1 00:00:01,103 --> 00:00:03,423 როგორ ავაშენოთ საზოგადოება, 2 00:00:03,423 --> 00:00:06,770 წიაღისეული საწვავის გარეშე? 3 00:00:06,944 --> 00:00:09,470 ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა 4 00:00:09,920 --> 00:00:14,610 და ვფიქრობ განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ ამ ცვლილებას სათავეში ჩაუდგნენ. 5 00:00:15,120 --> 00:00:17,680 მესმის, რომ ეს საკამათოა, 6 00:00:18,440 --> 00:00:23,736 მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ქვეყნებში ბევრი რამ იქნება რისკის ქვეშ, 7 00:00:23,760 --> 00:00:28,640 თუ ჩვენი განვითარების საფუძვლად წიაღისეული საწვავი დარჩება. 8 00:00:29,240 --> 00:00:31,590 ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ. 9 00:00:32,200 --> 00:00:35,456 უკვე დროა, ნამდვილად დროა 10 00:00:35,480 --> 00:00:38,176 დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, 11 00:00:38,200 --> 00:00:43,256 რომ ქავეყანამ უნდა აირჩიოს, ან განვითარება 12 00:00:43,280 --> 00:00:48,780 და ან გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგია და ცხოვრების ხარისხი. 13 00:00:49,800 --> 00:00:52,440 მე, განვითარებადი ქვეყნიდან, კოსტა-რიკიდან ვარ. 14 00:00:52,680 --> 00:00:55,360 ჩვენ თითქმის 5 მილიონი ვართ 15 00:00:56,200 --> 00:00:58,776 და ზუსტად ამერიკის კონტინენტებს შორის ვართ მოქცეული. 16 00:00:58,800 --> 00:01:01,850 ამიტომ, ძალიან მარტივია ჩვენი ადგილსამყოფელის დამახსოვრება. 17 00:01:03,080 --> 00:01:09,360 ჩვენი ელექტროენერგიის თითქმის 100% 18 00:01:10,400 --> 00:01:12,856 განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის, 19 00:01:12,880 --> 00:01:14,096 5 გვაქვს ასეთი. 20 00:01:14,120 --> 00:01:16,240 (აპლოდისმენტები) 21 00:01:18,800 --> 00:01:22,656 ჰიდროელექტრო, გეოთერმული, 22 00:01:22,680 --> 00:01:26,120 ქარის, მზის და ბიომასის. 23 00:01:27,000 --> 00:01:29,136 იცოდით, რომ შარშან 24 00:01:29,160 --> 00:01:32,616 299 დღის მანძილზე 25 00:01:32,640 --> 00:01:35,856 ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად 26 00:01:35,880 --> 00:01:39,360 წიაღისეული საწვავი საერთოდ არ გამოგვიყენებია? 27 00:01:40,240 --> 00:01:43,200 ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა 28 00:01:44,360 --> 00:01:48,440 თუმცა, აქ იმალება პარადოქსი, 29 00:01:51,080 --> 00:01:54,136 რომ ჩვენი ენერგიის მოხმარების 30 00:01:54,160 --> 00:01:58,760 თითქმის 70% ნავთობია. 31 00:01:59,880 --> 00:02:01,080 რატომ? 32 00:02:01,800 --> 00:02:04,536 ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გამო, 33 00:02:04,560 --> 00:02:07,816 რომელიც მთლიანად წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, 34 00:02:07,840 --> 00:02:10,379 ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობაში. 