< Return to Video

რატომ არ უნდა ვენდოთ ბაზრებს ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში

  • 0:01 - 0:06
    აი საკითხი, რომელიც ხელმეორედ
    უნდა გავიაზროთ:
  • 0:06 - 0:08
    რა უნდა იყოს ფულის და ბაზრების როლი
  • 0:08 - 0:12
    ჩვენს საზოგადოებებში?
  • 0:12 - 0:14
    დღეს ძალიან ცოტა რამ არსებობს,
  • 0:14 - 0:17
    რისი ყიდვაც ფულით არ შეიძლება.
  • 0:17 - 0:18
    თუ თქვენ პატიმრობა მოგისაჯეს
  • 0:18 - 0:21
    სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში,
  • 0:21 - 0:22
    უნდა იცოდეთ,
  • 0:22 - 0:25
    რომ თუ არ მოგწონთ სტანდარტული კამერა,
  • 0:25 - 0:29
    შეგიძლიათ შეიძინოთ გაუმჯობესებული პირობები
  • 0:29 - 0:32
    ეს მართალია. თქვენი აზრით, რამდენად?
  • 0:32 - 0:34
    როგორ ფიქრობთ?
  • 0:34 - 0:36
    ხუთასი დოლარი?
  • 0:36 - 0:39
    ეს რიც-კარლტონი არაა. ეს ციხეა!
  • 0:39 - 0:41
    82 დოლარი ღამეში.
  • 0:41 - 0:44
    82 დოლარი ღამეში.
  • 0:44 - 0:46
    თუ წახვალთ გასართობ პარკში
  • 0:46 - 0:48
    და არ გსურთ გრძელ რიგში დგომა
  • 0:48 - 0:50
    პოპულარული ატრაქციონებისთვის,
  • 0:50 - 0:53
    ამჟამად არსებობს გამოსავალი.
  • 0:53 - 0:57
    ბევრ პარკში
    შეგიძლიათ გადაიხადოთ დამატებით,
  • 0:57 - 0:59
    რომ რიგის თავში მოექცეთ.
  • 0:59 - 1:03
    ისინი ამას სწრაფ გზას ან
    VIP ბილეთებს უწოდებენ.
  • 1:03 - 1:07
    და ეს მხოლოდ გასართობ პარკებში არ ხდება.
  • 1:07 - 1:10
    ვაშინგტონში
  • 1:10 - 1:12
    ხანდახან გრძელი რიგებია
  • 1:12 - 1:16
    კონგრესის განხილვების დროს.
  • 1:16 - 1:19
    ამჟამად ზოგიერთს არ მოსწონს
    გრძელ რიგში დგომა,
  • 1:19 - 1:22
    შესაძლებელია მთელი ღამე, წვიმაში.
  • 1:22 - 1:24
    ამიტომ ახლა ლობისტებისთვის, სხვებისთვის,
  • 1:24 - 1:26
    ვისაც უნდა ამ განხილვებზე დასწრება,
  • 1:26 - 1:28
    მაგრამ არ სურთ ლოდინი,
    არსებობს კომპანიები,
  • 1:28 - 1:30
    რიგში დგომის კომპანიები,
  • 1:30 - 1:32
    რომელთაც შეგიძლიათ მიმართოთ.
  • 1:32 - 1:34
    შეგიძლიათ გადაუხადოთ გარკვეული თანხა,
  • 1:34 - 1:37
    ისინი კი ქირაობენ უსახლკაროებს და მათ,
  • 1:37 - 1:41
    ვისაც სამსახური სჭირდება,
  • 1:41 - 1:44
    რათა ისინი დადგნენ რიგში იმდენ ხანს,
    რამდენიც საჭიროა,
  • 1:44 - 1:46
    ლობისტი კი სწორედ განხილვამდე დაიკავებს
  • 1:46 - 1:49
    რიგის თავში საკუთარ ადგილს.
  • 1:49 - 1:52
    ანაზღაურებადი რიგში დგომა.
  • 1:52 - 1:56
    საბაზრო მექანიზმების,
  • 1:56 - 1:58
    საბაზრო აზროვნების, საბაზრო გადაწყვეტების
    გამოყენება,
  • 1:58 - 2:01
    უფრო დიდ მასშტაბშიც ხდება.
