1 00:00:01,082 --> 00:00:05,165 დღეს მე თქვენთან მოვედი, რომ გესაუბროთ მატყუარების, 2 00:00:05,189 --> 00:00:06,612 სასამართლო სარჩელებისა 3 00:00:06,636 --> 00:00:07,976 და სიცილის შესახებ. 4 00:00:08,910 --> 00:00:12,020 პირველად როდესაც ჰოლოკოსტის უარყოფის შესახებ შევიტყვე, 5 00:00:12,044 --> 00:00:13,346 გამეცინა. 6 00:00:13,970 --> 00:00:15,722 ჰოლოკოსტის უარყოფა? 7 00:00:16,187 --> 00:00:19,617 ჰოლოკოსტის, რომელიც გამოირჩევა, 8 00:00:19,641 --> 00:00:24,136 როგორც დოკუმენტურად ყველაზე კარგად დადასტურებული გენოციდი მსოფლიოში? 9 00:00:25,046 --> 00:00:27,072 ვის შეიძლება ეგონოს, რომ ის არ მომხდარა? 10 00:00:28,106 --> 00:00:29,453 დაფიქრდით. 11 00:00:30,257 --> 00:00:32,538 უარმყოფელები რომ მართლები იყვნენ, 12 00:00:32,562 --> 00:00:34,458 ვინ უნდა ცდებოდეს? 13 00:00:35,011 --> 00:00:37,777 პირველ რიგში, მისი მსხვერპლნი, 14 00:00:37,801 --> 00:00:42,518 გადარჩენილები, რომელთაც გვიამბეს მათი სულისშემძვრელი ისტორიები. 15 00:00:43,721 --> 00:00:46,035 კიდევ ვინ უნდა ცდებოდეს? 16 00:00:46,059 --> 00:00:48,012 მისი შემსწრეები. 17 00:00:48,036 --> 00:00:52,014 ის ადამიანები, რომლებიც აურაცხელი რაოდენობის სოფლებსა და ქალაქებში 18 00:00:52,038 --> 00:00:54,010 აღმოსავლეთ ფრონტზე ცხოვრობდნენ. 19 00:00:54,034 --> 00:00:56,476 რომელნიც შეესწრნენ, როგორ შეკრიბეს მათი მეზობლები, 20 00:00:56,500 --> 00:00:59,713 კაცები, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები თუ მოხუცები 21 00:00:59,737 --> 00:01:02,457 და წაიყვანეს ისინი ქალაქის გარეუბნებში, 22 00:01:02,481 --> 00:01:05,473 რათა დაეხვრიტათ და თხრილებში ჩაეყარათ. 23 00:01:05,985 --> 00:01:07,315 ასევე პოლონელები, 24 00:01:07,339 --> 00:01:12,020 რომლებიც სიკვდილის ბანაკების ირგვლივ ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობდნენ, 25 00:01:12,044 --> 00:01:14,420 და ყოველ დღე ხედავდნენ, 26 00:01:14,444 --> 00:01:17,186 თუ როგორ მიდიოდნენ ხალხით სავსე მატარებლები, 27 00:01:17,210 --> 00:01:19,523 ხოლო უკან კი, ცარიელები ბრუნდებოდნენ 28 00:01:19,787 --> 00:01:23,420 მაგრამ უმთავრესად, ვინ აღმოჩნდებოდა მცდარი? 29 00:01:24,005 --> 00:01:25,469 დამნაშავეები. 30 00:01:26,112 --> 00:01:29,018 ადამიანები რომლებიც ამბობენ: "ჩვენ ჩავიდინეთ ეს." 31 00:01:29,479 --> 00:01:31,003 "მე ჩავიდინე ეს." 32 00:01:31,027 --> 00:01:33,176 შეიძლება, ისინი ამას რაღაც დათქმით აკეთებენ. 33 00:01:33,200 --> 00:01:37,624 ისინი ამბობენ: "მე არ მქონდა არჩევანი; მე დამაძალეს ამის გაკეთება." 34 00:01:38,104 --> 00:01:40,773 თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ: "მე ჩავიდინე ეს." 35 00:01:41,938 --> 00:01:43,489 დაფიქრდით ამაზე. 36 00:01:43,513 --> 00:01:49,452 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არცერთ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე 37 00:01:49,476 --> 00:01:56,112 არცერთ ეროვნების დამნაშავეს არ უთქვამს: "ეს არ მომხდარა." 38 00:01:57,078 --> 00:02:01,660 მათ შეიძლება თქვეს: "მე დამაძალეს", მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ არ მომხდარა. 