1 00:00:00,000 --> 00:00:06,862 ამ ვიდეოში გესაუბრები ალგებრის საწყისებზე 2 00:00:06,862 --> 00:00:17,107 თვითონ სიტყვა 'ალგებრა' მომდინარეობს ამ წიგნიდან, რომლის ერთ-ერთ გვერდსაც 3 00:00:17,107 --> 00:00:20,414 ახლა უყურებთ, მისი სათაური დაახლოებით ასე ჟღერს: 4 00:00:20,414 --> 00:00:25,270 "ძირითადი გამოთვლების წიგნი წონასწორობისა და შევსების მეშვეობით" 5 00:00:25,270 --> 00:00:30,607 ის დაწერა ბაღდადში მცხოვრებმა სპარსმა მათემატიკოსმა მერვე ან მეცხრე საუკუნეში, 6 00:00:30,607 --> 00:00:38,576 მგონი ზუსტი თარიღი 820 წელია. 7 00:00:38,576 --> 00:00:54,714 ალგებრა არის არაბული სიტყვა და ნიშნავს აღდგენას ან შევსებას. 8 00:00:54,714 --> 00:00:58,575 ის ალგებრას უკავშირებდა ერთ ძალიან კონკრეტულ ოპერაციას: 9 00:00:58,575 --> 00:01:03,401 კონკრეტულად, ტოლობის ერთი მხრიდან რაღაც ელემენტის აღებას და მეორე მხარეს გადატანას 10 00:01:03,401 --> 00:01:11,986 ეს ამ გვერდზეც ჩანს 11 00:01:11,986 --> 00:01:23,422 დაუკვირდი სიტყვას Al-Kitab. Kitab ნიშნავს წიგნს, 12 00:01:23,422 --> 00:01:30,460 al-mukhtasar ნიშნავს 'ძირითადს', 13 00:01:30,460 --> 00:01:36,446 hisab ნიშნავს გამოთვლას, 14 00:01:36,446 --> 00:01:41,221 al-gabr კი მნიშვნელოვანია, ეს არის სიტყვა 'ალგებრას' ფესვი 15 00:01:41,221 --> 00:01:46,535 და ეს სიტყვა ნიშნავს 'შევსებას', 'შესრულებას. 16 00:01:46,535 --> 00:01:55,213 al muqabala კი ნიშნავს ბალანსს, წონასწორობას. 17 00:01:55,213 --> 00:02:00,459 ამიტომ, წიგნის სათაურის თარგმანი დაახლოებით ასე ჟღერს: 18 00:02:00,460 --> 00:02:12,449 "ძირითადი გამოთვლების წიგნი შევსების და წონასწორობის მეშვეობით" 19 00:02:12,449 --> 00:02:15,336 სწორედ ეს არის სიტყვა 'ალგებრას' წყარო. 20 00:02:15,336 --> 00:02:19,325 ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. არამხოლოდ იმიტომ, რომ სიტყვა ''ალგებრა'' 21 00:02:19,325 --> 00:02:27,845 პირველად აქ გვხვდება, არამედ იმიტომაც, რომ ალგებრამ სწორედ ამ წიგნში შეითვისა 22 00:02:27,845 --> 00:02:31,759 მისი თანამედროვე იდეების, თვისებების და მახასიათებლების უმრავლესობა. 23 00:02:31,759 --> 00:02:37,813 მაგალითად ტოლობის წონასწორობის იდეა, აბსტრაქტული განტოლების იდეა. 24 00:02:37,813 --> 00:02:46,109 თუმცა ალ-ქუარისმი არ იყო პირველი, ის ცხოვრობდა ბაღდადში. 25 00:02:46,109 --> 00:02:49,952 ზოგადად, ეს ქალაქი ხშირად გვხვდება ალგებრას ისტორიაში. 26 00:02:49,952 --> 00:02:57,573 ის ცხოვრობდა ამ ქალაქში მერვე-მეცხრე საუკუნეში. 27 00:02:57,573 --> 00:03:12,992 მოდი დავხაზავ დროის წრფეს, აქ აღვნიშნავ ქრისტეს შობას. 28 00:03:12,992 --> 00:03:19,775 ამ პერიოდიდან მოყოლებულ დროს მოვიხსენიებთ როგორც 'ქრისტეს შობიდან', ხოლო 29 00:03:19,775 --> 00:03:26,269 ლათინურად ამას აღვნიშნავთ ასე - AD. 30 00:03:26,269 --> 00:03:31,626 ხოლო ამ პერიოდამდე დროს მოვიხსენიებთ, როგორც 'ქრისტეს შობამდე'. 31 00:03:31,626 --> 00:03:39,321 ეს არის ქრისტეს შობიდან 1 000 წელი, ეს კი ქრისტეს შობიდან 2 000 წელი. 32 00:03:39,321 --> 00:03:44,075 ჩვენ სადღაც ამ მომენტში ვიმყოფებით. 33 00:03:44,075 --> 00:03:51,473 ეს არის ქრისტეს შობამდე 1 000 წელი, ეს - ქრისტეს შობამდე 2 000 წელი. 34 00:03:51,473 --> 00:04:04,331 რომ გამოგვეკვლია,ალგებრის პირველ ნაკვალევს ძალიან ადრინდელ ხალხთანაც მივაგნებდით, 35 00:04:04,331 --> 00:04:09,687 თუმცა ალგებრის იდეების შესწავლის პირველი ისტორიული წყაროები მოდის 36 00:04:09,687 --> 00:04:15,885 უძველესი ბაბილონიდან და თარიღდება დაახლოებით ქრისტეს შობამდე 2 000 წლით, 37 00:04:15,885 --> 00:04:21,540 ანუ აი აი ამ მომენტში. 