WEBVTT 00:00:01.082 --> 00:00:05.165 დღეს მე თქვენთან მოვედი, რომ გესაუბროთ მატყუარების, 00:00:05.189 --> 00:00:06.612 სასამართლო სარჩელებისა 00:00:06.636 --> 00:00:07.976 და სიცილის შესახებ. 00:00:08.910 --> 00:00:12.020 პირველად როდესაც ჰოლოკოსტის უარყოფის შესახებ შევიტყვე, 00:00:12.044 --> 00:00:13.346 გამეცინა. 00:00:13.970 --> 00:00:15.722 ჰოლოკოსტის უარყოფა? 00:00:16.187 --> 00:00:19.617 ჰოლოკოსტის, რომელიც გამოირჩევა, 00:00:19.641 --> 00:00:24.136 როგორც დოკუმენტურად ყველაზე კარგად დადასტურებული გენოციდი მსოფლიოში? 00:00:25.046 --> 00:00:27.072 ვის შეიძლება ეგონოს, რომ ის არ მომხდარა? NOTE Paragraph 00:00:28.106 --> 00:00:29.453 დაფიქრდით. 00:00:30.257 --> 00:00:32.538 უარმყოფელები რომ მართლები იყვნენ, 00:00:32.562 --> 00:00:34.458 ვინ უნდა ცდებოდეს? 00:00:35.011 --> 00:00:37.777 პირველ რიგში, მისი მსხვერპლნი, 00:00:37.801 --> 00:00:42.518 გადარჩენილები, რომელთაც გვიამბეს მათი სულისშემძვრელი ისტორიები. 00:00:43.721 --> 00:00:46.035 კიდევ ვინ უნდა ცდებოდეს? 00:00:46.059 --> 00:00:48.012 მისი შემსწრეები. 00:00:48.036 --> 00:00:52.014 ის ადამიანები, რომლებიც აურაცხელი რაოდენობის სოფლებსა და ქალაქებში 00:00:52.038 --> 00:00:54.010 აღმოსავლეთ ფრონტზე ცხოვრობდნენ. 00:00:54.034 --> 00:00:56.476 რომელნიც შეესწრნენ, როგორ შეკრიბეს მათი მეზობლები, 00:00:56.500 --> 00:00:59.713 კაცები, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდები თუ მოხუცები 00:00:59.737 --> 00:01:02.457 და წაიყვანეს ისინი ქალაქის გარეუბნებში, 00:01:02.481 --> 00:01:05.473 რათა დაეხვრიტათ და თხრილებში ჩაეყარათ. 00:01:05.985 --> 00:01:07.315 ასევე პოლონელები, 00:01:07.339 --> 00:01:12.020 რომლებიც სიკვდილის ბანაკების ირგვლივ ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობდნენ, 00:01:12.044 --> 00:01:14.420 და ყოველ დღე ხედავდნენ, 00:01:14.444 --> 00:01:17.186 თუ როგორ მიდიოდნენ ხალხით სავსე მატარებლები, 00:01:17.210 --> 00:01:19.523 ხოლო უკან კი, ცარიელები ბრუნდებოდნენ NOTE Paragraph 00:01:19.787 --> 00:01:23.420 მაგრამ უმთავრესად, ვინ აღმოჩნდებოდა მცდარი? 00:01:24.005 --> 00:01:25.469 დამნაშავეები. 00:01:26.112 --> 00:01:29.018 ადამიანები რომლებიც ამბობენ: "ჩვენ ჩავიდინეთ ეს." 00:01:29.479 --> 00:01:31.003 "მე ჩავიდინე ეს." 00:01:31.027 --> 00:01:33.176 შეიძლება, ისინი ამას რაღაც დათქმით აკეთებენ. 00:01:33.200 --> 00:01:37.624 ისინი ამბობენ: "მე არ მქონდა არჩევანი; მე დამაძალეს ამის გაკეთება." 00:01:38.104 --> 00:01:40.773 თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ: "მე ჩავიდინე ეს." 00:01:41.938 --> 00:01:43.489 დაფიქრდით ამაზე. 00:01:43.513 --> 00:01:49.452 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არცერთ სამხედრო დამნაშავეთა სასამართლოზე 00:01:49.476 --> 00:01:56.112 არცერთ ეროვნების დამნაშავეს არ უთქვამს: "ეს არ მომხდარა." 00:01:57.078 --> 00:02:01.660 მათ შეიძლება თქვეს: "მე დამაძალეს", მაგრამ არასოდეს უთქვამთ, რომ არ მომხდარა. 