ჩვენ ვისაუბრეთ ცოტა მოთხოვნის კანონზე, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა სხვა თანავარ პირობებში თუ ჩვენ გავზრდით პროდუქტის ფასს, პროდუქტის მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება. ლოგიკურია. თუ ჩვენ დავწევთ ფასს მოთხოვნის რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ დავინახავთ ამას რამდენიმე მაგალითში. ამ ვიდეოში კი მინდა აქცენტი გავაკეთო იმ ფაქტორებზე, რასაც უცვლელს ვტოვებდით, რაც უფლებას გვაძლევდა მოთხოვნა დაგვედგინა, საშუალებას გვაძლევს ვიმოძრავოთ მრუდის გასწვრივ. და ვიფიქროთ იმაზე, თუ შევცვლიდით ამ მნიშვნელობებს რომელსაც აქამდე უცვლელს ვტოვებდით, რამდენად შეცვლის ეს მთლიან მრუდს? როგორ იმოქმედებდა ეს მთლიან დამოკიდებულებაზე მოთხოვნის რაოდენობასა და ფასს შორის? პირველი ამ ფატორთაგან, რომელზე ვისაუბრებთ იქნება კონკურენტი პროდუქტების ფასი. კონკურენტი პროდუქტების ფასი. ასე რომ, თუ თქვენ დაუშვებთ რომ... სინამდვილეში, არ უნდა მეთქვა კონკურენტი პროდუქტები უბრალოდ ვთქვათ დაკავშირებული პროდუქტები. ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი ყოველთვის არ არიან კონკურენციაში. დაკავშირებული პორდუქტების ფასი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც მუდმივად ვთვლით, როდესაც მოთხოვნაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვუშვებთ, რომ ეს სხვა ფაქტორები არ იცვლება. რა მოხდება თუ ეს ფაქტორები შეიცვალა? მოდი, წარმოიდგინეთ რომ სხვა ელ-წიგნების ფასი გაიზარდა. სხვა ელ-წიგნების ფასი გაიზარდა. რა გავლენას იქონიებს ეს ჩვენს ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის დამოკიდებულებაზე? თუ ელ-წიგნების ფასები იზრდება, ახლა მოულოდნელად ჩემს ელ-წიგნს... ფასის რა წერტილშიც არ უნდა ვიყოთ, ნებისმიერ წერტილში, ჩემი ელ-წიგნი უფრო სასურველი იქნება მომხმარებლისთვის. 2$-ად უფრო მეტი ხალხი მოისურვებს მის ყიდვას. მეტ ხალხს მოუნდება ის, რადგან სხვა წიგნები გაძვირდა. 4$-ად, მეტ ადამიანს მოუნდება ის. 6$-ადაც, მოხდება იგივე. ისევე როგორც 8$-ად ან თუნდაც 10$-ად. თუ ეს ასე ხდება, ეს რეალურად გადაწევდა მთლიან მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ. ასე რომ, დაახლოებით ასეთი გახდებოდა. დაახლოებით ასეთი.. ვუწოდოთ ამას შემთხვევა 1. ეს იქნება შემთხვევა 1. და ამ დანარჩენ ელ-წიგნებს კი ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემი წიგნის შემცვლელები პროდუქტები. ასე რომ... ეს სხვა ელ-წიგნები იქნებიან შემცვლელები. მაგალითად, თუ ხალხი იტყვის, რომ ორი წიგნი დაახლოებით მსგავსია, და თუ ერთი უფრო იაფია, ვიდრე მეორე, მან შეიძლება იყიდოს მხოლოდ ერთ-ერთი. ამ განცხადების გასაკეთებლად, მრუდის დახაზვა რომ შევძლოთ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს რაღაც მუდმივია. თუ ის შეიცვლება, მრუდიც გადაადგილდება. თუ სხვა წიგნების ფასი აიწევს, ეს გადაწევს ჩვენს მრუდს მარჯვნივ. თუ სხვა ელ-წიგენბის ფასი დაიწევს, ეს გადაეწვს