 00:03:39,947 ვიცით რომ შეგვეძლება საიდანაც გვინდა იქიდან მუშაობა 71 00:03:39,947 --> 00:03:43,145 როდესაც გვინდა და რა ფორმითაც გვინდა. 72 00:03:43,145 --> 00:03:47,333 დღევანდელი სკოლა როგორ უწყობს ხელს 73 00:03:47,333 --> 00:03:49,876 ასეთი სამყაროსთვის მზადებას? 74 00:03:49,876 --> 00:03:54,924 ამ მოვლენას სრულიად შემთხვევით წავაწყდი 75 00:03:54,924 --> 00:03:57,556 როდესაც ადამიანებს პროგრამირებას ვასწავლიდი 76 00:03:57,556 --> 00:04:00,020 ნიუ დელიში, 14 წლის წინ. 77 00:04:00,020 --> 00:04:03,777 იმ ადგილთან ახლოს სადაც ვმუშაობდი, ღატაკი უბანი იყო 78 00:04:03,777 --> 00:04:06,364 და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ასეთმა ბავშვებმა 79 00:04:06,364 --> 00:04:08,884 ოდესმე ისწავლონ პროგრამირება? 80 00:04:08,884 --> 00:04:11,964 ან არ უნდა ისწავლონ საერთოდ? 81 00:04:11,964 --> 00:04:14,581 ამავე დროს ბევრ მშობელს ვიცნობდი 82 00:04:14,581 --> 00:04:17,012 მდიდრებს, რომელთაც ჰქონდათ კომპიუტერი 83 00:04:17,012 --> 00:04:20,143 და ისინი ამბობდნენ ხოლმე, "იცით, ჩემი ბიჭი 84 00:04:20,143 --> 00:04:22,332 მემგონი ის გენიოსია 85 00:04:22,332 --> 00:04:25,206 ისეთ რაღაცებს აკეთებს კომპიუტერთან. 86 00:04:25,206 --> 00:04:29,182 და ჩემი ქალიშვილი – ოჰ, ისიც ნამდვილი ტალანტია." 87 00:04:29,182 --> 00:04:31,290 და ა.შ. და მეც დავფიქრდი 88 00:04:31,290 --> 00:04:33,086 როგორ არის რომ ყველა მდიდარს 89 00:04:33,086 --> 00:04:35,227 ასეთი ტალანტი შვილი ჰყავს? 90 00:04:35,227 --> 00:04:37,142 (სიცილი) 91 00:04:37,142 --> 00:04:39,966 რა დააშავეს ღარიბებმა? 92 00:04:39,966 --> 00:04:42,969 ავდექი და ერთ–ერთ კედელში ღრმული გავაკეთე 93 00:04:42,969 --> 00:04:45,001 ღატაკ უბანში, ჩემს ოფისთან 94 00:04:45,001 --> 00:04:47,745 და შიგნით კომპიუტერი ჩავდგი, რომ მენახა რა მოხდებოდა 95 00:04:47,745 --> 00:04:50,729 იმ შემთხვევაში თუ კომპიუტერს მივცემდი ბავშვს, რომელსაც არასოდეს ჰქონია 96 00:04:50,729 --> 00:04:54,065 რომელმაც არ იცის ინგლისური და არ იცის რა არის ინტერნეტი. 97 00:04:54,065 --> 00:04:55,017 ბავშვებმა უცებ მოირბინეს 98 00:04:55,017 --> 00:04:57,187 კომპიუტერი ცოტა შემაღლებულზე იყო და იკითხეს "ეს რა არის?" 99 00:04:57,187 --> 00:05:00,171 მეც ვუთხარი "ეს.. წარმოდგენა არ მაქვს." 100 00:05:00,171 --> 00:05:02,387 (სიცილი) 101 00:05:02,387 --> 00:05:04,943 მეკითხებიან "აქ რატომ დააყენე?" 102 00:05:04,943 --> 00:05:06,158 ვპასუხობ "უბრალოდ ისე." 103 00:05:06,158 --> 00:05:09,167 "შეიძლება შევეხოთ?" მე ვუთხარი "როგორც გინდათ." 104 00:05:09,167 --> 00:05:11,544 და წამოვედი 105 00:05:11,544 --> 00:05:13,288 დაახლოებით რვა საათის მერე 106 00:05:13,288 --> 00:05:16,243 მივედით და ვნახეთ რომ ერთმანეთს ასწავლიდნენ ინტერნეტში ძებნას. 107 00:05:16,243 --> 00:05:18,740 და ვიფიქრეთ "ეს შეუძლებელია 108 00:05:18,740 --> 00:05:22,281 როგორ შეიზლება? მათ არაფერი იციან." 109 00:05:22,281 --> 00:05:25,145 ჩემმა კოლეგამ თქვა, " მარტივია 110 00:05:25,145 --> 00:05:27,968 ალბათ ჩვენმა სტუდენტმა ჩაიარა 111 00:05:27,968 --> 00:05:30,063 და ასწავლა მაუსის გამოყენება." 112 00:05:30,063 --> 00:05:31,586 მეც დავეთანხმე. 113 00:05:31,586 --> 00:05:34,645 თუმცა ექსპერიმენტი გავიმეორეთ, ქალაქიდან 500 კილომეტრის დაშორებით 114 00:05:34,645 --> 00:05:36,636 მიყრუებულ სოფელში 115 00:05:36,636 --> 00:05:40,428 სადაც პროგრამირების სტუდენტის მოხვედრის ალბათობა 116 00:05:40,428 --> 00:05:44,844 არც ისე მაღალია. 