1995 წელია მე უნივერსიტეტში ვსწავლობ და დაქალთან ერთად ვმოგზაურობ პროვიდენსიდან (როდ აილენდის შტატი) პორტლენდში (ორეგონის შტატი) მივდივართ. ხომ იცით... ახალგაზრდები ვართ, დაუსაქმებლები და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენს გზაზე, გავდივართ ეროვნული პარკებით და ტყეებით. მოკლედ, ყველაზე გრძელი გზით მივდივართ, რაც ალბათ შეიძლება, რომ აირჩიო. და სადღაც შუაგულ სამხრეთ დაკოტაში, მივუბრუნდი ჩემს მეგობარს და ვუსვამ კითხვას, რომელიც 2 000 მილის მანძილზე მაწუხებდა. „რას უნდა ნიშნავდეს ის ჩინური იეროგლიფი, ყველგან რომ ვხედავ გზებზე?“ ჩემი მეგობარი გაკვირვებული მიყურებს. ახლა წინა რიგში ჯენტლმენი ზუსტ იმიტაციას აკეთებს ამ გამომეტყველებისა. (სიცილი) და მე ისევ ვეუბნები, „აი ხო იცი, ის ნიშნები, ყველგან, რომ გვხვდება, ზედ ჩინური იეროგლიფით“ რამდენიმე წუთი მაკვირდება და მერე კვდება სიცილით, რადგან ხვდება რას ვგულისხმობდი. და აი რაზე ვეკითხებოდი. (სიცილი) დიახ, ცნობილი ჩინური იეროგლიფი საპიკნიკე სივრცის აღსანიშნავად. (სიცილი) ჩემი ცხოვრების ბოლო ხუთი წელი გავატარე სწორედ ამგვარ სიტუაციებზე ფიქრში. სწორედ ესეთებზე რატომ არის, რომ ხანდახან არასწორად აღვიქვამთ ნიშნებს ჩვენს გარშემო? როგორ ვიქცევით, როდესაც ესე ხდება? რას გვეუბნება ყველაფერი ეს ადამიანურ ბუნებაზე ? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა ბოლო ხუთი წელი გავატარე იმაზე ფიქრში თუ რას ნიშნავს, ცდებოდე. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უცანაური არჩევანია კარიერაში წინსვლისთვის. მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა აქვს, არანაირი კონკურენცია არ არის სამსახურებზე. (სიცილი) უმრავლესობა ჩვენთაგანი აკეთებს ყველაფერს, რომ თავი აარიდოს ცდომაზე ფიქრს, თუ არა და სულ ცოტა აარიდოს თავი იმაზე ფიქრს, რომ ჩვენ თავად ვცდებით. აბსტრაქტულად ჩვენ გვესმის, რომ ყველა ამ ოთახში მყოფი უშვებს შეცდომებს, რომ ადამიანები... ზოგადად არ არიან უშეცდომონი - კარგი, გასაგებია. მაგრამ, როდესაც საქმე მე მეხება, აქ და აი ახლა როდესაც საქმე ეხება ყველა ჩემს რწმენას, ახლა, აწმყოში, მოულოდნელად ეს აბსტრაქტული მოწიწება „უშეცდომობის“ წინაშე, უჩინარდება. არაფერი მომივა თავში, რაზეც ვცდები. საქმე ისაა, რომ აწმყო დრო არის ის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ გვაქვს შეხვედრები აწმყოში, ჩვენ მივდივართ ოჯახთან ერთად დასასვენებლად აწმყო დროში, ჩვენ მივდივართ არჩევნებზე და ხმას ვაძლევთ აწმყო დროში. საბოოლო ჯამში, ჩვენ ძალზე ეფექტურად ვახერხებთ ამ ცხოვრებაში მოგზაურობას ჩვენს პატარა ბუშტებში გამომწყვდეულები, ბუშტებში, სადაც ყველაფერში ძალიან მართლები გვგონია ჩვენი თავები. ჩემი