პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით
-
0:01 - 0:03როგორ ავაშენოთ საზოგადოება,
-
0:03 - 0:07წიაღისეული საწვავის გარეშე?
-
0:07 - 0:09ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა
-
0:10 - 0:15და ვფიქრობ განვითარებულ ქვეყნებს
შეუძლიათ ამ ცვლილებას სათავეში ჩაუდგნენ. -
0:15 - 0:18მესმის, რომ ეს საკამათოა,
-
0:18 - 0:24მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ქვეყნებში
ბევრი რამ იქნება რისკის ქვეშ, -
0:24 - 0:29თუ ჩვენი განვითარების საფუძვლად
წიაღისეული საწვავი დარჩება. -
0:29 - 0:32ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ.
-
0:32 - 0:35უკვე დროა, ნამდვილად დროა
-
0:35 - 0:38დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ,
-
0:38 - 0:43რომ ქავეყანამ უნდა აირჩიოს,
ან განვითარება -
0:43 - 0:49და ან გარემოს დაცვა,
განახლებადი ენერგია და ცხოვრების ხარისხი. -
0:50 - 0:52მე, განვითარებადი ქვეყნიდან,
კოსტა-რიკიდან ვარ. -
0:53 - 0:55ჩვენ თითქმის 5 მილიონი ვართ
-
0:56 - 0:59და ზუსტად ამერიკის კონტინენტებს
შორის ვართ მოქცეული. -
0:59 - 1:02ამიტომ, ძალიან მარტივია
ჩვენი ადგილსამყოფელის დამახსოვრება. -
1:03 - 1:09ჩვენი ელექტროენერგიის თითქმის 100%
-
1:10 - 1:13განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის,
-
1:13 - 1:145 გვაქვს ასეთი.
-
1:14 - 1:16(აპლოდისმენტები)
-
1:19 - 1:23ჰიდროელექტრო, გეოთერმული,
-
1:23 - 1:26ქარის, მზის და ბიომასის.
-
1:27 - 1:29იცოდით, რომ შარშან
-
1:29 - 1:33299 დღის მანძილზე
-
1:33 - 1:36ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად
-
1:36 - 1:39წიაღისეული საწვავი
საერთოდ არ გამოგვიყენებია? -
1:40 - 1:43ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა
-
1:44 - 1:48თუმცა, აქ იმალება პარადოქსი,
-
1:51 - 1:54რომ ჩვენი ენერგიის მოხმარების
-
1:54 - 1:59თითქმის 70% ნავთობია.
-
2:00 - 2:01რატომ?
-
2:02 - 2:05ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გამო,
-
2:05 - 2:08რომელიც მთლიანად
წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, -
2:08 - 2:10ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობაში.
-
2:10 - 2:14თუ ჩვენ განახლებად ენერგიაზე
გადასვლას მარათონად ჩავთვლით, -
2:14 - 2:18კითხვა იქნება,
თუ როგორ მივაღწიოთ ფინიშამდე? -
2:18 - 2:21როგორ გავათავისუფლოთ
დანარჩენი ეკონომიკა ნახშირბადისგან? -
2:22 - 2:25სამართლიანი იქნება ვთქვათ,
რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, -
2:25 - 2:27ძნელი სათქმელია ვინ შეძლებს.
-
2:27 - 2:29ამიტომაც მინდა კოსტა-რიკაზე გესაუბროთ,
-
2:30 - 2:33რადგან ვთვლი, რომ ჩვენ
მთავარი კანდიდატი ვართ, -
2:33 - 2:38წიაღისეული საწვავის გარეშე განვითარების
ხედვა პირველებმა შევიმუშავოთ. -
2:39 - 2:42რაღაც მაინც თუ იცით ჩვენ ქვეყანაზე
-
2:42 - 2:45გეცოდინებათ, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი.
-
2:45 - 2:48დავბრუნდეთ 1948-ში.
