ჰოლოკოსტის უარყოფის ტყუილებს მიღმა
-
0:01 - 0:05დღეს მე თქვენთან მოვედი,
რომ გესაუბროთ მატყუარების, -
0:05 - 0:07სასამართლო სარჩელებისა
-
0:07 - 0:08და სიცილის შესახებ.
-
0:09 - 0:12პირველად როდესაც ჰოლოკოსტის
უარყოფის შესახებ შევიტყვე, -
0:12 - 0:13გამეცინა.
-
0:14 - 0:16ჰოლოკოსტის უარყოფა?
-
0:16 - 0:20ჰოლოკოსტის, რომელიც გამოირჩევა,
-
0:20 - 0:24როგორც დოკუმენტურად ყველაზე კარგად
დადასტურებული გენოციდი მსოფლიოში? -
0:25 - 0:27ვის შეიძლება ეგონოს, რომ ის არ მომხდარა?
-
0:28 - 0:29დაფიქრდით.
-
0:30 - 0:33უარმყოფელები რომ მართლები იყვნენ,
-
0:33 - 0:34ვინ უნდა ცდებოდეს?
-
0:35 - 0:38პირველ რიგში, მისი მსხვერპლნი,
-
0:38 - 0:43გადარჩენილები, რომელთაც გვიამბეს მათი
სულისშემძვრელი ისტორიები. -
0:44 - 0:46კიდევ ვინ უნდა ცდებოდეს?
-
0:46 - 0:48მისი შემსწრეები.
-
0:48 - 0:52ის ადამიანები, რომლებიც
აურაცხელი რაოდენობის სოფლებსა და ქალაქებში -
0:52 - 0:54აღმოსავლეთ ფრონტზე ცხოვრობდნენ.
-
0:54 - 0:56რომელნიც შეესწრნენ,
როგორ შეკრიბეს მათი მეზობლები, -
0:56 - 1:00კაცები, ქალები, ბავშვები,
ახალგაზრდები თუ მოხუცები -
1:00 - 1:02და წაიყვანეს ისინი ქალაქის გარეუბნებში,
-
1:02 - 1:05რათა დაეხვრიტათ და თხრილებში ჩაეყარათ.
-
1:06 - 1:07ასევე პოლონელები,
-
1:07 - 1:12რომლებიც სიკვდილის ბანაკების ირგვლივ
ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობდნენ, -
1:12 - 1:14და ყოველ დღე ხედავდნენ,
-
1:14 - 1:17თუ როგორ მიდიოდნენ
ხალხით სავსე მატარებლები, -
1:17 - 1:20ხოლო უკან კი, ცარიელები ბრუნდებოდნენ
-
1:20 - 1:23მაგრამ უმთავრესად,
ვინ აღმოჩნდებოდა მცდარი? -
1:24 - 1:25დამნაშავეები.
-
1:26 - 1:29ადამიანები რომლებიც ამბობენ:
"ჩვენ ჩავიდინეთ ეს." -
1:29 - 1:31"მე ჩავიდინე ეს."
-
1:31 - 1:33შეიძლება, ისინი ამას
რაღაც დათქმით აკეთებენ. -
1:33 - 1:38ისინი ამბობენ: "მე არ მქონდა არჩევანი;
მე დამაძალეს ამის გაკეთება." -
1:38 - 1:41თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ:
"მე ჩავიდინე ეს." -
1:42 - 1:43დაფიქრდით ამაზე.
-
1:44 - 1:49მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
არცერთ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე -
1:49 - 1:56არცერთ ეროვნების დამნაშავეს
არ უთქვამს: "ეს არ მომხდარა." -
1:57 - 2:02მათ შეიძლება თქვეს: "მე დამაძალეს",
მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ არ მომხდარა. -
2:02 - 2:03მას შემდეგ რაც დავფიქრდი ამაზე,
-
2:03 - 2:07გადავწყვიტე, რომ უარყოფა არ იქნებოდა
ჩემ დღის წესრიგში; -
2:07 - 2:11მე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა
მენერვიულა, დამეწერა, მეკვლია -
2:11 - 2:12და მეც გადავერთე.
