< Return to Video

ქეთრინ შულცი: მცდარობის შესახებ

  • 0:00 - 0:03
    1995 წელია
  • 0:03 - 0:05
    მე უნივერსიტეტში ვსწავლობ
  • 0:05 - 0:08
    და დაქალთან ერთად ვმოგზაურობ
  • 0:08 - 0:10
    პროვიდენსიდან (როდ აილენდის შტატი)
  • 0:10 - 0:12
    პორტლენდში (ორეგონის შტატი) მივდივართ.
  • 0:12 - 0:15
    ხომ იცით... ახალგაზრდები ვართ, დაუსაქმებლები
  • 0:15 - 0:17
    და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს გზაზე,
  • 0:17 - 0:19
    გავდივართ ეროვნული პარკებით
  • 0:19 - 0:22
    და ტყეებით.
  • 0:22 - 0:25
    მოკლედ, ყველაზე გრძელი გზით მივდივართ, რაც ალბათ შეიძლება, რომ აირჩიო.
  • 0:26 - 0:29
    და სადღაც შუაგულ სამხრეთ დაკოტაში,
  • 0:29 - 0:32
    მივუბრუნდი ჩემს მეგობარს
  • 0:32 - 0:34
    და ვუსვამ კითხვას,
  • 0:34 - 0:36
    რომელიც
  • 0:36 - 0:39
    2 000 მილის მანძილზე მაწუხებდა.
  • 0:40 - 0:44
    „რას უნდა ნიშნავდეს ის ჩინური იეროგლიფი, ყველგან რომ ვხედავ გზებზე?“
  • 0:47 - 0:51
    ჩემი მეგობარი გაკვირვებული მიყურებს.
  • 0:51 - 0:53
    ახლა წინა რიგში ჯენტლმენი
  • 0:53 - 0:56
    ზუსტ იმიტაციას აკეთებს ამ გამომეტყველებისა.
  • 0:56 - 0:59
    (სიცილი)
  • 0:59 - 1:01
    და მე ისევ ვეუბნები, „აი ხო იცი,
  • 1:01 - 1:03
    ის ნიშნები, ყველგან, რომ გვხვდება,
  • 1:03 - 1:06
    ზედ ჩინური იეროგლიფით“
  • 1:07 - 1:10
    რამდენიმე წუთი მაკვირდება
  • 1:10 - 1:13
    და მერე კვდება სიცილით,
  • 1:13 - 1:15
    რადგან ხვდება რას ვგულისხმობდი.
  • 1:15 - 1:18
    და აი რაზე ვეკითხებოდი.
  • 1:18 - 1:24
    (სიცილი)
  • 1:24 - 1:28
    დიახ, ცნობილი ჩინური იეროგლიფი საპიკნიკე სივრცის აღსანიშნავად.
  • 1:28 - 1:30
    (სიცილი)
  • 1:30 - 1:34
    ჩემი ცხოვრების ბოლო ხუთი წელი
  • 1:34 - 1:36
    გავატარე სწორედ ამგვარ სიტუაციებზე ფიქრში.
  • 1:36 - 1:39
    სწორედ ესეთებზე
  • 1:39 - 1:41
    რატომ არის, რომ ხანდახან არასწორად აღვიქვამთ
  • 1:41 - 1:43
    ნიშნებს ჩვენს გარშემო?
  • 1:43 - 1:46
    როგორ ვიქცევით, როდესაც ესე ხდება?
  • 1:46 - 1:50
    რას გვეუბნება ყველაფერი ეს ადამიანურ ბუნებაზე ?
  • 1:50 - 1:52
    სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა
  • 1:52 - 1:54
    ბოლო ხუთი წელი გავატარე იმაზე ფიქრში
  • 1:54 - 1:57
    თუ რას ნიშნავს, ცდებოდე.
  • 1:57 - 2:00
    შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უცანაური არჩევანია კარიერაში წინსვლისთვის.
  • 2:00 - 2:03
    მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა აქვს,
  • 2:03 - 2:05
    არანაირი კონკურენცია არ არის სამსახურებზე.
  • 2:05 - 2:07
    (სიცილი)
  • 2:07 - 2:10
    უმრავლესობა ჩვენთაგანი აკეთებს ყველაფერს,
  • 2:10 - 2:13
    რომ თავი აარიდოს ცდომაზე ფიქრს,
  • 2:13 - 2:15
    თუ არა და სულ ცოტა აარიდოს თავი იმაზე ფიქრს,
  • 2:15 - 2:17
    რომ ჩვენ თავად ვცდებით.
  • 2:17 - 2:19
    აბსტრაქტულად ჩვენ გვესმის,
  • 2:19 - 2:21
    რომ ყველა ამ ოთახში მყოფი უშვებს შეცდომებს,
  • 2:22 - 2:25
    რომ ადამიანები... ზოგადად არ არიან უშეცდომონი - კარგი, გასაგებია.