35 00:02:10,479 --> 00:02:14,016 თუ ჩვენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას მარათონად ჩავთვლით, 36 00:02:14,040 --> 00:02:17,936 კითხვა იქნება, თუ როგორ მივაღწიოთ ფინიშამდე? 37 00:02:17,960 --> 00:02:21,080 როგორ გავათავისუფლოთ დანარჩენი ეკონომიკა ნახშირბადისგან? 38 00:02:21,880 --> 00:02:24,776 სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, 39 00:02:24,800 --> 00:02:26,576 ძნელი სათქმელია ვინ შეძლებს. 40 00:02:26,600 --> 00:02:29,360 ამიტომაც მინდა კოსტა-რიკაზე გესაუბროთ, 41 00:02:30,160 --> 00:02:32,856 რადგან ვთვლი, რომ ჩვენ მთავარი კანდიდატი ვართ, 42 00:02:32,880 --> 00:02:37,750 წიაღისეული საწვავის გარეშე განვითარების ხედვა პირველებმა შევიმუშავოთ. 43 00:02:39,200 --> 00:02:42,456 რაღაც მაინც თუ იცით ჩვენ ქვეყანაზე 44 00:02:42,480 --> 00:02:44,860 გეცოდინებათ, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი. 45 00:02:45,440 --> 00:02:48,360 დავბრუნდეთ 1948-ში. 46 00:02:49,400 --> 00:02:53,450 ამ წელს ქვეყანაში სამოქალაქო ომი ახალი დასრლებული იყო. 47 00:02:54,360 --> 00:02:57,936 ათასობით კოსტა-რიკელი დაიღუპა 48 00:02:57,960 --> 00:03:00,240 და ოჯახები იყო გახლეჩილი. 49 00:03:01,240 --> 00:03:06,256 თუმცა, უცნაურმა იდეამ გულები და ტვინები დაიპყრო: 50 00:03:06,280 --> 00:03:08,176 ჩვენ "გადავტვირთავთ" ჩვენს ქვეყანას 51 00:03:08,200 --> 00:03:11,256 და მეორე რესპუბლიკას არ ეყოლება ჯარი 52 00:03:11,280 --> 00:03:13,100 და ჩვენ ის გავაუქმეთ. 53 00:03:13,360 --> 00:03:16,016 იმ დროს პრეზიდენტმა, 54 00:03:16,040 --> 00:03:18,216 ხოსე ფიგერესმა, 55 00:03:18,240 --> 00:03:23,830 ეს მოვლენა ეფექტურად, სამხედრო ბაზის კედლების დანგრევით, აღნიშნა. 56 00:03:25,200 --> 00:03:28,376 მომდევნო წელს 1949-ში 57 00:03:28,400 --> 00:03:32,576 ჩვენ ეს გადაწყვეტილება ახალ კონსტიტუციაში უკვდავვყავით. 58 00:03:32,600 --> 00:03:36,760 სწორედ ამიტომ შემიძლია ეს ამბავი თითქმის 70 წლის შემდეგ გიამბოთ. 59 00:03:37,520 --> 00:03:39,536 მე მადლიერი ვარ. 60 00:03:39,560 --> 00:03:42,520 მადლიერი ვარ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ჩემ დაბადებამდე მიიღეს, 61 00:03:43,150 --> 00:03:45,846 რადგან ამან საშუალება მომცა მეც და მილიონობით სხვასაც, 62 00:03:45,846 --> 00:03:48,440 გვეცხოვრა ძალიან სტაბილურ ქვეყანაში. 63 00:03:49,200 --> 00:03:52,136 თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ გაგვიმართლა, 64 00:03:52,160 --> 00:03:53,656 მაგრამ ასე არ არის. 65 00:03:53,680 --> 00:03:56,720 ეს იყო შეგნებულ არჩევანთა წყება. 66 00:03:58,080 --> 00:04:04,136 40-იანებში, კოსტა-რიკელებს მიეცათ უფასო განათლება და უფასო ჯანდაცვა. 67 00:04:04,160 --> 00:04:06,490 ჩვენ ამას სოციალური გარანტიები დავარქვით. 68 00:04:06,760 --> 00:04:08,376 ჯარის გაუქმებით, 69 00:04:08,400 --> 00:04:13,336 საშუალება მოგვეცა, სამხედრო ხარჯი სოციალურ ხარჯზე გაგვეშვა 70 00:04:13,360 --> 00:04:15,880 და ეს სტაბილურობის მამოძრავებელი გახდა. 71 00:04:16,120 --> 00:04:17,375 50-იანებში... 72 00:04:17,399 --> 00:04:19,750 (აპლოდისმენტები) 73 00:04:22,600 --> 00:04:25,976 50-იანებში ჩვენ დავიწყეთ ჰიდრო ენერგიაში ფულის ჩადება, 74 00:04:26,000 --> 00:04:28,656 რითიც ელექტროენერგიისთვის 75 00:04:28,680 --> 00:04:31,736 წიაღისეული საწვავის გამოყენების მახეს თავი დავაღწიეთ. 76 00:04:31,760 --> 00:04:34,640 რითიც იტანჯება დღეს მსოფლიო. 77 00:04:35,160 --> 00:04:38,696 70-იანებში ნაციონალური პარკები დავაფინანსეთ 78 00:04:38,720 --> 00:04:40,680 და ამით დავაღწიეთ თავი 79 00:04:41,640 --> 00:04:46,296 იმ მახინჯ ლოგიკას, რომელიც ამბობს ზრდა, ზრდა და ზრდა ნებისმიერ ფასად 80 00:04:46,320 --> 00:04:50,190 და რომელითაც სხვები მოქმედებენ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. 81 00:04:50,800 --> 00:04:54,896 90-იანებში ჩვენ პირველებმა დავაფინანსეთ ეკოლოგიური სერვისები 82 00:04:54,920 --> 00:04:56,856 და ამით ტყეების გაჩეხვა ავიცილეთ თავიდან 83 00:04:56,880 --> 00:05:00,660 და ეკოტურიზმი განვავითარეთ რაც დღეს ჩვენი ზრდის საკვანძო საშუალებაა. 84 00:05:01,000 --> 00:05:03,936 ამრიგად, გარემოს დაცვაში ინვესტირებას, 85 00:05:03,960 --> 00:05:06,176 ჩვენი ეკონომიკა არ დაუზარალებია, 86 00:05:06,200 --> 00:05:07,146 არამედ პირიქით. 87 00:05:07,146 --> 00:05:09,496 ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ყველაფერი იდეალურადაა 88 00:05:09,520 --> 00:05:11,856 და არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობრიობა. 89 00:05:11,880 --> 00:05:13,340 ამაში არაა საქმე. 90 00:05:13,720 --> 00:05:17,216 საქმე ისაა, რომ ჩვენ საკუთარი არჩევანის წყალობით, 91 00:05:17,240 --> 00:05:22,200 განვითარების პრობლემებთან გამკლავების უნარი გამოვიმუშავეთ. 92 00:05:24,080 --> 00:05:27,656 ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 93 00:05:27,680 --> 00:05:31,576 დაახლოებით 11 000 დოლარია, 94 00:05:31,600 --> 00:05:33,320 გააჩნია როგორ დათვლით. 95 00:05:34,080 --> 00:05:36,136 თუმცა, სოციალური პროგრესის ინდექსით 96 00:05:36,160 --> 00:05:38,056 ჩვენ აბსოლუტურად გამორჩეულები ვართ. 97 00:05:38,080 --> 00:05:41,640 აქ საქმე მშპ-ს სოციალურ პროგრესში გადაყვანას ეხება. 98 00:05:42,000 --> 00:05:43,536 ჯარის გაუქმებამ, 99 00:05:43,560 --> 00:05:45,376 გარემოში და ადამიანებში ინვესტირებამ, 100 00:05:45,400 --> 00:05:48,630 თავისი დიდი გავლენა იქონია. 101 00:05:49,120 --> 00:05:51,110 ამან შექმნა ამბავი, 102 00:05:52,000 --> 00:05:54,616 პატარა ქვეყნის ამბავი დიდი იდეებით. 103 00:05:54,640 --> 00:05:58,460 ეს ძალიან დაგვეხმარა, რომ ამ ამბავთან ერთად ვიზრდებოდით. 104 00:05:59,520 --> 00:06:01,696 მაშ, კითხვა შემდეგია: 105 00:06:01,720 --> 00:06:05,130 რა არის შემდეგი დიდი იდეა, უკვე ამ თაობისთვის? 