[Script Info] Title: [Events] Format: Layer, Start, End, Style, Name, MarginL, MarginR, MarginV, Effect, Text Dialogue: 0,0:00:05.42,0:00:07.11,Default,,0000,0000,0000,,სალამი. Dialogue: 0,0:00:07.62,0:00:08.96,Default,,0000,0000,0000,,მადლობა. Dialogue: 0,0:00:08.98,0:00:10.68,Default,,0000,0000,0000,,[ჯენიფერ ბრეა ხმაზე მგძნობიარეა. Dialogue: 0,0:00:10.70,0:00:13.85,Default,,0000,0000,0000,,დამსწრე აუდიტორიას ტაშის \Nდაკვრა ჩუმად, ჟესტურ ენაზე სთხოვეს]. Dialogue: 0,0:00:13.87,0:00:17.24,Default,,0000,0000,0000,,ეს მე ვარ, 5 წლის წინ. Dialogue: 0,0:00:17.38,0:00:19.42,Default,,0000,0000,0000,,ჰარვარდში დოქტორანტურის სტუდენტი ვიყავი Dialogue: 0,0:00:19.42,0:00:22.42,Default,,0000,0000,0000,,და მოგზაურობა მიყვარდა. Dialogue: 0,0:00:22.42,0:00:25.94,Default,,0000,0000,0000,,ჩემი ცხოვრების სიყვარულზე\Nახალად დანიშნული ვიყავი. Dialogue: 0,0:00:26.21,0:00:31.05,Default,,0000,0000,0000,,28 წლის ვიყავი და ბევრი ჩვენგანივით\Nროდესაც კარგი ჯანმრთელობა გვაქვს Dialogue: 0,0:00:31.07,0:00:34.35,Default,,0000,0000,0000,,თავს თითქოს უძლეველად ვგრძნობდი. Dialogue: 0,0:00:34.48,0:00:38.40,Default,,0000,0000,0000,,ერთ დღესაც სიცხემ 41 - მდე ამიწია. Dialogue: 0,0:00:38.76,0:00:40.81,Default,,0000,0000,0000,,ალბათ ექიმთან უნდა წავსულიყავი, Dialogue: 0,0:00:40.83,0:00:43.40,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ ცხოვრებაში ავად თითქმის \Nარასდროს გავმხდარვარ Dialogue: 0,0:00:43.42,0:00:45.77,Default,,0000,0000,0000,,და ვიცოდი, რომ ჩვეულებრივ\Nროცა ვირუსი გაქვთ, Dialogue: 0,0:00:45.80,0:00:48.93,Default,,0000,0000,0000,,სახლში რჩებით, ქათმის ბულიონს ამზადებთ Dialogue: 0,0:00:48.95,0:00:52.10,Default,,0000,0000,0000,,და რამდენიმე დღეში ყველაფერი \Nკარგად იქნება. Dialogue: 0,0:00:52.50,0:00:55.27,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ აჯერად საქმე კარგად არ წავიდა. Dialogue: 0,0:00:55.56,0:00:57.10,Default,,0000,0000,0000,,მას შემდეგ, რაც ცხელება დამეწყო, Dialogue: 0,0:00:57.12,0:01:01.25,Default,,0000,0000,0000,,სამი კვირის მანძილზე ისეთი თავბრუსხვევა \Nმქონდა სახლიდან ვერ გავდიოდი. Dialogue: 0,0:01:01.47,0:01:04.25,Default,,0000,0000,0000,,პირდაპირ კარების ჩარჩოს ვეჯახებოდი. Dialogue: 0,0:01:04.34,0:01:08.54,Default,,0000,0000,0000,,კედლებს ვეყრდნობოდი\Nსააბაზანომდე რომ მიმეღწია. Dialogue: 0,0:01:08.61,0:01:11.65,Default,,0000,0000,0000,,იმ გაზაფხულს,\Nინფექცია ინფექციაზე მეყრებოდა Dialogue: 0,0:01:11.82,0:01:13.65,Default,,0000,0000,0000,,და ყოველ ჯერზე, როცა ექიმთან მივდიოდი, Dialogue: 0,0:01:13.68,0:01:16.46,Default,,0000,0000,0000,,მეუბნებოდა, რომ საერთოდ არაფერი მჭირდა. Dialogue: 0,0:01:16.58,0:01:19.16,Default,,0000,0000,0000,,ანალიზების პასუხები, Dialogue: 0,0:01:19.18,0:01:21.84,Default,,0000,0000,0000,,ყოველთვის ნორმაში იყო. Dialogue: 0,0:01:21.88,0:01:23.84,Default,,0000,0000,0000,,მხოლოდ სიმპტომები მქონდა, Dialogue: 0,0:01:23.87,0:01:26.28,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც შემეძლო აღმეწერა, Dialogue: 0,0:01:26.28,0:01:29.28,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ მათ ვერავინ აფიქსირებდა. Dialogue: 0,0:01:29.28,0:01:30.63,Default,,0000,0000,0000,,ვიცი, სულელურად ჯღერს, Dialogue: 0,0:01:30.63,0:01:34.20,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ საკუთარ თავს ხომ უნდა ავუხსნათ\Nასეთი რამეები. Dialogue: 0,0:01:34.20,0:01:38.05,Default,,0000,0000,0000,,ასე რომ, ვიფიქრე შეიძლებოდა\Nუბრალოდ ვბერდებოდი. Dialogue: 0,0:01:38.11,0:01:41.67,Default,,0000,0000,0000,,შეიძლება ასეა,\Nროცა 25 წელს გადასცდებით. Dialogue: 0,0:01:41.69,0:01:44.26,Default,,0000,0000,0000,,(სიცილი) Dialogue: 0,0:01:44.81,0:01:47.57,Default,,0000,0000,0000,,შემდეგ ნევროლოგიური\Nსიმპტომები გამიჩნდა. Dialogue: 0,0:01:47.59,0:01:51.87,Default,,0000,0000,0000,,ზოგჯერ წრის მარჯვენა მხარეს ვერ ვხაზავდი. Dialogue: 0,0:01:52.32,0:01:56.93,Default,,0000,0000,0000,,სხვა დროს ლაპარაკს,\Nან მოძრაობას საერთოდ ვერ ვახერხებდი. Dialogue: 0,0:01:58.33,0:02:00.06,Default,,0000,0000,0000,,ყველა ტიპის სპეციალისტი მოვინახულე: Dialogue: 0,0:02:00.09,0:02:03.16,Default,,0000,0000,0000,,ინფექციური დაავადებების ექიმები,\Nდერმატოლოგები, ენდოკრინოლოგები, Dialogue: 0,0:02:03.18,0:02:04.47,Default,,0000,0000,0000,,კარდიოლოგები. Dialogue: 