ჩემთვის კარიერული კრიზისები თავისთავად ხდება, ხშირად, უფრო ზუსტად კი კვირა საღამოს, მაშინ როცა მზე ჩასვლას იწყებს ნაპრალი ჩემს ოცნებებსა და ჩემს რეალურ ცხოვრებას შორის ისე მტკივნეულად იწყებს გაფართოებას, რომ როგორც წესი ამ დღეს ბალიშზე ქვითინით ვასრულებ. ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ, რომ ვფიქრობ ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ვცდები. თუმცა ჩემი აზრით ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენი ცხოვრება მუდმივად კარიერული კრიზისების რიტმშია, ეპოქაში, სადაც იმ მომენტისათვის როცა ის რაც ჩვენ გვეგონა, რომ ვიცოდით ჩვენი ცხოვრების, ჩვენი კარიერის შესახებ მწარე რეალობას ეჯახება. კარგი ცხოვრება ალბათ დღეს უფრო ადვილია ვიდრე ოდესმე იყო. თუმცა დღეს ალბათ უფრო რთულია ვიდრე ოდესმე შეინარჩუნო სიმშვიდე, იყო თავისუფალი კარიერული მღელვარებებისგან. შეძლებისდაგვარად მინდა განვიხილო ზოგიერთი მიზეზი თუ რატომ შეიძლება ვღელავდეთ ჩვენი კარიერის გამო. რატომ შეიძლება ვიყოთ ამ კარიერული კრიზისების მსხვერპლი და ვქვითინებდეთ ჩვენს ბალიშებზე. ამ მღლვარების ერთ-ერთი მიზეზთაგანი არის ის, რომ ჩვენ გარშემორტყმული ვართ სნობებით. ამ მხრივ, მე მაქვს რამოდენიმე არასასიამოვნო სიახლე: ზოგადად, როდესაც ადამიანები ოქსფორდში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან, სნობიზმი ნამდვილ პრობლემად ისახება. იმიტომ,რომ ზოგჯერ არაბრიტანელ ხალხს წარმოუდგენია, რომ სნობიზმი მხოლოდ ბრიტანული ფენომენია. გამოხატული ბრიტანული ტიპის დიდი სამამულო სახლებითა და წოდებებით, ცუდი ამბავი ის არის,რომ ეს სულაც არ არის მართალი. სნობიზმი უნივერსალური ფენომენია. ჩვენ - სნობები, მსოფლიო ორგანიზაცია ვართ და სნობიზმი მსოფლიო ფენომენია. ეს არსებობს. რა არის სნობი? სნობი არის ადამინი,რომელიც შენს მცირე ნაწილს აიღებს და ამითი შეიქმნის სრულ შთაბეჭდილებას თქვენს პიროვნებაზე. ეს არის სნობიზმი. და სნობიზმის ყველაზე გაბატონებული ფორმა დღესდღეობით არის კარიერული სნობიზმი. თქვენ მას შეხვდებით სულ რაღაც რამოდენიმე წუთში წვეულებაზე, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ცნობილ შეკითხვას დაგისვამენ - "რას საქმიანობთ"? და თქვენი პასუხის მიხედვით ხალხი ან ძალიან მოხარული იქნება თქვენი ხილვით ან საათს დახედავენ და ბოდიშის მოხდით დაგტოვებენ. (სიცილი) სნობის საპირისპირო კი თქვენი დედაა. (სიცილი) არ არის სავალდებულო თქვენი ან ჩემი დედა იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ დედაზე. ადამიანზე, ვისაც ნაკლებად აღელვებს თქვენი მიღწევები. თუმცა სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა ჩვენი დედები არ არიან. ხალხის უმეტესობა მკაცრად აკონტროლებს დროსა და სიყვარულს შორის კორელაციას, თუნდაც არარომანტიკულ სიყვარულს შორის. ეს შეიძლება იყოს ზოგადად სიყვარული - პატივისცემა, ისინი თანახმანი არიან პატივი გვცენ იმის მიუხედავად, თუ სოციალური იერარქიის რა საფეხურზე ვდგევართ. და იმ მიზეზთაგან უმთავრესია,თუ რატომ ვზრუნავთ ასე