-
2:49 - 2:53ამ წელს ქვეყანაში
სამოქალაქო ომი ახალი დასრლებული იყო. -
2:54 - 2:58ათასობით კოსტა-რიკელი დაიღუპა
-
2:58 - 3:00და ოჯახები იყო გახლეჩილი.
-
3:01 - 3:06თუმცა, უცნაურმა იდეამ
გულები და ტვინები დაიპყრო: -
3:06 - 3:08ჩვენ "გადავტვირთავთ" ჩვენს ქვეყანას
-
3:08 - 3:11და მეორე რესპუბლიკას
არ ეყოლება ჯარი -
3:11 - 3:13და ჩვენ ის გავაუქმეთ.
-
3:13 - 3:16იმ დროს პრეზიდენტმა,
-
3:16 - 3:18ხოსე ფიგერესმა,
-
3:18 - 3:24ეს მოვლენა ეფექტურად, სამხედრო ბაზის
კედლების დანგრევით, აღნიშნა. -
3:25 - 3:28მომდევნო წელს 1949-ში
-
3:28 - 3:33ჩვენ ეს გადაწყვეტილება
ახალ კონსტიტუციაში უკვდავვყავით. -
3:33 - 3:37სწორედ ამიტომ შემიძლია ეს ამბავი
თითქმის 70 წლის შემდეგ გიამბოთ. -
3:38 - 3:40მე მადლიერი ვარ.
-
3:40 - 3:43მადლიერი ვარ, რომ მათ
ეს გადაწყვეტილება ჩემ დაბადებამდე მიიღეს, -
3:43 - 3:46რადგან ამან საშუალება მომცა მეც
და მილიონობით სხვასაც, -
3:46 - 3:48გვეცხოვრა ძალიან სტაბილურ ქვეყანაში.
-
3:49 - 3:52თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ გაგვიმართლა,
-
3:52 - 3:54მაგრამ ასე არ არის.
-
3:54 - 3:57ეს იყო შეგნებულ არჩევანთა წყება.
-
3:58 - 4:0440-იანებში, კოსტა-რიკელებს
მიეცათ უფასო განათლება და უფასო ჯანდაცვა. -
4:04 - 4:06ჩვენ ამას სოციალური გარანტიები დავარქვით.
-
4:07 - 4:08ჯარის გაუქმებით,
-
4:08 - 4:13საშუალება მოგვეცა, სამხედრო ხარჯი
სოციალურ ხარჯზე გაგვეშვა -
4:13 - 4:16და ეს სტაბილურობის მამოძრავებელი გახდა.
-
4:16 - 4:1750-იანებში...
-
4:17 - 4:20(აპლოდისმენტები)
-
4:23 - 4:2650-იანებში ჩვენ დავიწყეთ
ჰიდრო ენერგიაში ფულის ჩადება, -
4:26 - 4:29რითიც ელექტროენერგიისთვის
-
4:29 - 4:32წიაღისეული საწვავის
გამოყენების მახეს თავი დავაღწიეთ. -
4:32 - 4:35რითიც იტანჯება დღეს მსოფლიო.
-
4:35 - 4:3970-იანებში
ნაციონალური პარკები დავაფინანსეთ -
4:39 - 4:41და ამით დავაღწიეთ თავი
-
4:42 - 4:46იმ მახინჯ ლოგიკას, რომელიც ამბობს
ზრდა, ზრდა და ზრდა ნებისმიერ ფასად -
4:46 - 4:50და რომელითაც სხვები მოქმედებენ,
განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. -
4:51 - 4:5590-იანებში ჩვენ პირველებმა
დავაფინანსეთ ეკოლოგიური სერვისები -
4:55 - 4:57და ამით ტყეების გაჩეხვა ავიცილეთ თავიდან
-
4:57 - 5:01და ეკოტურიზმი განვავითარეთ
რაც დღეს ჩვენი ზრდის საკვანძო საშუალებაა. -
5:01 - 5:04ამრიგად, გარემოს დაცვაში ინვესტირებას,
-
5:04 - 5:06ჩვენი ეკონომიკა არ დაუზარალებია,
-
5:06 - 5:07არამედ პირიქით.
