1 00:00:00,000 --> 00:00:03,000 ჩემთვის კარიერული კრიზისები თავისთავად ხდება, 2 00:00:03,000 --> 00:00:05,000 ხშირად, უფრო ზუსტად კი კვირა საღამოს, 3 00:00:05,000 --> 00:00:07,000 მაშინ როცა მზე ჩასვლას იწყებს 4 00:00:07,000 --> 00:00:10,000 ნაპრალი ჩემს ოცნებებსა 5 00:00:10,000 --> 00:00:14,000 და ჩემს რეალურ ცხოვრებას შორის ისე მტკივნეულად იწყებს გაფართოებას, 6 00:00:14,000 --> 00:00:17,000 რომ როგორც წესი ამ დღეს ბალიშზე ქვითინით ვასრულებ. 7 00:00:17,000 --> 00:00:19,000 ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ, 8 00:00:19,000 --> 00:00:22,000 რომ ვფიქრობ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა. 9 00:00:22,000 --> 00:00:24,000 თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ვცდები. 10 00:00:24,000 --> 00:00:26,000 თუმცა ჩემი აზრით ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრება მუდმივად 11 00:00:26,000 --> 00:00:28,000 კარიერული კრიზისების რიტმშია, 12 00:00:28,000 --> 00:00:30,000 ეპოქაში, სადაც იმ მომენტისათვის როცა ის რაც ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით 13 00:00:30,000 --> 00:00:32,000 ჩვენი ცხოვრების, ჩვენი კარიერის შესახებ 14 00:00:32,000 --> 00:00:36,000 მწარე რეალობას ეჯახება. 15 00:00:36,000 --> 00:00:39,000 კარგი ცხოვრება ალბათ დღეს უფრო ადვილია ვიდრე ოდესმე იყო. 16 00:00:39,000 --> 00:00:42,000 თუმცა დღეს ალბათ უფრო რთულია ვიდრე ოდესმე 17 00:00:42,000 --> 00:00:45,000 შეინარჩუნო სიმშვიდე, იყო თავისუფალი კარიერული მღელვარებებისგან. 18 00:00:45,000 --> 00:00:47,000 შეძლებისდაგვარად მინდა განვიხილო 19 00:00:47,000 --> 00:00:49,000 ზოგიერთი მიზეზი თუ რატომ 20 00:00:49,000 --> 00:00:52,000 შეიძლება ვღელავდეთ ჩვენი კარიერის გამო. 21 00:00:52,000 --> 00:00:54,000 რატომ შეიძლება ვიყოთ ამ კარიერული კრიზისების მსხვერპლი 22 00:00:54,000 --> 00:00:58,000 და ვქვითინებდეთ ჩვენს ბალიშებზე. 23 00:00:58,000 --> 00:01:01,000 ამ მღლვარების ერთ-ერთი მიზეზთაგანი 24 00:01:01,000 --> 00:01:03,000 არის ის, რომ ჩვენ გარშემორტყმული ვართ სნობებით. 25 00:01:03,000 --> 00:01:06,000 ამ მხრივ, მე მაქვს რამოდენიმე არასასიამოვნო სიახლე: 26 00:01:06,000 --> 00:01:09,000 ზოგადად, როდესაც ადამიანები ოქსფორდში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან, 27 00:01:09,000 --> 00:01:11,000 სნობიზმი ნამდვილ პრობლემად ისახება. 28 00:01:11,000 --> 00:01:13,000 იმიტომ,რომ ზოგჯერ არაბრიტანელ ხალხს წარმოუდგენია, რომ 29 00:01:13,000 --> 00:01:15,000 სნობიზმი მხოლოდ ბრიტანული ფენომენია. 30 00:01:15,000 --> 00:01:18,000 გამოხატული ბრიტანული ტიპის დიდი სამამულო სახლებითა და წოდებებით, 31 00:01:18,000 --> 00:01:20,000 ცუდი ამბავი ის არის,რომ ეს სულაც არ არის მართალი. 32 00:01:20,000 --> 00:01:22,000 სნობიზმი უნივერსალური ფენომენია. 33 00:01:22,000 --> 00:01:24,000 ჩვენ - სნობები, მსოფლიო ორგანიზაცია ვართ და სნობიზმი მსოფლიო ფენომენია. 34 00:01:24,000 --> 00:01:26,000 ეს არსებობს. რა არის სნობი? 35 00:01:26,000 --> 00:01:29,000 სნობი არის ადამინი,რომელიც შენს მცირე ნაწილს აიღებს 36 00:01:29,000 --> 00:01:32,000 და ამითი შეიქმნის სრულ შთაბეჭდილებას თქვენს პიროვნებაზე. 37 00:01:32,000 --> 00:01:34,000 ეს არის სნობიზმი. 38 00:01:34,000 --> 00:01:36,000 და სნობიზმის ყველაზე გაბატონებული ფორმა 39 00:01:36,000 --> 00:01:38,000 დღესდღეობით არის კარიერული სნობიზმი. 40 00:01:38,000 --> 00:01:40,000 თქვენ მას შეხვდებით სულ რაღაც რამოდენიმე წუთში წვეულებაზე, 41 00:01:40,000 --> 00:01:43,000 როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ცნობილ შეკითხვას დაგისვამენ - 42 00:01:43,000 --> 00:01:46,000 "რას საქმიანობთ"? 43 00:01:46,000 --> 00:01:48,000 და თქვენი პასუხის მიხედვით 44 00:01:48,000 --> 00:01:50,000 ხალხი ან ძალიან მოხარული იქნება თქვენი ხილვით 45 00:01:50,000 --> 00:01:52,000 ან საათს დახედავენ და ბოდიშის მოხდით დაგტოვებენ. 46 00:01:52,000 --> 00:01:53,000 (სიცილი) 47 00:01:53,000 --> 00:01:56,000 სნობის საპირისპირო კი თქვენი დედაა. 48 00:01:56,000 --> 00:01:58,000 (სიცილი) 49 00:01:58,000 --> 00:02:01,000 არ არის სავალდებულო თქვენი ან ჩემი დედა იყოს. 50 00:02:01,000 --> 00:02:03,000 ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ დედაზე. 51 00:02:03,000 --> 00:02:05,000 ადამიანზე, ვისაც ნაკლებად აღელვებს თქვენი მიღწევები. 52 00:02:05,000 --> 00:02:07,000 თუმცა სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ჩვენი დედები არ არიან. 53 00:02:07,000 --> 00:02:10,000 ხალხის უმეტესობა მკაცრად აკონტროლებს დროსა და სიყვარულს შორის კორელაციას, 54 00:02:10,000 --> 00:02:12,000 თუნდაც არარომანტიკულ სიყვარულს შორის. 