მონდომებით ჩვენს კარიერაზე. და ამასთან ვიწყებთ მატერიალურ ნივთებზე ზრუნვასაც. როგორც იცით ხშირად გვიმეორებენ,რომ ჩვენ მატერიალისტურ დროში ვცხოვრობთ, და რომ ყველანი ხარბი ადამიანები ვართ. მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მაინცდამაინც მატერიალისტები ვართ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში რომელიც გვანიჭებს გარკვეულ ემოციურ ჯილდოს ყოველი მატერიალური ნივთის მოპოვების დროს. ის რაც ჩვენ გვიზიდავს არის არა მატერიალური ნივთები, არამედ სწორედ ეს ემოციური ჯილდო. და ეს არის ახალი დამოკიდებულება ფუფუნების საგნებისადმი. შემდგომში, როცა დაინახავთ ვიღაცა ფერარის ატარებს არ იფიქროთ, რომ ეს ვიღაც ხარბი ადამიანია. არამედ იფიქრეთ: "ეს არის ადამიანი რომელიც ძალიან უმწეო და სიყვარული სჭირდება" სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ --- (სიცილი) თანაუგრძნეთ, იმის მაგივრათ, რომ ზიზღი იგრძნოთ. სხვა მიზეზებიც არის -- (სიცილი) სხვა მიზეზებიც არის იმისა თუ რატომ არის ახლა უფრო ძნელი იყოთ მშვიდად, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ერთ-ერთი მიზეზი, და ეს მიზეზი არის პარადოქსული იმდენად რამდენადაც იგი დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან, არის იმედი რომელიც ყველას გვაქვს ჩვენს კარიერასთან მიმართებაში. არასოდეს ყოფილა მოლოდინები ასეთი მაღალი იმისა თუ რას შეიძლება ადამიანებმა მიაღწიონ მათი სიცოცხლის განმავლობაში. მრავალი წყაროები გვამცნობენ რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამის მიღწევა შეუძლია. კასტურ,და პრივილეგირებულ კლასურ სისტემას უკვე გამოვცდით. ჩვენ ახლა იმ სისტემაში ვართ სადაც ნებისმიერს შეუძლია დაწინაურდეს და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოზიციას. და ეს შესანიშნავი იდეაა. ამ იდეას თან სდევს თანასწორუფლებიანობის განცდა. ჩვენ ხომ ძირითადად თანაბარნი ვართ. არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული ტიპის იერარქიები. თუმცა ამას თან ახლავს ერთი დიდი პრობლემა. და ეს პრობლემაა - შური. შურის ხსენება ნამდვილი ტაბუა. მაგრამ თუ არსებობს ერთი დომინანტური ემოცია თანამედროვე საზოგადოებაში, ეს არის შური. და ეს დაკავშირებულია თანასწორობის განცდასთან. ნება მომეცით ავხსნა. ვფიქრობ ძალიან უჩვეულო იქნებოდა რომ დამსწრეთაგან ან მაყურებელთაგან ვინმე შურით განიმსჭვალოს ინგლისის დედოფლისადმი. მიუხედავად იმისა რომ ის უფრო მდიდარია ვიდრე ნებისმიერი თქვენგანი. და მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან დიდი სახლი აქვს. მიზეზი იმისა თუ რატომ არ შეგშურდებათ დედოფლისა არის ის, რომ ის უცნაური და გაუგებარია. ის უბრალოდ არის ძალიან უცნაური. ჩვენ ვერ ვპოულობთ მასთან ბევრ საერთოს. მას სასაცილო საუბრის მანერა აქვს. მას უპირატესობა უკვე წარმომავლობით აქვს მინიჭებული. ამგვარად ჩვენ მასთან ბევრი საერთო არ გვაკავშირებს. და როდესაც ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობ , მათი არც გშურს. რაც უფრო გვანან ადამიანები