ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული
-
0:02 - 0:08ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული
-
0:08 - 0:13გამარჯობა, მე ვარ ჯენი მარტინი, Symentec-ის
კიბერუსაფრთხოების გამოძიების დირექტორი. -
0:13 - 0:17დღეს კიბერ დანაშაული უზარმაზარ
პრობლემებს უქმნის საზოგადოებას -
0:17 - 0:22პერსინალური, ფინანსური და ეროვნული
უსაფრთხოების კუთხითაც კი. -
0:22 - 0:27მხოლოდ გასულ წლებში ასეულობით
მილიონი საკრედიტო ბარათის ნომერი მოიპარეს, -
0:27 - 0:32ათეულობით მილიონი სოციალური უსაფრთხოების
ნომრები და ჯანმრთელობის ჩანაწერები, -
0:32 - 0:35ბირთვული ცენტრიფუგებიც კი დაჰაკეს
-
0:35 - 0:42და საჰაერო დრონები გაიტაცეს. ეს ყველაფერი
კეთდება პროგრამის სისუსტეებით მანიპულირებით -
0:42 - 0:51ან, უფრო ხშირად, ადამიანების გაუმიზნავი
გადაწყვეტილებების ბოროტად გამოყენებით. -
0:51 - 0:56ადამიანი, რომლებიც ამ კიბერ დანაშაულს
ჩადის, შეიძლება იყოს ნებისმიერი, -
0:56 - 0:59დაწყებული საერთოშორისო ტერორისტით
და დამთავრებული თინეიჯერით, -
0:59 - 1:02რომელიც სხვებს ეჯიბრება
კანონების დარღვევაში -
1:02 - 1:06დღესდღეობით, უდიდეს ქვეყნებს ჰყავთ
არა მხოლოდ რეგულარული არმია, -
1:06 - 1:09არამედ კარგად შეიარაღებული კიბერ არმია.
-
1:09 - 1:12უფრო მეტიც, შემდეგი მსოფლიო ომი შეიძლება,
საერთოდაც არ წარიმართოს ტრადიციული იარაღით -
1:12 - 1:16არამედ კომპიუტერებით, რომლებიც შეზღუდავენ
წყლის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით, -
1:16 - 1:21გათიშავენ ელექტრომომარაგების ქსელს
და ტრანსპორტირების სისტემებს. -
1:21 - 1:25გამარჯობა, მე ვარ პარისა და ვარ
გუგლის უსაფრთხოების პრინცესა. -
1:25 - 1:29მიმუშავია ძალიან ბევრ სხვადასხვა
პროდუქტზე და მიცდია სხვადასხვა გზა, -
1:29 - 1:33როგორ გამეხადა პროგრამები
რაც შეიძლება უსაფრთხო. -
1:33 - 1:37მოდით, ვნახოთ, როგორ
მუშაობს კიბერ დანაშაული. -
1:37 - 1:42ვისწავლით პროგრამული ვირუსების შესახებ,
სერვისის უარყოფის შეტევებს და ფიშინგებს. -
1:42 - 1:46ბიოლოგიასა და ცხოვრებაში, ვირუსი
არის ორგანიზმი, რომელიც -
1:46 - 1:49ვრცელდება ხველებით, ცემინებით
ან ფიზიკური კონტაქტით. -
1:49 - 1:51ვირუსები უჯრედების
დაინფიცირებით ცოცხლობენ. -
1:51 - 1:55ისინი საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას უშვებენ
უჯრედში და იყენებებ მას რეპლიკაციისთვის. -
1:55 - 1:59ვირუსმა შეიძლება ძალიან ცუდად გახადოს
ადამიანი და გადაედოს სხვებსაც. -
1:59 - 2:02კომპიუტერული ვირუსი
დაახლოებით ასევე მოქმედებს. -
2:02 - 2:07ვირუსი არის პროგრამა, რომელიც
ინსტალირდება, უმეტესად, გაუმიზნავად, -
2:07 - 2:10და ზიანს აყენებს
მომხმარებელსა და მის კომპიუტერს. -
2:10 - 2:15შესაძლებელია, ვირუსი
გავრცელდეს სხვა კომპიუტერებზეც. -
2:15 - 2:18მაგრამ როგორ ხვდება
ვირუსი თქვენს კომპიუტერში? -
2:18 - 2:21თავდამსხმელს რამდენიმე გზით შეუძლია
ვიღაცის კომპიუტერის დაინფეცირება. -
2:21 - 2:26მან მოტყუებით უნდა დააინსტალირებინოს მსხვერპლს
პროგრამა, მისი დანიშნულების მოტყუებით, -
2:26 - 2:31მაგალითად, უამრავი ვირუსი შენიღბულია,
როგორც თავდაცვის განახლება. -
2:31 - 2:35ისიც შესაძლოა, რომ თვენი კომპიუტერის
პროგრამულ უზრუნველყოფაში იყოს სუსტი წერტილები -
2:35 - 2:39და მათ გამოყენებით, თავდამსხმელი ნებართვის
გარეშე შეძლებს პროგრამის დაინსტალირებას. -
2:39 - 2:44როცა ვირუსი უკვე კომპიუტერშია, მას შეუძლია,
მოიპაროს ან წაშალოს ნებისმიერი ფაილი, -
2:44 - 2:51გააკონტროლოს პროგრამები ან უფლება მისცეს
ვინმეს, დისტანციურად მართოს თქვენი კომპიუტერი. -
2:51 - 2:54კომპიუტერული ვირუსების გამოყენებით,
ჰაკერებს შეუძლიათ, -
2:54 - 2:57დააინფეცირონ მილიონობით
კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო -
2:57 - 2:59და შემდეგ გამოიყენონ ისინი,
როგორც ციფრული არმია, -
2:59 - 3:03ანუ ბოტნეტი, ვებ-გვერდებზე
თავდასასხმელად და გასათიშად. -
3:03 - 3:07ასეთ თავდასხმებს ჰქვია
მომსახურების განაწილებული უარყოფა. -
3:07 - 3:09მომსახურების უარყოფა
ხდება მაშინ, როცა ჰაკერები -
3:09 - 3:11გადატვირთავენ ვებ-გვერდებს
ძალიან ბევრი მოთხოვნით. -
3:11 - 3:14ამას ვეძახით მომსახურების
განაწილებულ უარყოფას, -
3:14 - 3:18როცა შეტევა მოდის ერთდოულად
ბევრი კომპიუტერიდან. -
3:18 - 3:22ვებ-გვერდების უმეტესობა მზადაა, უპასუხოს
დღეში მილიონობით მოთხოვნას, მაგრამ -
3:22 - 3:24თუ ისინი მიიღებენ მილიარდობით
ან ტრილიონობით მოთხოვნას, -
3:24 - 3:26რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან მოდის,
-
3:26 - 3:31კომპიუტერები გადაიტვირთება და
შეწყვეტს მოთხოვნებზე პასუხს. -
3:31 - 3:35კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული
კიდევ ერთი ხერხია სპამ მეილების გაგზავნა -
3:35 - 3:39და ხალხის მოტყუება სენსიტიური პირადი
ინფორმაციის მოპარვის მიზნით. -
3:39 - 3:42ამას ჰქვია ფიშინგური თაღლითობა.
-
3:42 - 3:46ფიშინგი არის, როცა იღებთ, ერთი
შეხედვით, სანდო ელექტორნულ მეილს, -
3:46 - 3:49რომელშიც გთხოვენ,
შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე, -
3:49 - 3:52მაგრამ მეილზე დაჭერით
ყალბ ვებ-გვერდზე გადაყავხართ. -
3:52 - 3:56თუ ამ ვეგვერდიდან შეხვალთ თქვენს
ანგარიშზე, თქვენი პაროლი მოპარულია. -
3:56 - 3:59ჰაკერებს შეუძლიათ თქვენს
ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია -
3:59 - 4:01გამოიყენონ თქვენს
რეალურ ანგარიშზე შესასვლელად, -
4:01 - 4:05და ამის შემდეგ შეუძლიათ,
მოიპარონ ინფორმაცია ან ფულიც კი. -
4:05 - 4:09საბედნიეროდ, არსსებობს უამრავი კომპანია,
კანონი და სამთავრობო ორგანიზაცია, -
4:09 - 4:11რომელიც მუშაობს იმაზე, რომ
ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახადოს. -
4:11 - 4:15მაგრამ ეს მცდელობები არ არის საკმარისი.
-
4:15 - 4:17შეიძლება ფიქრობდეთ, რომ როცა
კომპიუტერული სისტემა დაიჰაკა, -
4:17 - 4:21პრობლემა მის თავდაცვის
მექანიზმში ან პროგრამაში იყო. -
4:21 - 4:25მაგრამ სისტემის გატეხვის 90% არ
არის თავდაცვაში არსებული ბაგის გამო, -
4:25 - 4:31არამედ მიზეზი არის
ადამიანის მარტივი შეცდომა. -
4:31 - 4:35როგორც აღმოჩნდა, რაღაც ნაბიჯების გადაგმით
ყველას შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი. -
4:35 - 4:39ხშირად, თქვენი ქმედება არა მხოლოდ თქვენი
ინფორმაციისა და კომპიუტერის უსაფრთხოებაზე მოქმედებს, -
4:39 - 4:43არამედ ყველას უსაფრთხოებაზე თქვენს
სკოლაში, სამსახურში, სახლში. -
4:43 - 4:46რადგანაც სასწორზე მილიონობით
და ტრილიონობით დოლარი დევს, -
4:46 - 4:52კიბერ კრიმინალები ყოველ წელს უფრო ჭკვიანები
ხდებიან, ჩვენ კი მათ არ უნდა ჩამოვრჩეთ.
- Title:
- ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული
- Description:
-
პერისა ტაბრიზი Google-იდან, ჯენი მარტინი Semantec-იდან გვაცნობენ კიბერ დანაშაულის ყველაზე გავრცელებულ სახეებს, მათ შორის ვირუსებს, ვირუსულ პროგრამებს, DDOS შეტევებს და ფიშინგს. უყურეთ 4:40-მდე, რათა ნახოთ ოთხი გზა კომპიუტერის გატეხვის თავიდან ასაცილებლად.
- Video Language:
- English
- Duration:
- 05:02
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime | ||
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime | ||
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime | ||
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime | ||
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime | ||
Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for The Internet: Cybersecurity & Crime |