თქვენ შეგიძლიათ ტვინის ახალი უჯრედები წარმოქმნათ. გაჩვენებთ როგორც
-
0:02 - 0:06შეიძლება ჩვენ, ზრდასრულებმა,
ახალი ნერვული უჯრედები წარმოვქმნათ? -
0:07 - 0:10ამ კითხვასთან დაკავშირებით
ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა, -
0:10 - 0:13რადგან ეს კვლევის საკმაოდ ახალი სფეროა.
-
0:14 - 0:17მაგალითად, მე ვესაუბრებოდი
ჩემს ერთ-ერთ კოლეგას, რობერტს, -
0:17 - 0:18ის ონკოლოგია
-
0:18 - 0:20და ის მეუბნებოდა:
-
0:20 - 0:22"სანდრინ, ეს დამაბნეველია.
-
0:22 - 0:26ჩემს ზოგიერთს პაციენტს, რომლებსაც უთხრეს
რომ სიმსივნისგან განიკურნენ -
0:26 - 0:29მაინც უვითარდებათ დეპრესიის ნიშნები"
-
0:30 - 0:31მე მას ვუპასუხე:
-
0:31 - 0:33"ჩემი გადმოსახედიდან ეს ლოგიკურია.
-
0:33 - 0:38წამლები, რომლებიც აჩერებს
სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, -
0:38 - 0:43ასევე აჩერებს ტვინში
ახალი ნეირონების წარმოქმნას." -
0:44 - 0:47შემდეგ რობერტმა ისე შემომხედა
როგორც გიჟს და თქვა: -
0:47 - 0:49"მაგრამ სანდრინ, ეს
ზრდასრული პაციენტებია. -
0:49 - 0:51ზრდასრულებში ახალი ნერვული უჯრედები
არ წარმოიქმნება." -
0:53 - 0:56და მისდა გასაკვირად მე ვუთხარი:
"სინამდვილეში სწორედ ასე ხდება." -
0:57 - 1:02და ეს არის ის ფენომენი,
რომელსაც ნეიროგენეზს ვუწოდებთ. -
1:02 - 1:03[წარწერა : ნეიროგენეზისი]
-
1:03 - 1:07რაც შეეხება რობერტს,
ის ნეირომეცნიერი არ არის -
1:07 - 1:12და როდესაც ის სამედიცინო სკოლაში დადიოდა,
მას არ ასწავლეს ის, რაც ახლა ჩვენ ვიცით... -
1:12 - 1:15რომ ზრდასრულ ტვინს,
შეუძლია ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნა. -
1:17 - 1:22ამრიგად, რობერტს,
იქიდან გამომდინარე, რომ კარგი ექიმია, -
1:22 - 1:23სურდა რომ ლაბორატორიაში მოსულიყო,
-
1:23 - 1:26რათა ამ თემაში ცოტა უკეთ გარკვეულიყო.
-
1:27 - 1:29და მე მას ვანახე
-
1:29 - 1:32ნეიროგენეზის თვალსაზრისით,
-
1:32 - 1:34ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი
-
1:34 - 1:36და ეს არის ჰიპოკამპი.
-
1:37 - 1:41ეს არის ის რუხი სტრუქტურა,
რომელიც მოთავსებულია ტვინის ცენტრში -
1:42 - 1:44და რის შესახებაც უკვე ძალიან
დიდი ხანია ვიცით, -
1:44 - 1:49რომ ის მნიშვნელოვანია დასწავლის,
მახსოვრობის, ხასიათისა და ემოციისათვის. -
1:49 - 1:52თუმცა, რაც ახლახანს გავიგეთ არის ის,
-
1:52 - 1:57რომ ეს არის ზრდასრული
ტვინის ერთ-ერთი უნიკალური სტრუქტურა -
1:57 - 2:00სადაც ახალი ნეირონები წარმოიქმნება.
-
2:00 - 2:03და თუ გავკვეთთ ჰიპოკამპს
-
2:03 - 2:04და გავადიდებთ,
-
2:04 - 2:07ზრდასრული თაგვის თავის ტვინში,
ცისფერ ფერში -
2:07 - 2:11ახალდაბადებულ ნეირონს დაინახავთ.
