-
ვიპოვოთ ჯამი: უარყოფით
15-ს დამატებული უარყოფითი 46,
-
დამატებული უარყოფითი 29.
-
ეს რომ გავაკეთოთ, პირველად
ვიზუალურად წარმოვადგინოთ
-
როგორ
გამოიყურება თითოეული ეს რიცხვი.
-
დავხაზავ რიცხვთ
ღერძს თითოეული მათგანისთვის.
-
უარყოფითი 15 იქნება რაღაც ასეთი.
-
თუ ეს არის 0,
ვთქვათ, რომ ეს არის უარყოფითი 15.
-
წარმოვადგენ უარყოფით 15-ს ისრის
სახით, ნულიდან უარყოფით 15-მდე.
-
ისრის სიგრძე
არის ამის აბსოლუტური სიდიდე.
-
ეს არის მანძილი ნულიდან.
-
სიგრძე აქ არის 15.
-
და უარყოფითი
გვეუბნება, რომ მივუთითებთ მარცხნივ.
-
აბსოლუტური სიდიდე არის 15.
-
ეს არის ისრის სიგრძე.
-
გავაკეთოთ
იგივე უარყოფითი 46-სთვის.
-
ისევ დავხატავ ჩემს რიცხვით ღერძს.
-
დავსვამ ნულს, იქნება აი, აქ.
-
უარყოფითი 46 იქნება, სადღაც, აი, აქ.
-
ყურადღება
მიაქციეთ, რომ ზუსტად იგივე იდეაა.
-
მანძილი უარყოფით 46-ს და ნულს
შორის. სხვა მხრივ რომ ვიფიქროთ,
-
ეს არის უარყოფითი
46-ის აბლოსუტური სიდიდე.
-
ეს მანძილი იქნება 46.
-
მისი მიმართულება არის მარცხნივ.
-
ამიტომ, ვიღებთ რიცხვ უარყოფით 46–ს.
-
უარყოფითი ნამდვილად გეუბნებათ
-
ნულის მარცხნივ ხართ თუ მარჯვნივ.
-
აბსოლუტური სიდიდე გეუბნებათ
-
რამდენად შორს
ხართ ნულიდან მარცხნივ ან მარჯვნივ.
-
ბოლოს, იგივეს
გავაკეთებ უარყოფითი 29–სთვის.
-
კიდევ
ერთხელ, დავხატავ რიცხვით ღერძს.
-
გამოვიყენებ ისევ ყვითელს.
-
დავხატე ჩემი რიცხვითი ღერძი.
-
ვთქვათ, ეს არის 0, უარყოფითი
29 იქნება დაახლოებით, აი აქ.
-
კიდევ ერთხელ, უარყოფითი 29 არის
ზუსტად 29–ით დაშორებული 0–დან.
-
ასე რომ,
ეს სიგრძე არის 29 და ის არის მარცხნივ,
-
ამიტომ, ის არის უარყოფითი 29.
-
დადებითი 29 რომ
იყოს, იქნებოდა 29-ით მარჯვნივ 0–დან.
-
წარმოვადგინეთ
ყველა ეს რიცხვი და შეგიძლიათ, ნახოთ
-
რა არის მათი აბსოლუტური სიდიდე.
-
ახლა დავფიქრდეთ,
რა მოხდება, თუ მათ შევკრებთ.
-
ერთი გზა,
რომ იფიქრო ამ რიცხვების შეკრებაზე
-
არის ამ ისრების შეკრება.
-
ამ ისარს თუ დავსვამთ ამ ისრის წვერზე
-
ან ამ ისრის მარცხნივ,
-
თუ დაიწყებ
იქიდან, სადაც ეს ისარი მთავრდება,
-
შემდეგ ჩასვამ ამ მწვანე ისარს.
-
შემდეგ, ჩასვამ ნარინჯისფერ ისარს.
-
მოდით,
გავაკეთოთ ეს. დავხატოთ ეს.
-
ეს იქნება უფრო გრძელი ისარი.
-
დავიწყებთ ნულიდან.
-
პირველად გვაქვს უარყოფითი 15.
-
გადავდივართ 15-ით მარცხნივ,
რომ მივიდეთ უარყოფით 15-თან.
-
შემდეგ გადავალთ 46–ით მარცხნივ,
რომ მივიდეთ უარყოფით 15-ს
-
დამატებულ უარყოფით 46-თან.