55 00:02:12,000 --> 00:02:14,000 ეს შეიძლება იყოს 56 00:02:14,000 --> 00:02:16,000 ზოგადად სიყვარული - პატივისცემა, 57 00:02:16,000 --> 00:02:19,000 ისინი თანახმანი არიან პატივი გვცენ იმის მიუხედავად, 58 00:02:19,000 --> 00:02:21,000 თუ სოციალური იერარქიის რა საფეხურზე ვდგევართ. 59 00:02:21,000 --> 00:02:24,000 და იმ მიზეზთაგან უმთავრესია,თუ რატომ ვზრუნავთ ასე მონდომებით ჩვენს კარიერაზე. 60 00:02:24,000 --> 00:02:28,000 და ამასთან ვიწყებთ მატერიალურ ნივთებზე ზრუნვასაც. 61 00:02:28,000 --> 00:02:31,000 როგორც იცით ხშირად გვიმეორებენ,რომ ჩვენ მატერიალისტურ დროში ვცხოვრობთ, 62 00:02:31,000 --> 00:02:33,000 და რომ ყველანი ხარბი ადამიანები ვართ. 63 00:02:33,000 --> 00:02:35,000 მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მაინცდამაინც მატერიალისტები ვართ. 64 00:02:35,000 --> 00:02:37,000 მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში 65 00:02:37,000 --> 00:02:39,000 რომელიც გვანიჭებს გარკვეულ ემოციურ ჯილდოს 66 00:02:39,000 --> 00:02:42,000 ყოველი მატერიალური ნივთის მოპოვების დროს. 67 00:02:42,000 --> 00:02:45,000 ის რაც ჩვენ გვიზიდავს არის არა მატერიალური ნივთები, არამედ სწორედ ეს ემოციური ჯილდო. 68 00:02:45,000 --> 00:02:47,000 და ეს არის ახალი დამოკიდებულება ფუფუნების საგნებისადმი. 69 00:02:47,000 --> 00:02:49,000 შემდგომში, როცა დაინახავთ ვიღაცა ფერარის ატარებს 70 00:02:49,000 --> 00:02:51,000 არ იფიქროთ, რომ ეს ვიღაც ხარბი ადამიანია. 71 00:02:51,000 --> 00:02:54,000 არამედ იფიქრეთ: "ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან უმწეო და სიყვარული სჭირდება" 72 00:02:54,000 --> 00:02:59,000 სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ --- (სიცილი) 73 00:02:59,000 --> 00:03:01,000 თანაუგრძნეთ, იმის მაგივრათ, რომ ზიზღი იგრძნოთ. 74 00:03:01,000 --> 00:03:03,000 სხვა მიზეზებიც არის -- 75 00:03:03,000 --> 00:03:04,000 (სიცილი) 76 00:03:04,000 --> 00:03:06,000 სხვა მიზეზებიც არის იმისა თუ რატომ არის ახლა უფრო ძნელი 77 00:03:06,000 --> 00:03:08,000 იყოთ მშვიდად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. 78 00:03:08,000 --> 00:03:11,000 ერთ-ერთი მიზეზი, და ეს მიზეზი არის პარადოქსული იმდენად რამდენადაც იგი დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან, 79 00:03:11,000 --> 00:03:14,000 არის იმედი რომელიც ყველას გვაქვს ჩვენს კარიერასთან მიმართებაში. 80 00:03:14,000 --> 00:03:16,000 არასოდეს ყოფილა მოლოდინები ასეთი მაღალი 81 00:03:16,000 --> 00:03:19,000 იმისა თუ რას შეიძლება ადამიანებმა მიაღწიონ მათი სიცოცხლის განმავლობაში. 82 00:03:19,000 --> 00:03:22,000 მრავალი წყაროები გვამცნობენ რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამის მიღწევა შეუძლია. 83 00:03:22,000 --> 00:03:24,000 კასტურ,და პრივილეგირებულ კლასურ სისტემას უკვე გამოვცდით. 84 00:03:24,000 --> 00:03:26,000 ჩვენ ახლა იმ სისტემაში ვართ სადაც ნებისმიერს შეუძლია დაწინაურდეს 85 00:03:26,000 --> 00:03:28,000 და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოზიციას. 86 00:03:28,000 --> 00:03:30,000 და ეს შესანიშნავი იდეაა. 87 00:03:30,000 --> 00:03:34,000 ამ იდეას თან სდევს თანასწორუფლებიანობის განცდა. ჩვენ ხომ ძირითადად თანაბარნი ვართ. 88 00:03:34,000 --> 00:03:36,000 არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული 89 00:03:36,000 --> 00:03:38,000 ტიპის იერარქიები. 90 00:03:38,000 --> 00:03:40,000 თუმცა ამას თან ახლავს ერთი დიდი პრობლემა. 91 00:03:40,000 --> 00:03:42,000 და ეს პრობლემაა - შური. 92 00:03:42,000 --> 00:03:45,000 შურის ხსენება ნამდვილი ტაბუა. 93 00:03:45,000 --> 00:03:48,000 მაგრამ თუ არსებობს ერთი დომინანტური ემოცია თანამედროვე საზოგადოებაში, ეს არის შური. 94 00:03:48,000 --> 00:03:52,000 და ეს დაკავშირებულია თანასწორობის განცდასთან. ნება მომეცით ავხსნა. 95 00:03:52,000 --> 00:03:55,000 ვფიქრობ ძალიან უჩვეულო იქნებოდა რომ დამსწრეთაგან ან მაყურებელთაგან ვინმე 96 00:03:55,000 --> 00:03:57,000 შურით განიმსჭვალოს ინგლისის დედოფლისადმი. 97 00:03:57,000 --> 00:04:00,000 მიუხედავად იმისა რომ ის უფრო მდიდარია ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი. 98 00:04:00,000 --> 00:04:03,000 და მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან დიდი სახლი აქვს. 99 00:04:03,000 --> 00:04:07,000 მიზეზი იმისა თუ რატომ არ შეგშურდებათ დედოფლისა არის ის, რომ ის უცნაური და გაუგებარია. 100 00:04:07,000 --> 00:04:09,000 ის უბრალოდ არის ძალიან უცნაური. 101 00:04:09,000 --> 00:04:11,000 ჩვენ ვერ ვპოულობთ მასთან ბევრ საერთოს. მას სასაცილო საუბრის მანერა აქვს. 102 00:04:11,000 --> 00:04:13,000 მას უპირატესობა უკვე წარმომავლობით აქვს მინიჭებული. 