  • 2:26 - 2:29
    მაგრამ, როდესაც საქმე მე მეხება, აქ და აი ახლა
  • 2:29 - 2:31
    როდესაც საქმე ეხება ყველა ჩემს რწმენას,
  • 2:31 - 2:34
    ახლა, აწმყოში,
  • 2:34 - 2:38
    მოულოდნელად ეს აბსტრაქტული მოწიწება „უშეცდომობის“ წინაშე,
  • 2:38 - 2:41
    უჩინარდება.
  • 2:41 - 2:44
    არაფერი მომივა თავში, რაზეც ვცდები.
  • 2:45 - 2:48
    საქმე ისაა, რომ აწმყო დრო არის ის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
  • 2:48 - 2:51
    ჩვენ გვაქვს შეხვედრები აწმყოში,
  • 2:51 - 2:53
    ჩვენ მივდივართ ოჯახთან ერთად დასასვენებლად აწმყო დროში,
  • 2:53 - 2:57
    ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ხმას ვაძლევთ აწმყო დროში.
  • 2:57 - 3:00
    საბოოლო ჯამში, ჩვენ ძალზე ეფექტურად ვახერხებთ ამ ცხოვრებაში მოგზაურობას
  • 3:00 - 3:02
    ჩვენს პატარა ბუშტებში გამომწყვდეულები,
  • 3:02 - 3:05
    ბუშტებში, სადაც ყველაფერში ძალიან მართლები გვგონია ჩვენი თავები.
  • 3:06 - 3:08
    ჩემი აზრით ეს პრობლემაა.
  • 3:08 - 3:11
    ჩემი აზრით, ეს პრობლემაა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ინდივიდუალთათვის
  • 3:11 - 3:14
    ჩვენივე პირადულ და პროფესიულ ცხოვრებაში.
  • 3:14 - 3:17
    და ასევე, მე ვფიქრობ, ეს პრობლემაა ყველა ჩვენგანისთვის კოლექტიურად, როგორც კულტურისთვის.
  • 3:17 - 3:19
    დღეს მინდა პირველ რიგში ვილაპარაკო იმაზე,
  • 3:19 - 3:22
    თუ რატომ ვიჭედებით იმ განცდაში,
  • 3:22 - 3:24
    რომ ვართ ყოველთვის მართლები
  • 3:24 - 3:27
    და მეორე, რატომ არის ეს პრობლემა.
  • 3:27 - 3:29
    და საბოლოოდ, მე მინდა თქვენ დაგარწმუნოთ,
  • 3:29 - 3:31
    რომ შესაძლებელია
  • 3:31 - 3:33
    გვერდიდან შეხედო ამ გრძნობას.
  • 3:33 - 3:35
    და თუ შენ ეს შეძელი მიხვდები, რომ
  • 3:35 - 3:37
    ეს არის ის ერთადერთი დიდებული , მორალური, ინტელექტუალური
  • 3:37 - 3:40
    და შემოქმედებითი ნახტომი, რომლის გაკეთებაც შენ შეგიძლია.
  • 3:42 - 3:44
    ჰო და, რატომ ვიჭედებით
  • 3:44 - 3:46
    ამ უშეცდომლობის გრძნობაში?
  • 3:46 - 3:49
    ერთერთი მიზეზია - გრძნობა, რომლის დროსაც ხვდები, რომ შენ ცდები.
  • 3:49 - 3:51
    მოდით რაღაცას გკითხავთ.
  • 3:51 - 3:55
    მოდით თქვენ გკითხავთ, რადგან ახლოს სხედხართ.
  • 3:55 - 3:58
    რა გრძნობა გაქვს, სუფთა ემოციურად,
  • 3:58 - 4:01
    რას გრძნობ, როდესაც ცდები?
  • 4:01 - 4:04
    საშინელი... დაშვებული ცერა თითი...
  • 4:04 - 4:06
    შემარცხვენელი. . . კარგით, გადასარევია.
  • 4:06 - 4:08
    საშინელი, დაშვებული ცერა თითი, შემარცხვენელი--
  • 4:08 - 4:11
    დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი პასუხებია,
  • 4:11 - 4:14
    მაგრამ ესენი სხვა კითხვას პასუხობენ.
  • 4:14 - 4:16
    თქვენ პასუხობთ კითხვას:
  • 4:16 - 4:19
    „რა გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ შეცდი?“
  • 4:19 - 4:23
    (სიცილი)
  • 4:23 - 4:26
    როდესაც აცნობიერებ, რომ ცდები თავს ზუსტად ეგრე გრძნობ და უარესადაც, არა?
  • 4:26 - 4:29
    ეს შეიძლება იყოს გამანადგურებელი, გამომააშკარავებელი,
  • 4:29 - 4:31
    ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ სასაცილოც,
  • 4:31 - 4:34
    როგორც ჩემ სულელური ჩინური იეროგლიფის შეცდომა.
