ალან დე ბოტონი: წარმატების უფრო კეთილი ფილოსოფია
-
0:00 - 0:03ჩემთვის კარიერული კრიზისები თავისთავად ხდება,
-
0:03 - 0:05ხშირად, უფრო ზუსტად კი კვირა საღამოს,
-
0:05 - 0:07მაშინ როცა მზე ჩასვლას იწყებს
-
0:07 - 0:10ნაპრალი ჩემს ოცნებებსა
-
0:10 - 0:14და ჩემს რეალურ ცხოვრებას შორის ისე მტკივნეულად იწყებს გაფართოებას,
-
0:14 - 0:17რომ როგორც წესი ამ დღეს ბალიშზე ქვითინით ვასრულებ.
-
0:17 - 0:19ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ,
-
0:19 - 0:22რომ ვფიქრობ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა.
-
0:22 - 0:24თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ვცდები.
-
0:24 - 0:26თუმცა ჩემი აზრით ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრება მუდმივად
-
0:26 - 0:28კარიერული კრიზისების რიტმშია,
-
0:28 - 0:30ეპოქაში, სადაც იმ მომენტისათვის როცა ის რაც ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით
-
0:30 - 0:32ჩვენი ცხოვრების, ჩვენი კარიერის შესახებ
-
0:32 - 0:36მწარე რეალობას ეჯახება.
-
0:36 - 0:39კარგი ცხოვრება ალბათ დღეს უფრო ადვილია ვიდრე ოდესმე იყო.
-
0:39 - 0:42თუმცა დღეს ალბათ უფრო რთულია ვიდრე ოდესმე
-
0:42 - 0:45შეინარჩუნო სიმშვიდე, იყო თავისუფალი კარიერული მღელვარებებისგან.
-
0:45 - 0:47შეძლებისდაგვარად მინდა განვიხილო
-
0:47 - 0:49ზოგიერთი მიზეზი თუ რატომ
-
0:49 - 0:52შეიძლება ვღელავდეთ ჩვენი კარიერის გამო.
-
0:52 - 0:54რატომ შეიძლება ვიყოთ ამ კარიერული კრიზისების მსხვერპლი
-
0:54 - 0:58და ვქვითინებდეთ ჩვენს ბალიშებზე.
-
0:58 - 1:01ამ მღლვარების ერთ-ერთი მიზეზთაგანი
-
1:01 - 1:03არის ის, რომ ჩვენ გარშემორტყმული ვართ სნობებით.
-
1:03 - 1:06ამ მხრივ, მე მაქვს რამოდენიმე არასასიამოვნო სიახლე:
-
1:06 - 1:09ზოგადად, როდესაც ადამიანები ოქსფორდში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან,
-
1:09 - 1:11სნობიზმი ნამდვილ პრობლემად ისახება.
-
1:11 - 1:13იმიტომ,რომ ზოგჯერ არაბრიტანელ ხალხს წარმოუდგენია, რომ
-
1:13 - 1:15სნობიზმი მხოლოდ ბრიტანული ფენომენია.
-
1:15 - 1:18გამოხატული ბრიტანული ტიპის დიდი სამამულო სახლებითა და წოდებებით,
-
1:18 - 1:20ცუდი ამბავი ის არის,რომ ეს სულაც არ არის მართალი.
-
1:20 - 1:22სნობიზმი უნივერსალური ფენომენია.
-
1:22 - 1:24ჩვენ - სნობები, მსოფლიო ორგანიზაცია ვართ და სნობიზმი მსოფლიო ფენომენია.
-
1:24 - 1:26ეს არსებობს. რა არის სნობი?
-
1:26 - 1:29სნობი არის ადამინი,რომელიც შენს მცირე ნაწილს აიღებს
-
1:29 - 1:32და ამითი შეიქმნის სრულ შთაბეჭდილებას თქვენს პიროვნებაზე.
-
1:32 - 1:34ეს არის სნობიზმი.
-
1:34 - 1:36და სნობიზმის ყველაზე გაბატონებული ფორმა
-
1:36 - 1:38დღესდღეობით არის კარიერული სნობიზმი.
-
1:38 - 1:40თქვენ მას შეხვდებით სულ რაღაც რამოდენიმე წუთში წვეულებაზე,
-
1:40 - 1:43როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ცნობილ შეკითხვას დაგისვამენ -
-
1:43 - 1:46"რას საქმიანობთ"?
-
1:46 - 1:48და თქვენი პასუხის მიხედვით
-
1:48 - 1:50ხალხი ან ძალიან მოხარული იქნება თქვენი ხილვით
-
1:50 - 1:52ან საათს დახედავენ და ბოდიშის მოხდით დაგტოვებენ.
-
1:52 - 1:53(სიცილი)
-
1:53 - 1:56სნობის საპირისპირო კი თქვენი დედაა.
-
1:56 - 1:58(სიცილი)
-
1:58 - 2:01არ არის სავალდებულო თქვენი ან ჩემი დედა იყოს.
-
2:01 - 2:03ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ დედაზე.
-
2:03 - 2:05ადამიანზე, ვისაც ნაკლებად აღელვებს თქვენი მიღწევები.
-
2:05 - 2:07თუმცა სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ჩვენი დედები არ არიან.
-
2:07 - 2:10ხალხის უმეტესობა მკაცრად აკონტროლებს დროსა და სიყვარულს შორის კორელაციას,
-
2:10 - 2:12თუნდაც არარომანტიკულ სიყვარულს შორის.