00:02:01.684 --> 00:02:03.158 მას შემდეგ რაც დავფიქრდი ამაზე, 00:02:03.182 --> 00:02:07.133 გადავწყვიტე, რომ უარყოფა არ იქნებოდა ჩემ დღის წესრიგში; 00:02:07.157 --> 00:02:10.865 მე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მენერვიულა, დამეწერა, მეკვლია 00:02:10.889 --> 00:02:12.203 და მეც გადავერთე. NOTE Paragraph 00:02:12.911 --> 00:02:15.730 ათ წელზე ოდნავ მეტი გავიდა 00:02:15.754 --> 00:02:17.566 და ორმა უფროსმა ისტორიკოს მეცნიერმა, 00:02:17.590 --> 00:02:20.748 ჰოლოკოსტის ისტორიის ორმა ყველაზე გამოჩენლმა ისტორიკოსმა, 00:02:20.772 --> 00:02:22.029 მომმართა და მითხრა, 00:02:22.053 --> 00:02:23.842 "დებორა, მოდი ყავა დავლიოთ. 00:02:23.866 --> 00:02:27.463 ჩვენ ერთი კვლევის იდეა გვაქვს, რაც ვფიქრობთ, რომ ზედგამოჭრილია შენთვის. 00:02:27.487 --> 00:02:31.320 ინტრიგითა და პატივით მოცულმა, რომ მათ მე მომაკითხეს იდეით 00:02:31.344 --> 00:02:32.921 და ამის ღირსად მიმიჩნიეს, 00:02:32.945 --> 00:02:35.041 მე შევეკითხე: "რა არის?" 00:02:35.665 --> 00:02:38.654 და მათ მითხრეს: "ჰოლოკოსტის უარყოფა." 00:02:39.353 --> 00:02:41.848 და მე მეორედ გამეცინა. 00:02:42.336 --> 00:02:44.260 ჰოლოკოსტის უარყოფა? 00:02:44.284 --> 00:02:46.270 ის ხალხია, დედამიწა რომ ბრტყელი ჰგონიათ? 00:02:46.294 --> 00:02:48.431 "ელვისი–ცოცხალია" ხალხი? 00:02:48.455 --> 00:02:50.643 ეგენი უნდა შევისწავლო? 00:02:51.326 --> 00:02:52.643 და ამ ორმა კაცმა მითხრა: 00:02:52.667 --> 00:02:54.600 "კი, ჩვენ გვაინტერესებს, 00:02:55.012 --> 00:02:56.584 რისი მიღწევა სურთ მათ? 00:02:56.608 --> 00:02:58.358 რა არის მათი მიზანი? 00:02:58.382 --> 00:03:02.036 როგორ აჯერებენ ხალხს იმას, რასაც ისინი ამტკიცებენ?" NOTE Paragraph 00:03:02.756 --> 00:03:06.284 რაკი მათ ეს საყურადღებოდ ჩათვალეს , 00:03:06.308 --> 00:03:09.682 მეც წუთიერად გადავერთვებოდი... 00:03:09.706 --> 00:03:12.644 შეიძლება ერთი წლით ან ორი, სამი, თუნდაც ოთხი წლით. 00:03:12.668 --> 00:03:14.913 აკადემიურ ენაზე სწორედ ესაა წუთიერი. NOTE Paragraph 00:03:14.937 --> 00:03:16.079 (სიცილი) NOTE Paragraph 00:03:16.103 --> 00:03:18.490 ჩვენ ძალიან ნელა ვმუშაობთ. NOTE Paragraph 00:03:18.514 --> 00:03:20.086 (სიცილი) NOTE Paragraph 00:03:20.110 --> 00:03:21.912 მაშ, ვიფიქრე, რომ მათ დავაკვირდებოდი 00:03:21.936 --> 00:03:23.091 და ასეც მოვიქეცი. 00:03:23.115 --> 00:03:25.954 ჩავატარე ჩემი კვლევა და რამდენიმე დასკვნამდე მივედი. 00:03:25.978 --> 00:03:28.571 მსურს მათგან ორი დღეს თქვენ გაგიზიაროთ. NOTE Paragraph 00:03:28.595 --> 00:03:29.928 პირველი: 00:03:29.952 --> 00:03:34.909 უარმყოფელები არიან მგლები ცხვრის ტყავში. 00:03:35.712 --> 00:03:38.677 ისინი არიან იგივე ნაცისტები, ნეო–ნაცისტები. 