ერთმანეთს, ასაკით თუ წარმომავლობით, იდენტიფიკაციის პროცესში შურის საფრთხე უფრო დიდია. რაც ხსნის იმას თუ რატომ არასდროს არ უნდა წავიდეს არც ერთი თქვენგანი თანაკლასელთა ხელახალ შეხვედრაზე. ეს იმიტომ, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი შეხების წერტილი ვიდრე ეს აქვთ თანაკლასელებს, რომელიც მათ საერთოობის გრძნობას განაცდევინებს. მაგრამ ზოგადად თანამედროვე საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ შემოატრიალებს მთელ სამყაროს ისევ სკოლისკენ. ყველას აცვია ჯინსი, ყველა თანაბარია. მაგრამ მაინც, ისინი სულაც არ არიან თანაბარნი. ამგვარად აქ საქმე გვაქვს თანასწორობის განცდასთან რომელიც კომბინირებულია რეალურ არათანასწორობასთან. ამან კი შეიძლება შექმნას ძალიან სტრესული სიტუაცია. ალბათ ისევე ნაკლებად მოსალოდნელია რომ დღეს შენ გახდენი ისეთივე მდიდარი და ცნობილი როგორიც ბილ გეიტსია, როგორი მოულოდნელიც ეს იყო მეჩვიდმეტე საუკუნეში რომ შენ მოიპოვებდი ფრანგული არისტოკრატიის ტიტულებს. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ აქ ეს ამგვარად არ იგრძნობა. ამას გვაგრძნობინებენ ჟურნალები და სხვა მედია გამოცემები, რომ თუ შენ გაქვს ენერგია და რამოდენიმე ნათელი იდეა ტექნოლოგიის შესახებ, მაგალითად გარაჟის, შენც შეგეძლო წამოგეწყო დიადი საქმე. (სიცილი) და ამ პრობლემის შედეგი ......... როდესაც წიგნების დიდ მაღაზიაში შედიხართ და შეხედავთ სექციებს "თვით-დახმარებისათვის," როგორც მე ამას ზოგჯერ ვაკეთებ, თუ გააანალიზებთ, თვით-დახმარებისათვის განკუთვნილი წიგნები რომლებიც დღეს მსოფლიოში გამოიცემა, ძირითადად ორი ტიპისაა. პირველი ტიპისა გეუბნება, რომ "შენ შეგიძლია გააკეთო ეს! შენ შეძლებ! ყველაფერი შესაძლებელია!" ხოლო მეორე ტიპისა გასწავლის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმას რასაც ჩვენ ზრდილობიანად "დაბალ თვითშეფასებას ვუწოდებთ," ხოლო ცოტა უხეშად კი ვეძახით "საკუთარ თავზე ძალიან ცუდი შეგრძნების ქონას." არსებობს ნამდვილი კორელაცია, იმ საზოგადოებას, რომელიც ადამიანებს ეუბნება რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, და დაბალი თვითშეფასების არსებობას შორის. ეს მეორენაირი გზაა რომელშიც რაღაც, რაც საკმაოდ პოზიტიურია შეიძლება იყოს ასევე საშინლად ამრევ-დამრევი. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ავღელდეთ ვიდრე ოდესმე, ეს არის ჩვენი კარიერა, ჩვენი დღევანდელი სტატუსი მსოფლიოში. და ეს კიდევ ერთხელ, დაკავშირებულია რაღაც უფრო სასიამოვნოსთან. და ეს სასიამოვნო რაღაც არის - მერიტოკრატია. დღესდღეობით ყველა, ყველა პოლიტიკოსი - მემარცხენე თუ მემარჯვენე, თანხმდება, რომ მერიტოკრატია მართლაც კარგი რამეა. და რომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ რომ ჩვენი საზოგადოება ჭეშმარიტად მერიტოკრატიული გავხადოთ. სხვა სიტყვებით, რას ნიშნავს მერიტოკრატიული საზოგადოება? მერიტოკრატიული საზოგადოება არის ისეთი საზოგადოება რომელშიც თუ შენ გაქვს ნიჭი, ენერგია და უნარი, მწვერვალს მიაღწევ. უკან ვერაფერი