-
5:07 - 5:09ეს არ ნიშნავს,
რომ ჩვენთან ყველაფერი იდეალურადაა -
5:10 - 5:12და არ ნიშნავს,
რომ არ გვაქვს წინააღმდეგობრიობა. -
5:12 - 5:13ამაში არაა საქმე.
-
5:14 - 5:17საქმე ისაა,
რომ ჩვენ საკუთარი არჩევანის წყალობით, -
5:17 - 5:22განვითარების პრობლემებთან
გამკლავების უნარი გამოვიმუშავეთ. -
5:24 - 5:28ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე
-
5:28 - 5:32დაახლოებით 11 000 დოლარია,
-
5:32 - 5:33გააჩნია როგორ დათვლით.
-
5:34 - 5:36თუმცა, სოციალური პროგრესის ინდექსით
-
5:36 - 5:38ჩვენ აბსოლუტურად გამორჩეულები ვართ.
-
5:38 - 5:42აქ საქმე მშპ-ს სოციალურ პროგრესში
გადაყვანას ეხება. -
5:42 - 5:44ჯარის გაუქმებამ,
-
5:44 - 5:45გარემოში და ადამიანებში ინვესტირებამ,
-
5:45 - 5:49თავისი დიდი გავლენა იქონია.
-
5:49 - 5:51ამან შექმნა ამბავი,
-
5:52 - 5:55პატარა ქვეყნის ამბავი დიდი იდეებით.
-
5:55 - 5:58ეს ძალიან დაგვეხმარა,
რომ ამ ამბავთან ერთად ვიზრდებოდით. -
6:00 - 6:02მაშ, კითხვა შემდეგია:
-
6:02 - 6:05რა არის შემდეგი დიდი იდეა,
უკვე ამ თაობისთვის? -
6:06 - 6:09ვფიქრობ, რომ შემდეგი
-
6:09 - 6:14ამ თაობის მიერ წიაღისეული საწვავის
სამუდამო მოცილებაა. -
6:16 - 6:18ისევე როგორც
ეს ჯარის შემთხვევაში გავაკეთეთ. -
6:18 - 6:21წიაღისეული საწვავი
კლიმატის ცვლილებას იწვევს. -
6:21 - 6:22ეს ჩვენ ვიცით
-
6:22 - 6:27და ვიცით რა მოწყვლადები ვართ
კლიმატის ცვლილების მიმართ. -
6:27 - 6:30ამიტომ, ჩვენი როგორც განვითარებადი
ქვეყნის ინტერესშია -
6:30 - 6:33განვითარება წიაღისეულ საწვავზე
არ იყოს დამოკიდებული, -
6:33 - 6:36რომელიც პირველ რიგში ადამიანებს ვნებს.
-
6:37 - 6:39რატომ უნდა განვაგრძოთ
-
6:39 - 6:42სატრანსპორტო სისტემისთვის
ნავთობის იმპორტი, -
6:44 - 6:46როცა შეგვიძლია ამისთვის
-
6:46 - 6:48ელექტროენერგია გამოვიყენოთ?
-
6:49 - 6:51გაიხსენეთ,
-
6:51 - 6:52ეს ის ქვეყანაა,
-
6:52 - 6:59სადაც ელექტროენერგიას
ჩვენი მდინარეების წყლიდან, -
6:59 - 7:01ვულკანების სითბოდან,
-
7:01 - 7:04ქარის ტურბინებიდან, მზის პანელებიდან
-
7:04 - 7:06და ბიონარჩენებიდან ვიღებთ.