00:03:38.701 --> 00:03:41.928 შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან არ გამოიყენოთ "ნეო" წინსართი, 00:03:42.786 --> 00:03:45.119 მაგრამ როდესაც მე მათ შევხედე, 00:03:45.143 --> 00:03:49.869 მე არ დამინახავს SS-ის მსგავსი უნიფორმა, 00:03:49.893 --> 00:03:53.044 სვასტიკას სიმბოლოები კედლებზე, 00:03:53.068 --> 00:03:55.125 ნაცისტური მისალმებები, 00:03:55.149 --> 00:03:56.693 არაფერი მსგავსი. 00:03:56.717 --> 00:03:59.587 ამის ნაცვლად რაც მე აღმოვაჩინე, 00:03:59.611 --> 00:04:04.226 იყო ხალხი, რომელსაც თავი საპატიო აკადემიკოსებად მოჰქონდა. NOTE Paragraph 00:04:04.916 --> 00:04:06.137 რა ჰქონდათ მათ? 00:04:06.161 --> 00:04:07.859 მათ ჰქონდათ ინსტიტუტი. 00:04:07.883 --> 00:04:11.727 "ისტორიული მიმოხილვის ინსტიტუტი." 00:04:12.392 --> 00:04:14.946 მათ ასევე ჰქონდათ ჟურნალი 00:04:14.970 --> 00:04:17.924 "ისტორიული მომხილვის ჟურნალი." 00:04:18.398 --> 00:04:21.104 რომელიც სავსე იყო ფურცლებით. 00:04:21.128 --> 00:04:23.172 შენიშვნებით სავსე ფურცლებით. 00:04:23.923 --> 00:04:25.863 და მათ ჰქონდათ ახალი სახელი. 00:04:26.500 --> 00:04:28.668 არც ნეო–ნაცისტები, 00:04:28.692 --> 00:04:31.182 არც ანტისემიტები, 00:04:31.206 --> 00:04:32.464 არამედ რევიზიონისტები. 00:04:32.991 --> 00:04:35.206 ისინი ამბობდნენ: "რევიზიონისტები ვართ. 00:04:35.230 --> 00:04:37.913 ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვსურს: 00:04:37.937 --> 00:04:41.497 ისტორიაში არსებული შეცდომების რევიზია." 00:04:42.369 --> 00:04:47.779 მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ ღრმად ჩაგეხედათ 00:04:47.803 --> 00:04:49.710 და რას იპოვიდით იქ? 00:04:49.734 --> 00:04:52.224 იგივე ჰიტლერის განდიდებას, 00:04:52.248 --> 00:04:54.123 მესამე რაიხის ქებას, 00:04:54.147 --> 00:04:57.089 ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ცრურწმენას. 00:04:57.904 --> 00:05:00.350 სწორედ ამან დამაინტრიგა. 00:05:00.374 --> 00:05:07.371 ანტისემიტიზმი, რასიზმი და ცრურწმენა წარმოდგენილი რაციონალურ მსჯელობაში. NOTE Paragraph 00:05:08.730 --> 00:05:10.317 კიდევ ერთი რამ რაც ვიპოვე, 00:05:10.341 --> 00:05:14.086 ბევრი ჩვენგანისთვის უსწავლებიათ, რომ არსებობს ფაქტები და არსებობს მოსაზრებები. 00:05:14.110 --> 00:05:15.746 უარმყოფელების შესწავლის შემდეგ, 00:05:15.746 --> 00:05:17.096 მე სხვანაირად ვფიქრობ. 00:05:17.438 --> 00:05:19.086 არსებობს ფაქტები, 00:05:19.110 --> 00:05:20.824 არსებობს მოსაზრებები, 00:05:20.848 --> 00:05:22.460 და არსებობს ტყუილები. 00:05:23.149 --> 00:05:27.575 ის რაც უარმყოფელებს სურთ, არის მათი ტყუილების, 00:05:28.565 --> 00:05:30.197 როგორც მოსაზრების შენიღბვა. 00:05:30.221 --> 00:05:32.211 შეიძლება უკიდურესი მოსაზრების, 00:05:32.235 --> 00:05:34.944 ერთგვარი ჩარჩოს მიღმა მოსაზრების, 00:05:34.968 --> 00:05:36.772 მაგრამ თუ მას მოსაზრებას დავარქმევთ, 00:05:36.772 --> 00:05:38.508 ის უნდა იყოს დიალოგის ნაწილი. 