-
ახლა ვისწავლით რაღაცას, რასაც პროგრამისტები
ყოველ დღე იყენებენ. ამას
-
მოვლენას ვუწოდებთ. მოვლენა პროგრამას უბრძანებს,
ნახოს, ხდება თუ არა რაღაც. როცა ეს
-
რაღაც მოხდება, პროგრამა ქმედებას ახორციელებს.
მაგალითად, პროგრამა ელოდება, როდის
-
დააწკაპუნებენ მაუსზე, ისარზე ან ეკრანზე.
ჩვენ კოსმოსურ რობოტს ვეტყვით,
-
დედამიწელებს მიესალმოს, როცა მასზე დააწკაპუნებენ.
გამოვიყენებთ "როცა დააჭერ" ბლოკს და მას
-
დავუკავშირებთ "თქმის" ბლოკს. როცა
მოთამაშე კოსმოსურ რობოტს აჭერს,
-
"როცა დააჭერ" ბლოკთან დაკავშირებული ყველა
მოვლენა მოხდება. რას ამბობს უცხოპლანეტელი?
-
გვაქვს, ასევე, "როცა ისარი" ბლოკი. თუ ამათ
"მოძრაობის" ბლოკს დაუკავშირებთ,
-
გმირები წინ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ ივლიან.
ნელა-ნელა თქვენი თამაში უფრო ინტერაქტიული ხდება.
-
პრინციპში, თამაშების კომპანია იმიტომ დავაარსე,
რომ მინდოდა მათი შექმნა,
-
ისეთი რაღაცების აგება, რითიც ადამიანები
გაერთობოდნენ.
-
აი, რას ვურჩევ ბავშვებს, რომლებსაც უნდათ, ისწავლონ
კომპიუტერული მეცნიერება: უბრალოდ რამე ქენით.
-
რაღაცები მოსინჯეთ. გამბედაობა თუ გაკლიათ,
არა უშავს.
-
იპოვეთ მეგობარი, რომელიც უფრო გამოცდილია.
უყურეთ გაკვეთილებს.
-
უბრალოდ ადექით და შექმენით რამე. არა უშავს,
თუ ბანალური მოგეჩვენებათ თქვენი ქმნილება
-
ან
თუ გეგონებათ, რომ ასეთი თამაშები ისედაც ბევრია.
-
ბევრად უფრო საოცარი გამოცდილებაა, როცა
თქვენით ქმნით რამეს
-
გირჩევთ, უბრალოდ შექმნათ რაღაცები.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.