-
2:13 - 2:16ათ წელზე ოდნავ მეტი გავიდა
-
2:16 - 2:18და ორმა უფროსმა ისტორიკოს მეცნიერმა,
-
2:18 - 2:21ჰოლოკოსტის ისტორიის ორმა ყველაზე
გამოჩენლმა ისტორიკოსმა, -
2:21 - 2:22მომმართა და მითხრა,
-
2:22 - 2:24"დებორა, მოდი ყავა დავლიოთ.
-
2:24 - 2:27ჩვენ ერთი კვლევის იდეა გვაქვს,
რაც ვფიქრობთ, რომ ზედგამოჭრილია შენთვის. -
2:27 - 2:31ინტრიგითა და პატივით მოცულმა,
რომ მათ მე მომაკითხეს იდეით -
2:31 - 2:33და ამის ღირსად მიმიჩნიეს,
-
2:33 - 2:35მე შევეკითხე: "რა არის?"
-
2:36 - 2:39და მათ მითხრეს: "ჰოლოკოსტის უარყოფა."
-
2:39 - 2:42და მე მეორედ გამეცინა.
-
2:42 - 2:44ჰოლოკოსტის უარყოფა?
-
2:44 - 2:46ის ხალხია, დედამიწა რომ ბრტყელი ჰგონიათ?
-
2:46 - 2:48"ელვისი–ცოცხალია" ხალხი?
-
2:48 - 2:51ეგენი უნდა შევისწავლო?
-
2:51 - 2:53და ამ ორმა კაცმა მითხრა:
-
2:53 - 2:55"კი, ჩვენ გვაინტერესებს,
-
2:55 - 2:57რისი მიღწევა სურთ მათ?
-
2:57 - 2:58რა არის მათი მიზანი?
-
2:58 - 3:02როგორ აჯერებენ ხალხს იმას,
რასაც ისინი ამტკიცებენ?" -
3:03 - 3:06რაკი მათ ეს საყურადღებოდ ჩათვალეს ,
-
3:06 - 3:10მეც წუთიერად გადავერთვებოდი...
-
3:10 - 3:13შეიძლება ერთი წლით ან ორი, სამი,
თუნდაც ოთხი წლით. -
3:13 - 3:15აკადემიურ ენაზე სწორედ ესაა წუთიერი.
-
3:15 - 3:16(სიცილი)
-
3:16 - 3:18ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ.
-
3:19 - 3:20(სიცილი)
-
3:20 - 3:22მაშ, ვიფიქრე, რომ მათ დავაკვირდებოდი
-
3:22 - 3:23და ასეც მოვიქეცი.
-
3:23 - 3:26ჩავატარე ჩემი კვლევა და
რამდენიმე დასკვნამდე მივედი. -
3:26 - 3:29მსურს მათგან ორი დღეს თქვენ გაგიზიაროთ.
-
3:29 - 3:30პირველი:
-
3:30 - 3:35უარმყოფელები არიან მგლები ცხვრის ტყავში.
-
3:36 - 3:39ისინი არიან იგივე ნაცისტები,
ნეო–ნაცისტები. -
3:39 - 3:42შეგიძლიათ გამოიყენოთ,
ან არ გამოიყენოთ "ნეო" წინსართი, -
3:43 - 3:45მაგრამ როდესაც მე მათ შევხედე,
-
3:45 - 3:50მე არ დამინახავს SS-ის მსგავსი უნიფორმა,
-
3:50 - 3:53სვასტიკას სიმბოლოები კედლებზე,
-
3:53 - 3:55ნაცისტური მისალმებები,
-
3:55 - 3:57არაფერი მსგავსი.
-
3:57 - 4:00ამის ნაცვლად რაც მე აღმოვაჩინე,
-
4:00 - 4:04იყო ხალხი, რომელსაც თავი
საპატიო აკადემიკოსებად მოჰქონდა. -
4:05 - 4:06რა ჰქონდათ მათ?
-
4:06 - 4:08მათ ჰქონდათ ინსტიტუტი.
-
4:08 - 4:12"ისტორიული მიმოხილვის ინსტიტუტი."
-
4:12 - 4:15მათ ასევე ჰქონდათ ჟურნალი
-
4:15 - 4:18"ისტორიული მომხილვის ჟურნალი."