00:05:38.532 --> 00:05:41.925 შემდეგ კი ისინი ხელყოფენ ფაქტებს. NOTE Paragraph 00:05:43.305 --> 00:05:44.868 მე გამოვაქვეყნე ჩემი ნაშრომი, 00:05:44.892 --> 00:05:46.066 გამოქვეყნდა წიგნი: 00:05:46.090 --> 00:05:49.492 "ჰოლოკოსტის უარყოფა: მზარდი დარტყმა ჭეშმარიტებასა და ხსოვნაზე." 00:05:49.516 --> 00:05:51.472 იგი ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა, 00:05:51.496 --> 00:05:54.826 მათ შორის გამომცემლობა Penguin-მა აქ, გაერთიანებულ სამეფოში გამოსცა 00:05:54.826 --> 00:05:58.460 და მეც ამით დავასრულე ამ ხალხთან და მზად ვიყავი სხვა საქმეზე გადავსულიყავი, 00:05:58.460 --> 00:06:01.871 როცა Penguin-გან წერილი მივიღე 00:06:02.434 --> 00:06:05.202 და მესამედ გამეცინა... 00:06:07.088 --> 00:06:08.328 შევცდი. 00:06:08.972 --> 00:06:10.702 გავხსენი წერილი, 00:06:10.726 --> 00:06:16.614 რომელიც მაცნობებდა, რომ დეივიდ ირვინგი ჩემ წინააღმდეგ გაერთიანებულ სამეფოში 00:06:16.638 --> 00:06:18.235 ცილისწამების სარჩელს აღძრავდა, 00:06:18.259 --> 00:06:21.295 რადგან მას ჰოლოკოსტის უარმყოფელი ვუწოდე. NOTE Paragraph 00:06:21.953 --> 00:06:23.887 დეივიდ ირვინგი მიჩივის მე? 00:06:23.911 --> 00:06:25.115 ვინ არის დეივიდ ირვინგი? 00:06:25.139 --> 00:06:27.746 დეივიდ ირვინგი იყო ავტორი ისტორიული ნაშრომებისა, 00:06:27.770 --> 00:06:29.793 რომელთა უმეტესობაც მეორე მსოფლიო ომზე იყო 00:06:29.817 --> 00:06:33.036 და რომელთა უმეტესობაში ფაქტობრივად დაფიქსირებული იყო პოზიცია, 00:06:33.060 --> 00:06:36.638 რომ ნაცისტები არც ისე ცუდები იყვნენ 00:06:36.662 --> 00:06:39.746 და მოკავშირეები არც ისე კარგები. 00:06:39.770 --> 00:06:41.875 და ებრაელებს რაც მოუვიდათ, 00:06:41.899 --> 00:06:43.209 მათ ერთგვარად დაიმსახურეს. 00:06:44.206 --> 00:06:45.697 მან იცოდა დოკუმენტები, 00:06:45.721 --> 00:06:47.164 მან იცოდა ფაქტები, 00:06:47.188 --> 00:06:50.360 მაგრამ მან როგორღაც დაამახინჯა ისინი და ამ შეხედულებამდე მივიდა. 00:06:51.016 --> 00:06:53.528 ის ყოველთვის არ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 00:06:53.552 --> 00:06:55.293 მაგრამ 80–იანი წლების ბოლოს, 00:06:55.317 --> 00:06:57.744 მან მხურვალდედ გაიზიარა ეს აზრი. NOTE Paragraph 00:06:59.517 --> 00:07:03.422 მიზეზი, თუ რატომ გამეცინა, იყო ისიც, რომ ეს კაცი 00:07:03.446 --> 00:07:05.380 არამხოლოდ უარყოფდა ჰოლოკოსტს, 00:07:05.404 --> 00:07:07.099 არამედ ამით ამაყობდა კიდეც. 00:07:07.123 --> 00:07:08.747 ეს იყო კაცი, და მე ვციტირებ, 00:07:08.771 --> 00:07:12.465 რომელმაც თქვა: "მე ჩავძირავ აუშვიცის საბრძოლო ხომალდს." 00:07:13.345 --> 00:07:14.517 ეს იყო კაცი, 00:07:14.541 --> 00:07:18.561 რომელმაც შეხედა ერთ–ერთი გადარჩენილის ტატუს მის მხარზე და თქვა: 00:07:19.716 --> 00:07:21.308 "რამდენი ფული გააკეთე, 00:07:21.332 --> 00:07:24.732 მაგ შენ მხარზე ამოსვირინგებული რიცხვით?" 00:07:25.549 --> 00:07:27.457 ეს იყო ადამიანი, რომელმაც თქვა: 00:07:27.481 --> 00:07:30.437 "უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა სენატორ კენედის მანქანაში, 00:07:30.461 --> 00:07:31.773 ჩაპაქუიდიკში, 00:07:31.797 --> 00:07:35.111 ვიდრე გაზის კანტორებში, აუშვიცში." 