103 00:04:13,000 --> 00:04:17,000 ამგვარად ჩვენ მასთან ბევრი საერთო არ გვაკავშირებს. და როდესაც ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობ , მათი არც გშურს. 104 00:04:17,000 --> 00:04:20,000 რაც უფრო გვანან ადამიანები ერთმანეთს, ასაკით თუ წარმომავლობით, 105 00:04:20,000 --> 00:04:23,000 იდენტიფიკაციის პროცესში შურის საფრთხე უფრო დიდია. 106 00:04:23,000 --> 00:04:26,000 რაც ხსნის იმას თუ რატომ არასდროს არ უნდა წავიდეს არც ერთი თქვენგანი თანაკლასელთა ხელახალ შეხვედრაზე. 107 00:04:26,000 --> 00:04:29,000 ეს იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი შეხების წერტილი 108 00:04:29,000 --> 00:04:31,000 ვიდრე ეს აქვთ თანაკლასელებს, რომელიც მათ საერთოობის გრძნობას განაცდევინებს. 109 00:04:31,000 --> 00:04:34,000 მაგრამ ზოგადად თანამედროვე საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ შემოატრიალებს მთელ სამყაროს 110 00:04:34,000 --> 00:04:36,000 ისევ სკოლისკენ. ყველას აცვია ჯინსი, ყველა თანაბარია. 111 00:04:36,000 --> 00:04:38,000 მაგრამ მაინც, ისინი სულაც არ არიან თანაბარნი. 112 00:04:38,000 --> 00:04:41,000 ამგვარად აქ საქმე გვაქვს თანასწორობის განცდასთან რომელიც კომბინირებულია რეალურ არათანასწორობასთან. 113 00:04:41,000 --> 00:04:44,000 ამან კი შეიძლება შექმნას ძალიან სტრესული სიტუაცია. 114 00:04:44,000 --> 00:04:46,000 ალბათ ისევე ნაკლებად მოსალოდნელია რომ დღეს 115 00:04:46,000 --> 00:04:48,000 შენ გახდენი ისეთივე მდიდარი და ცნობილი როგორიც ბილ გეიტსია, 116 00:04:48,000 --> 00:04:50,000 როგორი მოულოდნელიც ეს იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში 117 00:04:50,000 --> 00:04:53,000 რომ შენ მოიპოვებდი ფრანგული არისტოკრატიის ტიტულებს. 118 00:04:53,000 --> 00:04:55,000 მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ აქ ეს ამგვარად არ იგრძნობა. 119 00:04:55,000 --> 00:04:58,000 ამას გვაგრძნობინებენ ჟურნალები და სხვა მედია გამოცემები, 120 00:04:58,000 --> 00:05:01,000 რომ თუ შენ გაქვს ენერგია და რამოდენიმე ნათელი იდეა ტექნოლოგიის შესახებ, 121 00:05:01,000 --> 00:05:05,000 მაგალითად გარაჟის, შენც შეგეძლო წამოგეწყო დიადი საქმე. 122 00:05:05,000 --> 00:05:06,000 (სიცილი) 123 00:05:06,000 --> 00:05:09,000 და ამ პრობლემის შედეგი ......... 124 00:05:09,000 --> 00:05:12,000 როდესაც წიგნების დიდ მაღაზიაში შედიხართ და შეხედავთ სექციებს "თვით-დახმარებისათვის," 125 00:05:12,000 --> 00:05:14,000 როგორც მე ამას ზოგჯერ ვაკეთებ, 126 00:05:14,000 --> 00:05:16,000 თუ გააანალიზებთ, თვით-დახმარებისათვის განკუთვნილი წიგნები 127 00:05:16,000 --> 00:05:18,000 რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიცემა, ძირითადად ორი ტიპისაა. 128 00:05:18,000 --> 00:05:21,000 პირველი ტიპისა გეუბნება, რომ "შენ შეგიძლია გააკეთო ეს! შენ შეძლებ! ყველაფერი შესაძლებელია!" 129 00:05:21,000 --> 00:05:24,000 ხოლო მეორე ტიპისა გასწავლის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ 130 00:05:24,000 --> 00:05:27,000 იმას რასაც ჩვენ ზრდილობიანად "დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ," 131 00:05:27,000 --> 00:05:29,000 ხოლო ცოტა უხეშად კი ვეძახით "საკუთარ თავზე ძალიან ცუდი შეგრძნების ქონას." 132 00:05:29,000 --> 00:05:31,000 არსებობს ნამდვილი კორელაცია, 133 00:05:31,000 --> 00:05:35,000 იმ საზოგადოებას, რომელიც ადამიანებს ეუბნება რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, 134 00:05:35,000 --> 00:05:37,000 და დაბალი თვითშეფასების არსებობას შორის. 135 00:05:37,000 --> 00:05:39,000 ეს მეორენაირი გზაა რომელშიც რაღაც, რაც საკმაოდ პოზიტიურია 136 00:05:39,000 --> 00:05:41,000 შეიძლება იყოს ასევე საშინლად ამრევ-დამრევი. 137 00:05:41,000 --> 00:05:44,000 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ავღელდეთ ვიდრე ოდესმე, 138 00:05:44,000 --> 00:05:48,000 ეს არის ჩვენი კარიერა, ჩვენი დღევანდელი სტატუსი მსოფლიოში. 139 00:05:48,000 --> 00:05:50,000 და ეს კიდევ ერთხელ, დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან. 140 00:05:50,000 --> 00:05:53,000 და ეს სასიამოვნო რაღაც არის - მერიტოკრატია. 141 00:05:53,000 --> 00:05:55,000 დღესდღეობით ყველა, ყველა პოლიტიკოსი - მემარცხენე თუ მემარჯვენე, 142 00:05:55,000 --> 00:05:57,000 თანხმდება, რომ მერიტოკრატია მართლაც კარგი რამეა. 143 00:05:57,000 --> 00:06:01,000 და რომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ რომ ჩვენი საზოგადოება ჭეშმარიტად მერიტოკრატიული გავხადოთ. 144 00:06:01,000 --> 00:06:05,000 სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს მერიტოკრატიული საზოგადოება? 