  • 4:34 - 4:37
    მაგრამ უბრალოდ არასწორი ყოფნა
  • 4:37 - 4:39
    არნაირად არ იგრძნობა.
  • 4:39 - 4:42
    მაგალითს მოვიყვან.
  • 4:42 - 4:44
    გახსოვთ ლუნი თუნის მულტფილმი?
  • 4:44 - 4:46
    სადაც ერთი პათეტიკური კოიოტი
  • 4:46 - 4:48
    მუდამ დასდევს მრბოლელს და ვერასდროს ეწევა.
  • 4:48 - 4:51
    ამ მულტფილმის თითქმის ყველა სერიაში,
  • 4:51 - 4:53
    არის ისეთი მომენტი, სადაც კოიოტი მისდევს მრბოლელს
  • 4:53 - 4:55
    და მრბოლელი კი ვარდება კლდიდან.
  • 4:55 - 4:58
    პრობლემა არ არის, ის ჩიტია და მას ფრენა შეუძლია.
  • 4:58 - 5:02
    მაგრამ მას თან მიჰყვება კოიოტიც.
  • 5:02 - 5:04
    სასაცილო კი ის არის -
  • 5:04 - 5:06
    ნუ, თუ თქვენ 6 წლის ხართ -
  • 5:06 - 5:08
    რომ კოიოტიც მშვენივრად გრძნობს თავს.
  • 5:08 - 5:10
    ის უბრალოდ აგრძელებს სირბილს.
  • 5:10 - 5:12
    სწორედ იმ მომენტამდე, სანამ ქვევით ჩაიხედავს
  • 5:12 - 5:15
    და გააცნობიერებს, რომ ჰაერშია.
  • 5:15 - 5:18
    აი მომენტი, როდესაც ის ვარდება.
  • 5:19 - 5:21
    როდესაც ჩვენ რამეზე ვცდებით --
  • 5:21 - 5:24
    არა მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვათვითცნობიერებთ, არამედ მანამდე -
  • 5:24 - 5:27
    ჩვენ იმ კოიოტს ვგავართ ,
  • 5:27 - 5:30
    რომლიც უკვე გასცდა კლდეს, მაგრამ ჯერ არ ჩაუხედავს ქვევით.
  • 5:31 - 5:34
    იცით, ჩვენ უკვე შევცდით,
  • 5:34 - 5:36
    უკვე შარში ვართ.
  • 5:36 - 5:39
    მაგრამ ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს მყარ ნიადაგზე ვდგავართ.
  • 5:40 - 5:43
    ასე, რომ მგონი, ერთ წუთის წინ რაც გითხარით ის უნდა შევასწორო.
  • 5:43 - 5:46
    რაღაც განცდა არსებობს, როდესაც შეცდი -
  • 5:46 - 5:49
    განცდა იმისა, რომ მართალი ხარ.
  • 5:49 - 5:52
    (სიცილი)
  • 5:52 - 5:55
    ეს არის ერთერთი მიზეზი, სტრუქტრურული მიზეზი იმისა,
  • 5:55 - 5:57
    თუ რატომ ვიჭედებით იმ გრძნობაში, რომ ვართ მართლები.
  • 5:57 - 5:59
    მე ამას შეცდომით სიბრმავეს ვეძახი.
  • 5:59 - 6:01
    უმრავლეს შემთხვევაში
  • 6:01 - 6:04
    ჩვენ არ გვაქვს შინაგანი ალღო,
  • 6:04 - 6:06
    რომელიც მიგვახვედრებს, რომ ვცდებით,
  • 6:06 - 6:09
    მანამ სანამ ეს ძალიან გვიანი არ არის.
  • 6:09 - 6:12
    მაგრამ არსებობს მეორე მიზეზიც ჩვენი ტყვეობის ასახსნელად
  • 6:12 - 6:14
    და ეს უკვე კულტურულია.
  • 6:15 - 6:18
    წამით გაიხსენეთ დაწყებითი სკოლა.
  • 6:18 - 6:20
    კლასში ზიხართ
  • 6:20 - 6:23
    და თქვენი მასწავლებელი შემოწმებულ საკონტროლო ნაწერს უკან გიბრუნებთ.
  • 6:23 - 6:25
    ერთერთი მათგანი ასე გამოიყურება. <ასე არ ქნა> <მნახე> .
  • 6:25 - 6:27
    ეს ჩემი არ არის, ისე.
  • 6:27 - 6:29
    (სიცილი)
  • 6:29 - 6:32
    და აი ხართ დაწყებით სკოლაში
  • 6:32 - 6:34
    და ზუსტად იცით რა იფიქროთ
  • 6:34 - 6:37
    ამ ბავშვზე.