00:07:35.135 --> 00:07:37.972 ეს პარალელია ამერიკულ ინციდენტთან, შეგიძლიათ მოიძიოთ. 00:07:39.406 --> 00:07:42.420 ამ კაცს საერთოდ არ რცხვენოდა იმის, 00:07:42.444 --> 00:07:44.513 რომ ჰოლოკოსტს უარყოფდა. NOTE Paragraph 00:07:45.136 --> 00:07:48.916 ბევრა ჩემმა აკადემიკოსმა კოლეგამ მირჩია: 00:07:48.940 --> 00:07:50.846 "ეჰ, დებორა, ყურადღება არ მიაქციო." 00:07:50.870 --> 00:07:54.458 როდესაც მე ავუხსენი, რომ ასე უბრალოდ ვერ გავატარებდი ცილისწამების სარჩელს, 00:07:54.482 --> 00:07:57.264 მათ მითხრეს: "კი, მაგრამ ვინ დაუჯერებს მას?" 00:07:57.783 --> 00:07:59.863 მაგრამ პრობლემა ის იყო, 00:07:59.887 --> 00:08:05.195 რომ ბრიტანული კანონით, მტკიცების ტვირთი ჩემზე იყო. 00:08:05.219 --> 00:08:07.901 ჩემი ნათქვამის სისწორე უნდა დამემტკიცებინა, 00:08:07.925 --> 00:08:10.688 განსხვავებით იმისგან, რაც აშშ-ში 00:08:10.712 --> 00:08:12.216 და ბევრი სხვა ქვეყნანაშია, 00:08:12.240 --> 00:08:15.246 სადაც მას მოუწევდა სიცრუის დამტკიცება. NOTE Paragraph 00:08:15.921 --> 00:08:17.382 რას ნიშნავდა ეს? 00:08:17.406 --> 00:08:20.782 ეს ნიშნავდა, რომ თუ მე არ ვიბრძოლებდი, 00:08:20.806 --> 00:08:23.232 ის ავტომატურად გაიმარჯვებდა. 00:08:23.791 --> 00:08:25.546 ხოლო თუ ის გაიმარჯვებდა, 00:08:25.570 --> 00:08:28.211 შემდეგ შეეძლებოდა ლეგიტიმურად ეთქვა: 00:08:28.235 --> 00:08:33.571 "დევიდი ირვინგისეული ჰოლოკოსტის ვერსია ლეგიტიმური ვერსიაა. 00:08:33.595 --> 00:08:35.779 დებორა ლიპსტადტმა მე ცილი დამწამა, 00:08:35.803 --> 00:08:37.750 როდესაც ჰოლოკოსტის უარმყოფელი მიწოდა. 00:08:37.774 --> 00:08:42.202 შესაბამისად, მე, დეივიდ ირვინგი, არ ვარ ჰოლოკოსტის უარმყოფელი." 00:08:42.226 --> 00:08:43.938 და რა არის მისი ვერსია? 00:08:44.431 --> 00:08:47.427 არ არსებობდა ებრაელთა დახოცვის გეგმა, 00:08:47.451 --> 00:08:49.503 არ არსებობდა გაზის კამერები, 00:08:49.527 --> 00:08:51.383 არ არსებობდა მასიური დახვრეტები, 00:08:51.407 --> 00:08:54.578 ჰიტლერის ბრალი არაფერი ყოფილა ამ ტანჯვაში, 00:08:54.602 --> 00:08:58.407 და რომ ებრაელებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს, 00:08:58.431 --> 00:09:00.829 რათა გერმანიისგან ფული მიეღოთ. 00:09:00.853 --> 00:09:02.560 და რათა სახელმწიფო მიეღოთ 00:09:02.584 --> 00:09:05.961 და მათ ეს მოახერხეს მოკავშირეების დახმარებით. 00:09:05.985 --> 00:09:09.450 მათ ჩანერგეს დოკუმენტები და მტკიცებულებები. NOTE Paragraph 00:09:10.460 --> 00:09:12.840 მე ამას ვერ დავუშვებდი, 00:09:12.864 --> 00:09:15.714 რადგან თვალბში ვერ ჩავხედავდი ჰოლოკოსტ გამოვლილებს, 00:09:15.823 --> 00:09:17.798 ან მათ შვილებს. 00:09:17.822 --> 00:09:19.974 მე ამას ვერ დავუშვებდი, 00:09:19.998 --> 00:09:24.249 რადგან თავს უპასუხისმგებლო ისტორიკოსად ჩავთვლიდი. 00:09:25.187 --> 00:09:26.932 ასე რომ ჩვენ ვიბრძოლეთ. 