-
4:18 - 4:21რომელიც სავსე იყო ფურცლებით.
-
4:21 - 4:23შენიშვნებით სავსე ფურცლებით.
-
4:24 - 4:26და მათ ჰქონდათ ახალი სახელი.
-
4:26 - 4:29არც ნეო–ნაცისტები,
-
4:29 - 4:31არც ანტისემიტები,
-
4:31 - 4:32არამედ რევიზიონისტები.
-
4:33 - 4:35ისინი ამბობდნენ: "რევიზიონისტები ვართ.
-
4:35 - 4:38ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს:
-
4:38 - 4:41ისტორიაში არსებული შეცდომების რევიზია."
-
4:42 - 4:48მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ღრმად ჩაგეხედათ
-
4:48 - 4:50და რას იპოვიდით იქ?
-
4:50 - 4:52იგივე ჰიტლერის განდიდებას,
-
4:52 - 4:54მესამე რაიხის ქებას,
-
4:54 - 4:57ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ცრურწმენას.
-
4:58 - 5:00სწორედ ამან დამაინტრიგა.
-
5:00 - 5:07ანტისემიტიზმი, რასიზმი და ცრურწმენა
წარმოდგენილი რაციონალურ მსჯელობაში. -
5:09 - 5:10კიდევ ერთი რამ რაც ვიპოვე,
-
5:10 - 5:14ბევრი ჩვენგანისთვის უსწავლებიათ, რომ
არსებობს ფაქტები და არსებობს მოსაზრებები. -
5:14 - 5:16უარმყოფელების შესწავლის შემდეგ,
-
5:16 - 5:17მე სხვანაირად ვფიქრობ.
-
5:17 - 5:19არსებობს ფაქტები,
-
5:19 - 5:21არსებობს მოსაზრებები,
-
5:21 - 5:22და არსებობს ტყუილები.
-
5:23 - 5:28ის რაც უარმყოფელებს სურთ,
არის მათი ტყუილების, -
5:29 - 5:30როგორც მოსაზრების შენიღბვა.
-
5:30 - 5:32შეიძლება უკიდურესი მოსაზრების,
-
5:32 - 5:35ერთგვარი ჩარჩოს მიღმა მოსაზრების,
-
5:35 - 5:37მაგრამ თუ მას მოსაზრებას დავარქმევთ,
-
5:37 - 5:39ის უნდა იყოს დიალოგის ნაწილი.
-
5:39 - 5:42შემდეგ კი ისინი ხელყოფენ ფაქტებს.
-
5:43 - 5:45მე გამოვაქვეყნე ჩემი ნაშრომი,
-
5:45 - 5:46გამოქვეყნდა წიგნი:
-
5:46 - 5:49"ჰოლოკოსტის უარყოფა: მზარდი
დარტყმა ჭეშმარიტებასა და ხსოვნაზე." -
5:50 - 5:51იგი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა,
-
5:51 - 5:55მათ შორის გამომცემლობა Penguin-მა აქ,
გაერთიანებულ სამეფოში გამოსცა -
5:55 - 5:58და მეც ამით დავასრულე ამ ხალხთან
და მზად ვიყავი სხვა საქმეზე გადავსულიყავი, -
5:58 - 6:02როცა Penguin-გან წერილი მივიღე
-
6:02 - 6:05და მესამედ გამეცინა...
-
6:07 - 6:08შევცდი.
-
6:09 - 6:11გავხსენი წერილი,
-
6:11 - 6:17რომელიც მაცნობებდა, რომ დეივიდ ირვინგი
ჩემ წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში -
6:17 - 6:18ცილისწამების სარჩელს აღძრავდა,
-
6:18 - 6:21რადგან მას ჰოლოკოსტის უარმყოფელი ვუწოდე.
-
6:22 - 6:24დეივიდ ირვინგი მიჩივის მე?
-
6:24 - 6:25ვინ არის დეივიდ ირვინგი?
-
6:25 - 6:28დეივიდ ირვინგი იყო ავტორი
ისტორიული ნაშრომებისა, -
6:28 - 6:30რომელთა უმეტესობაც
მეორე მსოფლიო ომზე იყო -
6:30 - 6:33და რომელთა უმეტესობაში ფაქტობრივად
დაფიქსირებული იყო პოზიცია, -
6:33 - 6:37რომ ნაცისტები არც ისე ცუდები იყვნენ
-
6:37 - 6:40და მოკავშირეები არც ისე კარგები.