117 00:05:44,844 --> 00:05:47,507 ექსპერიმენტი გავიმეორეთ 118 00:05:47,507 --> 00:05:49,794 დავამონტაჟეთ კომპიუტერი 119 00:05:49,794 --> 00:05:51,994 და წავედით, დავბრუნდით რამდენიმე თვეში, 120 00:05:51,994 --> 00:05:53,689 და ბავშვები კომპიუტერზე თამაშებს თამაშობდნენ. 121 00:05:53,689 --> 00:05:54,640 როდესაც დამინახეს მითხრეს 122 00:05:54,640 --> 00:05:57,122 "უფრო ძლიერი პროცესორი და უკეთესი მაუსი გვინდა." 123 00:05:57,122 --> 00:06:01,416 (სიცილი) 124 00:06:01,416 --> 00:06:04,825 "საიდან იცით ეს ყველაფერი?" ვკითხე 125 00:06:04,825 --> 00:06:07,280 და ძალიან საინტერესო პასუხი გამცეს. 126 00:06:07,280 --> 00:06:08,945 გაღიზიანებული ხმით მითხრეს 127 00:06:08,945 --> 00:06:11,498 "შენ დაგვიტოვე მანქანა რომელიც მარტო ინგლისურად მუშაობს 128 00:06:11,498 --> 00:06:17,583 ასე რომ ჩვენს თავს ვასწავლეთ ინგლისური რომ გამოგვეყენებინა." 129 00:06:17,583 --> 00:06:19,560 ეს იყო პირველი შემთხვევა 130 00:06:19,560 --> 00:06:24,651 როდესაც გავიგე "ჩვენს თავს ვასწავლეთ" ამ ფორმით. 131 00:06:24,651 --> 00:06:28,253 ესეც ეპიზოდები ამ პერიოდიდან. 132 00:06:28,253 --> 00:06:30,900 ეს კომპიუტერის დაყენების პირველი დღეა. 133 00:06:30,900 --> 00:06:33,138 მარჯვნივ 8 წლის ბავშვია. 134 00:06:33,138 --> 00:06:38,858 მარცხნივ მისი მოწაფე, 6 წლის. 135 00:06:38,858 --> 00:06:42,455 და ასწავლის ინტერნეტში ძებნას. 136 00:06:42,455 --> 00:06:45,741 შემდეგ ქვეყნის სხვა ნაწილებში 137 00:06:45,741 --> 00:06:48,024 ვიმეორებდი და ვიმეორებდი ამ ექსპერიმენტს 138 00:06:48,024 --> 00:06:51,469 და იმავე შედეგებს ვიღებდი. 139 00:06:51,469 --> 00:06:55,396 ფილმი "ღრმული კედელში – 1999" 140 00:06:55,396 --> 00:06:59,661 8 წლის ბავშვი ეუბნება უფროს დას რა გააკეთოს. 141 00:07:04,460 --> 00:07:10,017 და გოგო რომელიც ინდურ დიალექტზე ხსნის რა არის ეს 142 00:07:10,017 --> 00:07:14,266 და ამბობ "შიგნით პროცესორია." 143 00:07:14,266 --> 00:07:16,759 ასე რომ დავიწყე ამაზე წერა. 144 00:07:16,759 --> 00:07:19,314 გამოვაქვეყნე ყველგან, ჩავიწერე და გავზომე ყველაფერი 145 00:07:19,314 --> 00:07:21,516 და ვთქვი, რომ ცხრა თვეში, ბავშვების ჯგუფი 146 00:07:21,516 --> 00:07:24,214 მარტო დარჩენილი ნებისმიერი ენის კომპიუტერთან 147 00:07:24,214 --> 00:07:28,729 იმავე სტანდარტს მიაღწევს რასაც ოფისის მუშაკი დასავლეთში. 148 00:07:28,729 --> 00:07:33,489 სწორედ ამას ვხედავდი გამუდმებით. 149 00:07:33,489 --> 00:07:36,221 მაგრამ მაინტერესებდა კიდევ რა შეუძლიათ 150 00:07:36,221 --> 00:07:38,461 თუ ამდენის გაკეთებას ახერხებენ? 151 00:07:38,461 --> 00:07:40,989 ასე რომ დავიწყე თემებზე ექსპერიმენტი 152 00:07:40,989 --> 00:07:43,957 მათ შორის მაგალითად გამოთქმაზე. 153 00:07:43,957 --> 00:07:46,405 არის ერთი რეგიონი სამხრეთ ინდოეთში 154 00:07:46,405 --> 00:07:49,173 სადაც ინგლისური გამოთქმა განსაკუთრებით ცუდი აქვთ 155 00:07:49,173 --> 00:07:52,693 და ამის გაუმჯობესება უკეთეს სამსახურს აპოვნინებდათ. 156 00:07:52,693 --> 00:07:56,771 ასე რომ მივეცი ავტომატური ბეჭდვის მექანიზმი 157 00:07:56,771 --> 00:08:00,045 და ვუთხარი "ელაპარაკეთ მანამდე, სანამ ზუსტად იმას არ დაბეჭდავს რასაც ამბობთ." 158 00:08:00,045 --> 00:08:04,677 (სიცილი) 159 00:08:04,677 --> 00:08:09,861 და ასეც მოიქცნენ. 