39 00:02:01,684 --> 00:02:03,158 მას შემდეგ რაც დავფიქრდი ამაზე, 40 00:02:03,182 --> 00:02:07,133 გადავწყვიტე, რომ უარყოფა არ იქნებოდა ჩემ დღის წესრიგში; 41 00:02:07,157 --> 00:02:10,865 მე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მენერვიულა, დამეწერა, მეკვლია 42 00:02:10,889 --> 00:02:12,203 და მეც გადავერთე. 43 00:02:12,911 --> 00:02:15,730 ათ წელზე ოდნავ მეტი გავიდა 44 00:02:15,754 --> 00:02:17,566 და ორმა უფროსმა ისტორიკოს მეცნიერმა, 45 00:02:17,590 --> 00:02:20,748 ჰოლოკოსტის ისტორიის ორმა ყველაზე გამოჩენლმა ისტორიკოსმა, 46 00:02:20,772 --> 00:02:22,029 მომმართა და მითხრა, 47 00:02:22,053 --> 00:02:23,842 "დებორა, მოდი ყავა დავლიოთ. 48 00:02:23,866 --> 00:02:27,463 ჩვენ ერთი კვლევის იდეა გვაქვს, რაც ვფიქრობთ, რომ ზედგამოჭრილია შენთვის. 49 00:02:27,487 --> 00:02:31,320 ინტრიგითა და პატივით მოცულმა, რომ მათ მე მომაკითხეს იდეით 50 00:02:31,344 --> 00:02:32,921 და ამის ღირსად მიმიჩნიეს, 51 00:02:32,945 --> 00:02:35,041 მე შევეკითხე: "რა არის?" 52 00:02:35,665 --> 00:02:38,654 და მათ მითხრეს: "ჰოლოკოსტის უარყოფა." 53 00:02:39,353 --> 00:02:41,848 და მე მეორედ გამეცინა. 54 00:02:42,336 --> 00:02:44,260 ჰოლოკოსტის უარყოფა? 55 00:02:44,284 --> 00:02:46,270 ის ხალხია, დედამიწა რომ ბრტყელი ჰგონიათ? 56 00:02:46,294 --> 00:02:48,431 "ელვისი–ცოცხალია" ხალხი? 57 00:02:48,455 --> 00:02:50,643 ეგენი უნდა შევისწავლო? 58 00:02:51,326 --> 00:02:52,643 და ამ ორმა კაცმა მითხრა: 59 00:02:52,667 --> 00:02:54,600 "კი, ჩვენ გვაინტერესებს, 60 00:02:55,012 --> 00:02:56,584 რისი მიღწევა სურთ მათ? 61 00:02:56,608 --> 00:02:58,358 რა არის მათი მიზანი? 62 00:02:58,382 --> 00:03:02,036 როგორ აჯერებენ ხალხს იმას, რასაც ისინი ამტკიცებენ?" 63 00:03:02,756 --> 00:03:06,284 რაკი მათ ეს საყურადღებოდ ჩათვალეს , 64 00:03:06,308 --> 00:03:09,682 მეც წუთიერად გადავერთვებოდი... 65 00:03:09,706 --> 00:03:12,644 შეიძლება ერთი წლით ან ორი, სამი, თუნდაც ოთხი წლით. 66 00:03:12,668 --> 00:03:14,913 აკადემიურ ენაზე სწორედ ესაა წუთიერი. 67 00:03:14,937 --> 00:03:16,079 (სიცილი) 68 00:03:16,103 --> 00:03:18,490 ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ. 69 00:03:18,514 --> 00:03:20,086 (სიცილი) 70 00:03:20,110 --> 00:03:21,912 მაშ, ვიფიქრე, რომ მათ დავაკვირდებოდი 71 00:03:21,936 --> 00:03:23,091 და ასეც მოვიქეცი. 72 00:03:23,115 --> 00:03:25,954 ჩავატარე ჩემი კვლევა და რამდენიმე დასკვნამდე მივედი. 73 00:03:25,978 --> 00:03:28,571 მსურს მათგან ორი დღეს თქვენ გაგიზიაროთ. 74 00:03:28,595 --> 00:03:29,928 პირველი: 75 00:03:29,952 --> 00:03:34,909 უარმყოფელები არიან მგლები ცხვრის ტყავში. 76 00:03:35,712 --> 00:03:38,677 ისინი არიან იგივე ნაცისტები, ნეო–ნაცისტები. 