145 00:06:05,000 --> 00:06:07,000 მერიტოკრატიული საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება რომელშიც 146 00:06:07,000 --> 00:06:09,000 თუ შენ გაქვს ნიჭი, ენერგია და უნარი, 147 00:06:09,000 --> 00:06:11,000 მწვერვალს მიაღწევ. უკან ვერაფერი დაგხევს. 148 00:06:11,000 --> 00:06:14,000 ეს მშვენიერი იდეაა. პრობლემა ისაა, რომ 149 00:06:14,000 --> 00:06:16,000 თუ ნამდვილად გჯერა ისეთი საზოგადოების 150 00:06:16,000 --> 00:06:19,000 სადაც ისინი ვინც იმსახურებენ, აღწევენ კიდევაც წარმატებას, 151 00:06:19,000 --> 00:06:22,000 შენ ასევე ირწმუნებ საზოგადოებას, სადაც ისინი ვინც საკუთარი გამოისობით და ბილწი ცხოვრების წესით 152 00:06:22,000 --> 00:06:25,000 იმსახურებენ ჩამოქვეითებას 153 00:06:25,000 --> 00:06:28,000 ჩამოქვეითდებიან კიდევაც და იქვე რჩებიან. 154 00:06:28,000 --> 00:06:31,000 სხვა სიტყვებით, შენი პოზიცია სულაც არ ჩანს შემთხვევითი, 155 00:06:31,000 --> 00:06:33,000 არამედ დამსახურებული. 156 00:06:33,000 --> 00:06:36,000 ეს ხდის მარცხს კიდევ უფრო დამთრგუნველს. 157 00:06:36,000 --> 00:06:38,000 როგორც იცით, შუა საუკუნეების ინგლისში, 158 00:06:38,000 --> 00:06:40,000 როდესაც შეხვდებოდით ღარიბ ადამიანს, 159 00:06:40,000 --> 00:06:43,000 ეს პიროვნება იქნებოდა აღწერილი როგორც "უბედური." 160 00:06:43,000 --> 00:06:47,000 სიტყვასიტყვით, ადამიანი, რომელიც ბედის მიერ არ იქნა დალოცვილი, ანუ "უბედური." 161 00:06:47,000 --> 00:06:49,000 დღესდღეობით, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში, 162 00:06:49,000 --> 00:06:51,000 თუ შეხვდებით ვინმეს საზოგადოების დაბალი ფენიდან, 163 00:06:51,000 --> 00:06:54,000 იგი შეიძლება არასასიამოვნოდ იქნას დახასიათებული როგორც "ლუზერი" ანუ "დამარცხებული." 164 00:06:54,000 --> 00:06:57,000 აქ არის ძალიან დიდი განსხვავება უბედურსა და დამარცხებულს შორის. 165 00:06:57,000 --> 00:07:00,000 და ეს გვიჩვენებს საზოგადოების ევოლუციის 400 წლიან ეტაპს, 166 00:07:00,000 --> 00:07:03,000 და ასევე ჩვენი რწმენის ევოლუციას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენ ცხოვრებაზე. 167 00:07:03,000 --> 00:07:06,000 ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი აღარ არიან ღმერთები, არამედ ჩვენ თვითონ. ჩვენ ვსხედვართ სამართავ საჭესთან. 168 00:07:06,000 --> 00:07:08,000 ეს სასიხარულოა თუ მართვა კარგად გამოგდის. 169 00:07:08,000 --> 00:07:10,000 და ძალიან დამთრგუნველი თუ შესაბამისად ვერ მართავ. 170 00:07:10,000 --> 00:07:13,000 ეს განაპირობებს, უარეს შემთხვევაში, თვითმკვლელობათა ზრდას, 171 00:07:13,000 --> 00:07:17,000 როგორც ამას სოციოლოგ ემილ დურკჰაიმის ანალიზი უჩვენებს. 172 00:07:17,000 --> 00:07:20,000 განვითარებულ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი სუიციდის შემთხვევა შეინიშნება 173 00:07:20,000 --> 00:07:22,000 ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილებში. 174 00:07:22,000 --> 00:07:24,000 და გარკვეულწილად ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები მათ თავს გადამხდარ შემთხვევებს 175 00:07:24,000 --> 00:07:26,000 უკიდურესად პიროვნულად იღებენ. 176 00:07:26,000 --> 00:07:30,000 მათ ეკუთვნით საკუთრი წარმატება მაგრამ ამავე დროს საკუთარი მარცხის პატრონნიც თავად არიან. 177 00:07:30,000 --> 00:07:32,000 არის თუ არა გამოსავალი ამ წნეხიდან 178 00:07:32,000 --> 00:07:34,000 რომელთაც წეღან გავუსვი ხაზი? 179 00:07:34,000 --> 00:07:36,000 ვფიქრობ რომ არის. მინდა მხოლოდ რამოდენიმე მათგანს მივუბრუნდე. 180 00:07:36,000 --> 00:07:38,000 მოდით ავიღოთ მერიტოკრატია. 181 00:07:38,000 --> 00:07:41,000 იდეა რომ ყველა იმსახურებს იმას რა საფეხურზეც არიან . 182 00:07:41,000 --> 00:07:44,000 მე ვფიქრობ რომ ეს გიჟური იდეაა, ნამდვილი სიგიჟე. 183 00:07:44,000 --> 00:07:46,000 მე მხარდს დავუჭერ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მემარცხენესა თუ მემარჯვენეს, 184 00:07:46,000 --> 00:07:48,000 თუნდაც სანახევროდ მერიტოკრატიული იდეით. 185 00:07:48,000 --> 00:07:50,000 მე მერიკოტრატი ვარ და ეს ასეა. 186 00:07:50,000 --> 00:07:52,000 მაგრამ ვფიქრობ, რომ სიგიჟეა დაიჯერო რომ ჩვენ ოდესმე 187 00:07:52,000 --> 00:07:56,000 შევქმნით საზოგადოებას რომელიც ჭეშმარიტად მერიტოკრატიული იქნება. ეს აუხდენელი ოცნებაა. 188 00:07:56,000 --> 00:07:58,000 იდეა, რომ ჩვენ შევქმნით საზოგადოებას 189 00:07:58,000 --> 00:08:00,000 სადაც უკლებლივ ყველა იქნება დაფასებული, 190 00:08:00,000 --> 00:08:02,000 რომ ღირსეულები მაღალ საფეხურზე იდგებიან, ხოლო ნაკლებად ღირსეულები - დაბალზე, 191 00:08:02,000 --> 00:08:04,000 ეს განუხორციელებელია. 192 00:08:04,000 --> 00:08:06,000 უბრალოდ არსებობს ძალიან ბევრი შემთხვევითი ფაქტორი. 