< Return to Video

How Small Is An Atom? Spoiler: Very Small.

  • 0:00 - 0:04
    ატომები წარმოუდგენლად მცირენი არიან.
  • 0:04 - 0:07
    ადამიანის თმის სისქე, დაახლოებით,
  • 0:07 - 0:10
    500 000 ჩამწკრივებულ ნახშირბადის ატომს უდრის.
  • 0:10 - 0:15
    შეხედეთ თქვენს მუშტს, ის შედგება ტრილიონობით და ტრილიონობით ატომისგან.
  • 0:16 - 0:20
    თუ თითოეული ატომის ზომა იქნება ერთი სანტიმეტრი, რამხელა იქნება თქვენი მუშტი?
  • 0:20 - 0:25
    ნუ... დედამიწის ზომის. ჰმ... მაინც რთული წარმოსადგენია?
  • 0:25 - 0:26
    მოდით სხვანაირად ვცადოთ:
  • 0:33 - 0:34
    შეხედეთ თქვენს ნეკს.
  • 0:34 - 0:38
    წარმოიდგინეთ რომ მისი დაბოლოება იმ ოთახის ხელაა, რომელშიც თქვენ იმყოფებით.
  • 0:38 - 0:40
    გაავსეთ ეს ოთახი ბრინჯის მარცვლებით.
  • 0:41 - 0:44
    თითოეული მარცვალი წარმოადგენს თქვენს უჯრედს.
  • 0:44 - 0:46
    ახლა კიდევ გავადიდოთ ეს მარცვლები.
  • 0:46 - 0:50
    და ახლა თითოეული უჯრედი ისეთივე დიდია, როგორიც ის ოთახი, სადაც იმყოფებით.
  • 0:51 - 0:55
    კვლავაც შევავსოთ ოთახი ბრინჯით. ახლა თითოეული მარცვალი პროტეინის ცილის ტოლია.
  • 0:55 - 0:59
    და ახლა შეავსეთ ყველა ის სიცარიელე ბრინჯის მარცვლებს შორის
  • 0:59 - 1:01
    წმინდა სილით.
  • 1:01 - 1:04
    დაახლოებით ასეთი პატარები არიან ატომები.
  • 1:05 - 1:07
    რისგან შედგებიან ატომები?
  • 1:07 - 1:10
    ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ატომები ასე გამოიყურებიან:
  • 1:10 - 1:12
    რათა გავხადოთ უფრო მარტივი გასაგები.
  • 1:12 - 1:15
    ატომი შედგება სამი ელემენტარული ნაწილაკისგან:
  • 1:15 - 1:18
    ნეიტრონების, პროტონების და ელექტრონებისგან.
  • 1:19 - 1:23
    ნეიტრონები და პროტონები ებმიან ერთმანეთს და ქმნიან ბირთვს,
  • 1:23 - 1:25
    ე.წ. ძლიერი ურთიერთქმედების წყალობით,
  • 1:25 - 1:28
    რომელიც ერთერთია ოთხი ფუნდამენტური ძალიდან სამყაროში.
  • 1:28 - 1:32
    ისინი შედგებიან კვარკებისგან და გადაბმულნი არიან გლუონებით.
  • 1:32 - 1:35
    ზუსტად არავინ იცის, რამდენად პატარები არიან კვარკები.
  • 1:35 - 1:38
    ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა იყვნენ გეომეტრიული წერტილებივით.
  • 1:38 - 1:42
    სცადეთ მათი წარმოდგენა, ნულოვან განზომილებაში.
  • 1:42 - 1:44
    ჩვენ ვეჭვობთ, რომ კვარკები და ელექტრონები
  • 1:44 - 1:47
    მატერიის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილაკები არიან სამყაროში.
  • 1:47 - 1:54
    ბირთვის გარშემო ორბიტებზე, ელექტრონები მოძრაობენ 2,200 კმ/წ სიჩქარით.
  • 1:54 - 1:57
    საკმარისად სწრაფად, რომ დედამიწას 18 წამში შემოუფრინონ.
  • 1:57 - 2:01
    კვარკების მსგავსად, ელექტრონებზეც ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტური ნაწილაკები არიან.
  • 2:02 - 2:08
    ატომის 99.999999999999%
  • 2:08 - 2:13
    ცარიელი სივრცეა ... მაგრამ მთლად ასეც არაა.
  • 2:13 - 2:19
    ის, რაც ჩვენ გვგონია სიცარიელე, სინამდვილეში სავსეა კვანტური ფლუქტუაციებით,
  • 2:19 - 2:24
    ველით, რომელსაც აქვს პოტენციური ენერგია, შეიქმნას და დაიშალოს სპონტანურად.
  • 2:24 - 2:28
    ამ ფლუქტუაციებს აქვს ფუნდამენტური ზემოქმედება ნაწილაკების ურთიერთქმედებაზე.
  • 2:28 - 2:30
    მაგრამ, ეს სხვა ვიდეოს თემაა.