77 00:03:38,701 --> 00:03:41,928 შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან არ გამოიყენოთ "ნეო" წინსართი, 78 00:03:42,786 --> 00:03:45,119 მაგრამ როდესაც მე მათ შევხედე, 79 00:03:45,143 --> 00:03:49,869 მე არ დამინახავს SS-ის მსგავსი უნიფორმა, 80 00:03:49,893 --> 00:03:53,044 სვასტიკას სიმბოლოები კედლებზე, 81 00:03:53,068 --> 00:03:55,125 ნაცისტური მისალმებები, 82 00:03:55,149 --> 00:03:56,693 არაფერი მსგავსი. 83 00:03:56,717 --> 00:03:59,587 ამის ნაცვლად რაც მე აღმოვაჩინე, 84 00:03:59,611 --> 00:04:04,226 იყო ხალხი, რომელსაც თავი საპატიო აკადემიკოსებად მოჰქონდა. 85 00:04:04,916 --> 00:04:06,137 რა ჰქონდათ მათ? 86 00:04:06,161 --> 00:04:07,859 მათ ჰქონდათ ინსტიტუტი. 87 00:04:07,883 --> 00:04:11,727 "ისტორიული მიმოხილვის ინსტიტუტი." 88 00:04:12,392 --> 00:04:14,946 მათ ასევე ჰქონდათ ჟურნალი 89 00:04:14,970 --> 00:04:17,924 "ისტორიული მომხილვის ჟურნალი." 90 00:04:18,398 --> 00:04:21,104 რომელიც სავსე იყო ფურცლებით. 91 00:04:21,128 --> 00:04:23,172 შენიშვნებით სავსე ფურცლებით. 92 00:04:23,923 --> 00:04:25,863 და მათ ჰქონდათ ახალი სახელი. 93 00:04:26,500 --> 00:04:28,668 არც ნეო–ნაცისტები, 94 00:04:28,692 --> 00:04:31,182 არც ანტისემიტები, 95 00:04:31,206 --> 00:04:32,464 არამედ რევიზიონისტები. 96 00:04:32,991 --> 00:04:35,206 ისინი ამბობდნენ: "რევიზიონისტები ვართ. 97 00:04:35,230 --> 00:04:37,913 ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს: 98 00:04:37,937 --> 00:04:41,497 ისტორიაში არსებული შეცდომების რევიზია." 99 00:04:42,369 --> 00:04:47,779 მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ღრმად ჩაგეხედათ 100 00:04:47,803 --> 00:04:49,710 და რას იპოვიდით იქ? 101 00:04:49,734 --> 00:04:52,224 იგივე ჰიტლერის განდიდებას, 102 00:04:52,248 --> 00:04:54,123 მესამე რაიხის ქებას, 103 00:04:54,147 --> 00:04:57,089 ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ცრურწმენას. 104 00:04:57,904 --> 00:05:00,350 სწორედ ამან დამაინტრიგა. 105 00:05:00,374 --> 00:05:07,371 ანტისემიტიზმი, რასიზმი და ცრურწმენა წარმოდგენილი რაციონალურ მსჯელობაში. 106 00:05:08,730 --> 00:05:10,317 კიდევ ერთი რამ რაც ვიპოვე, 107 00:05:10,341 --> 00:05:14,086 ბევრი ჩვენგანისთვის უსწავლებიათ, რომ არსებობს ფაქტები და არსებობს მოსაზრებები. 108 00:05:14,110 --> 00:05:15,746 უარმყოფელების შესწავლის შემდეგ, 109 00:05:15,746 --> 00:05:17,096 მე სხვანაირად ვფიქრობ. 110 00:05:17,438 --> 00:05:19,086 არსებობს ფაქტები, 111 00:05:19,110 --> 00:05:20,824 არსებობს მოსაზრებები, 112 00:05:20,848 --> 00:05:22,460 და არსებობს ტყუილები. 113 00:05:23,149 --> 00:05:27,575 ის რაც უარმყოფელებს სურთ, არის მათი ტყუილების, 114 00:05:28,565 --> 00:05:30,197 როგორც მოსაზრების შენიღბვა. 115 00:05:30,221 --> 00:05:32,211 შეიძლება უკიდურესი მოსაზრების, 116 00:05:32,235 --> 00:05:34,944 ერთგვარი ჩარჩოს მიღმა მოსაზრების, 117 00:05:34,968 --> 00:05:36,772 მაგრამ თუ მას მოსაზრებას დავარქმევთ, 118 00:05:36,772 --> 00:05:38,508 ის უნდა იყოს დიალოგის ნაწილი. 119 00:05:38,532 --> 00:05:41,925 შემდეგ კი ისინი ხელყოფენ ფაქტებს. 120 00:05:43,305 --> 00:05:44,868 მე გამოვაქვეყნე ჩემი ნაშრომი, 121 00:05:44,892 --> 00:05:46,066 გამოქვეყნდა წიგნი: 122 00:05:46,090 --> 00:05:49,492 "ჰოლოკოსტის უარყოფა: მზარდი დარტყმა ჭეშმარიტებასა და ხსოვნაზე." 