193 00:08:06,000 --> 00:08:08,000 დაბადების შემთხვევითობები, 194 00:08:08,000 --> 00:08:11,000 საგნების შემთხვევითი და მოულოდნელი დაცემა ადამიანთა თავებზე, ავადმყოფობები, და ა.შ. 195 00:08:11,000 --> 00:08:13,000 ჩვენ მათ ვერასოდეს დავახარისხებთ. 196 00:08:13,000 --> 00:08:15,000 ისევე როგორც ვერ დავახარისხებთ ადამიანებს ყოველთვის ისე, როგორც ეს საჭიროა. 197 00:08:15,000 --> 00:08:18,000 მე ძალიან მომწონს წმინდა ავგუსტინეს ეს მშვენიერი ფრაზა "ღვთის ქალაქიდან," 198 00:08:18,000 --> 00:08:22,000 სადაც ის ამბობს, რომ "ცოდვაა განსაჯო ადამიანი მისი თანამდებობის მიხედვით." 199 00:08:22,000 --> 00:08:24,000 თანამედროვე ინგლისურში ეს გამოითქმებოდა შემდეგნაირად, 200 00:08:24,000 --> 00:08:26,000 ცოდვაა გამოიტანო რაიმე დასკვნა ადამიანზე რომელსაც უნდა გაესაუბრო 201 00:08:26,000 --> 00:08:28,000 მისი სავიზიტო ბარათის მიხედვით. 202 00:08:28,000 --> 00:08:30,000 თანამდებობა არ უნდა ითვლებოდეს უმთავრესად. 203 00:08:30,000 --> 00:08:32,000 და წმინდა ავგუსტინეს მიხედვით, 204 00:08:32,000 --> 00:08:34,000 მხოლოდ ღმერთს შეუძლია ყველას საკუთარი ადგილი მიუჩინოს. 205 00:08:34,000 --> 00:08:36,000 და ის ამას გააკეთებს განკითვის დღეს 206 00:08:36,000 --> 00:08:38,000 ანგელოზთა და საყვირთა თანხლებით, და ცაც მაშინ გაიხსნება. 207 00:08:38,000 --> 00:08:41,000 ეს სიგიჟეა, თუ თქვენ ისეთივე სეკულარისტი ადამიანი ხართ როგორც მე. 208 00:08:41,000 --> 00:08:43,000 მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ იდეაში. 209 00:08:43,000 --> 00:08:47,000 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად მოუჭირე შენს ცხენებს ხელი როდესაც ადამიანთა განსაკითხად მოდიხარ. 210 00:08:47,000 --> 00:08:50,000 შეიძლება სულაც არ იცოდე დანამდვილებით რა არის კონკრეტული ადამიანის ნამდვილი ღირსება. 211 00:08:50,000 --> 00:08:52,000 ეს მათი ამოუცნობი ნაწილია. 212 00:08:52,000 --> 00:08:55,000 და ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ თითქოს ეს ჩვენთვის ნაცნობია. 213 00:08:55,000 --> 00:08:58,000 ამ ყველაფრის სანუგეშოდ არსებობს კიდევ ერთი წყარო. 214 00:08:58,000 --> 00:09:01,000 როდესაც ვფიქრობთ ცხოვრების მარცხზე, როდესაც დამარცხებაზე ვფიქრობთ, 215 00:09:01,000 --> 00:09:03,000 ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გვეშინია დამარხების, არამარტო 216 00:09:03,000 --> 00:09:05,000 შემოსავლის დაკარგვაა, არამედ სტატუსის დაკარგვაც. 217 00:09:05,000 --> 00:09:09,000 ჩვენ გვაშინებს სხვის მიერ ჩვენი განკითხვა და მასხრად აგდება. და ეს არსებობს. 218 00:09:09,000 --> 00:09:11,000 იცით, ნომერი პირველი მასხრად ამგდები 219 00:09:11,000 --> 00:09:13,000 დღეისათვის ჯურნალ-გაზეთებია. 220 00:09:13,000 --> 00:09:15,000 თუ გადაშლით გაზეთს კვირის ნებისმიერ დღეს, 221 00:09:15,000 --> 00:09:17,000 დაინახავთ რომ ის სავსეა ადამიანებით რომლებსაც ცხოვრება აერიათ. 222 00:09:17,000 --> 00:09:20,000 ისინი იწვნენ არასწორ პიროვნებასთან, მათ არასწორი ნივთიერება მიიღეს. 223 00:09:20,000 --> 00:09:22,000 მათ არასწორი კანონი მიიღეს. ნებისმიერი რამ. 224 00:09:22,000 --> 00:09:25,000 და შემდეგ ისინი გახდნენ დაცინვის ,მსხვერპლნი. 225 00:09:25,000 --> 00:09:28,000 სხვა სიტყვებით, ისინი დამარცხდნენ. და დახასიათებულნი არიან როგორც "ლუზერები" ანუ "დამარცხებულები." 226 00:09:28,000 --> 00:09:30,000 არსებობს თუ არა ამის ალტერნატივა? 227 00:09:30,000 --> 00:09:32,000 ვფიქრობ დასავლური ტრადიცია გვიჩვენებს ერთ დიდებულ ალტერნატივას. 228 00:09:32,000 --> 00:09:35,000 ეს ალტერნატივა ტრაგედიაა. 229 00:09:35,000 --> 00:09:38,000 ტრაგიკული ხელოვნება, როგორც ეს ძველი საბერძნეთის თეატრებში განვითრდა, 230 00:09:38,000 --> 00:09:40,000 ჩვ.წ.-მდე მეხუთე საუკუნეში, არსებითად იყო ხელოვნების ფორმა 231 00:09:40,000 --> 00:09:43,000 რომელიც მიჰყვებოდა ადამიანთა კვალს მათი დამარცხების გზაზე. 232 00:09:43,000 --> 00:09:47,000 და ასევე აყოლებდა მათ ერთგვარ სიმპათიას. 233 00:09:47,000 --> 00:09:51,000 რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მათი თანმდევი. 234 00:09:51,000 --> 00:09:52,000 მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. 235 00:09:52,000 --> 00:09:54,000 და წავედი "კვირის სპორტის" სანახავად, 236 00:09:54,000 --> 00:09:57,000 ეს არის ბულვარული პრესა, რომლის კითხვის დაწყებასაც არ გირჩევთ, 237 00:09:57,000 --> 00:09:59,000 თუ უკვე არ იცნობთ მას. 238 00:09:59,000 --> 00:10:01,000 და წავედი მათთან სასაუბროდ 239 00:10:01,000 --> 00:10:04,000 ერთი კონკრეტული დასავლური ხელოვნების დიდი ტრაგედიის შესახებ. 