-
6:40 - 6:42და ებრაელებს რაც მოუვიდათ,
-
6:42 - 6:43მათ ერთგვარად დაიმსახურეს.
-
6:44 - 6:46მან იცოდა დოკუმენტები,
-
6:46 - 6:47მან იცოდა ფაქტები,
-
6:47 - 6:50მაგრამ მან როგორღაც დაამახინჯა ისინი
და ამ შეხედულებამდე მივიდა. -
6:51 - 6:54ის ყოველთვის არ უარყოფდა ჰოლოკოსტს,
-
6:54 - 6:55მაგრამ 80–იანი წლების ბოლოს,
-
6:55 - 6:58მან მხურვალდედ გაიზიარა ეს აზრი.
-
7:00 - 7:03მიზეზი, თუ რატომ გამეცინა,
იყო ისიც, რომ ეს კაცი -
7:03 - 7:05არამხოლოდ უარყოფდა ჰოლოკოსტს,
-
7:05 - 7:07არამედ ამით ამაყობდა კიდეც.
-
7:07 - 7:09ეს იყო კაცი, და მე ვციტირებ,
-
7:09 - 7:12რომელმაც თქვა: "მე ჩავძირავ
აუშვიცის საბრძოლო ხომალდს." -
7:13 - 7:15ეს იყო კაცი,
-
7:15 - 7:19რომელმაც შეხედა ერთ–ერთი გადარჩენილის
ტატუს მის მხარზე და თქვა: -
7:20 - 7:21"რამდენი ფული გააკეთე,
-
7:21 - 7:25მაგ შენ მხარზე ამოსვირინგებული რიცხვით?"
-
7:26 - 7:27ეს იყო ადამიანი, რომელმაც თქვა:
-
7:27 - 7:30"უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა
სენატორ კენედის მანქანაში, -
7:30 - 7:32ჩაპაქუიდიკში,
-
7:32 - 7:35ვიდრე გაზის კანტორებში, აუშვიცში."
-
7:35 - 7:38ეს პარალელია ამერიკულ ინციდენტთან,
შეგიძლიათ მოიძიოთ. -
7:39 - 7:42ამ კაცს საერთოდ არ რცხვენოდა იმის,
-
7:42 - 7:45რომ ჰოლოკოსტს უარყოფდა.
-
7:45 - 7:49ბევრა ჩემმა აკადემიკოსმა კოლეგამ მირჩია:
-
7:49 - 7:51"ეჰ, დებორა, ყურადღება არ მიაქციო."
-
7:51 - 7:54როდესაც მე ავუხსენი, რომ ასე უბრალოდ
ვერ გავატარებდი ცილისწამების სარჩელს, -
7:54 - 7:57მათ მითხრეს: "კი, მაგრამ
ვინ დაუჯერებს მას?" -
7:58 - 8:00მაგრამ პრობლემა ის იყო,
-
8:00 - 8:05რომ ბრიტანული კანონით,
მტკიცების ტვირთი ჩემზე იყო. -
8:05 - 8:08ჩემი ნათქვამის სისწორე
უნდა დამემტკიცებინა, -
8:08 - 8:11განსხვავებით იმისგან, რაც აშშ-ში
-
8:11 - 8:12და ბევრი სხვა ქვეყნანაშია,
-
8:12 - 8:15სადაც მას მოუწევდა სიცრუის დამტკიცება.
-
8:16 - 8:17რას ნიშნავდა ეს?
-
8:17 - 8:21ეს ნიშნავდა, რომ თუ მე არ ვიბრძოლებდი,
-
8:21 - 8:23ის ავტომატურად გაიმარჯვებდა.
-
8:24 - 8:26ხოლო თუ ის გაიმარჯვებდა,
-
8:26 - 8:28შემდეგ შეეძლებოდა ლეგიტიმურად ეთქვა:
-
8:28 - 8:34"დევიდი ირვინგისეული ჰოლოკოსტის ვერსია
ლეგიტიმური ვერსიაა. -
8:34 - 8:36დებორა ლიპსტადტმა მე ცილი დამწამა,
-
8:36 - 8:38როდესაც ჰოლოკოსტის უარმყოფელი მიწოდა.