123 00:05:49,516 --> 00:05:51,472 იგი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა, 124 00:05:51,496 --> 00:05:54,826 მათ შორის გამომცემლობა Penguin-მა აქ, გაერთიანებულ სამეფოში გამოსცა 125 00:05:54,826 --> 00:05:58,460 და მეც ამით დავასრულე ამ ხალხთან და მზად ვიყავი სხვა საქმეზე გადავსულიყავი, 126 00:05:58,460 --> 00:06:01,871 როცა Penguin-გან წერილი მივიღე 127 00:06:02,434 --> 00:06:05,202 და მესამედ გამეცინა... 128 00:06:07,088 --> 00:06:08,328 შევცდი. 129 00:06:08,972 --> 00:06:10,702 გავხსენი წერილი, 130 00:06:10,726 --> 00:06:16,614 რომელიც მაცნობებდა, რომ დეივიდ ირვინგი ჩემ წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში 131 00:06:16,638 --> 00:06:18,235 ცილისწამების სარჩელს აღძრავდა, 132 00:06:18,259 --> 00:06:21,295 რადგან მას ჰოლოკოსტის უარმყოფელი ვუწოდე. 133 00:06:21,953 --> 00:06:23,887 დეივიდ ირვინგი მიჩივის მე? 134 00:06:23,911 --> 00:06:25,115 ვინ არის დეივიდ ირვინგი? 135 00:06:25,139 --> 00:06:27,746 დეივიდ ირვინგი იყო ავტორი ისტორიული ნაშრომებისა, 136 00:06:27,770 --> 00:06:29,793 რომელთა უმეტესობაც მეორე მსოფლიო ომზე იყო 137 00:06:29,817 --> 00:06:33,036 და რომელთა უმეტესობაში ფაქტობრივად დაფიქსირებული იყო პოზიცია, 138 00:06:33,060 --> 00:06:36,638 რომ ნაცისტები არც ისე ცუდები იყვნენ 139 00:06:36,662 --> 00:06:39,746 და მოკავშირეები არც ისე კარგები. 140 00:06:39,770 --> 00:06:41,875 და ებრაელებს რაც მოუვიდათ, 141 00:06:41,899 --> 00:06:43,209 მათ ერთგვარად დაიმსახურეს. 142 00:06:44,206 --> 00:06:45,697 მან იცოდა დოკუმენტები, 143 00:06:45,721 --> 00:06:47,164 მან იცოდა ფაქტები, 144 00:06:47,188 --> 00:06:50,360 მაგრამ მან როგორღაც დაამახინჯა ისინი და ამ შეხედულებამდე მივიდა. 145 00:06:51,016 --> 00:06:53,528 ის ყოველთვის არ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 146 00:06:53,552 --> 00:06:55,293 მაგრამ 80–იანი წლების ბოლოს, 147 00:06:55,317 --> 00:06:57,744 მან მხურვალდედ გაიზიარა ეს აზრი. 148 00:06:59,517 --> 00:07:03,422 მიზეზი, თუ რატომ გამეცინა, იყო ისიც, რომ ეს კაცი 149 00:07:03,446 --> 00:07:05,380 არამხოლოდ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 150 00:07:05,404 --> 00:07:07,099 არამედ ამით ამაყობდა კიდეც. 151 00:07:07,123 --> 00:07:08,747 ეს იყო კაცი, და მე ვციტირებ, 152 00:07:08,771 --> 00:07:12,465 რომელმაც თქვა: "მე ჩავძირავ აუშვიცის საბრძოლო ხომალდს." 153 00:07:13,345 --> 00:07:14,517 ეს იყო კაცი, 154 00:07:14,541 --> 00:07:18,561 რომელმაც შეხედა ერთ–ერთი გადარჩენილის ტატუს მის მხარზე და თქვა: 155 00:07:19,716 --> 00:07:21,308 "რამდენი ფული გააკეთე, 156 00:07:21,332 --> 00:07:24,732 მაგ შენ მხარზე ამოსვირინგებული რიცხვით?" 157 00:07:25,549 --> 00:07:27,457 ეს იყო ადამიანი, რომელმაც თქვა: 158 00:07:27,481 --> 00:07:30,437 "უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა სენატორ კენედის მანქანაში, 159 00:07:30,461 --> 00:07:31,773 ჩაპაქუიდიკში, 160 00:07:31,797 --> 00:07:35,111 ვიდრე გაზის კანტორებში, აუშვიცში." 