-
ეს არის რენე დეკარტის პორტრეტი.
-
ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე,
მათემატიკოსიცა და ფილოსოფოსიც.
-
მგონი ტენდენციას ამჩნევთ, რომ დიდი
ფილოსოფოსები დიდი მათემატიკოსებიც იყვნენ
-
და პირიქით.
-
დეკარტი გალილეოს თანამედროვე იყო,
-
მასზე 32 წლით უმცროსი, თუმცა,
გალილეოს სიკვდილიდან მალევე გარდაიცვალა.
-
იგი გაცილებით ახალგაზრდა გარდაიცვალა,
-
გალილეო თავის 70-იან წლებში იყო,
-
დეკარტი კი დაახლოებით 54 წლის იქნებოდა.
-
იგი განსაკუთრებით ცნობილია
თავისი ამ გამოთქმის გამო,
-
საკმაოდ ფილოსოფიური ფრაზაა,
-
"ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ".
-
მინდა ასევე დავამატო,
-
ალგებრასთან კავშირში არაა,
-
მაგრამ ჩემი აზრით კარგი ფრაზაა,
-
მისი შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრაზა.
-
სწორედ ეს.
-
მომწონს, რადგან ძალიან პრაქტიკულია
-
და გვააზრებინებს, რომ
ასეთი დიადი ტვინებიც კი,
-
ფილოსოფიისა და მათემატიკის სვეტები,
-
საბოლოო ჯამში მაინც
რიგითი ადამიანები იყვნენ.
-
მან თქვა: "არ უნდა დანებდე,
-
მე ყველა შეცდომა დავუშვი,
რაც კი შეიძლებოდა დამეშვა
-
და მაინც არ დავნებებივარ."
-
ეს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი რჩევაა.
-
მან ფილოსოფიასა და
მათემატიკაში მრავალი რამ გააკეთა,
-
მაგრამ მიზეზი, რატომაც ის ამ ვიდეოშია,
-
არის ის, რომ სწორედ ამ ადამიანმა
დაამყარა ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი
-
ალგებრასა და გეომეტრიას შორის.
-
მარცხნივ აქ გვაქვს ალგებრის სამყარო.
-
რაც ცოტა გავარჩიეთ კიდეც.
-
გვაქვს სიმბოლოებთან
დაკავშირებული კითხვები,
-
რომლებიც განსხვავებულ მინშვნელობებს იღებენ
-
შეიძლება გვქონდეს
y უდრის 2x-ს მინუს ერთს.
-
ეს განტოლება გვაძლევს
დამოკიდებულებას x-სა და y-ს შორის.
-
შეგვიძლია ცხრილი ავაგოთ
და x-ის მნიშვნელობებისთვის ვიპოვოთ
-
თუ როგორი იქნება
y-ის მნიშვნელობები.
-
შეგვიძლია ნებისმიერი x-ის არჩევა
და შემდეგ y-ის გამოთვლა.
-
მე მაინც მარტივ მნიშვნელობებს
ავიღებ, რათა მათემატიკა არ გართულდეს,
-
მაგალითად, თუ x უდრის მიუნუს ორს,
-
მაშინ y ტოლი იქნება
ორჯერ მინუს ორს მინუს ერთის,
-
რაც უდრის მინუს ოთხს
მინუს ერთის, ანუ მინუს ხუთს.
-
როცა x არის მინუს ერთი,
-
y ტოლი იქნება ორჯერ
მინუს ერთს მინუს ერთის,
-
რაც ტოლი იქნება მინუს სამის.
-
თუ x უდრის ნულს,
y ტოლი იქნება ორჯერ ნულს მინუს ერთის,
-
რაც ტოლი იქნება მინუს ერთის.
-
კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ.
-
თუ x არის ერთი,
-
ნებისმიერის აღება შემეძლო,
-
რა მოხდება
როცა x უდრის ორის ფესვს
-
ან როცა x არის მინუს ხუთი გაყოფილი ორზე,
-
ან დადებითი თექვსმეტი.
-
ამ რიცხვებს ვიღებთ, რათა y-ის მნიშვნელობის
გამოთვლისას, გამოთვლები გამარტივდეს.
