1 00:00:15,353 --> 00:00:17,214 გახსოვთ, როცა პირველად გაიაზრეთ, 2 00:00:17,238 --> 00:00:18,955 რომ თქვენი კომპიუტერი უფრო მეტი იყო, 3 00:00:18,955 --> 00:00:20,718 ვიდრე მონიტორი და კლავიატურა? 4 00:00:20,742 --> 00:00:23,301 რომ მაუსის დაწკაპუნებასა და ვიდეოს ჩართვას შორის, 5 00:00:23,325 --> 00:00:25,779 იყო რაღაც, რაც ხვდებოდა თქვენს განზრახვას, 6 00:00:25,779 --> 00:00:26,694 ესმოდა ის, 7 00:00:26,694 --> 00:00:28,190 და ნამდვილს ხდიდა? 8 00:00:28,650 --> 00:00:30,246 რა არის ეს რაღაც? 9 00:00:30,270 --> 00:00:31,983 გრემლინებია? 10 00:00:32,007 --> 00:00:33,769 მოდი წარმოვიდგინოთ, რომ შეგვიძლია 11 00:00:33,793 --> 00:00:35,117 ელექტრონის ზომის გავხდეთ 12 00:00:35,141 --> 00:00:37,870 და მაუსის ღილაკში ჩავძვრეთ. 13 00:00:37,894 --> 00:00:39,587 თუ თქვენ მაუსს დაშლით დაინახავთ, 14 00:00:39,587 --> 00:00:42,169 რომ ის, სინამდვილეში ძალიან მარტივი მექანიზმია. 15 00:00:42,193 --> 00:00:43,420 ორი ღილაკი აქვს 16 00:00:43,444 --> 00:00:46,723 და სისტემა, რომელიც აფიქსირებს მოძრაობასა და მანძილს. 17 00:00:46,747 --> 00:00:48,224 შეიძლება ოპტიკური მაუსი გაქვთ, 18 00:00:48,248 --> 00:00:50,948 რომელიც სინათლითა და სენსორებით ახორციელებს გაზომვებს, 19 00:00:50,948 --> 00:00:53,377 მაგრამ უფრო ძველი ვერსიები ამას რეზინის ბურთულით 20 00:00:53,377 --> 00:00:55,162 და პლასტმასის ბორბლებით ახერხებდნენ. 21 00:00:55,162 --> 00:00:56,301 იგივე კონცეფციაა. 22 00:00:56,325 --> 00:00:57,890 როცა მაუსის ღილაკს აწკაპუნებთ, 23 00:00:57,914 --> 00:00:59,692 მაუსი კომპიუტერს უგზავნის ინფორმაციას 24 00:00:59,716 --> 00:01:01,801 თავისი ადგილსამყოფელის შესახებ. 25 00:01:01,825 --> 00:01:04,247 როცა თქვენი მაუსის დაწკაპუნება მივა კომპიუტერთან, 26 00:01:04,247 --> 00:01:06,856 მას შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემა ხვდება. 27 00:01:06,880 --> 00:01:10,180 ეს ქვესისტემა მოქმედებს, როგორც კომპიუტერის თვალები და ყურები, 28 00:01:10,180 --> 00:01:11,963 პირი და ხელები. 29 00:01:11,963 --> 00:01:14,596 ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერს საშუალებას აძლევს, 30 00:01:14,596 --> 00:01:16,419 რომ გარემოსთან ურთიერთობა მოახერხოს. 31 00:01:16,443 --> 00:01:18,346 ის ასევე მოქმედებს, როგორც ბუფერი 32 00:01:18,346 --> 00:01:21,297 იმისათვის, რომ დაიცვას CPU ზედმეტი გადატვირთულობისგან. 33 00:01:21,297 --> 00:01:24,031 ასეთ შემთხვევაში, შეტანა-გამოტანის ქვესისტემა წყვეტს, 34 00:01:24,031 --> 00:01:26,508 რომ თქვენი მაუსის დაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია, 35 00:01:26,508 --> 00:01:28,915 ამიტომ CPU-სთვის აგენერირებს წყვეტას. 