161 00:07:35,135 --> 00:07:37,972 ეს პარალელია ამერიკულ ინციდენტთან, შეგიძლიათ მოიძიოთ. 162 00:07:39,406 --> 00:07:42,420 ამ კაცს საერთოდ არ რცხვენოდა იმის, 163 00:07:42,444 --> 00:07:44,513 რომ ჰოლოკოსტს უარყოფდა. 164 00:07:45,136 --> 00:07:48,916 ბევრა ჩემმა აკადემიკოსმა კოლეგამ მირჩია: 165 00:07:48,940 --> 00:07:50,846 "ეჰ, დებორა, ყურადღება არ მიაქციო." 166 00:07:50,870 --> 00:07:54,458 როდესაც მე ავუხსენი, რომ ასე უბრალოდ ვერ გავატარებდი ცილისწამების სარჩელს, 167 00:07:54,482 --> 00:07:57,264 მათ მითხრეს: "კი, მაგრამ ვინ დაუჯერებს მას?" 168 00:07:57,783 --> 00:07:59,863 მაგრამ პრობლემა ის იყო, 169 00:07:59,887 --> 00:08:05,195 რომ ბრიტანული კანონით, მტკიცების ტვირთი ჩემზე იყო. 170 00:08:05,219 --> 00:08:07,901 ჩემი ნათქვამის სისწორე უნდა დამემტკიცებინა, 171 00:08:07,925 --> 00:08:10,688 განსხვავებით იმისგან, რაც აშშ-ში 172 00:08:10,712 --> 00:08:12,216 და ბევრი სხვა ქვეყნანაშია, 173 00:08:12,240 --> 00:08:15,246 სადაც მას მოუწევდა სიცრუის დამტკიცება. 174 00:08:15,921 --> 00:08:17,382 რას ნიშნავდა ეს? 175 00:08:17,406 --> 00:08:20,782 ეს ნიშნავდა, რომ თუ მე არ ვიბრძოლებდი, 176 00:08:20,806 --> 00:08:23,232 ის ავტომატურად გაიმარჯვებდა. 177 00:08:23,791 --> 00:08:25,546 ხოლო თუ ის გაიმარჯვებდა, 178 00:08:25,570 --> 00:08:28,211 შემდეგ შეეძლებოდა ლეგიტიმურად ეთქვა: 179 00:08:28,235 --> 00:08:33,571 "დევიდი ირვინგისეული ჰოლოკოსტის ვერსია ლეგიტიმური ვერსიაა. 180 00:08:33,595 --> 00:08:35,779 დებორა ლიპსტადტმა მე ცილი დამწამა, 181 00:08:35,803 --> 00:08:37,750 როდესაც ჰოლოკოსტის უარმყოფელი მიწოდა. 182 00:08:37,774 --> 00:08:42,202 შესაბამისად, მე, დეივიდ ირვინგი, არ ვარ ჰოლოკოსტის უარმყოფელი." 183 00:08:42,226 --> 00:08:43,938 და რა არის მისი ვერსია? 184 00:08:44,431 --> 00:08:47,427 არ არსებობდა ებრაელთა დახოცვის გეგმა, 185 00:08:47,451 --> 00:08:49,503 არ არსებობდა გაზის კამერები, 186 00:08:49,527 --> 00:08:51,383 არ არსებობდა მასიური დახვრეტები, 187 00:08:51,407 --> 00:08:54,578 ჰიტლერის ბრალი არაფერი ყოფილა ამ ტანჯვაში, 188 00:08:54,602 --> 00:08:58,407 და რომ ებრაელებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს, 189 00:08:58,431 --> 00:09:00,829 რათა გერმანიისგან ფული მიეღოთ. 190 00:09:00,853 --> 00:09:02,560 და რათა სახელმწიფო მიეღოთ 191 00:09:02,584 --> 00:09:05,961 და მათ ეს მოახერხეს მოკავშირეების დახმარებით. 192 00:09:05,985 --> 00:09:09,450 მათ ჩანერგეს დოკუმენტები და მტკიცებულებები. 193 00:09:10,460 --> 00:09:12,840 მე ამას ვერ დავუშვებდი, 194 00:09:12,864 --> 00:09:15,714 რადგან თვალბში ვერ ჩავხედავდი ჰოლოკოსტ გამოვლილებს, 195 00:09:15,823 --> 00:09:17,798 ან მათ შვილებს. 196 00:09:17,822 --> 00:09:19,974 მე ამას ვერ დავუშვებდი, 197 00:09:19,998 --> 00:09:24,249 რადგან თავს უპასუხისმგებლო ისტორიკოსად ჩავთვლიდი. 198 00:09:25,187 --> 00:09:26,932 ასე რომ ჩვენ ვიბრძოლეთ. 