-
7:07 - 7:13წიაღისეული საწვავის გაუქმება, ჩვენი
სატრანსპორტო სისტემის დანგრევას ნიშნავს, -
7:13 - 7:17იმისთვის რომ ჩვენი მანქანები,
ავტობუსები და მატარებლები -
7:17 - 7:21დამაბინძურებელი ენერგიის ნაცვლად
ელექტროენერგიით გამოვკვებოთ. -
7:21 - 7:23მინდა გითხრათ, რომ ტრანსპორტი
-
7:23 - 7:27სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა
კოსტა-რიკელებისთვის, -
7:27 - 7:29რადგან მოდელი, რომელიც გვაქვს არ მუშაობს.
-
7:29 - 7:31ის ვნებს ადამიანებს.
-
7:31 - 7:33ვნებს კომპანიებს
-
7:33 - 7:35და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას.
-
7:35 - 7:40როცა პოლიტიკა და ინფრასტრქტურა
ნორმალურად არ მუშაობს, -
7:40 - 7:44ეს შედეგი მოყვება ყოველდღე,
-
7:45 - 7:46ორი საათი დილას.
-
7:46 - 7:48ორი საათი საღამოს.
-
7:48 - 7:52არ მესმის ეს ნორმად რატომ უნდა მივიღოთ.
-
7:53 - 7:54შეურაცხმყოფელია,
-
7:55 - 7:59ყოველდღე ასე გვიწევდეს დროის კარგვა
-
8:00 - 8:02და ეს გზა საკმაოდ კარგია
-
8:02 - 8:04სხვა ქვეყნების გზებთან შედარებით,
-
8:04 - 8:06სადაც საგზაო მოძრაობა გადაჭედილია.
-
8:06 - 8:09კოსტა-რიკაში ამას "presa"-ს ეძახიან,
-
8:09 - 8:12რაც "დაპატიმრებულს" ნიშნავს.
-
8:12 - 8:15ხალხი აგრესიული ხდება ქვეყანაში,
-
8:15 - 8:19რომელიც ჩვეულებრივ,
ცხოვრებით ტკბობითაა ბედნიერი. -
8:20 - 8:21ასე ხდება.
-
8:22 - 8:24ბევრი რამ დევს სასწორზე.
-
8:25 - 8:26კარგი ამბავი ისაა,
-
8:26 - 8:29რომ როცა სუფთა სატრანსპორტო სისტემაზე
-
8:29 - 8:32და განსხვავებულ მობილობაზე ვსაუბრობთ,
-
8:32 - 8:36ჩვენ არ ვსაუბრობთ, რაღაც შორეულ უტოპიაზე,
-
8:36 - 8:40არამედ ვსაუბრობთ უკვე დღეს არსებულ
ელექტრულ მობილობაზე, -
8:41 - 8:46მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის
ელექტრომობილებს -
8:47 - 8:49და ტრადიციულ მანქანებს, ერთი ფასი ექნებათ
-
8:50 - 8:53და ქალაქებში უკვე ცდიან
ელექტრო ავტობუსებს. -
8:54 - 8:56ეს მართლაც მაგარი ქმნილებები
-
8:57 - 8:58ფულს ზოგავენ
-
8:59 - 9:01და ამცირებენ დაბინძურებას.
-
9:02 - 9:05ამიტომ, თუ გვინდა ნავთობზე დამოკიდებული
ტრანსპორტისგან გავთავისუფლდეთ, -
9:05 - 9:06ჩვენ ეს შეგვიძლია,
-
9:06 - 9:08რადგან გვაქვს ალტერნატივები,
რომლებიც ადრე არ გვქონდა. -
9:08 - 9:10ეს შესანიშნავია.