160 00:08:09,861 --> 00:08:15,373 კომპიუტერი: მოხარული ვარ გაცნობით. ბავშვი: მოხარული ვარ გაცნობით. 161 00:08:15,373 --> 00:08:17,644 ეხლა იმიტომ შევჩერდი 162 00:08:17,644 --> 00:08:21,461 ამ ქალბატონის სახეზე, რომ სავარაუდოდ მრავალი თქვენგანი იცნობს მას. 163 00:08:21,461 --> 00:08:24,957 ამჟამად მუშაობს ქოლ–ცენტრში 164 00:08:24,957 --> 00:08:29,679 და შესაძლოა თქვენი საკრედიტო ბარათის შესახებ გაწვდით ინფორმაციას 165 00:08:29,679 --> 00:08:34,452 გამართული ინგლისური აქცენტით. 166 00:08:34,452 --> 00:08:38,829 შემდეგ უკვე კითხულობდნენ, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს? 167 00:08:38,829 --> 00:08:40,399 სად არის საზღვარი? 168 00:08:40,399 --> 00:08:43,762 გადავწყვიტე ჩემივე არგუმენტი გამებათილებინა 169 00:08:43,762 --> 00:08:46,266 და აბსურდული შემოთავაზება გავაკეთე. 170 00:08:46,266 --> 00:08:50,154 ეს ჰიპოთეზა, სასაცილო ჰიპოთეზა.. 171 00:08:50,154 --> 00:08:51,958 თამილი არის სამხრეთ ინდოეთში დიალექტი და ვთქვი 172 00:08:51,958 --> 00:08:54,603 შესაძლოა თამილზე მოლაპარაკე ბავშვმა, სამხრეთის სოფლიდან 173 00:08:54,603 --> 00:08:58,108 ისწავლოს დნმ–ის კლონირების ბიოტექნოლოგია ინგლისურად 174 00:08:58,108 --> 00:09:00,355 მხოლოდ ქუჩის კომპიუტერის გამოყენებით? 175 00:09:00,355 --> 00:09:02,540 და ვიფიქრე, შევაფასებ. მიიღებენ ნულს. 176 00:09:02,540 --> 00:09:05,594 შემდეგ რამდენიმე თვეს დავტოვებ 177 00:09:05,594 --> 00:09:07,898 როცა დავბრუნდები ისევ მიიღებენ ნულს. 178 00:09:07,898 --> 00:09:12,254 და შემეძლება დავბრუნდე ლაბორატორიაში და ვთქვა რომ გვჭირდება მასწავლებლები. 179 00:09:12,254 --> 00:09:16,317 ასე რომ ვიპოვნე ასეთი სოფელი, კალიკუპამი, სამხრეთ ინდოეთში 180 00:09:16,317 --> 00:09:18,994 და დავამონტაჟე კედელში კომპიოუტერი 181 00:09:18,994 --> 00:09:22,681 გადმოვწერე ინტერნეტიდან დნმ–ის კლონირებაზე მასალები 182 00:09:22,681 --> 00:09:25,986 რომლის უმეტესობა მეც არ მესმოდა. 183 00:09:25,986 --> 00:09:28,963 და ბავშვებმად მოირბინეს და მკითხეს "ეს რა არის?" 184 00:09:28,963 --> 00:09:33,971 მეც ვუთხარი "ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, მაგრამ სულ ინგლისურადაა." 185 00:09:33,971 --> 00:09:37,325 და მეკითხებიან "როგორ გავიგოთ ამხელა ინგლისური სიტყვები 186 00:09:37,325 --> 00:09:39,403 და დიგრამები და ქიმია?" 187 00:09:39,403 --> 00:09:42,227 ამ დროისთვის უკვე შემუშავებული მქონდა ახალი პედაგოგიური მეთოდი 188 00:09:42,227 --> 00:09:45,111 და მეც გამოვიყენე. ვუთხარი "წარმოდგენა არ მაქვს." 189 00:09:45,111 --> 00:09:48,306 (სიცილი) 190 00:09:48,306 --> 00:09:51,256 "და საერთოდაც, მე მივდივარ." 191 00:09:51,256 --> 00:09:55,624 (სიცილი) 192 00:09:55,624 --> 00:09:59,213 რამდენიმე თვით დავტოვე. 193 00:09:59,213 --> 00:10:01,848 მანამდე ტესტი ჩავუტარე, ნული მიიღეს. 194 00:10:01,848 --> 00:10:02,772 დავბრუნდი ორი თვის შემდეგ 195 00:10:02,772 --> 00:10:06,432 ბავშვები შეიკრიბნენ და თქვეს "ვერაფერი გავიგეთ." 196 00:10:06,432 --> 00:10:08,507 მეც ვიფიქრე "რას ველოდი?" 197 00:10:08,507 --> 00:10:12,592 და ვთქვი "კარგი, მაგრამ რამდენი დრო დაგჭირდათ 198 00:10:12,592 --> 00:10:15,353 სანამ გადაწყვეტდით რომ არაფერი გესმით?" 199 00:10:15,353 --> 00:10:17,301 მათ თქვეს "ჯერ არ დავნებებულვართ. 