დაგხევს. ეს მშვენიერი იდეაა. პრობლემა ისაა, რომ თუ ნამდვილად გჯერა ისეთი საზოგადოების სადაც ისინი ვინც იმსახურებენ, აღწევენ კიდევაც წარმატებას, შენ ასევე ირწმუნებ საზოგადოებას, სადაც ისინი ვინც საკუთარი გამოისობით და ბილწი ცხოვრების წესით იმსახურებენ ჩამოქვეითებას ჩამოქვეითდებიან კიდევაც და იქვე რჩებიან. სხვა სიტყვებით, შენი პოზიცია სულაც არ ჩანს შემთხვევითი, არამედ დამსახურებული. ეს ხდის მარცხს კიდევ უფრო დამთრგუნველს. როგორც იცით, შუა საუკუნეების ინგლისში, როდესაც შეხვდებოდით ღარიბ ადამიანს, ეს პიროვნება იქნებოდა აღწერილი როგორც "უბედური." სიტყვასიტყვით, ადამიანი, რომელიც ბედის მიერ არ იქნა დალოცვილი, ანუ "უბედური." დღესდღეობით, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებში, თუ შეხვდებით ვინმეს საზოგადოების დაბალი ფენიდან, იგი შეიძლება არასასიამოვნოდ იქნას დახასიათებული როგორც "ლუზერი" ანუ "დამარცხებული." აქ არის ძალიან დიდი განსხვავება უბედურსა და დამარცხებულს შორის. და ეს გვიჩვენებს საზოგადოების ევოლუციის 400 წლიან ეტაპს, და ასევე ჩვენი რწმენის ევოლუციას იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის პასუხისმგებელი ჩვენ ცხოვრებაზე. ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებელნი აღარ არიან ღმერთები, არამედ ჩვენ თვითონ. ჩვენ ვსხედვართ სამართავ საჭესთან. ეს სასიხარულოა თუ მართვა კარგად გამოგდის. და ძალიან დამთრგუნველი თუ შესაბამისად ვერ მართავ. ეს განაპირობებს, უარეს შემთხვევაში, თვითმკვლელობათა ზრდას, როგორც ამას სოციოლოგ ემილ დურკჰაიმის ანალიზი უჩვენებს. განვითარებულ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი სუიციდის შემთხვევა შეინიშნება ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილებში. და გარკვეულწილად ამის მიზეზი არის ის, რომ ადამიანები მათ თავს გადამხდარ შემთხვევებს უკიდურესად პიროვნულად იღებენ. მათ ეკუთვნით საკუთრი წარმატება მაგრამ ამავე დროს საკუთარი მარცხის პატრონნიც თავად არიან. არის თუ არა გამოსავალი ამ წნეხიდან რომელთაც წეღან გავუსვი ხაზი? ვფიქრობ რომ არის. მინდა მხოლოდ რამოდენიმე მათგანს მივუბრუნდე. მოდით ავიღოთ მერიტოკრატია. იდეა რომ ყველა იმსახურებს იმას რა საფეხურზეც არიან . მე ვფიქრობ რომ ეს გიჟური იდეაა, ნამდვილი სიგიჟე. მე მხარდს დავუჭერ ნებისმიერ პოლიტიკოსს, მემარცხენესა თუ მემარჯვენეს, თუნდაც სანახევროდ მერიტოკრატიული იდეით. მე მერიკოტრატი ვარ და ეს ასეა. მაგრამ ვფიქრობ, რომ სიგიჟეა დაიჯერო რომ ჩვენ ოდესმე შევქმნით საზოგადოებას რომელიც ჭეშმარიტად მერიტოკრატიული იქნება. ეს აუხდენელი ოცნებაა. იდეა, რომ ჩვენ შევქმნით საზოგადოებას სადაც უკლებლივ ყველა იქნება დაფასებული, რომ ღირსეულები მაღალ საფეხურზე იდგებიან, ხოლო ნაკლებად ღირსეულები - დაბალზე, ეს განუხორციელებელია. უბრალოდ არსებობს ძალიან ბევრი შემთხვევითი ფაქტორი. დაბადების შემთხვევითობები, საგნების შემთხვევითი და მოულოდნელი დაცემა ადამიანთა თავებზე, ავადმყოფობები, და ა.