240 00:10:04,000 --> 00:10:06,000 მე მინდოდა გამეგო რამდენად მიხვდებოდნენ ნამდვილ არსს 241 00:10:06,000 --> 00:10:09,000 კონკრტული მოთხრობებისა თუ ისინი გამოჩნდბოდნენ როგორც ყოველდღიური სიახლეები 242 00:10:09,000 --> 00:10:12,000 შაბათ საღამოს ახალ ამბებში. 243 00:10:12,000 --> 00:10:14,000 ამგვარად მათ მოვუყევი ოტელოს შესახებ. მათ ამის შესახებ არაფერი გაეგოთ და გაკვირვებულნი იყვნენ. 244 00:10:14,000 --> 00:10:15,000 (სიცილი) 245 00:10:15,000 --> 00:10:18,000 და მე ვთხოვე მათ დაეწერათ სათაური ოტელოზე სტატიისათვის. 246 00:10:18,000 --> 00:10:21,000 და მათ მოიფიქრეს "სიყვარულისაგან გაგიჟებული ემიგრანტი კლავს სენატორის ქალიშვილს" 247 00:10:21,000 --> 00:10:23,000 და სათაურად მიმოფანტეს. 248 00:10:23,000 --> 00:10:25,000 მე ახლა მათ მადამ ბოვარის სცენარი მივეცი. 249 00:10:25,000 --> 00:10:27,000 ისევ და ისევ მოხობლულნი დარჩნენ მსგავსი წიგნის აღმოჩენით. 250 00:10:27,000 --> 00:10:32,000 და მათ დაწერეს "მაღაზიებში სიარულზე გადარეული ახალგაზრდა ქალბატონი ყლაპავს დარიშხანს საკრედიტო ბარათის გაყალბების შემდეგ" 251 00:10:32,000 --> 00:10:33,000 (სიცილი) 252 00:10:33,000 --> 00:10:35,000 და კიდევ, ჩემი საყვარელი. 253 00:10:35,000 --> 00:10:37,000 ამ ადამიანებს თითოეულს ცალცალკე რაღაც გენია მაინც აქვთ. 254 00:10:37,000 --> 00:10:39,000 ჩემი საყვარელი არის სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე." 255 00:10:39,000 --> 00:10:42,000 "სექსი დედასთან დამაბრმავებელი იყო" 256 00:10:42,000 --> 00:10:45,000 (სიცილი) 257 00:10:45,000 --> 00:10:47,000 (აპლოდისმენტები) 258 00:10:47,000 --> 00:10:50,000 ამგვარად, სიმპათიის სპექტრის ერთ ბოლოს, 259 00:10:50,000 --> 00:10:52,000 თქვენ გაქვთ ბულვარული პრესა. 260 00:10:52,000 --> 00:10:55,000 ხოლო სპექტრის მეორე ბოლოს კი - ტრაგედია და ტრაგიკული ხელოვნება. 261 00:10:55,000 --> 00:10:57,000 და ჩემი ვარაუდით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცოტა რამ 262 00:10:57,000 --> 00:10:59,000 იმის შესახებ თუ რა ხდება ტრაგიკულ ხელოვნებაში. 263 00:10:59,000 --> 00:11:02,000 სიგიჟე იქნებოდა ჰამლეტისათვის გვეწოდებინა "ლუზერი," "დამარცხებული." 264 00:11:02,000 --> 00:11:05,000 თუმცა იგი დამარცხდა, ის არ არის დამარცხებული. 265 00:11:05,000 --> 00:11:07,000 და მე ვფიქრობ ეს არის ტრაგედიის მთავარი გზავნილი, 266 00:11:07,000 --> 00:11:10,000 ჩემი აზრით სწორედ ამიტომ არის ტრაგედია ძალიან მნიშვნელოვანი. 267 00:11:10,000 --> 00:11:12,000 კიდევ ერთი რამ თანამედროვე საზოგადოების შესახებ, 268 00:11:12,000 --> 00:11:14,000 და იმის შესახებ თუ რა იწვევს მღელვარებას, 269 00:11:14,000 --> 00:11:17,000 ეს არის ის, რომ არაფერია საზოგადოების შუაგულში ისეთი რაც არაჰუმანურია. 270 00:11:17,000 --> 00:11:19,000 ჩვენ პირველი საზოგადოება ვართ მსოფლიოში 271 00:11:19,000 --> 00:11:22,000 სადაც არაფერს ვაღმერთებთ საკუთარი თავების გარდა. 272 00:11:22,000 --> 00:11:24,000 ჩვენ ძალიან მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ პიროვნებებზე. და ასეც უნდა გვქონდეს. 273 00:11:24,000 --> 00:11:27,000 ჩვენ გავუშვით ადამიანები მთვარეზე, გავაკეთეთ მთელი რიგი არაჩვეულებრივი საქმეები. 274 00:11:27,000 --> 00:11:29,000 და ამგვარად ჩვენ დავიწყეთ საკუთარი პიროვნების გაღმერთება. 275 00:11:29,000 --> 00:11:31,000 ჩვენი გვირები არიან ადამიანები. 276 00:11:31,000 --> 00:11:33,000 ეს საკმაოდ ახალი სიტუაციაა. 277 00:11:33,000 --> 00:11:35,000 სხვა საზოგადოებების უმრავლესობა 278 00:11:35,000 --> 00:11:37,000 თაყვანს სცემს რაღაც უფრო გაურკვეველს და ბუნდოვანს; ღმერთს, 279 00:11:37,000 --> 00:11:39,000 სულს, ბუნებრივ ძალას, სამყაროს. 280 00:11:39,000 --> 00:11:42,000 რაც არ უნდა იყოს, რაღაც მაინც არის გაღმერთებული. 281 00:11:42,000 --> 00:11:44,000 ჩვენ ცოტა არ იყოს დავკარგეთ ამის ჩვევა. 282 00:11:44,000 --> 00:11:46,000 რაც ვფიქრობ განაპირობებს იმას თუ რატომ გვაქვს გასნაკუთრებული მიდრეკილება ბუნებისადმი. 283 00:11:46,000 --> 00:11:49,000 ჩვენი ჯანმრთელობისათვის კი არა, თუმცა ეს ხშირად ასე წარმოუდგენიათ, 284 00:11:49,000 --> 00:11:53,000 არამედ იმიტომ რომ ბუნება საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ ადამიანისეულ კვალს, 285 00:11:53,000 --> 00:11:55,000 ეს არის თავის დაღწევა ჩვენი საკუთარი კონკურენციისაგან, 286 00:11:55,000 --> 00:11:57,000 და ჩვენივე დრამატულობისგან. 287 00:11:57,000 --> 00:11:59,000 ამიტომაც სიხარულით შევცქერით ყინულოვან კრისტალებსა და ოკეანეებს, 288 00:11:59,000 --> 00:12:03,000 ვათვალიერებთ დედამიწას გარე-პერიმეტრებიდან და ა.შ. 289 00:12:03,000 --> 00:12:07,000 მოგვწონს კონტაქტი არა-ჰუმანურ საგნებთან. 290 00:12:07,000 --> 00:12:11,000 და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. 