-
2:12 - 2:14ეს შეიძლება იყოს
-
2:14 - 2:16ზოგადად სიყვარული - პატივისცემა,
-
2:16 - 2:19ისინი თანახმანი არიან პატივი გვცენ იმის მიუხედავად,
-
2:19 - 2:21თუ სოციალური იერარქიის რა საფეხურზე ვდგევართ.
-
2:21 - 2:24და იმ მიზეზთაგან უმთავრესია,თუ რატომ ვზრუნავთ ასე მონდომებით ჩვენს კარიერაზე.
-
2:24 - 2:28და ამასთან ვიწყებთ მატერიალურ ნივთებზე ზრუნვასაც.
-
2:28 - 2:31როგორც იცით ხშირად გვიმეორებენ,რომ ჩვენ მატერიალისტურ დროში ვცხოვრობთ,
-
2:31 - 2:33და რომ ყველანი ხარბი ადამიანები ვართ.
-
2:33 - 2:35მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მაინცდამაინც მატერიალისტები ვართ.
-
2:35 - 2:37მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში
-
2:37 - 2:39რომელიც გვანიჭებს გარკვეულ ემოციურ ჯილდოს
-
2:39 - 2:42ყოველი მატერიალური ნივთის მოპოვების დროს.
-
2:42 - 2:45ის რაც ჩვენ გვიზიდავს არის არა მატერიალური ნივთები, არამედ სწორედ ეს ემოციური ჯილდო.
-
2:45 - 2:47და ეს არის ახალი დამოკიდებულება ფუფუნების საგნებისადმი.
-
2:47 - 2:49შემდგომში, როცა დაინახავთ ვიღაცა ფერარის ატარებს
-
2:49 - 2:51არ იფიქროთ, რომ ეს ვიღაც ხარბი ადამიანია.
-
2:51 - 2:54არამედ იფიქრეთ: "ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან უმწეო და სიყვარული სჭირდება"
-
2:54 - 2:59სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ --- (სიცილი)
-
2:59 - 3:01თანაუგრძნეთ, იმის მაგივრათ, რომ ზიზღი იგრძნოთ.
-
3:01 - 3:03სხვა მიზეზებიც არის --
-
3:03 - 3:04(სიცილი)
-
3:04 - 3:06სხვა მიზეზებიც არის იმისა თუ რატომ არის ახლა უფრო ძნელი
-
3:06 - 3:08იყოთ მშვიდად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
-
3:08 - 3:11ერთ-ერთი მიზეზი, და ეს მიზეზი არის პარადოქსული იმდენად რამდენადაც იგი დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან,
-
3:11 - 3:14არის იმედი რომელიც ყველას გვაქვს ჩვენს კარიერასთან მიმართებაში.
-
3:14 - 3:16არასოდეს ყოფილა მოლოდინები ასეთი მაღალი
-
3:16 - 3:19იმისა თუ რას შეიძლება ადამიანებმა მიაღწიონ მათი სიცოცხლის განმავლობაში.
-
3:19 - 3:22მრავალი წყაროები გვამცნობენ რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამის მიღწევა შეუძლია.
-
3:22 - 3:24კასტურ,და პრივილეგირებულ კლასურ სისტემას უკვე გამოვცდით.
-
3:24 - 3:26ჩვენ ახლა იმ სისტემაში ვართ სადაც ნებისმიერს შეუძლია დაწინაურდეს
-
3:26 - 3:28და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოზიციას.
-
3:28 - 3:30და ეს შესანიშნავი იდეაა.
-
3:30 - 3:34ამ იდეას თან სდევს თანასწორუფლებიანობის განცდა. ჩვენ ხომ ძირითადად თანაბარნი ვართ.
-
3:34 - 3:36არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული
-
3:36 - 3:38ტიპის იერარქიები.
-
3:38 - 3:40თუმცა ამას თან ახლავს ერთი დიდი პრობლემა.
-
3:40 - 3:42და ეს პრობლემაა - შური.
-
3:42 - 3:45შურის ხსენება ნამდვილი ტაბუა.
-
3:45 - 3:48მაგრამ თუ არსებობს ერთი დომინანტური ემოცია თანამედროვე საზოგადოებაში, ეს არის შური.
-
3:48 - 3:52და ეს დაკავშირებულია თანასწორობის განცდასთან. ნება მომეცით ავხსნა.
-
3:52 - 3:55ვფიქრობ ძალიან უჩვეულო იქნებოდა რომ დამსწრეთაგან ან მაყურებელთაგან ვინმე
-
3:55 - 3:57შურით განიმსჭვალოს ინგლისის დედოფლისადმი.
-
3:57 - 4:00მიუხედავად იმისა რომ ის უფრო მდიდარია ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი.
-
4:00 - 4:03და მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან დიდი სახლი აქვს.
-
4:03 - 4:07მიზეზი იმისა თუ რატომ არ შეგშურდებათ დედოფლისა არის ის, რომ ის უცნაური და გაუგებარია.
-
4:07 - 4:09ის უბრალოდ არის ძალიან უცნაური.
-
4:09 - 4:11ჩვენ ვერ ვპოულობთ მასთან ბევრ საერთოს. მას სასაცილო საუბრის მანერა აქვს.
-
4:11 - 4:13მას უპირატესობა უკვე წარმომავლობით აქვს მინიჭებული.
-
4:13 - 4:17ამგვარად ჩვენ მასთან ბევრი საერთო არ გვაკავშირებს. და როდესაც ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობ , მათი არც გშურს.