შ. ჩვენ მათ ვერასოდეს დავახარისხებთ. ისევე როგორც ვერ დავახარისხებთ ადამიანებს ყოველთვის ისე, როგორც ეს საჭიროა. მე ძალიან მომწონს წმინდა ავგუსტინეს ეს მშვენიერი ფრაზა "ღვთის ქალაქიდან," სადაც ის ამბობს, რომ "ცოდვაა განსაჯო ადამიანი მისი თანამდებობის მიხედვით." თანამედროვე ინგლისურში ეს გამოითქმებოდა შემდეგნაირად, ცოდვაა გამოიტანო რაიმე დასკვნა ადამიანზე რომელსაც უნდა გაესაუბრო მისი სავიზიტო ბარათის მიხედვით. თანამდებობა არ უნდა ითვლებოდეს უმთავრესად. და წმინდა ავგუსტინეს მიხედვით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ყველას საკუთარი ადგილი მიუჩინოს. და ის ამას გააკეთებს განკითვის დღეს ანგელოზთა და საყვირთა თანხლებით, და ცაც მაშინ გაიხსნება. ეს სიგიჟეა, თუ თქვენ ისეთივე სეკულარისტი ადამიანი ხართ როგორც მე. მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ იდეაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად მოუჭირე შენს ცხენებს ხელი როდესაც ადამიანთა განსაკითხად მოდიხარ. შეიძლება სულაც არ იცოდე დანამდვილებით რა არის კონკრეტული ადამიანის ნამდვილი ღირსება. ეს მათი ამოუცნობი ნაწილია. და ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ თითქოს ეს ჩვენთვის ნაცნობია. ამ ყველაფრის სანუგეშოდ არსებობს კიდევ ერთი წყარო. როდესაც ვფიქრობთ ცხოვრების მარცხზე, როდესაც დამარცხებაზე ვფიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გვეშინია დამარხების, არამარტო შემოსავლის დაკარგვაა, არამედ სტატუსის დაკარგვაც. ჩვენ გვაშინებს სხვის მიერ ჩვენი განკითხვა და მასხრად აგდება. და ეს არსებობს. იცით, ნომერი პირველი მასხრად ამგდები დღეისათვის ჯურნალ-გაზეთებია. თუ გადაშლით გაზეთს კვირის ნებისმიერ დღეს, დაინახავთ რომ ის სავსეა ადამიანებით რომლებსაც ცხოვრება აერიათ. ისინი იწვნენ არასწორ პიროვნებასთან, მათ არასწორი ნივთიერება მიიღეს. მათ არასწორი კანონი მიიღეს. ნებისმიერი რამ. და შემდეგ ისინი გახდნენ დაცინვის ,მსხვერპლნი. სხვა სიტყვებით, ისინი დამარცხდნენ. და დახასიათებულნი არიან როგორც "ლუზერები" ანუ "დამარცხებულები." არსებობს თუ არა ამის ალტერნატივა? ვფიქრობ დასავლური ტრადიცია გვიჩვენებს ერთ დიდებულ ალტერნატივას. ეს ალტერნატივა ტრაგედიაა. ტრაგიკული ხელოვნება, როგორც ეს ძველი საბერძნეთის თეატრებში განვითრდა, ჩვ.წ.-მდე მეხუთე საუკუნეში, არსებითად იყო ხელოვნების ფორმა რომელიც მიჰყვებოდა ადამიანთა კვალს მათი დამარცხების გზაზე. და ასევე აყოლებდა მათ ერთგვარ სიმპათიას. რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაში შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო მათი თანმდევი. მახსოვს, რამოდენიმე წლის წინ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. და წავედი "კვირის სპორტის" სანახავად, ეს არის ბულვარული პრესა, რომლის კითხვის დაწყებასაც არ გირჩევთ, თუ უკვე არ იცნობთ მას. და წავედი მათთან სასაუბროდ ერთი კონკრეტული დასავლური ხელოვნების დიდი ტრაგედიის შესახებ. მე მინდოდა გამეგო რამდენად მიხვდებოდნენ ნამდვილ არსს კონკრტული მოთხრობებისა თუ ისინი