-
2:13 - 2:16რაც შეეხება ადამიანის ტვინს,
-
2:16 - 2:19ჩემმა კოლეგამ იონას ფრიზენმა
"კაროლინსკას ინსტიტუტიდან" გამოთვალა, -
2:19 - 2:25რომ ჩვენ ყოველდღე ჰიპოკამპში
-
2:25 - 2:27700 ახალ ნეირონს წარმოვქმნით.
-
2:27 - 2:29შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცოტაა,
-
2:29 - 2:32იმ მილიარდობით ნეირონთან შედარებით,
რომელიც გვაქვს. -
2:32 - 2:35მაგრამ 50 წლის ასაკისთვის,
-
2:35 - 2:39ამ სტრუქტურაში ჩვენი ყველა ძველი ნეირონი
ჩანაცვლებული იქნება -
2:39 - 2:42ზრდასრულ ასაკში წარმოქმინილი ნეირონით.
-
2:43 - 2:48მაშ, რატომ არის ეს ახალი ნეირონები
მნიშვნელოვანი და რა ფუნქციები აქვთ მათ? -
2:49 - 2:53პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რომ ისინი
მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის -
2:53 - 2:55და ლაბორატორიაში ჩვენ ვაჩვენეთ,
-
2:55 - 2:58რომ თუ დავბლოკავთ ზრდასრული ტვინის უნარს,
-
2:58 - 3:00ჰიპოკამპში წარმოქმნას ახალი ნეირონები,
-
3:00 - 3:03ამით ჩვენ შევზღუდავთ
მახსოვრობის ზოგიერთ უნარს. -
3:04 - 3:11ეს არის განსაკუთრებით
ახალი და სწორი სივრცული აღქმისათვის. -
3:11 - 3:13მაგალითად, როგორ ორიენტირებ ქალაქში.
-
3:14 - 3:16შესწავლის პროცესში კიდევ ბევრი რამეა
-
3:16 - 3:19და ნეირონები არა მხოლოდ
მეხსიერების მოცულობისთვისაა მნიშვნელოვანი, -
3:19 - 3:22არმედ მისი ხარისხისთვისაც.
-
3:22 - 3:26ისინი დაგვეხმარებიან
მეხსიერების გახანგრძლივებაში -
3:26 - 3:30და დაგვეხმარებიან განვასხვავოთ
მსგავსი მოგონებები. -
3:30 - 3:33მაგალითად იმაში,
თუ როგორ პოულობთ ველოსიპედს, -
3:33 - 3:36რომელსაც ყოველდღე ერთსა და იმავე
სადგომზე აყენებთ, -
3:36 - 3:38მაგრამ ოდნავ განსხვავებულ ადილებში?
-
3:40 - 3:43ჩემი კოლეგა რობერტისთვის
უფრო საინტერესო ის კვლევაა, -
3:43 - 3:47რომელსაც ნეიროგენეზსა
და დეპრესიაზე ვატარებთ. -
3:48 - 3:50ამრიგად, დეპრესიის ცხოველურ
მოდელში ჩვენ ვნახეთ, -
3:50 - 3:54რომ ნეიროგენეზის უფრო დაბალი დონე გვაქვს.
-
3:54 - 3:57თუ მივიღებთ ანტიდეპრესანტებს,
-
3:57 - 4:00ამით ახალი ნეირონების წარმოქმნას გავზრდით
-
4:00 - 4:03და შევამცირებთ დეპრესიის სიმპტომებს,
-
4:03 - 4:09რაც აშკარა კავშირს აჩვენებს
ნეიროგენეზსა და დეპრესიას შორის. -
4:09 - 4:14მაგრამ უფრო მეტიც,
თუ დაბლოკავთ ნეიროგენეზს, -
4:14 - 4:16ამით შეაჩერებთ
ანტიდეპრესანტის ეფექტიანობასაც. -
4:18 - 4:19ამ დროს რობერტი მიხვდა,
-
4:20 - 4:23რომ მისი პაციენტები დიდი ალბათობით
დეპრესიისგან იტანჯებოდნენ, -
4:23 - 4:26მას შემდეგ რაც სიმსივნისგან განიკურნენ,
-
4:26 - 4:30რადგან კიბოს წამალი აჩერებდა
ახალი ნეირონების წარმოქმნას. -
4:30 - 4:34ახალი ნეირონების წარმოქმნას,
-
4:34 - 4:38რომლებმაც ნორმალურად უნდა
იფუნქციონირონ, დრო სჭირდება. -
4:38 - 4:42ახლა ყველანი ვფიქრობთ,
რომ საკმარისი მტკიცებულება გვაქვს ვთქვათ, -
4:42 - 4:46რომ ჩვენი სამიზნე ნეიროგენეზი უნდა გახდეს,
-
4:46 - 4:50თუ გვინდა, რომ მეხსიერების ჩამოყალიბება
და განწყობა გავაუმჯობესოთ, -
4:50 - 4:53ან თუნდაც შევაჩეროთ დაბარებასთან
დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები -
4:53 - 4:55ან სტრესთან დაკავშირებული.