199 00:09:26,956 --> 00:09:29,238 და მათთვის ვისაც არ უნახავს ფილმი "უარყოფა", 200 00:09:29,262 --> 00:09:30,421 წინასწარ გაგიმჟღავნებთ: 201 00:09:30,445 --> 00:09:31,663 ჩვენ მოვიგეთ. 202 00:09:31,687 --> 00:09:32,982 (სიცილი) 203 00:09:33,006 --> 00:09:35,573 (აპლოდისმენტები) 204 00:09:39,988 --> 00:09:44,229 მოსამართლემ დეივიდ ირვინგი მიიჩნია 205 00:09:44,253 --> 00:09:47,584 მატყუარად, 206 00:09:47,608 --> 00:09:48,771 რასისტად 207 00:09:48,795 --> 00:09:50,049 და ანტისემიტად. 208 00:09:50,073 --> 00:09:52,433 ისტორიისადმი მისი მიდგომა იყო ტენდენციური, 209 00:09:52,457 --> 00:09:54,383 მან მოიტყუა და დაამახინჯა ფაქტები 210 00:09:54,407 --> 00:09:57,050 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 211 00:09:57,074 --> 00:09:59,187 მან ეს განზრახ ჩაიდინა. 212 00:09:59,211 --> 00:10:03,350 მან მსგავსი სახის ქმედება გამოავლინა 25 სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში. 213 00:10:03,374 --> 00:10:06,484 არა პატარა რამეში... ამ აუდიტორიაში ბევრი ჩვენგანი წერს წიგნებს, 214 00:10:07,717 --> 00:10:11,183 ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს და ამიტომ გვიხარია წიგნის მეორე გამოცემა: 215 00:10:11,207 --> 00:10:12,803 რათა შევასწოროთ შეცდომები. 216 00:10:12,803 --> 00:10:13,967 (სიცილი) 217 00:10:14,634 --> 00:10:17,770 თუმცა მისი წიგნები ყოველთვის ერთი მიმართულებით ვითარდებოდა: 218 00:10:18,618 --> 00:10:20,829 ებრაელების დადანაშაულება, 219 00:10:20,853 --> 00:10:23,028 ნაცისტების გამართლება. 220 00:10:23,700 --> 00:10:25,284 მაშ, როგორ გავიმარჯვეთ ჩვენ? 221 00:10:26,196 --> 00:10:31,576 ჩვენ მივყვეთ მის სქოლიოში მოხმობილ წყაროებს. 222 00:10:32,190 --> 00:10:33,973 და რა აღმოვაჩინეთ ჩვენ? 223 00:10:33,997 --> 00:10:35,476 არა უმეტეს შემთხვევაში, 224 00:10:35,500 --> 00:10:37,468 და არა უპირატეს შემთხვევებში 225 00:10:37,492 --> 00:10:41,803 არამედ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჰოლოკოსტს მოიხსენიებდა, 226 00:10:41,827 --> 00:10:46,069 მისი მტკიცებულებები იყო დამახინჯებული, 227 00:10:46,093 --> 00:10:47,513 ნახევრად–მართალი, 228 00:10:47,537 --> 00:10:48,871 თარიღები შეცვილილი, 229 00:10:48,895 --> 00:10:51,082 თანმიმდევრობა შეცვლილი. 230 00:10:51,106 --> 00:10:53,580 შეხვედრებზე ისეთი ადამიანის ჩასმა, ვინც იქ არ იყო. 231 00:10:53,580 --> 00:10:56,015 სხვა სიტყვებით, მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება. 232 00:10:56,039 --> 00:10:58,148 მის მტკიცებებს საფუძველი არ ჰქონდათ. 233 00:10:58,172 --> 00:11:00,831 ჩვენ არ დაგვიმტკიცებია, თუ რა მოხდა, 234 00:11:01,628 --> 00:11:04,127 არამედ დავამტკიცეთ, რომ ის რაც მან 235 00:11:04,151 --> 00:11:07,011 და სხვა უარმყოფელებმა თქვეს, რომელსაც ის ციტირებდა, 236 00:11:07,035 --> 00:11:09,506 ან რომლებიც მისგან იღებდნენ არგუმენტებს, 237 00:11:09,530 --> 00:11:10,776 არ იყო ჭეშმარიტება. 