-
4:17 - 4:20რაც უფრო გვანან ადამიანები ერთმანეთს, ასაკით თუ წარმომავლობით,
-
4:20 - 4:23იდენტიფიკაციის პროცესში შურის საფრთხე უფრო დიდია.
-
4:23 - 4:26რაც ხსნის იმას თუ რატომ არასდროს არ უნდა წავიდეს არც ერთი თქვენგანი თანაკლასელთა ხელახალ შეხვედრაზე.
-
4:26 - 4:29ეს იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი შეხების წერტილი
-
4:29 - 4:31ვიდრე ეს აქვთ თანაკლასელებს, რომელიც მათ საერთოობის გრძნობას განაცდევინებს.
-
4:31 - 4:34მაგრამ ზოგადად თანამედროვე საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ შემოატრიალებს მთელ სამყაროს
-
4:34 - 4:36ისევ სკოლისკენ. ყველას აცვია ჯინსი, ყველა თანაბარია.
-
4:36 - 4:38მაგრამ მაინც, ისინი სულაც არ არიან თანაბარნი.
-
4:38 - 4:41ამგვარად აქ საქმე გვაქვს თანასწორობის განცდასთან რომელიც კომბინირებულია რეალურ არათანასწორობასთან.
-
4:41 - 4:44ამან კი შეიძლება შექმნას ძალიან სტრესული სიტუაცია.
-
4:44 - 4:46ალბათ ისევე ნაკლებად მოსალოდნელია რომ დღეს
-
4:46 - 4:48შენ გახდენი ისეთივე მდიდარი და ცნობილი როგორიც ბილ გეიტსია,
-
4:48 - 4:50როგორი მოულოდნელიც ეს იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში
-
4:50 - 4:53რომ შენ მოიპოვებდი ფრანგული არისტოკრატიის ტიტულებს.
-
4:53 - 4:55მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ აქ ეს ამგვარად არ იგრძნობა.
-
4:55 - 4:58ამას გვაგრძნობინებენ ჟურნალები და სხვა მედია გამოცემები,
-
4:58 - 5:01რომ თუ შენ გაქვს ენერგია და რამოდენიმე ნათელი იდეა ტექნოლოგიის შესახებ,
-
5:01 - 5:05მაგალითად გარაჟის, შენც შეგეძლო წამოგეწყო დიადი საქმე.
-
5:05 - 5:06(სიცილი)
-
5:06 - 5:09და ამ პრობლემის შედეგი .........
-
5:09 - 5:12როდესაც წიგნების დიდ მაღაზიაში შედიხართ და შეხედავთ სექციებს "თვით-დახმარებისათვის,"
-
5:12 - 5:14როგორც მე ამას ზოგჯერ ვაკეთებ,
-
5:14 - 5:16თუ გააანალიზებთ, თვით-დახმარებისათვის განკუთვნილი წიგნები
-
5:16 - 5:18რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიცემა, ძირითადად ორი ტიპისაა.
-
5:18 - 5:21პირველი ტიპისა გეუბნება, რომ "შენ შეგიძლია გააკეთო ეს! შენ შეძლებ! ყველაფერი შესაძლებელია!"
-
5:21 - 5:24ხოლო მეორე ტიპისა გასწავლის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ
-
5:24 - 5:27იმას რასაც ჩვენ ზრდილობიანად "დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ,"
-
5:27 - 5:29ხოლო ცოტა უხეშად კი ვეძახით "საკუთარ თავზე ძალიან ცუდი შეგრძნების ქონას."
-
5:29 - 5:31არსებობს ნამდვილი კორელაცია,
-
5:31 - 5:35იმ საზოგადოებას, რომელიც ადამიანებს ეუბნება რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ,
-
5:35 - 5:37და დაბალი თვითშეფასების არსებობას შორის.
-
5:37 - 5:39ეს მეორენაირი გზაა რომელშიც რაღაც, რაც საკმაოდ პოზიტიურია
-
5:39 - 5:41შეიძლება იყოს ასევე საშინლად ამრევ-დამრევი.
-
5:41 - 5:44არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ავღელდეთ ვიდრე ოდესმე,
-
5:44 - 5:48ეს არის ჩვენი კარიერა, ჩვენი დღევანდელი სტატუსი მსოფლიოში.
-
5:48 - 5:50და ეს კიდევ ერთხელ, დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან.
-
5:50 - 5:53და ეს სასიამოვნო რაღაც არის - მერიტოკრატია.
-
5:53 - 5:55დღესდღეობით ყველა, ყველა პოლიტიკოსი - მემარცხენე თუ მემარჯვენე,
-
5:55 - 5:57თანხმდება, რომ მერიტოკრატია მართლაც კარგი რამეა.
-
5:57 - 6:01და რომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ რომ ჩვენი საზოგადოება ჭეშმარიტად მერიტოკრატიული გავხადოთ.
-
6:01 - 6:05სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს მერიტოკრატიული საზოგადოება?
-
6:05 - 6:07მერიტოკრატიული საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება რომელშიც
-
6:07 - 6:09თუ შენ გაქვს ნიჭი, ენერგია და უნარი,
-
6:09 - 6:11მწვერვალს მიაღწევ. უკან ვერაფერი დაგხევს.