-
8:38 - 8:42შესაბამისად, მე, დეივიდ ირვინგი,
არ ვარ ჰოლოკოსტის უარმყოფელი." -
8:42 - 8:44და რა არის მისი ვერსია?
-
8:44 - 8:47არ არსებობდა ებრაელთა დახოცვის გეგმა,
-
8:47 - 8:50არ არსებობდა გაზის კამერები,
-
8:50 - 8:51არ არსებობდა მასიური დახვრეტები,
-
8:51 - 8:55ჰიტლერის ბრალი არაფერი ყოფილა
ამ ტანჯვაში, -
8:55 - 8:58და რომ ებრაელებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს,
-
8:58 - 9:01რათა გერმანიისგან ფული მიეღოთ.
-
9:01 - 9:03და რათა სახელმწიფო მიეღოთ
-
9:03 - 9:06და მათ ეს მოახერხეს
მოკავშირეების დახმარებით. -
9:06 - 9:09მათ ჩანერგეს დოკუმენტები
და მტკიცებულებები. -
9:10 - 9:13მე ამას ვერ დავუშვებდი,
-
9:13 - 9:16რადგან თვალბში ვერ ჩავხედავდი
ჰოლოკოსტ გამოვლილებს, -
9:16 - 9:18ან მათ შვილებს.
-
9:18 - 9:20მე ამას ვერ დავუშვებდი,
-
9:20 - 9:24რადგან თავს უპასუხისმგებლო
ისტორიკოსად ჩავთვლიდი. -
9:25 - 9:27ასე რომ ჩვენ ვიბრძოლეთ.
-
9:27 - 9:29და მათთვის ვისაც არ უნახავს
ფილმი "უარყოფა", -
9:29 - 9:30წინასწარ გაგიმჟღავნებთ:
-
9:30 - 9:32ჩვენ მოვიგეთ.
-
9:32 - 9:33(სიცილი)
-
9:33 - 9:36(აპლოდისმენტები)
-
9:40 - 9:44მოსამართლემ დეივიდ ირვინგი მიიჩნია
-
9:44 - 9:48მატყუარად,
-
9:48 - 9:49რასისტად
-
9:49 - 9:50და ანტისემიტად.
-
9:50 - 9:52ისტორიისადმი მისი მიდგომა იყო ტენდენციური,
-
9:52 - 9:54მან მოიტყუა და დაამახინჯა ფაქტები
-
9:54 - 9:57და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
-
9:57 - 9:59მან ეს განზრახ ჩაიდინა.
-
9:59 - 10:03მან მსგავსი სახის ქმედება გამოავლინა
25 სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში. -
10:03 - 10:06არა პატარა რამეში... ამ აუდიტორიაში
ბევრი ჩვენგანი წერს წიგნებს, -
10:08 - 10:11ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს და
ამიტომ გვიხარია წიგნის მეორე გამოცემა: -
10:11 - 10:13რათა შევასწოროთ შეცდომები.
-
10:13 - 10:14(სიცილი)
-
10:15 - 10:18თუმცა მისი წიგნები ყოველთვის
ერთი მიმართულებით ვითარდებოდა: -
10:19 - 10:21ებრაელების დადანაშაულება,
-
10:21 - 10:23ნაცისტების გამართლება.
-
10:24 - 10:25მაშ, როგორ გავიმარჯვეთ ჩვენ?
-
10:26 - 10:32ჩვენ მივყვეთ
მის სქოლიოში მოხმობილ წყაროებს. -
10:32 - 10:34და რა აღმოვაჩინეთ ჩვენ?
-
10:34 - 10:35არა უმეტეს შემთხვევაში,
-
10:36 - 10:37და არა უპირატეს შემთხვევებში
-
10:37 - 10:42არამედ ყველა იმ შემთხვევაში,
როდესაც იგი ჰოლოკოსტს მოიხსენიებდა, -
10:42 - 10:46მისი მტკიცებულებები იყო დამახინჯებული,
-
10:46 - 10:48ნახევრად–მართალი,
-
10:48 - 10:49თარიღები შეცვილილი,
-
10:49 - 10:51თანმიმდევრობა შეცვლილი.
