-
ამ ვიდეოში გესაუბრები ალგებრის საწყისებზე
-
თვითონ სიტყვა 'ალგებრა' მომდინარეობს
ამ წიგნიდან, რომლის ერთ-ერთ გვერდსაც
-
ახლა უყურებთ, მისი სათაური დაახლოებით
ასე ჟღერს:
-
"ძირითადი გამოთვლების წიგნი წონასწორობისა
და შევსების მეშვეობით"
-
ის დაწერა ბაღდადში მცხოვრებმა სპარსმა
მათემატიკოსმა მერვე ან მეცხრე საუკუნეში,
-
მგონი ზუსტი თარიღი 820 წელია.
-
ალგებრა არის არაბული სიტყვა და ნიშნავს
აღდგენას ან შევსებას.
-
ის ალგებრას უკავშირებდა ერთ ძალიან
კონკრეტულ ოპერაციას:
-
კონკრეტულად, ტოლობის ერთი მხრიდან რაღაც
ელემენტის აღებას და მეორე მხარეს გადატანას
-
ეს ამ გვერდზეც ჩანს
-
დაუკვირდი სიტყვას Al-Kitab.
Kitab ნიშნავს წიგნს,
-
al-mukhtasar ნიშნავს 'ძირითადს',
-
hisab ნიშნავს გამოთვლას,
-
al-gabr კი მნიშვნელოვანია, ეს არის
სიტყვა 'ალგებრას' ფესვი
-
და ეს სიტყვა ნიშნავს 'შევსებას',
'შესრულებას.
-
al muqabala კი ნიშნავს
ბალანსს, წონასწორობას.
-
ამიტომ, წიგნის სათაურის თარგმანი
დაახლოებით ასე ჟღერს:
-
"ძირითადი გამოთვლების წიგნი შევსების და
წონასწორობის მეშვეობით"
-
სწორედ ეს არის სიტყვა 'ალგებრას' წყარო.
-
ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია.
არამხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვა ''ალგებრა''
-
პირველად აქ გვხვდება, არამედ იმიტომაც,
რომ ალგებრამ სწორედ ამ წიგნში შეითვისა
-
მისი თანამედროვე იდეების, თვისებების
და მახასიათებლების უმრავლესობა.
-
მაგალითად ტოლობის წონასწორობის იდეა,
აბსტრაქტული განტოლების იდეა.
-
თუმცა ალ-ქუარისმი არ იყო პირველი,
ის ცხოვრობდა ბაღდადში.
-
ზოგადად, ეს ქალაქი ხშირად გვხვდება
ალგებრას ისტორიაში.
-
ის ცხოვრობდა ამ ქალაქში
მერვე-მეცხრე საუკუნეში.
-
მოდი დავხაზავ დროის წრფეს,
აქ აღვნიშნავ ქრისტეს შობას.
-
ამ პერიოდიდან მოყოლებულ დროს მოვიხსენიებთ
როგორც 'ქრისტეს შობიდან', ხოლო
-
ლათინურად ამას აღვნიშნავთ ასე - AD.
-
ხოლო ამ პერიოდამდე დროს მოვიხსენიებთ,
როგორც 'ქრისტეს შობამდე'.
-
ეს არის ქრისტეს შობიდან 1 000 წელი, ეს კი
ქრისტეს შობიდან 2 000 წელი.
-
ჩვენ სადღაც ამ მომენტში ვიმყოფებით.
-
ეს არის ქრისტეს შობამდე 1 000 წელი,
ეს - ქრისტეს შობამდე 2 000 წელი.
-
რომ გამოგვეკვლია,ალგებრის პირველ ნაკვალევს
ძალიან ადრინდელ ხალხთანაც მივაგნებდით,
-
თუმცა ალგებრის იდეების შესწავლის პირველი
ისტორიული წყაროები მოდის
-
უძველესი ბაბილონიდან და თარიღდება
დაახლოებით ქრისტეს შობამდე 2 000 წლით,
-
ანუ აი აი ამ მომენტში.
