როგორ ავაშენოთ საზოგადოება, წიაღისეული საწვავის გარეშე? ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ განვითარებულ ქვეყნებს შეუძლიათ ამ ცვლილებას სათავეში ჩაუდგნენ. მესმის, რომ ეს საკამათოა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ქვეყნებში ბევრი რამ იქნება რისკის ქვეშ, თუ ჩვენი განვითარების საფუძვლად წიაღისეული საწვავი დარჩება. ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ. უკვე დროა, ნამდვილად დროა დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ქავეყანამ უნდა აირჩიოს, ან განვითარება და ან გარემოს დაცვა, განახლებადი ენერგია და ცხოვრების ხარისხი. მე, განვითარებადი ქვეყნიდან, კოსტა-რიკიდან ვარ. ჩვენ თითქმის 5 მილიონი ვართ და ზუსტად ამერიკის კონტინენტებს შორის ვართ მოქცეული. ამიტომ, ძალიან მარტივია ჩვენი ადგილსამყოფელის დამახსოვრება. ჩვენი ელექტროენერგიის თითქმის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის, 5 გვაქვს ასეთი. (აპლოდისმენტები) ჰიდროელექტრო, გეოთერმული, ქარის, მზის და ბიომასის. იცოდით, რომ შარშან 299 დღის მანძილზე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად წიაღისეული საწვავი საერთოდ არ გამოგვიყენებია? ეს არაჩვეულებრივი მიღწევაა თუმცა, აქ იმალება პარადოქსი, რომ ჩვენი ენერგიის მოხმარების თითქმის 70% ნავთობია. რატომ? ჩვენი სატრანსპორტო სისტემის გამო, რომელიც მთლიანად წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, ისევე როგორც ქვეყნების უმეტესობაში. თუ ჩვენ განახლებად ენერგიაზე გადასვლას მარათონად ჩავთვლით, კითხვა იქნება, თუ როგორ მივაღწიოთ ფინიშამდე? როგორ გავათავისუფლოთ დანარჩენი ეკონომიკა ნახშირბადისგან? სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, ძნელი სათქმელია ვინ შეძლებს. ამიტომაც მინდა კოსტა-რიკაზე გესაუბროთ, რადგან ვთვლი, რომ ჩვენ მთავარი კანდიდატი ვართ, წიაღისეული საწვავის გარეშე განვითარების ხედვა პირველებმა შევიმუშავოთ. რაღაც მაინც თუ იცით ჩვენ ქვეყანაზე გეცოდინებათ, რომ ჩვენ არ გვყავს ჯარი. დავბრუნდეთ 1948-ში. ამ წელს ქვეყანაში სამოქალაქო ომი ახალი დასრლებული იყო. ათასობით კოსტა-რიკელი დაიღუპა და ოჯახები იყო გახლეჩილი. თუმცა, უცნაურმა იდეამ გულები და ტვინები დაიპყრო: ჩვენ "გადავტვირთავთ" ჩვენს ქვეყანას და მეორე რესპუბლიკას არ ეყოლება ჯარი და ჩვენ ის გავაუქმეთ. იმ დროს პრეზიდენტმა, ხოსე ფიგერესმა, ეს მოვლენა ეფექტურად, სამხედრო ბაზის კედლების დანგრევით, აღნიშნა. მომდევნო წელს 1949-ში ჩვენ ეს გადაწყვეტილება ახალ კონსტიტუციაში უკვდავვყავით. სწორედ ამიტომ შემიძლია ეს ამბავი თითქმის 70 წლის შემდეგ გიამბოთ. მე მადლიერი ვარ. მადლიერი ვარ, რომ მათ ეს გადაწყვეტილება ჩემ დაბადებამდე მიიღეს, რადგან ამან საშუალება მომცა მეც და მილიონობით სხვასაც, გვეცხოვრა ძალიან სტაბილურ ქვეყანაში. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ გაგვიმართლა, მაგრამ ასე არ არის. ეს იყო შეგნებულ არჩევანთა წყება. 40-იანებში, კოსტა-რიკელებს მიეცათ უფასო განათლება და უფასო ჯანდაცვა. ჩვენ ამას სოციალური გარანტიები დავარქვით. ჯარის გაუქმებით, საშუალება მოგვეცა, სამხედრო ხარჯი სოციალურ ხარჯზე გაგვეშვა და ეს სტაბილურობის მამოძრავებელი გახდა. 