რა ხდება, როცა ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამენ
-
0:05 - 0:07სალამი.
-
0:08 - 0:09მადლობა.
-
0:09 - 0:11[ჯენიფერ ბრეა ხმაზე მგძნობიარეა.
-
0:11 - 0:14დამსწრე აუდიტორიას ტაშის
დაკვრა ჩუმად, ჟესტურ ენაზე სთხოვეს]. -
0:14 - 0:17ეს მე ვარ, 5 წლის წინ.
-
0:17 - 0:19ჰარვარდში დოქტორანტურის სტუდენტი ვიყავი
-
0:19 - 0:22და მოგზაურობა მიყვარდა.
-
0:22 - 0:26ჩემი ცხოვრების სიყვარულზე
ახალად დანიშნული ვიყავი. -
0:26 - 0:3128 წლის ვიყავი და ბევრი ჩვენგანივით
როდესაც კარგი ჯანმრთელობა გვაქვს -
0:31 - 0:34თავს თითქოს უძლეველად ვგრძნობდი.
-
0:34 - 0:38ერთ დღესაც სიცხემ 41 - მდე ამიწია.
-
0:39 - 0:41ალბათ ექიმთან უნდა წავსულიყავი,
-
0:41 - 0:43მაგრამ ცხოვრებაში ავად თითქმის
არასდროს გავმხდარვარ -
0:43 - 0:46და ვიცოდი, რომ ჩვეულებრივ
როცა ვირუსი გაქვთ, -
0:46 - 0:49სახლში რჩებით, ქათმის ბულიონს ამზადებთ
-
0:49 - 0:52და რამდენიმე დღეში ყველაფერი
კარგად იქნება. -
0:52 - 0:55მაგრამ აჯერად საქმე კარგად არ წავიდა.
-
0:56 - 0:57მას შემდეგ, რაც ცხელება დამეწყო,
-
0:57 - 1:01სამი კვირის მანძილზე ისეთი თავბრუსხვევა
მქონდა სახლიდან ვერ გავდიოდი. -
1:01 - 1:04პირდაპირ კარების ჩარჩოს ვეჯახებოდი.
-
1:04 - 1:09კედლებს ვეყრდნობოდი
სააბაზანომდე რომ მიმეღწია. -
1:09 - 1:12იმ გაზაფხულს,
ინფექცია ინფექციაზე მეყრებოდა -
1:12 - 1:14და ყოველ ჯერზე, როცა ექიმთან მივდიოდი,
-
1:14 - 1:16მეუბნებოდა, რომ საერთოდ არაფერი მჭირდა.
-
1:17 - 1:19ანალიზების პასუხები,
-
1:19 - 1:22ყოველთვის ნორმაში იყო.
-
1:22 - 1:24მხოლოდ სიმპტომები მქონდა,
-
1:24 - 1:26რომლებიც შემეძლო აღმეწერა,
-
1:26 - 1:29მაგრამ მათ ვერავინ აფიქსირებდა.
-
1:29 - 1:31ვიცი, სულელურად ჯღერს,
-
1:31 - 1:34მაგრამ საკუთარ თავს ხომ უნდა ავუხსნათ
ასეთი რამეები. -
1:34 - 1:38ასე რომ, ვიფიქრე შეიძლებოდა
უბრალოდ ვბერდებოდი. -
1:38 - 1:42შეიძლება ასეა,
როცა 25 წელს გადასცდებით. -
1:42 - 1:44(სიცილი)
-
1:45 - 1:48შემდეგ ნევროლოგიური
სიმპტომები გამიჩნდა. -
1:48 - 1:52ზოგჯერ წრის მარჯვენა მხარეს ვერ ვხაზავდი.
-
1:52 - 1:57სხვა დროს ლაპარაკს,
ან მოძრაობას საერთოდ ვერ ვახერხებდი. -
1:58 - 2:00ყველა ტიპის სპეციალისტი მოვინახულე:
-
2:00 - 2:03ინფექციური დაავადებების ექიმები,
დერმატოლოგები, ენდოკრინოლოგები, -
2:03 - 2:04კარდიოლოგები.
-
2:05 - 2:07ფსიქიატრიც კი მოვინახულე.