-
ჩვენ შემოგვრჩა ქვის ფირფიტები, რომლებზეც
ასახულია ალგებრის ზოგიერთი პრინციპი
-
ისინი რიცხვებსაც სხვანაირად გამოსახავდნენ
და, ზოგადად, სხვანაირი სიმბოლოები ჰქონდათ,
-
თუმცა აშკარაა, რომ ისინი
ალგებრაზე მუშაობდნენ.
-
ეს ხდებოდა მსოფლიოს ამ ნაწილში,
ბაბილონი აქ იყო განთავსებული.
-
მთელ ამ რეგიონს ერქვა მესოპოტამია,
ეს ბერძნულად ნიშნავს "ორ მდინარეს შორის".
-
ეს იყო ადამიანის მიერ ალგებრის შესწავლის
სულ პირველი, ჩვენთვის ცნობილი მცდელობა.
-
ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ალგებრაში
მიუძღვის ბაბილონს, 2000 წლის წინ.
-
შემდეგ კი გადავდივართ სადღაც აქ,
დაახლოებით 200-300 წლებში ქ. შ-დან.
-
ამ დროს ალექსანდრიაში
ცხოვრობდა ერთი ბერძენი.
-
ეს საბერძნეთია, აი აქ.
-
ალექსანდრია აქ არის, ეს ქალაქი იმ დროს
რომის იმპერიიაში შედიოდა.
-
ამ ადამიანს კი ერქვა დიოფანტე,
-
მას ზოგიერთი 'ალგებრის მამად' მიიჩნევს.
-
ხალხი დაობს თუ ვის უნდა მიანიჭონ ეს
ტიტული, დიოფანტეს თუ ალ-ქუარიზმის.
-
ალ-ქუარიზმი იყო პირველი, ვინც საუბრობდა
განტოლების წონასწორობაზე და
-
მათემატიკაზე უფრო ზუსტად საუბრობდა.
-
დიოფანტე კი უფრო კონკრეტულ
ამოცანებზე იყო დაფიქრებული.
-
თუმცა ორივეს ბაბილონელებმა დაასწრეს,
მაგრამ ყველამ შეიტანა თავისი წვლილი
-
ალგებრის განვითარებაში,
ისინი ერთმანეთს არ ბაძავდნენ.
-
თუმცა ბევრი, განსაკუთრებით
დასავლელი ისტორიკოსები
-
ალგებრის შექმნას დიოფანტეს უკავშირებენ,
-
სხვები ალ-ქუარისმის მიიჩნევენ ალგებრის
მამად, მან დიდი წვლილი შეიტანა ალგებრაში.
-
ქრისტეს შობიდან 600 წელს კიდევ ერთი
ცნობილი მათემატიკოსი ცხოვრობდა.
-
ეს იყო ინდოეთში მცხოვრები
ბრაჰმან გუპტა.
-
ზუსტად არ ვიცი სად ცხოვრობდა, თუმცა
ინდოეთი აი აქ მდებარეობს.
-
შემდეგ კი გამოჩნდა ალ-ქუარისმი,
რომელიც დროის აი ამ მომენტში ჩნდება.
-
სწორედ მას ეკუთვნის
სახელ 'ალგებრის' შემოღება,
-
რაც არაბულად აღდგენას ნიშნავს.
-
ზოგი ადამიანი მას
ალგებრის მამადაც მიიჩნევს.
-
თუ ერთადერთი არა, ის ალგებრის
ერთ-ერთი მამა ნამდვილად არის,
-
რადგან მან ალგებრაზე,
როგორც რაღაც აბსტრაქტულზე,
-
და არა რაიმე კონკრეტულ ამოცანაზე,
დაიწყო ფიქრი.
-
თანამედროვე მათემატიკოსებიც
ასე უყურებენ ამ სფეროს.