აზრით ეს პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ინდივიდუალთათვის ჩვენივე პირადულ და პროფესიულ ცხოვრებაში. და ასევე, მე ვფიქრობ, ეს პრობლემაა ყველა ჩვენგანისთვის კოლექტიურად, როგორც კულტურისთვის. დღეს მინდა პირველ რიგში ვილაპარაკო იმაზე, თუ რატომ ვიჭედებით იმ განცდაში, რომ ვართ ყოველთვის მართლები და მეორე, რატომ არის ეს პრობლემა. და საბოლოოდ, მე მინდა თქვენ დაგარწმუნოთ, რომ შესაძლებელია გვერდიდან შეხედო ამ გრძნობას. და თუ შენ ეს შეძელი მიხვდები, რომ ეს არის ის ერთადერთი დიდებული , მორალური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ნახტომი, რომლის გაკეთებაც შენ შეგიძლია. ჰო და, რატომ ვიჭედებით ამ უშეცდომლობის გრძნობაში? ერთერთი მიზეზია - გრძნობა, რომლის დროსაც ხვდები, რომ შენ ცდები. მოდით რაღაცას გკითხავთ. მოდით თქვენ გკითხავთ, რადგან ახლოს სხედხართ. რა გრძნობა გაქვს, სუფთა ემოციურად, რას გრძნობ, როდესაც ცდები? საშინელი... დაშვებული ცერა თითი... შემარცხვენელი. . . კარგით, გადასარევია. საშინელი, დაშვებული ცერა თითი, შემარცხვენელი-- დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი პასუხებია, მაგრამ ესენი სხვა კითხვას პასუხობენ. თქვენ პასუხობთ კითხვას: „რა გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ შეცდი?“ (სიცილი) როდესაც აცნობიერებ, რომ ცდები თავს ზუსტად ეგრე გრძნობ და უარესადაც, არა? ეს შეიძლება იყოს გამანადგურებელი, გამომააშკარავებელი, ასევე შეიძლება იყოს საკმაოდ სასაცილოც, როგორც ჩემ სულელური ჩინური იეროგლიფის შეცდომა. მაგრამ უბრალოდ არასწორი ყოფნა არნაირად არ იგრძნობა. მაგალითს მოვიყვან. გახსოვთ ლუნი თუნის მულტფილმი? სადაც ერთი პათეტიკური კოიოტი მუდამ დასდევს მრბოლელს და ვერასდროს ეწევა. ამ მულტფილმის თითქმის ყველა სერიაში, არის ისეთი მომენტი, სადაც კოიოტი მისდევს მრბოლელს და მრბოლელი კი ვარდება კლდიდან. პრობლემა არ არის, ის ჩიტია და მას ფრენა შეუძლია. მაგრამ მას თან მიჰყვება კოიოტიც. სასაცილო კი ის არის - ნუ, თუ თქვენ 6 წლის ხართ - რომ კოიოტიც მშვენივრად გრძნობს თავს. ის უბრალოდ აგრძელებს სირბილს. სწორედ იმ მომენტამდე, სანამ ქვევით ჩაიხედავს და გააცნობიერებს, რომ ჰაერშია. აი მომენტი, როდესაც ის ვარდება. როდესაც ჩვენ რამეზე ვცდებით -- არა მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვათვითცნობიერებთ, არამედ მანამდე - ჩვენ იმ კოიოტს ვგავართ , რომლიც უკვე გასცდა კლდეს, მაგრამ ჯერ არ ჩაუხედავს ქვევით. იცით, ჩვენ უკვე შევცდით, უკვე შარში ვართ. მაგრამ ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს მყარ ნიადაგზე ვდგავართ. ასე, რომ მგონი, ერთ წუთის წინ რაც გითხარით ის უნდა შევასწორო. რაღაც განცდა არსებობს, როდესაც შეცდი - განცდა იმისა, რომ მართალი ხარ. (სიცილი) ეს არის ერთერთი მიზეზი, სტრუქტრურული მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიჭედებით იმ გრძნობაში, რომ ვართ მართლები. მე ამას შეცდომით სიბრმავეს ვეძახი. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს შინაგანი ალღო, რომელიც მიგვახვედრებს, რომ ვცდებით, მანამ სანამ ეს ძალიან გვიანი არ არის. მაგრამ არსებობს მეორე მიზეზიც ჩვენი ტყვეობის ასახსნელად და ეს უკვე კულტურულია. წამით გაიხსენეთ დაწყებითი სკოლა. კლასში ზიხართ და თქვენი მასწავლებელი შემოწმებულ საკონტროლო ნაწერს უკან გიბრუნებთ. ერთერთი მათგანი ასე გამოიყურება. <ასე არ ქნა> <მნახე> . ეს ჩემი არ არის, ისე. (სიცილი) და აი ხართ დაწყებით სკოლაში და ზუსტად იცით რა იფიქროთ ამ ბავშვზე. „შტერი ბავშვია, წესრიგის დამრღვევი, რომელიც არასდროს აკეთებს საშინაო დავალებას“. იმ დროისთვის, როდესაც უკვე 9 წლის ხართ, იცით, რომ, პირველ რიგში, ხალხი, რომელიც ცდება არიან ზარმაცები, სულელები და უპასუხისმგებლონი. და მეორე - წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში არასდროს შეცდომა არ უნდა დაუშვათ. ჩვენ ამ ძალიან ცუდ გაკვეთილებს ძალიან კარგად შევიმეცნებთ ხოლმე. ბევრი ჩვენგანი და მე ეჭვი მაქვს განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ამ ოთახში მყოფთა პრობლემას იმით წყვეტს, რომ საბოლოო ჯამში ხდება უნაკლო ხუთოსანი. პერფექციონისტი, მეტის მიღწევის მოსურნე. მართალია, არა? მისტერ აღმასრულებელო დირექტორო, ასტროფიზიკოსო და ულტრა-მარათონელო? (სიცილი) ჩანს, თქვენ ყველანი აღმასრულებელი დირექტორები, ასტრო ფიზიკოსები და ულტრა-მარათონელები ხართ! კარგი, მშვენიერია. ყველაფერი გადასარევია ... უბრალოდ მერე ჩვენ ვმწარდებით, როდესაც არის ალბათობა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც შეგვშლოდა. რადგან ამის მიხედვით, რაღაცაში მცდარობა ნიშნავს, რომ რაღაც ვერ არის ჩვენში ჯანსაღად, რომ ჩვენ თავად გვჭირს რაღაც. შემდეგ ჩვენ უბრალოდ დავიჟინებთ ხოლმე, რომ მართლები ვართ. ეს ხომ გვაგრძნობინებს, რომ ვართ გონიერები, პასუხისმგებლიანები სათნოები და უსაფრთხოდ. მოდით ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთ-ორი წლის წინ ქალი შედის ბეთ ისრაელის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის გასაკეთებლად. ბეთ ისრაელი ბოსტონში მდებარეობს. ეს ჰარვარდის სასწავლებელი საავადმყოფოა. ერთერთი საუკეთესოა ქვეყანაში. ჰო და, ეს ქალი შეყავთ საოპერაციოში, უკეთებენ ანესთეზიას, ექმი აკეთებს თავის საქმეს, კერავს პაციენტს და უშვებს უკან გამოსაჯანსაღებლად. თითქოს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალს ეღვიძება, თავის თავის დახედავს და იკითხავს, „რატომ არის ჩემი სხეულის სხვა მხარე სახვევებში?