106 00:06:06,320 --> 00:06:08,696 ვფიქრობ, რომ შემდეგი 107 00:06:08,720 --> 00:06:13,880 ამ თაობის მიერ წიაღისეული საწვავის სამუდამო მოცილებაა. 108 00:06:15,640 --> 00:06:18,190 ისევე როგორც ეს ჯარის შემთხვევაში გავაკეთეთ. 109 00:06:18,400 --> 00:06:20,696 წიაღისეული საწვავი კლიმატის ცვლილებას იწვევს. 110 00:06:20,720 --> 00:06:22,096 ეს ჩვენ ვიცით 111 00:06:22,120 --> 00:06:26,616 და ვიცით რა მოწყვლადები ვართ კლიმატის ცვლილების მიმართ. 112 00:06:26,640 --> 00:06:30,296 ამიტომ, ჩვენი როგორც განვითარებადი ქვეყნის ინტერესშია 113 00:06:30,320 --> 00:06:32,916 განვითარება წიაღისეულ საწვავზე არ იყოს დამოკიდებული, 114 00:06:32,916 --> 00:06:36,160 რომელიც პირველ რიგში ადამიანებს ვნებს. 115 00:06:36,880 --> 00:06:38,810 რატომ უნდა განვაგრძოთ 116 00:06:39,000 --> 00:06:42,490 სატრანსპორტო სისტემისთვის ნავთობის იმპორტი, 117 00:06:43,800 --> 00:06:45,536 როცა შეგვიძლია ამისთვის 118 00:06:45,560 --> 00:06:47,720 ელექტროენერგია გამოვიყენოთ? 119 00:06:48,720 --> 00:06:50,536 გაიხსენეთ, 120 00:06:50,560 --> 00:06:52,456 ეს ის ქვეყანაა, 121 00:06:52,480 --> 00:06:58,536 სადაც ელექტროენერგიას ჩვენი მდინარეების წყლიდან, 122 00:06:58,560 --> 00:07:01,056 ვულკანების სითბოდან, 123 00:07:01,080 --> 00:07:04,416 ქარის ტურბინებიდან, მზის პანელებიდან 124 00:07:04,440 --> 00:07:06,370 და ბიონარჩენებიდან ვიღებთ. 125 00:07:06,560 --> 00:07:12,856 წიაღისეული საწვავის გაუქმება, ჩვენი სატრანსპორტო სისტემის დანგრევას ნიშნავს, 126 00:07:12,880 --> 00:07:17,340 იმისთვის რომ ჩვენი მანქანები, ავტობუსები და მატარებლები 127 00:07:17,340 --> 00:07:20,680 დამაბინძურებელი ენერგიის ნაცვლად ელექტროენერგიით გამოვკვებოთ. 128 00:07:20,680 --> 00:07:22,816 მინდა გითხრათ, რომ ტრანსპორტი 129 00:07:22,840 --> 00:07:26,896 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა კოსტა-რიკელებისთვის, 130 00:07:26,920 --> 00:07:29,336 რადგან მოდელი, რომელიც გვაქვს არ მუშაობს. 131 00:07:29,360 --> 00:07:31,090 ის ვნებს ადამიანებს. 132 00:07:31,480 --> 00:07:33,216 ვნებს კომპანიებს 133 00:07:33,240 --> 00:07:35,216 და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. 134 00:07:35,240 --> 00:07:39,976 როცა პოლიტიკა და ინფრასტრქტურა ნორმალურად არ მუშაობს, 135 00:07:40,000 --> 00:07:44,290 ეს შედეგი მოყვება ყოველდღე, 136 00:07:44,800 --> 00:07:46,376 ორი საათი დილას. 137 00:07:46,400 --> 00:07:48,216 ორი საათი საღამოს. 138 00:07:48,240 --> 00:07:51,920 არ მესმის ეს ნორმად რატომ უნდა მივიღოთ. 139 00:07:52,800 --> 00:07:54,390 შეურაცხმყოფელია, 140 00:07:55,040 --> 00:07:58,960 ყოველდღე ასე გვიწევდეს დროის კარგვა 141 00:07:59,920 --> 00:08:01,816 და ეს გზა საკმაოდ კარგია 142 00:08:01,840 --> 00:08:03,896 სხვა ქვეყნების გზებთან შედარებით, 143 00:08:03,920 --> 00:08:05,920 სადაც საგზაო მოძრაობა გადაჭედილია. 