მთლიან მრუდს მარცხნივ. ასე რომ, ეს ცვლის ჩვენს მოთხოვნას, ეს ცვლის მთლიან კავშირს ფასსა და მოთხ. რაოდენობას შორის. ასე რომ, მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ. მოდით ასე დავწერ, ეს დაგაწევდა მოთხოვნას... მთლიან დამოკიდებულებას მარჯვნივ. მინდა დავრწმუნდე, რომ გაიგეთ. ყველა სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ ვმოძრაობთ მოცემული მოთხოვნის მრუდის გასწვრივ. ჩვენ ფაქტობრივად ვამბობთ, რომ ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის დამოკიდებულება მუდმივია და თუ ავიღებთ რამე ფასს, მივიღებთ გარკვეულ მოთხოვნის რაოდენობას. ჩვენ ვმოძრაობთ მრუდზე. თუ ჩვენ შევცვლით ამ უცვლელ ფაქტორებს, ჩვენ მთლიანად შევცვლით მრუდს. მოთხოვნის ტაბულის შეცვლა მრუდსაც სხვა სახეს მისცემს. თუ გვაქვს დაკავშირებული პროდუქტები, არაა აუცილებელი, რომ ისინი იყვნენ უბრალოდ შემცვლელები. მაგალითად, მოდი სხვა შემთხვევაზე ვიფიქროთ, შემთხვევა 2. იქნებ, ვთქვათ...გაიზარდა ქინდლის ფასი... ასე რომ, ქინდლის ფასი... მოდი დავწერ ასე: ქინდლის ფასი იზრდება. ქინდლი სულაც არ არის შემცვლელი. ხალხი არ ყიდულობს ან ელ-წიგნს ან ქინდლს. მათ შორის არჩევანის გაკეთება არ უწევთ. ქინდლი "შემავსებელი" პროდუქტია, შენ გჭირდება ქინდლი ან iPad ან რამე მსაგვსი, რომ მოიხმარო ჩემი ელ-წიგნი. ასე რომ, ისინი იქნებიან ურთიერთშემავსებელი პროდუქტები. ქინდლი იქნება შემავსებელი ასე, რომ თუ შემავსებელი პროდუქტის ფასი გაიზრდება, და ეს არის... ერთ-ერთი იმ მოწყობილებიდან, რომელსაც იყენებენ ელ-წიგნის წასაკითხად. შედეგად, ნებისმიერი ფასისთვის, ეს შეამცირებს ჩემს მოთხოვნის რაოდენობას. ასე რომ ამ სიტუაციაში, როცა ჩემი წიგნები ღირს $2 რადგან ნაკლებ ხალხს ექნება ქინდლი, ან შეიძლება თავიანთი ფული ქინდლის შესაძენად დახარჯეს, მათ აღარ ექნებათ ფული ჩემი წიგნისთვის, ან უბრალოდ უფრო ცოტა ხალხს აქვს ქინდლი. ნებიმიერი ფასისათვის, ეს შეამცირებს მოთხოვნის რაოდენობას. ნებისმიერი ფასისათვის. და ფაქტობრივად, ეს შეცვლის, გადასწევს მოთხვნის მთლიან მრუდს. მრუდი მარცხნივ გადაიწევს. ეს იქნება შემთხვევა 2. შეგიძლიათ საპირისპირო შემთხვევაც წარმოიდგინოთ. თუ ქინდლის ფასი დაიწევს, ეს გადაწევდა ჩემს მოთხოვნის მრუდს მარჯვნივ. თუ შემცვლელების ფასი დაიწევს, მაშინ მრუდი გადაიწევდა მარცხნივ. მოგიწოდებთ, რომ ამ ყველა შემთხვევაზე იფიქროთ. იფიქრეთ და თავად დახაზეთ, იფიქრეთ პროდუქტებზე... ელ-წიგნებზე ან თუნდაც სხვა სახის პროდუქტებზე და გააანალიზეთ რა მოხდებოდა. პირველ რიგში დაფიქრდით რომლებია დაკავშირებლი პროდუქტები. შემცვლელები და შემავსებლები და შემდეგ იფიქრეთ რა მოხდება, როცა მათი ფასი შეიცვლება. და ყოველთვის გახსოვდეთ, განსახვავება მოთხოვნასა რაც მთლიან კავშირს, მთლიან მურდს ნიშნავს, რომელზეც გადავადგილდებით, სხვა თანაბარ პირობებში მხოლოდ ფასის ცვლილებით და მოთხოვნის რაოდენობას შორის, რაც არის კონკრეტული რაოდენობა კონკრეტული ფასისთვის, თუ ყველა სხვა ფაქტორი უცვლელია.