  • 6:37 - 6:40
    „შტერი ბავშვია, წესრიგის დამრღვევი,
  • 6:40 - 6:43
    რომელიც არასდროს აკეთებს საშინაო დავალებას“.
  • 6:43 - 6:46
    იმ დროისთვის, როდესაც უკვე 9 წლის ხართ,
  • 6:46 - 6:48
    იცით, რომ, პირველ რიგში,
  • 6:48 - 6:50
    ხალხი, რომელიც ცდება არიან ზარმაცები,
  • 6:50 - 6:53
    სულელები და უპასუხისმგებლონი.
  • 6:53 - 6:55
    და მეორე -
  • 6:55 - 6:57
    წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში
  • 6:57 - 7:00
    არასდროს შეცდომა არ უნდა დაუშვათ.
  • 7:01 - 7:05
    ჩვენ ამ ძალიან ცუდ გაკვეთილებს ძალიან კარგად შევიმეცნებთ ხოლმე.
  • 7:06 - 7:08
    ბევრი ჩვენგანი
  • 7:08 - 7:12
    და მე ეჭვი მაქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ამ ოთახში მყოფთა
  • 7:12 - 7:14
    პრობლემას იმით წყვეტს, რომ
  • 7:14 - 7:16
    საბოლოო ჯამში ხდება უნაკლო ხუთოსანი.
  • 7:16 - 7:19
    პერფექციონისტი, მეტის მიღწევის მოსურნე.
  • 7:19 - 7:21
    მართალია, არა?
  • 7:21 - 7:25
    მისტერ აღმასრულებელო დირექტორო, ასტროფიზიკოსო და ულტრა-მარათონელო?
  • 7:25 - 7:32
    (სიცილი)
  • 7:32 - 7:36
    ჩანს, თქვენ ყველანი აღმასრულებელი დირექტორები, ასტრო ფიზიკოსები და ულტრა-მარათონელები ხართ!
  • 7:36 - 7:38
    კარგი, მშვენიერია.
  • 7:38 - 7:41
    ყველაფერი გადასარევია ... უბრალოდ მერე ჩვენ ვმწარდებით,
  • 7:41 - 7:43
    როდესაც არის ალბათობა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც შეგვშლოდა.
  • 7:43 - 7:46
    რადგან ამის მიხედვით,
  • 7:46 - 7:48
    რაღაცაში მცდარობა
  • 7:48 - 7:51
    ნიშნავს, რომ რაღაც ვერ არის ჩვენში ჯანსაღად, რომ ჩვენ თავად გვჭირს რაღაც.
  • 7:51 - 7:53
    შემდეგ ჩვენ უბრალოდ დავიჟინებთ ხოლმე, რომ მართლები ვართ.
  • 7:53 - 7:55
    ეს ხომ გვაგრძნობინებს, რომ ვართ გონიერები, პასუხისმგებლიანები
  • 7:55 - 7:58
    სათნოები და უსაფრთხოდ.
  • 7:59 - 8:01
    მოდით ერთ ამბავს მოგიყვებით.
  • 8:01 - 8:03
    ერთ-ორი წლის წინ
  • 8:03 - 8:06
    ქალი შედის ბეთ ისრაელის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის გასაკეთებლად.
  • 8:06 - 8:08
    ბეთ ისრაელი ბოსტონში მდებარეობს.
  • 8:08 - 8:10
    ეს ჰარვარდის სასწავლებელი საავადმყოფოა.
  • 8:10 - 8:12
    ერთერთი საუკეთესოა ქვეყანაში.
  • 8:12 - 8:15
    ჰო და, ეს ქალი შეყავთ საოპერაციოში,
  • 8:15 - 8:17
    უკეთებენ ანესთეზიას, ექმი აკეთებს თავის საქმეს,
  • 8:17 - 8:20
    კერავს პაციენტს და უშვებს უკან გამოსაჯანსაღებლად.
  • 8:20 - 8:23
    თითქოს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
  • 8:23 - 8:26
    ქალს ეღვიძება, თავის თავის დახედავს
  • 8:26 - 8:30
    და იკითხავს, „რატომ არის ჩემი სხეულის სხვა მხარე სახვევებში?“
  • 8:30 - 8:33
    ნუ, იმიტომაა სახვევებში მისი სხეულის სხვა მხარე,
  • 8:33 - 8:35
    რომ ქირურგმა ეს მთავარი ოპერაცია
  • 8:35 - 8:38
    მის მარცხენა ფეხზე გააკეთა მარჯვენის ნაცვლად.
  • 8:39 - 8:42
    როდესაც ბეთ ისრაელის ჯანმრთელობის ხარისხის მართვის ვიცე პრეზიდენტმა
  • 8:42 - 8:45
    ამ ინციდენეტზე ისაუბრა,
  • 8:45 - 8:48
    ერთი ძალზედ საინტერესო რამ თქვა.