“ ნუ, იმიტომაა სახვევებში მისი სხეულის სხვა მხარე, რომ ქირურგმა ეს მთავარი ოპერაცია მის მარცხენა ფეხზე გააკეთა მარჯვენის ნაცვლად. როდესაც ბეთ ისრაელის ჯანმრთელობის ხარისხის მართვის ვიცე პრეზიდენტმა ამ ინციდენეტზე ისაუბრა, ერთი ძალზედ საინტერესო რამ თქვა. მან თქვა „რაღაც მიზეზის გამო, ქირურგმა უბრალოდ ჩათვალა, რომ ის სწორ მხარეს იდგა“. (სიცილი) ამ ისტორიის არსი ის არის, რომ ზედმეტი ნდობა გრძნობისა, რომ ხარ სწორ მხარეს, სულ ერთია რისა, შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. ეს შინაგანი გრძნობა მართებულობისა, რომელსაც ჩვენ ყველანი ასე ხშირად განვიცდით, არ არის სანდო რეალურ ცხოვრებაში. მომემნტი, როდესაც თავს ვაჩვენებთ, რომ ეს მართებული ქცევაა და ვივიწყებთ იმ აზრს, რომ შეიძლება ვცდებოდეთ - აი, მაშინ ხდება რომ 200 მილიონი გალონი ნავთობი იღვრება მექსიკის ყურეში, ან ვსპობთ მსოფლიო ეკონომიკას. ასე, რომ ეს არის უდიდესი ყოველდღიური პრობლემა. მაგრამ ეს ასევე სოციალური პრობლემაცაა. ერთი წუთით დაფიქრდით რა გრძნობაა, როდესაც ხარ მართალი. ასეთ დროს შენ თვლი, რომ შენი რწმენები უნაკლოდ ასახავს რეალობას. როდესაც ასე ფიქრობ, ერთი პრობლემა გაქვს გადასაჭრელი. როგორ დაარწმუნო სხვებიც ამაში. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ჩვენს შორის ერთნაირად ხსნის სხვათა ქცევას. ყველანი ვარაუდთა ამ სამწუხარო ჩამონათვალს მივმართავთ. პირველი რასაც ხშირად ვაკეთებთ, როდესაც ვინმე არ გვეთანხმება, ვასკვნით, რომ ისინი უვიცები არიან. მათ ხელი არ მიუწვდებათ იმავე ინფორმაციამდე, რაზეც ჩვენ. და როდესაც ჩვენ გულუხვად გავუზიარებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ისინი ნათელს ეზიარებიან და ჩვენს გუნდში გადმოვლენ. როდესაც ამგვარი მსჯელობა არ მუშაობს, როდესაც აღმოჩნდება, რომ იმ ხალხს იგივე ფაქტები ცოდნია, რაც ჩვენ და კვლავ არ გვეთანხმებიან, გადავდივართ მეორე ვარაუდზე. ვარაუდზე, რომ ისინი იდიოტები არიან. (სიცილი) რომ მათ ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ხელსაწყოები აქვთ, მაგრამ იმდენად ჭკუასუსტები არიან, რომ არ შეუძლიათ მათი სწორად გამოყენება როდესაც ეს დაშვებაც არ მუშაობს: როდესაც ამ ხალხს რომელიც არ გვეთანხმება, თურმე იგივე ფაქტებიც ცოდნია და საკმაოდ გონიერებიც ყოფილან, მესამე ვარაუდზე გადავდივართ. მათ იციან სიმართლე და განზრახ ამახინჯებენ მათ მათ საკუთარი ბოროტი მიზნების გამო. ეს კატასტროფაა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მართებულობასთან გვაფერხებს ჩვენივე შეცდომების შეფერხებისაგან მაშინ, როდესაც ეს ძალიან გვჭირდება და იწვევს იმას, რომ ერთმანეთს