200 00:10:17,301 --> 00:10:19,277 ყოველ დღე მოვდივართ და ვუყურებთ." 201 00:10:19,277 --> 00:10:21,742 მე ვთქვი "რა? არაფერი გესმით ამ ეკრანზე 202 00:10:21,742 --> 00:10:24,446 და მაინც მოდიხართ და უყურებთ ორი თვეა? რისთვის?" 203 00:10:24,446 --> 00:10:26,959 შემდეგ ამ პატარა გოგონამ, 204 00:10:26,959 --> 00:10:29,691 აწია ხელი და დამტვრეულ თამილ–ინგლისურით მეუბნება 205 00:10:29,691 --> 00:10:31,888 "გარდა იმ ფაქტისა 206 00:10:31,888 --> 00:10:35,039 რომ დნმ–ის მოლეკულის არასათანადო კლონირებამ შეიძლება დაავადება გამოიწვიოს 207 00:10:35,039 --> 00:10:37,560 ვერაფერი გავიგეთ." 208 00:10:37,560 --> 00:10:43,272 (სიცილი) 209 00:10:43,272 --> 00:10:47,392 შემდეგ ტესტი ჩავუტარე. 210 00:10:47,392 --> 00:10:50,664 და საგანმანათლებლო პარადოქსი მივიღე, ნულიდან 30 პროცენტამდე 211 00:10:50,664 --> 00:10:52,968 მხოლოდ ორ თვეში, ტროპიკულ სიცხეში 212 00:10:52,968 --> 00:10:56,408 მხოლოდ ერთი კომპიუტერით ხის ქვეშ, რომლიც მათთვის გაუგებარ ენაზე მუშაობს 213 00:10:56,408 --> 00:10:59,480 იმ თემაზე, რომელიც ათწლეულით წინაა. 214 00:10:59,480 --> 00:11:04,857 აბსურდი. მაგრამ მე ვიქტორიანული ნორმით უნდა მემოქმედა. 215 00:11:04,857 --> 00:11:08,257 30 პროცენტი ჩაჭრას ნიშნავს. 216 00:11:08,257 --> 00:11:11,193 როგორ შევძლო რომ ჩააბარონ? როგორ მოვაგროვებინო დამატებითი 20 ქულა? 217 00:11:11,193 --> 00:11:16,030 არ შემეძლო მასწავლებლის პოვნა. ვიპოვნე მხოლოდ მათი მეგობარი 218 00:11:16,030 --> 00:11:18,416 22 წლის ბუღალტერი გოგონა 219 00:11:18,416 --> 00:11:20,864 რომელიც მათ ეთამაშებოდა ხოლმე. 220 00:11:20,864 --> 00:11:22,985 და ვეკითხები "შეგიძლია დაეხმარო?" 221 00:11:22,985 --> 00:11:25,256 მეუბნება "გამორიცხულია. 222 00:11:25,256 --> 00:11:28,333 სკოლაში არ მისწავლია მეცნიერება. წარმოდგენა არ მაქვს 223 00:11:28,333 --> 00:11:32,862 რას აკეთებენ მთელი დღე იმ ხის ქვეშ. ვერ დაგეხმარები." 224 00:11:32,862 --> 00:11:37,393 მე ვეუბნები "აი რას გეტყვი. გამოიყენე ბებიის მეთოდი." 225 00:11:37,393 --> 00:11:38,723 მეკითხება, "ეგ რა არის?" 226 00:11:38,723 --> 00:11:40,110 "დადექი მათ უკან 227 00:11:40,110 --> 00:11:41,716 და როდესაც რამეს გააკეთებენ უბრალოდ უთხარი 228 00:11:41,732 --> 00:11:44,513 ვაუ, ეგ როგორ გააკეთე? 229 00:11:44,529 --> 00:11:47,625 შემდეგ გვერდზე რა ხდება? ღმერთო, როდესაც თქვენხელა ვიყავი ეგეთი რამე არ შემეძლო. 230 00:11:47,625 --> 00:11:50,547 ხომ იცი, რასაც ბებიები აკეთებენ." 231 00:11:50,547 --> 00:11:52,721 და ასეც იქცეოდა კიდევ ორი თვე. 232 00:11:52,721 --> 00:11:55,635 შედეგები ავიდა 50 პროცენტზე. 233 00:11:55,635 --> 00:11:57,289 კალიკუპამი დაეწია 234 00:11:57,289 --> 00:11:59,167 ჩემს საკონტროლო სკოლას ნიუ დელიში, 235 00:11:59,167 --> 00:12:03,303 მდიდარ კერძო სკოლას, ბიოტექნოლოგიაში გამოცდილი მასწავლებლით. 236 00:12:03,303 --> 00:12:08,140 როდესაც ეს დავინახე, მივხვდი რომ შეიძლება სურათის შეცვლა. 237 00:12:08,140 --> 00:12:10,236 ესეც კალიკუპამი. 238 00:12:10,236 --> 00:12:18,431 ნეირონები.... კომუნიკაცია. 239 00:12:18,431 --> 00:12:22,122 კამერის კუთხე ცუდად შევარჩიე. 240 00:12:22,122 --> 00:12:24,618 მაგრამ აქ ამბობს, თუ გაარჩიეთ 241 00:12:24,618 --> 00:12:27,025 ნეირონებზე ლაპარაკობს, ხელები ასე უჭირავს 242 00:12:27,025 --> 00:12:30,581 და ამბობს რომ ნეირონები ურთიერთობენ. 243 00:12:30,581 --> 00:12:33,925 12 წლის ასაკში. 