50-იანებში... (აპლოდისმენტები) 50-იანებში ჩვენ დავიწყეთ ჰიდრო ენერგიაში ფულის ჩადება, რითიც ელექტროენერგიისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების მახეს თავი დავაღწიეთ. რითიც იტანჯება დღეს მსოფლიო. 70-იანებში ნაციონალური პარკები დავაფინანსეთ და ამით დავაღწიეთ თავი იმ მახინჯ ლოგიკას, რომელიც ამბობს ზრდა, ზრდა და ზრდა ნებისმიერ ფასად და რომელითაც სხვები მოქმედებენ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. 90-იანებში ჩვენ პირველებმა დავაფინანსეთ ეკოლოგიური სერვისები და ამით ტყეების გაჩეხვა ავიცილეთ თავიდან და ეკოტურიზმი განვავითარეთ რაც დღეს ჩვენი ზრდის საკვანძო საშუალებაა. ამრიგად, გარემოს დაცვაში ინვესტირებას, ჩვენი ეკონომიკა არ დაუზარალებია, არამედ პირიქით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ყველაფერი იდეალურადაა და არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობრიობა. ამაში არაა საქმე. საქმე ისაა, რომ ჩვენ საკუთარი არჩევანის წყალობით, განვითარების პრობლემებთან გამკლავების უნარი გამოვიმუშავეთ. ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 11 000 დოლარია, გააჩნია როგორ დათვლით. თუმცა, სოციალური პროგრესის ინდექსით ჩვენ აბსოლუტურად გამორჩეულები ვართ. აქ საქმე მშპ-ს სოციალურ პროგრესში გადაყვანას ეხება. ჯარის გაუქმებამ, გარემოში და ადამიანებში ინვესტირებამ, თავისი დიდი გავლენა იქონია. ამან შექმნა ამბავი, პატარა ქვეყნის ამბავი დიდი იდეებით. ეს ძალიან დაგვეხმარა, რომ ამ ამბავთან ერთად ვიზრდებოდით. მაშ, კითხვა შემდეგია: რა არის შემდეგი დიდი იდეა, უკვე ამ თაობისთვის? ვფიქრობ, რომ შემდეგი ამ თაობის მიერ წიაღისეული საწვავის სამუდამო მოცილებაა. ისევე როგორც ეს ჯარის შემთხვევაში გავაკეთეთ. წიაღისეული საწვავი კლიმატის ცვლილებას იწვევს. ეს ჩვენ ვიცით და ვიცით რა მოწყვლადები ვართ კლიმატის ცვლილების მიმართ. ამიტომ, ჩვენი როგორც განვითარებადი ქვეყნის ინტერესშია განვითარება წიაღისეულ საწვავზე არ იყოს დამოკიდებული, რომელიც პირველ რიგში ადამიანებს ვნებს. რატომ უნდა განვაგრძოთ სატრანსპორტო სისტემისთვის ნავთობის იმპორტი, როცა შეგვიძლია ამისთვის ელექტროენერგია გამოვიყენოთ? გაიხსენეთ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ელექტროენერგიას ჩვენი მდინარეების წყლიდან, ვულკანების სითბოდან, ქარის ტურბინებიდან, მზის პანელებიდან და ბიონარჩენებიდან ვიღებთ. წიაღისეული საწვავის გაუქმება, ჩვენი სატრანსპორტო სისტემის დანგრევას ნიშნავს, იმისთვის რომ ჩვენი მანქანები, ავტობუსები და მატარებლები დამაბინძურებელი ენერგიის ნაცვლად ელექტროენერგიით გამოვკვებოთ. მინდა გითხრათ, რომ ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა კოსტა-რიკელებისთვის, რადგან მოდელი, რომელიც გვაქვს არ მუშაობს. ის ვნებს ადამიანებს. ვნებს კომპანიებს და ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას. როცა პოლიტიკა და ინფრასტრქტურა ნორმალურად არ მუშაობს, ეს შედეგი მოყვება ყოველდღე, ორი საათი დილას. ორი საათი საღამოს. არ მესმის ეს ნორმად რატომ უნდა მივიღოთ. შეურაცხმყოფელია, ყოველდღე ასე გვიწევდეს დროის კარგვა და ეს გზა საკმაოდ კარგია სხვა ქვეყნების გზებთან შედარებით, სადაც საგზაო მოძრაობა გადაჭედილია. კოსტა-რიკაში ამას "presa"-ს ეძახიან, რაც "დაპატიმრებულს" ნიშნავს. ხალხი აგრესიული ხდება ქვეყანაში, რომელიც ჩვეულებრივ, ცხოვრებით ტკბობითაა ბედნიერი. ასე ხდება. ბევრი რამ დევს სასწორზე. კარგი ამბავი ისაა, რომ როცა სუფთა სატრანსპორტო სისტემაზე და განსხვავებულ მობილობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რაღაც შორეულ უტოპიაზე, არამედ ვსაუბრობთ უკვე დღეს არსებულ ელექტრულ მობილობაზე, მოსალოდნელია, რომ 2022 წლისთვის ელექტრომობილებს და ტრადიციულ მანქანებს, ერთი ფასი ექნებათ და ქალაქებში უკვე ცდიან ელექტრო ავტობუსებს. ეს მართლაც მაგარი ქმნილებები ფულს ზოგავენ და ამცირებენ დაბინძურებას. ამიტომ, თუ გვინდა ნავთობზე დამოკიდებული ტრანსპორტისგან გავთავისუფლდეთ, ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან გვაქვს ალტერნატივები, რომლებიც ადრე არ გვქონდა. ეს შესანიშნავია. თუმცა, ზოგს ეს აზრი ძალიან არ სიამოვნებს და ისინი მოვლენ და გეტყვიან, რომ მსოფლიო, ისევე როგორც კოსტა-რიკა დამოკიდებულია ნავთობზე და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. სწორედ ამას გეტყვიან და იცით ამ არგუმენტზე პასუხი რა არის? 1948-ში ჩვენ არ გვითქვამს, რომ მსოფლიო დამოკიდებულია ჯარზე და ამიტომ მოდით შევინარჩუნოთ ის. არა, ჩვენ ძალიან გაბედული არჩევანი გავაკეთეთ და ამ არჩევანმა ყველაფერი შეცვალა. ამიტომ, დროა ამ თაობამაც გაბედოს და სამუდამოდ უარი თქვას წიაღისეულ საწვავზე. სამ მიზეზს გეტყვით, თუ რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. პირველი, ჩვენი სატრანსპორტო და ურბანიზაციის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ ეს საუკეთესო დროა მათი შეცვლისთვის. ჩვენ არ გვინდა ქალაქები, რომლებიც მანქანებისთვისაა შექმნილი. ჩვენ ისინი გვინდა ხალხისთვის, სადაც ფეხით და ველოსიპედით სიარულს შევძლებთ. ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ძალიან ბევრი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც "სუფთა" და ღირსეულია, რადგან თუ ტრადიცული მანქანების დინება გაგრძელდება, ჩვენი ქალაქები აუტანელი იქნება საცხოვრებლად. მეორე, ჩვენ ცვლილება გვჭირდება, მაგრამ თანდათანობითი ცვლილება საკმარისი არ იქნება. ჩვენ სრული ტრანსფორმაცია გვჭირდება. ჩემს ქვეყანაში არის რაღაც თანდათანობითი პროექტები და მე პირველი მივესალმები მათ, მაგრამ მოდით თავს ნუ გავისულელებთ. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ლამაზ ელექტრომობილებს და რამდენიმე ელექტო ავტობუსს მივაღწიოთ, მაშინ როცა არსებულ ინფრასტუქტურაში ფულის ჩადებას ვაგრძელებთ, მეტი მანქანა, მეტი გზა, მეტი ნავთობი. აქ ლაპარაკია ნავთობისგან გათავისუფლებაზე და ამას თანდათანობითი ცვლილელებით ვერ მივაღწევთ. მესამე, ეს თქვენთვის ცნობილია. მსოფლიო შთაგონების წყაროს ეძებს. მას სწყურია რთულ პრობლემებთან წარმატებით გამკლავების ამბები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ამიტომ, მგონია რომ კოსტა-რიკას შეუძლია შთაგონების წყარო გახდეს სხვებისთვის, როგორც ეს მოხდა შარშან, როცა განვაცხადეთ, რომ ამდენი დღის მანძილზე ელექტროენერგიის წყაროდ წიაღისეული საწვავი საერთოდ არ გამოგვიყენებია. ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. კიდევ ის მეამაყება, რომ კოსტა-რიკელმა ქალმა, კრისტიანა ფიგერესმა, გადამწყვეტი როლი შესარულა პარიზის კლიმატური შეთანხმების მოლაპარაკებებზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მემკვირდეობა და თავად ვიყოთ მაგალითი. მაშ, რა მოდის შემდეგ? ხალხი როგორ მივიტანოთ ეს ხალხამდე? როგორ დავარწმუნოთ ხალხი, რომ საზოგადოების აშენება წიაღისეული საწვავის გარეშე შესაძლებელია? დიდი სამუშაოა ქვედა დონეზე ჩასატარებელი. ამიტომ შევქმენით 2014-ში "Costa Rica Limpia " "Limpia" ნიშნავს "სუფთას", რადგან გვინდა მოქალაქეებს მივცეთ საშუალება და შთავაგონოთ ისინი. თუ მოქალაქეები არ ჩაერთვებიან, "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის შექმნაზე გადაწყვეტილება, უსასრულო ტექნიკური დისკუსიებით და მმართველი წრეების სხვადასხვა ინტერესების ლობირებით გაჭიანურდება. მწვანე, განახლებადი ენერგიის ქვეყანად ყოფნის სურვილი, უკვე არის ჩვენი ამბის ნაწილი. არავის უნდა მივცეთ უფლება ეს წაგვართვას. შარშან ჩვენი შვიდი რეგიონიდან ხალხი მოვიწვიეთ, რომ მათთვის საინტერესო ჭრილში, კლიმატის ცვლილებები განგვეხილა იგივე გავაკეთეთ წელსაც კოსტა-რიკელების სხვა ჯგუფთან, რომ განახლებად ენერგიაზე გვესაუბრა და იცით რა ხდება? ეს ხალხი არაფერში ეთანხმება ერთმანეთს, გარდა განახლებადი ენერგიის, "სუფთა" სატრანსპორტო სისტემის და დაუბინძურებელი ჰაერისა. ეს ხალხს აერთიანებს. თანამონაწილეობისთვის მთავარია, რომ ხალხს თავი უსუსურად არ ვაგრძნობინოთ. ხალხი უსუსურად გრძნობს თავს და დაღლილია იმით, რომ მათი ხმა არავის ესმის. ამიტომ, ჩვენ კონკრეტულ რამეებს ვაკეთებთ. ვთარგმნით ტექნიკურ პრობლემებს მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე, რითიც ვაჩვენებთ, რომ მოქალაქეებს საკუთარი როლი აქვთ ერთად შესასრულებელი. პირველად ვადევნებთ თვალს დაპირებების შესრულებას, რომლებიც "სუფთა" სატრანსპორტო სისტემასთან დაკავშირებით გაიცა და პოლიტკოსებმა იციან, რომ ისინი უნდა შესრულდეს, მაგრამ გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგება, როცა შევქმნით კოალიციცებს, მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მებრძოლებს, რომლებიც ელექტრო ტრანსპორტს ახალ ნორმად აქცევენ, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. მჯერა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის, ყველა კანდიდატს მოუწევს გაამხილოს საკუთარი პოზიცია წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებით. ამ საკითხმა ჩვენ მეინსტრიმულ პოლიტიკაში უნდა შეაღწიოს. გარწმუნებთ, რომ ეს არაა მხოლოდ კლიმატთან, ან გარემოსთან დაკავშირებული საკითხი. ეს ჩვენთვის სასურველ ქვეყანას და ქალაქებს ეხება და იმას, თუ ვინ აკეთებს არჩევანს. რადგან საბოლოოდ გვინდა ვაჩვენოთ, რომ განახლებად ენერგიაზე დაფუძნებული განვითარება კარგია ხალხისთვის. ამჟამად მაცხოვრები კოსტა-რიკელებისთვის, და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ჯერ არ დაბადებულა. ეს ჩვენი ეროვნული მუზეუმია დღეს. ის ნათელი და მშვიდობიანია. როცა მის წინ დგახართ, რთული დასაჯერებელლია, რომ 40-იანების ბოლოს აქ სამხედრო ბაზები იყო. ჩვენ ახალი ცხოვრება, ჯარის გარეშე ამ ადგილიდან დავიწყეთ და ერთ მშვენიერ დღეს წიაღისეულ საწვავზე უარიც სწორედ აქ გამოცხადდება და ჩვენ კვლავ დავწერთ ისტორიას. მადლობა. (აპლოდისმენტები)