-
4:56 - 4:58მაშ, შემდეგი კითხვაა:
-
4:58 - 5:00შეგვიძლია ნეიროგენეზის კონტროლი?
-
5:01 - 5:02პასუხია კი.
-
5:03 - 5:05და ჩვენ ახლა ჩავატარებთ მცირე გამოკითხვას.
-
5:06 - 5:09მე შემოგთავაზებთ
ქცევებისა და აქტივობების ნაკრებს -
5:09 - 5:14და თქვენ მეტყვით როგორ ფიქრობთ,
გაზრდიან ისინი ნეიროგენეზს, -
5:14 - 5:16თუ შეამცირებენ.
-
5:17 - 5:18მზად ვართ?
-
5:19 - 5:20კარგით, დავიწყოთ.
-
5:20 - 5:22რას ფიქრობთ დასწავლაზე?
-
5:23 - 5:24ზრდის?
-
5:24 - 5:25დიახ.
-
5:25 - 5:29დასწავლა გაზრდის ნეირონების წარმოქმნას.
-
5:29 - 5:30რას იტყვით სტრესზე?
-
5:31 - 5:36დიახ, სტრესი შეამცირებს
ჰიპოკამპში ახალი ნეირონების წარმოქმნას. -
5:36 - 5:38ძილის ნაკლებობა?
-
5:39 - 5:42რა თქმა უნდა, ეს შეამცირებს ნეიროგენეზს.
-
5:42 - 5:43სექსზე რა აზრის ხართ?
-
5:44 - 5:46ოჰ, ვაუ!
-
5:46 - 5:47(სიცილი)
-
5:47 - 5:51დიახ, თქვენ მართალი ხართ
ეს გაზრდის ახალი ნეირონების წარმოქმნას. -
5:51 - 5:53თუმცა, მთავარი აქ ბალანსია.
-
5:53 - 5:55ჩვენ არ გვსურს ჩავვარდეთ ისეთ სიტუაციაში..
-
5:55 - 5:57(სიცილი)
-
5:57 - 6:00როცა ზედმეტ სექსს ძილის
ნაკლებობამდე მივყავართ. -
6:00 - 6:02(სიცილი)
-
6:03 - 6:05რას იტყვით დაბერებაზე?
-
6:08 - 6:11მაშ, ნეიროგენეზის სიხშირე
დაბერებასთან ერთად მცირდება, -
6:11 - 6:13თუმცა მაინც მიმდინარეობს.
-
6:14 - 6:16და ბოლოს, რას იტყვით სირბილზე?
-
6:18 - 6:21ეს შეგიძლიათ თავად განსაჯოთ.
-
6:22 - 6:23ეს ერთ-ერთი პირველი კვლევაა,
-
6:23 - 6:28რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა
რასტი გეიჯმა ჩაატარა, "სოლქ ინსტიტუტიდან", -
6:28 - 6:30მან აჩვენა, რომ გარემომ
შეიძლება გავლენა მოახდინოს -
6:30 - 6:32ახალი ნეირონების წარმოქმნაზე.
-
6:32 - 6:36თქვენ აქ ხედავთ თაგვის ჰიპოკამპის უბანს,
-
6:36 - 6:39რომელსაც გალიაში არ ჰქონდა
სარბენი ბორბალი. -
6:39 - 6:43შავი წერტილები კი,
ახალდაბადებულ ნეირონებს აღნიშნავს. -
6:43 - 6:48ახლა, თქვენ ხედავთ იმ თაგვის
ჰიპოკამპის უბანს, -
6:48 - 6:51რომელსაც გალიაში ჰქონდა სარბენი ბორბალი.