-
6:11 - 6:14ეს მშვენიერი იდეაა. პრობლემა ისაა, რომ
-
6:14 - 6:16თუ ნამდვილად გჯერა ისეთი საზოგადოების
-
6:16 - 6:19სადაც ისინი ვინც იმსახურებენ, აღწევენ კიდევაც წარმატებას,
-
6:19 - 6:22შენ ასევე ირწმუნებ საზოგადოებას, სადაც ისინი ვინც საკუთარი გამოისობით და ბილწი ცხოვრების წესით
-
6:22 - 6:25იმსახურებენ ჩამოქვეითებას
-
6:25 - 6:28ჩამოქვეითდებიან კიდევაც და იქვე რჩებიან.
-
6:28 - 6:31სხვა სიტყვებით, შენი პოზიცია სულაც არ ჩანს შემთხვევითი,
-
6:31 - 6:33არამედ დამსახურებული.
-
6:33 - 6:36ეს ხდის მარცხს კიდევ უფრო დამთრგუნველს.
-
6:36 - 6:38როგორც იცით, შუა საუკუნეების ინგლისში,
-
6:38 - 6:40როდესაც შეხვდებოდით ღარიბ ადამიანს,
-
6:40 - 6:43ეს პიროვნება იქნებოდა აღწერილი როგორც "უბედური."
-
6:43 - 6:47სიტყვასიტყვით, ადამიანი, რომელიც ბედის მიერ არ იქნა დალოცვილი, ანუ "უბედური."
-
6:47 - 6:49დღესდღეობით, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში,
-
6:49 - 6:51თუ შეხვდებით ვინმეს საზოგადოების დაბალი ფენიდან,
-
6:51 - 6:54იგი შეიძლება არასასიამოვნოდ იქნას დახასიათებული როგორც "ლუზერი" ანუ "დამარცხებული."
-
6:54 - 6:57აქ არის ძალიან დიდი განსხვავება უბედურსა და დამარცხებულს შორის.
-
6:57 - 7:00და ეს გვიჩვენებს საზოგადოების ევოლუციის 400 წლიან ეტაპს,
-
7:00 - 7:03და ასევე ჩვენი რწმენის ევოლუციას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენ ცხოვრებაზე.
-
7:03 - 7:06ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი აღარ არიან ღმერთები, არამედ ჩვენ თვითონ. ჩვენ ვსხედვართ სამართავ საჭესთან.
-
7:06 - 7:08ეს სასიხარულოა თუ მართვა კარგად გამოგდის.
-
7:08 - 7:10და ძალიან დამთრგუნველი თუ შესაბამისად ვერ მართავ.
-
7:10 - 7:13ეს განაპირობებს, უარეს შემთხვევაში, თვითმკვლელობათა ზრდას,
-
7:13 - 7:17როგორც ამას სოციოლოგ ემილ დურკჰაიმის ანალიზი უჩვენებს.
-
7:17 - 7:20განვითარებულ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი სუიციდის შემთხვევა შეინიშნება
-
7:20 - 7:22ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილებში.
-
7:22 - 7:24და გარკვეულწილად ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები მათ თავს გადამხდარ შემთხვევებს
-
7:24 - 7:26უკიდურესად პიროვნულად იღებენ.
-
7:26 - 7:30მათ ეკუთვნით საკუთრი წარმატება მაგრამ ამავე დროს საკუთარი მარცხის პატრონნიც თავად არიან.
-
7:30 - 7:32არის თუ არა გამოსავალი ამ წნეხიდან
-
7:32 - 7:34რომელთაც წეღან გავუსვი ხაზი?
-
7:34 - 7:36ვფიქრობ რომ არის. მინდა მხოლოდ რამოდენიმე მათგანს მივუბრუნდე.
-
7:36 - 7:38მოდით ავიღოთ მერიტოკრატია.
-
7:38 - 7:41იდეა რომ ყველა იმსახურებს იმას რა საფეხურზეც არიან .
-
7:41 - 7:44მე ვფიქრობ რომ ეს გიჟური იდეაა, ნამდვილი სიგიჟე.
-
7:44 - 7:46მე მხარდს დავუჭერ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მემარცხენესა თუ მემარჯვენეს,
-
7:46 - 7:48თუნდაც სანახევროდ მერიტოკრატიული იდეით.
-
7:48 - 7:50მე მერიკოტრატი ვარ და ეს ასეა.
-
7:50 - 7:52მაგრამ ვფიქრობ, რომ სიგიჟეა დაიჯერო რომ ჩვენ ოდესმე
-
7:52 - 7:56შევქმნით საზოგადოებას რომელიც ჭეშმარიტად მერიტოკრატიული იქნება. ეს აუხდენელი ოცნებაა.
-
7:56 - 7:58იდეა, რომ ჩვენ შევქმნით საზოგადოებას
-
7:58 - 8:00სადაც უკლებლივ ყველა იქნება დაფასებული,
-
8:00 - 8:02რომ ღირსეულები მაღალ საფეხურზე იდგებიან, ხოლო ნაკლებად ღირსეულები - დაბალზე,
-
8:02 - 8:04ეს განუხორციელებელია.
-
8:04 - 8:06უბრალოდ არსებობს ძალიან ბევრი შემთხვევითი ფაქტორი.
-
8:06 - 8:08დაბადების შემთხვევითობები,
-
8:08 - 8:11საგნების შემთხვევითი და მოულოდნელი დაცემა ადამიანთა თავებზე, ავადმყოფობები, და ა.შ.
-
8:11 - 8:13ჩვენ მათ ვერასოდეს დავახარისხებთ.
-
8:13 - 8:15ისევე როგორც ვერ დავახარისხებთ ადამიანებს ყოველთვის ისე, როგორც ეს საჭიროა.