00:09:26.956 --> 00:09:29.238 და მათთვის ვისაც არ უნახავს ფილმი "უარყოფა", 00:09:29.262 --> 00:09:30.421 წინასწარ გაგიმჟღავნებთ: 00:09:30.445 --> 00:09:31.663 ჩვენ მოვიგეთ. NOTE Paragraph 00:09:31.687 --> 00:09:32.982 (სიცილი) NOTE Paragraph 00:09:33.006 --> 00:09:35.573 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:09:39.988 --> 00:09:44.229 მოსამართლემ დეივიდ ირვინგი მიიჩნია 00:09:44.253 --> 00:09:47.584 მატყუარად, 00:09:47.608 --> 00:09:48.771 რასისტად 00:09:48.795 --> 00:09:50.049 და ანტისემიტად. 00:09:50.073 --> 00:09:52.433 ისტორიისადმი მისი მიდგომა იყო ტენდენციური, 00:09:52.457 --> 00:09:54.383 მან მოიტყუა და დაამახინჯა ფაქტები 00:09:54.407 --> 00:09:57.050 და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 00:09:57.074 --> 00:09:59.187 მან ეს განზრახ ჩაიდინა. 00:09:59.211 --> 00:10:03.350 მან მსგავსი სახის ქმედება გამოავლინა 25 სხვადასხვა მნიშვნელოვან შემთხვევაში. 00:10:03.374 --> 00:10:06.484 არა პატარა რამეში... ამ აუდიტორიაში ბევრი ჩვენგანი წერს წიგნებს, NOTE Paragraph 00:10:07.717 --> 00:10:11.183 ყოველთვის ვუშვებთ შეცდომებს და ამიტომ გვიხარია წიგნის მეორე გამოცემა: 00:10:11.207 --> 00:10:12.803 რათა შევასწოროთ შეცდომები. NOTE Paragraph 00:10:12.803 --> 00:10:13.967 (სიცილი) NOTE Paragraph 00:10:14.634 --> 00:10:17.770 თუმცა მისი წიგნები ყოველთვის ერთი მიმართულებით ვითარდებოდა: 00:10:18.618 --> 00:10:20.829 ებრაელების დადანაშაულება, 00:10:20.853 --> 00:10:23.028 ნაცისტების გამართლება. NOTE Paragraph 00:10:23.700 --> 00:10:25.284 მაშ, როგორ გავიმარჯვეთ ჩვენ? 00:10:26.196 --> 00:10:31.576 ჩვენ მივყვეთ მის სქოლიოში მოხმობილ წყაროებს. 00:10:32.190 --> 00:10:33.973 და რა აღმოვაჩინეთ ჩვენ? 00:10:33.997 --> 00:10:35.476 არა უმეტეს შემთხვევაში, 00:10:35.500 --> 00:10:37.468 და არა უპირატეს შემთხვევებში 00:10:37.492 --> 00:10:41.803 არამედ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჰოლოკოსტს მოიხსენიებდა, 00:10:41.827 --> 00:10:46.069 მისი მტკიცებულებები იყო დამახინჯებული, 00:10:46.093 --> 00:10:47.513 ნახევრად–მართალი, 00:10:47.537 --> 00:10:48.871 თარიღები შეცვილილი, 00:10:48.895 --> 00:10:51.082 თანმიმდევრობა შეცვლილი. 00:10:51.106 --> 00:10:53.580 შეხვედრებზე ისეთი ადამიანის ჩასმა, ვინც იქ არ იყო. 00:10:53.580 --> 00:10:56.015 სხვა სიტყვებით, მას არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება. 00:10:56.039 --> 00:10:58.148 მის მტკიცებებს საფუძველი არ ჰქონდათ. 00:10:58.172 --> 00:11:00.831 ჩვენ არ დაგვიმტკიცებია, თუ რა მოხდა, 00:11:01.628 --> 00:11:04.127 არამედ დავამტკიცეთ, რომ ის რაც მან 00:11:04.151 --> 00:11:07.011 და სხვა უარმყოფელებმა თქვეს, რომელსაც ის ციტირებდა, 00:11:07.035 --> 00:11:09.506 ან რომლებიც მისგან იღებდნენ არგუმენტებს, 00:11:09.530 --> 00:11:10.776 არ იყო ჭეშმარიტება. 