  • 2:01 - 2:04
    დააკვირდით ჩვენს ომებს.
  • 2:04 - 2:07
    იცოდით, რომ ერაყში და ავღანეთში
  • 2:07 - 2:11
    უფრო მეტი კერძო სამხედრო კონტრაქტორია,
  • 2:11 - 2:15
    ვიდრე ამერიკის სამხედრო?
  • 2:15 - 2:18
    ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა
    საჯარო განხილვები იმაზე,
  • 2:18 - 2:21
    ნამდვილად გვინდა თუ არა მოვახდინოთ
    ომის აუთსორსინგი
  • 2:21 - 2:23
    კერძო კომპანიებზე,
  • 2:23 - 2:26
    არამედ ეს არის ის რეალობა, რაც მოხდა.
  • 2:26 - 2:28
    30 წლის განმავლობაში
  • 2:28 - 2:32
    ჩვენ ვიცხოვრეთ მშვიდ რევოლუციაში.
  • 2:32 - 2:37
    ჩვენ თითქმის შეუმჩნევლად გადავედით
  • 2:37 - 2:40
    საბაზრო ეკონომიკიდან
  • 2:40 - 2:44
    საბაზრო საზოგადოებაზე.
  • 2:44 - 2:48
    აი განსხვავება:
    საბაზრო ეკონომიკა საშუალებაა,
  • 2:48 - 2:50
    ძვირფასი და ეფექტური საშუალება,
  • 2:50 - 2:53
    პროდუქტიული აქტივობების ორგანიზებისთვის;
  • 2:53 - 2:56
    მაშინ როცა
    საბაზრო საზოგადოება არის ადგილი,
  • 2:56 - 2:59
    სადაც თითქმის ყველაფერი იყიდება.
  • 2:59 - 3:02
    ეს ცხოვრების წესია,
    სადაც საბაზრო აზროვნება
  • 3:02 - 3:05
    და საბაზრო ღირებულებები
    იწყებს დომინირებას
  • 3:05 - 3:08
    ცხოვრების ყველა ასპექტზე:
  • 3:08 - 3:13
    პირადი ურთიერთობები, ოჯახი,
    ჯანმრთელობა, განათლება,
  • 3:13 - 3:16
    პოლიტიკა, კანონი, სამოქალაქო ცხოვრება.
  • 3:16 - 3:22
    რატომ ვიდარდოთ იმაზე,
  • 3:22 - 3:24
    რომ საბაზრო საზოგადოება ვხდებით?
  • 3:24 - 3:27
    ვფიქრობ, ორი მიზეზის გამო.
  • 3:27 - 3:32
    პირველი, უთანასწორობაა.
  • 3:32 - 3:35
    რაც უფრო მეტი რაღაცის ყიდვა შეუძლია ფულს,
  • 3:35 - 3:40
    მით მეტად კრიტიკული ხდება,
    მისი ქონა არ ქონის საკითხი.
  • 3:40 - 3:43
    ფულს რომ მხოლოდ იმის განსაზღვრა შეეძლოს,
  • 3:43 - 3:48
    თუ ვის ექნება წვდომა იახტებზე,
    მოდურ დასვენებებზე, BMW-ებზე,
  • 3:48 - 3:53
    მაშინ უთანასწორობას
    დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა.
  • 3:53 - 3:56
    მაგრამ, როცა ფული
    გადამწყვეტი ფაქტორი ხდება იმისა,
  • 3:56 - 4:01
    თუ ვის ექნება წვდომა კარგი ცხოვრებისთვის
    აუცილებელ საჭიროებებზე:
  • 4:01 - 4:05
    რიგიანი ჯანდაცვა,
    წვდომა საუკეთესო განათლებაზე,
  • 4:05 - 4:10
    პოლიტიკური ხმა და
    ზეგავლენა კამპანიაზე...
  • 4:10 - 4:13
    როცა ფული განკარგავს ამ ყველაფერს,
  • 4:13 - 4:16
    უთანასწორობა მწვავეა.