-
9:12 - 9:16თუმცა, ზოგს ეს აზრი ძალიან არ სიამოვნებს
-
9:18 - 9:21და ისინი მოვლენ და გეტყვიან,
-
9:21 - 9:23რომ მსოფლიო, ისევე როგორც კოსტა-რიკა
-
9:23 - 9:26დამოკიდებულია ნავთობზე
და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. -
9:26 - 9:27სწორედ ამას გეტყვიან
-
9:27 - 9:29და იცით ამ არგუმენტზე
პასუხი რა არის? -
9:29 - 9:331948-ში ჩვენ არ გვითქვამს,
რომ მსოფლიო დამოკიდებულია ჯარზე -
9:33 - 9:35და ამიტომ მოდით შევინარჩუნოთ ის.
-
9:35 - 9:38არა, ჩვენ ძალიან გაბედული
არჩევანი გავაკეთეთ -
9:39 - 9:41და ამ არჩევანმა ყველაფერი შეცვალა.
-
9:42 - 9:46ამიტომ, დროა ამ თაობამაც გაბედოს
-
9:46 - 9:48და სამუდამოდ უარი თქვას
წიაღისეულ საწვავზე. -
9:48 - 9:51სამ მიზეზს გეტყვით,
თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. -
9:51 - 9:52პირველი,
-
9:53 - 9:57ჩვენი სატრანსპორტო
და ურბანიზაციის სისტემა არ მუშაობს, -
9:57 - 10:01ამიტომ ეს საუკეთესო დროა მათი შეცვლისთვის.
-
10:03 - 10:05ჩვენ არ გვინდა ქალაქები,
რომლებიც მანქანებისთვისაა შექმნილი. -
10:05 - 10:08ჩვენ ისინი გვინდა ხალხისთვის,
-
10:08 - 10:12სადაც ფეხით და ველოსიპედით
სიარულს შევძლებთ. -
10:12 - 10:14ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
-
10:14 - 10:15ძალიან ბევრი.
-
10:15 - 10:19საზოგადოებრივი ტრანსპორტი,
რომელიც "სუფთა" და ღირსეულია, -
10:19 - 10:23რადგან თუ ტრადიცული მანქანების
დინება გაგრძელდება, -
10:25 - 10:27ჩვენი ქალაქები
აუტანელი იქნება საცხოვრებლად. -
10:28 - 10:30მეორე, ჩვენ ცვლილება გვჭირდება,
-
10:30 - 10:33მაგრამ თანდათანობითი ცვლილება
საკმარისი არ იქნება. -
10:35 - 10:37ჩვენ სრული ტრანსფორმაცია გვჭირდება.
-
10:38 - 10:40ჩემს ქვეყანაში არის რაღაც
თანდათანობითი პროექტები -
10:40 - 10:43და მე პირველი მივესალმები მათ,
-
10:44 - 10:46მაგრამ მოდით თავს ნუ გავისულელებთ.
-
10:46 - 10:50ლაპარაკი არ არის იმაზე,
რომ ლამაზ ელექტრომობილებს -
10:50 - 10:53და რამდენიმე ელექტო ავტობუსს მივაღწიოთ,
-
10:53 - 10:56მაშინ როცა არსებულ ინფრასტუქტურაში
ფულის ჩადებას ვაგრძელებთ, -
10:56 - 10:59მეტი მანქანა, მეტი გზა, მეტი ნავთობი.
-
10:59 - 11:03აქ ლაპარაკია ნავთობისგან გათავისუფლებაზე
-
11:03 - 11:07და ამას თანდათანობითი
ცვლილელებით ვერ მივაღწევთ. -
11:08 - 11:12მესამე, ეს თქვენთვის ცნობილია.
-
11:13 - 11:17მსოფლიო შთაგონების წყაროს ეძებს.