-
2:08 - 2:11ჩემმა ფსიქიატრმა თქვა:
"ნათელია, რომ ავად ხართ, -
2:11 - 2:14მაგრამ არა რამე ფსიქიატრული დაავადებით.
-
2:14 - 2:17ვიმედოვნებ, იპოვიან რა გჭირთ".
-
2:18 - 2:22მომდევნო დღეს ჩემმა ნევროლოგმა
ქცევითი დარღვევის დიაგნოზი დამისვა. -
2:23 - 2:25მითხრა, რომ ყველაფერი...
-
2:25 - 2:28სიცხეები, ყელის ტკივილი, სინუსიტი,
-
2:29 - 2:32ყველა კუჭ-ნაწლავის, ნევროლოგიური
და კარდიოლოგიური სიმპტომები... -
2:33 - 2:35რომელიღაც ძველი
ემოციური ტრავმით იყო გამოწვეული, -
2:35 - 2:38რომელიც არ მახსოვდა.
-
2:38 - 2:41მან თქვა, რომ სიმპტომები რეალური იყო,
-
2:41 - 2:44მაგრამ მათ ბიოლოგიური
საფუძველი არ ჰქონდათ. -
2:45 - 2:47სოციალურ მეცნიერებებს ვსწავლობდი.
-
2:47 - 2:50შესწავლილი მქონდა სტატისტიკა,
ალბათობის თეორია, -
2:50 - 2:55მათემატიკური მოდელირება,
ექსპერიმენტული დიზაინი. -
2:55 - 2:59ვიგრძენი, რომ ასე მარტივად ვერ უარვყოფდი
ჩემი ნევროლოგის დიაგნოზს. -
3:00 - 3:01თითქოს ის ცდებოდა,
-
3:01 - 3:05მაგრამ როგორც ვისწავლე,
რეალობა ხშირად არაინტუიციურია -
3:05 - 3:09და მარტივად გადაიფარება იმით,
რისიც გვინდა რომ გვჯეროდეს. -
3:09 - 3:12ასე რომ, უნდა დამეშვა,
რომ ექიმი მართალი იყო. -
3:14 - 3:16იმ დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე.
-
3:17 - 3:20ნევროლოგის კაბინეტიდან სახლამდე,
სადღაც 3 კილომეტრი ფეხით გავიარე. -
3:21 - 3:25ფეხებში უცნაურ, ელექტრული
შოკის მაგვარ ტკივილს ვგრნობდი. -
3:26 - 3:28ამ ტკივილზე დავფიქრდი.
-
3:28 - 3:32დავუფიქრდი, თუ როგორ შეეძლო გონებას
ეს ტკვილი წარმოექმნა. -
3:33 - 3:34როგორც სახლში შევედი,
-
3:34 - 3:37ეგრევე ჩავიკეცე.
-
3:37 - 3:40ტვინი და ხერხემალი მეწვოდა.
-
3:41 - 3:44კისერი ისე მქონდა გაშეშებული,
რომ თავს ვერ ვხრიდი -
3:45 - 3:47და უმცირესი ხმაც კი,
-
3:47 - 3:49ფურცლების შრიალი,
-
3:49 - 3:51გვერდით ოთახში,
ჩემი ქმრის ფეხშველა სიარული, -
3:52 - 3:55მტანჯველ ტკივილს იწვევდა.
-
3:56 - 3:59მომდევნო ორი წელი,
ძირითადად საწოლში გავატარე. -
3:59 - 4:02რატომ შეცდა ჩემი ექიმი ასე უხეშად?
-
4:03 - 4:05მეგონა იშვიათი დაავადება მქონდა,
-
4:05 - 4:07რაღაც, რასაც ექიმები არასდროს შეხვედრიან.
-
4:07 - 4:09შემდეგ ინტერნეტში შევედი
-
4:09 - 4:12და მსოფლიოში ათასობით ადამიანი აღმოვაჩინე,
-
4:12 - 4:14რომელსაც ასეთივე სიმპტომები ჰქონდა.
-
4:14 - 4:16ასეთივე იზოლაციაში იყვნენ
-
4:16 - 4:18და ასევე არ სჯეროდათ მათი.