244 00:12:33,925 --> 00:12:37,135 ასე რომ, როგორი იქნება მომავლის სამსახური? 245 00:12:37,135 --> 00:12:39,426 ვიცით როგორი არის დღეს. 246 00:12:39,426 --> 00:12:41,764 როგორი იქნება სწავლება? ვიცით როგორი არის დღეს, 247 00:12:41,764 --> 00:12:44,817 ბავშვები ერთი ხელით მობილურებში არიან ცამძვრალი 248 00:12:44,817 --> 00:12:48,590 და მერე უხალისოდ მიდიან სკოლაში რომ მეორე ხელით წიგნი აიღონ. 249 00:12:48,590 --> 00:12:52,549 როგორი იქნება ეს ხვალ? 250 00:12:52,549 --> 00:12:57,449 შეიძლება საერთოდ აღარ დაგვჭირდეს სკოლაში წასვლა? 251 00:12:57,449 --> 00:13:00,989 შეიძლება რომ ოდესმე, თუკი რამის ცოდნა დაგჭირდება, 252 00:13:00,989 --> 00:13:04,309 შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პასუხის 2 წუთში პოვნა? 253 00:13:04,309 --> 00:13:08,414 შეიძლება რომ – გამანადგურებელი კითხვა, 254 00:13:08,414 --> 00:13:11,206 კითხვა რომელიც ნიკოლას ნეგროპონტემ დასვა – 255 00:13:11,206 --> 00:13:14,245 შეიძლება რომ მომავალში, ან უკვე ეხლა 256 00:13:14,245 --> 00:13:17,605 ცოდნამ ამოწურა თავი? 257 00:13:17,605 --> 00:13:20,138 მაგრამ ეს საშინელებაა. ჩვენ ჰომო საპიენსები ვართ. 258 00:13:20,138 --> 00:13:24,055 ცოდნა არის რაც გამოგვარჩევს მაიმუნებისგან. 259 00:13:24,055 --> 00:13:25,832 მაგრამ ასე შევხედოთ 260 00:13:25,832 --> 00:13:28,378 ბუნებას 100 მილიონი წელი დასჭირდა 261 00:13:28,378 --> 00:13:30,514 რომ მაიმუნისთვის ორ ფეხზე სიარული ესწავლებინა 262 00:13:30,514 --> 00:13:32,698 და ჰომო საპიენსად ჩამოეყალიბებინა. 263 00:13:32,698 --> 00:13:36,394 ჩვენ კი მხოლოდ 10 000 იმისთვის რომ ცოდნა უსარგებლო გაგვეხადა. 264 00:13:36,394 --> 00:13:38,576 წარმოიდგინეთ რა მიღწევაა! 265 00:13:38,576 --> 00:13:42,603 მაგრამ ამის ინტეგრირება უნდა მოვახერხოთ მომავალში. 266 00:13:42,603 --> 00:13:45,562 წახალისება გადამწყვეტი ელემენტია. 267 00:13:45,562 --> 00:13:46,772 თუ კუპამს შევხედავთ, 268 00:13:46,772 --> 00:13:49,586 ან სხვა ექსპერიმენტებს, 269 00:13:49,586 --> 00:13:56,721 ჩვენი როლი იყო "ვაუ". სწავლის წახალისება. 270 00:13:56,721 --> 00:13:59,115 არსებობს ფაქტებიც ნეირომეცნიერებიდან 271 00:13:59,115 --> 00:14:02,317 ტვინის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ნაწილშია 272 00:14:02,317 --> 00:14:06,053 როდესაც საფრთხეს ხედავს, კეტავს ყველაფერს 273 00:14:06,053 --> 00:14:09,731 ტვინის წინა კორტექსს, ნაწილს რომელიც სწავლაზეა პასუხისმგებელი 274 00:14:09,731 --> 00:14:12,475 ყველაფერს ერთად. 275 00:14:12,475 --> 00:14:16,623 დასჯა და გამოცდები აღიქმება როგორც საფრთხე. 276 00:14:16,623 --> 00:14:20,248 ასე რომ ჩვენს ბავშვებს, ვუკეტავთ ტვინს 277 00:14:20,248 --> 00:14:22,944 და ვეუბნებით "შედეგი გვაჩვენეთ." 278 00:14:22,944 --> 00:14:26,425 რატომ შეიქმნა ასეთი სისტემა? 279 00:14:26,425 --> 00:14:28,071 იმიტომ რომ საჭირო იყო. 280 00:14:28,071 --> 00:14:30,656 იყო დრო, იმპერიის საუკუნე 281 00:14:30,656 --> 00:14:34,926 როდესაც საჭირო იყო ხალხი საფრთხის პირობებში გადარჩენილიყო. 282 00:14:34,926 --> 00:14:37,193 როდესაც სანგარში ხარ მარტო 283 00:14:37,193 --> 00:14:41,224 თუ გადარჩები, კარგია, ჩააბარე გამოცდა. 284 00:14:41,224 --> 00:14:44,197 თუ არა, მაშინ ჩაიჭერი. 285 00:14:44,197 --> 00:14:46,853 მაგრამ ეს ერა დასრულდა. 286 00:14:46,853 --> 00:14:50,491 რა მოსდის შემოქმედებას ჩვენს საუკუნეში? 