-
8:15 - 8:18მე ძალიან მომწონს წმინდა ავგუსტინეს ეს მშვენიერი ფრაზა "ღვთის ქალაქიდან,"
-
8:18 - 8:22სადაც ის ამბობს, რომ "ცოდვაა განსაჯო ადამიანი მისი თანამდებობის მიხედვით."
-
8:22 - 8:24თანამედროვე ინგლისურში ეს გამოითქმებოდა შემდეგნაირად,
-
8:24 - 8:26ცოდვაა გამოიტანო რაიმე დასკვნა ადამიანზე რომელსაც უნდა გაესაუბრო
-
8:26 - 8:28მისი სავიზიტო ბარათის მიხედვით.
-
8:28 - 8:30თანამდებობა არ უნდა ითვლებოდეს უმთავრესად.
-
8:30 - 8:32და წმინდა ავგუსტინეს მიხედვით,
-
8:32 - 8:34მხოლოდ ღმერთს შეუძლია ყველას საკუთარი ადგილი მიუჩინოს.
-
8:34 - 8:36და ის ამას გააკეთებს განკითვის დღეს
-
8:36 - 8:38ანგელოზთა და საყვირთა თანხლებით, და ცაც მაშინ გაიხსნება.
-
8:38 - 8:41ეს სიგიჟეა, თუ თქვენ ისეთივე სეკულარისტი ადამიანი ხართ როგორც მე.
-
8:41 - 8:43მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ იდეაში.
-
8:43 - 8:47სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად მოუჭირე შენს ცხენებს ხელი როდესაც ადამიანთა განსაკითხად მოდიხარ.
-
8:47 - 8:50შეიძლება სულაც არ იცოდე დანამდვილებით რა არის კონკრეტული ადამიანის ნამდვილი ღირსება.
-
8:50 - 8:52ეს მათი ამოუცნობი ნაწილია.
-
8:52 - 8:55და ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ თითქოს ეს ჩვენთვის ნაცნობია.
-
8:55 - 8:58ამ ყველაფრის სანუგეშოდ არსებობს კიდევ ერთი წყარო.
-
8:58 - 9:01როდესაც ვფიქრობთ ცხოვრების მარცხზე, როდესაც დამარცხებაზე ვფიქრობთ,
-
9:01 - 9:03ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გვეშინია დამარხების, არამარტო
-
9:03 - 9:05შემოსავლის დაკარგვაა, არამედ სტატუსის დაკარგვაც.
-
9:05 - 9:09ჩვენ გვაშინებს სხვის მიერ ჩვენი განკითხვა და მასხრად აგდება. და ეს არსებობს.
-
9:09 - 9:11იცით, ნომერი პირველი მასხრად ამგდები
-
9:11 - 9:13დღეისათვის ჯურნალ-გაზეთებია.
-
9:13 - 9:15თუ გადაშლით გაზეთს კვირის ნებისმიერ დღეს,
-
9:15 - 9:17დაინახავთ რომ ის სავსეა ადამიანებით რომლებსაც ცხოვრება აერიათ.
-
9:17 - 9:20ისინი იწვნენ არასწორ პიროვნებასთან, მათ არასწორი ნივთიერება მიიღეს.
-
9:20 - 9:22მათ არასწორი კანონი მიიღეს. ნებისმიერი რამ.
-
9:22 - 9:25და შემდეგ ისინი გახდნენ დაცინვის ,მსხვერპლნი.
-
9:25 - 9:28სხვა სიტყვებით, ისინი დამარცხდნენ. და დახასიათებულნი არიან როგორც "ლუზერები" ანუ "დამარცხებულები."
-
9:28 - 9:30არსებობს თუ არა ამის ალტერნატივა?
-
9:30 - 9:32ვფიქრობ დასავლური ტრადიცია გვიჩვენებს ერთ დიდებულ ალტერნატივას.
-
9:32 - 9:35ეს ალტერნატივა ტრაგედიაა.
-
9:35 - 9:38ტრაგიკული ხელოვნება, როგორც ეს ძველი საბერძნეთის თეატრებში განვითრდა,
-
9:38 - 9:40ჩვ.წ.-მდე მეხუთე საუკუნეში, არსებითად იყო ხელოვნების ფორმა
-
9:40 - 9:43რომელიც მიჰყვებოდა ადამიანთა კვალს მათი დამარცხების გზაზე.
-
9:43 - 9:47და ასევე აყოლებდა მათ ერთგვარ სიმპათიას.
-
9:47 - 9:51რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მათი თანმდევი.
-
9:51 - 9:52მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე.
-
9:52 - 9:54და წავედი "კვირის სპორტის" სანახავად,
-
9:54 - 9:57ეს არის ბულვარული პრესა, რომლის კითხვის დაწყებასაც არ გირჩევთ,
-
9:57 - 9:59თუ უკვე არ იცნობთ მას.
-
9:59 - 10:01და წავედი მათთან სასაუბროდ
-
10:01 - 10:04ერთი კონკრეტული დასავლური ხელოვნების დიდი ტრაგედიის შესახებ.
-
10:04 - 10:06მე მინდოდა გამეგო რამდენად მიხვდებოდნენ ნამდვილ არსს
-
10:06 - 10:09კონკრტული მოთხრობებისა თუ ისინი გამოჩნდბოდნენ როგორც ყოველდღიური სიახლეები
-
10:09 - 10:12შაბათ საღამოს ახალ ამბებში.
-
10:12 - 10:14ამგვარად მათ მოვუყევი ოტელოს შესახებ. მათ ამის შესახებ არაფერი გაეგოთ და გაკვირვებულნი იყვნენ.