გამოჩნდბოდნენ როგორც ყოველდღიური სიახლეები შაბათ საღამოს ახალ ამბებში. ამგვარად მათ მოვუყევი ოტელოს შესახებ. მათ ამის შესახებ არაფერი გაეგოთ და გაკვირვებულნი იყვნენ. (სიცილი) და მე ვთხოვე მათ დაეწერათ სათაური ოტელოზე სტატიისათვის. და მათ მოიფიქრეს "სიყვარულისაგან გაგიჟებული ემიგრანტი კლავს სენატორის ქალიშვილს" და სათაურად მიმოფანტეს. მე ახლა მათ მადამ ბოვარის სცენარი მივეცი. ისევ და ისევ მოხობლულნი დარჩნენ მსგავსი წიგნის აღმოჩენით. და მათ დაწერეს "მაღაზიებში სიარულზე გადარეული ახალგაზრდა ქალბატონი ყლაპავს დარიშხანს საკრედიტო ბარათის გაყალბების შემდეგ" (სიცილი) და კიდევ, ჩემი საყვარელი. ამ ადამიანებს თითოეულს ცალცალკე რაღაც გენია მაინც აქვთ. ჩემი საყვარელი არის სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე." "სექსი დედასთან დამაბრმავებელი იყო" (სიცილი) (აპლოდისმენტები) ამგვარად, სიმპათიის სპექტრის ერთ ბოლოს, თქვენ გაქვთ ბულვარული პრესა. ხოლო სპექტრის მეორე ბოლოს კი - ტრაგედია და ტრაგიკული ხელოვნება. და ჩემი ვარაუდით ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცოტა რამ იმის შესახებ თუ რა ხდება ტრაგიკულ ხელოვნებაში. სიგიჟე იქნებოდა ჰამლეტისათვის გვეწოდებინა "ლუზერი," "დამარცხებული." თუმცა იგი დამარცხდა, ის არ არის დამარცხებული. და მე ვფიქრობ ეს არის ტრაგედიის მთავარი გზავნილი, ჩემი აზრით სწორედ ამიტომ არის ტრაგედია ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი რამ თანამედროვე საზოგადოების შესახებ, და იმის შესახებ თუ რა იწვევს მღელვარებას, ეს არის ის, რომ არაფერია საზოგადოების შუაგულში ისეთი რაც არაჰუმანურია. ჩვენ პირველი საზოგადოება ვართ მსოფლიოში სადაც არაფერს ვაღმერთებთ საკუთარი თავების გარდა. ჩვენ ძალიან მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ პიროვნებებზე. და ასეც უნდა გვქონდეს. ჩვენ გავუშვით ადამიანები მთვარეზე, გავაკეთეთ მთელი რიგი არაჩვეულებრივი საქმეები. და ამგვარად ჩვენ დავიწყეთ საკუთარი პიროვნების გაღმერთება. ჩვენი გვირები არიან ადამიანები. ეს საკმაოდ ახალი სიტუაციაა. სხვა საზოგადოებების უმრავლესობა თაყვანს სცემს რაღაც უფრო გაურკვეველს და ბუნდოვანს; ღმერთს, სულს, ბუნებრივ ძალას, სამყაროს. რაც არ უნდა იყოს, რაღაც მაინც არის გაღმერთებული. ჩვენ ცოტა არ იყოს დავკარგეთ ამის ჩვევა. რაც ვფიქრობ განაპირობებს იმას თუ რატომ გვაქვს გასნაკუთრებული მიდრეკილება ბუნებისადმი. ჩვენი ჯანმრთელობისათვის კი არა, თუმცა ეს ხშირად ასე წარმოუდგენიათ, არამედ იმიტომ რომ ბუნება საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ ადამიანისეულ კვალს, ეს არის თავის დაღწევა ჩვენი საკუთარი კონკურენციისაგან, და ჩვენივე დრამატულობისგან. ამიტომაც სიხარულით შევცქერით ყინულოვან კრისტალებსა და ოკეანეებს, ვათვალიერებთ დედამიწას გარე-პერიმეტრებიდან და ა.