-
4:18 - 4:19ზოგიერთს მუშაობა ჯერ კიდევ შეეძლო,
-
4:19 - 4:23მაგრამ საღამოებისა და შაბათ-კვირის
საწოლში გატარება უწევდა, -
4:23 - 4:25იმისთვის რომ ორშაბათს
სამსახურში წასვლა შეძლებოდა. -
4:25 - 4:27მეორეს მხარივ,
-
4:27 - 4:28ზოგი ისე ავად იყო,
-
4:28 - 4:31რომ ცხოვრება სრულ სიბნელეში უწევდა,
-
4:31 - 4:33ადამიანის ხმას
-
4:33 - 4:37და ახლობლების შეხებასაც კი ვერ უძლებდნენ.
-
4:37 - 4:41მიალგიური ენცეფალომიელიტის (მ.ე.)
დიაგნოზი დამისვეს. -
4:43 - 4:46ალბათ "ქრონიკული დაღლილობის
სინდრომის" სახელით გსმენიათ. -
4:47 - 4:50ეს სახელი ნიშნავს,
რომ ათწლეულების განმავლობაში, -
4:50 - 4:51ეს გამოსახულება,
-
4:51 - 4:53ამ დაავადების სახეს წარმოადგენდა,
-
4:53 - 4:56რომელიც სინამდვილეში
ასეთი სერიოზული რამეა. -
4:57 - 4:59ძირითადი, ყველასთვის
დამახასიათებელი სიმპტომია, -
4:59 - 5:03რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა,
ფიზიკურიც და გონებრივიც -
5:03 - 5:06ძალიან ძვირად გვიჯდება.
-
5:06 - 5:09თუ ჩემი ქმარი სარბენად წავა,
მასი ტკივილი რამდენიმე დღე გრძელდება. -
5:09 - 5:13თუ მე ვეცდები ნახევარი კორპუსი გავიარო,
შეიძლება ერთი კვირა ლოგინად ჩავვარდე. -
5:13 - 5:16იდეალური ინდივიდუალური ციხეა.
-
5:16 - 5:19ვიცნობ ბალეტის მოცეკვავეებს,
რომლებიც ვერ ცეკვავენ. -
5:19 - 5:21ბუღალტრებს, რომლებიც ვერ ანგარიშობენ.
-
5:21 - 5:24სამედიცინოს სტუდენტები,
რომლებიც ვერ გახდნენ ექიმები. -
5:24 - 5:27მნიშვნელობა არ აქვს ერთ დროს იყავით,
-
5:27 - 5:29თქვენ ამას ვეღარ აკეთებთ.
-
5:29 - 5:31ოთხი წელი გავიდა
-
5:31 - 5:34და ამ დროის მანძილზე
ისე კარგად არასდროს ვყოფილვარ, -
5:34 - 5:37როგორც იმ წუთამდე, სანამ
ჩემი ნევროლოგიდან მოსული სახლში შემოვედი. -
5:38 - 5:42ცნობილია, რომ მსოფლიოში
დაახლოებით 15-დან - 30 მილიონამდე ადამიანს -
5:42 - 5:44ეს დაავადება აწუხებს.
-
5:44 - 5:47შეერთებულ შტატებში, საიდანაც ვარ,
სადღაც 1 მილიონია ასეთი. -
5:47 - 5:51ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება
გაფანტული სკლეროზის რაოდენობას. -
5:52 - 5:54გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები
-
5:54 - 5:57ფიზიკურად ათწლეულები ფუნქციონირებენ.
-
5:57 - 6:01ჩვენი 25%-ს კი ლოგინადაა ჩავარდნილი,
ან გარეთ ვერ გადის. -
6:01 - 6:0575- 85%-ს კი ნახევარ განაკვეთზე
მუშაობაც კი არ შეუძლია. -
6:05 - 6:08მიუხედავად ამისა,
ექიმები არ გვმკურნალობენ -
6:08 - 6:11და მეცნიერება კი არ გვიკვლევს.
-
6:11 - 6:15როგორ მოხდა, რომ ასეთი გავრცელებული
და დამანგრეველი დაავადება, -
6:15 - 6:18მივიწყებული იქნა მედიცინის მიერ?
-
6:19 - 6:22როდესაც ჩემმა ექიმმა ქცევითი
დარღვევის დიაგნოზი დამისვა, -
6:22 - 6:24მან ქალთა სხეულის შესახებ
შეხედულებები მოიხო, -
6:25 - 6:27რომელებიც 2 500 წელზე მეტია არსებობს.