  • 2:30 - 2:34
    რა სივრცეს ავსებენ ატომში ბირთვი და ელექტრონები?
  • 2:34 - 2:38
    თუ თქვენ გამოიღებთ ატომებიდან მთელ სივრცეს,
  • 2:38 - 2:41
    მაშინ ემფაიერ სთეით ბილდინგის ზომა შემცირდება ბრინჯის მარცვლამდე.
  • 2:41 - 2:45
    კაცობრიობის მთელი ატომები მოთავსდებოდა ჩაის კოვზზე.
  • 2:45 - 2:49
    არიან ექსტრემალური ობიექტები,რომლებიც ამ მდგომარეობაში არსებობენ.
  • 2:49 - 2:53
    ნეიტრონულ ვარსკვლავში ატომები ისე მჭიდროდ არიან განლაგებულნი,
  • 2:53 - 2:57
    რომ სამი მზის მასის სხეული რამოდენიმე კილომეტრის დიამეტრამდეა შეკუმშული.
  • 2:57 - 3:01
    სხვათა შორის, როგორ გამოიყურებიან ატომები?
  • 3:01 - 3:03
    ნუ, ამის მსგავსად.
  • 3:04 - 3:08
    ელექტრონები არიან როგორც ტალღის ფუნქციები და ნაწილაკები ერთდროულად.
  • 3:08 - 3:11
    ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ სად შეიძლება იყოს ელექტრონი დროის ნებისმიერ მომენტში.
  • 3:11 - 3:14
    ეს ალბათობების ღრუბლები,რომელთაც ეძახიან ორბიტალებს, არიან ადგილები,
  • 3:14 - 3:18
    სადაც ელექტრონები შეიძლება იყვნენ 95%- იანი ალბათობით.
  • 3:18 - 3:21
    ელექტრონის არსებობის ალბათობა უახლოვდება 0-ს,
  • 3:21 - 3:23
    რამდენადაც ვშორდებით ბირთვს,
  • 3:23 - 3:27
    მაგრამ სინამდვილეში არასოდეს უტოლდება მას, რაც ნიშნავს, რომ თეორიულად,
  • 3:27 - 3:31
    ატომის ელექტრონი შეიძლება იყოს სამყაროს მეორე მხარეს.
  • 3:31 - 3:33
    კარგით, მოიცადეთ ერთ წამს.
  • 3:33 - 3:36
    ეს უცნაური რამეები შეადგენენ სამყაროს მთელ მატერიას.
  • 3:36 - 3:38
    ათეულობით უკვე ცნობილი ელემენტისთვის,
  • 3:38 - 3:42
    არ გჭირდება ათეულობით ელემენტარული ნაწილაკი, მხოლოდ სამი.
  • 3:43 - 3:46
    აიღეთ ერთი პროტონი და ერთი ელექტრონი და თქვენ გაქვთ წყალბადი.
  • 3:47 - 3:50
    დაამატეთ პროტონი და ნეიტრონი, თქვენ გექნებათ ჰელიუმი.
  • 3:50 - 3:53
    დაამატეთ ცოტა კიდევ და მიიღებთ ნახშირბადს, კიდევ ცოტა და ფტორს,
  • 3:53 - 3:56
    უფრო მეტზე - ოქროს და ასე შ.
  • 3:56 - 3:59
    და ყველა ელემენტის ატომები ერთნაირია:
  • 4:00 - 4:03
    მაგ: წყალბადის ყველა ატომი სამყაროში ზუსტად ერთნაირია;
  • 4:03 - 4:08
    წყალბადი თქვენს სხეულში ზუსტად ისეთია, როგორიც მზეში.
  • 4:08 - 4:11
    დაბნეულად გრძნობთ თავს?
    რასაკვირველია ჩვენც!
  • 4:11 - 4:15
    სამყაროს ამ მასშტაბებში,ჩვენს ყოველდღიურობაში, არაფერს აქვს აზრი.
  • 4:15 - 4:19
    ჩვენ კი კვანტურ მექანიკაზე, ან ნაწილაკების ზოოპარკზე საუბარიც კი არ დაგვიწყია,
  • 4:19 - 4:20
    რომლებიც კიდევ უფრო უცნაურია!
  • 4:20 - 4:25
    ატომების ჩვენეული მოდელი რამდენჯერმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ მასზე დავფიქრდით;
  • 4:25 - 4:27
    მიმდინარე მოდელი კი ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი.
  • 4:27 - 4:30
    ასე რომ, მოდით, მხარი დავუჭიროთ მეცნიერებს და კვლევას
  • 4:30 - 4:33
    და დაველოდოთ აურაცხელი ინფორმაციის ახალ ტალღას
  • 4:33 - 4:38
    ჩვენი უცნაური სამყაროს შესახებ, რომელიც ჩვენი არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.
Title:
How Small Is An Atom? Spoiler: Very Small.
Description:

more » « less
Video Language:
English, British
Duration:
04:58

Georgian subtitles

Revisions