144 00:08:06,000 --> 00:08:09,020 კოსტა-რიკაში ამას "presa"-ს ეძახიან, 145 00:08:09,280 --> 00:08:11,840 რაც "დაპატიმრებულს" ნიშნავს. 146 00:08:12,360 --> 00:08:15,336 ხალხი აგრესიული ხდება ქვეყანაში, 147 00:08:15,360 --> 00:08:18,880 რომელიც ჩვეულებრივ, ცხოვრებით ტკბობითაა ბედნიერი. 148 00:08:20,040 --> 00:08:21,280 ასე ხდება. 149 00:08:21,880 --> 00:08:23,600 ბევრი რამ დევს სასწორზე. 150 00:08:24,560 --> 00:08:26,416 კარგი ამბავი ისაა, 151 00:08:26,440 --> 00:08:29,456 რომ როცა სუფთა სატრანსპორტო სისტემაზე 152 00:08:29,480 --> 00:08:31,896 და განსხვავებულ მობილობაზე ვსაუბრობთ, 153 00:08:31,896 --> 00:08:35,775 ჩვენ არ ვსაუბრობთ, რაღაც შორეულ უტოპიაზე, 154 00:08:35,799 --> 00:08:39,559 არამედ ვსაუბრობთ უკვე დღეს არსებულ ელექტრულ მობილობაზე, 155 00:08:41,039 --> 00:08:46,496 მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის ელექტრომობილებს 156 00:08:46,520 --> 00:08:49,150 და ტრადიციულ მანქანებს, ერთი ფასი ექნებათ 157 00:08:49,520 --> 00:08:53,300 და ქალაქებში უკვე ცდიან ელექტრო ავტობუსებს. 158 00:08:53,800 --> 00:08:56,030 ეს მართლაც მაგარი ქმნილებები 159 00:08:56,760 --> 00:08:57,960 ფულს ზოგავენ 160 00:08:59,000 --> 00:09:00,760 და ამცირებენ დაბინძურებას. 161 00:09:01,570 --> 00:09:04,870 ამიტომ, თუ გვინდა ნავთობზე დამოკიდებული ტრანსპორტისგან გავთავისუფლდეთ, 162 00:09:04,870 --> 00:09:05,750 ჩვენ ეს შეგვიძლია, 163 00:09:05,750 --> 00:09:08,336 რადგან გვაქვს ალტერნატივები, რომლებიც ადრე არ გვქონდა. 164 00:09:08,336 --> 00:09:09,810 ეს შესანიშნავია. 165 00:09:12,100 --> 00:09:16,470 თუმცა, ზოგს ეს აზრი ძალიან არ სიამოვნებს 166 00:09:17,760 --> 00:09:20,936 და ისინი მოვლენ და გეტყვიან, 167 00:09:20,960 --> 00:09:22,800 რომ მსოფლიო, ისევე როგორც კოსტა-რიკა 168 00:09:22,800 --> 00:09:25,800 დამოკიდებულია ნავთობზე და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. 169 00:09:25,800 --> 00:09:27,056 სწორედ ამას გეტყვიან 170 00:09:27,080 --> 00:09:29,416 და იცით ამ არგუმენტზე პასუხი რა არის? 171 00:09:29,440 --> 00:09:33,016 1948-ში ჩვენ არ გვითქვამს, რომ მსოფლიო დამოკიდებულია ჯარზე 172 00:09:33,040 --> 00:09:34,976 და ამიტომ მოდით შევინარჩუნოთ ის. 173 00:09:35,000 --> 00:09:37,960 არა, ჩვენ ძალიან გაბედული არჩევანი გავაკეთეთ 174 00:09:38,640 --> 00:09:40,840 და ამ არჩევანმა ყველაფერი შეცვალა. 175 00:09:41,600 --> 00:09:45,976 ამიტომ, დროა ამ თაობამაც გაბედოს 176 00:09:46,000 --> 00:09:48,216 და სამუდამოდ უარი თქვას წიაღისეულ საწვავზე. 177 00:09:48,216 --> 00:09:50,800 სამ მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. 178 00:09:51,240 --> 00:09:52,440 პირველი, 179 00:09:53,120 --> 00:09:56,856 ჩვენი სატრანსპორტო და ურბანიზაციის სისტემა არ მუშაობს, 180 00:09:56,880 --> 00:10:01,320 ამიტომ ეს საუკეთესო დროა მათი შეცვლისთვის. 