-
6:27 - 6:29რომაელი ექიმი, გალენი ფიქრობდა,
-
6:29 - 6:32რომ ისტერია სქესობრივი კავშირის
ნაკლებობით იყო გამოწვეული, -
6:32 - 6:35განსაკუთრებით კი, ვნებიან ქალებში.
-
6:35 - 6:38ბერძნები მიიჩნევდნენ,
რომ საშვილოსნო შრებოდა -
6:38 - 6:40და სხეულის გარშემო
სინესტის საძებრად დაბოდიალებდა, -
6:40 - 6:42რითიც შინაგან ორგანოებს აწვებოდა...
-
6:42 - 6:44დიახ...
-
6:45 - 6:47რაც იწვევდა სიმპტომებს,
მოზღვავებული ემოციებით დაწყებული, -
6:47 - 6:50თავბრუსხვევასა
და პარალიზებით დამთავრებული. -
6:51 - 6:55მკურნალობა ქორწინებასა და დედობაში იყო.
-
6:55 - 6:59ეს იდეები, რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე
თითქმის უცვლელი იყო, -
6:59 - 7:031880-იანებამდე, როცა ნევროლოგებმა
ისტერიის თეორიის გათანამედროვება სცადეს. -
7:03 - 7:05ზოგმუნდ ფროიდმა ჩამოაყალიბა თეორია,
-
7:05 - 7:08რომლის მიხედვითაც, არაცნობიერს შეეძლო
ფიზიკური სიმპტომები წარმოექმნა -
7:08 - 7:10ისეთ მოგონებებსა და ემოციებთან
გასამკლებლებლად, -
7:10 - 7:13რომლებიც ცნობიერისათვის
მეტისმეტად მტკივნეული იყო. -
7:13 - 7:16ამ გზით ემოციები
ფიზიკურ სიმპტომებად გარდაიქმნებოდა. -
7:17 - 7:20ეს ნიშნავდა, რომ კაცებსაც შეიძლება
ისტერია დამართნოდათ. -
7:20 - 7:23თუმცა, რა თქმა უნდა,
ქალები უფრო მოწყვლადები იყვნენ. -
7:23 - 7:27როდესაც ჩემი დაავადების
ისტორიის შესწავლა დავიწყე, -
7:27 - 7:31გავოცდი როცა აღმოვაჩინე,
თუ რამდენად ღრმადაა ეს იდეები გამჯდარი. -
7:31 - 7:321934 წელს,
-
7:32 - 7:35ლოს-ანჯელესის რეგიონის მთავარი
საავადმყოფოს -
7:35 - 7:39198 ექიმი, ექთანი და პერსონალი
სერიოზულად ავად გახდა. -
7:39 - 7:43მათ ჰქონდათ კუნთების სისუსტე, კისრისა
და ზურგის გაშეშება და სიცხე. -
7:43 - 7:47ყველა ის სიმპტომი, რაც მე მქონდა
პირველი დიაგნოსტირებისას. -
7:47 - 7:50ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს
პოლიომელიტის ახალი ფორმა იყო. -
7:50 - 7:51მას შემდეგ, მსოფლიოში
-
7:51 - 7:5470 -ზე მეტი ასეთი პოსტ-ინფექციური
დაავადებები მსგავსი -
7:54 - 7:57გამოვლინებაა დოკუმენტირებული,
-
7:57 - 8:01ყველა ამ შემთხვევამ
ქალებზე არაპროპორციულად მეტად იმოქმედა. -
8:01 - 8:05როცა ექიმებმა დაავადების
გამომწვევ მიზეზს ვერ მიაგნეს, -
8:05 - 8:09იფიქრეს, რომ ეს მასობრივი ისტერია იყო.
-
8:09 - 8:13რატომ იყო ეს იდეა ასეთი მდგრადი?
-
8:13 - 8:15ვფიქრობ ამას სექსიზმთან
უნდა ჰქონდეს კავშირი, -
8:15 - 8:19თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ექიმებს
გულწრფელად უნდათ კიდეც დაგვეხმარონ. -
8:19 - 8:21უნდათ, რომ პასუხები იცოდნენ.
