-
"ბუნების კანონები სხვა არაფერია,
თუ არა ღვთის მათემატიკური იდეები."
-
ეს არის ევკლიდე ალექსანდრიელის ციტატა.
-
ის იყო ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი,
-
რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე
300 წლით ადრე ცხოვრობდა.
-
ეს ციტატა იმიტომ მოვიყვანე,
რომ ევკლიდე გეომეტრიის მამად ითვლება.
-
და აზრიანი გამონათქვამია, მიუხედავად
თქვენი შეხედულებებისა ღმერთზე
-
არსებობს თუ არა ღმერთი, ან ღვთის ბუნება.
-
ეს რაღაც ფუნდამენტურს ამბობს ბუნებაზე.
-
ბუნების კანონები სხვა არაფერია, თუ არა ღვთის მათემატიკური იდეები.
-
მათემატიკა ბუნების
ყველა კანონის საფუძველია.
-
თავად სიტყვა "გეომეტრიასაც"
ბერძნული ფესვები აქვს.
-
"Geo" მოდის ბერძნული სიტყვიდან "დედამიწა"."Metry"- "გაზომვიდან".
-
თქვენთვის ალბათ
ნაცნობია მეტრული სისტემა.
-
და ევკლიდე ითვლება გეომეტრიის მამად.
-
(არა იმიტომ რომ პირველი
იყო, ვინც გეომეტრია შეისწავლა)
-
წარმოიდგინეთ, როგორ სწავლობდნენ
პირველყოფილი ადამიანები გეომეტრიას.
-
შეიძლება ორი ტოტისთვის შეეხედათ,
რომლებიც ასე იყო დაწყობილი.
-
და კიდევ ერთ წყვილისთვის,
რომელიც ასე იყო დაწყობილი.
-
და ეფიქრათ: "აქ მეტი დაშორებაა.
ნეტა რა კავშირია მათ შორის?"
-
ან შესაძლოა უყურებდნენ
ხეს, რომელსაც ასეთი ტოტი ჰქონდა
-
და ეფიქრათ: " რაღაც
მსგავსებაა ამ დაშორებებს შორის".
-
ან შესაძლო ეკითხათ საკუთარი თავისთვის,
-
"რა მიმართებაა წრის გარშემო
და გადამკვეთ მანძილებს შორის?
-
ყველა წრისთვის ასეა?
-
და არის გზა რომ დანამდვილებით
ვიცოდეთ, რომ ეს სიმართლეა?"
-
ძველ ბერძნებს რომ დავუბრუნდეთ,
-
ისინი უფრო მეტს ფიქრობდნენ გეომეტრიაზე.
-
როცა ვსაუბრობთ ბერძენ მათემატიკოსებზე,
როგორიცაა პითაგორა.
-
(რომელიც ევკლიდემდე ცხოვრობდა)
-
ხალხი "ევკლიდურ გეომეტრიაზე" საუბრობს,
-
რადგან ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე
300 წლით ადრე იყო.
-
(ევკლიდეს ეს ნახატი
რაფაელის მიერაა დახატული,
-
თუმცა სინამდვილეში არავინ
იცის, როგორ გამოიყურებოდა ევკლიდე,
-
როდესაც დაიბადა ან გარდაიცვალა,
მაშ, ეს უბრალოდ რაფაელის წარმოდგენაა,
-
თუ როგორ გამოიყურებოდა ევკლიდე,
როდესაც ალექსანდრიაში ასწავლიდა)
-
ის, რამაც ევკლიდე "გეომეტრიის მამად"
აქცია, არის მისი ნაშრომი "საწყისები".
-
"საწყისები" იყო
13 ტომიანი სახელმძღავანელო.
-
(ალბათ, ყველა დროის
ყველაზე ცნობილი სახელმძღვანელო)
-
ამ ცამეტ ტომეულში ის მკაცრად, აზრიანად
და ლოგიკურად მოგზაურობს გეომეტრიის,
-
ციფრთა თეორიისა და სტერეომეტრიის სამ განზომილებიანი გეომეტრიის სამყაროში.
-
ინგლისურად ნათარგმნი ვერსიის
პირველი გამოცემაა ევკლიდეს "საწყისებისა".
-
და ის შეიქმნა 1570 წელს.
-
ის თავიდან ბერძნულად
დაიწერა და შუა საუკუნეებში
-
ეს ცოდნა არაბებმაც გადმოიღეს
და თარგმნეს არაბულად.
-
გვიან შუა საუკუნეებში, გადაითარგმნა
ლათინურად და ბოლოს ინგლისურად.