-
10:14 - 10:15(სიცილი)
-
10:15 - 10:18და მე ვთხოვე მათ დაეწერათ სათაური ოტელოზე სტატიისათვის.
-
10:18 - 10:21და მათ მოიფიქრეს "სიყვარულისაგან გაგიჟებული ემიგრანტი კლავს სენატორის ქალიშვილს"
-
10:21 - 10:23და სათაურად მიმოფანტეს.
-
10:23 - 10:25მე ახლა მათ მადამ ბოვარის სცენარი მივეცი.
-
10:25 - 10:27ისევ და ისევ მოხობლულნი დარჩნენ მსგავსი წიგნის აღმოჩენით.
-
10:27 - 10:32და მათ დაწერეს "მაღაზიებში სიარულზე გადარეული ახალგაზრდა ქალბატონი ყლაპავს დარიშხანს საკრედიტო ბარათის გაყალბების შემდეგ"
-
10:32 - 10:33(სიცილი)
-
10:33 - 10:35და კიდევ, ჩემი საყვარელი.
-
10:35 - 10:37ამ ადამიანებს თითოეულს ცალცალკე რაღაც გენია მაინც აქვთ.
-
10:37 - 10:39ჩემი საყვარელი არის სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე."
-
10:39 - 10:42"სექსი დედასთან დამაბრმავებელი იყო"
-
10:42 - 10:45(სიცილი)
-
10:45 - 10:47(აპლოდისმენტები)
-
10:47 - 10:50ამგვარად, სიმპათიის სპექტრის ერთ ბოლოს,
-
10:50 - 10:52თქვენ გაქვთ ბულვარული პრესა.
-
10:52 - 10:55ხოლო სპექტრის მეორე ბოლოს კი - ტრაგედია და ტრაგიკული ხელოვნება.
-
10:55 - 10:57და ჩემი ვარაუდით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცოტა რამ
-
10:57 - 10:59იმის შესახებ თუ რა ხდება ტრაგიკულ ხელოვნებაში.
-
10:59 - 11:02სიგიჟე იქნებოდა ჰამლეტისათვის გვეწოდებინა "ლუზერი," "დამარცხებული."
-
11:02 - 11:05თუმცა იგი დამარცხდა, ის არ არის დამარცხებული.
-
11:05 - 11:07და მე ვფიქრობ ეს არის ტრაგედიის მთავარი გზავნილი,
-
11:07 - 11:10ჩემი აზრით სწორედ ამიტომ არის ტრაგედია ძალიან მნიშვნელოვანი.
-
11:10 - 11:12კიდევ ერთი რამ თანამედროვე საზოგადოების შესახებ,
-
11:12 - 11:14და იმის შესახებ თუ რა იწვევს მღელვარებას,
-
11:14 - 11:17ეს არის ის, რომ არაფერია საზოგადოების შუაგულში ისეთი რაც არაჰუმანურია.
-
11:17 - 11:19ჩვენ პირველი საზოგადოება ვართ მსოფლიოში
-
11:19 - 11:22სადაც არაფერს ვაღმერთებთ საკუთარი თავების გარდა.
-
11:22 - 11:24ჩვენ ძალიან მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ პიროვნებებზე. და ასეც უნდა გვქონდეს.
-
11:24 - 11:27ჩვენ გავუშვით ადამიანები მთვარეზე, გავაკეთეთ მთელი რიგი არაჩვეულებრივი საქმეები.
-
11:27 - 11:29და ამგვარად ჩვენ დავიწყეთ საკუთარი პიროვნების გაღმერთება.
-
11:29 - 11:31ჩვენი გვირები არიან ადამიანები.
-
11:31 - 11:33ეს საკმაოდ ახალი სიტუაციაა.
-
11:33 - 11:35სხვა საზოგადოებების უმრავლესობა
-
11:35 - 11:37თაყვანს სცემს რაღაც უფრო გაურკვეველს და ბუნდოვანს; ღმერთს,
-
11:37 - 11:39სულს, ბუნებრივ ძალას, სამყაროს.
-
11:39 - 11:42რაც არ უნდა იყოს, რაღაც მაინც არის გაღმერთებული.
-
11:42 - 11:44ჩვენ ცოტა არ იყოს დავკარგეთ ამის ჩვევა.
-
11:44 - 11:46რაც ვფიქრობ განაპირობებს იმას თუ რატომ გვაქვს გასნაკუთრებული მიდრეკილება ბუნებისადმი.
-
11:46 - 11:49ჩვენი ჯანმრთელობისათვის კი არა, თუმცა ეს ხშირად ასე წარმოუდგენიათ,
-
11:49 - 11:53არამედ იმიტომ რომ ბუნება საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ ადამიანისეულ კვალს,
-
11:53 - 11:55ეს არის თავის დაღწევა ჩვენი საკუთარი კონკურენციისაგან,
-
11:55 - 11:57და ჩვენივე დრამატულობისგან.
-
11:57 - 11:59ამიტომაც სიხარულით შევცქერით ყინულოვან კრისტალებსა და ოკეანეებს,
-
11:59 - 12:03ვათვალიერებთ დედამიწას გარე-პერიმეტრებიდან და ა.შ.
-
12:03 - 12:07მოგვწონს კონტაქტი არა-ჰუმანურ საგნებთან.
-
12:07 - 12:11და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
-
12:11 - 12:14მე ვფიქრობ გესაუბრეთ იმაზე თუ ჭეშმარიტად რა არის წარმატება და მარცხი.