00:11:10.800 --> 00:11:11.989 მათ მტკიცებებს, 00:11:12.013 --> 00:11:14.635 არანაირი დასაბუთება არ გააჩნდა. NOTE Paragraph 00:11:16.609 --> 00:11:21.353 მაშ, რატომ არის ჩემი ისტორია უბრალოდ 00:11:21.377 --> 00:11:25.184 უჩვეულო, გრძელ, ექვსწლიან, რთულ სასამართლო სარჩელის ამბავზე მეტი, 00:11:25.208 --> 00:11:30.197 რომელშიც ამერიკელი პროფესორი სასამართლოში შემათრია 00:11:30.221 --> 00:11:33.265 იმ კაცმა, რომელიც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში 00:11:33.289 --> 00:11:35.539 ნეო–ნაცისტ პოლემისტად გამოაცხადა? 00:11:35.563 --> 00:11:37.346 რა არის ჩემი ისტორიის სათქმელი? 00:11:37.800 --> 00:11:40.773 მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების კონტექსტში, 00:11:40.797 --> 00:11:43.259 იგი მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს. 00:11:43.283 --> 00:11:45.068 რადგან დღესდღეისობით, 00:11:45.092 --> 00:11:46.758 როგორც ჩვენთვის ცნობილია, 00:11:46.782 --> 00:11:50.898 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 00:11:51.702 --> 00:11:54.954 სოციალური მედიამ, იმ კარგთან ერთად რაც მან მოგვიტანა, 00:11:54.978 --> 00:12:00.559 ასევე დადგენილ ფაქტებსა 00:12:00.583 --> 00:12:02.340 და ტყუილებს შორის 00:12:02.364 --> 00:12:03.762 განსხვავება გათელა. NOTE Paragraph 00:12:04.990 --> 00:12:06.500 მესამე მნიშვნელოვანი საკითხი: 00:12:06.524 --> 00:12:07.995 ექსტრემიზმი. 00:12:08.987 --> 00:12:12.564 თქვენ შეიძლება არ ხედავდეთ კუ–კლუკს–კლანის მანტიებს, 00:12:12.588 --> 00:12:14.659 შეიძლება არ ხედავდეთ ცეცლწაკიდებულ ჯვრებს, 00:12:14.683 --> 00:12:19.002 შეიძლება არ გესმოდეთ თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრე ენა. 00:12:19.026 --> 00:12:23.932 ისინი შეიძლება იყვნენ: "ალტერნატიულ მემარჯვენე", "ეროვნული ფრონტის" სახელით, 00:12:23.956 --> 00:12:29.791 მაგრამ მათ მიღმა იგივე ექსტრემიზმია, რაც მე ვიპოვე ჰოლოკოსტის უარყოფაში. 00:12:29.815 --> 00:12:33.209 თავს გვაჩვენებს, როგორც რაციონალური დისკურსი. NOTE Paragraph 00:12:35.134 --> 00:12:40.351 ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჭეშმარიტება მუდმივ თავდაცვით პოზიციაშია. 00:12:40.375 --> 00:12:43.499 მე მახსენდება ჟურნალ The New Yorker-ში გამოქვეყნებული კარიკატურა 00:12:43.499 --> 00:12:45.403 სადაც ვიქტორინის წამყვანი 00:12:45.427 --> 00:12:48.649 ერთ–ერთ მონაწილეს ეუბნება: 00:12:48.673 --> 00:12:50.982 "დიახ, ქალბატონო, თქვენ გქონდათ სწორი პასუხი, 00:12:51.006 --> 00:12:53.499 მაგრამ თქვენმა მეტოქემ უფრო ხმამაღლა დაიძახა, 00:12:53.523 --> 00:12:55.048 ამიტომ ქულას ის მიიღებს." NOTE Paragraph 00:12:56.228 --> 00:12:57.735 რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? 00:12:58.557 --> 00:12:59.934 პირველ რიგში, 00:12:59.958 --> 00:13:05.389 ჩვენ არ უნდა ჩაგვითრიოს რაციონალურმა შესახედაობამ. 00:13:05.413 --> 00:13:07.182 ჩვენ მის მიღმა უნდა ჩავიხედოთ 00:13:07.206 --> 00:13:10.007 და იქ ექსტრემიზმს ვიპოვით. 