287 00:14:50,491 --> 00:14:53,506 ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი 288 00:14:53,506 --> 00:14:56,915 საფრთხიდან სიამოვნებამდე. 289 00:14:56,915 --> 00:15:00,867 მეც დავბრუნდი ინგლისში, ბრიტანელი ბებიების საძებნელად. 290 00:15:00,867 --> 00:15:03,884 გამოვაქვეყნე განცხადებები 291 00:15:03,884 --> 00:15:07,304 თუ ხართ ბრიტანელი ბებია და გაქვთ ინტერნეტი და ვებ–კამერა 292 00:15:07,304 --> 00:15:10,531 შეგიძლიათ უფასოდ დამითმოთ ერთი საათი კვირაში? 293 00:15:10,531 --> 00:15:12,643 პირველ ორ კვირაში 200 გამომეხმაურა 294 00:15:12,643 --> 00:15:17,551 უფრო მეტ ბრიტანელ ბებიას ვიცნობ ვიდრე ნებისმიერი ამ ქვეყნად. 295 00:15:17,551 --> 00:15:21,366 "ბებიების ღრუბელს" ვეძახით. 296 00:15:21,366 --> 00:15:23,096 ეს ბებიების ღრუბელი ზის ინტერნეტში 297 00:15:23,096 --> 00:15:27,470 თუ ბავშვი გასაჭირშია, ვუგზავნით ბებიას. 298 00:15:27,470 --> 00:15:31,039 უკავშირდება სკაიპით და ალაგებს სიტუაციას. 299 00:15:31,039 --> 00:15:34,658 მინახავს სოფელ დიგლსიდან 300 00:15:34,658 --> 00:15:36,703 ჩრდილო–დასავლეთ ინგლისიდან, 301 00:15:36,703 --> 00:15:40,007 ინდოეთის სოფელ ნადუში 302 00:15:40,007 --> 00:15:42,247 12 000 კილომეტრის დაშორებით. 303 00:15:42,247 --> 00:15:45,823 და მხოლოდ ერთი გამოცდილი ჟესტით აკეთებს ამას, 304 00:15:45,823 --> 00:15:47,538 "შშშშ" 305 00:15:47,538 --> 00:15:50,263 გასაგებია? 306 00:15:50,263 --> 00:15:51,799 უყურეთ. 307 00:15:51,799 --> 00:15:56,055 (ვერ დამიჭერ. გაიმეორეთ) 308 00:15:56,055 --> 00:15:59,823 (ვერ დამიჭერ) 309 00:15:59,823 --> 00:16:02,791 ბავშვები: (ვერ დამიჭერ) 310 00:16:02,791 --> 00:16:08,373 ბებია: მე ჟღალწვერა კაცი ვარ. ბავშვები: მე ჟღალწვერა ბავშვი ვარ. 311 00:16:08,373 --> 00:16:12,963 ბებია: კარგია! ყოჩაღ. 312 00:16:12,963 --> 00:16:15,421 რა ხდება აქ? 313 00:16:15,421 --> 00:16:17,265 ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება 314 00:16:17,265 --> 00:16:19,646 შევხედოთ სწავლებას 315 00:16:19,646 --> 00:16:24,234 როგორც საგანმანათლებლო თვით–ორგანიზაციის პროდუქტს. 316 00:16:24,234 --> 00:16:27,079 თუ მისცემ ამ პროცესს თვით–ორგანიზების საშუალებას 317 00:16:27,079 --> 00:16:29,570 სწავლება თავისით ხდება. 318 00:16:29,570 --> 00:16:31,963 არ არის საჭირო "უზრუნველყო" სწავლება. 319 00:16:31,963 --> 00:16:34,179 უბრალოდ აცალე და მოხდება. 320 00:16:34,179 --> 00:16:37,452 მასწავლებელი უბრალოდ პროცესის ინიცირებას ახდენს 321 00:16:37,452 --> 00:16:40,171 და შემდეგ აკვირდება აღფრთოვანებული 322 00:16:40,171 --> 00:16:42,539 და მის თვალწინ ვითარდება სწავლების პროცესი. 323 00:16:42,539 --> 00:16:45,492 ვფიქრობ სწორედ აქეთ მიდის. 324 00:16:45,492 --> 00:16:48,244 მაგრამ როგორ, როგორ მივიღებთ ცოდნას? 325 00:16:48,244 --> 00:16:49,919 ჩემი მიზანია შევქმნა 326 00:16:49,919 --> 00:16:53,220 ასეთი თვით–ორგანიზებადი სწავლების გარემო(SOLE) 327 00:16:53,220 --> 00:16:56,905 რომელიც ძირითადად შედგება ინტერნეტის, კოლაბორაციის 328 00:16:56,905 --> 00:16:59,298 და წახალისების შერწყმით. 329 00:16:59,298 --> 00:17:01,004 ეს ბევრ სკოლაში გამომიცდია 330 00:17:01,004 --> 00:17:03,539 გამომიცდია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მასწავლებლები 331 00:17:03,539 --> 00:17:07,165 გაოცებული უყურებენ "ეს თავისით ხდება?" 