181 00:10:02,520 --> 00:10:05,336 ჩვენ არ გვინდა ქალაქები, რომლებიც მანქანებისთვისაა შექმნილი. 182 00:10:05,360 --> 00:10:07,696 ჩვენ ისინი გვინდა ხალხისთვის, 183 00:10:07,720 --> 00:10:11,576 სადაც ფეხით და ველოსიპედით სიარულს შევძლებთ. 184 00:10:11,600 --> 00:10:13,736 ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 185 00:10:13,760 --> 00:10:15,256 ძალიან ბევრი. 186 00:10:15,280 --> 00:10:18,690 საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც "სუფთა" და ღირსეულია, 187 00:10:19,200 --> 00:10:23,120 რადგან თუ ტრადიცული მანქანების დინება გაგრძელდება, 188 00:10:24,760 --> 00:10:26,960 ჩვენი ქალაქები აუტანელი იქნება საცხოვრებლად. 189 00:10:28,000 --> 00:10:29,736 მეორე, ჩვენ ცვლილება გვჭირდება, 190 00:10:29,760 --> 00:10:33,240 მაგრამ თანდათანობითი ცვლილება საკმარისი არ იქნება. 191 00:10:34,720 --> 00:10:36,760 ჩვენ სრული ტრანსფორმაცია გვჭირდება. 192 00:10:37,600 --> 00:10:40,456 ჩემს ქვეყანაში არის რაღაც თანდათანობითი პროექტები 193 00:10:40,480 --> 00:10:42,680 და მე პირველი მივესალმები მათ, 194 00:10:43,800 --> 00:10:46,176 მაგრამ მოდით თავს ნუ გავისულელებთ. 195 00:10:46,200 --> 00:10:50,096 ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ლამაზ ელექტრომობილებს 196 00:10:50,120 --> 00:10:52,736 და რამდენიმე ელექტო ავტობუსს მივაღწიოთ, 197 00:10:52,760 --> 00:10:56,136 მაშინ როცა არსებულ ინფრასტუქტურაში ფულის ჩადებას ვაგრძელებთ, 198 00:10:56,160 --> 00:10:58,656 მეტი მანქანა, მეტი გზა, მეტი ნავთობი. 199 00:10:58,680 --> 00:11:02,976 აქ ლაპარაკია ნავთობისგან გათავისუფლებაზე 200 00:11:03,000 --> 00:11:06,710 და ამას თანდათანობითი ცვლილელებით ვერ მივაღწევთ. 201 00:11:08,360 --> 00:11:11,520 მესამე, ეს თქვენთვის ცნობილია. 202 00:11:13,080 --> 00:11:16,680 მსოფლიო შთაგონების წყაროს ეძებს. 203 00:11:18,120 --> 00:11:21,216 მას სწყურია რთულ პრობლემებთან 204 00:11:21,240 --> 00:11:23,016 წარმატებით გამკლავების ამბები, 205 00:11:23,040 --> 00:11:26,160 განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. 206 00:11:27,400 --> 00:11:31,170 ამიტომ, მგონია რომ კოსტა-რიკას შეუძლია შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის, 207 00:11:31,720 --> 00:11:34,456 როგორც ეს მოხდა შარშან, როცა განვაცხადეთ, 208 00:11:34,480 --> 00:11:38,456 რომ ამდენი დღის მანძილზე ელექტროენერგიის წყაროდ 209 00:11:38,480 --> 00:11:43,336 წიაღისეული საწვავი საერთოდ არ გამოგვიყენებია. 210 00:11:43,360 --> 00:11:46,720 ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 211 00:11:47,640 --> 00:11:50,736 კიდევ ის მეამაყება, 212 00:11:50,760 --> 00:11:54,600 რომ კოსტა-რიკელმა ქალმა, კრისტიანა ფიგერესმა, 213 00:11:55,480 --> 00:12:01,280 გადამწყვეტი როლი შესარულა პარიზის კლიმატური შეთანხმების მოლაპარაკებებზე. 