  • 4:16 - 4:18
    ამიტომ ყველაფრის მარკეტიზაცია,
  • 4:18 - 4:22
    წაწვეტებულს ხდის უთანასწორობის ნესტარს
  • 4:22 - 4:24
    და მის სოციალურ, სამოქალაქო შედეგს.
  • 4:24 - 4:27
    ეს შფოთვის ერთი მიზეზია.
  • 4:27 - 4:29
    გარდა უთანასწორობაზე დარდისა,
  • 4:29 - 4:33
    არსებობს მეორე მიზეზი
  • 4:33 - 4:35
    და აი ისიც:
  • 4:35 - 4:39
    ზოგიერთ სოციალურ საქონელთან და
    წეს–ჩვეულებასთან მიმართებაში,
  • 4:39 - 4:45
    როცა საბაზრო აზროვნება და
    საბაზრო ღირებულებები შემოდის საქმეში,
  • 4:45 - 4:47
    ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი ცვლილება
  • 4:47 - 4:51
    და განდევნოს ის დამოკიდებულებები, ნორმები,
  • 4:51 - 4:53
    რომლეთა გაფრთხილებაც ნამდვილად ღირს.
  • 4:53 - 4:55
    მსურს მოვიყვანო საკამათო მაგალითი
  • 4:55 - 4:59
    საბაზრო მექანიზმის გამოყენებისა:
  • 4:59 - 5:04
    ესაა ფულადი სტიმული და მოდი ვნახოთ,
    თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით.
  • 5:04 - 5:07
    ბევრი სკოლა განიცდის სირთულეს,
  • 5:07 - 5:10
    რომ მოტივაცია მისცენ ბავშვებს,
    განსაკუთრებით პატარებს
  • 5:10 - 5:14
    ღარიბი ოჯახებიდან,
    რომ მათ კარგად ისწავლონ
  • 5:14 - 5:17
    და წარმატებულები იყვნენ სკოლაში.
  • 5:17 - 5:20
    ზოგიერთმა ეკონომისტმა შემოგვთავაზა
    ამ საკითხის საბაზრო გადაწყვეტა:
  • 5:20 - 5:24
    ფულადი სტიმული ბავშვებს,
    კარგი ნიშნების მისაღებად,
  • 5:24 - 5:26
    ან მაღალი ქულებისთვის ტესტში,
  • 5:26 - 5:28
    ან წიგნების წაკითხვისთვის.
  • 5:28 - 5:30
    ეს მიდგომა გამოცადეს კიდევაც.
  • 5:30 - 5:32
    ჩატარდა ექსპერიმენტები
  • 5:32 - 5:35
    ამერიკის რამოდენიმე მთავარ ქალაქში.
  • 5:35 - 5:39
    ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში.
  • 5:39 - 5:42
    მათ შესთავაზეს ბავშვებს 50$
    A ქულის მიღების შემთხვევაში,
  • 5:42 - 5:44
    35$ B–სთვის.
  • 5:44 - 5:48
    დალასში, ტეხასში, პროგრამა სთავაზობს
  • 5:48 - 5:52
    8 წლის ბავშვებს 2$–ს თითო წაკითხულ წიგნში.
  • 5:52 - 5:55
    შედეგად – ზოგი ამის მომხრეა,
  • 5:55 - 5:58
    ზოგი კიდევ ეწინააღმდეგება ამ მიდგომას
  • 5:58 - 6:00
    მიღწევის მოტივირებისთვის.
  • 6:00 - 6:03
    მოდით ვნახოთ რას ფიქრობთ აქ მყოფი ხალხი.
  • 6:03 - 6:07
    წარმოიდგინეთ, რომ ხართ
    მთავარი სასკოლო სისტემის ხელმძღვანელი
  • 6:07 - 6:10
    და ვიღაც მოდის თქვენთან ამ შემოთავაზებით.
  • 6:10 - 6:13
    დავუშვათ ეს არის ფონდი,
    რომელიც ჩადებს თანხებს პროექტში.
  • 6:13 - 6:15
    ანუ თქვენ არ მოგიწევთ ბიუჯეტის ხარჯვა.
  • 6:15 - 6:16
    რამდენი დასთანხმდებოდით
  • 6:16 - 6:20
    და რამდენი
    არ დაინტერესდებოდით შემოთავაზებით?
  • 6:20 - 6:21
    აბა დამანახეთ ხელები.
  • 6:21 - 6:25
    პირველი, რამდენი თქვენგანი
    ფიქრობთ რომ შეიძლება ამის ცდა,
  • 6:25 - 6:29
    რათა ვნახოთ გაამართლებს თუ არა?
    აიწიეთ ხელი.
  • 6:29 - 6:31
    და რამდენი იქნებით წინააღმდეგი?
  • 6:31 - 6:34
    მოკლედ, უმრავლესობა აქ მყოფი წინააღმდეგია,
  • 6:34 - 6:37
    მაგრამ მნიშვნელოვანი უმცირესობა მომხრეა.
  • 6:37 - 6:39
    მოდი გავმართოთ დისკუსია.
  • 6:39 - 6:42
    დავიწყოთ იდეის მოწინააღმდეგეებით,
  • 6:42 - 6:45
    რომლებიც საცდელადაც კი არ ჩაატარებდნენ.
  • 6:45 - 6:46
    რა არის თქვენი არგუმენტი?
  • 6:46 - 6:50
    ვინ დაიწყებს დისკუსიას? დიახ?
  • 6:50 - 6:52
    ჰმ: გამარჯობა ყველას, მე ვარ ჰაიკა
  • 6:52 - 6:55
    და მე ვფიქრობ,
    რომ ეს კლავს შინაგან მოტივაციას;
  • 6:55 - 7:00
    ბავშვებთან მიმართებაში,
    თუ მათ უყვართ კითხვა,
  • 7:00 - 7:02
    თქვენ ართმევთ ამ სტიმულს
  • 7:02 - 7:06
    ფულის გადახდით,
    შესაბამისად ეს ცვლის ქცევას.
  • 7:06 - 7:09
    მს: ართმევს შინაგან მოტივაციას.
  • 7:09 - 7:13
    რა არის, ან რა უნდა იყოს
    შინაგანი მოტივაცია?
  • 7:13 - 7:15
    ჰმ: შინაგანი მოტივაცია
  • 7:15 - 7:17
    უნდა იყოს სწავლა.
  • 7:17 - 7:20
    მს: სწავლა.
    ჰმ: რომ გაიცნო სამყარო.
  • 7:20 - 7:23
    და თუ შეწყვეტთ გადახდას,
    რა მოხდება შემდეგ?
  • 7:23 - 7:24
    შემდეგ ისინი შეწყვეტენ კითხვას?
  • 7:24 - 7:27
    მს: მოდი ვნახოთ მომხრეების აზრი,
  • 7:27 - 7:30
    რომელი ფიქრობთ, რომ ცდა კარგი იდეაა?
  • 7:30 - 7:32
    ელ: მე ვარ ელიზაბეთ ლოფთუსი
  • 7:32 - 7:36
    თქვენ თქვით რომ ცდა ღირს, მაშ
    რატომ არ ვცადოთ
  • 7:36 - 7:40
    და ჩავატაროთ ექსპერიმენტი
    და გავზომოთ რაღაცეები?
  • 7:40 - 7:42
    მს: და გავზომოთ... და რას გაზომავდით?
  • 7:42 - 7:44
    თქვენ გაზომავდით რამდენი...
  • 7:44 - 7:46
    ელ: რამდენი წიგნი წაიკითხეს მათ
  • 7:46 - 7:48
    და რამდენის კითხვა განაგრძეს,
  • 7:48 - 7:50
    მას შემდეგ რაც აღარ გადაუხადეთ.
  • 7:50 - 7:52
    მს: ოჰ, მას შემდეგ რაც აღარ გადაუხადეთ.
  • 7:52 - 7:54
    კარგით, რას იტყვით?
  • 7:54 - 7:56
    ჰმ: გულახდილად, არავის ეწყინოს,
  • 7:56 - 8:00
    მაგრამ ვფიქრობ
    ეს არის ამერიკული აზროვნება.