0,0:02:04.94,0:02:06.86,Default,,0000,0000,0000,,ფსიქიატრიც კი მოვინახულე. Dialogue: 0,0:02:07.68,0:02:10.92,Default,,0000,0000,0000,,ჩემმა ფსიქიატრმა თქვა: \N"ნათელია, რომ ავად ხართ, Dialogue: 0,0:02:10.95,0:02:13.98,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ არა რამე ფსიქიატრული დაავადებით. Dialogue: 0,0:02:14.04,0:02:16.78,Default,,0000,0000,0000,,ვიმედოვნებ, იპოვიან რა გჭირთ". Dialogue: 0,0:02:18.09,0:02:22.39,Default,,0000,0000,0000,,მომდევნო დღეს ჩემმა ნევროლოგმა\Nქცევითი დარღვევის დიაგნოზი დამისვა. Dialogue: 0,0:02:22.84,0:02:25.14,Default,,0000,0000,0000,,მითხრა, რომ ყველაფერი... Dialogue: 0,0:02:25.26,0:02:28.23,Default,,0000,0000,0000,,სიცხეები, ყელის ტკივილი, სინუსიტი, Dialogue: 0,0:02:28.92,0:02:32.25,Default,,0000,0000,0000,,ყველა კუჭ-ნაწლავის, ნევროლოგიური\Nდა კარდიოლოგიური სიმპტომები... Dialogue: 0,0:02:32.72,0:02:35.43,Default,,0000,0000,0000,,რომელიღაც ძველი\Nემოციური ტრავმით იყო გამოწვეული, Dialogue: 0,0:02:35.46,0:02:38.00,Default,,0000,0000,0000,,რომელიც არ მახსოვდა. Dialogue: 0,0:02:38.07,0:02:40.51,Default,,0000,0000,0000,,მან თქვა, რომ სიმპტომები რეალური იყო, Dialogue: 0,0:02:40.55,0:02:44.46,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ მათ ბიოლოგიური\Nსაფუძველი არ ჰქონდათ. Dialogue: 0,0:02:44.53,0:02:47.14,Default,,0000,0000,0000,,სოციალურ მეცნიერებებს ვსწავლობდი. Dialogue: 0,0:02:47.16,0:02:50.39,Default,,0000,0000,0000,,შესწავლილი მქონდა სტატისტიკა,\Nალბათობის თეორია, Dialogue: 0,0:02:50.42,0:02:54.73,Default,,0000,0000,0000,,მათემატიკური მოდელირება, \Nექსპერიმენტული დიზაინი. Dialogue: 0,0:02:55.06,0:02:59.05,Default,,0000,0000,0000,,ვიგრძენი, რომ ასე მარტივად ვერ უარვყოფდი \Nჩემი ნევროლოგის დიაგნოზს. Dialogue: 0,0:02:59.60,0:03:01.19,Default,,0000,0000,0000,,თითქოს ის ცდებოდა, Dialogue: 0,0:03:01.22,0:03:04.68,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ როგორც ვისწავლე,\Nრეალობა ხშირად არაინტუიციურია Dialogue: 0,0:03:05.36,0:03:08.50,Default,,0000,0000,0000,,და მარტივად გადაიფარება იმით,\Nრისიც გვინდა რომ გვჯეროდეს. Dialogue: 0,0:03:08.51,0:03:11.76,Default,,0000,0000,0000,,ასე რომ, უნდა დამეშვა,\Nრომ ექიმი მართალი იყო. Dialogue: 0,0:03:13.60,0:03:16.12,Default,,0000,0000,0000,,იმ დღეს მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე. Dialogue: 0,0:03:16.92,0:03:20.33,Default,,0000,0000,0000,,ნევროლოგის კაბინეტიდან სახლამდე,\Nსადღაც 3 კილომეტრი ფეხით გავიარე. Dialogue: 0,0:03:21.23,0:03:25.26,Default,,0000,0000,0000,,ფეხებში უცნაურ, ელექტრული\Nშოკის მაგვარ ტკივილს ვგრნობდი. Dialogue: 0,0:03:26.48,0:03:28.08,Default,,0000,0000,0000,,ამ ტკივილზე დავფიქრდი. Dialogue: 0,0:03:28.10,0:03:32.12,Default,,0000,0000,0000,,დავუფიქრდი, თუ როგორ შეეძლო გონებას\Nეს ტკვილი წარმოექმნა. Dialogue: 0,0:03:33.32,0:03:34.32,Default,,0000,0000,0000,,როგორც სახლში შევედი, Dialogue: 0,0:03:34.32,0:03:36.84,Default,,0000,0000,0000,,ეგრევე ჩავიკეცე. Dialogue: 0,0:03:36.84,0:03:40.35,Default,,0000,0000,0000,,ტვინი და ხერხემალი მეწვოდა. Dialogue: 0,0:03:40.70,0:03:44.47,Default,,0000,0000,0000,,კისერი ისე მქონდა გაშეშებული,\Nრომ თავს ვერ ვხრიდი Dialogue: 0,0:03:45.32,0:03:47.08,Default,,0000,0000,0000,,და უმცირესი ხმაც კი, Dialogue: 0,0:03:47.10,0:03:48.93,Default,,0000,0000,0000,,ფურცლების შრიალი, Dialogue: 0,0:03:48.96,0:03:51.49,Default,,0000,0000,0000,,გვერდით ოთახში,\Nჩემი ქმრის ფეხშველა სიარული, Dialogue: 0,0:03:51.74,0:03:55.40,Default,,0000,0000,0000,,მტანჯველ ტკივილს იწვევდა. Dialogue: 0,0:03:55.83,0:03:59.00,Default,,0000,0000,0000,,მომდევნო ორი წელი,\Nძირითადად საწოლში გავატარე. Dialogue: 0,0:03:59.24,0:04:02.36,Default,,0000,0000,0000,,რატომ შეცდა ჩემი ექიმი ასე უხეშად? Dialogue: 0,0:04:02.94,0:04:05.12,Default,,0000,0000,0000,,მეგონა იშვიათი დაავადება მქონდა, Dialogue: 0,0:04:05.14,0:04:07.13,Default,,0000,0000,0000,,რაღაც, რასაც ექიმები არასდროს შეხვედრიან. Dialogue: 0,0:04:07.18,0:04:09.12,Default,,0000,0000,0000,,შემდეგ ინტერნეტში შევედი Dialogue: 0,0:04:09.14,0:04:11.52,Default,,0000,0000,0000,,და მსოფლიოში ათასობით ადამიანი აღმოვაჩინე, Dialogue: 0,0:04:11.66,0:04:13.100,Default,,0000,0000,0000,,რომელსაც ასეთივე სიმპტომები ჰქონდა. Dialogue: 0,0:04:13.100,0:04:15.93,Default,,0000,0000,0000,,ასეთივე იზოლაციაში იყვნენ Dialogue: 0,0:04:15.93,0:04:17.53,Default,,0000,0000,0000,,და ასევე არ სჯეროდათ მათი. Dialogue: 0,0:04:17.53,0:04:19.30,Default,,0000,0000,0000,,ზოგიერთს მუშაობა ჯერ კიდევ შეეძლო, Dialogue: 0,0:04:19.30,0:04:22.60,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ საღამოებისა და შაბათ-კვირის\Nსაწოლში გატარება უწევდა, Dialogue: 0,0:04:22.60,0:04:25.05,Default,,0000,0000,0000,,იმისთვის რომ ორშაბათს\Nსამსახურში წასვლა შეძლებოდა. Dialogue: 0,0:04:25.05,0:04:26.92,Default,,0000,0000,0000,,მეორეს მხარივ, Dialogue: 0,0:04:26.92,0:04:28.49,Default,,0000,0000,0000,,ზოგი ისე ავად იყო, Dialogue: 0,0:04:28.49,0:04:31.35,Default,,0000,0000,0000,,რომ ცხოვრება სრულ სიბნელეში უწევდა, Dialogue: 0,0:04:31.35,0:04:33.20,Default,,0000,0000,0000,,ადამიანის ხმას Dialogue: 0,0:04:33.20,0:04:36.92,Default,,0000,0000,0000,,და ახლობლების შეხებასაც კი ვერ უძლებდნენ. Dialogue: 0,0:04:37.47,0:04:41.47,Default,,0000,0000,0000,,მიალგიური ენცეფალომიელიტის (მ.ე.)\Nდიაგნოზი დამისვეს. Dialogue: 0,0:04:42.55,0:04:46.01,Default,,0000,0000,0000,,ალბათ "ქრონიკული დაღლილობის\Nსინდრომის" სახელით გსმენიათ. Dialogue: 0,0:04:46.99,0:04:50.18,Default,,0000,0000,0000,,ეს სახელი ნიშნავს,\Nრომ ათწლეულების განმავლობაში, Dialogue: 0,0:04:50.18,0:04:51.18,Default,,0000,0000,0000,,ეს გამოსახულება, Dialogue: 0,0:04:51.18,0:04:52.98,Default,,0000,0000,0000,,ამ დაავადების სახეს წარმოადგენდა, Dialogue: 0,0:04:52.98,0:04:56.26,Default,,0000,0000,0000,,რომელიც სინამდვილეში\Nასეთი სერიოზული რამეა. Dialogue: 0,0:04:56.77,0:04:58.99,Default,,0000,0000,0000,,ძირითადი, ყველასთვის\Nდამახასიათებელი სიმპტომია, Dialogue: 0,0:04:59.02,0:05:02.77,Default,,0000,0000,0000,,რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა,\Nფიზიკურიც და გონებრივიც Dialogue: 0,0:05:02.86,0:05:05.80,Default,,0000,0000,0000,,ძალიან ძვირად გვიჯდება. Dialogue: 0,0:05:05.81,0:05:09.26,Default,,0000,0000,0000,,თუ ჩემი ქმარი სარბენად წავა,\Nმასი ტკივილი რამდენიმე დღე გრძელდება. Dialogue: 0,0:05:09.26,0:05:13.28,Default,,0000,0000,0000,,თუ მე ვეცდები ნახევარი კორპუსი გავიარო,\Nშეიძლება ერთი კვირა ლოგინად ჩავვარდე. Dialogue: 0,0:05:13.32,0:05:16.22,Default,,0000,0000,0000,,იდეალური ინდივიდუალური ციხეა. Dialogue: 0,0:05:16.26,0:05:19.01,Default,,0000,0000,0000,,ვიცნობ ბალეტის მოცეკვავეებს,\Nრომლებიც ვერ ცეკვავენ. Dialogue: 0,0:05:19.03,0:05:21.21,Default,,0000,0000,0000,,ბუღალტრებს, რომლებიც ვერ ანგარიშობენ. Dialogue: 0,0:05:21.31,0:05:24.31,Default,,0000,0000,0000,,სამედიცინოს სტუდენტები,\Nრომლებიც ვერ გახდნენ ექიმები. Dialogue: 0,0:05:24.47,0:05:26.83,Default,,0000,0000,0000,,მნიშვნელობა არ აქვს ერთ დროს იყავით, Dialogue: 0,0:05:27.06,0:05:29.45,Default,,0000,0000,0000,,თქვენ ამას ვეღარ აკეთებთ. Dialogue: 0,0:05:29.48,0:05:31.36,Default,,0000,0000,0000,,ოთხი წელი გავიდა Dialogue: 0,0:05:31.39,0:05:33.98,Default,,0000,0000,0000,,და ამ დროის მანძილზე\Nისე კარგად არასდროს ვყოფილვარ, Dialogue: 0,0:05:34.01,0:05:37.48,Default,,0000,0000,0000,,როგორც იმ წუთამდე, სანამ\Nჩემი ნევროლოგიდან მოსული სახლში შემოვედი. Dialogue: 0,0:05:37.97,0:05:41.88,Default,,0000,0000,0000,,ცნობილია, რომ მსოფლიოში\Nდაახლოებით 15-დან - 30 მილიონამდე ადამიანს Dialogue: 0,0:05:41.90,0:05:43.58,Default,,0000,0000,0000,,ეს დაავადება აწუხებს. Dialogue: 0,0:05:43.60,0:05:47.02,Default,,0000,0000,0000,,შეერთებულ შტატებში, საიდანაც ვარ,\Nსადღაც 1 მილიონია ასეთი. Dialogue: 0,0:05:47.02,0:05:50.96,Default,,0000,0000,0000,,ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება\Nგაფანტული სკლეროზის რაოდენობას. Dialogue: 0,0:05:51.80,0:05:54.31,Default,,0000,0000,0000,,გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტები Dialogue: 0,0:05:54.31,0:05:57.31,Default,,0000,0000,0000,,ფიზიკურად ათწლეულები ფუნქციონირებენ. Dialogue: 0,0:05:57.31,0:06:00.94,Default,,0000,0000,0000,,ჩვენი 25%-ს კი ლოგინადაა ჩავარდნილი,\Nან გარეთ ვერ გადის. Dialogue: 0,0:06:00.94,0:06:04.91,Default,,0000,0000,0000,,75- 85%-ს კი ნახევარ განაკვეთზე \Nმუშაობაც კი არ შეუძლია. Dialogue: 0,0:06:05.38,0:06:08.09,Default,,0000,0000,0000,,მიუხედავად ამისა,\Nექიმები არ გვმკურნალობენ Dialogue: 0,0:06:08.09,0:06:11.10,Default,,0000,0000,0000,,და მეცნიერება კი არ გვიკვლევს. Dialogue: 0,0:06:11.12,0:06:14.54,Default,,0000,0000,0000,,როგორ მოხდა, რომ ასეთი გავრცელებული \Nდა დამანგრეველი დაავადება, Dialogue: 0,0:06:15.32,0:06:18.18,Default,,0000,0000,0000,,მივიწყებული იქნა მედიცინის მიერ? Dialogue: 0,0:06:18.70,0:06:21.79,Default,,0000,0000,0000,,როდესაც ჩემმა ექიმმა ქცევითი\Nდარღვევის დიაგნოზი დამისვა, Dialogue: 0,0:06:21.81,0:06:24.50,Default,,0000,0000,0000,,მან ქალთა სხეულის შესახებ \Nშეხედულებები მოიხო, Dialogue: 0,0:06:24.52,0:06:26.67,Default,,0000,0000,0000,,რომელებიც 2 500 წელზე მეტია არსებობს. Dialogue: 0,0:06:27.22,0:06:28.95,Default,,0000,0000,0000,,რომაელი ექიმი, გალენი ფიქრობდა, Dialogue: 0,0:06:28.97,0:06:31.94,Default,,0000,0000,0000,,რომ ისტერია სქესობრივი კავშირის\Nნაკლებობით იყო გამოწვეული, Dialogue: 0,0:06:31.97,0:06:35.00,Default,,0000,0000,0000,,განსაკუთრებით კი, ვნებიან ქალებში. Dialogue: 0,0:06:35.12,0:06:37.89,Default,,0000,0000,0000,,ბერძნები მიიჩნევდნენ,\Nრომ საშვილოსნო შრებოდა Dialogue: 0,0:06:37.91,0:06:40.34,Default,,0000,0000,0000,,და სხეულის გარშემო\Nსინესტის საძებრად დაბოდიალებდა, Dialogue: 0,0:06:40.36,0:06:42.26,Default,,0000,0000,0000,,რითიც შინაგან ორგანოებს აწვებოდა... Dialogue: 0,0:06:42.28,0:06:44.40,Default,,0000,0000,0000,,დიახ... Dialogue: 0,0:06:44.65,0:06:47.34,Default,,0000,0000,0000,,რაც იწვევდა სიმპტომებს,\Nმოზღვავებული ემოციებით დაწყებული, Dialogue: 0,0:06:47.37,0:06:50.23,Default,,0000,0000,0000,,თავბრუსხვევასა\Nდა პარალიზებით დამთავრებული. Dialogue: 0,0:06:50.72,0:06:54.70,Default,,0000,0000,0000,,მკურნალობა ქორწინებასა და დედობაში იყო. Dialogue: 0,0:06:54.80,0:06:59.24,Default,,0000,0000,0000,,ეს იდეები, რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე\Nთითქმის უცვლელი იყო, Dialogue: 0,0:06:59.24,0:07:02.94,Default,,0000,0000,0000,,1880-იანებამდე, როცა ნევროლოგებმა \Nისტერიის თეორიის გათანამედროვება სცადეს. Dialogue: 0,0:07:02.94,0:07:04.69,Default,,0000,0000,0000,,ზოგმუნდ ფროიდმა ჩამოაყალიბა თეორია, Dialogue: 0,0:07:04.69,0:07:07.88,Default,,0000,0000,0000,,რომლის მიხედვითაც, არაცნობიერს შეეძლო\Nფიზიკური სიმპტომები წარმოექმნა Dialogue: 0,0:07:07.88,0:07:10.35,Default,,0000,0000,0000,,ისეთ მოგონებებსა და ემოციებთან \Nგასამკლებლებლად, Dialogue: 0,0:07:10.35,0:07:12.84,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც ცნობიერისათვის\Nმეტისმეტად მტკივნეული იყო. Dialogue: 0,0:07:12.84,0:07:15.51,Default,,0000,0000,0000,,ამ გზით ემოციები\Nფიზიკურ სიმპტომებად გარდაიქმნებოდა. Dialogue: 0,0:07:16.51,0:07:19.66,Default,,0000,0000,0000,,ეს ნიშნავდა, რომ კაცებსაც შეიძლება\Nისტერია დამართნოდათ. Dialogue: 0,0:07:19.68,0:07:23.46,Default,,0000,0000,0000,,თუმცა, რა თქმა უნდა,\Nქალები უფრო მოწყვლადები იყვნენ. Dialogue: 0,0:07:23.46,0:07:27.06,Default,,0000,0000,0000,,როდესაც ჩემი დაავადების\Nისტორიის შესწავლა დავიწყე, Dialogue: 0,0:07:27.09,0:07:30.96,Default,,0000,0000,0000,,გავოცდი როცა აღმოვაჩინე,\Nთუ რამდენად ღრმადაა ეს იდეები გამჯდარი. Dialogue: 0,0:07:31.01,0:07:32.01,Default,,0000,0000,0000,,1934 წელს, Dialogue: 0,0:07:32.01,0:07:34.51,Default,,0000,0000,0000,,ლოს-ანჯელესის რეგიონის მთავარი\Nსაავადმყოფოს Dialogue: 0,0:07:34.51,0:07:38.56,Default,,0000,0000,0000,,198 ექიმი, ექთანი და პერსონალი\Nსერიოზულად ავად გახდა. Dialogue: 0,0:07:38.59,0:07:42.100,Default,,0000,0000,0000,,მათ ჰქონდათ კუნთების სისუსტე, კისრისა\Nდა ზურგის გაშეშება და სიცხე. Dialogue: 0,0:07:43.02,0:07:47.04,Default,,0000,0000,0000,,ყველა ის სიმპტომი, რაც მე მქონდა\Nპირველი დიაგნოსტირებისას. Dialogue: 0,0:07:47.04,0:07:50.09,Default,,0000,0000,0000,,ექიმებმა იფიქრეს, რომ ეს\Nპოლიომელიტის ახალი ფორმა იყო. Dialogue: 0,0:07:50.14,0:07:51.27,Default,,0000,0000,0000,,მას შემდეგ, მსოფლიოში Dialogue: 0,0:07:51.27,0:07:54.27,Default,,0000,0000,0000,,70 -ზე მეტი ასეთი პოსტ-ინფექციური \Nდაავადებები მსგავსი Dialogue: 0,0:07:54.27,0:07:57.36,Default,,0000,0000,0000,,გამოვლინებაა დოკუმენტირებული, Dialogue: 0,0:07:57.42,0:08:01.37,Default,,0000,0000,0000,,ყველა ამ შემთხვევამ\Nქალებზე არაპროპორციულად მეტად იმოქმედა. Dialogue: 0,0:08:01.48,0:08:05.41,Default,,0000,0000,0000,,როცა ექიმებმა დაავადების \Nგამომწვევ მიზეზს ვერ მიაგნეს, Dialogue: 0,0:08:05.43,0:08:08.57,Default,,0000,0000,0000,,იფიქრეს, რომ ეს მასობრივი ისტერია იყო. Dialogue: 0,0:08:09.12,0:08:13.24,Default,,0000,0000,0000,,რატომ იყო ეს იდეა ასეთი მდგრადი? Dialogue: 0,0:08:13.24,0:08:15.46,Default,,0000,0000,0000,,ვფიქრობ ამას სექსიზმთან \Nუნდა ჰქონდეს კავშირი, Dialogue: 0,0:08:15.46,0:08:18.83,Default,,0000,0000,0000,,თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ექიმებს \Nგულწრფელად უნდათ კიდეც დაგვეხმარონ. Dialogue: 0,0:08:18.85,0:08:20.62,Default,,0000,0000,0000,,უნდათ, რომ პასუხები იცოდნენ. Dialogue: 0,0:08:20.65,0:08:25.54,Default,,0000,0000,0000,,და ეს აიძულებს მათ უმკურნალონ ისეთ რამეს,\Nრაც სხვა შემთხვევაში არ იკურნება. Dialogue: 0,0:08:25.56,0:08:28.37,Default,,0000,0000,0000,,ახსნან დაავადება,\Nრომელსაც ახსნა არ გააჩნია. Dialogue: 0,0:08:29.08,0:08:32.27,Default,,0000,0000,0000,,პრობლემა ისაა,\Nრომ ამას ზიანის მოყენება შეუძლია. Dialogue: 0,0:08:32.38,0:08:35.98,Default,,0000,0000,0000,,1950-იან წლებში, ფსიქიატრმა ელიოტ სლატერმა Dialogue: 0,0:08:36.00,0:08:40.19,Default,,0000,0000,0000,,85 პაციენტი გამოიკვლია,\Nრომელთაც ისტერიის დიაგნოზი დაუსვეს. Dialogue: 0,0:08:40.77,0:08:44.76,Default,,0000,0000,0000,,9 წლის შემდეგ,12 მათგანი გარდაცივალა, \N30 კი, უნარშეზღუდული გახდა. Dialogue: 0,0:08:44.79,0:08:47.78,Default,,0000,0000,0000,,ბევრ მათგანს შესაბამისი\Nდიაგნოზი არ ჰქონდა დასმული, როგორიცაა: Dialogue: 0,0:08:47.78,0:08:51.10,Default,,0000,0000,0000,,გაფანტული სკლეროზი,\Nეპილეფსია, ტვინის სიმსივნე. Dialogue: 0,0:08:51.26,0:08:54.98,Default,,0000,0000,0000,,1980 წელს ისტერიას ოფიციალურად \N"ქცევითი დარღვევა" დაერქვა. Dialogue: 0,0:08:55.56,0:08:58.89,Default,,0000,0000,0000,,როდესაც ჩემმა ნევროლოგმა\Nეს დიაგნოზი 2012 წელს დამისვა, Dialogue: 0,0:08:58.91,0:09:01.53,Default,,0000,0000,0000,,ის ფროიდს სიტყვა-სიტყვით \Nახმოვანებდა. Dialogue: 0,0:09:01.68,0:09:03.95,Default,,0000,0000,0000,,დღესაც კი, Dialogue: 0,0:09:03.95,0:09:08.11,Default,,0000,0000,0000,,ქალებს 2-დან 10-მდე\Nმეტჯერ უსვამენ ამ დიაგნოზს. Dialogue: 0,0:09:08.95,0:09:12.49,Default,,0000,0000,0000,,ისტერიის და ფსიქოგენური დაავადებების\Nთეორიის პრობლემა ისაა, Dialogue: 0,0:09:12.51,0:09:14.91,Default,,0000,0000,0000,,რომ მისი დამტკიცება შეუძლებელია. Dialogue: 0,0:09:14.91,0:09:17.97,Default,,0000,0000,0000,,ის განმარტებიდანვე\Nმტკიცებულების არ არსებობას ნიშნავს Dialogue: 0,0:09:18.09,0:09:19.57,Default,,0000,0000,0000,,და მ.ე.-ს შემთხვევაში, Dialogue: 0,0:09:19.59,0:09:23.60,Default,,0000,0000,0000,,ფსიქოლოგიურმა ახსნებმა\Nბიოლოგიური გამოკვლევები შეაფერხა. Dialogue: 0,0:09:23.62,0:09:27.32,Default,,0000,0000,0000,,მსოფლიოში მ.ე. ერთ-ერთი ყველაზე \Nნაკლებად დაფინანსებული დაავადებაა. Dialogue: 0,0:09:27.32,0:09:34.26,Default,,0000,0000,0000,,აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 2 500$ \Nვხარჯავთ თითოეულ შიდსიან პაციენტზე, Dialogue: 0,0:09:34.81,0:09:37.82,Default,,0000,0000,0000,,250$-ს თითოეულ გაფანტული \Nსკლეროზის მქონე პაციენტზე Dialogue: 0,0:09:38.10,0:09:41.60,Default,,0000,0000,0000,,და მხოლოდ 5$-ს თითოეულ მ.ე. პაციენტზე. Dialogue: 0,0:09:42.12,0:09:44.21,Default,,0000,0000,0000,,ეს არ იყო ერთი შემთხვევა. Dialogue: 0,0:09:44.23,0:09:46.21,Default,,0000,0000,0000,,ჩემი შემთხვევა უიღბლობა არ ყოფილა. Dialogue: 0,0:09:46.49,0:09:49.58,Default,,0000,0000,0000,,ჩემი დაავადების მიმართ უცოდინრობა\Nარჩევანი იყო: Dialogue: 0,0:09:49.61,0:09:54.85,Default,,0000,0000,0000,,იმ ინსტიტუციების არჩევანი,\Nრომლებსაც ჩვენი დაცვა ევალებათ. Dialogue: 0,0:09:54.92,0:09:58.03,Default,,0000,0000,0000,,არ ვიცით მ.ე. ზოგჯერ მთელს ოჯახებს\Nრატომ ემართებათ. Dialogue: 0,0:09:58.03,0:10:00.90,Default,,0000,0000,0000,,რატომ გემართებათ ის,\Nთითქმის ნებისმიერი ინფექციის შემდეგ. Dialogue: 0,0:10:00.92,0:10:04.87,Default,,0000,0000,0000,,ენტეროვირუსიდან დაწყებული\Nეპშტეინ-ბარის და Q ვირუსით დამთავრებული. Dialogue: 0,0:10:05.12,0:10:08.68,Default,,0000,0000,0000,,ან რატომ ავადდებიან 2-ჯერ,\N3-ჯერ უფრო მეტად ქალები. Dialogue: 0,0:10:08.74,0:10:11.93,Default,,0000,0000,0000,,ეს ბევრად უფრო დიდი პრობლემაა,\Nვიდრე მხოლოდ ჩემი ავადმყოფობა. Dialogue: 0,0:10:11.94,0:10:13.54,Default,,0000,0000,0000,,როცა პირველად ავად გავხდი, Dialogue: 0,0:10:13.56,0:10:15.72,Default,,0000,0000,0000,,ძველი