214 00:12:02,600 --> 00:12:06,320 ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მემკვირდეობა და თავად ვიყოთ მაგალითი. 215 00:12:07,400 --> 00:12:09,200 მაშ, რა მოდის შემდეგ? 216 00:12:10,240 --> 00:12:11,520 ხალხი 217 00:12:12,280 --> 00:12:14,840 როგორ მივიტანოთ ეს ხალხამდე? 218 00:12:15,760 --> 00:12:17,856 როგორ დავარწმუნოთ ხალხი, 219 00:12:17,880 --> 00:12:20,000 რომ საზოგადოების აშენება 220 00:12:20,000 --> 00:12:22,960 წიაღისეული საწვავის გარეშე შესაძლებელია? 221 00:12:24,040 --> 00:12:27,360 დიდი სამუშაოა ქვედა დონეზე ჩასატარებელი. 222 00:12:29,120 --> 00:12:32,640 ამიტომ შევქმენით 2014-ში "Costa Rica Limpia " 223 00:12:33,720 --> 00:12:36,416 "Limpia" ნიშნავს "სუფთას", 224 00:12:36,440 --> 00:12:40,080 რადგან გვინდა მოქალაქეებს მივცეთ საშუალება და შთავაგონოთ ისინი. 225 00:12:40,760 --> 00:12:43,680 თუ მოქალაქეები არ ჩაერთვებიან, 226 00:12:45,080 --> 00:12:49,736 "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის შექმნაზე გადაწყვეტილება, 227 00:12:49,760 --> 00:12:52,736 უსასრულო ტექნიკური დისკუსიებით 228 00:12:52,760 --> 00:12:57,560 და მმართველი წრეების სხვადასხვა ინტერესების ლობირებით გაჭიანურდება. 229 00:13:00,720 --> 00:13:04,576 მწვანე, განახლებადი ენერგიის ქვეყანად ყოფნის სურვილი, 230 00:13:04,600 --> 00:13:07,176 უკვე არის ჩვენი ამბის ნაწილი. 231 00:13:07,200 --> 00:13:09,880 არავის უნდა მივცეთ უფლება ეს წაგვართვას. 232 00:13:12,080 --> 00:13:16,536 შარშან ჩვენი შვიდი რეგიონიდან ხალხი მოვიწვიეთ, 233 00:13:16,560 --> 00:13:19,800 რომ მათთვის საინტერესო ჭრილში, კლიმატის ცვლილებები განგვეხილა 234 00:13:20,720 --> 00:13:23,616 იგივე გავაკეთეთ წელსაც 235 00:13:23,640 --> 00:13:25,696 კოსტა-რიკელების სხვა ჯგუფთან, 236 00:13:25,720 --> 00:13:27,816 რომ განახლებად ენერგიაზე გვესაუბრა 237 00:13:27,840 --> 00:13:29,096 და იცით რა ხდება? 238 00:13:29,120 --> 00:13:31,376 ეს ხალხი არაფერში ეთანხმება ერთმანეთს, 239 00:13:31,400 --> 00:13:34,056 გარდა განახლებადი ენერგიის, 240 00:13:34,080 --> 00:13:36,786 "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის და დაუბინძურებელი ჰაერისა. 241 00:13:36,786 --> 00:13:38,176 ეს ხალხს აერთიანებს. 242 00:13:38,200 --> 00:13:41,056 თანამონაწილეობისთვის მთავარია, 243 00:13:41,080 --> 00:13:43,296 რომ ხალხს თავი უსუსურად არ ვაგრძნობინოთ. 244 00:13:43,320 --> 00:13:44,616 ხალხი უსუსურად გრძნობს თავს 245 00:13:44,640 --> 00:13:47,600 და დაღლილია იმით, რომ მათი ხმა არავის ესმის. 246 00:13:49,000 --> 00:13:51,376 ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ რამეებს ვაკეთებთ. 247 00:13:51,400 --> 00:13:55,896 ვთარგმნით ტექნიკურ პრობლემებს მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე, 248 00:13:55,920 --> 00:13:59,640 რითიც ვაჩვენებთ, რომ მოქალაქეებს საკუთარი როლი აქვთ ერთად შესასრულებელი. 