  • 8:00 - 8:07
    (სიცილი)(აპლოდისმენტები)
  • 8:07 - 8:09
    მს: კარგით; რაც გამოჩნდა ამ დისკუსიიდან
  • 8:09 - 8:11
    არის შემდეგი კითხვა:
  • 8:11 - 8:15
    ფულადი სტიმული გააქრობს, გარყვნის,
  • 8:15 - 8:19
    განდევნის უმაღლეს მოტივაციას,
  • 8:19 - 8:23
    შინაგან გაკვეთილს, რომლის მიწოდებაც გვსურს
  • 8:23 - 8:28
    როც არის ის, რომ ისწავლო
    სწავლის სიყვარული და რომ იკითხო
  • 8:28 - 8:30
    საკუთარი თავისთვის?
  • 8:30 - 8:34
    და ადამიანები ვერ თანხმდებიან თუ
    რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს,
  • 8:34 - 8:36
    მაგრამ ეჭვის საფუძველს ქმნის ის,
  • 8:36 - 8:38
    რომ რაღაცნაირად საბაზრო მექანიზმი,
  • 8:38 - 8:43
    ან ფულადი სტიმული იძლევა ცუდ გაკვეთილს;
  • 8:43 - 8:47
    და თუ ეს მართლა ასეა,
    რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს მოგვიანებით?
  • 8:47 - 8:50
    მე უნდა გითხრათ რა მოხდა
    მსგავს ექსპერიმენტებში.
  • 8:50 - 8:55
    ფულს მაღალი ქულებისთვის
    ჰქონდა შერეული შედეგები,
  • 8:55 - 8:58
    უმეტესმა ნაწილმა არ გამოიწვია
    ქულების ამაღლება.
  • 8:58 - 9:00
    ორმა დოლარმა თითო წაკითხულ წიგნზე,
  • 9:00 - 9:04
    ნამდვილად უბიძგა პატარებს
    წაეკითხათ მეტი წიგნი
  • 9:04 - 9:06
    და ასევე წაეკითხათ
    მცირე მოცულობის წიგნები.
  • 9:06 - 9:10
    (სიცილი)
  • 9:10 - 9:12
    მაგრამ რეალური შეკითხვა არის,
  • 9:12 - 9:15
    თუ როგორები იქნებიან
    ეს ბავშვები მოგვიანებით?
  • 9:15 - 9:17
    ისწავლეს მათ, რომ კითხვა რუტინაა
  • 9:17 - 9:20
    სამუშაოს ნაწილი, რომელიც უნდა შეასრულო
    ანაზღაურებისთვის,
  • 9:20 - 9:24
    ან იქნებ ამან უბიძგოს მათ წაიკითხონ
    დასაწყისში არასწორი მიზეზით,
  • 9:24 - 9:29
    მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდეთ კითხვა?
  • 9:29 - 9:34
    ეს მოკლე დებატებიც კი წამოჭრის იმ საკითხს,
  • 9:34 - 9:38
    რასაც ბევრი ეკონომისტი უგულებელყოფს.
  • 9:38 - 9:40
    ეკონომისტებს ხშირად მიაჩნიათ,
  • 9:40 - 9:42
    რომ ბაზრები ინერტულია.
  • 9:42 - 9:47
    რომ ისინი არ ეხებიან/აფუჭებენ საქონელს,
    რომელსაც ისინი ცვლიან.
  • 9:47 - 9:50
    მათი აზრით საბაზრო გაცვლა–გამოცვლა,
  • 9:50 - 9:52
    არ ცვლის გადაცვლილი საქონლის
  • 9:52 - 9:54
    მნიშვნელობას და ღირებულებას.
  • 9:54 - 9:55
    შეიძლება ეს მართალი იყოს,
  • 9:55 - 9:58
    თუ ჩვენ ვსაუბრობთ მატერიალურ საქონელზე.
  • 9:58 - 10:00
    თუ მომყიდით ბრტყელეკრანიან ტელევიზორს,
  • 10:00 - 10:02
    ან მაჩუქებთ მას, ეს იქნება
  • 10:02 - 10:04
    ერთი და იგივე საქონელი.
  • 10:04 - 10:06
    ის ორივე შემთხვევაში ერთანირად იმუშავებს.
