0:00:00.240,0:00:04.040 ატომები წარმოუდგენლად მცირენი არიან. 0:00:04.180,0:00:06.760 ადამიანის თმის სისქე, დაახლოებით, 0:00:06.760,0:00:10.160 500 000 ჩამწკრივებულ ნახშირბადის ატომს უდრის. 0:00:10.460,0:00:15.400 შეხედეთ თქვენს მუშტს, ის შედგება ტრილიონობით და ტრილიონობით ატომისგან. 0:00:15.600,0:00:19.779 თუ თითოეული ატომის ზომა იქნება ერთი სანტიმეტრი, რამხელა იქნება თქვენი მუშტი? 0:00:19.920,0:00:24.820 ნუ... დედამიწის ზომის. ჰმ... მაინც რთული წარმოსადგენია? 0:00:24.820,0:00:26.260 მოდით სხვანაირად ვცადოთ: 0:00:32.659,0:00:34.116 შეხედეთ თქვენს ნეკს. 0:00:34.116,0:00:37.833 წარმოიდგინეთ რომ მისი დაბოლოება იმ ოთახის ხელაა, რომელშიც თქვენ იმყოფებით. 0:00:38.203,0:00:40.448 გაავსეთ ეს ოთახი ბრინჯის მარცვლებით. 0:00:40.818,0:00:43.715 თითოეული მარცვალი წარმოადგენს თქვენს უჯრედს. 0:00:44.313,0:00:46.305 ახლა კიდევ გავადიდოთ ეს მარცვლები. 0:00:46.475,0:00:50.137 და ახლა თითოეული უჯრედი ისეთივე დიდია, როგორიც ის ოთახი, სადაც იმყოფებით. 0:00:50.745,0:00:54.845 კვლავაც შევავსოთ ოთახი ბრინჯით. ახლა თითოეული მარცვალი პროტეინის ცილის ტოლია. 0:00:55.380,0:00:59.170 და ახლა შეავსეთ ყველა ის სიცარიელე ბრინჯის მარცვლებს შორის 0:00:59.174,0:01:00.549 წმინდა სილით. 0:01:00.989,0:01:04.208 დაახლოებით ასეთი პატარები არიან ატომები. 0:01:04.875,0:01:06.571 რისგან შედგებიან ატომები? 0:01:06.960,0:01:10.176 ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ატომები ასე გამოიყურებიან: 0:01:10.176,0:01:11.844 რათა გავხადოთ უფრო მარტივი გასაგები. 0:01:12.363,0:01:15.058 ატომი შედგება სამი ელემენტარული ნაწილაკისგან: 0:01:15.058,0:01:18.147 ნეიტრონების, პროტონების და ელექტრონებისგან. 0:01:18.917,0:01:22.915 ნეიტრონები და პროტონები ებმიან ერთმანეთს და ქმნიან ბირთვს, 0:01:22.915,0:01:24.993 ე.წ. ძლიერი ურთიერთქმედების წყალობით, 0:01:24.993,0:01:27.743 რომელიც ერთერთია ოთხი ფუნდამენტური ძალიდან სამყაროში. 0:01:28.340,0:01:31.683 ისინი შედგებიან კვარკებისგან და გადაბმულნი არიან გლუონებით. 0:01:31.683,0:01:35.026 ზუსტად არავინ იცის, რამდენად პატარები არიან კვარკები. 0:01:35.026,0:01:38.369 ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი უნდა იყვნენ გეომეტრიული წერტილებივით. 0:01:38.369,0:01:41.529 სცადეთ მათი წარმოდგენა, ნულოვან განზომილებაში. 0:01:41.760,0:01:43.986 ჩვენ ვეჭვობთ, რომ კვარკები და ელექტრონები 0:01:43.986,0:01:46.707 მატერიის ყველაზე ფუნდამენტური ნაწილაკები არიან სამყაროში. 0:01:47.333,0:01:53.530 ბირთვის გარშემო ორბიტებზე, ელექტრონები მოძრაობენ 2,200 კმ/წ სიჩქარით. 0:01:53.530,0:01:57.120 საკმარისად სწრაფად, რომ დედამიწას 18 წამში შემოუფრინონ. 0:01:57.120,0:02:01.440 კვარკების მსგავსად, ელექტრონებზეც ვფიქრობთ, რომ ფუნდამენტური ნაწილაკები არიან. 0:02:01.640,0:02:07.680 ატომის 99.999999999999% [br] 0:02:07.680,0:02:12.740 ცარიელი სივრცეა ... მაგრამ მთლად ასეც არაა. 0:02:13.260,0:02:18.920 ის, რაც ჩვენ გვგონია სიცარიელე, სინამდვილეში სავსეა კვანტური ფლუქტუაციებით, 0:02:18.920,0:02:23.540 ველით, რომელსაც აქვს პოტენციური ენერგია, შეიქმნას და დაიშალოს სპონტანურად. 0:02:23.600,0:02:28.160 ამ ფლუქტუაციებს აქვს ფუნდამენტური ზემოქმედება ნაწილაკების ურთიერთქმედებაზე. 