-
დავხატავ ამას. შემდეგ გვინდა...
-
შემდეგ
გავარკვევთ, რას უდრის ეს რიცხვი.
-
შემდეგ გადავალთ 46-ით მარცხნივ. ეს
დაახლოებით ამდენით დაშორებულია.
-
ეს არის ეს ისარი. მე დავსავ მას.
-
ვიწყებ იქიდან,
სადაც უარყოფითი 15 დაიწყო ან
-
სადაც უარყოფითი 15 დასრულდა.
-
ამ ისარს დავსვამ ამის შემდეგ.
-
არ ვიცით ჯერ, რა რიცხვს მივიღებთ.
-
მცირე გამოთვლა უნდა გავაკეთოთ.
-
ეს არის ამ მაგალითის აზრი.
-
ვიცით, ამ ისრის სიგრძე არის 46.
-
ის არის 46 მარცხნივ.
-
ვიცით, ამ
მოვარდისფრო ისრის სიგრძე არის 15.
-
ბოლოს, გვაქვს ეს ნარინჯისფერი
ისარი, რომლის სიგრძეც არის 29.
-
აგრეთვე, ის არის 29 მარცხნივ.
-
ეს ასე გამოიყურება. მისი სიგრძეა 29.
-
როდესაც ყველაფერი
ვთქვი და გავაკეთე, სად ვართ ჩვენ?
-
სად მივედით რიცხვით ღერძზე?
-
სრული სიგრძე, რაც მარცხნივ გვაქვს,
-
იქნება 15-ს
დამატებული 46 დამატებული 29.
-
მაგრამ ეს იქნება
მარცხნივ, ანუ, ეს იქნება უარყოფითი.
-
შეგვიძლია, ამას შევხედოთ, როგორც
--რადგან ყველას ერთნაირი ნიშანი აქვს--
-
შეხედეთ, ეს არის იგივე, რაც
-
უარყოფითი 15-ის
აბსოლუტურ სიდიდეს დამატებული
-
უარყოფითი
46-ის აბსოლუტური სიდიდე
-
დამატებული უარყოფითი
29-ის აბსოლუტური სიდიდე.
-
მაგრამ, მოვაშორებთ
უარყოფით მნიშვნელობას.
-
შევკრიბოთ ესენი.
-
15-ს დამატებული 46,
დამატებული 29 ტოლია... ვნახოთ...
-
ხუთს დამატებული 6 არის 11.
-
11-ს დამატებული
9 არის 20. გადავიტანოთ 2.
-
ორს დამატებული
1 არის 3. სამს დამატებული 4 არის 7.
-
შვიდს დამატებული
2 არის 9. ასე რომ, მიიღეთ 90.
-
ეს სრული სიგრძე არის 90.
-
თუ შეკრებთ ისრებს, მიიღებთ 90–ს.
-
მაგრამ ეს არ არის 90 მარჯვნივ.
-
90 მარჯვნივ რომ იყოს,
ყველა ეს დადებითი იქნებოდა.
-
მივიღებდით დადებით 90-ს.
-
მაგრამ, ეს არის 90 მარცხნივ.
-
ასე რომ, როცა მათ
შეკრებთ, ვერ მიიღებთ დადებით 90–ს.
-
მიიღებთ უარყოფით 90–ს.
-
მოკლედ,
ერთი გზა რომ იფიქროთ ამაზე არის
-
ის, რომ
აქ ყველას ერთნაირი ნიშანი აქვს.
-
მოკლედ, ეს ტოლი იქნება
უარყოფითი 15-ის უარყოფით მოდულს
-
დამატებული
უარყოფითი 46-ის მოდული და
-
დამატებული
უარყოფითი 29-ის მოდული.
-
-- და რატომაც ვწერთ ამას --
-
ეს შეიძლება
არარეალურად გამოიყურება, მაგრამ
-
ეს ნამდვილად
არის ამ იასამნისფერი ისრის სიგრძე.
-
ეს 46-ის მოდული,
-
ეს არის მწვანე ისრის სიგრძე, 46.
-
ეს არის ნარინჯისფერი ისრის სიგრძე.
-
მოკლედ, 15-ს დამატებული
46, დამატებული 29 გვაძლევს 90-ს.
-
მაგრამ ეს არის მარცხნივ, სწორედ
ამიტომ, ეს არის უარყოფითი 90.