-
6:51 - 6:53თქვენ ხედავთ იმ შავი წერტილების
მასიურ ზრდას, -
6:53 - 6:56რომლებიც ახალ ნეირონებს აღნიშნავენ.
-
6:57 - 7:01ესე იგი, აქტივობას გავლენას ახდენს
ნეიროგენეზზე, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. -
7:02 - 7:04რასაც მიირთმევთ იმასაც ექნება ეფექტი
-
7:04 - 7:07ჰიპოკამპში ახალი ნეირონების წარმოქმნაზე.
-
7:07 - 7:10აქ ჩვენ გვაქვს კვების რაციონის ნიმუში,
-
7:10 - 7:14რომლის ეფექტიანობაც ნაჩვენები იქნა.
-
7:14 - 7:17რამდენიმეს დაგისახელებთ:
-
7:17 - 7:22კალორიების შემცირება 20-30%-ით
გაზრდის ნეიროგენეზს. -
7:22 - 7:26მოკლე შიმშილობები,
კვებებს შორის შუალედების ზრდა, -
7:26 - 7:28გაზრდის ნეიროგენეზს.
-
7:28 - 7:29ფლავონოიდების მიღება,
-
7:29 - 7:32რომლებსაც მუქი შოკოლადი და მოცვი შეიცავს,
-
7:32 - 7:34გაზრდის ნეიროგენეზს.
-
7:34 - 7:36ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები,
-
7:36 - 7:38წარმოდგენილი თევზის ქონში,
როგორიცაა ორაგული, -
7:38 - 7:41გაზრდის ახალი ნეირონების წარმოქმნას.
-
7:42 - 7:46სამაგიეროდ რაციონს,
რომელიც მდიდარია კარგად გაჯერებული ცხიმით, -
7:46 - 7:48ნეიროგენეზზე ნეგატიური გავლენა ექნება.
-
7:49 - 7:53ეთანოლი... ალკოჰოლის მიღება
შეამცირებს ნეიროგენეზს. -
7:54 - 7:57თუმცა, ყველაფერი დაკარგული არ არის.
-
7:57 - 8:00რესვერასტროლმა,
რომელსაც წითელი ღვინო შეიცავს აჩვენა, -
8:00 - 8:03რომ ხელს უწყობს
ახალი ნეირონების გადარჩენას. -
8:04 - 8:06შემდეგში,
როცა წვეულებაზე იქნებით, -
8:06 - 8:10კარგი იქნება, თუ ამ ნეიროგენეზ-ნეიტრალურ
სასმელზე მიგიწვდებათ ხელი. -
8:10 - 8:12(სიცილი)
-
8:12 - 8:15და ბოლოს, ხაზს გავუსვამ უკანასკნელს...
-
8:15 - 8:16უცნაურს.
-
8:16 - 8:20იაპონური ჯგუფები დაინტერესებულნი არიან
საკვების ფორმით. -
8:20 - 8:25მათ აჩვენებს, რომ სინამდვილეში თხიერი
რაციონი ამცირებს ნეიროგენეზს, -
8:25 - 8:30საპირისპიროდ იმ საკვებისა, რომელსაც
დაღეჭვა ესაჭიროება, ან სახრაშუნოა. -
8:31 - 8:33ამრიგად, მთელი ეს ინფორმაცია,
-
8:33 - 8:35რომლისთვისაც უჯრედულ დონეზე
ჩახედვაა საჭირო, -
8:35 - 8:38ცხოველური მოდელების გამოყენებით
იქნა შეგროვებული. -
8:38 - 8:43მაგრამ ეს რაციონი,
ასევე ადამიან მონაწილეებსაც მისცეს -
8:43 - 8:49და ვნახეთ, რომ ეს რაციონი,
ისეთივე გავლენას ახდენს -
8:49 - 8:53მეხსიერებასა და განწყობაზე,
როგორსაც ნეიროგენეზზე. -
8:53 - 8:57მაგალითად, კალორიების შეზღუდვისას
მეხსიერების მოცულობა იზრდება. -
8:57 - 9:02სამაგიეროდ მაღალი ცხიმოვანი რაციონი
დეპრესიის სიმპტომებს ამწვავებს, -
9:02 - 9:06ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისგან განსხვავებით,
რომლებიც ზრდიან ნეიროგენეზს -
9:06 - 9:11და ასევე ხელს უწყობენ დეპრესიის
სიმპტომების შემცირებას. -
9:12 - 9:16ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ,
რომ კვებითი რაციონის გავლენა -
9:16 - 9:20გონებრივ ჯანმრთელობაზე,
მეხსიერებასა და განწყობაზე, -
9:20 - 9:25სინამდვილეში განპირობებულია
ჰიპოკამპში ახალი ნეირონების წარმოქმნით. -
9:25 - 9:27მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არ არის
თუ რას მიირთმევ, -
9:27 - 9:30არამედ საკვების ფორმა, დრო როცა მიირთევ
-
9:30 - 9:32და რამდენს მიირთმევ.