38 00:04:21,540 --> 00:04:25,839 ჩვენ შემოგვრჩა ქვის ფირფიტები, რომლებზეც ასახულია ალგებრის ზოგიერთი პრინციპი 39 00:04:25,839 --> 00:04:31,059 ისინი რიცხვებსაც სხვანაირად გამოსახავდნენ და, ზოგადად, სხვანაირი სიმბოლოები ჰქონდათ, 40 00:04:31,059 --> 00:04:33,435 თუმცა აშკარაა, რომ ისინი ალგებრაზე მუშაობდნენ. 41 00:04:33,435 --> 00:04:38,367 ეს ხდებოდა მსოფლიოს ამ ნაწილში, ბაბილონი აქ იყო განთავსებული. 42 00:04:38,367 --> 00:04:46,928 მთელ ამ რეგიონს ერქვა მესოპოტამია, ეს ბერძნულად ნიშნავს "ორ მდინარეს შორის". 43 00:04:46,928 --> 00:04:54,064 ეს იყო ადამიანის მიერ ალგებრის შესწავლის სულ პირველი, ჩვენთვის ცნობილი მცდელობა. 44 00:04:54,066 --> 00:05:10,706 ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი ალგებრაში მიუძღვის ბაბილონს, 2000 წლის წინ. 45 00:05:10,706 --> 00:05:16,417 შემდეგ კი გადავდივართ სადღაც აქ, დაახლოებით 200-300 წლებში ქ. შ-დან. 46 00:05:16,417 --> 00:05:18,870 ამ დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ბერძენი. 47 00:05:18,870 --> 00:05:21,100 ეს საბერძნეთია, აი აქ. 48 00:05:21,100 --> 00:05:27,451 ალექსანდრია აქ არის, ეს ქალაქი იმ დროს რომის იმპერიიაში შედიოდა. 49 00:05:27,451 --> 00:05:35,933 ამ ადამიანს კი ერქვა დიოფანტე, 50 00:05:35,933 --> 00:05:39,905 მას ზოგიერთი 'ალგებრის მამად' მიიჩნევს. 51 00:05:39,905 --> 00:05:44,778 ხალხი დაობს თუ ვის უნდა მიანიჭონ ეს ტიტული, დიოფანტეს თუ ალ-ქუარიზმის. 52 00:05:44,778 --> 00:05:49,015 ალ-ქუარიზმი იყო პირველი, ვინც საუბრობდა განტოლების წონასწორობაზე და 53 00:05:49,015 --> 00:05:50,842 მათემატიკაზე უფრო ზუსტად საუბრობდა. 54 00:05:50,842 --> 00:05:53,627 დიოფანტე კი უფრო კონკრეტულ ამოცანებზე იყო დაფიქრებული. 55 00:05:53,627 --> 00:05:58,779 თუმცა ორივეს ბაბილონელებმა დაასწრეს, მაგრამ ყველამ შეიტანა თავისი წვლილი 56 00:05:58,779 --> 00:06:06,512 ალგებრის განვითარებაში, ისინი ერთმანეთს არ ბაძავდნენ. 57 00:06:06,512 --> 00:06:08,890 თუმცა ბევრი, განსაკუთრებით დასავლელი ისტორიკოსები 58 00:06:08,890 --> 00:06:11,419 ალგებრის შექმნას დიოფანტეს უკავშირებენ, 59 00:06:11,419 --> 00:06:18,559 სხვები ალ-ქუარისმის მიიჩნევენ ალგებრის მამად, მან დიდი წვლილი შეიტანა ალგებრაში. 60 00:06:18,559 --> 00:06:26,149 ქრისტეს შობიდან 600 წელს კიდევ ერთი ცნობილი მათემატიკოსი ცხოვრობდა. 61 00:06:26,149 --> 00:06:32,486 ეს იყო ინდოეთში მცხოვრები ბრაჰმან გუპტა. 62 00:06:32,486 --> 00:06:42,323 ზუსტად არ ვიცი სად ცხოვრობდა, თუმცა ინდოეთი აი აქ მდებარეობს. 63 00:06:42,323 --> 00:06:50,739 შემდეგ კი გამოჩნდა ალ-ქუარისმი, რომელიც დროის აი ამ მომენტში ჩნდება. 64 00:06:50,739 --> 00:06:55,565 სწორედ მას ეკუთვნის სახელ 'ალგებრის' შემოღება, 65 00:06:55,565 --> 00:06:57,941 რაც არაბულად აღდგენას ნიშნავს. 66 00:06:57,941 --> 00:07:03,074 ზოგი ადამიანი მას ალგებრის მამადაც მიიჩნევს. 67 00:07:03,074 --> 00:07:07,013 თუ ერთადერთი არა, ის ალგებრის ერთ-ერთი მამა ნამდვილად არის, 68 00:07:07,013 --> 00:07:09,637 რადგან მან ალგებრაზე, როგორც რაღაც აბსტრაქტულზე, 69 00:07:09,637 --> 00:07:12,060 და არა რაიმე კონკრეტულ ამოცანაზე, დაიწყო ფიქრი. 70 00:07:12,060 --> 00:07:18,000 თანამედროვე მათემატიკოსებიც ასე უყურებენ ამ სფეროს.