შ. მოგვწონს კონტაქტი არა-ჰუმანურ საგნებთან. და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მე ვფიქრობ გესაუბრეთ იმაზე თუ ჭეშმარიტად რა არის წარმატება და მარცხი. და წარმატების ერთ-ერთი საინტერესო თვისება ის არის, რომ ჩვენ გვგონია ვიცით თუ რას ნიშნავს იგი. თუ მე თქვენ გეტყვით, რომ ეკრანს უკან ვინმე დგას, რომელიც ძალიან წარმატებულია,რაღაც განსაზღვრული წარმოდგენა ეგრევე შეგექმნებოდათ. იფიქრებდით, რომ ამ ადამიანმა ალბათ ძალიან ბევრი ფული იშოვა, ან მიაღწია სახელსა და დიდებას კონკრეტულ სფეროში. ჩემი საკუთარი წარმატების თეორია, (და მე ვარ ადამიანი რომელსაც ძალიან აინტერესებს წარმატება. მე ყოველთვის მინდა წარმატებული ვიყო). მე ყოველთვის ვფიქრობ, "როგორ შეიძლება გავხდე უფრო წარმატებული?" მაგრამ რაც უფრო მემატება წლები, მიტ უფრო ვკონკრეტდები იმის შესახებ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა "წარმატება." წარმატება მე შემდეგნაირად მესმის: არ შეიძლება წარმატებული იყო ყველაფერში. ჩვენ ძალიან ბევრი გვესმის სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე. სისულელეა. ყველაფერი არ შეიძლება გქონდეს ერთდროულად. ეს შეუძლებელია. წარმატების ნებისმიერმა განმარტებამ უნდა აღიაროს რომ რაღაცაში აუცილებლად დავმარცხდებით. სადღაც გაჩნდება დამარცხების ელემენტი. და ვფიქრონ ნებისმიერი საღი ცხოვრების სტილი აღიარებს და მიიღებს, რომ როგორც ვთქვი, სადღაც აუცილებლად იქნება ელემენტი სადაც ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულნი. წარმატებული ცხოვრების თვისება არის ის, რომ უამრავი დრო და ჩვენი მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს იცხოვრო წარმატებულად, ჩვენ არ გვეკუთვნის. ისინი გამოწოვილია სხვათა ცხოვრებიდან. უმთავრესად კი, თუ თქვენ ხართ მამაკაცი - მამისაგან. და თუ ქალბატონი - დედისაგან. ფსიქოანალიტიკა შეუპოვრად აჟღერებს ამ მესიჯს 80 წლის განმავლობაში. მას კი არავინ უგდებს ყურს შესაბამისად. თუმცე მე მჯერა რომ ეს სიმართლეა. ჩვენ ასევე ვიწოვთ გზავნილებს ყველაფრიდან, დაწყებული ტელევიზორიდან დამთვრებული რეკლამებითა და ვაჭრობით. ისინი უდიდესი ძალის მატარებლები არიან. რაც განაპირობებს იმას თუ რა გვინდა და როგორ გვინდა დავინახოთ საკუთარი თავი. როდესაც გვეუბნებიან, რომ საბანკო საქმე ძალიან რესპექტაბელური პროფესიაა უამრავ ჩვენგანს პროფესიად საბანკო საქმის არჩევა უნდა. თუმცა როდესაც ეს საქმე აღარ არის რესპექტაბელური, მის მიმართ ინტერესს ვკარგავთ. ძალიან ღია ვართ შემოთვაზებების მიმართ. ამგავარად, რისი მტკიცებაც მინდა არის არა ის, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ წარმატების ჩვენეული გაგება. არამედ ის, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ რომ ისინი ნამნდვილად ჩვენ გვეკუთვნის. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს საკუთარ გაგებაზე. და დავრწმუნდეთ რომ ის მხოლოდ საკუთარია. რომ ჩვენ ვართ ჩვენი ამბიციების ჭეშმარიტი ავტორები. იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ცუდია როდესაც ვერ აღწევ იმას რაც გსურს, მაგრამ უარესია როდესაც გაქვს იდეა იმისა თუ რა გინდა, და ამის შესახევ მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს აღმოაჩენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ის, რაც ყოველთვის გინდოდა. აქ კი მე დავამთავრებ ჩემს საუბარს. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, წარმატების ნებისმიერ შემთხვევაში. მოდით მივიღოთ ჩვენ საკუთარ მოსაზრებათა უცნაურობები. მოდით მოვსინჯოთ წარმატების ჩვენეული ცნება. დავრწმუნდეთ, რომ წარმატების შესახებ ჩვენი მოსაზრებები ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის. დიდი მადლობა (აპლოდისმენტები) ქრის ანდერსონი: ეს შესანიშნავი იყო. მაგრამ როგორ უთავსებთ ერთმანეთს ერთისმხრივ იმ მოსაზრებას, რომ არასასურველია ადამიანზე ვიფიქროთ რომ ის არის "დამარცხებული," ხოლო მეორე მხრივ იმ იდეას, რომ უამრავი ადამიანი, მაგალითად ისეთები რომლელთც უყვართ ცხოვრების სადავეების ხელში ჩაგდება, და აგრეთვე საზოგადოება, წაახალისებს ხოლმე იმ მოსაზრებას, რომ ალბათ ისევე უნდა არსებობდნენ დამარცხებულები როგორც გამარჯვებულები. ალან დე ბოტონი: დიახ, მე ვფიქრობ ეს უბრალო შემთხვევითობაა მოგებისა და წაგების პროცესისა რაზეც მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა. იმიტომ, რომ დღესდღეობით ყურადღება ძალიან არის გადატანილი ყველაფრის სამართლიანობაზე. პოლიტიკოსებიც ყოველთვის სამართლიანობაზე საუბრობენ. მე ღრმად მწანს სამართლიანობის, უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს შეუძლებელი და მიუღწეველია. ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, და ვიაროთ სამართლიანობის კვალდაკვალ. მაგრამ დღის ბოლოს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არ უნდა გვიპირისპირდებოდეს, ან რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, ყიველთვის იარსებებს შემთხვევითბის ძლიერი ელემენტი. და ეს არის რაზეც ყურადღება მინდოდა გამემახვილებინა. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება კლაუსტროფობიის სახე მიიღოს. ქრის ანდერსონი: მე ვგულისხმობ, თუ გჯერათ იმის, რომ შეიძლება ერთმანეთს შევუთავსოთ თქვენი შემოთავაზებული მუშაობის უფრო კეთილი ფილოსოფია და წარმატებული ეკონომიკა? თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? თუ ეს დიდი მნიშვნელობის არ არის, და ჩვენ ვანიჭებთ მას დიდ მნიშვნელობას. ალად დე ბოტონი: კოშმარული მოსაზრებაა, თუ ვიფიქრებთ, რომ ხალხის დაშნება საუკეთესო გზაა მათი ნაყოფიერი მუშაობისათვის. და ასევე ის, რომ უფრო სასტიკ გარემოში უფრო მეტი ადამიანი შეეცდება გადალახოს გამოწვევები. შენ ფიქრობ იმაზე თუ ვინ იქნებოდა შენთვის იდეალური მამა, და იდეალური მამა ალბათ იქნებოდა ადამიანი რომელიც არის მკაცრი მაგრამ ამავდროულად გულკეთილი. და ზღვარს გავლება მათ შორის ძალიან ძნელია. ჩვებ გვჭირდება ისეთი სამაგალითო მამები საზოგადოებაში, რომლების მოახერხებენ თავის დაღწევას ამ ორი უკიდურესობიდან, რომელიც არის ერთის მხრივ ავტორიტარული და დისციპლინარული, მაგრამ მეორე მხრივ მოდუნებული, მოშვებული და უწესრიგო. კრის ანდერსონი: ალან დე ბოტონი. ალან დე ბოტონი: ძალიან დიდი მადლობა. (აპლოდისმენტები)