ინტერნეტი: კიბერუსაფრთხოება და დანაშაული გამარჯობა, მე ვარ ჯენი მარტინი, Symentec-ის კიბერუსაფრთხოების გამოძიების დირექტორი. დღეს კიბერ დანაშაული უზარმაზარ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას პერსინალური, ფინანსური და ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც კი. მხოლოდ გასულ წლებში ასეულობით მილიონი საკრედიტო ბარათის ნომერი მოიპარეს, ათეულობით მილიონი სოციალური უსაფრთხოების ნომრები და ჯანმრთელობის ჩანაწერები, ბირთვული ცენტრიფუგებიც კი დაჰაკეს და საჰაერო დრონები გაიტაცეს. ეს ყველაფერი კეთდება პროგრამის სისუსტეებით მანიპულირებით ან, უფრო ხშირად, ადამიანების გაუმიზნავი გადაწყვეტილებების ბოროტად გამოყენებით. ადამიანი, რომლებიც ამ კიბერ დანაშაულს ჩადის, შეიძლება იყოს ნებისმიერი, დაწყებული საერთოშორისო ტერორისტით და დამთავრებული თინეიჯერით, რომელიც სხვებს ეჯიბრება კანონების დარღვევაში დღესდღეობით, უდიდეს ქვეყნებს ჰყავთ არა მხოლოდ რეგულარული არმია, არამედ კარგად შეიარაღებული კიბერ არმია. უფრო მეტიც, შემდეგი მსოფლიო ომი შეიძლება, საერთოდაც არ წარიმართოს ტრადიციული იარაღით არამედ კომპიუტერებით, რომლებიც შეზღუდავენ წყლის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით, გათიშავენ ელექტრომომარაგების ქსელს და ტრანსპორტირების სისტემებს. გამარჯობა, მე ვარ პარისა და ვარ გუგლის უსაფრთხოების პრინცესა. მიმუშავია ძალიან ბევრ სხვადასხვა პროდუქტზე და მიცდია სხვადასხვა გზა, როგორ გამეხადა პროგრამები რაც შეიძლება უსაფრთხო. მოდით, ვნახოთ, როგორ მუშაობს კიბერ დანაშაული. ვისწავლით პროგრამული ვირუსების შესახებ, სერვისის უარყოფის შეტევებს და ფიშინგებს. ბიოლოგიასა და ცხოვრებაში, ვირუსი არის ორგანიზმი, რომელიც ვრცელდება ხველებით, ცემინებით ან ფიზიკური კონტაქტით. ვირუსები უჯრედების დაინფიცირებით ცოცხლობენ. ისინი საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას უშვებენ უჯრედში და იყენებებ მას რეპლიკაციისთვის. ვირუსმა შეიძლება ძალიან ცუდად გახადოს ადამიანი და გადაედოს სხვებსაც. კომპიუტერული ვირუსი დაახლოებით ასევე მოქმედებს. ვირუსი არის პროგრამა, რომელიც ინსტალირდება, უმეტესად, გაუმიზნავად, და ზიანს აყენებს მომხმარებელსა და მის კომპიუტერს. შესაძლებელია, ვირუსი გავრცელდეს სხვა კომპიუტერებზეც. მაგრამ როგორ ხვდება ვირუსი თქვენს კომპიუტერში? თავდამსხმელს რამდენიმე გზით შეუძლია ვიღაცის კომპიუტერის დაინფეცირება. მან მოტყუებით უნდა დააინსტალირებინოს მსხვერპლს პროგრამა, მისი დანიშნულების მოტყუებით, მაგალითად, უამრავი ვირუსი შენიღბულია, როგორც თავდაცვის განახლება. ისიც შესაძლოა, რომ თვენი კომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფაში იყოს სუსტი წერტილები და მათ გამოყენებით, თავდამსხმელი ნებართვის გარეშე შეძლებს პროგრამის დაინსტალირებას. როცა ვირუსი უკვე კომპიუტერშია, მას შეუძლია, მოიპაროს ან წაშალოს ნებისმიერი ფაილი, გააკონტროლოს პროგრამები ან უფლება მისცეს ვინმეს, დისტანციურად მართოს თქვენი კომპიუტერი. კომპიუტერული ვირუსების გამოყენებით, ჰაკერებს შეუძლიათ, დააინფეცირონ მილიონობით კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო და შემდეგ გამოიყენონ ისინი, როგორც ციფრული არმია, ანუ ბოტნეტი, ვებ-გვერდებზე თავდასასხმელად და გასათიშად. ასეთ თავდასხმებს ჰქვია მომსახურების განაწილებული უარყოფა. მომსახურების უარყოფა ხდება მაშინ, როცა ჰაკერები გადატვირთავენ ვებ-გვერდებს ძალიან ბევრი მოთხოვნით. ამას ვეძახით მომსახურების განაწილებულ უარყოფას, როცა შეტევა მოდის ერთდოულად ბევრი კომპიუტერიდან. ვებ-გვერდების უმეტესობა მზადაა, უპასუხოს დღეში მილიონობით მოთხოვნას, მაგრამ თუ ისინი მიიღებენ მილიარდობით ან ტრილიონობით მოთხოვნას, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან მოდის, კომპიუტერები გადაიტვირთება და შეწყვეტს მოთხოვნებზე პასუხს. კიბერდამნაშავეების მიერ გამოყენებული კიდევ ერთი ხერხია სპამ მეილების გაგზავნა და ხალხის მოტყუება სენსიტიური პირადი ინფორმაციის მოპარვის მიზნით. ამას ჰქვია ფიშინგური თაღლითობა. ფიშინგი არის, როცა იღებთ, ერთი შეხედვით, სანდო ელექტორნულ მეილს, რომელშიც გთხოვენ, შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე, მაგრამ მეილზე დაჭერით ყალბ ვებ-გვერდზე გადაყავხართ. თუ ამ ვეგვერდიდან შეხვალთ თქვენს ანგარიშზე, თქვენი პაროლი მოპარულია. ჰაკერებს შეუძლიათ თქვენს ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია გამოიყენონ თქვენს რეალურ ანგარიშზე შესასვლელად, და ამის შემდეგ შეუძლიათ, მოიპარონ ინფორმაცია ან ფულიც კი. საბედნიეროდ, არსსებობს უამრავი კომპანია, კანონი და სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახადოს. მაგრამ ეს მცდელობები არ არის საკმარისი. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ როცა კომპიუტერული სისტემა დაიჰაკა, პრობლემა მის თავდაცვის მექანიზმში ან პროგრამაში იყო. მაგრამ სისტემის გატეხვის 90% არ არის თავდაცვაში არსებული ბაგის გამო, არამედ მიზეზი არის ადამიანის მარტივი შეცდომა. როგორც აღმოჩნდა, რაღაც ნაბიჯების გადაგმით ყველას შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი. ხშირად, თქვენი ქმედება არა მხოლოდ თქვენი ინფორმაციისა და კომპიუტერის უსაფრთხოებაზე მოქმედებს, არამედ ყველას უსაფრთხოებაზე თქვენს სკოლაში, სამსახურში, სახლში. რადგანაც სასწორზე მილიონობით და ტრილიონობით დოლარი დევს, კიბერ კრიმინალები ყოველ წელს უფრო ჭკვიანები ხდებიან, ჩვენ კი მათ არ უნდა ჩამოვრჩეთ.