მეგობრები დამიკავშირდნენ. Dialogue: 0,0:10:15.81,0:10:19.51,Default,,0000,0000,0000,,მალევე იმ ქალების ჯგუფში ამოვყავი თავი,\Nრომლებიც 30 წელს მიღწეულები იყვნენ Dialogue: 0,0:10:19.51,0:10:21.38,Default,,0000,0000,0000,,და რომელთა სხეულებიც იშლებოდა. Dialogue: 0,0:10:21.38,0:10:24.32,Default,,0000,0000,0000,,გასაოცარი ის იყო, თუ რამდენი\Nძალისხმევა გვჭირდებოდა იმისთვის, Dialogue: 0,0:10:24.32,0:10:26.13,Default,,0000,0000,0000,,რომ ვინმეს სერიოზულად აღვექვით. Dialogue: 0,0:10:26.13,0:10:28.80,Default,,0000,0000,0000,,ერთი ქალის შესახებ გავიგე,\Nრომელსაც სკელეროდერმია ჰქონდა, Dialogue: 0,0:10:28.80,0:10:30.90,Default,,0000,0000,0000,,შემაერთებელი ქსოვილის\Nავტოიმუნური დაავადება. Dialogue: 0,0:10:30.92,0:10:33.83,Default,,0000,0000,0000,,წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ,\Nრომ ეს მხოლოდ მის თავში იყო, Dialogue: 0,0:10:33.83,0:10:35.93,Default,,0000,0000,0000,,დაავადების დაწყებიდან დაგნოზის დასმამდე. Dialogue: 0,0:10:35.95,0:10:38.38,Default,,0000,0000,0000,,მისი საყლაპავი იმდენად დაზიანდა, Dialogue: 0,0:10:38.40,0:10:40.65,Default,,0000,0000,0000,,რომ ის ვეღარასოდეს შეძლებს ჭამას. Dialogue: 0,0:10:40.67,0:10:43.30,Default,,0000,0000,0000,,კიდევ ერთი ქალი საშვილოსნოს კიბოთი, Dialogue: 0,0:10:43.38,0:10:47.23,Default,,0000,0000,0000,,რომელსაც წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ,\Nრომ უბრალოდ ადრეული მენოპაუზა ჰქონდა. Dialogue: 0,0:10:47.23,0:10:48.76,Default,,0000,0000,0000,,კოლეჯის მეგობარი, Dialogue: 0,0:10:48.78,0:10:52.68,Default,,0000,0000,0000,,რომლის ტვინის კიბოს, წლების განმავლობაში \Nშფოთვით აშლილობად თვლიდნენ. Dialogue: 0,0:10:54.17,0:10:56.82,Default,,0000,0000,0000,,აი, რატომ მაღელვებს ეს: Dialogue: 0,0:10:56.82,0:11:00.76,Default,,0000,0000,0000,,1950-იანი წლებიდან მოყოლებული მრავალი\Nავტოიმუნური დაავადების მაჩვენებლები Dialogue: 0,0:11:00.76,0:11:02.84,Default,,0000,0000,0000,,გაორმაგებიდ და გასსამაგდა. Dialogue: 0,0:11:02.84,0:11:04.37,Default,,0000,0000,0000,,იმ პაციენტების 45%, Dialogue: 0,0:11:04.37,0:11:07.69,Default,,0000,0000,0000,,რომლებსაც საბოლოოდ\Nავტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, Dialogue: 0,0:11:07.69,0:11:10.75,Default,,0000,0000,0000,,თავდაპირველად უთხრეს,\Nრომ ჰიპოხონდრიები იყვნენ. Dialogue: 0,0:11:10.78,0:11:13.93,Default,,0000,0000,0000,,როგორც ძველად ისტერიისას,\Nახლაც ეს სქესთანაა დაკავშირებული Dialogue: 0,0:11:13.96,0:11:16.96,Default,,0000,0000,0000,,და იმასთან, თუ ვისი მონაყოლის გვჯერა. Dialogue: 0,0:11:16.97,0:11:20.62,Default,,0000,0000,0000,,ავტოიმუნური პაციენტების 75% ქალები არიან. Dialogue: 0,0:11:20.65,0:11:23.83,Default,,0000,0000,0000,,ზოგიერთ დაავადებებში\Nმათი რაოდენობა 90 %-მდეა. Dialogue: 0,0:11:24.26,0:11:27.93,Default,,0000,0000,0000,,მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებები\Nქალებზე არაპროპორციულად მოქმედებს, Dialogue: 0,0:11:27.96,0:11:29.92,Default,,0000,0000,0000,,ეს ქალური დაავადებები არაა. Dialogue: 0,0:11:29.92,0:11:33.32,Default,,0000,0000,0000,,მ.ე. ბავშვებს და \Nმილიონობით კაცსაც ემართება. Dialogue: 0,0:11:33.34,0:11:35.13,Default,,0000,0000,0000,,როგორც ერთმა პაციენტმა მითხრა, Dialogue: 0,0:11:35.15,0:11:36.91,Default,,0000,0000,0000,,ყველა მხრიდან პრობლემაა. Dialogue: 0,0:11:36.91,0:11:40.29,Default,,0000,0000,0000,,თუ ქალი ხარ გეუბნებიან,\Nრომ სიმპტომებს აზვიადებ. Dialogue: 0,0:11:40.32,0:11:43.92,Default,,0000,0000,0000,,თუ კაცი ხარ გეუბნებიან,\Nრომ ძლიერი უნდა იყო. Dialogue: 0,0:11:44.68,0:11:48.82,Default,,0000,0000,0000,,კაცებისთვის დიაგნოზის დასმა,\Nშეიძლება უფრო რთული იყოს. Dialogue: 0,0:11:57.42,0:12:00.71,Default,,0000,0000,0000,,ჩემი ტვინი აღარაა ის რაც იყო. Dialogue: 0,0:12:03.12,0:12:13.35,Default,,0000,0000,0000,,(აპლოდისმენტები ჟესტურ ენაზე) Dialogue: 0,0:12:13.91,0:12:16.26,Default,,0000,0000,0000,,ამ ყველაფრის ნათელი მხარე ისაა, Dialogue: 0,0:12:16.64,0:12:19.54,Default,,0000,0000,0000,,რომ მიუხედავად ყველაფრისა,\Nჯერ კიდევ მაქვს იმედი. Dialogue: 0,0:12:19.90,0:12:23.80,Default,,0000,0000,0000,,იმდენი დაავადებებია, რომლებსაც ერთ დროს\Nფსიქოლოგიურად თვლიდნენ, Dialogue: 0,0:12:23.83,0:12:27.23,Default,,0000,0000,0000,,სანამ მეცნიერებამ მათი ბიოლოგიური\Nმექანიზმები აღმოაჩინა. Dialogue: 