36 00:01:28,939 --> 00:01:31,195 "ჰეი, CPU, დაწკაპუნება მივიღე". 37 00:01:31,952 --> 00:01:34,303 CPU, ანუ ცენტრალური პროცესორი, 38 00:01:34,327 --> 00:01:36,498 არის კომპიუტერის ტვინი. 39 00:01:36,522 --> 00:01:39,318 ისევე როგორც თქვენი ტვინი არ იკავებს მთელს თქვენს სხეულს, 40 00:01:39,318 --> 00:01:41,553 CPU-ც არ იკავებს მთელს კომპიუტერს, 41 00:01:41,577 --> 00:01:44,238 მაგრამ შოუს მთავარი გმირი მაინც ისაა. 42 00:01:44,262 --> 00:01:46,482 CPU-ს მთელი საქმე ისაა, 43 00:01:46,506 --> 00:01:48,420 რომ მეხსიერებიდან ინსტრუქციები მიიღოს 44 00:01:48,444 --> 00:01:50,211 და შეასრულოს ისინი. 45 00:01:50,211 --> 00:01:52,356 როცა თქვენ კრეფთ, კრეფთ, კრეფთ, 46 00:01:52,380 --> 00:01:53,586 შეიძლება ძალიანაც ჩქარა, 47 00:01:53,610 --> 00:01:55,064 მაგალითად 60 სიტყვას წუთში, 48 00:01:55,088 --> 00:01:57,066 CPU - იღებს და ასრულებს 49 00:01:57,090 --> 00:01:59,113 მილიარდობით ინსტრუქციას წამში. 50 00:01:59,137 --> 00:02:02,152 დიახ, მილიარდობით - ყოველ წამს: 51 00:02:02,176 --> 00:02:05,158 ინსტრუქციას, რომ გაამოძრაოს თქვენი მაუსი ეკრანზე; 52 00:02:05,158 --> 00:02:07,121 რომ საათის ვიჯეტი ამუშაოს ეკრანზე; 53 00:02:07,145 --> 00:02:08,742 უკრას თქვენი ინტერნეტ-რადიო; 54 00:02:08,742 --> 00:02:11,903 მართოს ის ფაილები მყარ დისკზე, რომლებსაც თქვენ არედაქტირებთ 55 00:02:11,913 --> 00:02:13,516 და კიდევ ბევრად მეტი და მეტი! 56 00:02:13,516 --> 00:02:16,160 თქვენი კომპიუტერის CPU ერთი დიდი მულტიტასკერია! 57 00:02:16,329 --> 00:02:17,483 "მაგრამ ო, ღმერთო ჩემო, 58 00:02:17,483 --> 00:02:20,255 ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მაუსის დაწკაპუნება გვიახლოვდება! 59 00:02:20,306 --> 00:02:22,990 მოდით ყველაფერი დავივიწყოთ და მას მივხედოთ!" 60 00:02:23,067 --> 00:02:25,699 ყველაფრისთვის, რასაც CPU აკეთებს, არსებობს პროგრამები. 61 00:02:25,726 --> 00:02:28,034 მაუსისთვის სპეციალური პროგრამაა, 62 00:02:28,058 --> 00:02:29,338 ცალკეა საათის ვიჯეტისთვის, 63 00:02:29,338 --> 00:02:30,539 ინტერნეტ რადიოსთვის 64 00:02:30,539 --> 00:02:33,112 და წერილებისთვის, რომლებიც კლავიატურაზე იკრიფება. 65 00:02:33,136 --> 00:02:35,664 თითოეული პროგრამა თავდაპირველად ადამიანმა დაწერა 66 00:02:35,688 --> 00:02:37,882 ადამინასთვის გასაგებ, პროგრამირების ენაზე, 67 00:02:37,906 --> 00:02:38,741 როგორიცაა ჯავა, 68 00:02:38,765 --> 00:02:39,774 C++, 69 00:02:39,798 --> 00:02:41,195 ან პითონი. 