291 00:12:11,000 --> 00:12:14,000 მე ვფიქრობ გესაუბრეთ იმაზე თუ ჭეშმარიტად რა არის წარმატება და მარცხი. 292 00:12:14,000 --> 00:12:17,000 და წარმატების ერთ-ერთი საინტერესო თვისება ის არის, რომ 293 00:12:17,000 --> 00:12:19,000 ჩვენ გვგონია ვიცით თუ რას ნიშნავს იგი. 294 00:12:19,000 --> 00:12:21,000 თუ მე თქვენ გეტყვით, რომ ეკრანს უკან ვინმე დგას, 295 00:12:21,000 --> 00:12:24,000 რომელიც ძალიან წარმატებულია,რაღაც განსაზღვრული წარმოდგენა ეგრევე შეგექმნებოდათ. 296 00:12:24,000 --> 00:12:26,000 იფიქრებდით, რომ ამ ადამიანმა ალბათ ძალიან ბევრი ფული იშოვა, 297 00:12:26,000 --> 00:12:29,000 ან მიაღწია სახელსა და დიდებას კონკრეტულ სფეროში. 298 00:12:29,000 --> 00:12:31,000 ჩემი საკუთარი წარმატების თეორია, (და მე ვარ ადამიანი რომელსაც 299 00:12:31,000 --> 00:12:34,000 ძალიან აინტერესებს წარმატება. მე ყოველთვის მინდა წარმატებული ვიყო). 300 00:12:34,000 --> 00:12:36,000 მე ყოველთვის ვფიქრობ, "როგორ შეიძლება გავხდე უფრო წარმატებული?" 301 00:12:36,000 --> 00:12:38,000 მაგრამ რაც უფრო მემატება წლები, მიტ უფრო ვკონკრეტდები იმის შესახებ 302 00:12:38,000 --> 00:12:40,000 თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა "წარმატება." 303 00:12:40,000 --> 00:12:42,000 წარმატება მე შემდეგნაირად მესმის: 304 00:12:42,000 --> 00:12:45,000 არ შეიძლება წარმატებული იყო ყველაფერში. 305 00:12:45,000 --> 00:12:47,000 ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე. 306 00:12:47,000 --> 00:12:50,000 სისულელეა. ყველაფერი არ შეიძლება გქონდეს ერთდროულად. ეს შეუძლებელია. 307 00:12:50,000 --> 00:12:52,000 წარმატების ნებისმიერმა განმარტებამ 308 00:12:52,000 --> 00:12:54,000 უნდა აღიაროს რომ რაღაცაში აუცილებლად დავმარცხდებით. 309 00:12:54,000 --> 00:12:56,000 სადღაც გაჩნდება დამარცხების ელემენტი. 310 00:12:56,000 --> 00:12:59,000 და ვფიქრონ ნებისმიერი საღი ცხოვრების სტილი აღიარებს და მიიღებს, 311 00:12:59,000 --> 00:13:02,000 რომ როგორც ვთქვი, სადღაც აუცილებლად იქნება ელემენტი სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულნი. 312 00:13:02,000 --> 00:13:04,000 წარმატებული ცხოვრების თვისება არის ის, რომ 313 00:13:04,000 --> 00:13:06,000 უამრავი დრო და ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე 314 00:13:06,000 --> 00:13:09,000 თუ რას ნიშნავს იცხოვრო წარმატებულად, ჩვენ არ გვეკუთვნის. 315 00:13:09,000 --> 00:13:11,000 ისინი გამოწოვილია სხვათა ცხოვრებიდან. 316 00:13:11,000 --> 00:13:13,000 უმთავრესად კი, თუ თქვენ ხართ მამაკაცი - მამისაგან. 317 00:13:13,000 --> 00:13:15,000 და თუ ქალბატონი - დედისაგან. 318 00:13:15,000 --> 00:13:18,000 ფსიქოანალიტიკა შეუპოვრად აჟღერებს ამ მესიჯს 80 წლის განმავლობაში. 319 00:13:18,000 --> 00:13:21,000 მას კი არავინ უგდებს ყურს შესაბამისად. თუმცე მე მჯერა რომ ეს სიმართლეა. 320 00:13:21,000 --> 00:13:23,000 ჩვენ ასევე ვიწოვთ გზავნილებს 321 00:13:23,000 --> 00:13:25,000 ყველაფრიდან, დაწყებული ტელევიზორიდან დამთვრებული 322 00:13:25,000 --> 00:13:27,000 რეკლამებითა და ვაჭრობით. 323 00:13:27,000 --> 00:13:29,000 ისინი უდიდესი ძალის მატარებლები არიან. 324 00:13:29,000 --> 00:13:33,000 რაც განაპირობებს იმას თუ რა გვინდა და როგორ გვინდა დავინახოთ საკუთარი თავი. 325 00:13:33,000 --> 00:13:36,000 როდესაც გვეუბნებიან, რომ საბანკო საქმე ძალიან რესპექტაბელური პროფესიაა 326 00:13:36,000 --> 00:13:38,000 უამრავ ჩვენგანს პროფესიად საბანკო საქმის არჩევა უნდა. 327 00:13:38,000 --> 00:13:41,000 თუმცა როდესაც ეს საქმე აღარ არის რესპექტაბელური, მის მიმართ ინტერესს ვკარგავთ. 328 00:13:41,000 --> 00:13:44,000 ძალიან ღია ვართ შემოთვაზებების მიმართ. 329 00:13:44,000 --> 00:13:47,000 ამგავარად, რისი მტკიცებაც მინდა არის არა ის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ 330 00:13:47,000 --> 00:13:49,000 წარმატების ჩვენეული გაგება. 331 00:13:49,000 --> 00:13:51,000 არამედ ის, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ისინი ნამნდვილად ჩვენ გვეკუთვნის. 332 00:13:51,000 --> 00:13:53,000 უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს საკუთარ გაგებაზე. 333 00:13:53,000 --> 00:13:56,000 და დავრწმუნდეთ რომ ის მხოლოდ საკუთარია. 334 00:13:56,000 --> 00:13:58,000 რომ ჩვენ ვართ ჩვენი ამბიციების ჭეშმარიტი ავტორები. 335 00:13:58,000 --> 00:14:00,000 იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ცუდია როდესაც ვერ აღწევ იმას რაც გსურს, 336 00:14:00,000 --> 00:14:03,000 მაგრამ უარესია როდესაც გაქვს იდეა 337 00:14:03,000 --> 00:14:06,000 იმისა თუ რა გინდა, და ამის შესახევ მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენ. 338 00:14:06,000 --> 00:14:09,000 ეს რა თქმა უნდა არ არის ის, რაც ყოველთვის გინდოდა. 