  • 8:48 - 8:51
    მან თქვა „რაღაც მიზეზის გამო,
  • 8:51 - 8:53
    ქირურგმა უბრალოდ ჩათვალა,
  • 8:53 - 8:55
    რომ ის სწორ მხარეს იდგა“.
  • 8:55 - 8:58
    (სიცილი)
  • 9:00 - 9:02
    ამ ისტორიის არსი ის არის,
  • 9:02 - 9:05
    რომ ზედმეტი ნდობა გრძნობისა,
  • 9:05 - 9:08
    რომ ხარ სწორ მხარეს, სულ ერთია რისა,
  • 9:08 - 9:11
    შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს.
  • 9:11 - 9:14
    ეს შინაგანი გრძნობა მართებულობისა,
  • 9:14 - 9:16
    რომელსაც ჩვენ ყველანი ასე ხშირად განვიცდით,
  • 9:16 - 9:18
    არ არის სანდო
  • 9:18 - 9:21
    რეალურ ცხოვრებაში.
  • 9:21 - 9:23
    მომემნტი, როდესაც თავს ვაჩვენებთ, რომ ეს მართებული ქცევაა
  • 9:23 - 9:27
    და ვივიწყებთ იმ აზრს, რომ შეიძლება ვცდებოდეთ
  • 9:27 - 9:29
    - აი, მაშინ ხდება რომ 200 მილიონი
  • 9:29 - 9:33
    გალონი ნავთობი იღვრება მექსიკის ყურეში,
  • 9:33 - 9:36
    ან ვსპობთ მსოფლიო ეკონომიკას.
  • 9:37 - 9:40
    ასე, რომ ეს არის უდიდესი ყოველდღიური პრობლემა.
  • 9:40 - 9:43
    მაგრამ ეს ასევე სოციალური პრობლემაცაა.
  • 9:43 - 9:47
    ერთი წუთით დაფიქრდით რა გრძნობაა, როდესაც ხარ მართალი.
  • 9:47 - 9:49
    ასეთ დროს შენ თვლი, რომ შენი რწმენები
  • 9:49 - 9:52
    უნაკლოდ ასახავს რეალობას.
  • 9:52 - 9:54
    როდესაც ასე ფიქრობ,
  • 9:54 - 9:56
    ერთი პრობლემა გაქვს გადასაჭრელი.
  • 9:56 - 9:58
    როგორ დაარწმუნო
  • 9:58 - 10:01
    სხვებიც ამაში.
  • 10:01 - 10:04
    აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ჩვენს შორის ერთნაირად ხსნის სხვათა ქცევას.
  • 10:04 - 10:07
    ყველანი ვარაუდთა ამ სამწუხარო ჩამონათვალს მივმართავთ.
  • 10:08 - 10:11
    პირველი რასაც ხშირად ვაკეთებთ, როდესაც ვინმე არ გვეთანხმება,
  • 10:11 - 10:14
    ვასკვნით, რომ ისინი უვიცები არიან.
  • 10:14 - 10:16
    მათ ხელი არ მიუწვდებათ იმავე ინფორმაციამდე, რაზეც ჩვენ.
  • 10:16 - 10:19
    და როდესაც ჩვენ გულუხვად გავუზიარებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას,
  • 10:19 - 10:22
    ისინი ნათელს ეზიარებიან და ჩვენს გუნდში გადმოვლენ.
  • 10:22 - 10:25
    როდესაც ამგვარი მსჯელობა არ მუშაობს,
  • 10:25 - 10:27
    როდესაც აღმოჩნდება, რომ იმ ხალხს იგივე ფაქტები ცოდნია, რაც ჩვენ
  • 10:27 - 10:29
    და კვლავ არ გვეთანხმებიან,
  • 10:29 - 10:31
    გადავდივართ მეორე ვარაუდზე.
  • 10:31 - 10:33
    ვარაუდზე, რომ ისინი იდიოტები არიან.
  • 10:33 - 10:35
    (სიცილი)
  • 10:35 - 10:37
    რომ მათ ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ხელსაწყოები აქვთ,
  • 10:37 - 10:40
    მაგრამ იმდენად ჭკუასუსტები არიან, რომ არ შეუძლიათ მათი სწორად გამოყენება
  • 10:40 - 10:42
    როდესაც ეს დაშვებაც არ მუშაობს:
  • 10:42 - 10:45
    როდესაც ამ ხალხს რომელიც არ გვეთანხმება,
  • 10:45 - 10:47
    თურმე იგივე ფაქტებიც ცოდნია
  • 10:47 - 10:50
    და საკმაოდ გონიერებიც ყოფილან,
  • 10:50 - 10:53
    მესამე ვარაუდზე გადავდივართ.
  • 10:53 - 10:56
    მათ იციან სიმართლე
  • 10:56 - 10:58
    და განზრახ ამახინჯებენ მათ
  • 10:58 - 11:01
    მათ საკუთარი ბოროტი მიზნების გამო.