  • 10:06 - 10:09
    მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ასე,
  • 10:09 - 10:11
    თუ ვსაუბრობთ არამატერიალურ საქონელზე
  • 10:11 - 10:15
    და სოციალურ წესებზე, როგორებიცაა
    სწავლება და სწავლა;
  • 10:15 - 10:19
    ან სამოქალაქო ცხოვრებაში ერთიან ჩაბმაზე.
  • 10:19 - 10:22
    ამ სფეროებში საბაზრო მექანიზმმა
  • 10:22 - 10:26
    და ფულადმა სტიმულმა შეიძლება დააქვეითოს,
  • 10:26 - 10:31
    ან გააძევოს ის არასაბაზრო ღირებულებები
    და დამოკიდებულებები,
  • 10:31 - 10:33
    რომელთა გაფრთხილება მნიშვნელოვანია.
  • 10:33 - 10:35
    როცა ვხედავთ,
  • 10:35 - 10:39
    რომ ბაზრების და კომერციის
  • 10:39 - 10:43
    მატერიალური სფეროს მიღმა გავრცელებამ,
  • 10:43 - 10:48
    შეიძლება შეცვალოს
    საქონლის ნიშან–თვისებები,
  • 10:48 - 10:51
    შეიძლება შეცვალოს
    სოციალური ჩვევების მნიშვნელობა,
  • 10:51 - 10:54
    როგორც
    სწავლება სწავლის მაგალითში ვახსენეთ,
  • 10:54 - 10:59
    ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა,
    თუ სად არის ბაზრების ადგილი
  • 10:59 - 11:01
    და სად არა.
  • 11:01 - 11:03
    სად შეიძლება მათ შეასუსტონ
  • 11:03 - 11:06
    ღირებულებები, დამოკიდებულებები,
    რომელთა გაფრთხილებაც საჭიროა.
  • 11:06 - 11:09
    მაგრამ რომ გავმართოთ დისკუსია,
  • 11:09 - 11:13
    ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ,
    რაშიც მოვიკოჭლებთ,
  • 11:13 - 11:16
    და ესაა ერთიანი საჯარო მსჯელობა
  • 11:16 - 11:19
    ღირებულებაზე და სოციალური წესების
  • 11:19 - 11:23
    მნიშვნელობაზე, რომელთაც დიდად ვაფასებთ.
  • 11:23 - 11:26
    დაწყებული ჩვენი სხეულებიდან,
    საოჯახო ცხოვრებამდე,
  • 11:26 - 11:28
    პირად ურთიერთობებამდე,
    ჯანმრთელობამდე
  • 11:28 - 11:32
    სწავლებამდე და სწავლამდე,
    სამოქალაქო ცხოვრებამდე.
  • 11:32 - 11:35
    ამჟამად ეს გახლავთ საკამათო საკითხები
  • 11:35 - 11:37
    და ჩვენ ვცდილობთ მათთვის თავის არიდებას.
  • 11:37 - 11:40
    მართლაც, სამი ათწლეულის განმავლობაში,
  • 11:40 - 11:43
    როცა საბაზრო ლოგიკამ და აზროვნებამ
  • 11:43 - 11:46
    გააერთიანა ძალები და მოიპოვა პრესტიჟი,
  • 11:46 - 11:50
    ჩვენი საზოგადოებრივი მსჯელობა
    ამ დროის განმავლობაში
  • 11:50 - 11:52
    დაცარიელდა,
  • 11:52 - 11:56
    მას გამოეცალა მორალური მნიშვნელობა.
  • 11:56 - 11:59
    აზრთა სხვადასხვაობის შიშის გამო,
    ჩვენ გავურბივართ ამ საკითხებს.
  • 11:59 - 12:02
    მაგრამ როცა ვხედავთ,
  • 12:02 - 12:05
    რომ ბაზრებმა შეცვალეს საქონლის თვისება,
  • 12:05 - 12:09
    ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთმანეთში
  • 12:09 - 12:11
    ეს სერიოზული საკითხები,
  • 12:11 - 12:13
    თუ როგორ შევაფასოთ საქონელი.
  • 12:13 - 12:16
    ერთ–ერთი მწვავე ეფექტი,
  • 12:16 - 12:19
    ყველაფერზე ფასის დადებისა
  • 12:19 - 12:22
    არის ერთიანობის დაფასება,
  • 12:22 - 12:25
    განცდა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ
    ამ ამბავში.