-
8:21 - 8:26და ეს აიძულებს მათ უმკურნალონ ისეთ რამეს,
რაც სხვა შემთხვევაში არ იკურნება. -
8:26 - 8:28ახსნან დაავადება,
რომელსაც ახსნა არ გააჩნია. -
8:29 - 8:32პრობლემა ისაა,
რომ ამას ზიანის მოყენება შეუძლია. -
8:32 - 8:361950-იან წლებში, ფსიქიატრმა ელიოტ სლატერმა
-
8:36 - 8:4085 პაციენტი გამოიკვლია,
რომელთაც ისტერიის დიაგნოზი დაუსვეს. -
8:41 - 8:459 წლის შემდეგ,12 მათგანი გარდაცივალა,
30 კი, უნარშეზღუდული გახდა. -
8:45 - 8:48ბევრ მათგანს შესაბამისი
დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული, როგორიცაა: -
8:48 - 8:51გაფანტული სკლეროზი,
ეპილეფსია, ტვინის სიმსივნე. -
8:51 - 8:551980 წელს ისტერიას ოფიციალურად
"ქცევითი დარღვევა" დაერქვა. -
8:56 - 8:59როდესაც ჩემმა ნევროლოგმა
ეს დიაგნოზი 2012 წელს დამისვა, -
8:59 - 9:02ის ფროიდს სიტყვა-სიტყვით
ახმოვანებდა. -
9:02 - 9:04დღესაც კი,
-
9:04 - 9:08ქალებს 2-დან 10-მდე
მეტჯერ უსვამენ ამ დიაგნოზს. -
9:09 - 9:12ისტერიის და ფსიქოგენური დაავადებების
თეორიის პრობლემა ისაა, -
9:13 - 9:15რომ მისი დამტკიცება შეუძლებელია.
-
9:15 - 9:18ის განმარტებიდანვე
მტკიცებულების არ არსებობას ნიშნავს -
9:18 - 9:20და მ.ე.-ს შემთხვევაში,
-
9:20 - 9:24ფსიქოლოგიურმა ახსნებმა
ბიოლოგიური გამოკვლევები შეაფერხა. -
9:24 - 9:27მსოფლიოში მ.ე. ერთ-ერთი ყველაზე
ნაკლებად დაფინანსებული დაავადებაა. -
9:27 - 9:34აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 2 500$
ვხარჯავთ თითოეულ შიდსიან პაციენტზე, -
9:35 - 9:38250$-ს თითოეულ გაფანტული
სკლეროზის მქონე პაციენტზე -
9:38 - 9:42და მხოლოდ 5$-ს თითოეულ მ.ე. პაციენტზე.
-
9:42 - 9:44ეს არ იყო ერთი შემთხვევა.
-
9:44 - 9:46ჩემი შემთხვევა უიღბლობა არ ყოფილა.
-
9:46 - 9:50ჩემი დაავადების მიმართ უცოდინრობა
არჩევანი იყო: -
9:50 - 9:55იმ ინსტიტუციების არჩევანი,
რომლებსაც ჩვენი დაცვა ევალებათ. -
9:55 - 9:58არ ვიცით მ.ე. ზოგჯერ მთელს ოჯახებს
რატომ ემართებათ. -
9:58 - 10:01რატომ გემართებათ ის,
თითქმის ნებისმიერი ინფექციის შემდეგ. -
10:01 - 10:05ენტეროვირუსიდან დაწყებული
ეპშტეინ-ბარის და Q ვირუსით დამთავრებული. -
10:05 - 10:09ან რატომ ავადდებიან 2-ჯერ,
3-ჯერ უფრო მეტად ქალები. -
10:09 - 10:12ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა,
ვიდრე მხოლოდ ჩემი ავადმყოფობა. -
10:12 - 10:14როცა პირველად ავად გავხდი,
-
10:14 - 10:16ძველი მეგობრები დამიკავშირდნენ.
-
10:16 - 10:20მალევე იმ ქალების ჯგუფში ამოვყავი თავი,
რომლებიც 30 წელს მიღწეულები იყვნენ -
10:20 - 10:21და რომელთა სხეულებიც იშლებოდა.
-
10:21 - 10:24გასაოცარი ის იყო, თუ რამდენი
ძალისხმევა გვჭირდებოდა იმისთვის, -
10:24 - 10:26რომ ვინმეს სერიოზულად აღვექვით.