339 00:14:09,000 --> 00:14:11,000 აქ კი მე დავამთავრებ ჩემს საუბარს. 340 00:14:11,000 --> 00:14:14,000 ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, 341 00:14:14,000 --> 00:14:16,000 წარმატების ნებისმიერ შემთხვევაში. 342 00:14:16,000 --> 00:14:18,000 მოდით მივიღოთ ჩვენ საკუთარ მოსაზრებათა უცნაურობები. 343 00:14:18,000 --> 00:14:21,000 მოდით მოვსინჯოთ წარმატების ჩვენეული ცნება. 344 00:14:21,000 --> 00:14:25,000 დავრწმუნდეთ, რომ წარმატების შესახებ ჩვენი მოსაზრებები ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის. 345 00:14:25,000 --> 00:14:27,000 დიდი მადლობა 346 00:14:27,000 --> 00:14:43,000 (აპლოდისმენტები) 347 00:14:43,000 --> 00:14:45,000 ქრის ანდერსონი: ეს შესანიშნავი იყო. მაგრამ როგორ უთავსებთ ერთმანეთს 348 00:14:45,000 --> 00:14:50,000 ერთისმხრივ იმ მოსაზრებას, რომ არასასურველია 349 00:14:50,000 --> 00:14:53,000 ადამიანზე ვიფიქროთ რომ ის არის "დამარცხებული," 350 00:14:53,000 --> 00:14:57,000 ხოლო მეორე მხრივ იმ იდეას, რომ უამრავი ადამიანი, მაგალითად ისეთები რომლელთც უყვართ ცხოვრების სადავეების ხელში ჩაგდება, 351 00:14:57,000 --> 00:15:00,000 და აგრეთვე საზოგადოება, წაახალისებს ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ 352 00:15:00,000 --> 00:15:03,000 ალბათ ისევე უნდა არსებობდნენ დამარცხებულები როგორც გამარჯვებულები. 353 00:15:03,000 --> 00:15:06,000 ალან დე ბოტონი: დიახ, მე ვფიქრობ ეს უბრალო შემთხვევითობაა 354 00:15:06,000 --> 00:15:08,000 მოგებისა და წაგების პროცესისა რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. 355 00:15:08,000 --> 00:15:10,000 იმიტომ, რომ დღესდღეობით ყურადღება ძალიან არის გადატანილი 356 00:15:10,000 --> 00:15:12,000 ყველაფრის სამართლიანობაზე. 357 00:15:12,000 --> 00:15:14,000 პოლიტიკოსებიც ყოველთვის სამართლიანობაზე საუბრობენ. 358 00:15:14,000 --> 00:15:17,000 მე ღრმად მწანს სამართლიანობის, უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელი და მიუღწეველია. 359 00:15:17,000 --> 00:15:19,000 ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, 360 00:15:19,000 --> 00:15:21,000 და ვიაროთ სამართლიანობის კვალდაკვალ. 361 00:15:21,000 --> 00:15:23,000 მაგრამ დღის ბოლოს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ 362 00:15:23,000 --> 00:15:26,000 ვინც არ უნდა გვიპირისპირდებოდეს, ან რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, 363 00:15:26,000 --> 00:15:29,000 ყიველთვის იარსებებს შემთხვევითბის ძლიერი ელემენტი. 364 00:15:29,000 --> 00:15:31,000 და ეს არის რაზეც ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა. 365 00:15:31,000 --> 00:15:33,000 იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება კლაუსტროფობიის სახე მიიღოს. 366 00:15:33,000 --> 00:15:35,000 ქრის ანდერსონი: მე ვგულისხმობ, თუ გჯერათ იმის, რომ შეიძლება ერთმანეთს შევუთავსოთ 367 00:15:35,000 --> 00:15:37,000 თქვენი შემოთავაზებული მუშაობის უფრო კეთილი ფილოსოფია და 368 00:15:37,000 --> 00:15:41,000 წარმატებული ეკონომიკა? 369 00:15:41,000 --> 00:15:43,000 თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? 370 00:15:43,000 --> 00:15:45,000 თუ ეს დიდი მნიშვნელობის არ არის, და ჩვენ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას. 371 00:15:45,000 --> 00:15:48,000 ალად დე ბოტონი: კოშმარული მოსაზრებაა, თუ ვიფიქრებთ, რომ 372 00:15:48,000 --> 00:15:52,000 ხალხის დაშნება საუკეთესო გზაა მათი ნაყოფიერი მუშაობისათვის. 373 00:15:52,000 --> 00:15:55,000 და ასევე ის, რომ უფრო სასტიკ გარემოში 374 00:15:55,000 --> 00:15:57,000 უფრო მეტი ადამიანი შეეცდება გადალახოს გამოწვევები. 375 00:15:57,000 --> 00:16:01,000 შენ ფიქრობ იმაზე თუ ვინ იქნებოდა შენთვის იდეალური მამა, 376 00:16:01,000 --> 00:16:04,000 და იდეალური მამა ალბათ იქნებოდა ადამიანი რომელიც არის მკაცრი მაგრამ ამავდროულად გულკეთილი. 377 00:16:04,000 --> 00:16:06,000 და ზღვარს გავლება მათ შორის ძალიან ძნელია. 378 00:16:06,000 --> 00:16:10,000 ჩვებ გვჭირდება ისეთი სამაგალითო მამები საზოგადოებაში, 379 00:16:10,000 --> 00:16:12,000 რომლების მოახერხებენ თავის დაღწევას ამ ორი უკიდურესობიდან, 380 00:16:12,000 --> 00:16:16,000 რომელიც არის ერთის მხრივ ავტორიტარული და დისციპლინარული, 381 00:16:16,000 --> 00:16:20,000 მაგრამ მეორე მხრივ მოდუნებული, მოშვებული და უწესრიგო. 382 00:16:20,000 --> 00:16:22,000 კრის ანდერსონი: ალან დე ბოტონი. 383 00:16:22,000 --> 00:16:24,000 ალან დე ბოტონი: ძალიან დიდი მადლობა. 384 00:16:24,000 --> 00:16:34,000 (აპლოდისმენტები)