  • 11:02 - 11:04
    ეს კატასტროფაა.
  • 11:04 - 11:07
    ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მართებულობასთან
  • 11:07 - 11:09
    გვაფერხებს ჩვენივე შეცდომების შეფერხებისაგან
  • 11:09 - 11:11
    მაშინ, როდესაც ეს ძალიან გვჭირდება
  • 11:11 - 11:14
    და იწვევს იმას, რომ ერთმანეთს საზიზღრად ვეპყრობით.
  • 11:15 - 11:17
    მაგრამ იცით რა არის
  • 11:17 - 11:20
    ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული?
  • 11:20 - 11:24
    ის, რომ აზრი ეკარგება ადამიანად ყოფნის იდეას.
  • 11:24 - 11:26
    ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ,
  • 11:26 - 11:29
    რომ ჩვენი გონება უნაკლოდ გამჭვირვალე ფანჯარასავითაა
  • 11:29 - 11:31
    და ჩვენ უბრალოდ ვიცქირებით
  • 11:31 - 11:34
    და აღვწერთ სამყაროს იქიდან.
  • 11:34 - 11:36
    ჩვენს გვსურს ყველა სხვაც ამავე ფანჯრიდან იყურებოდეს
  • 11:36 - 11:38
    და იგივე სცენას ხედავდეს, რასაც ჩვენ.
  • 11:38 - 11:40
    ეს არ არის ჭეშმარიტება,
  • 11:40 - 11:43
    და ეს რომ ესე იყოს, სამყარო საოცრად მოსაწყენი იქნებოდა.
  • 11:43 - 11:46
    თქვენი გონების სასწაული ის კი არ არის, რომ
  • 11:46 - 11:49
    თქვენ შეგიძლიათ ხედავდეთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის,
  • 11:50 - 11:53
    არამედ ისეთს, როგორიც ის არ არის.
  • 11:54 - 11:56
    ჩვენ შეგვიძია გვახსოვდეს წარსული,
  • 11:56 - 11:59
    ვიფიქროთ მომავალზე
  • 11:59 - 12:01
    და წარმოვიდგინოთ როგორი იქნება
  • 12:01 - 12:04
    სხვა ადამიანი სულ სხვა ადგილას.
  • 12:04 - 12:06
    და ჩვენ ყველანი ამას სხვადასხვანაირად ვაკეთებთ.
  • 12:06 - 12:08
    რისი შედეგიცაა ის, რომ ჩვენ ყველანი ვუყურებთ ერთსა და იმავე ღამის ცას
  • 12:08 - 12:10
    და ვხედავთ ამას
  • 12:10 - 12:12
    და ასევე ამას
  • 12:12 - 12:15
    და ამას.
  • 12:15 - 12:18
    და ამის შედეგია ისიც, რომ ჩვენ ვცდებით.
  • 12:19 - 12:21
    1200 წლით ადრე სანამ დეკარტი იტყოდა ცნობილ ფრაზას,
  • 12:21 - 12:23
    „მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ“,
  • 12:23 - 12:25
    აი ეს ადამიანი - ნეტარიავგუსტინე, დაჯდა და თქვა „
  • 12:25 - 12:28
    „Fallor ergo sum” -
  • 12:28 - 12:32
    - “მე ვცდები, მაშასადამე მე ვარსებობ.“
  • 12:32 - 12:34
    ავგუსტინე მიხვდა, რომ
  • 12:34 - 12:36
    ჩვენი შესაძლებლობები საქმის გაფუჭებაში
  • 12:36 - 12:38
    არ არის ჩვენი სამარცხვინო დეფექტი
  • 12:38 - 12:40
    არ არის ისეთ რამ,
  • 12:40 - 12:43
    რაც შეგვიძლია აღმოვფხვრათ ან გადავლახოთ.
  • 12:43 - 12:46
    ეს სავსებით ფუნდამენტურია ჩვენი არსებისათვის.
  • 12:46 - 12:48
    ღვთისგან განსხვავებით,
  • 12:48 - 12:51
    ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით რა ხდება გარეთ,
  • 12:51 - 12:54
    მაგრამ ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავებით,
  • 12:54 - 12:58
    ჩვენ ჩაციკლულები ვართ გავიგოთ რა ხდება.
  • 12:58 - 13:00
    ჩემთვის ეს ამგვარი კონცეტრაცია
  • 13:00 - 13:02
    წყაროცაა ყველა სახის პროდუქტიულობისა
  • 13:02 - 13:05
    და შემოქმედობითობის.
  • 13:05 - 13:08
    იცით, შარშან, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო,
  • 13:08 - 13:10
    რომ საზოგადოებრივი რადიოს „ეს ამერიკული ცხოვრებაას“
  • 13:10 - 13:12
    ძალიან ბევრ სერიას ვუსმენდი.
  • 13:12 - 13:15
    ჰო, და ვუსმენ, ვუსმენ
  • 13:15 - 13:18
    და რაღაც მომენტში გავათვითცნობიერე,
  • 13:18 - 13:21
    ყველა ეს ისტორია მცდარობას უკავშრდება.
  • 13:22 - 13:24
    ჩემი პირველი ფიქრი იყო
  • 13:24 - 13:26
    „მე მგონი ყველაფერში
  • 13:26 - 13:28
    სიმცდარეს ვხედავ,
  • 13:28 - 13:30
    ყველან წარმოვიდგენ ხოლმე“ ,
  • 13:30 - 13:32
    რაც რა თქმა უნდა მომხდარა.
  • 13:32 - 13:34
    მაგრამ ერთი-ორი თვის შემდეგ მე მომეცა საშუალება
  • 13:34 - 13:36
    ინტერვიუ ამეღო აირა გლასისგან, ამ შოუს მასპინძლისგან.
  • 13:36 - 13:38
    და მე ეს მოვუყევი.
  • 13:38 - 13:41
    მან მითხრა „ არა, იცი, მგონი ეს მართალია“ .
  • 13:41 - 13:43
    „მართლაც“ , ის ამბობს
  • 13:43 - 13:45
    „ჩვენ, იქ მომუშავენი, ვხუმრობთ ხოლმე,
  • 13:45 - 13:47
    რომ ყველა ეპიზოდს
  • 13:47 - 13:50
    ერთი შეფარული თემა აქვს“ .
  • 13:50 - 13:52
    . „თემა კი ასეთია:
  • 13:52 - 13:55
    მეგონა ეს მოხდებოდა
  • 13:55 - 13:58
    და სავსებით სხვა რამ მოხდა“ .
  • 13:58 - 14:01
    „საქმე იმაშია“, ამბობს აირა, „ რომ ჩვენ გვჭირდება ეს,
  • 14:01 - 14:03
    გვჭირდება ეს მომენტები
  • 14:03 - 14:05
    გაკვირვებისა და სიმცდარისა,
  • 14:05 - 14:07
    რათა ეს ისტორიები შედგეს“.
  • 14:07 - 14:09
    ჩვენი მხრივ კი, ჩვენ როგორც აუდიენცია
  • 14:09 - 14:12
    როგორც მსმენელები და მკითხველები
  • 14:12 - 14:14
    ჩვენ მოვიხმართ ამ პროდუქტს.
  • 14:14 - 14:17
    ჩვენ გვიყვარს
  • 14:17 - 14:20
    გამაოგნებელი დასასრულები.
  • 14:20 - 14:23
    როდესაც ჩვენს ისტორიებს ეხება საქმე,
  • 14:23 - 14:26
    ჩვენ გვიყვარს მცდარობა.
  • 14:26 - 14:28
    მაგრამ იცით რა? ჩვენი ისტორიები ასეთია,
  • 14:28 - 14:31
    რადგან ჩვენი ცხოვრებაა ამგვარი.
  • 14:31 - 14:34
    ჩვენ გვგონია, რომ ერთი მოხდება
  • 14:34 - 14:37
    და ამ დროს მეორე ხდება.
  • 14:37 - 14:39
    ჯორჯ ბუშს ეგონა, რომ ის შეიჭრებოდა ერაყში,
  • 14:39 - 14:41
    იპოვიდა მასობრივი განადგურების აურება იარაღს,
  • 14:41 - 14:44
    გაათვისუფლებდა ხალხს და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიას შეიტანდა.
  • 14:45 - 14:47
    მაგრამ სავსებით სხვა რამ მოხდა ამ დროს.
  • 14:48 - 14:50
    და ჰოსნი მუბარაკს ეგონა,
  • 14:50 - 14:52
    რომ სიცოცხლის ბოლომდე ,
  • 14:52 - 14:54
    სანამ ძალიან არ დაბერდებოდა და დაავადმყოფდებოდა
  • 14:54 - 14:57
    და სანამ ძალაუფლებას შვილებს არ გადასცემდა, ეგვიპტის დიქტატორი იქნებოდა.
  • 14:57 - 15:00
    მაგრამ საერთოდ სხვა რამ მოხდა ამის მაგივრად.
  • 15:01 - 15:03
    და ალბათ თქვენ გქონდათ ფიქრი,
  • 15:03 - 15:05
    რომ გაიზრდებოდით, შეუღლდებოდით თქვენი სკოლის სიყვარულზე,
  • 15:05 - 15:08
    დაბრუნდებოდით მშობლიურ ქალაქში და გაზრდიდით ბევრ შვილს ერთად.
  • 15:09 - 15:12
    მაგრამ ამის მაგივრად სხვა რამ მოხდა.