-
10:26 - 10:29ერთი ქალის შესახებ გავიგე,
რომელსაც სკელეროდერმია ჰქონდა, -
10:29 - 10:31შემაერთებელი ქსოვილის
ავტოიმუნური დაავადება. -
10:31 - 10:34წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ,
რომ ეს მხოლოდ მის თავში იყო, -
10:34 - 10:36დაავადების დაწყებიდან დაგნოზის დასმამდე.
-
10:36 - 10:38მისი საყლაპავი იმდენად დაზიანდა,
-
10:38 - 10:41რომ ის ვეღარასოდეს შეძლებს ჭამას.
-
10:41 - 10:43კიდევ ერთი ქალი საშვილოსნოს კიბოთი,
-
10:43 - 10:47რომელსაც წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ,
რომ უბრალოდ ადრეული მენოპაუზა ჰქონდა. -
10:47 - 10:49კოლეჯის მეგობარი,
-
10:49 - 10:53რომლის ტვინის კიბოს, წლების განმავლობაში
შფოთვით აშლილობად თვლიდნენ. -
10:54 - 10:57აი, რატომ მაღელვებს ეს:
-
10:57 - 11:011950-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი
ავტოიმუნური დაავადების მაჩვენებლები -
11:01 - 11:03გაორმაგებიდ და გასსამაგდა.
-
11:03 - 11:04იმ პაციენტების 45%,
-
11:04 - 11:08რომლებსაც საბოლოოდ
ავტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, -
11:08 - 11:11თავდაპირველად უთხრეს,
რომ ჰიპოხონდრიები იყვნენ. -
11:11 - 11:14როგორც ძველად ისტერიისას,
ახლაც ეს სქესთანაა დაკავშირებული -
11:14 - 11:17და იმასთან, თუ ვისი მონაყოლის გვჯერა.
-
11:17 - 11:21ავტოიმუნური პაციენტების 75% ქალები არიან.
-
11:21 - 11:24ზოგიერთ დაავადებებში
მათი რაოდენობა 90 %-მდეა. -
11:24 - 11:28მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები
ქალებზე არაპროპორციულად მოქმედებს, -
11:28 - 11:30ეს ქალური დაავადებები არაა.
-
11:30 - 11:33მ.ე. ბავშვებს და
მილიონობით კაცსაც ემართება. -
11:33 - 11:35როგორც ერთმა პაციენტმა მითხრა,
-
11:35 - 11:37ყველა მხრიდან პრობლემაა.
-
11:37 - 11:40თუ ქალი ხარ გეუბნებიან,
რომ სიმპტომებს აზვიადებ. -
11:40 - 11:44თუ კაცი ხარ გეუბნებიან,
რომ ძლიერი უნდა იყო. -
11:45 - 11:49კაცებისთვის დიაგნოზის დასმა,
შეიძლება უფრო რთული იყოს. -
11:57 - 12:01ჩემი ტვინი აღარაა ის რაც იყო.
-
12:03 - 12:13(აპლოდისმენტები ჟესტურ ენაზე)
-
12:14 - 12:16ამ ყველაფრის ნათელი მხარე ისაა,
-
12:17 - 12:20რომ მიუხედავად ყველაფრისა,
ჯერ კიდევ მაქვს იმედი. -
12:20 - 12:24იმდენი დაავადებებია, რომლებსაც ერთ დროს
ფსიქოლოგიურად თვლიდნენ, -
12:24 - 12:27სანამ მეცნიერებამ მათი ბიოლოგიური
მექანიზმები აღმოაჩინა. -
12:27 - 12:31ეპილეფსიის მქონე პაციენტებს
იძულებით ფსიქიატრიულში ათავსებდნენ, -
12:31 - 12:32სანამ ელექტროენცოფალოგრამით
-
12:32 - 12:35ტვინში პათოლოგიური ელექტრული
აქტივობის გაზომვა არ შევძელით -
12:35 - 12:39გაფანტული სკლეროზის დროს შეცდომით
ისტერიული დამბლის დიაგნოზს სვამდნენ. -
12:39 - 12:42სანამ CAT სკანირებამ და მაგნეტურ-
რეზონანსულმა გამოსახულებამ, -
12:42 - 12:44ტვინის დაზიანება აღმოაჩინეს.
-
12:44 - 12:45სულ წოტა ხნის წინ გვეგონა,
-
12:45 - 12:48რომ მუცლის წყლულს სტრესი იწვევდა,
-
12:48 - 12:53სანამ აღმოვაჩნეთ,
რომ ჰელიკობაქტერია პილორი იყო მიზეზი. -
12:53 - 12:58მ.ე.-ს არასდროს მიუღია მეცნიერებისგან,
იმდენი ყურადღება რამდენიც სხვა დაავადებებს -
12:58 - 13:00მაგრამ ცვლილება დაწყებულია.
-
13:00 - 13:04გერმანიაში მეცნიერები ავტოიმუნირი
დარღვევის მტკიცებულების ძიებას იწყებენ, -
13:04 - 13:06იაპონიაში კი ტვინის ანთების.
-
13:06 - 13:10აშშ-ში სტანფორდის
უნივერსიტეტის მეცნიერები, -
13:10 - 13:13ენერგეტიკული მეტაბოლიზმის
ისეთ პათოლოგიებს ეძებენ. -
13:13 - 13:16რომლებიც ნორმიდან 16 სტანდარტულ
გადახრას წარმოადგენენ. -
13:16 - 13:21ნორვეგიაში კიბოს იმ წამლის
კლინიკური კვლევის მესამე ფაზაზე არიან, -
13:21 - 13:26რომელიც ზოგიერთ პაციენტში
სრულ რემისიას იწვევს. -
13:26 - 13:30ის რაც იმედს მაძლევს,
არის ასევე პაციენტების გამძლეობა. -
13:31 - 13:36ინტერნეტში თავი ერთად მოვიყარეთ
და ჩვენი ისტორიები ერთმანეთს გავუზიარეთ. -
13:37 - 13:41შევისწავლეთ რა კვლევებიც არსებობდა
-
13:41 - 13:44და ჩვენ თავზე გამოვცადეთ.
-
13:44 - 13:45ჩვენი თავის მეცნიერები და ექიმები გავხდით,
-
13:45 - 13:48რადგან სხვა გზა არ გვქონდა.
-
13:48 - 13:52ასე ნელ-ნელა 5% აქ, 5% იქ,
-
13:52 - 13:54სანამ საბოლოოდ, ერთ მშვენიერ დღეს
-
13:54 - 13:57სახლიდან გასვლა შევძელი.
-
13:57 - 14:00ისევ მიწევდა სულელური
გადაწყვეტილებების მიღება: -
14:00 - 14:04ბაღში 15 წუთი ვმჯდარიყავი,
თუ თავი დამებანა? -
14:04 - 14:08მაგრამ იმედი მომეცა,
რომ შეიძლება განვკურნებულიყავი. -
14:08 - 14:10ავადმყოფი სხეული მქონდა, სულ ეს იყო.
-
14:10 - 14:15და სწორი დახმარებით შეიძლება
ერთ დღეს უკეთ გავხდე. -
14:15 - 14:18შევიკრიბეთ პაციენტები მთელი მსოფლიოდან
-
14:19 - 14:22და ბრძოლა დავიწყეთ.
-
14:22 - 14:25ჩვენი სიცარიელე
რაღაც მშვენიერებით შევავსეთ, -
14:25 - 14:28მაგრამ ეს საკმარისი არაა.
-
14:28 - 14:32ჯერ კიდევ არ ვიცი სირბილს
თუ შევძლებ კიდევ ოდესმე, -
14:32 - 14:34ან ნებისმიერ შორ მანძილზე სიარულს,
-
14:34 - 14:39ან რაიმე აქტიური მოძრაობების შესრულებას,
რომლებსაც ახლა მხოლოდ სიზმრებში ვახერხებ. -
14:39 - 14:42თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ
ამხელა შედეგებით. -
14:43 - 14:44პრიგრესი ნელია,
-
14:44 - 14:46ხან უკეთესობაა,
-
14:46 - 14:49ხან უარესობა,
-
14:49 - 14:53მაგრამ დღითიდღე ცოტათი უკეთ ვხდები.
