-
ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა მოთხოვნის კანონზე,
-
რომელიც გვეუბნება, რომ
ყველა სხვა თანავარ პირობებში
-
თუ ჩვენ გავზრდით პროდუქტის ფასს,
-
პროდუქტის მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება.
-
ლოგიკურია. თუ ჩვენ დავწევთ ფასს
-
მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება.
-
ჩვენ დავინახავთ ამას
რამდენიმე მაგალითში.
-
ამ ვიდეოში კი
მინდა აქცენტი გავაკეთო
-
იმ ფაქტორებზე, რასაც უცვლელს ვტოვებდით,
-
რაც უფლებას გვაძლევდა
მოთხოვნა დაგვედგინა,
-
საშუალებას გვაძლევს ვიმოძრავოთ მრუდის გასწვრივ.
-
და ვიფიქროთ იმაზე, თუ
შევცვლიდით ამ მნიშვნელობებს
-
რომელსაც აქამდე უცვლელს ვტოვებდით,
-
რამდენად შეცვლის ეს მთლიან მრუდს?
-
როგორ იმოქმედებდა ეს მთლიან
-
დამოკიდებულებაზე მოთხოვნის
რაოდენობასა და ფასს შორის?
-
პირველი ამ ფატორთაგან,
რომელზე ვისაუბრებთ
-
იქნება კონკურენტი პროდუქტების ფასი.
-
კონკურენტი პროდუქტების ფასი.
-
ასე რომ, თუ თქვენ დაუშვებთ რომ...
-
სინამდვილეში, არ უნდა მეთქვა
კონკურენტი პროდუქტები
-
უბრალოდ ვთქვათ დაკავშირებული პროდუქტები.
-
ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი ყოველთვის
არ არიან კონკურენციაში.
-
დაკავშირებული პორდუქტების ფასი
არის ერთ-ერთი ფაქტორი,
-
რომელსაც მუდმივად ვთვლით,
-
როდესაც მოთხოვნაზე ვსაუბრობთ.
-
ჩვენ ვუშვებთ, რომ ეს სხვა
ფაქტორები არ იცვლება.
-
რა მოხდება თუ ეს ფაქტორები შეიცვალა?
-
მოდი, წარმოიდგინეთ რომ სხვა ელ-წიგნების
ფასი გაიზარდა.
-
სხვა ელ-წიგნების ფასი გაიზარდა.
-
რა გავლენას იქონიებს ეს
-
ჩვენს ფასისა და მოთხოვნის
რაოდენობის დამოკიდებულებაზე?
-
თუ ელ-წიგნების ფასები იზრდება,
-
ახლა მოულოდნელად ჩემს ელ-წიგნს...
-
ფასის რა წერტილშიც არ უნდა ვიყოთ,
-
ნებისმიერ წერტილში,
-
ჩემი ელ-წიგნი უფრო
სასურველი იქნება მომხმარებლისთვის.
-
2$-ად უფრო მეტი ხალხი
მოისურვებს მის ყიდვას.
-
მეტ ხალხს მოუნდება ის,
-
რადგან სხვა წიგნები გაძვირდა.
-
4$-ად, მეტ ადამიანს მოუნდება ის.
-
6$-ადაც, მოხდება იგივე.
-
ისევე როგორც 8$-ად ან თუნდაც 10$-ად.
-
თუ ეს ასე ხდება,
-
ეს რეალურად გადაწევდა მთლიან
მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ.
-
ასე რომ, დაახლოებით
ასეთი გახდებოდა.
-
დაახლოებით ასეთი..
-
ვუწოდოთ ამას შემთხვევა 1.
ეს იქნება შემთხვევა 1.
-
და ამ დანარჩენ ელ-წიგნებს კი
-
ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემი წიგნის
შემცვლელები პროდუქტები.
-
ასე რომ...
-
ეს სხვა ელ-წიგნები
იქნებიან შემცვლელები.
-
მაგალითად, თუ ხალხი იტყვის,
-
რომ ორი წიგნი დაახლოებით მსგავსია,
-
და თუ ერთი უფრო იაფია, ვიდრე მეორე,
-
მან შეიძლება იყიდოს მხოლოდ ერთ-ერთი.
-
ამ განცხადების გასაკეთებლად,
-
მრუდის დახაზვა რომ შევძლოთ,
-
უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს რაღაც მუდმივია.
-
თუ ის შეიცვლება, მრუდიც გადაადგილდება.
-
თუ სხვა წიგნების ფასი აიწევს,
-
ეს გადაწევს ჩვენს მრუდს მარჯვნივ.
-
თუ სხვა ელ-წიგენბის ფასი დაიწევს,
-
ეს გადაეწვს მთლიან მრუდს მარცხნივ.
-
ასე რომ, ეს ცვლის ჩვენს მოთხოვნას,
-
ეს ცვლის მთლიან კავშირს
ფასსა და მოთხ. რაოდენობას შორის.