  • 15:12 - 15:14
    და ერთი რამ უნდა გითხრათ,
  • 15:14 - 15:16
    მე მეგონა ვწერდი საუცხოოდ გონივრულ წიგნს საგანზე,
  • 15:16 - 15:18
    რომელიც ყველას ეზიზღება,
  • 15:18 - 15:21
    აუდიენციისთვის, რომელიც ამას არასდროს გამოიყენებდა.
  • 15:21 - 15:23
    და საერთოდ სხვა რამ მოხდა.
  • 15:23 - 15:25
    (სიცილი)
  • 15:25 - 15:27
    ეს ცხოვრებაა.
  • 15:27 - 15:29
    ავად თუ კარგად,
  • 15:29 - 15:32
    ჩვენ ვართ შემოქმედნი ჩვენს გარშემო არსებული
  • 15:32 - 15:34
    სამყააროს შესახებ საუცხოო ისტორიებისა.
  • 15:34 - 15:37
    შემდეგ ცხოვრება გვიბრუნდება და აქეთ გვაოცებს.
  • 15:40 - 15:43
    არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას , მაგრამ ეს მთელი კონფერენცია
  • 15:43 - 15:45
    ამჟაღავნებს ჩვენს დაუჯერებლად დიდ
  • 15:45 - 15:47
    შესაძლებლობას - შევცდეთ.
  • 15:47 - 15:49
    ჩვენ მთელი კვირა დავხარჯეთ, რომ
  • 15:49 - 15:51
    გველაპარაკა ინოვაციებზე, წინსვლებზე,
  • 15:51 - 15:53
    და გაუმჯობესებაზე
  • 15:53 - 15:56
    ... მაგრამ იცით რატომ გვჭიდება ყველა ეს ინოვაცია,
  • 15:56 - 15:58
    წინსვლა და გაუმჯობესება?
  • 15:58 - 16:00
    იმიტომ, რომ ყველაზე
  • 16:00 - 16:03
    გამაოგნებელი და სამყაროს შემცვლელი ... !
  • 16:03 - 16:05
    ნუ ხო იცით... TED 1998…!
  • 16:05 - 16:07
    ეჰ
  • 16:07 - 16:11
    (სიცილი)
  • 16:11 - 16:13
    არ გამოსულა ეგრე , არა?
  • 16:13 - 16:15
    (სიცილი)
  • 16:15 - 16:18
    სად არის ჩემი ჯეთ პექი კრის?
  • 16:18 - 16:22
    (სიცილი)
  • 16:22 - 16:27
    (ტაში)
  • 16:27 - 16:30
    ასე რომ ასე ვართ ისევ
  • 16:30 - 16:32
    და აი ესეც გრძლედება
  • 16:32 - 16:34
    ჩვენ ახალი იდეა გვიჩნდება,
  • 16:34 - 16:37
    ახალ ამბავს ვყვებით,
  • 16:37 - 16:40
    ახალ კონფერენციას ვატარებთ.
  • 16:40 - 16:42
    ამჟამინდელის თემაა,
  • 16:42 - 16:44
    როგორც თქვენ უკვე 7 მილიონჯერ მოისმინეთ ალბათ უკვე,
  • 16:44 - 16:46
    სასწაულის ხელახალი აღმოჩენა.
  • 16:46 - 16:48
    ჩემი აზრით -
  • 16:48 - 16:51
    თუ მართლა გსურს სასწაულის ხელახლა აღმოჩენა,
  • 16:51 - 16:53
    უნდა დატოვო ის პაწაწინა,
  • 16:53 - 16:59
    დამთრგუნველი სივრცე შეუცდომლობის.
  • 16:59 - 17:02
    უნდა მიმოვიხედოთ, დავაკვირდეთ ერთმანეთს,
  • 17:02 - 17:05
    შევხედოთ უზარმაზარ,
  • 17:05 - 17:08
    კომპლექსურ, მისტიკურ
  • 17:08 - 17:11
    სამყაროს
  • 17:11 - 17:14
    და შეგვეძლოს ვთქვათ
  • 17:14 - 17:18
    „ვა, არ ვიცი,
  • 17:18 - 17:20
    იქნებ ვცდები“.
  • 17:20 - 17:22
    მადლობა
  • 17:22 - 17:25
    (ტაში)
  • 17:25 - 17:27
    მადლობა მეგობრებო
  • 17:27 - 17:30
    (ტაში)
Title:
ქეთრინ შულცი: მცდარობის შესახებ
Speaker:
Kathryn Schulz
Description:

უმრავლესობა ჩვენთაგანი ყველაფერს იზამს, რათა შეცდეს. მაგრამ თუკი ჩვენ ამაშიც ვცდებით ? "მცდარობის სპეციალისტი" ქეთრინ შულცი გვარწმუნებს, რომ არა მარტო ვაღიაროთ არამედ მივიღოთ კიდევაც ჩვენი მცოდავი ბუნება.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
17:31
Retired user added a translation

Georgian subtitles

Revisions