-
14:54 - 14:58მახსენდება როგორი იყო,
როდესაც საძინებელში გამოკეტილი ვიყავი, -
14:59 - 15:02როდესაც თვეები იყო გასული,
რაც მზე აღარ მენახა. -
15:03 - 15:06ვფიქრობდი, იქვე მოვკვდებოდი,
-
15:06 - 15:09მაგრამ დღეს აქ ვარ,
-
15:09 - 15:12თქვენთან ერთად
-
15:12 - 15:16და ეს სასწაულია.
-
15:16 - 15:20არ ვიცი რა მოხდებოდა,
ასეთი იღბლიანი რომ არ ვყოფილიყავი, -
15:20 - 15:23ავად ინტერნეტის არსებობამდე
რომ გავმხდარიყავი -
15:23 - 15:25და ჩემი თემი რომ არ მეპოვა.
-
15:25 - 15:28ალბათ თავს მოვიკლავდი,
-
15:28 - 15:32ისევე როგორც ბევრმა სხვამ ქნა.
-
15:32 - 15:36რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო
ათწლეულების წინ, -
15:36 - 15:38სწორი კითხვები რომ დაგვესვა?
-
15:38 - 15:42დღეს რამდენი სიცოცხლე
შეგვიძლია გადავარჩინოთ, -
15:42 - 15:45თუ გადავწყვეტთ
რომ მუშაობას მართლაც შევუდგეთ. -
15:45 - 15:49თუნდაც ჩემი დაავადების ნამდვილი
მიზეზი აღმოვაჩინოთ, -
15:49 - 15:52თუ არ შევცვლით
ჩვენს ინსტიტუციებს და კულტურას, -
15:52 - 15:55იგივეს სხვა დაავადებებთან
მიმართებაში გავიმეორფებთ. -
15:56 - 15:58ამ დაავადებით ცხოვრებამ მასწავლა,
-
15:58 - 16:01რომ მეცნიერება და მედიცინა
მთლიანად ადამიანური ძალისხმევაა. -
16:01 - 16:03ექიმები, მეცნიერები და პოლიტიკოსები
-
16:03 - 16:07არ არიან დაზღვეულები იმ სტერეოტიპებისგან,
-
16:07 - 16:10რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს.
-
16:11 - 16:15უფრო ნიუანსურად უნდა ვიფიქროთ
ქალების ჯანმრთელობაზე. -
16:15 - 16:19ჩვენი იმუნირი სისტემები ისეთივე
ბრძოლის ველია თანასწორობისთვის, -
16:19 - 16:21როგორც დანარჩენი სხეული.
-
16:21 - 16:24უნდა მოვისმინოთ პაციენტების მონაყოლი
-
16:24 - 16:27და უნდა შეგვძელოს ვთქვათ: "არ ვიცი".
-
16:28 - 16:30"არ ვიცი" მშვენიერი რამაა.
-
16:30 - 16:34"არ ვიციდან" იწყება აღმოჩენები
-
16:35 - 16:37და თუ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ,
-
16:37 - 16:40თუ თვალუწვდენელ შეუცნობელ სივრცეს
სწორად მივუდგებით, -
16:40 - 16:43მაშინ მასთან შეხვედრისას
გაურკვევლობის შიში, -
16:43 - 16:47შეიძლება განცვიფრებით შეგვეცვალოს.
-
16:47 - 16:50მადლობა.
-
16:51 - 16:55მადლობა.
- Title:
- რა ხდება, როცა ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამენ
- Speaker:
- ჯენ ბრეა
- Description:
-
ხუთი წლის წინ, TED-ის სტიპენდიანტი, ჯენ ბრეა, მიალგიური ენცეფალომიელიტით დაავადდა, რომელიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომად არის ცნობილი. დამაუძლურებელი დაავადება, მნიშვნელოვნად აფერხებს უბრალო აქვიტობებს და მძიმე დღეეებში ზეწრის შრიალის ხმასაც კი აუტანელს ხდის. ამ ტკივილით სავსე გამოსვლაში, ბრეა აღწერს იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც ამ დაავადების მკურნალობის ძიებაში გადააწყდა. დაავადების, რომლის საწყის მიზეზები და ფიზიკური ზემოქმედება სრულად არ გვესმის. ის ასევე გვიყვება საკუთარ მისწრაფებაზე, დოკუმენტურად აღწეროს იმ პაციენტების ცხოვრება, რომელთა განკურნებაც მედიცინას უჭირს
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 17:43
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for What happens when you have a disease doctors can't diagnose |