332 00:17:07,165 --> 00:17:10,282 და მეც ვპასუხობ "ეგრე გამოდის." "რა იცოდი?" 333 00:17:10,282 --> 00:17:13,775 ჩემი პასუხია "არ დაიჯერებთ რომელმა ბავშვებმა მითხრეს 334 00:17:13,775 --> 00:17:16,703 და სად ცხოვრობენ ისინი." 335 00:17:16,703 --> 00:17:19,447 ესეც SOLE მოქმედებაში. 336 00:17:19,447 --> 00:17:25,556 (ბავშვები ლაპარაკობენ) 337 00:17:25,556 --> 00:17:31,845 ეს ინგლისში ხდება. 338 00:17:31,845 --> 00:17:35,611 ის ინარჩუნებს წესრიგს 339 00:17:35,611 --> 00:17:44,126 შენიშნეთ, მასწავლებელი არ არის იქვე. 340 00:17:46,096 --> 00:17:49,999 გოგონა: ელექტრონების ჯამი არ არის პროტონების რაოდენობის ტოლი 341 00:17:49,999 --> 00:17:56,734 ამიტომ ხდება დადებითი ან უარყოფითი მუხტის მიღება. 342 00:17:56,734 --> 00:18:00,318 იონის მუხტი ტოლია პროტონების რაოდენობას 343 00:18:00,318 --> 00:18:03,611 გამოკლებული ელექტრონების რაოდენობა ამავე იონში. 344 00:18:03,611 --> 00:18:06,660 ათწლეულით წინაა თავის დროზე. 345 00:18:06,660 --> 00:18:10,263 ვფიქრობ, მთავარია გვქონდეს "დიდი კითხვების" კურიკულიმი, სასწავლო ცხრილი 346 00:18:10,263 --> 00:18:12,469 შეიძლება გაგიგიათ. გაგიგიატ რას ნიშნავს ეს. 347 00:18:12,469 --> 00:18:15,870 იყო დრო როდესაც ქვის ხანის ხალხი 348 00:18:15,870 --> 00:18:17,974 დაჯდებოდა და ცას ახედავდა და იტყოდა 349 00:18:17,974 --> 00:18:20,453 "რა არის ის მოციმციმე შუქი?" 350 00:18:20,453 --> 00:18:25,247 სწორედ მათ შექმნეს პირველი კურიკულიმი, თუმცა ასეთი საოცარი კითხვები ნელ–ნელა დაიკარგა საწავლებაში. 351 00:18:25,247 --> 00:18:29,377 ჩვენ ეს კუთხის ტანგესის პოვნამდე დავიყვანეთ. 352 00:18:29,377 --> 00:18:33,085 მაგრამ ეს არაა საკმარისაც მიმზიდველი. 353 00:18:33,085 --> 00:18:36,046 9 წლის ბავშვს ეს ამგვარად უნდა აუხსნა 354 00:18:36,046 --> 00:18:39,199 "მეტეორი რომ უახლოვდებოდეს დედამიწას, 355 00:18:39,199 --> 00:18:42,597 როგორ გაიგებ დაეჯახება თუ არა?" 356 00:18:42,597 --> 00:18:45,157 და თუ გკითხავენ "კი მაგრამ, როგორ?" 357 00:18:45,157 --> 00:18:48,142 შენ ეტყვი "არსებობს მაგიური სიტყვა. ჰქვია კუთხის ტანგესი" 358 00:18:48,142 --> 00:18:51,013 და შემდეგ დატოვებ მარტო. ის მისით გაარკვევს. 359 00:18:51,013 --> 00:18:55,471 ესეც რამდენიმე სურათი SOLE-დან. 360 00:18:55,471 --> 00:19:01,060 მე საოცარი, საოცარი კითხვები გამომიცდია 361 00:19:01,060 --> 00:19:05,348 "როდის დაიწყო სამყარო? როდის დასრულდება?" 362 00:19:05,348 --> 00:19:07,293 9 წლის ბავშვებთან. 363 00:19:07,293 --> 00:19:10,269 ეს ეხება სასუნთქ ჟანგბადს. 364 00:19:10,269 --> 00:19:15,227 ეს ბავშვების მიერ გაკეთებულია, მასწავლებლის ჩარევის გარეშე. 365 00:19:15,227 --> 00:19:17,611 მასწავლებელი მხოლოდ კითხვებს სვამს, 366 00:19:17,611 --> 00:19:21,275 შემდეგ აკვირდება და იწონებს პასუხს. 367 00:19:21,275 --> 00:19:25,011 რა არის ჩემი სურვილი? 368 00:19:25,011 --> 00:19:27,227 ჩემი სურვილია 369 00:19:27,227 --> 00:19:31,541 რომ შევქმნათ მომავლის სასწავლო მოდელი. 370 00:19:31,541 --> 00:19:33,507 ჩვენ არ გვინდა უბრალო ნაწილები ვიყოთ 371 00:19:33,507 --> 00:19:35,899 დიდი კომპიუტერისთვის, ხომ ასეა? 372 00:19:35,899 --> 00:19:39,555 ამიტომ უნდა შევქმნათ მოდელი მომავლისთვის. 