შიგნით, კომპიუტერში - ბეტინა ბეირი
-
0:15 - 0:17გახსოვთ, როცა პირველად გაიაზრეთ,
-
0:17 - 0:19რომ თქვენი კომპიუტერი უფრო მეტი იყო,
-
0:19 - 0:21ვიდრე მონიტორი და კლავიატურა?
-
0:21 - 0:23რომ მაუსის დაწკაპუნებასა
და ვიდეოს ჩართვას შორის, -
0:23 - 0:26იყო რაღაც, რაც ხვდებოდა თქვენს განზრახვას,
-
0:26 - 0:27ესმოდა ის,
-
0:27 - 0:28და ნამდვილს ხდიდა?
-
0:29 - 0:30რა არის ეს რაღაც?
-
0:30 - 0:32გრემლინებია?
-
0:32 - 0:34მოდი წარმოვიდგინოთ, რომ შეგვიძლია
-
0:34 - 0:35ელექტრონის ზომის გავხდეთ
-
0:35 - 0:38და მაუსის ღილაკში ჩავძვრეთ.
-
0:38 - 0:40თუ თქვენ მაუსს დაშლით დაინახავთ,
-
0:40 - 0:42რომ ის, სინამდვილეში
ძალიან მარტივი მექანიზმია. -
0:42 - 0:43ორი ღილაკი აქვს
-
0:43 - 0:47და სისტემა, რომელიც აფიქსირებს
მოძრაობასა და მანძილს. -
0:47 - 0:48შეიძლება ოპტიკური მაუსი გაქვთ,
-
0:48 - 0:51რომელიც სინათლითა და სენსორებით
ახორციელებს გაზომვებს, -
0:51 - 0:53მაგრამ უფრო ძველი ვერსიები
ამას რეზინის ბურთულით -
0:53 - 0:55და პლასტმასის ბორბლებით ახერხებდნენ.
-
0:55 - 0:56იგივე კონცეფციაა.
-
0:56 - 0:58როცა მაუსის ღილაკს აწკაპუნებთ,
-
0:58 - 1:00მაუსი კომპიუტერს უგზავნის ინფორმაციას
-
1:00 - 1:02თავისი ადგილსამყოფელის შესახებ.
-
1:02 - 1:04როცა თქვენი მაუსის დაწკაპუნება
მივა კომპიუტერთან, -
1:04 - 1:07მას შეტანა-გამოტანის
საბაზისო სისტემა ხვდება. -
1:07 - 1:10ეს ქვესისტემა მოქმედებს,
როგორც კომპიუტერის თვალები და ყურები, -
1:10 - 1:12პირი და ხელები.
-
1:12 - 1:15ანუ, მარტივად რომ ვთქვათ,
კომპიუტერს საშუალებას აძლევს, -
1:15 - 1:16რომ გარემოსთან ურთიერთობა მოახერხოს.
-
1:16 - 1:18ის ასევე მოქმედებს, როგორც ბუფერი
-
1:18 - 1:21იმისათვის, რომ დაიცვას CPU
ზედმეტი გადატვირთულობისგან. -
1:21 - 1:24ასეთ შემთხვევაში,
შეტანა-გამოტანის ქვესისტემა წყვეტს, -
1:24 - 1:27რომ თქვენი მაუსის დაჭერა
საკმაოდ მნიშვნელოვანია, -
1:27 - 1:29ამიტომ CPU-სთვის აგენერირებს წყვეტას.
-
1:29 - 1:31"ჰეი, CPU, დაწკაპუნება მივიღე".
-
1:32 - 1:34CPU, ანუ ცენტრალური პროცესორი,
-
1:34 - 1:36არის კომპიუტერის ტვინი.
-
1:37 - 1:39ისევე როგორც თქვენი ტვინი
არ იკავებს მთელს თქვენს სხეულს, -
1:39 - 1:42CPU-ც არ იკავებს მთელს კომპიუტერს,
-
1:42 - 1:44მაგრამ შოუს მთავარი გმირი მაინც ისაა.
-
1:44 - 1:46CPU-ს მთელი საქმე ისაა,
-
1:47 - 1:48რომ მეხსიერებიდან ინსტრუქციები მიიღოს
-
1:48 - 1:50და შეასრულოს ისინი.
-
1:50 - 1:52როცა თქვენ კრეფთ, კრეფთ, კრეფთ,
-
1:52 - 1:54შეიძლება ძალიანაც ჩქარა,
-
1:54 - 1:55მაგალითად 60 სიტყვას წუთში,
-
1:55 - 1:57CPU - იღებს და ასრულებს
-
1:57 - 1:59მილიარდობით ინსტრუქციას წამში.
-
1:59 - 2:02დიახ, მილიარდობით - ყოველ წამს:
-
2:02 - 2:05ინსტრუქციას, რომ გაამოძრაოს
თქვენი მაუსი ეკრანზე; -
2:05 - 2:07რომ საათის ვიჯეტი ამუშაოს ეკრანზე;
-
2:07 - 2:09უკრას თქვენი ინტერნეტ-რადიო;
-
2:09 - 2:12მართოს ის ფაილები მყარ დისკზე,
რომლებსაც თქვენ არედაქტირებთ -
2:12 - 2:14და კიდევ ბევრად მეტი და მეტი!