საზიზღრად ვეპყრობით. მაგრამ იცით რა არის ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული? ის, რომ აზრი ეკარგება ადამიანად ყოფნის იდეას. ჩვენ გვინდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი გონება უნაკლოდ გამჭვირვალე ფანჯარასავითაა და ჩვენ უბრალოდ ვიცქირებით და აღვწერთ სამყაროს იქიდან. ჩვენს გვსურს ყველა სხვაც ამავე ფანჯრიდან იყურებოდეს და იგივე სცენას ხედავდეს, რასაც ჩვენ. ეს არ არის ჭეშმარიტება, და ეს რომ ესე იყოს, სამყარო საოცრად მოსაწყენი იქნებოდა. თქვენი გონების სასწაული ის კი არ არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ხედავდეთ სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის, არამედ ისეთს, როგორიც ის არ არის. ჩვენ შეგვიძია გვახსოვდეს წარსული, ვიფიქროთ მომავალზე და წარმოვიდგინოთ როგორი იქნება სხვა ადამიანი სულ სხვა ადგილას. და ჩვენ ყველანი ამას სხვადასხვანაირად ვაკეთებთ. რისი შედეგიცაა ის, რომ ჩვენ ყველანი ვუყურებთ ერთსა და იმავე ღამის ცას და ვხედავთ ამას და ასევე ამას და ამას. და ამის შედეგია ისიც, რომ ჩვენ ვცდებით. 1200 წლით ადრე სანამ დეკარტი იტყოდა ცნობილ ფრაზას, „მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ“, აი ეს ადამიანი - ნეტარიავგუსტინე, დაჯდა და თქვა „ „Fallor ergo sum” - - “მე ვცდები, მაშასადამე მე ვარსებობ.“ ავგუსტინე მიხვდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები საქმის გაფუჭებაში არ არის ჩვენი სამარცხვინო დეფექტი არ არის ისეთ რამ, რაც შეგვიძლია აღმოვფხვრათ ან გადავლახოთ. ეს სავსებით ფუნდამენტურია ჩვენი არსებისათვის. ღვთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიცით დანამდვილებით რა ხდება გარეთ, მაგრამ ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავებით, ჩვენ ჩაციკლულები ვართ გავიგოთ რა ხდება. ჩემთვის ეს ამგვარი კონცეტრაცია წყაროცაა ყველა სახის პროდუქტიულობისა და შემოქმედობითობის. იცით, შარშან, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი რადიოს „ეს ამერიკული ცხოვრებაას“ ძალიან ბევრ სერიას ვუსმენდი. ჰო, და ვუსმენ, ვუსმენ და რაღაც მომენტში გავათვითცნობიერე, ყველა ეს ისტორია მცდარობას უკავშრდება. ჩემი პირველი ფიქრი იყო „მე მგონი ყველაფერში სიმცდარეს ვხედავ, ყველან წარმოვიდგენ ხოლმე“ , რაც რა თქმა უნდა მომხდარა. მაგრამ ერთი-ორი თვის შემდეგ მე მომეცა საშუალება ინტერვიუ ამეღო აირა გლასისგან, ამ შოუს მასპინძლისგან. და მე ეს მოვუყევი. მან მითხრა „ არა, იცი, მგონი ეს მართალია“ . „მართლაც“ , ის ამბობს „ჩვენ, იქ მომუშავენი, ვხუმრობთ ხოლმე, რომ ყველა ეპიზოდს ერთი შეფარული თემა აქვს“ . . „თემა კი ასეთია: მეგონა ეს მოხდებოდა და სავსებით სხვა რამ მოხდა“ . „საქმე იმაშია“, ამბობს აირა, „ რომ ჩვენ გვჭირდება ეს, გვჭირდება ეს მომენტები გაკვირვებისა და სიმცდარისა, რათა ეს ისტორიები შედგეს“. ჩვენი მხრივ კი, ჩვენ როგორც აუდიენცია როგორც მსმენელები და მკითხველები ჩვენ მოვიხმართ ამ პროდუქტს. ჩვენ გვიყვარს გამაოგნებელი დასასრულები. როდესაც ჩვენს ისტორიებს ეხება საქმე, ჩვენ გვიყვარს მცდარობა. მაგრამ იცით რა? ჩვენი ისტორიები ასეთია, რადგან ჩვენი ცხოვრებაა ამგვარი. ჩვენ გვგონია, რომ ერთი მოხდება და ამ დროს მეორე ხდება. ჯორჯ ბუშს ეგონა, რომ ის შეიჭრებოდა ერაყში, იპოვიდა მასობრივი განადგურების აურება იარაღს, გაათვისუფლებდა ხალხს და ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიას შეიტანდა. მაგრამ სავსებით სხვა რამ მოხდა ამ დროს. და ჰოსნი მუბარაკს ეგონა, რომ სიცოცხლის ბოლომდე , სანამ ძალიან არ დაბერდებოდა და დაავადმყოფდებოდა და სანამ ძალაუფლებას შვილებს არ გადასცემდა, ეგვიპტის დიქტატორი იქნებოდა. მაგრამ საერთოდ სხვა რამ მოხდა ამის მაგივრად. და ალბათ თქვენ გქონდათ ფიქრი, რომ გაიზრდებოდით, შეუღლდებოდით თქვენი სკოლის სიყვარულზე, დაბრუნდებოდით მშობლიურ ქალაქში და გაზრდიდით ბევრ შვილს ერთად. მაგრამ ამის მაგივრად სხვა რამ მოხდა. და ერთი რამ უნდა გითხრათ, მე მეგონა ვწერდი საუცხოოდ გონივრულ წიგნს საგანზე, რომელიც ყველას ეზიზღება, აუდიენციისთვის, რომელიც ამას არასდროს გამოიყენებდა. და საერთოდ სხვა რამ მოხდა. (სიცილი) ეს ცხოვრებაა. ავად თუ კარგად, ჩვენ ვართ შემოქმედნი ჩვენს გარშემო არსებული სამყააროს შესახებ საუცხოო ისტორიებისა. შემდეგ ცხოვრება გვიბრუნდება და აქეთ გვაოცებს. არავის არ ვაყენებ შეურაცყოფას , მაგრამ ეს მთელი კონფერენცია ამჟაღავნებს ჩვენს დაუჯერებლად დიდ შესაძლებლობას - შევცდეთ. ჩვენ მთელი კვირა დავხარჯეთ, რომ გველაპარაკა ინოვაციებზე, წინსვლებზე, და გაუმჯობესებაზე ... მაგრამ იცით რატომ გვჭიდება ყველა ეს ინოვაცია, წინსვლა და გაუმჯობესება? იმიტომ, რომ ყველაზე გამაოგნებელი და სამყაროს შემცვლელი ... ! ნუ ხო იცით... TED 1998…! ეჰ (სიცილი) არ გამოსულა ეგრე , არა? (სიცილი) სად არის ჩემი ჯეთ პექი კრის? (სიცილი) (ტაში) ასე რომ ასე ვართ ისევ და აი ესეც გრძლედება ჩვენ ახალი იდეა გვიჩნდება, ახალ ამბავს ვყვებით, ახალ კონფერენციას ვატარებთ. ამჟამინდელის თემაა, როგორც თქვენ უკვე 7 მილიონჯერ მოისმინეთ ალბათ უკვე, სასწაულის ხელახალი აღმოჩენა. ჩემი აზრით - თუ მართლა გსურს სასწაულის ხელახლა აღმოჩენა, უნდა დატოვო ის პაწაწინა, დამთრგუნველი სივრცე შეუცდომლობის. უნდა მიმოვიხედოთ, დავაკვირდეთ ერთმანეთს, შევხედოთ უზარმაზარ, კომპლექსურ, მისტიკურ სამყაროს და შეგვეძლოს ვთქვათ „ვა, არ ვიცი, იქნებ ვცდები“. მადლობა (ტაში) მადლობა მეგობრებო (ტაში)