-
10:51 - 10:54შეხვედრებზე ისეთი ადამიანის ჩასმა,
ვინც იქ არ იყო. -
10:54 - 10:56სხვა სიტყვებით,
მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება. -
10:56 - 10:58მის მტკიცებებს საფუძველი არ ჰქონდათ.
-
10:58 - 11:01ჩვენ არ დაგვიმტკიცებია, თუ რა მოხდა,
-
11:02 - 11:04არამედ დავამტკიცეთ, რომ ის რაც მან
-
11:04 - 11:07და სხვა უარმყოფელებმა თქვეს,
რომელსაც ის ციტირებდა, -
11:07 - 11:10ან რომლებიც მისგან იღებდნენ არგუმენტებს,
-
11:10 - 11:11არ იყო ჭეშმარიტება.
-
11:11 - 11:12მათ მტკიცებებს,
-
11:12 - 11:15არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა.
-
11:17 - 11:21მაშ, რატომ არის ჩემი ისტორია უბრალოდ
-
11:21 - 11:25უჩვეულო, გრძელ, ექვსწლიან, რთულ
სასამართლო სარჩელის ამბავზე მეტი, -
11:25 - 11:30რომელშიც ამერიკელი პროფესორი
სასამართლოში შემათრია -
11:30 - 11:33იმ კაცმა, რომელიც სასამართლომ
თავის გადაწყვეტილებაში -
11:33 - 11:36ნეო–ნაცისტ პოლემისტად გამოაცხადა?
-
11:36 - 11:37რა არის ჩემი ისტორიის სათქმელი?
-
11:38 - 11:41მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების კონტექსტში,
-
11:41 - 11:43იგი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს.
-
11:43 - 11:45რადგან დღესდღეისობით,
-
11:45 - 11:47როგორც ჩვენთვის ცნობილია,
-
11:47 - 11:51სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა.
-
11:52 - 11:55სოციალური მედიამ, იმ კარგთან ერთად
რაც მან მოგვიტანა, -
11:55 - 12:01ასევე დადგენილ ფაქტებსა
-
12:01 - 12:02და ტყუილებს შორის
-
12:02 - 12:04განსხვავება გათელა.
-
12:05 - 12:06მესამე მნიშვნელოვანი საკითხი:
-
12:07 - 12:08ექსტრემიზმი.
-
12:09 - 12:13თქვენ შეიძლება არ ხედავდეთ
კუ–კლუკს–კლანის მანტიებს, -
12:13 - 12:15შეიძლება არ ხედავდეთ ცეცლწაკიდებულ ჯვრებს,
-
12:15 - 12:19შეიძლება არ გესმოდეთ თეთრკანიანთა
უპირატესობის მომხრე ენა. -
12:19 - 12:24ისინი შეიძლება იყვნენ: "ალტერნატიულ
მემარჯვენე", "ეროვნული ფრონტის" სახელით, -
12:24 - 12:30მაგრამ მათ მიღმა იგივე ექსტრემიზმია,
რაც მე ვიპოვე ჰოლოკოსტის უარყოფაში. -
12:30 - 12:33თავს გვაჩვენებს,
როგორც რაციონალური დისკურსი. -
12:35 - 12:40ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც
ჭეშმარიტება მუდმივ თავდაცვით პოზიციაშია. -
12:40 - 12:43მე მახსენდება ჟურნალ The New Yorker-ში
გამოქვეყნებული კარიკატურა -
12:43 - 12:45სადაც ვიქტორინის წამყვანი
-
12:45 - 12:49ერთ–ერთ მონაწილეს ეუბნება:
-
12:49 - 12:51"დიახ, ქალბატონო, თქვენ გქონდათ
სწორი პასუხი, -
12:51 - 12:53მაგრამ თქვენმა მეტოქემ უფრო
ხმამაღლა დაიძახა, -
12:54 - 12:55ამიტომ ქულას ის მიიღებს."
-
12:56 - 12:58რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?