238 00:11:10,800 --> 00:11:11,989 მათ მტკიცებებს, 239 00:11:12,013 --> 00:11:14,635 არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა. 240 00:11:16,609 --> 00:11:21,353 მაშ, რატომ არის ჩემი ისტორია უბრალოდ 241 00:11:21,377 --> 00:11:25,184 უჩვეულო, გრძელ, ექვსწლიან, რთულ სასამართლო სარჩელის ამბავზე მეტი, 242 00:11:25,208 --> 00:11:30,197 რომელშიც ამერიკელი პროფესორი სასამართლოში შემათრია 243 00:11:30,221 --> 00:11:33,265 იმ კაცმა, რომელიც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში 244 00:11:33,289 --> 00:11:35,539 ნეო–ნაცისტ პოლემისტად გამოაცხადა? 245 00:11:35,563 --> 00:11:37,346 რა არის ჩემი ისტორიის სათქმელი? 246 00:11:37,800 --> 00:11:40,773 მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების კონტექსტში, 247 00:11:40,797 --> 00:11:43,259 იგი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. 248 00:11:43,283 --> 00:11:45,068 რადგან დღესდღეისობით, 249 00:11:45,092 --> 00:11:46,758 როგორც ჩვენთვის ცნობილია, 250 00:11:46,782 --> 00:11:50,898 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 251 00:11:51,702 --> 00:11:54,954 სოციალური მედიამ, იმ კარგთან ერთად რაც მან მოგვიტანა, 252 00:11:54,978 --> 00:12:00,559 ასევე დადგენილ ფაქტებსა 253 00:12:00,583 --> 00:12:02,340 და ტყუილებს შორის 254 00:12:02,364 --> 00:12:03,762 განსხვავება გათელა. 255 00:12:04,990 --> 00:12:06,500 მესამე მნიშვნელოვანი საკითხი: 256 00:12:06,524 --> 00:12:07,995 ექსტრემიზმი. 257 00:12:08,987 --> 00:12:12,564 თქვენ შეიძლება არ ხედავდეთ კუ–კლუკს–კლანის მანტიებს, 258 00:12:12,588 --> 00:12:14,659 შეიძლება არ ხედავდეთ ცეცლწაკიდებულ ჯვრებს, 259 00:12:14,683 --> 00:12:19,002 შეიძლება არ გესმოდეთ თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე ენა. 260 00:12:19,026 --> 00:12:23,932 ისინი შეიძლება იყვნენ: "ალტერნატიულ მემარჯვენე", "ეროვნული ფრონტის" სახელით, 261 00:12:23,956 --> 00:12:29,791 მაგრამ მათ მიღმა იგივე ექსტრემიზმია, რაც მე ვიპოვე ჰოლოკოსტის უარყოფაში. 262 00:12:29,815 --> 00:12:33,209 თავს გვაჩვენებს, როგორც რაციონალური დისკურსი. 263 00:12:35,134 --> 00:12:40,351 ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჭეშმარიტება მუდმივ თავდაცვით პოზიციაშია. 264 00:12:40,375 --> 00:12:43,499 მე მახსენდება ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნებული კარიკატურა 265 00:12:43,499 --> 00:12:45,403 სადაც ვიქტორინის წამყვანი 266 00:12:45,427 --> 00:12:48,649 ერთ–ერთ მონაწილეს ეუბნება: 267 00:12:48,673 --> 00:12:50,982 "დიახ, ქალბატონო, თქვენ გქონდათ სწორი პასუხი, 268 00:12:51,006 --> 00:12:53,499 მაგრამ თქვენმა მეტოქემ უფრო ხმამაღლა დაიძახა, 269 00:12:53,523 --> 00:12:55,048 ამიტომ ქულას ის მიიღებს." 270 00:12:56,228 --> 00:12:57,735 რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? 271 00:12:58,557 --> 00:12:59,934 პირველ რიგში, 272 00:12:59,958 --> 00:13:05,389 ჩვენ არ უნდა ჩაგვითრიოს რაციონალურმა შესახედაობამ. 273 00:13:05,413 --> 00:13:07,182 ჩვენ მის მიღმა უნდა ჩავიხედოთ 274 00:13:07,206 --> 00:13:10,007 და იქ ექსტრემიზმს ვიპოვით. 