-
მაგრამ როცა x უდრის ერთს,
-
y ტოლი იქნება ორჯერ ერთს მინუს ერთის,
-
ტოლი იქნება ორს მინუს
ერთის, რაც არის ერთი.
-
კიდევ ერთს გავაკეთებ.
-
ამჯერად ახალი ფერით.
-
იისფერი იყოს.
-
თუ x არის ორი, მაშინ y იქნება:
-
ორჯერ ორს მინუს ერთი, რაც უდრის
ოთხს მინუს ერთს, ანუ უდრის სამს.
-
დამოკიდებულება გარკვეულწილად დავადგინეთ.
-
თავიდან ვთქვით თუ როგორია
ზოგადი დამოკიდებულება x-სა და y-ს შორის,
-
შემდეგ კი დავაკონკრეტეთ,
-
ანუ x-ის კონკრეტული მნიშვნელობებისთვის
ვეძებდით შესაბამის y მნიშვნელობებს.
-
დეკარტმა გაიაზრა, რომ
შეგვიძლია ამისი ვიზუალიზაცია.
-
შეგვიძლია თითოეული
წერტილი ვიზუალურად გამოვსახოთ.
-
თუმცა ეს ასევე დაგვეხმარება
დამოკიდებულების ვიზუალიზაციაში.
-
დეკარტმა ფაქტობრივად ააშენა
ხიდი აბსტრაქტულ ალგებრულ რიცხვებსა და
-
გეომეტრიას შორის, რომელიც ხილულ
ფორმებს ზომებს და კუთხეებს სწავლობს.
-
აქ გვაქვს გეომეტრიის სამყარო.
-
ცხადია, ისტორიაში იქნებოდნენ ადამიანები,
-
რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ,
მაგრამ ისინი დავიწყებულნი არიან.
-
სანამ მსოფლიო დეკარტს მიიღებდა,
გეომეტრია ევკლიდური იყო.
-
ეს იგივე გეომეტრიაა რაც მერვე,
მეცხრე და მეათე კლასებში ისწავლება.
-
ეს არის გეომეტრია, რომელიც შეისწავლის
-
დამოკიდებულებას სამკუთხედებს
და მათ კუთხეებს შორის,
-
დამოკიდებულებას წრეებს შორის,
-
გვაქვს რადიუსები,
წრეში ჩახაზული სამკუთხედები
-
და კიდევ მრავალი სხვა რამ, რაც გეომეტრიის
ვიდეოებში საფუძვლიანადაა გარჩეული.
-
დეკარტმა ჩათვალა, რომ შეეძლო ისევე
მოეხდინა ალგებრული ჩანაწერის ვიზუალიზაცია,
-
როგორც ევკლიდე ახერხებდა ამას
სამკუთხედებისა და წრეების შემთხვევაში
-
და ასეც მოიქცა.
-
ფურცელი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ
როგორც ორგანზომილებიანი სიბრტყე,
-
ან, უფრო ზუსტად,
ორგანზომილებიანი სიბრტყის ნაწილი.
-
ვამბობთ ორ განზომილებას, რადგან
სულ ორი მიმართულება გვაქვს.
-
არის ზემოთ და ქვემოთ
მიმართულება, ეს პირველი
-
ლურჯად დავხატავ, ვიზუალიზაცია გვინდა,
-
ჯობს ფერები მონაცვლეობით იყოს,
-
გვაქვს ზემოთა და ქვემოთა მიმართულება
-
და გვაქვს მარჯვენა
და მარცხენა მიმართულება.
-
ამიტომ ეწოდება
ამ სიბრტყეს ორგანზომილებიანი.
-
თუ სამი განზომილებაა, მაშინ
დაემატება შიგნით-გარეთ მიმართულება.
-
ორ განზომილებაზე მუშაობა მარტივია,
რადგან ეკრანიც ორგანზომილებიანია.
-
დეკარტმა თქვა: გვაქვს ორი ცვლადი
და მათ შორის ასეთი დამოკიდებულებაა,
-
რატომ არ შეგვიძლია ეს
ცვლადები ამ განზომილებებს დავუკავშიროთ?