-
12:59 - 13:00პირველ რიგში,
-
13:00 - 13:05ჩვენ არ უნდა ჩაგვითრიოს
რაციონალურმა შესახედაობამ. -
13:05 - 13:07ჩვენ მის მიღმა უნდა ჩავიხედოთ
-
13:07 - 13:10და იქ ექსტრემიზმს ვიპოვით.
-
13:11 - 13:13მეორე რიგში,
-
13:13 - 13:19ჩვენ უნდა გავიაზროთ,
რომ ჭეშმარიტება ფარდობითი არ არის. -
13:21 - 13:23მესამე რიგში,
-
13:23 - 13:26ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე
-
13:26 - 13:28და არა თავდაცვაზე.
-
13:29 - 13:31როდესაც ვინმე
აღმაშფოთებელ რამეს ამტკიცებს, -
13:31 - 13:35თუნდაც უმაღლესი თანამდებობა
ეკავოს ქვეყანაში, -
13:35 - 13:37თუ არა მსოფლიოში,
-
13:37 - 13:38ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ:
-
13:38 - 13:40"სად არის საბუთი?
-
13:40 - 13:43სად არის მტკიცებულება?"
-
13:43 - 13:45ჩვენ მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ
მათი ქმედებისთვის. -
13:46 - 13:50მათი ტყუილები ფაქტებს არ უნდა გავუთანაბროთ
-
13:51 - 13:55და როგორც უკვე აღვნიშნე,
სიმართლე ფარდობითი არაა. -
13:55 - 13:58ბვერი ჩვენგანი აკადემიურ
-
13:58 - 14:00და ლიბერალური აზრის,
განათლებულ გარემოში გაიზარდა, -
14:00 - 14:03სადაც გვასწავლიან,
რომ ყველაფერი ღიაა განხილვისთვის. -
14:03 - 14:05მაგრამ ეს ასე არ არის,
-
14:05 - 14:09არის რაღაცები, რაც ყოველთვის მართალია.
-
14:09 - 14:12რაც წარმოადგენს უდავო ფაქტს,
-
14:12 - 14:14ობიექტურ ჭეშმარიტებას.
-
14:15 - 14:19გალილეომ ეს საუკუნეების წინ გვასწავლა.
-
14:19 - 14:24მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი
აიძულებდა უარი ეთქვა, -
14:24 - 14:27რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს,
-
14:27 - 14:28იგი გამოვიდა
-
14:28 - 14:30და რა თქვა მან?
-
14:30 - 14:34"და ის მაინც მოძრაობს."
-
14:35 - 14:38დედამიწა ბრტყელი არ არის.
-
14:38 - 14:40კლიმატი იცვლება.
-
14:41 - 14:44ელვისი ცოცხალი აღარაა.
-
14:44 - 14:45(სიცილი)
-
14:45 - 14:48(აპლოდისმენტები)
-
14:48 - 14:50და რაც მთავარია,
-
14:50 - 14:55სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა.
-
14:55 - 14:57ჩვენ წინაშე უდიდესი
-
14:57 - 14:58სამუშაო,
-
14:58 - 15:00დავალება
-
15:00 - 15:01და გამოწვევაა.
-
15:02 - 15:04ბრძოლისთვის დრო ცოტაა.
-
15:05 - 15:08ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ.
-
15:09 - 15:12მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება.
-
15:12 - 15:13დიდი მადლობა.
-
15:13 - 15:18(აპლოდისმენტები)
- Title:
- ჰოლოკოსტის უარყოფის ტყუილებს მიღმა
- Speaker:
- დებორა ლიპსტადტი
- Description:
-
"არსებობს ფაქტები, არსებობს მოსაზრებები და არსებობს ტყუილები," ამბობს ისტორიკოსი დებორა ლიპსტადტი. ის ჰოლოკისტის უარმყოფელების საკუთარი გამოკვლევის შესანიშნავ ამბავზე და მათ მიერ ისტორიის დამახინჯების გამიზნულ მცდელობაზე გვიამბობს. ლიპსტადტი ჩვენ ყველას მოგვიწოდებს დავუპირისპირდეთ მათ, ვინც უტევს ფაქტებსა და ჭეშმარიტებას. "სიმართლე ფარდობითი არ არის", ამბობს იგი.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 15:30
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Behind the lies of Holocaust denial |