-
12:14 - 12:17და წარმატების ერთ-ერთი საინტერესო თვისება ის არის, რომ
-
12:17 - 12:19ჩვენ გვგონია ვიცით თუ რას ნიშნავს იგი.
-
12:19 - 12:21თუ მე თქვენ გეტყვით, რომ ეკრანს უკან ვინმე დგას,
-
12:21 - 12:24რომელიც ძალიან წარმატებულია,რაღაც განსაზღვრული წარმოდგენა ეგრევე შეგექმნებოდათ.
-
12:24 - 12:26იფიქრებდით, რომ ამ ადამიანმა ალბათ ძალიან ბევრი ფული იშოვა,
-
12:26 - 12:29ან მიაღწია სახელსა და დიდებას კონკრეტულ სფეროში.
-
12:29 - 12:31ჩემი საკუთარი წარმატების თეორია, (და მე ვარ ადამიანი რომელსაც
-
12:31 - 12:34ძალიან აინტერესებს წარმატება. მე ყოველთვის მინდა წარმატებული ვიყო).
-
12:34 - 12:36მე ყოველთვის ვფიქრობ, "როგორ შეიძლება გავხდე უფრო წარმატებული?"
-
12:36 - 12:38მაგრამ რაც უფრო მემატება წლები, მიტ უფრო ვკონკრეტდები იმის შესახებ
-
12:38 - 12:40თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა "წარმატება."
-
12:40 - 12:42წარმატება მე შემდეგნაირად მესმის:
-
12:42 - 12:45არ შეიძლება წარმატებული იყო ყველაფერში.
-
12:45 - 12:47ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე.
-
12:47 - 12:50სისულელეა. ყველაფერი არ შეიძლება გქონდეს ერთდროულად. ეს შეუძლებელია.
-
12:50 - 12:52წარმატების ნებისმიერმა განმარტებამ
-
12:52 - 12:54უნდა აღიაროს რომ რაღაცაში აუცილებლად დავმარცხდებით.
-
12:54 - 12:56სადღაც გაჩნდება დამარცხების ელემენტი.
-
12:56 - 12:59და ვფიქრონ ნებისმიერი საღი ცხოვრების სტილი აღიარებს და მიიღებს,
-
12:59 - 13:02რომ როგორც ვთქვი, სადღაც აუცილებლად იქნება ელემენტი სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულნი.
-
13:02 - 13:04წარმატებული ცხოვრების თვისება არის ის, რომ
-
13:04 - 13:06უამრავი დრო და ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე
-
13:06 - 13:09თუ რას ნიშნავს იცხოვრო წარმატებულად, ჩვენ არ გვეკუთვნის.
-
13:09 - 13:11ისინი გამოწოვილია სხვათა ცხოვრებიდან.
-
13:11 - 13:13უმთავრესად კი, თუ თქვენ ხართ მამაკაცი - მამისაგან.
-
13:13 - 13:15და თუ ქალბატონი - დედისაგან.
-
13:15 - 13:18ფსიქოანალიტიკა შეუპოვრად აჟღერებს ამ მესიჯს 80 წლის განმავლობაში.
-
13:18 - 13:21მას კი არავინ უგდებს ყურს შესაბამისად. თუმცე მე მჯერა რომ ეს სიმართლეა.
-
13:21 - 13:23ჩვენ ასევე ვიწოვთ გზავნილებს
-
13:23 - 13:25ყველაფრიდან, დაწყებული ტელევიზორიდან დამთვრებული
-
13:25 - 13:27რეკლამებითა და ვაჭრობით.
-
13:27 - 13:29ისინი უდიდესი ძალის მატარებლები არიან.
-
13:29 - 13:33რაც განაპირობებს იმას თუ რა გვინდა და როგორ გვინდა დავინახოთ საკუთარი თავი.
-
13:33 - 13:36როდესაც გვეუბნებიან, რომ საბანკო საქმე ძალიან რესპექტაბელური პროფესიაა
-
13:36 - 13:38უამრავ ჩვენგანს პროფესიად საბანკო საქმის არჩევა უნდა.
-
13:38 - 13:41თუმცა როდესაც ეს საქმე აღარ არის რესპექტაბელური, მის მიმართ ინტერესს ვკარგავთ.
-
13:41 - 13:44ძალიან ღია ვართ შემოთვაზებების მიმართ.
-
13:44 - 13:47ამგავარად, რისი მტკიცებაც მინდა არის არა ის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ
-
13:47 - 13:49წარმატების ჩვენეული გაგება.
-
13:49 - 13:51არამედ ის, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ისინი ნამნდვილად ჩვენ გვეკუთვნის.
-
13:51 - 13:53უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს საკუთარ გაგებაზე.
-
13:53 - 13:56და დავრწმუნდეთ რომ ის მხოლოდ საკუთარია.
-
13:56 - 13:58რომ ჩვენ ვართ ჩვენი ამბიციების ჭეშმარიტი ავტორები.
-
13:58 - 14:00იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ცუდია როდესაც ვერ აღწევ იმას რაც გსურს,
-
14:00 - 14:03მაგრამ უარესია როდესაც გაქვს იდეა
-
14:03 - 14:06იმისა თუ რა გინდა, და ამის შესახევ მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენ.
-
14:06 - 14:09ეს რა თქმა უნდა არ არის ის, რაც ყოველთვის გინდოდა.
-
14:09 - 14:11აქ კი მე დავამთავრებ ჩემს საუბარს.
-
14:11 - 14:14ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა,
-
14:14 - 14:16წარმატების ნებისმიერ შემთხვევაში.