-
შეთანხმების მიხედვით,
y იყოს დამოკიდებული ცვლადი,
-
სწორედ ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.
-
ეს მოვათავსოთ ვერტიკალურ ღერძზე,
-
დამოუკიდებელი ცვლადი კი,
-
რომლიც უბრალოდ იმისთვის ავირჩიეთ
რომ შესაბამისი y მნიშვნელობა გვენახა,
-
მოვათავსოთ ჰორიზონტალურ ღერძზე.
-
პირველად სწორედ დეკარტმა
გამოიყენა x-ები და y-ები ასე,
-
მომავალში z-საც შევხვდებით,
-
უცნობი ცვლადების სახით,
რომლებითაც ვმანიპულირებთ.
-
დეკარტემ მოიაზრა,
რომ შეიძლებოდა განზომილებების გადანომრვა,
-
ვთქვათ, x მიმართულებით ეს იყოს მინუს სამი,
-
ეს იყოს მინუს ორი,
-
ეს კი იყოს მინუს ერთი.
-
ეს იქნება ნული.
-
ვნომრავთ x-ის
მიმართულებას მარცხნიდან მარჯვნივ.
-
ეს იქნება დადებითი ერთი,
-
ეს - დადებითი ორი,
-
ეს კი - დადებითი სამი.
-
ასევე შეგვიძლია მოვიქცეთ y მიმართულებითაც,
-
გვექნება, ვთქვათ, მინუს 5,
მინუს 4, მინუს 3,
-
ვეცდები უფრო ზუსტად დავხაზო.
-
რაღაცებს გავასუფთავებ.
-
ამას წავშლი,
ამას კი ცოტა მეტად დავაგრძელებ,
-
რომ მინუს ხუთამდე შევძლო ჩასვლა ისე,
რომ ყველაფერი სუფთად იყოს.
-
ჩავიდეთ აქამდე.
-
შეგვიძლია გადავნომროთ,
-
ეს არის ერთი, ეს - ორი, ეს - სამი,
-
ეს იქნება მინუს ერთი,
მინუს ორი. ეს უბრალოდ შეთანხმებაა,
-
შეიძლებოდა პირიქით გადანომრვაც,
-
შეგვეძლო x აქ დაგვესვა, y კი აქ,
-
ეს დადებით მიმართულებად
გვექცია, ეს კი - უარყოფითად.
-
ეს უბრალოდ აღნიშვნაა,
რომელსაც ხალხი დეკარტის გამო მიეჩვია.
-
მინუს ორი, მინუს სამი,
მინუს ოთხი და მინუს ხუთი.
-
დეკარტმა მოიფიქრა,
რომ შეგვიძლია x-ის და y-ის მნიშვნელობები
-
წერტილს დავუკავშიროთ ორ განზომილებაში.
-
შეგვიძლია ავიღოთ x
კოორდინატი, ავიღოთ x მნიშვნელობა,
-
მაგალითად მინუს ორი,
-
და ვთქვათ, რომ მისი მდებარეობაა x ღერძზე,
-
ნულს მარცხნივ რადგან უარყოფითია
-
და იგი დაკავშრებულია ვერტიკალური
მიმართლების მინუს ხუთთან.
-
ესეიგი y-ის მნიშვნელობაა მინუს ხუთი,
-
ამიტომ, გადავდივართ ორით
მარცხნივ და ხუთით ქვემოთ.
-
მივდივართ ამ წერტილამდე.
-
ესეიგი, მინუს ორი და მინუს
ხუთი შეგვიძლია ამ წერტილს დავუკავშიროთ,
-
ამ ორგანზომილებიან სიბრტყეზე.
-
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ამ წერტილების კოორდინატებია
-
(-2, -5), რაც მეუბნება თუ
სად უნდა ვიპოვო ეს წერტილი.
-
ამას ეწოდება დეკარტის კოორდინატთა სისტემა,
რენე დეკარტის საპატივცემულოდ,
-
რადგან ეს ყველაფერი
მისი მოფიქრებულია.
-
მან სრულიად სენსაციურად დაუკავშირა ორ
განზომილებაში წერტილებს დამოკიდებულებები.