-
9:34 - 9:38ჩვენი მხრივ, ნეიროგენეზით
დაინტერესებულმა ნეირომეცნიერებმა, -
9:38 - 9:42უკეთ უნდა გავიგოთ ნეირონების ფუნქციები
-
9:42 - 9:46და ასევე ის, თუ როგორ
ვმართოთ მათი გადარჩენა და წარმოქმნა. -
9:46 - 9:50ჩვენ ასევე უნდა ვიპოვოთ რობერტის
პაციენტების ნეიროგენეზის დაცვის გზა. -
9:51 - 9:53თქვენის მხრივ კი,
-
9:53 - 9:55თქვენს ნეიროგენეზს
თქვენსავე განკარგულებაში ვტოვებ. -
9:56 - 9:57მადლობა.
-
9:57 - 10:03(აპლოდისმენტები)
-
10:03 - 10:05მარგარეტ ჰეფერნანი:
ფანტასტიური კვლევაა, სანდრინ. -
10:05 - 10:07მე გითხარი, რომ ჩემი ცხოვრება შეცვალე...
-
10:07 - 10:09ახლა უკვე ბევრ მოცვს მივირთმევ.
-
10:09 - 10:11სანდრინ ტიურე: ძალიან კარგი.
-
10:12 - 10:14მჰ: სირბილით ძალიან დავინტერესდი.
-
10:15 - 10:17უნდა ვირბინო?
-
10:17 - 10:20თუ უბრალოდ აერობიკული სავარჯიშო
საკმარისი იქნება, -
10:20 - 10:22რათა ტვინს ჟანგბადი მიეწოდოს?
-
10:22 - 10:24შეიძლება ეს ნებისმეირი
აქტიური ვარჯიში იყოს? -
10:24 - 10:26სტ: ამ დროისთვის,
-
10:26 - 10:29ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით,
რომ ეს მხოლოდ სირბილია თავისთავად, -
10:29 - 10:34მაგრამ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი
ვარჯიში შეუწყობს ხელს წარმოქმნას -
10:34 - 10:37და ტვინამდე სისხლის მიწოდებაც
-
10:37 - 10:39შედეგიანი უნდა იყოს.
-
10:39 - 10:42მჰ: არ არის აუცილებელი,
რომ ოფისში სარბენი ბორბალი მქონდეს? -
10:42 - 10:43სტ: არა, არ არის!
-
10:43 - 10:45მჰ: ოჰ, ძალიან დამამშვიდეთ! მშვენიერია.
-
10:45 - 10:47სანდრინ ტიურე, დიდი მადლობა.
-
10:47 - 10:48სტ: მადლობა, მარგარეტ.
-
10:48 - 10:51(აპლოდისმენტები)
- Title:
- თქვენ შეგიძლიათ ტვინის ახალი უჯრედები წარმოქმნათ. გაჩვენებთ როგორც
- Speaker:
- სანდრინ ტიურე
- Description:
-
შეიძლება ზრდასრულებში ახალი ნეირონები წარმოიქმნას? ნეირომეცნიერი სანდრინ ტიურე ამბობს, რომ შეგვიძლია და გვთავაზობს კვლევას და პრაქტიკულ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საკუთარ ტვინებს ნეიროგენეზის განხორციელებაში და ამასთან ერთად გავიუმჯობესოთ განწყობა, გავიუმჯობესოთ მეხსიერება და აღმოვფხვრათ სიბერესთან დაკავაშირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 11:04
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for You can grow new brain cells. Here's how |