ახლა ვისწავლით რაღაცას, რასაც პროგრამისტები ყოველ დღე იყენებენ. ამას მოვლენას ვუწოდებთ. მოვლენა პროგრამას უბრძანებს, ნახოს, ხდება თუ არა რაღაც. როცა ეს რაღაც მოხდება, პროგრამა ქმედებას ახორციელებს. მაგალითად, პროგრამა ელოდება, როდის დააწკაპუნებენ მაუსზე, ისარზე ან ეკრანზე. ჩვენ კოსმოსურ რობოტს ვეტყვით, დედამიწელებს მიესალმოს, როცა მასზე დააწკაპუნებენ. გამოვიყენებთ "როცა დააჭერ" ბლოკს და მას დავუკავშირებთ "თქმის" ბლოკს. როცა მოთამაშე კოსმოსურ რობოტს აჭერს, "როცა დააჭერ" ბლოკთან დაკავშირებული ყველა მოვლენა მოხდება. რას ამბობს უცხოპლანეტელი? გვაქვს, ასევე, "როცა ისარი" ბლოკი. თუ ამათ "მოძრაობის" ბლოკს დაუკავშირებთ, გმირები წინ, ქვემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ ივლიან. ნელა-ნელა თქვენი თამაში უფრო ინტერაქტიული ხდება. პრინციპში, თამაშების კომპანია იმიტომ დავაარსე, რომ მინდოდა მათი შექმნა, ისეთი რაღაცების აგება, რითიც ადამიანები გაერთობოდნენ. აი, რას ვურჩევ ბავშვებს, რომლებსაც უნდათ, ისწავლონ კომპიუტერული მეცნიერება: უბრალოდ რამე ქენით. რაღაცები მოსინჯეთ. გამბედაობა თუ გაკლიათ, არა უშავს. იპოვეთ მეგობარი, რომელიც უფრო გამოცდილია. უყურეთ გაკვეთილებს. უბრალოდ ადექით და შექმენით რამე. არა უშავს, თუ ბანალური მოგეჩვენებათ თქვენი ქმნილება ან თუ გეგონებათ, რომ ასეთი თამაშები ისედაც ბევრია. ბევრად უფრო საოცარი გამოცდილებაა, როცა თქვენით ქმნით რამეს გირჩევთ, უბრალოდ შექმნათ რაღაცები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.