373 00:19:39,555 --> 00:19:41,191 ერთი წუთით, 374 00:19:41,191 --> 00:19:43,891 მინდა ზუსტად ამოვიკითხო, 375 00:19:43,891 --> 00:19:46,535 იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 376 00:19:46,535 --> 00:19:48,851 ჩემი სურვილია მომავლის სწავლების მოდელის შექმნა 377 00:19:48,851 --> 00:19:51,085 იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველა ბავშვს დავეხმაროთ 378 00:19:51,085 --> 00:19:54,131 საკუთარი ცნობიმოყვარეობის და შესაძლებლობების ერთად გამოყენებაში. 379 00:19:54,131 --> 00:19:56,363 დამეხმარეთ ამ სკოლის შექმნაში. 380 00:19:56,363 --> 00:19:59,699 მისი სახელი იქნება "სკოლა ღრუბლებში" 381 00:19:59,699 --> 00:20:04,772 ეს იქნება სკოლა სადაც ბავშვები ინტელექტუალურ თავგადასავლებში იმოგზაურებენ 382 00:20:04,772 --> 00:20:08,629 რომელსაც მნიშვნელოვანი კითხვებით აღძრავს მედიატორი. 383 00:20:08,629 --> 00:20:10,900 ჩემი სურვილია ავაშენო 384 00:20:10,900 --> 00:20:15,260 ადგილი, სადაც შევისწავლი ამას. 385 00:20:15,260 --> 00:20:18,060 ადგილი რომელსაც პრაქტიკულად არ ეყოლება თანამშრომელი. 386 00:20:18,060 --> 00:20:19,827 მხოლოდ ერთი ბებია 387 00:20:19,827 --> 00:20:22,268 რომელიც უსაფრთხოებაზე ზრუნავს 388 00:20:22,268 --> 00:20:23,701 დანარჩენი მოდის ინტერნეტით. 389 00:20:23,701 --> 00:20:25,616 შუქიც კი ინტერნეტით იმართება, 390 00:20:25,616 --> 00:20:27,644 და ა,შ. ყველაფერი კეთდება ინტერნეტში განთავსებული "ღრუბლიდან". 391 00:20:27,644 --> 00:20:30,869 მაგრამ მე სხვა რამეში მჭირდება დახმარება. 392 00:20:30,869 --> 00:20:33,628 თქვენც შეგიძლიათ შექმნათ SOLE-ები 393 00:20:33,628 --> 00:20:38,644 სახლში, სკოლაში, კლუბებში. 394 00:20:38,644 --> 00:20:40,772 ეს ძალიან ადვილია 395 00:20:40,772 --> 00:20:42,660 და შეგიძლიათ დოკუმენტიც გადმოწეროთ და ნახოთ როგორ. 396 00:20:42,660 --> 00:20:46,036 თუ შეგიძლიათ, გთხოვთ, გთხოვთ გააკეთოთ 397 00:20:46,036 --> 00:20:48,401 ყველა კონტინენტზე 398 00:20:48,401 --> 00:20:50,612 და გამომიგზავნეთ მონაცემები 399 00:20:50,612 --> 00:20:54,116 რომელსაც მე შევკრებ და შევიტან ღრუბელში ამ ერთიან სკოლაში 400 00:20:54,116 --> 00:20:57,380 და შევქმნით მომავლის სწავლის პროცესს. 401 00:20:57,380 --> 00:20:59,172 ესაა ჩემი სურვილი. 402 00:20:59,172 --> 00:21:00,595 და კიდევ ერთი რამ. 403 00:21:00,595 --> 00:21:03,188 ეხლა წაგიყვანთ ჰიმალაის მთებში 404 00:21:03,188 --> 00:21:06,491 3600 კილომეტრზე, სადაც სუნთქვაც ჭირს, 405 00:21:06,491 --> 00:21:09,476 ერთხელ ორი კომპიუტერი ჩავიტანე 406 00:21:09,476 --> 00:21:10,931 და ბავშვები იქაც მიაწყდნენ. 407 00:21:10,931 --> 00:21:13,828 და იქ იყო ერთი გოგონა, რომელიც გვერდში მომყვებოდა 408 00:21:13,828 --> 00:21:18,544 და მე ვუთხარი "იცი, მე მინდა ყველას მივცე კომპიუტერი, ყველა ბავშვს. 409 00:21:18,544 --> 00:21:20,945 და არ ვიცი, რა უნდა ვქნა?" 410 00:21:20,945 --> 00:21:24,976 და თან მინდოდა ჩუმად სურათი გადამეღო. 411 00:21:24,976 --> 00:21:29,032 უცებ ხელი ასწია ასე და მითხრა, 412 00:21:29,032 --> 00:21:30,921 "საქმეს შეუდექი." 413 00:21:30,921 --> 00:21:42,785 (სიცილი) 414 00:21:42,785 --> 00:21:44,646 ვფიქრობ კარგი რჩევაა. 415 00:21:44,646 --> 00:21:46,714 ვიქცევი ამ რჩევის მიხედვით. ვწყვეტ საუბარს. 416 00:21:46,714 --> 00:21:50,704 მადლობა. დიდი მადლობა 417 00:21:50,704 --> 00:21:54,455 (აპლოდისმენტები) 418 00:21:54,455 --> 00:22:02,779 მადლობა, მადლობა. 419 00:22:02,779 --> 00:22:09,194 დიდი მადლობა, ვაუ.