249 00:14:00,480 --> 00:14:03,210 პირველად ვადევნებთ თვალს დაპირებების შესრულებას, 250 00:14:03,210 --> 00:14:06,096 რომლებიც "სუფთა" სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებით გაიცა 251 00:14:06,096 --> 00:14:08,566 და პოლიტკოსებმა იციან, რომ ისინი უნდა შესრულდეს, 252 00:14:08,566 --> 00:14:11,850 მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგება, როცა შევქმნით კოალიციცებს, 253 00:14:11,960 --> 00:14:13,816 მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან, 254 00:14:13,840 --> 00:14:16,016 საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მებრძოლებს, 255 00:14:16,040 --> 00:14:18,816 რომლებიც ელექტრო ტრანსპორტს ახალ ნორმად აქცევენ, 256 00:14:18,840 --> 00:14:21,200 განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. 257 00:14:22,560 --> 00:14:26,256 მჯერა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის, 258 00:14:26,280 --> 00:14:29,696 ყველა კანდიდატს მოუწევს გაამხილოს 259 00:14:29,720 --> 00:14:32,246 საკუთარი პოზიცია წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებით. 260 00:14:32,246 --> 00:14:35,750 ამ საკითხმა ჩვენ მეინსტრიმულ პოლიტიკაში უნდა შეაღწიოს. 261 00:14:36,520 --> 00:14:39,976 გარწმუნებთ, რომ ეს არაა მხოლოდ კლიმატთან, 262 00:14:40,000 --> 00:14:42,080 ან გარემოსთან დაკავშირებული საკითხი. 263 00:14:42,760 --> 00:14:45,360 ეს ჩვენთვის სასურველ ქვეყანას 264 00:14:46,160 --> 00:14:48,256 და ქალაქებს ეხება 265 00:14:48,280 --> 00:14:51,146 და იმას, თუ ვინ აკეთებს არჩევანს. 266 00:14:52,160 --> 00:14:55,336 რადგან საბოლოოდ გვინდა ვაჩვენოთ, 267 00:14:55,360 --> 00:14:58,496 რომ განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული განვითარება 268 00:14:58,520 --> 00:15:00,280 კარგია ხალხისთვის. 269 00:15:01,440 --> 00:15:03,856 ამჟამად მაცხოვრები კოსტა-რიკელებისთვის, 270 00:15:03,880 --> 00:15:07,200 და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ჯერ არ დაბადებულა. 271 00:15:09,560 --> 00:15:12,616 ეს ჩვენი ეროვნული მუზეუმია დღეს. 272 00:15:12,640 --> 00:15:14,336 ის ნათელი და მშვიდობიანია. 273 00:15:14,360 --> 00:15:17,056 როცა მის წინ დგახართ, 274 00:15:17,080 --> 00:15:20,376 რთული დასაჯერებელლია, რომ 40-იანების ბოლოს 275 00:15:20,400 --> 00:15:22,576 აქ სამხედრო ბაზები იყო. 276 00:15:22,600 --> 00:15:25,900 ჩვენ ახალი ცხოვრება, ჯარის გარეშე 277 00:15:25,900 --> 00:15:28,380 ამ ადგილიდან დავიწყეთ 278 00:15:28,380 --> 00:15:33,706 და ერთ მშვენიერ დღეს წიაღისეულ საწვავზე უარიც სწორედ აქ გამოცხადდება 279 00:15:33,706 --> 00:15:35,536 და ჩვენ კვლავ დავწერთ ისტორიას. 280 00:15:35,560 --> 00:15:36,776 მადლობა. 281 00:15:36,800 --> 00:15:38,922 (აპლოდისმენტები)