-
14:16 - 14:18მოდით მივიღოთ ჩვენ საკუთარ მოსაზრებათა უცნაურობები.
-
14:18 - 14:21მოდით მოვსინჯოთ წარმატების ჩვენეული ცნება.
-
14:21 - 14:25დავრწმუნდეთ, რომ წარმატების შესახებ ჩვენი მოსაზრებები ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის.
-
14:25 - 14:27დიდი მადლობა
-
14:27 - 14:43(აპლოდისმენტები)
-
14:43 - 14:45ქრის ანდერსონი: ეს შესანიშნავი იყო. მაგრამ როგორ უთავსებთ ერთმანეთს
-
14:45 - 14:50ერთისმხრივ იმ მოსაზრებას, რომ არასასურველია
-
14:50 - 14:53ადამიანზე ვიფიქროთ რომ ის არის "დამარცხებული,"
-
14:53 - 14:57ხოლო მეორე მხრივ იმ იდეას, რომ უამრავი ადამიანი, მაგალითად ისეთები რომლელთც უყვართ ცხოვრების სადავეების ხელში ჩაგდება,
-
14:57 - 15:00და აგრეთვე საზოგადოება, წაახალისებს ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ
-
15:00 - 15:03ალბათ ისევე უნდა არსებობდნენ დამარცხებულები როგორც გამარჯვებულები.
-
15:03 - 15:06ალან დე ბოტონი: დიახ, მე ვფიქრობ ეს უბრალო შემთხვევითობაა
-
15:06 - 15:08მოგებისა და წაგების პროცესისა რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა.
-
15:08 - 15:10იმიტომ, რომ დღესდღეობით ყურადღება ძალიან არის გადატანილი
-
15:10 - 15:12ყველაფრის სამართლიანობაზე.
-
15:12 - 15:14პოლიტიკოსებიც ყოველთვის სამართლიანობაზე საუბრობენ.
-
15:14 - 15:17მე ღრმად მწანს სამართლიანობის, უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელი და მიუღწეველია.
-
15:17 - 15:19ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,
-
15:19 - 15:21და ვიაროთ სამართლიანობის კვალდაკვალ.
-
15:21 - 15:23მაგრამ დღის ბოლოს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ
-
15:23 - 15:26ვინც არ უნდა გვიპირისპირდებოდეს, ან რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში,
-
15:26 - 15:29ყიველთვის იარსებებს შემთხვევითბის ძლიერი ელემენტი.
-
15:29 - 15:31და ეს არის რაზეც ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა.
-
15:31 - 15:33იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება კლაუსტროფობიის სახე მიიღოს.
-
15:33 - 15:35ქრის ანდერსონი: მე ვგულისხმობ, თუ გჯერათ იმის, რომ შეიძლება ერთმანეთს შევუთავსოთ
-
15:35 - 15:37თქვენი შემოთავაზებული მუშაობის უფრო კეთილი ფილოსოფია და
-
15:37 - 15:41წარმატებული ეკონომიკა?
-
15:41 - 15:43თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია?
-
15:43 - 15:45თუ ეს დიდი მნიშვნელობის არ არის, და ჩვენ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას.
-
15:45 - 15:48ალად დე ბოტონი: კოშმარული მოსაზრებაა, თუ ვიფიქრებთ, რომ
-
15:48 - 15:52ხალხის დაშნება საუკეთესო გზაა მათი ნაყოფიერი მუშაობისათვის.
-
15:52 - 15:55და ასევე ის, რომ უფრო სასტიკ გარემოში
-
15:55 - 15:57უფრო მეტი ადამიანი შეეცდება გადალახოს გამოწვევები.
-
15:57 - 16:01შენ ფიქრობ იმაზე თუ ვინ იქნებოდა შენთვის იდეალური მამა,
-
16:01 - 16:04და იდეალური მამა ალბათ იქნებოდა ადამიანი რომელიც არის მკაცრი მაგრამ ამავდროულად გულკეთილი.
-
16:04 - 16:06და ზღვარს გავლება მათ შორის ძალიან ძნელია.
-
16:06 - 16:10ჩვებ გვჭირდება ისეთი სამაგალითო მამები საზოგადოებაში,
-
16:10 - 16:12რომლების მოახერხებენ თავის დაღწევას ამ ორი უკიდურესობიდან,
-
16:12 - 16:16რომელიც არის ერთის მხრივ ავტორიტარული და დისციპლინარული,
-
16:16 - 16:20მაგრამ მეორე მხრივ მოდუნებული, მოშვებული და უწესრიგო.
-
16:20 - 16:22კრის ანდერსონი: ალან დე ბოტონი.
-
16:22 - 16:24ალან დე ბოტონი: ძალიან დიდი მადლობა.
-
16:24 - 16:34(აპლოდისმენტები)
- Title:
- ალან დე ბოტონი: წარმატების უფრო კეთილი ფილოსოფია
- Speaker:
- Alain de Botton
- Description:
-
ალან დე ბოტონი განიხილავს ჩვენს შეხედულებებს წარმატებისა და მარცხის შესახებ - და ეჭვქვეშ აყენებს მათ მიმართ უკვე არსებულ ვარაუდებს. არის თუ არა წარმატება ან თუნდაც მარცხი ყოველთვის დამსახურებული? იგი მიმართავს გონებამახვილ გზას რათა გადავინაცვლოთ სნობიზმის მიღმა და მივაკვლიოთ ნამდვილ სიამოვნებას ჩვენს სამქეში.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 16:39
![]() |
Retired user added a translation |