0:02:28.170,0:02:30.070 მაგრამ, ეს სხვა ვიდეოს თემაა. 0:02:30.400,0:02:34.120 რა სივრცეს ავსებენ ატომში ბირთვი და ელექტრონები? 0:02:34.380,0:02:37.516 თუ თქვენ გამოიღებთ ატომებიდან მთელ სივრცეს, 0:02:37.516,0:02:41.032 მაშინ ემფაიერ სთეით ბილდინგის ზომა შემცირდება ბრინჯის მარცვლამდე. 0:02:41.312,0:02:44.780 კაცობრიობის მთელი ატომები მოთავსდებოდა ჩაის კოვზზე. 0:02:45.020,0:02:48.890 არიან ექსტრემალური ობიექტები,რომლებიც ამ მდგომარეობაში არსებობენ. 0:02:49.073,0:02:52.646 ნეიტრონულ ვარსკვლავში ატომები ისე მჭიდროდ არიან განლაგებულნი, 0:02:52.646,0:02:57.180 რომ სამი მზის მასის სხეული რამოდენიმე კილომეტრის დიამეტრამდეა შეკუმშული. 0:02:57.440,0:03:00.840 სხვათა შორის, როგორ გამოიყურებიან ატომები? 0:03:00.980,0:03:03.320 ნუ, ამის მსგავსად. 0:03:03.680,0:03:07.560 ელექტრონები არიან როგორც ტალღის ფუნქციები და ნაწილაკები ერთდროულად. 0:03:07.780,0:03:11.400 ჩვენ შეგვიძლია გამოვთვალოთ თუ სად შეიძლება იყოს ელექტრონი დროის ნებისმიერ მომენტში. 0:03:11.400,0:03:14.410 ეს ალბათობების ღრუბლები,რომელთაც ეძახიან ორბიტალებს, არიან ადგილები, 0:03:14.410,0:03:18.190 სადაც ელექტრონები შეიძლება იყვნენ 95%- იანი ალბათობით. 0:03:18.320,0:03:21.053 ელექტრონის არსებობის ალბათობა უახლოვდება 0-ს, 0:03:21.053,0:03:23.376 რამდენადაც ვშორდებით ბირთვს, 0:03:23.376,0:03:27.160 მაგრამ სინამდვილეში არასოდეს უტოლდება მას, რაც ნიშნავს, რომ თეორიულად, 0:03:27.160,0:03:30.910 ატომის ელექტრონი შეიძლება იყოს სამყაროს მეორე მხარეს. 0:03:30.910,0:03:32.536 კარგით, მოიცადეთ ერთ წამს. 0:03:32.536,0:03:36.082 ეს უცნაური რამეები შეადგენენ სამყაროს მთელ მატერიას. 0:03:36.252,0:03:38.321 ათეულობით უკვე ცნობილი ელემენტისთვის, 0:03:38.321,0:03:42.033 არ გჭირდება ათეულობით ელემენტარული ნაწილაკი, მხოლოდ სამი. 0:03:42.570,0:03:46.419 აიღეთ ერთი პროტონი და ერთი ელექტრონი და თქვენ გაქვთ წყალბადი. 0:03:46.540,0:03:49.860 დაამატეთ პროტონი და ნეიტრონი, თქვენ გექნებათ ჰელიუმი. 0:03:50.140,0:03:53.433 დაამატეთ ცოტა კიდევ და მიიღებთ ნახშირბადს, კიდევ ცოტა და ფტორს, 0:03:53.433,0:03:56.326 უფრო მეტზე - ოქროს და ასე შ. 0:03:56.326,0:03:59.420 და ყველა ელემენტის ატომები ერთნაირია: 0:03:59.540,0:04:03.200 მაგ: წყალბადის ყველა ატომი სამყაროში ზუსტად ერთნაირია; 0:04:03.200,0:04:07.740 წყალბადი თქვენს სხეულში ზუსტად ისეთია, როგორიც მზეში. 0:04:08.040,0:04:11.000 დაბნეულად გრძნობთ თავს?[br]რასაკვირველია ჩვენც! 0:04:11.000,0:04:14.599 სამყაროს ამ მასშტაბებში,ჩვენს ყოველდღიურობაში, არაფერს აქვს აზრი. 0:04:14.599,0:04:18.629 ჩვენ კი კვანტურ მექანიკაზე, ან ნაწილაკების ზოოპარკზე საუბარიც კი არ დაგვიწყია, 0:04:18.629,0:04:19.881 რომლებიც კიდევ უფრო უცნაურია! 0:04:20.384,0:04:24.550 ატომების ჩვენეული მოდელი რამდენჯერმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩვენ მასზე დავფიქრდით; 0:04:24.550,0:04:27.120 მიმდინარე მოდელი კი ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი. 0:04:27.130,0:04:29.903 ასე რომ, მოდით, მხარი დავუჭიროთ მეცნიერებს და კვლევას 0:04:29.903,0:04:33.256 და დაველოდოთ აურაცხელი ინფორმაციის ახალ ტალღას 0:04:33.256,0:04:37.720 ჩვენი უცნაური სამყაროს შესახებ, რომელიც ჩვენი არსებობის აუცილებელი წინაპირობაა.