-
გავაკეთოთ შემდეგი ნაბიჯი,
-
ეს არის დამოკიდებულება,
-
როცა x უდრის მინუს
ერთს, y უდრის მინუს სამს,
-
ესეიგი x არის მინუს
ერთი, y არის მინუს სამი.
-
ეს სწორედ ეს წერტილია.
-
შეთანხმების თანახმად,
როცა კოორდინატებს ვწერთ,
-
ჯერ ვწერთ x კოორდინატებს, შემდეგ კი y.
-
დღეს ყველა ასე იქცევა.
-
(-1, -3) იქნება ეს წერტილი. შემდეგი
წერტილია როცა x ნულია, y კი მინუს ერთი.
-
როცა x არის ნული,
-
ანუ არც მარცხნივ არც მარჯვნივ,
-
y არის მინუს ერთი, ანუ ჩავდივართ ერთით.
-
ესეიგი ესაა წერტილი (0, -1).
-
აი აქ.
-
ამისი გაგრძელება შეიძლება.
-
როცა x არის ერთი, y უდრის ერთს.
-
როცა x არის ორი, y არის სამი,
-
ამასაც იისფრად დავწერ.
-
როცა x არის ორი, y არის სამი.
-
(2, 3), ეს სტაფილოსფერი კი არის (1, 1),
-
რაც თავისთავად კარგია,
-
უბრალოდ x ების მნიშვნელობებს ვსვამთ,
-
მაგრამ დეკარტმა გაიაზრა,
-
რომ თუ ვცადეთ და x-ის
ყველა მნიშვნელობა აღვნიშნეთ,
-
თუ ყველა x-ის შევსება შევძელით,
-
გამოგვივა წრფის დახაზვა.
-
ესეიგი, ყველა შესაძლო x-ის ჩასმით,
მივიღებთ წრფეს,
-
რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება.
-
თუ ავიღებთ რაიმე x-ს
და მოვძებნით მის y მნიშვნელობას,
-
ეს რეალურად იქნება წერტილი ამ წრფეზე.
-
ან, სხვანაირად რომ შევხედოთ,
-
ნებსმიერი წერტილი ამ წრფეზე,
ამ განტოლების ამოხსნას წარმოადგენს.
-
ესეიგი, თუ აქ წერტილი გვაქვს,
-
რომლის მიხედვით
როცა x არის 1/2, y არის 2.
-
ჩავწეროთ, (1.5, 2).
-
ეს განტოლების ამოხსნაა.
-
როცა x არის 1.5,
ორჯერ 1.5 მინუს ერთ უდრის ორს.
-
ასე მოულოდნელად, დეკარტმა ალგებრასა
და გეომეტრიას შორის ხიდის აგება მოახერხა.
-
შეგვიძლია ნებისმიერი
x და y წყვილის ვიზუალიზაცია,
-
რომლებიც ამ განტოლებას აკმაყოფილებენ.
-
დეკარტმა დააკავშირა ალგებრა და გეომეტრია,
-
სწორედ ამიტომ ამ ტიპის კოორდინატებს,
რომელთა მეშვეობით წერტილებს ვხაზავთ
-
დეკარტის კოორდინატები ეწოდა.
-
განტოლების პირველი
ტიპი რომელსაც ვისწავლით,
-
იქნება დაკავშირებული სწორედ ამ მასალასთან.
-
(ეს შედის ალგებრის ტრადიციულ კურიკულუმში)
-
მათ წრფივი განტოლებები ეწოდებათ.
-
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უბრალო განტოლებაა
და ისედაც ჩანს რა რისი ტოლია,
-
მაგრამ რატომაა ისინი წრფივი?
-
რისი ბრალია მათი წრფესთან მსგავსება?
-
იმისთვის რომ ეს გავიაზროთ,
სწორედ რენე დეკარტეს ნახტომია საჭირო
-
თუ ამის გრაფიკს
ააგებთ დეკარტის კოორდინატებში,
-
ევკლიდურ სიბრტყეში, მიიღებთ წრფეს.
-
მომავალში ნახავთ რომ არსებობს
განტოლებები, რომლებითაც
-
წრფეს ვერ მიიღებთ,
მიიღებთ რაიმე სახის მრუდს.