  • 12:25 - 12:29
    მზარდი უთანასწორობის ფონზე,
  • 12:29 - 12:33
    ცხოვრების ყველა ასპექტის საბაზრო
    კანონებზე მორგება,
  • 12:33 - 12:39
    ხელს უწყობს გარემოებას,
  • 12:39 - 12:41
    სადაც მდიდრები და ღარიბები
  • 12:41 - 12:45
    უფრო და უფრო
    განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ.
  • 12:45 - 12:48
    ჩვენ განსხვავებულ ადგილებში
    ვცხოვრობთ, ვმუშაობთ,
  • 12:48 - 12:50
    ვყიდულობთ, ვთამაშობთ.
  • 12:50 - 12:53
    ჩვენი ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დადიან.
  • 12:53 - 12:56
    ეს არ არის კარგი დემოკრატიისთვის
  • 12:56 - 12:59
    და ასევე არ წარმოადგენს
    დამაკმაყოფილებელ ცხოვრების სტილს,
  • 12:59 - 13:02
    იმათთვისაც კი, ვისაც შესაძლებლობა აქვს
  • 13:02 - 13:05
    იყიდოს საკუთარი ბილეთი რიგის დასაწყისში.
  • 13:05 - 13:06
    აი რატომაც,
  • 13:06 - 13:11
    დემოკრატია არ ითხოვს
    იდეალურ თანასწორობას,
  • 13:11 - 13:13
    არამედ ის ითხოვს
  • 13:13 - 13:17
    მოქალაქეების მიერ
    გაზიარებულ თანაცხოვრებას.
  • 13:17 - 13:19
    მნიშვნელოვანია,
  • 13:19 - 13:21
    რომ სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის
  • 13:21 - 13:23
    და ფენის ადამიანები
  • 13:23 - 13:25
    ერთმანეთს ხვდებიან,
  • 13:25 - 13:27
    ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან
  • 13:27 - 13:31
    ჩვეულებრივი ცხოვრების გზაზე;
  • 13:31 - 13:33
    რადგან ეს არის ის, რაც გვასწავლის
  • 13:33 - 13:37
    შეთანხმებას და განსხვავებების მიღებას.
  • 13:37 - 13:41
    ეს არის ის, რატომაც ვიწყებთ
    საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას.
  • 13:41 - 13:45
    და ბოლოს, ბაზრების საკითხი
  • 13:45 - 13:49
    არ წარმოადგენს ძირითადად
    ეკონომიკურ საკითხს.
  • 13:49 - 13:53
    ეს არის საკითხი იმაზე,
    თუ როგორ გვსურს ერთად ცხოვრება.
  • 13:53 - 13:57
    გვინდა საზოგადოება,
    სადაც ყველაფერი იყიდება,
  • 13:57 - 14:01
    თუ არსებობს გარკვეული მორალური და
    სამოქალაქო საქონელი,
  • 14:01 - 14:03
    რომელსაც ბაზრები არ ითვალისწინებენ
  • 14:03 - 14:06
    და რომლის ყიდვაც ფულს არ შეუძლია?
  • 14:06 - 14:07
    დიდი მადლობა.
  • 14:07 - 14:12
    (აპლოდისმენტები)
Title:
რატომ არ უნდა ვენდოთ ბაზრებს ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში
Speaker:
მაიკლ სენდელი
Description:

გასულ 30 წელიწადში, ამბობს მაიკლ სენდელი, აშშ საბაზრო ეკონომიკიდან საბაზრო საზოგადოებაზე გადავიდა; სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკელების საზოგადოებრივი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფული აქვთ. (სამი უმნიშვნელოვანესი მაგალითი: ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკურ გავლენაზე.) გამოსვლაში და აუდიტორიასთან დისკუსიაში, სენდელი მოგვიწოდებს გულწრფელად დავფიქრდეთ შეკითხვაზე: არის თუ არა გაყიდვაში ზედმეტად ბევრი რამ, ჩვენ ამჟამინდელ დემოკრატიაში?

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
14:37

Georgian subtitles

Revisions