00:13:10.991 --> 00:13:12.977 მეორე რიგში, 00:13:13.001 --> 00:13:19.082 ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჭეშმარიტება ფარდობითი არ არის. 00:13:21.137 --> 00:13:22.601 მესამე რიგში, 00:13:22.625 --> 00:13:26.314 ჩვენ უნდა გადავიდეთ თავდასხმაზე 00:13:26.338 --> 00:13:28.111 და არა თავდაცვაზე. 00:13:28.676 --> 00:13:31.283 როდესაც ვინმე აღმაშფოთებელ რამეს ამტკიცებს, 00:13:31.307 --> 00:13:34.811 თუნდაც უმაღლესი თანამდებობა ეკავოს ქვეყანაში, 00:13:34.835 --> 00:13:36.846 თუ არა მსოფლიოში, 00:13:36.870 --> 00:13:38.380 ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ: 00:13:38.404 --> 00:13:40.370 "სად არის საბუთი? 00:13:40.394 --> 00:13:42.531 სად არის მტკიცებულება?" 00:13:42.555 --> 00:13:45.482 ჩვენ მათ პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათი ქმედებისთვის. 00:13:45.506 --> 00:13:50.112 მათი ტყუილები ფაქტებს არ უნდა გავუთანაბროთ NOTE Paragraph 00:13:51.395 --> 00:13:54.935 და როგორც უკვე აღვნიშნე, სიმართლე ფარდობითი არაა. 00:13:54.959 --> 00:13:57.815 ბვერი ჩვენგანი აკადემიურ 00:13:57.839 --> 00:14:00.260 და ლიბერალური აზრის, განათლებულ გარემოში გაიზარდა, 00:14:00.260 --> 00:14:03.015 სადაც გვასწავლიან, რომ ყველაფერი ღიაა განხილვისთვის. 00:14:03.164 --> 00:14:05.178 მაგრამ ეს ასე არ არის, 00:14:05.202 --> 00:14:08.644 არის რაღაცები, რაც ყოველთვის მართალია. 00:14:09.192 --> 00:14:12.212 რაც წარმოადგენს უდავო ფაქტს, 00:14:12.236 --> 00:14:13.926 ობიექტურ ჭეშმარიტებას. 00:14:14.519 --> 00:14:19.336 გალილეომ ეს საუკუნეების წინ გვასწავლა. 00:14:19.360 --> 00:14:24.027 მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანი აიძულებდა უარი ეთქვა, 00:14:24.051 --> 00:14:26.624 რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს, 00:14:26.648 --> 00:14:27.802 იგი გამოვიდა 00:14:27.826 --> 00:14:30.136 და რა თქვა მან? 00:14:30.160 --> 00:14:33.982 "და ის მაინც მოძრაობს." NOTE Paragraph 00:14:35.342 --> 00:14:38.182 დედამიწა ბრტყელი არ არის. 00:14:38.206 --> 00:14:40.496 კლიმატი იცვლება. 00:14:41.387 --> 00:14:43.655 ელვისი ცოცხალი აღარაა. NOTE Paragraph 00:14:43.679 --> 00:14:45.214 (სიცილი) NOTE Paragraph 00:14:45.238 --> 00:14:47.554 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:14:47.578 --> 00:14:49.879 და რაც მთავარია, 00:14:49.903 --> 00:14:54.552 სიმართლე და ფაქტები შეტევის ქვეშაა. 00:14:55.289 --> 00:14:56.899 ჩვენ წინაშე უდიდესი 00:14:56.923 --> 00:14:58.126 სამუშაო, 00:14:58.150 --> 00:14:59.744 დავალება 00:14:59.768 --> 00:15:01.002 და გამოწვევაა. 00:15:01.747 --> 00:15:04.384 ბრძოლისთვის დრო ცოტაა. 00:15:05.241 --> 00:15:08.084 ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ. 00:15:08.929 --> 00:15:12.174 მოგვიანებით ძალიან გვიან იქნება. NOTE Paragraph 00:15:12.198 --> 00:15:13.460 დიდი მადლობა. NOTE Paragraph 00:15:13.484 --> 00:15:17.530 (აპლოდისმენტები)