-
11:18 - 11:21მას სწყურია რთულ პრობლემებთან
-
11:21 - 11:23წარმატებით გამკლავების ამბები,
-
11:23 - 11:26განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
-
11:27 - 11:31ამიტომ, მგონია რომ კოსტა-რიკას შეუძლია
შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის, -
11:32 - 11:34როგორც ეს მოხდა შარშან,
როცა განვაცხადეთ, -
11:34 - 11:38რომ ამდენი დღის მანძილზე
ელექტროენერგიის წყაროდ -
11:38 - 11:43წიაღისეული საწვავი
საერთოდ არ გამოგვიყენებია. -
11:43 - 11:47ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა
მთელ მსოფლიოში. -
11:48 - 11:51კიდევ ის მეამაყება,
-
11:51 - 11:55რომ კოსტა-რიკელმა ქალმა,
კრისტიანა ფიგერესმა, -
11:55 - 12:01გადამწყვეტი როლი შესარულა პარიზის
კლიმატური შეთანხმების მოლაპარაკებებზე. -
12:03 - 12:06ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მემკვირდეობა
და თავად ვიყოთ მაგალითი. -
12:07 - 12:09მაშ, რა მოდის შემდეგ?
-
12:10 - 12:12ხალხი
-
12:12 - 12:15როგორ მივიტანოთ ეს ხალხამდე?
-
12:16 - 12:18როგორ დავარწმუნოთ ხალხი,
-
12:18 - 12:20რომ საზოგადოების აშენება
-
12:20 - 12:23წიაღისეული საწვავის გარეშე შესაძლებელია?
-
12:24 - 12:27დიდი სამუშაოა ქვედა დონეზე ჩასატარებელი.
-
12:29 - 12:33ამიტომ შევქმენით 2014-ში
"Costa Rica Limpia " -
12:34 - 12:36"Limpia" ნიშნავს "სუფთას",
-
12:36 - 12:40რადგან გვინდა მოქალაქეებს
მივცეთ საშუალება და შთავაგონოთ ისინი. -
12:41 - 12:44თუ მოქალაქეები არ ჩაერთვებიან,
-
12:45 - 12:50"სუფთა" სატრანსპორტო სისტემის
შექმნაზე გადაწყვეტილება, -
12:50 - 12:53უსასრულო ტექნიკური დისკუსიებით
-
12:53 - 12:58და მმართველი წრეების სხვადასხვა
ინტერესების ლობირებით გაჭიანურდება. -
13:01 - 13:05მწვანე, განახლებადი ენერგიის
ქვეყანად ყოფნის სურვილი, -
13:05 - 13:07უკვე არის ჩვენი ამბის ნაწილი.
-
13:07 - 13:10არავის უნდა მივცეთ უფლება
ეს წაგვართვას. -
13:12 - 13:17შარშან ჩვენი შვიდი რეგიონიდან
ხალხი მოვიწვიეთ, -
13:17 - 13:20რომ მათთვის საინტერესო ჭრილში,
კლიმატის ცვლილებები განგვეხილა -
13:21 - 13:24იგივე გავაკეთეთ წელსაც
-
13:24 - 13:26კოსტა-რიკელების სხვა ჯგუფთან,
-
13:26 - 13:28რომ განახლებად ენერგიაზე გვესაუბრა
-
13:28 - 13:29და იცით რა ხდება?
-
13:29 - 13:31ეს ხალხი არაფერში ეთანხმება ერთმანეთს,
-
13:31 - 13:34გარდა განახლებადი ენერგიის,
-
13:34 - 13:37"სუფთა" სატრანსპორტო სისტემის
და დაუბინძურებელი ჰაერისა. -
13:37 - 13:38ეს ხალხს აერთიანებს.
-
13:38 - 13:41თანამონაწილეობისთვის მთავარია,
-
13:41 - 13:43რომ ხალხს თავი უსუსურად არ ვაგრძნობინოთ.
-
13:43 - 13:45ხალხი უსუსურად გრძნობს თავს
-
13:45 - 13:48და დაღლილია იმით,
რომ მათი ხმა არავის ესმის. -
13:49 - 13:51ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ რამეებს ვაკეთებთ.