70 00:02:41,219 --> 00:02:44,237 მაგრამ ადამიანების მიერ შექმნილი პროგრამები დიდ ადგილს იკავებენ 71 00:02:44,237 --> 00:02:47,390 და შეიცავენ ბევრ, კომპიუტერისათვის უსარგებლო ინფორმაციას, 72 00:02:47,390 --> 00:02:49,612 ამიტომ ისინი კომპილირდებიან, პატარავდებიან 73 00:02:49,612 --> 00:02:52,969 და კომპიუტერის მეხსიერებაში, ერთეულოვან და ნულოვან ბიტებად ინახებიან. 74 00:02:52,969 --> 00:02:55,386 CPU იაზრებს, რომ მას ინსტრუქციები სჭირდება, 75 00:02:55,410 --> 00:02:57,387 რომ მიხედოს ამ მაუსის დაწკაპუნებას. 76 00:02:57,411 --> 00:03:00,037 ასეთ დროს, ის მოძებნის მაუსის პროგრამის მისამართს, 77 00:03:00,057 --> 00:03:02,322 გაუგზავნის მოთხოვნას მეხსიერების ქვესისტემას, 78 00:03:02,322 --> 00:03:04,869 რომ მან იქ შენახული ინსტრუქციები მოაწოდოს. 79 00:03:05,287 --> 00:03:07,335 მაუსის დრაივერის თითოეული ასეთი ინსტრუქცია, 80 00:03:07,359 --> 00:03:09,718 ზედმიწევნით ამოიღება და სრულდება. 81 00:03:09,742 --> 00:03:12,089 და ეს ჯერ კიდევ არ არის ისტორიის დასასრული! 82 00:03:12,113 --> 00:03:14,630 CPU ახლა იგებს, რომ როცა მაუსი დააწკაპუნეს, 83 00:03:14,654 --> 00:03:17,994 კურსორი მონიტორზე გამოსახულ ღილაკის ფოტოზე იყო გაჩერებული, 84 00:03:18,177 --> 00:03:21,224 ამიტომ CPU მეხსიერებას, მონიტორის პროგრამას სთხოვს, 85 00:03:21,248 --> 00:03:23,329 რომ გაიგოს რა ღილაკია ეს. 86 00:03:23,353 --> 00:03:25,577 შემდეგ CPU-მ მეხსიერებას 87 00:03:25,601 --> 00:03:27,413 ღილაკის პროგრამა უნდა სთხოვოს, 88 00:03:27,437 --> 00:03:28,924 რაც ნიშნავს, რომ CPU-ს 89 00:03:28,948 --> 00:03:30,664 ისევ მონიტორის პროგრამა სჭირდება 90 00:03:30,688 --> 00:03:33,336 იმისათვის, რომ ამ ღილაკთან დაკავშირებული ვიდეო ჩართოს, 91 00:03:33,336 --> 00:03:34,718 და ვიდეოც ეშვება. 92 00:03:34,742 --> 00:03:37,613 მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრი პროგრამაა ჩართული იქამდე, 93 00:03:37,613 --> 00:03:39,583 სანამ დაინახავთ, რომ ის ერთი წერტილი, 94 00:03:39,607 --> 00:03:41,389 რომელსაც დააჭირეთ, განათდა. 95 00:03:41,389 --> 00:03:44,524 ესე იგი, ისეთი მარტივი დავალება, როგორიც მაუსის დაწკაპუნებაა, 96 00:03:44,524 --> 00:03:47,822 კომპიუტერის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის მონახულებას ნიშნავს: 97 00:03:48,196 --> 00:03:49,214 პერიფერიების, 98 00:03:49,238 --> 00:03:51,023 შეტანა-გამოტანის საბაზისო სისტემის 99 00:03:51,047 --> 00:03:52,355 და CPU-ს, 100 00:03:52,379 --> 00:03:53,130 პროგრამების, 101 00:03:53,154 --> 00:03:54,116 და მეხსიერების, 102 00:03:54,140 --> 00:03:56,133 და არც ერთი გრემლინის!