0,0:12:27.23,0:12:30.84,Default,,0000,0000,0000,,ეპილეფსიის მქონე პაციენტებს\Nიძულებით ფსიქიატრიულში ათავსებდნენ, Dialogue: 0,0:12:30.84,0:12:32.47,Default,,0000,0000,0000,,სანამ ელექტროენცოფალოგრამით Dialogue: 0,0:12:32.47,0:12:35.30,Default,,0000,0000,0000,,ტვინში პათოლოგიური ელექტრული\Nაქტივობის გაზომვა არ შევძელით Dialogue: 0,0:12:35.39,0:12:39.10,Default,,0000,0000,0000,,გაფანტული სკლეროზის დროს შეცდომით\Nისტერიული დამბლის დიაგნოზს სვამდნენ. Dialogue: 0,0:12:39.10,0:12:42.12,Default,,0000,0000,0000,,სანამ CAT სკანირებამ და მაგნეტურ- \Nრეზონანსულმა გამოსახულებამ, Dialogue: 0,0:12:42.12,0:12:43.57,Default,,0000,0000,0000,,ტვინის დაზიანება აღმოაჩინეს. Dialogue: 0,0:12:43.57,0:12:45.04,Default,,0000,0000,0000,,სულ წოტა ხნის წინ გვეგონა, Dialogue: 0,0:12:45.06,0:12:48.15,Default,,0000,0000,0000,,რომ მუცლის წყლულს სტრესი იწვევდა, Dialogue: 0,0:12:48.15,0:12:52.57,Default,,0000,0000,0000,,სანამ აღმოვაჩნეთ,\Nრომ ჰელიკობაქტერია პილორი იყო მიზეზი. Dialogue: 0,0:12:52.80,0:12:57.76,Default,,0000,0000,0000,,მ.ე.-ს არასდროს მიუღია მეცნიერებისგან,\Nიმდენი ყურადღება რამდენიც სხვა დაავადებებს Dialogue: 0,0:12:57.76,0:12:59.80,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ ცვლილება დაწყებულია. Dialogue: 0,0:12:59.80,0:13:03.97,Default,,0000,0000,0000,,გერმანიაში მეცნიერები ავტოიმუნირი \Nდარღვევის მტკიცებულების ძიებას იწყებენ, Dialogue: 0,0:13:03.97,0:13:06.42,Default,,0000,0000,0000,,იაპონიაში კი ტვინის ანთების. Dialogue: 0,0:13:06.42,0:13:09.60,Default,,0000,0000,0000,,აშშ-ში სტანფორდის\Nუნივერსიტეტის მეცნიერები, Dialogue: 0,0:13:09.60,0:13:12.72,Default,,0000,0000,0000,,ენერგეტიკული მეტაბოლიზმის\Nისეთ პათოლოგიებს ეძებენ. Dialogue: 0,0:13:12.72,0:13:15.84,Default,,0000,0000,0000,,რომლებიც ნორმიდან 16 სტანდარტულ\Nგადახრას წარმოადგენენ. Dialogue: 0,0:13:16.21,0:13:20.63,Default,,0000,0000,0000,,ნორვეგიაში კიბოს იმ წამლის\Nკლინიკური კვლევის მესამე ფაზაზე არიან, Dialogue: 0,0:13:20.63,0:13:25.50,Default,,0000,0000,0000,,რომელიც ზოგიერთ პაციენტში\Nსრულ რემისიას იწვევს. Dialogue: 0,0:13:25.50,0:13:30.04,Default,,0000,0000,0000,,ის რაც იმედს მაძლევს,\Nარის ასევე პაციენტების გამძლეობა. Dialogue: 0,0:13:31.48,0:13:36.24,Default,,0000,0000,0000,,ინტერნეტში თავი ერთად მოვიყარეთ\Nდა ჩვენი ისტორიები ერთმანეთს გავუზიარეთ. Dialogue: 0,0:13:37.36,0:13:40.56,Default,,0000,0000,0000,,შევისწავლეთ რა კვლევებიც არსებობდა Dialogue: 0,0:13:40.56,0:13:43.56,Default,,0000,0000,0000,,და ჩვენ თავზე გამოვცადეთ. Dialogue: 0,0:13:43.56,0:13:45.10,Default,,0000,0000,0000,,ჩვენი თავის მეცნიერები და ექიმები გავხდით, Dialogue: 0,0:13:45.10,0:13:48.10,Default,,0000,0000,0000,,რადგან სხვა გზა არ გვქონდა. Dialogue: 0,0:13:48.10,0:13:52.45,Default,,0000,0000,0000,,ასე ნელ-ნელა 5% აქ, 5% იქ, Dialogue: 0,0:13:52.45,0:13:54.30,Default,,0000,0000,0000,,სანამ საბოლოოდ, ერთ მშვენიერ დღეს Dialogue: 0,0:13:54.30,0:13:57.30,Default,,0000,0000,0000,,სახლიდან გასვლა შევძელი. Dialogue: 0,0:13:57.30,0:13:59.91,Default,,0000,0000,0000,,ისევ მიწევდა სულელური\Nგადაწყვეტილებების მიღება: Dialogue: 0,0:14:00.29,0:14:04.10,Default,,0000,0000,0000,,ბაღში 15 წუთი ვმჯდარიყავი,\Nთუ თავი დამებანა? Dialogue: 0,0:14:04.48,0:14:07.97,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ იმედი მომეცა,\Nრომ შეიძლება განვკურნებულიყავი. Dialogue: 0,0:14:07.97,0:14:09.99,Default,,0000,0000,0000,,ავადმყოფი სხეული მქონდა, სულ ეს იყო. Dialogue: 0,0:14:10.36,0:14:15.18,Default,,0000,0000,0000,,და სწორი დახმარებით შეიძლება \Nერთ დღეს უკეთ გავხდე. Dialogue: 0,0:14:15.18,0:14:18.45,Default,,0000,0000,0000,,შევიკრიბეთ პაციენტები მთელი მსოფლიოდან Dialogue: 0,0:14:19.19,0:14:22.00,Default,,0000,0000,0000,,და ბრძოლა დავიწყეთ. Dialogue: 0,0:14:22.00,0:14:24.84,Default,,0000,0000,0000,,ჩვენი სიცარიელე\Nრაღაც მშვენიერებით შევავსეთ, Dialogue: 0,0:14:24.84,0:14:27.84,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ ეს საკმარისი არაა. Dialogue: 0,0:14:27.84,0:14:32.10,Default,,0000,0000,0000,,ჯერ კიდევ არ ვიცი სირბილს\Nთუ შევძლებ კიდევ ოდესმე, Dialogue: 0,0:14:32.49,0:14:34.35,Default,,0000,0000,0000,,ან ნებისმიერ შორ მანძილზე სიარულს, Dialogue: 0,0:14:34.35,0:14:38.86,Default,,0000,0000,0000,,ან რაიმე აქტიური