-
13:51 - 13:56ვთარგმნით ტექნიკურ პრობლემებს
მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე, -
13:56 - 14:00რითიც ვაჩვენებთ, რომ მოქალაქეებს
საკუთარი როლი აქვთ ერთად შესასრულებელი. -
14:00 - 14:03პირველად ვადევნებთ თვალს
დაპირებების შესრულებას, -
14:03 - 14:06რომლებიც "სუფთა" სატრანსპორტო
სისტემასთან დაკავშირებით გაიცა -
14:06 - 14:09და პოლიტკოსებმა იციან,
რომ ისინი უნდა შესრულდეს, -
14:09 - 14:12მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგება,
როცა შევქმნით კოალიციცებს, -
14:12 - 14:14მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან,
-
14:14 - 14:16საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მებრძოლებს,
-
14:16 - 14:19რომლებიც ელექტრო ტრანსპორტს
ახალ ნორმად აქცევენ, -
14:19 - 14:21განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.
-
14:23 - 14:26მჯერა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის,
-
14:26 - 14:30ყველა კანდიდატს მოუწევს გაამხილოს
-
14:30 - 14:32საკუთარი პოზიცია
წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებით. -
14:32 - 14:36ამ საკითხმა ჩვენ მეინსტრიმულ
პოლიტიკაში უნდა შეაღწიოს. -
14:37 - 14:40გარწმუნებთ, რომ ეს არაა მხოლოდ კლიმატთან,
-
14:40 - 14:42ან გარემოსთან დაკავშირებული საკითხი.
-
14:43 - 14:45ეს ჩვენთვის სასურველ ქვეყანას
-
14:46 - 14:48და ქალაქებს ეხება
-
14:48 - 14:51და იმას, თუ ვინ აკეთებს არჩევანს.
-
14:52 - 14:55რადგან საბოლოოდ გვინდა ვაჩვენოთ,
-
14:55 - 14:58რომ განახლებად ენერგიაზე
დაფუძნებული განვითარება -
14:59 - 15:00კარგია ხალხისთვის.
-
15:01 - 15:04ამჟამად მაცხოვრები კოსტა-რიკელებისთვის,
-
15:04 - 15:07და განსაკუთრებით იმათთვის,
ვინც ჯერ არ დაბადებულა. -
15:10 - 15:13ეს ჩვენი ეროვნული მუზეუმია დღეს.
-
15:13 - 15:14ის ნათელი და მშვიდობიანია.
-
15:14 - 15:17როცა მის წინ დგახართ,
-
15:17 - 15:20რთული დასაჯერებელლია,
რომ 40-იანების ბოლოს -
15:20 - 15:23აქ სამხედრო ბაზები იყო.
-
15:23 - 15:26ჩვენ ახალი ცხოვრება, ჯარის გარეშე
-
15:26 - 15:28ამ ადგილიდან დავიწყეთ
-
15:28 - 15:34და ერთ მშვენიერ დღეს წიაღისეულ საწვავზე
უარიც სწორედ აქ გამოცხადდება -
15:34 - 15:36და ჩვენ კვლავ დავწერთ ისტორიას.
-
15:36 - 15:37მადლობა.
-
15:37 - 15:39(აპლოდისმენტები)
- Title:
- პატარა ქვეყანა წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლების დიდი იდეებით
- Speaker:
- მონიკა არაია
- Description:
-
როგორ ავაშენოთ საზოგადოება, წიაღისეული საწვავის გარეშე? საკუთარი სამშობლოს, კოსტა-რიკის მიერ, გარემოს დაცვის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მაგალითზე, კლიმატის დამცველი, მონიკა არაია, გვაცნობს თამამ ხედვას, რომელიც ყველა სექტორში ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისკენ მომართული მსოფლიოსთვისაა განკუთვნილი.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 15:52
Levan Lashauri approved Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Mate Kobalia accepted Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for A small country with big ideas to get rid of fossil fuels |