275 00:13:10,991 --> 00:13:12,977 მეორე რიგში, 276 00:13:13,001 --> 00:13:19,082 ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჭეშმარიტება ფარდობითი არ არის. 277 00:13:21,137 --> 00:13:22,601 მესამე რიგში, 278 00:13:22,625 --> 00:13:26,314 ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე 279 00:13:26,338 --> 00:13:28,111 და არა თავდაცვაზე. 280 00:13:28,676 --> 00:13:31,283 როდესაც ვინმე აღმაშფოთებელ რამეს ამტკიცებს, 281 00:13:31,307 --> 00:13:34,811 თუნდაც უმაღლესი თანამდებობა ეკავოს ქვეყანაში, 282 00:13:34,835 --> 00:13:36,846 თუ არა მსოფლიოში, 283 00:13:36,870 --> 00:13:38,380 ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ: 284 00:13:38,404 --> 00:13:40,370 "სად არის საბუთი? 285 00:13:40,394 --> 00:13:42,531 სად არის მტკიცებულება?" 286 00:13:42,555 --> 00:13:45,482 ჩვენ მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათი ქმედებისთვის. 287 00:13:45,506 --> 00:13:50,112 მათი ტყუილები ფაქტებს არ უნდა გავუთანაბროთ 288 00:13:51,395 --> 00:13:54,935 და როგორც უკვე აღვნიშნე, სიმართლე ფარდობითი არაა. 289 00:13:54,959 --> 00:13:57,815 ბვერი ჩვენგანი აკადემიურ 290 00:13:57,839 --> 00:14:00,260 და ლიბერალური აზრის, განათლებულ გარემოში გაიზარდა, 291 00:14:00,260 --> 00:14:03,015 სადაც გვასწავლიან, რომ ყველაფერი ღიაა განხილვისთვის. 292 00:14:03,164 --> 00:14:05,178 მაგრამ ეს ასე არ არის, 293 00:14:05,202 --> 00:14:08,644 არის რაღაცები, რაც ყოველთვის მართალია. 294 00:14:09,192 --> 00:14:12,212 რაც წარმოადგენს უდავო ფაქტს, 295 00:14:12,236 --> 00:14:13,926 ობიექტურ ჭეშმარიტებას. 296 00:14:14,519 --> 00:14:19,336 გალილეომ ეს საუკუნეების წინ გვასწავლა. 297 00:14:19,360 --> 00:14:24,027 მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი აიძულებდა უარი ეთქვა, 298 00:14:24,051 --> 00:14:26,624 რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, 299 00:14:26,648 --> 00:14:27,802 იგი გამოვიდა 300 00:14:27,826 --> 00:14:30,136 და რა თქვა მან? 301 00:14:30,160 --> 00:14:33,982 "და ის მაინც მოძრაობს." 302 00:14:35,342 --> 00:14:38,182 დედამიწა ბრტყელი არ არის. 303 00:14:38,206 --> 00:14:40,496 კლიმატი იცვლება. 304 00:14:41,387 --> 00:14:43,655 ელვისი ცოცხალი აღარაა. 305 00:14:43,679 --> 00:14:45,214 (სიცილი) 306 00:14:45,238 --> 00:14:47,554 (აპლოდისმენტები) 307 00:14:47,578 --> 00:14:49,879 და რაც მთავარია, 308 00:14:49,903 --> 00:14:54,552 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 309 00:14:55,289 --> 00:14:56,899 ჩვენ წინაშე უდიდესი 310 00:14:56,923 --> 00:14:58,126 სამუშაო, 311 00:14:58,150 --> 00:14:59,744 დავალება 312 00:14:59,768 --> 00:15:01,002 და გამოწვევაა. 313 00:15:01,747 --> 00:15:04,384 ბრძოლისთვის დრო ცოტაა. 314 00:15:05,241 --> 00:15:08,084 ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. 315 00:15:08,929 --> 00:15:12,174 მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება. 316 00:15:12,198 --> 00:15:13,460 დიდი მადლობა. 317 00:15:13,484 --> 00:15:17,530 (აპლოდისმენტები)