-
2:14 - 2:16თქვენი კომპიუტერის CPU
ერთი დიდი მულტიტასკერია! -
2:16 - 2:17"მაგრამ ო, ღმერთო ჩემო,
-
2:17 - 2:20ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მაუსის
დაწკაპუნება გვიახლოვდება! -
2:20 - 2:23მოდით ყველაფერი დავივიწყოთ
და მას მივხედოთ!" -
2:23 - 2:26ყველაფრისთვის, რასაც CPU აკეთებს,
არსებობს პროგრამები. -
2:26 - 2:28მაუსისთვის სპეციალური პროგრამაა,
-
2:28 - 2:29ცალკეა საათის ვიჯეტისთვის,
-
2:29 - 2:31ინტერნეტ რადიოსთვის
-
2:31 - 2:33და წერილებისთვის,
რომლებიც კლავიატურაზე იკრიფება. -
2:33 - 2:36თითოეული პროგრამა
თავდაპირველად ადამიანმა დაწერა -
2:36 - 2:38ადამინასთვის გასაგებ, პროგრამირების ენაზე,
-
2:38 - 2:39როგორიცაა ჯავა,
-
2:39 - 2:40C++,
-
2:40 - 2:41ან პითონი.
-
2:41 - 2:44მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილი
პროგრამები დიდ ადგილს იკავებენ -
2:44 - 2:47და შეიცავენ ბევრ, კომპიუტერისათვის
უსარგებლო ინფორმაციას, -
2:47 - 2:50ამიტომ ისინი კომპილირდებიან, პატარავდებიან
-
2:50 - 2:53და კომპიუტერის მეხსიერებაში,
ერთეულოვან და ნულოვან ბიტებად ინახებიან. -
2:53 - 2:55CPU იაზრებს,
რომ მას ინსტრუქციები სჭირდება, -
2:55 - 2:57რომ მიხედოს ამ მაუსის დაწკაპუნებას.
-
2:57 - 3:00ასეთ დროს, ის მოძებნის
მაუსის პროგრამის მისამართს, -
3:00 - 3:02გაუგზავნის მოთხოვნას
მეხსიერების ქვესისტემას, -
3:02 - 3:05რომ მან იქ შენახული ინსტრუქციები მოაწოდოს.
-
3:05 - 3:07მაუსის დრაივერის
თითოეული ასეთი ინსტრუქცია, -
3:07 - 3:10ზედმიწევნით ამოიღება და სრულდება.
-
3:10 - 3:12და ეს ჯერ კიდევ არ არის
ისტორიის დასასრული! -
3:12 - 3:15CPU ახლა იგებს,
რომ როცა მაუსი დააწკაპუნეს, -
3:15 - 3:18კურსორი მონიტორზე გამოსახულ
ღილაკის ფოტოზე იყო გაჩერებული, -
3:18 - 3:21ამიტომ CPU მეხსიერებას,
მონიტორის პროგრამას სთხოვს, -
3:21 - 3:23რომ გაიგოს რა ღილაკია ეს.
-
3:23 - 3:26შემდეგ CPU-მ მეხსიერებას
-
3:26 - 3:27ღილაკის პროგრამა უნდა სთხოვოს,
-
3:27 - 3:29რაც ნიშნავს, რომ CPU-ს
-
3:29 - 3:31ისევ მონიტორის პროგრამა სჭირდება
-
3:31 - 3:33იმისათვის, რომ ამ ღილაკთან
დაკავშირებული ვიდეო ჩართოს, -
3:33 - 3:35და ვიდეოც ეშვება.
-
3:35 - 3:38მარტივად რომ ვთქვათ,
ძალიან ბევრი პროგრამაა ჩართული იქამდე, -
3:38 - 3:40სანამ დაინახავთ, რომ ის ერთი წერტილი,
-
3:40 - 3:41რომელსაც დააჭირეთ, განათდა.
-
3:41 - 3:45ესე იგი, ისეთი მარტივი დავალება,
როგორიც მაუსის დაწკაპუნებაა, -
3:45 - 3:48კომპიუტერის ყველა მნიშვნელოვანი
კომპონენტის მონახულებას ნიშნავს: -
3:48 - 3:49პერიფერიების,
-
3:49 - 3:51შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემის
-
3:51 - 3:52და CPU-ს,
-
3:52 - 3:53პროგრამების,
-
3:53 - 3:54და მეხსიერების,
-
3:54 - 3:56და არც ერთი გრემლინის!
- Title:
- შიგნით, კომპიუტერში - ბეტინა ბეირი
- Speaker:
- Bettina Bair
- Description:
-
მთლიანი გაკვეთილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://ed.ted.com/lessons/inside-your-computer-bettina-bair
როგორ მუშაობს კომპიუტერი? კომპიუტერის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: პერიფერიული მოწყობილობები (მაგ. მაუსი), შეტანა-გამოტანის ქვესისტემა (რომელიც აკონტროლებს, რომელი და რამდენი ინფორმაცია შემოდის და გადის), და ცენტრალური პროცესორი (ტვინი), ისევე როგორც ადამიანის მიერ დაწერილი პროგრამები და მეხსიერება. ბეტინა ბეირი გვაცნობს, თუ რა ნაბიჯებს გადის კომპიუტერი, როცა მაუსის ღილაკს თითს ვაჭერთ.
გაკვეთილი შეადგინა ბეტინა ბეირმა, ანიმაცია მოამზადა "Flaming Medusa Studios"-მა.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TED-Ed
- Duration:
- 04:12
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Inside your computer | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Inside your computer | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Inside your computer | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Inside your computer | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Inside your computer | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Inside your computer | ||
Anamaria Sukhitashvili edited Georgian subtitles for Inside your computer | ||
Anamaria Sukhitashvili edited Georgian subtitles for Inside your computer |