-
ასე რომ, მრუდი
გადაადგილდება მარჯვნივ.
-
მოდით ასე დავწერ,
ეს დაგაწევდა მოთხოვნას...
-
მთლიან დამოკიდებულებას მარჯვნივ.
-
მინდა დავრწმუნდე, რომ გაიგეთ.
-
ყველა სხვა თანაბარ პირობებში,
-
ჩვენ ვმოძრაობთ მოცემული
მოთხოვნის მრუდის გასწვრივ.
-
ჩვენ ფაქტობრივად ვამბობთ, რომ
-
ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის
დამოკიდებულება მუდმივია
-
და თუ ავიღებთ რამე ფასს,
-
მივიღებთ გარკვეულ
მოთხოვნის რაოდენობას.
-
ჩვენ ვმოძრაობთ მრუდზე.
-
თუ ჩვენ შევცვლით ამ უცვლელ ფაქტორებს,
-
ჩვენ მთლიანად შევცვლით მრუდს.
-
მოთხოვნის ტაბულის შეცვლა
-
მრუდსაც სხვა სახეს მისცემს.
-
თუ გვაქვს დაკავშირებული პროდუქტები,
-
არაა აუცილებელი, რომ ისინი იყვნენ
უბრალოდ შემცვლელები.
-
მაგალითად, მოდი სხვა შემთხვევაზე ვიფიქროთ,
შემთხვევა 2.
-
იქნებ, ვთქვათ...გაიზარდა ქინდლის ფასი...
-
ასე რომ, ქინდლის ფასი... მოდი დავწერ ასე:
-
ქინდლის ფასი იზრდება.
-
ქინდლი სულაც არ არის შემცვლელი.
-
ხალხი არ ყიდულობს ან ელ-წიგნს ან ქინდლს.
-
მათ შორის არჩევანის გაკეთება არ უწევთ.
-
ქინდლი "შემავსებელი" პროდუქტია,
შენ გჭირდება ქინდლი ან iPad
-
ან რამე მსაგვსი, რომ
მოიხმარო ჩემი ელ-წიგნი.
-
ასე რომ, ისინი იქნებიან
ურთიერთშემავსებელი პროდუქტები.
-
ქინდლი იქნება შემავსებელი
-
ასე, რომ თუ შემავსებელი
პროდუქტის ფასი გაიზრდება,
-
და ეს არის... ერთ-ერთი იმ მოწყობილებიდან,
რომელსაც იყენებენ ელ-წიგნის წასაკითხად.
-
შედეგად, ნებისმიერი ფასისთვის,
-
ეს შეამცირებს ჩემს
მოთხოვნის რაოდენობას.
-
ასე რომ ამ სიტუაციაში, როცა
ჩემი წიგნები ღირს $2
-
რადგან ნაკლებ ხალხს ექნება ქინდლი,
-
ან შეიძლება თავიანთი ფული
ქინდლის შესაძენად დახარჯეს,
-
მათ აღარ ექნებათ ფული
ჩემი წიგნისთვის,
-
ან უბრალოდ უფრო ცოტა ხალხს
აქვს ქინდლი.
-
ნებიმიერი ფასისათვის, ეს
შეამცირებს მოთხოვნის რაოდენობას.
-
ნებისმიერი ფასისათვის.
-
და ფაქტობრივად, ეს შეცვლის,
-
გადასწევს მოთხვნის მთლიან მრუდს.
-
მრუდი მარცხნივ გადაიწევს.
-
ეს იქნება შემთხვევა 2.
-
შეგიძლიათ საპირისპირო
შემთხვევაც წარმოიდგინოთ.
-
თუ ქინდლის ფასი დაიწევს,
ეს გადაწევდა
-
ჩემს მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ.
-
თუ შემცვლელების ფასი დაიწევს,
-
მაშინ მრუდი გადაიწევდა მარცხნივ.
-
მოგიწოდებთ, რომ ამ ყველა
შემთხვევაზე იფიქროთ.
-
იფიქრეთ და თავად დახაზეთ,
იფიქრეთ პროდუქტებზე...
-
ელ-წიგნებზე ან თუნდაც
სხვა სახის პროდუქტებზე
-
და გააანალიზეთ რა მოხდებოდა.
-
პირველ რიგში დაფიქრდით
რომლებია დაკავშირებლი პროდუქტები.
-
შემცვლელები და შემავსებლები
-
და შემდეგ იფიქრეთ რა მოხდება,
როცა მათი ფასი შეიცვლება.
-
და ყოველთვის გახსოვდეთ,
განსახვავება მოთხოვნასა
-
რაც მთლიან კავშირს, მთლიან მურდს ნიშნავს,
-
რომელზეც გადავადგილდებით,
სხვა თანაბარ პირობებში
-
მხოლოდ ფასის ცვლილებით
-
და მოთხოვნის რაოდენობას შორის,
რაც არის კონკრეტული რაოდენობა
-
კონკრეტული ფასისთვის,
თუ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელია.