0:00:01.082,0:00:05.165 დღეს მე თქვენთან მოვედი, [br]რომ გესაუბროთ მატყუარების, 0:00:05.189,0:00:06.612 სასამართლო სარჩელებისა 0:00:06.636,0:00:07.976 და სიცილის შესახებ. 0:00:08.910,0:00:12.020 პირველად როდესაც ჰოლოკოსტის[br]უარყოფის შესახებ შევიტყვე, 0:00:12.044,0:00:13.346 გამეცინა. 0:00:13.970,0:00:15.722 ჰოლოკოსტის უარყოფა? 0:00:16.187,0:00:19.617 ჰოლოკოსტის, რომელიც გამოირჩევა, 0:00:19.641,0:00:24.136 როგორც დოკუმენტურად ყველაზე კარგად[br]დადასტურებული გენოციდი მსოფლიოში? 0:00:25.046,0:00:27.072 ვის შეიძლება ეგონოს, რომ ის არ მომხდარა? 0:00:28.106,0:00:29.453 დაფიქრდით. 0:00:30.257,0:00:32.538 უარმყოფელები რომ მართლები იყვნენ, 0:00:32.562,0:00:34.458 ვინ უნდა ცდებოდეს? 0:00:35.011,0:00:37.777 პირველ რიგში, მისი მსხვერპლნი, 0:00:37.801,0:00:42.518 გადარჩენილები, რომელთაც გვიამბეს მათი [br]სულისშემძვრელი ისტორიები. 0:00:43.721,0:00:46.035 კიდევ ვინ უნდა ცდებოდეს? 0:00:46.059,0:00:48.012 მისი შემსწრეები. 0:00:48.036,0:00:52.014 ის ადამიანები, რომლებიც[br]აურაცხელი რაოდენობის სოფლებსა და ქალაქებში 0:00:52.038,0:00:54.010 აღმოსავლეთ ფრონტზე ცხოვრობდნენ. 0:00:54.034,0:00:56.476 რომელნიც შეესწრნენ,[br]როგორ შეკრიბეს მათი მეზობლები, 0:00:56.500,0:00:59.713 კაცები, ქალები, ბავშვები,[br]ახალგაზრდები თუ მოხუცები 0:00:59.737,0:01:02.457 და წაიყვანეს ისინი ქალაქის გარეუბნებში, 0:01:02.481,0:01:05.473 რათა დაეხვრიტათ და თხრილებში ჩაეყარათ. 0:01:05.985,0:01:07.315 ასევე პოლონელები, 0:01:07.339,0:01:12.020 რომლებიც სიკვდილის ბანაკების ირგვლივ[br]ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობდნენ, 0:01:12.044,0:01:14.420 და ყოველ დღე ხედავდნენ, 0:01:14.444,0:01:17.186 თუ როგორ მიდიოდნენ[br]ხალხით სავსე მატარებლები, 0:01:17.210,0:01:19.523 ხოლო უკან კი, ცარიელები ბრუნდებოდნენ 0:01:19.787,0:01:23.420 მაგრამ უმთავრესად,[br]ვინ აღმოჩნდებოდა მცდარი? 0:01:24.005,0:01:25.469 დამნაშავეები. 0:01:26.112,0:01:29.018 ადამიანები რომლებიც ამბობენ: [br]"ჩვენ ჩავიდინეთ ეს." 0:01:29.479,0:01:31.003 "მე ჩავიდინე ეს." 0:01:31.027,0:01:33.176 შეიძლება, ისინი ამას[br]რაღაც დათქმით აკეთებენ. 0:01:33.200,0:01:37.624 ისინი ამბობენ: "მე არ მქონდა არჩევანი;[br]მე დამაძალეს ამის გაკეთება." 0:01:38.104,0:01:40.773 თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ:[br]"მე ჩავიდინე ეს." 0:01:41.938,0:01:43.489 დაფიქრდით ამაზე. 0:01:43.513,0:01:49.452 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,[br]არცერთ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე 0:01:49.476,0:01:56.112 არცერთ ეროვნების დამნაშავეს[br]არ უთქვამს: "ეს არ მომხდარა." 0:01:57.078,0:02:01.660 მათ შეიძლება თქვეს: "მე დამაძალეს",[br]მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ არ მომხდარა. 0:02:01.684,0:02:03.158 მას შემდეგ რაც დავფიქრდი ამაზე, 0:02:03.182,0:02:07.133 გადავწყვიტე, რომ უარყოფა არ იქნებოდა [br]ჩემ დღის წესრიგში; 0:02:07.157,0:02:10.865 მე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა [br]მენერვიულა, დამეწერა, მეკვლია 0:02:10.889,0:02:12.203 და მეც გადავერთე. 0:02:12.911,0:02:15.730 ათ წელზე ოდნავ მეტი გავიდა 0:02:15.754,0:02:17.566 და ორმა უფროსმა ისტორიკოს მეცნიერმა, 0:02:17.590,0:02:20.748 ჰოლოკოსტის ისტორიის ორმა ყველაზე [br]გამოჩენლმა ისტორიკოსმა, 0:02:20.772,0:02:22.029 მომმართა და მითხრა, 0:02:22.053,0:02:23.842 "დებორა, მოდი ყავა დავლიოთ. 0:02:23.866,0:02:27.463 ჩვენ ერთი კვლევის იდეა გვაქვს,[br]რაც ვფიქრობთ, რომ ზედგამოჭრილია შენთვის. 0:02:27.487,0:02:31.320 ინტრიგითა და პატივით მოცულმა, [br]რომ მათ მე მომაკითხეს იდეით 0:02:31.344,0:02:32.921 და ამის ღირსად მიმიჩნიეს, 0:02:32.945,0:02:35.041 მე შევეკითხე: "რა არის?" 0:02:35.665,0:02:38.654 და მათ მითხრეს: "ჰოლოკოსტის უარყოფა." 0:02:39.353,0:02:41.848 და მე მეორედ გამეცინა. 0:02:42.336,0:02:44.260 ჰოლოკოსტის უარყოფა? 0:02:44.284,0:02:46.270 ის ხალხია, დედამიწა რომ ბრტყელი ჰგონიათ? 0:02:46.294,0:02:48.431 "ელვისი–ცოცხალია" ხალხი? 0:02:48.455,0:02:50.643 ეგენი უნდა შევისწავლო? 0:02:51.326,0:02:52.643 და ამ ორმა კაცმა მითხრა: 0:02:52.667,0:02:54.600 "კი, ჩვენ გვაინტერესებს, 0:02:55.012,0:02:56.584 რისი მიღწევა სურთ მათ? 0:02:56.608,0:02:58.358 რა არის მათი მიზანი? 0:02:58.382,0:03:02.036 როგორ აჯერებენ ხალხს იმას,[br]რასაც ისინი ამტკიცებენ?" 0:03:02.756,0:03:06.284 რაკი მათ ეს საყურადღებოდ ჩათვალეს , 0:03:06.308,0:03:09.682 მეც წუთიერად გადავერთვებოდი... 0:03:09.706,0:03:12.644 შეიძლება ერთი წლით ან ორი, სამი, [br]თუნდაც ოთხი წლით. 0:03:12.668,0:03:14.913 აკადემიურ ენაზე სწორედ ესაა წუთიერი. 0:03:14.937,0:03:16.079 (სიცილი) 0:03:16.103,0:03:18.490 ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ. 0:03:18.514,0:03:20.086 (სიცილი) 0:03:20.110,0:03:21.912 მაშ, ვიფიქრე, რომ მათ დავაკვირდებოდი 0:03:21.936,0:03:23.091 და ასეც მოვიქეცი. 0:03:23.115,0:03:25.954 ჩავატარე ჩემი კვლევა და [br]რამდენიმე დასკვნამდე მივედი. 0:03:25.978,0:03:28.571 მსურს მათგან ორი დღეს თქვენ გაგიზიაროთ. 0:03:28.595,0:03:29.928 პირველი: 0:03:29.952,0:03:34.909 უარმყოფელები არიან მგლები ცხვრის ტყავში. 0:03:35.712,0:03:38.677 ისინი არიან იგივე ნაცისტები,[br]ნეო–ნაცისტები. 0:03:38.701,0:03:41.928 შეგიძლიათ გამოიყენოთ,[br]ან არ გამოიყენოთ "ნეო" წინსართი, 0:03:42.786,0:03:45.119 მაგრამ როდესაც მე მათ შევხედე, 0:03:45.143,0:03:49.869 მე არ დამინახავს SS-ის მსგავსი უნიფორმა, 0:03:49.893,0:03:53.044 სვასტიკას სიმბოლოები კედლებზე, 0:03:53.068,0:03:55.125 ნაცისტური მისალმებები, 0:03:55.149,0:03:56.693 არაფერი მსგავსი. 0:03:56.717,0:03:59.587 ამის ნაცვლად რაც მე აღმოვაჩინე, 0:03:59.611,0:04:04.226 იყო ხალხი, რომელსაც თავი[br]საპატიო აკადემიკოსებად მოჰქონდა. 0:04:04.916,0:04:06.137 რა ჰქონდათ მათ? 0:04:06.161,0:04:07.859 მათ ჰქონდათ ინსტიტუტი. 0:04:07.883,0:04:11.727 "ისტორიული მიმოხილვის ინსტიტუტი." 0:04:12.392,0:04:14.946 მათ ასევე ჰქონდათ ჟურნალი 0:04:14.970,0:04:17.924 "ისტორიული მომხილვის ჟურნალი." 0:04:18.398,0:04:21.104 რომელიც სავსე იყო ფურცლებით. 0:04:21.128,0:04:23.172 შენიშვნებით სავსე ფურცლებით. 0:04:23.923,0:04:25.863 და მათ ჰქონდათ ახალი სახელი. 0:04:26.500,0:04:28.668 არც ნეო–ნაცისტები, 0:04:28.692,0:04:31.182 არც ანტისემიტები, 0:04:31.206,0:04:32.464 არამედ რევიზიონისტები. 0:04:32.991,0:04:35.206 ისინი ამბობდნენ: "რევიზიონისტები ვართ. 0:04:35.230,0:04:37.913 ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს: 0:04:37.937,0:04:41.497 ისტორიაში არსებული შეცდომების რევიზია." 0:04:42.369,0:04:47.779 მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ღრმად ჩაგეხედათ 0:04:47.803,0:04:49.710 და რას იპოვიდით იქ? 0:04:49.734,0:04:52.224 იგივე ჰიტლერის განდიდებას, 0:04:52.248,0:04:54.123 მესამე რაიხის ქებას, 0:04:54.147,0:04:57.089 ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ცრურწმენას. 0:04:57.904,0:05:00.350 სწორედ ამან დამაინტრიგა. 0:05:00.374,0:05:07.371 ანტისემიტიზმი, რასიზმი და ცრურწმენა[br]წარმოდგენილი რაციონალურ მსჯელობაში. 0:05:08.730,0:05:10.317 კიდევ ერთი რამ რაც ვიპოვე, 0:05:10.341,0:05:14.086 ბევრი ჩვენგანისთვის უსწავლებიათ, რომ[br]არსებობს ფაქტები და არსებობს მოსაზრებები. 0:05:14.110,0:05:15.746 უარმყოფელების შესწავლის შემდეგ, 0:05:15.746,0:05:17.096 მე სხვანაირად ვფიქრობ. 0:05:17.438,0:05:19.086 არსებობს ფაქტები, 0:05:19.110,0:05:20.824 არსებობს მოსაზრებები, 0:05:20.848,0:05:22.460 და არსებობს ტყუილები. 0:05:23.149,0:05:27.575 ის რაც უარმყოფელებს სურთ,[br]არის მათი ტყუილების, 0:05:28.565,0:05:30.197 როგორც მოსაზრების შენიღბვა. 0:05:30.221,0:05:32.211 შეიძლება უკიდურესი მოსაზრების, 0:05:32.235,0:05:34.944 ერთგვარი ჩარჩოს მიღმა მოსაზრების, 0:05:34.968,0:05:36.772 მაგრამ თუ მას მოსაზრებას დავარქმევთ, 0:05:36.772,0:05:38.508 ის უნდა იყოს დიალოგის ნაწილი. 0:05:38.532,0:05:41.925 შემდეგ კი ისინი ხელყოფენ ფაქტებს. 0:05:43.305,0:05:44.868 მე გამოვაქვეყნე ჩემი ნაშრომი, 0:05:44.892,0:05:46.066 გამოქვეყნდა წიგნი: 0:05:46.090,0:05:49.492 "ჰოლოკოსტის უარყოფა: მზარდი[br]დარტყმა ჭეშმარიტებასა და ხსოვნაზე." 0:05:49.516,0:05:51.472 იგი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა, 0:05:51.496,0:05:54.826 მათ შორის გამომცემლობა Penguin-მა აქ,[br]გაერთიანებულ სამეფოში გამოსცა 0:05:54.826,0:05:58.460 და მეც ამით დავასრულე ამ ხალხთან[br]და მზად ვიყავი სხვა საქმეზე გადავსულიყავი, 0:05:58.460,0:06:01.871 როცა Penguin-გან წერილი მივიღე 0:06:02.434,0:06:05.202 და მესამედ გამეცინა... 0:06:07.088,0:06:08.328 შევცდი. 0:06:08.972,0:06:10.702 გავხსენი წერილი, 0:06:10.726,0:06:16.614 რომელიც მაცნობებდა, რომ დეივიდ ირვინგი[br]ჩემ წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში 0:06:16.638,0:06:18.235 ცილისწამების სარჩელს აღძრავდა, 0:06:18.259,0:06:21.295 რადგან მას ჰოლოკოსტის უარმყოფელი ვუწოდე. 0:06:21.953,0:06:23.887 დეივიდ ირვინგი მიჩივის მე? 0:06:23.911,0:06:25.115 ვინ არის დეივიდ ირვინგი? 0:06:25.139,0:06:27.746 დეივიდ ირვინგი იყო ავტორი[br]ისტორიული ნაშრომებისა, 0:06:27.770,0:06:29.793 რომელთა უმეტესობაც[br]მეორე მსოფლიო ომზე იყო 0:06:29.817,0:06:33.036 და რომელთა უმეტესობაში ფაქტობრივად[br]დაფიქსირებული იყო პოზიცია, 0:06:33.060,0:06:36.638 რომ ნაცისტები არც ისე ცუდები იყვნენ 0:06:36.662,0:06:39.746 და მოკავშირეები არც ისე კარგები. 0:06:39.770,0:06:41.875 და ებრაელებს რაც მოუვიდათ, 0:06:41.899,0:06:43.209 მათ ერთგვარად დაიმსახურეს. 0:06:44.206,0:06:45.697 მან იცოდა დოკუმენტები, 0:06:45.721,0:06:47.164 მან იცოდა ფაქტები, 0:06:47.188,0:06:50.360 მაგრამ მან როგორღაც დაამახინჯა ისინი[br]და ამ შეხედულებამდე მივიდა. 0:06:51.016,0:06:53.528 ის ყოველთვის არ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 0:06:53.552,0:06:55.293 მაგრამ 80–იანი წლების ბოლოს, 0:06:55.317,0:06:57.744 მან მხურვალდედ გაიზიარა ეს აზრი. 0:06:59.517,0:07:03.422 მიზეზი, თუ რატომ გამეცინა,[br]იყო ისიც, რომ ეს კაცი 0:07:03.446,0:07:05.380 არამხოლოდ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 0:07:05.404,0:07:07.099 არამედ ამით ამაყობდა კიდეც. 0:07:07.123,0:07:08.747 ეს იყო კაცი, და მე ვციტირებ, 0:07:08.771,0:07:12.465 რომელმაც თქვა: "მე ჩავძირავ[br]აუშვიცის საბრძოლო ხომალდს." 0:07:13.345,0:07:14.517 ეს იყო კაცი, 0:07:14.541,0:07:18.561 რომელმაც შეხედა ერთ–ერთი გადარჩენილის [br]ტატუს მის მხარზე და თქვა: 0:07:19.716,0:07:21.308 "რამდენი ფული გააკეთე, 0:07:21.332,0:07:24.732 მაგ შენ მხარზე ამოსვირინგებული რიცხვით?" 0:07:25.549,0:07:27.457 ეს იყო ადამიანი, რომელმაც თქვა: 0:07:27.481,0:07:30.437 "უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა [br]სენატორ კენედის მანქანაში, 0:07:30.461,0:07:31.773 ჩაპაქუიდიკში, 0:07:31.797,0:07:35.111 ვიდრე გაზის კანტორებში, აუშვიცში." 0:07:35.135,0:07:37.972 ეს პარალელია ამერიკულ ინციდენტთან, [br]შეგიძლიათ მოიძიოთ. 0:07:39.406,0:07:42.420 ამ კაცს საერთოდ არ რცხვენოდა იმის, 0:07:42.444,0:07:44.513 რომ ჰოლოკოსტს უარყოფდა. 0:07:45.136,0:07:48.916 ბევრა ჩემმა აკადემიკოსმა კოლეგამ მირჩია: 0:07:48.940,0:07:50.846 "ეჰ, დებორა, ყურადღება არ მიაქციო." 0:07:50.870,0:07:54.458 როდესაც მე ავუხსენი, რომ ასე უბრალოდ[br]ვერ გავატარებდი ცილისწამების სარჩელს, 0:07:54.482,0:07:57.264 მათ მითხრეს: "კი, მაგრამ[br]ვინ დაუჯერებს მას?" 0:07:57.783,0:07:59.863 მაგრამ პრობლემა ის იყო, 0:07:59.887,0:08:05.195 რომ ბრიტანული კანონით,[br]მტკიცების ტვირთი ჩემზე იყო. 0:08:05.219,0:08:07.901 ჩემი ნათქვამის სისწორე[br]უნდა დამემტკიცებინა, 0:08:07.925,0:08:10.688 განსხვავებით იმისგან, რაც აშშ-ში 0:08:10.712,0:08:12.216 და ბევრი სხვა ქვეყნანაშია, 0:08:12.240,0:08:15.246 სადაც მას მოუწევდა სიცრუის დამტკიცება. 0:08:15.921,0:08:17.382 რას ნიშნავდა ეს? 0:08:17.406,0:08:20.782 ეს ნიშნავდა, რომ თუ მე არ ვიბრძოლებდი, 0:08:20.806,0:08:23.232 ის ავტომატურად გაიმარჯვებდა. 0:08:23.791,0:08:25.546 ხოლო თუ ის გაიმარჯვებდა, 0:08:25.570,0:08:28.211 შემდეგ შეეძლებოდა ლეგიტიმურად ეთქვა: 0:08:28.235,0:08:33.571 "დევიდი ირვინგისეული ჰოლოკოსტის ვერსია[br]ლეგიტიმური ვერსიაა. 0:08:33.595,0:08:35.779 დებორა ლიპსტადტმა მე ცილი დამწამა, 0:08:35.803,0:08:37.750 როდესაც ჰოლოკოსტის უარმყოფელი მიწოდა. 0:08:37.774,0:08:42.202 შესაბამისად, მე, დეივიდ ირვინგი,[br]არ ვარ ჰოლოკოსტის უარმყოფელი." 0:08:42.226,0:08:43.938 და რა არის მისი ვერსია? 0:08:44.431,0:08:47.427 არ არსებობდა ებრაელთა დახოცვის გეგმა, 0:08:47.451,0:08:49.503 არ არსებობდა გაზის კამერები, 0:08:49.527,0:08:51.383 არ არსებობდა მასიური დახვრეტები, 0:08:51.407,0:08:54.578 ჰიტლერის ბრალი არაფერი ყოფილა[br]ამ ტანჯვაში, 0:08:54.602,0:08:58.407 და რომ ებრაელებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს, 0:08:58.431,0:09:00.829 რათა გერმანიისგან ფული მიეღოთ. 0:09:00.853,0:09:02.560 და რათა სახელმწიფო მიეღოთ 0:09:02.584,0:09:05.961 და მათ ეს მოახერხეს[br]მოკავშირეების დახმარებით. 0:09:05.985,0:09:09.450 მათ ჩანერგეს დოკუმენტები [br]და მტკიცებულებები. 0:09:10.460,0:09:12.840 მე ამას ვერ დავუშვებდი, 0:09:12.864,0:09:15.714 რადგან თვალბში ვერ ჩავხედავდი[br]ჰოლოკოსტ გამოვლილებს, 0:09:15.823,0:09:17.798 ან მათ შვილებს. 0:09:17.822,0:09:19.974 მე ამას ვერ დავუშვებდი, 0:09:19.998,0:09:24.249 რადგან თავს უპასუხისმგებლო[br]ისტორიკოსად ჩავთვლიდი. 0:09:25.187,0:09:26.932 ასე რომ ჩვენ ვიბრძოლეთ. 0:09:26.956,0:09:29.238 და მათთვის ვისაც არ უნახავს[br]ფილმი "უარყოფა", 0:09:29.262,0:09:30.421 წინასწარ გაგიმჟღავნებთ: 0:09:30.445,0:09:31.663 ჩვენ მოვიგეთ. 0:09:31.687,0:09:32.982 (სიცილი) 0:09:33.006,0:09:35.573 (აპლოდისმენტები) 0:09:39.988,0:09:44.229 მოსამართლემ დეივიდ ირვინგი მიიჩნია 0:09:44.253,0:09:47.584 მატყუარად, 0:09:47.608,0:09:48.771 რასისტად 0:09:48.795,0:09:50.049 და ანტისემიტად. 0:09:50.073,0:09:52.433 ისტორიისადმი მისი მიდგომა იყო ტენდენციური, 0:09:52.457,0:09:54.383 მან მოიტყუა და დაამახინჯა ფაქტები 0:09:54.407,0:09:57.050 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 0:09:57.074,0:09:59.187 მან ეს განზრახ ჩაიდინა. 0:09:59.211,0:10:03.350 მან მსგავსი სახის ქმედება გამოავლინა[br]25 სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში. 0:10:03.374,0:10:06.484 არა პატარა რამეში... ამ აუდიტორიაში[br]ბევრი ჩვენგანი წერს წიგნებს, 0:10:07.717,0:10:11.183 ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს და [br]ამიტომ გვიხარია წიგნის მეორე გამოცემა: 0:10:11.207,0:10:12.803 რათა შევასწოროთ შეცდომები. 0:10:12.803,0:10:13.967 (სიცილი) 0:10:14.634,0:10:17.770 თუმცა მისი წიგნები ყოველთვის [br]ერთი მიმართულებით ვითარდებოდა: 0:10:18.618,0:10:20.829 ებრაელების დადანაშაულება, 0:10:20.853,0:10:23.028 ნაცისტების გამართლება. 0:10:23.700,0:10:25.284 მაშ, როგორ გავიმარჯვეთ ჩვენ? 0:10:26.196,0:10:31.576 ჩვენ მივყვეთ[br]მის სქოლიოში მოხმობილ წყაროებს. 0:10:32.190,0:10:33.973 და რა აღმოვაჩინეთ ჩვენ? 0:10:33.997,0:10:35.476 არა უმეტეს შემთხვევაში, 0:10:35.500,0:10:37.468 და არა უპირატეს შემთხვევებში 0:10:37.492,0:10:41.803 არამედ ყველა იმ შემთხვევაში,[br]როდესაც იგი ჰოლოკოსტს მოიხსენიებდა, 0:10:41.827,0:10:46.069 მისი მტკიცებულებები იყო დამახინჯებული, 0:10:46.093,0:10:47.513 ნახევრად–მართალი, 0:10:47.537,0:10:48.871 თარიღები შეცვილილი, 0:10:48.895,0:10:51.082 თანმიმდევრობა შეცვლილი. 0:10:51.106,0:10:53.580 შეხვედრებზე ისეთი ადამიანის ჩასმა,[br]ვინც იქ არ იყო. 0:10:53.580,0:10:56.015 სხვა სიტყვებით,[br]მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება. 0:10:56.039,0:10:58.148 მის მტკიცებებს საფუძველი არ ჰქონდათ. 0:10:58.172,0:11:00.831 ჩვენ არ დაგვიმტკიცებია, თუ რა მოხდა, 0:11:01.628,0:11:04.127 არამედ დავამტკიცეთ, რომ ის რაც მან 0:11:04.151,0:11:07.011 და სხვა უარმყოფელებმა თქვეს,[br]რომელსაც ის ციტირებდა, 0:11:07.035,0:11:09.506 ან რომლებიც მისგან იღებდნენ არგუმენტებს, 0:11:09.530,0:11:10.776 არ იყო ჭეშმარიტება. 0:11:10.800,0:11:11.989 მათ მტკიცებებს, 0:11:12.013,0:11:14.635 არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა. 0:11:16.609,0:11:21.353 მაშ, რატომ არის ჩემი ისტორია უბრალოდ 0:11:21.377,0:11:25.184 უჩვეულო, გრძელ, ექვსწლიან, რთულ [br]სასამართლო სარჩელის ამბავზე მეტი, 0:11:25.208,0:11:30.197 რომელშიც ამერიკელი პროფესორი[br]სასამართლოში შემათრია 0:11:30.221,0:11:33.265 იმ კაცმა, რომელიც სასამართლომ [br]თავის გადაწყვეტილებაში 0:11:33.289,0:11:35.539 ნეო–ნაცისტ პოლემისტად გამოაცხადა? 0:11:35.563,0:11:37.346 რა არის ჩემი ისტორიის სათქმელი? 0:11:37.800,0:11:40.773 მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების კონტექსტში, 0:11:40.797,0:11:43.259 იგი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. 0:11:43.283,0:11:45.068 რადგან დღესდღეისობით, 0:11:45.092,0:11:46.758 როგორც ჩვენთვის ცნობილია, 0:11:46.782,0:11:50.898 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 0:11:51.702,0:11:54.954 სოციალური მედიამ, იმ კარგთან ერთად [br]რაც მან მოგვიტანა, 0:11:54.978,0:12:00.559 ასევე დადგენილ ფაქტებსა 0:12:00.583,0:12:02.340 და ტყუილებს შორის 0:12:02.364,0:12:03.762 განსხვავება გათელა. 0:12:04.990,0:12:06.500 მესამე მნიშვნელოვანი საკითხი: 0:12:06.524,0:12:07.995 ექსტრემიზმი. 0:12:08.987,0:12:12.564 თქვენ შეიძლება არ ხედავდეთ [br]კუ–კლუკს–კლანის მანტიებს, 0:12:12.588,0:12:14.659 შეიძლება არ ხედავდეთ ცეცლწაკიდებულ ჯვრებს, 0:12:14.683,0:12:19.002 შეიძლება არ გესმოდეთ თეთრკანიანთა[br]უპირატესობის მომხრე ენა. 0:12:19.026,0:12:23.932 ისინი შეიძლება იყვნენ: "ალტერნატიულ [br]მემარჯვენე", "ეროვნული ფრონტის" სახელით, 0:12:23.956,0:12:29.791 მაგრამ მათ მიღმა იგივე ექსტრემიზმია, [br]რაც მე ვიპოვე ჰოლოკოსტის უარყოფაში. 0:12:29.815,0:12:33.209 თავს გვაჩვენებს,[br]როგორც რაციონალური დისკურსი. 0:12:35.134,0:12:40.351 ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც[br]ჭეშმარიტება მუდმივ თავდაცვით პოზიციაშია. 0:12:40.375,0:12:43.499 მე მახსენდება ჟურნალ The New Yorker-ში[br]გამოქვეყნებული კარიკატურა 0:12:43.499,0:12:45.403 სადაც ვიქტორინის წამყვანი 0:12:45.427,0:12:48.649 ერთ–ერთ მონაწილეს ეუბნება: 0:12:48.673,0:12:50.982 "დიახ, ქალბატონო, თქვენ გქონდათ [br]სწორი პასუხი, 0:12:51.006,0:12:53.499 მაგრამ თქვენმა მეტოქემ უფრო [br]ხმამაღლა დაიძახა, 0:12:53.523,0:12:55.048 ამიტომ ქულას ის მიიღებს." 0:12:56.228,0:12:57.735 რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? 0:12:58.557,0:12:59.934 პირველ რიგში, 0:12:59.958,0:13:05.389 ჩვენ არ უნდა ჩაგვითრიოს [br]რაციონალურმა შესახედაობამ. 0:13:05.413,0:13:07.182 ჩვენ მის მიღმა უნდა ჩავიხედოთ 0:13:07.206,0:13:10.007 და იქ ექსტრემიზმს ვიპოვით. 0:13:10.991,0:13:12.977 მეორე რიგში, 0:13:13.001,0:13:19.082 ჩვენ უნდა გავიაზროთ,[br]რომ ჭეშმარიტება ფარდობითი არ არის. 0:13:21.137,0:13:22.601 მესამე რიგში, 0:13:22.625,0:13:26.314 ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე 0:13:26.338,0:13:28.111 და არა თავდაცვაზე. 0:13:28.676,0:13:31.283 როდესაც ვინმე[br]აღმაშფოთებელ რამეს ამტკიცებს, 0:13:31.307,0:13:34.811 თუნდაც უმაღლესი თანამდებობა [br]ეკავოს ქვეყანაში, 0:13:34.835,0:13:36.846 თუ არა მსოფლიოში, 0:13:36.870,0:13:38.380 ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ: 0:13:38.404,0:13:40.370 "სად არის საბუთი? 0:13:40.394,0:13:42.531 სად არის მტკიცებულება?" 0:13:42.555,0:13:45.482 ჩვენ მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ [br]მათი ქმედებისთვის. 0:13:45.506,0:13:50.112 მათი ტყუილები ფაქტებს არ უნდა გავუთანაბროთ 0:13:51.395,0:13:54.935 და როგორც უკვე აღვნიშნე,[br]სიმართლე ფარდობითი არაა. 0:13:54.959,0:13:57.815 ბვერი ჩვენგანი აკადემიურ 0:13:57.839,0:14:00.260 და ლიბერალური აზრის,[br]განათლებულ გარემოში გაიზარდა, 0:14:00.260,0:14:03.015 სადაც გვასწავლიან,[br]რომ ყველაფერი ღიაა განხილვისთვის. 0:14:03.164,0:14:05.178 მაგრამ ეს ასე არ არის, 0:14:05.202,0:14:08.644 არის რაღაცები, რაც ყოველთვის მართალია. 0:14:09.192,0:14:12.212 რაც წარმოადგენს უდავო ფაქტს, 0:14:12.236,0:14:13.926 ობიექტურ ჭეშმარიტებას. 0:14:14.519,0:14:19.336 გალილეომ ეს საუკუნეების წინ გვასწავლა. 0:14:19.360,0:14:24.027 მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი [br]აიძულებდა უარი ეთქვა, 0:14:24.051,0:14:26.624 რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, 0:14:26.648,0:14:27.802 იგი გამოვიდა 0:14:27.826,0:14:30.136 და რა თქვა მან? 0:14:30.160,0:14:33.982 "და ის მაინც მოძრაობს." 0:14:35.342,0:14:38.182 დედამიწა ბრტყელი არ არის. 0:14:38.206,0:14:40.496 კლიმატი იცვლება. 0:14:41.387,0:14:43.655 ელვისი ცოცხალი აღარაა. 0:14:43.679,0:14:45.214 (სიცილი) 0:14:45.238,0:14:47.554 (აპლოდისმენტები) 0:14:47.578,0:14:49.879 და რაც მთავარია, 0:14:49.903,0:14:54.552 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 0:14:55.289,0:14:56.899 ჩვენ წინაშე უდიდესი 0:14:56.923,0:14:58.126 სამუშაო, 0:14:58.150,0:14:59.744 დავალება 0:14:59.768,0:15:01.002 და გამოწვევაა. 0:15:01.747,0:15:04.384 ბრძოლისთვის დრო ცოტაა. 0:15:05.241,0:15:08.084 ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. 0:15:08.929,0:15:12.174 მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება. 0:15:12.198,0:15:13.460 დიდი მადლობა. 0:15:13.484,0:15:17.530 (აპლოდისმენტები)