მოძრაობების შესრულებას,\Nრომლებსაც ახლა მხოლოდ სიზმრებში ვახერხებ. Dialogue: 0,0:14:38.86,0:14:42.19,Default,,0000,0000,0000,,თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ\Nამხელა შედეგებით. Dialogue: 0,0:14:42.98,0:14:44.48,Default,,0000,0000,0000,,პრიგრესი ნელია, Dialogue: 0,0:14:44.48,0:14:46.49,Default,,0000,0000,0000,,ხან უკეთესობაა, Dialogue: 0,0:14:46.49,0:14:49.11,Default,,0000,0000,0000,,ხან უარესობა, Dialogue: 0,0:14:49.11,0:14:52.77,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ დღითიდღე ცოტათი უკეთ ვხდები. Dialogue: 0,0:14:54.16,0:14:57.82,Default,,0000,0000,0000,,მახსენდება როგორი იყო,\Nროდესაც საძინებელში გამოკეტილი ვიყავი, Dialogue: 0,0:14:58.78,0:15:02.25,Default,,0000,0000,0000,,როდესაც თვეები იყო გასული,\Nრაც მზე აღარ მენახა. Dialogue: 0,0:15:03.26,0:15:06.03,Default,,0000,0000,0000,,ვფიქრობდი, იქვე მოვკვდებოდი, Dialogue: 0,0:15:06.03,0:15:09.03,Default,,0000,0000,0000,,მაგრამ დღეს აქ ვარ, Dialogue: 0,0:15:09.03,0:15:12.47,Default,,0000,0000,0000,,თქვენთან ერთად Dialogue: 0,0:15:12.47,0:15:15.81,Default,,0000,0000,0000,,და ეს სასწაულია. Dialogue: 0,0:15:15.81,0:15:19.93,Default,,0000,0000,0000,,არ ვიცი რა მოხდებოდა,\Nასეთი იღბლიანი რომ არ ვყოფილიყავი, Dialogue: 0,0:15:19.93,0:15:22.58,Default,,0000,0000,0000,,ავად ინტერნეტის არსებობამდე\Nრომ გავმხდარიყავი Dialogue: 0,0:15:22.58,0:15:25.50,Default,,0000,0000,0000,,და ჩემი თემი რომ არ მეპოვა. Dialogue: 0,0:15:25.50,0:15:28.50,Default,,0000,0000,0000,,ალბათ თავს მოვიკლავდი, Dialogue: 0,0:15:28.50,0:15:31.70,Default,,0000,0000,0000,,ისევე როგორც ბევრმა სხვამ ქნა. Dialogue: 0,0:15:32.35,0:15:35.57,Default,,0000,0000,0000,,რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო\Nათწლეულების წინ, Dialogue: 0,0:15:35.57,0:15:38.31,Default,,0000,0000,0000,,სწორი კითხვები რომ დაგვესვა? Dialogue: 0,0:15:38.31,0:15:41.63,Default,,0000,0000,0000,,დღეს რამდენი სიცოცხლე\Nშეგვიძლია გადავარჩინოთ, Dialogue: 0,0:15:41.63,0:15:45.13,Default,,0000,0000,0000,,თუ გადავწყვეტთ\Nრომ მუშაობას მართლაც შევუდგეთ. Dialogue: 0,0:15:45.32,0:15:49.28,Default,,0000,0000,0000,,თუნდაც ჩემი დაავადების ნამდვილი \Nმიზეზი აღმოვაჩინოთ, Dialogue: 0,0:15:49.28,0:15:52.04,Default,,0000,0000,0000,,თუ არ შევცვლით\Nჩვენს ინსტიტუციებს და კულტურას, Dialogue: 0,0:15:52.13,0:15:55.02,Default,,0000,0000,0000,,იგივეს სხვა დაავადებებთან\Nმიმართებაში გავიმეორფებთ. Dialogue: 0,0:15:55.72,0:15:57.89,Default,,0000,0000,0000,,ამ დაავადებით ცხოვრებამ მასწავლა, Dialogue: 0,0:15:58.04,0:16:00.97,Default,,0000,0000,0000,,რომ მეცნიერება და მედიცინა\Nმთლიანად ადამიანური ძალისხმევაა. Dialogue: 0,0:16:00.97,0:16:02.89,Default,,0000,0000,0000,,ექიმები, მეცნიერები და პოლიტიკოსები Dialogue: 0,0:16:02.93,0:16:06.57,Default,,0000,0000,0000,,არ არიან დაზღვეულები იმ სტერეოტიპებისგან, Dialogue: 0,0:16:06.70,0:16:09.59,Default,,0000,0000,0000,,რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. Dialogue: 0,0:16:11.26,0:16:14.70,Default,,0000,0000,0000,,უფრო ნიუანსურად უნდა ვიფიქროთ\Nქალების ჯანმრთელობაზე. Dialogue: 0,0:16:15.50,0:16:18.67,Default,,0000,0000,0000,,ჩვენი იმუნირი სისტემები ისეთივე \Nბრძოლის ველია თანასწორობისთვის, Dialogue: 0,0:16:18.81,0:16:21.09,Default,,0000,0000,0000,,როგორც დანარჩენი სხეული. Dialogue: 0,0:16:21.11,0:16:23.78,Default,,0000,0000,0000,,უნდა მოვისმინოთ პაციენტების მონაყოლი Dialogue: 0,0:16:23.78,0:16:26.91,Default,,0000,0000,0000,,და უნდა შეგვძელოს ვთქვათ: "არ ვიცი". Dialogue: 0,0:16:27.76,0:16:30.26,Default,,0000,0000,0000,,"არ ვიცი" მშვენიერი რამაა. Dialogue: 0,0:16:30.42,0:16:33.86,Default,,0000,0000,0000,,"არ ვიციდან" იწყება აღმოჩენები Dialogue: 0,0:16:35.32,0:16:37.30,Default,,0000,0000,0000,,და თუ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ, Dialogue: 0,0:16:37.30,0:16:40.13,Default,,0000,0000,0000,,თუ თვალუწვდენელ შეუცნობელ სივრცეს\Nსწორად მივუდგებით, Dialogue: 0,0:16:40.13,0:16:43.07,Default,,0000,0000,0000,,მაშინ მასთან შეხვედრისას\Nგაურკვევლობის შიში, Dialogue: 0,0:16:43.20,0:16:47.09,Default,,0000,0000,0000,,შეიძლება განცვიფრებით შეგვეცვალოს. Dialogue: 0,0:16:47.48,0:16:50.48,Default,,0000,0000,0000,,მადლობა. Dialogue: 0,0:16:51.30,0:16:54.76,Default,,0000,0000,0000,,მადლობა.