-
როცა ვამბობ, რომ ის "მოგზაურობს" --
-
ევკლიდეს უბრალოდ არ უთქვამს:
"მართკუთხა სამკუთხედის ორი გვერდის
-
კვადრატების ჯამი უდრის
ჰიპოთენუზის კვადრატს."
-
და სხვა მსგავსნი -- ჩვენ
უფრო ღრმად შევისწავლით ამ ყველაფერს
-
ის ამბობს: "არ მინდა იმაზე შევჩერდე, რომ
რაღაც სავარაუდოდ მართალია,
-
მინდა საკუთარ თავს
დავუმტკიცო, რომ ეს მართალია."
-
ის იწყებს "საფუძვლებს"
(განსაკუთრებით იმ ექვს ტომეულში,
-
სადაც პლანიმეტრიაზე საუბრობს)
ფუნდამენტური დაშვებებით.
-
თავდაპირველად მან
ფუნდამენტური დაშვებებით დაიწყო,
-
"გეომეტრიული ენით" რომ ვთქვათ, მათ
"აქსიომები" ან "პოსტულატები" ეწოდებათ.
-
შემდეგ კი დაასკვნა სხვა მტკიცებები ან
"მსჯელობები" ("თეორემებსაც" უწოდებენ).
-
და მერე თქვა:"ეხლა ვიცი. თუ ეს და ეს
სიმართლეა, ესეც უნდა იყოს სიმართლე."
-
მას ასევე შეეძლო დაემტკიცებინა,
რომ სხვა რაღაცეები არაა სიმართლე.
-
მას შეეძლო დაემტკიცებინა,
რომ ეს არ არის სიმართლე.
-
მან არ თქვა უბრალოდ:
"ყველა წრეს აქვს აქვს ეს თვისება."
-
არამედ თქვა:
"მე დავამტკიცე რომ ეს სიმართლეა".
-
შემდეგ, ამაზე დაყრდნობით,
მას შეეძლო დაესკვნა სხვა "თეორემები"
-
(და შეგვიძლია გამოვიყენოთ "აქსიომები"
ამის გასაკეთებლად).
-
და ამის განსაკუთრებულობა იმაში იყო,
რომ მანამდე არავის ჰქონდა ეს გაკეთებული.
-
მკაცრი მტკიცებები, მცირე ეჭვის გარეშეც,
ცოდნის ფართო სპექტრზე.
-
არა უბრალოდ რამდენიმე მტკიცებით. მან ეს
გააკეთა ცოდნის დიდი რაოდენობისთვის.
-
მოგზაურობა ამ საგანში, ისე რომ მან შეძლო "აქსიომების", "პოსტულატების", "თეორემების" დანერგვა.
-
(თეორემები და მსჯელობები
ფაქტობრივად ერთი და იგივეა.)
-
ევკლიდეს მერე 2,000 წლის შემდეგ (ეს წარმოუდგენალად დიდი ვადაა სახელმძღვანელოსათვის!)
-
ადამინები არ გიყურებენ, როგორც განათლებულს, თუ არ გაქვს წაკითხული ევკლიდეს "საწყისები".
-
"ევკლიდეს საწყისები" დასავლურ სამყაროში
-
გამოცემის რაოდენობის მიხედვით
მეორე ადგილზე იყო ბიბლიის შემდეგ.
-
ეს მატემათიკის სახელმძღვანელოა,
რომელიც ჩამოუვარდება მხოლოდ ბიბლიას.
-
როდესაც პირველი სტამბები გამოჩნდა,
თქვეს:"მოდი დავბეჭდოთ ბიბლია. მერე?"
-
"დავბეჭდოდთ "ევკლიდეს საწყისები".
-
იმის საჩვენებლად, თუ როგორ
შეესაბამება ეს უახლოეს წარსულს
-
(150-160 წინანდელ პერიოდს როგორც
ახლო წარსულს თუ განვიხილავთ),
-
ეს არის აბრაამ ლინკოლნის ზუსტი ციტატა
(რეალურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
-
ამერიკის პრეზიდენტთაგანი).
მომწონს აბრაამ ლინკოლნის ეს სურათი.
-
ლინკოლნის ეს ფოტო
მის 30-იან წლებშია გადაღებული.
-
მაგრამ ის "ევკლიდეს საწყისების" დიდი თაყვანისცემელი იყო.
-
პრინციპში მას აზროვნების
განვითარებისთვის იყენებდა.
-
ის კითხულობდა "ევკლიდეს საწყისებს",
ცხენით სეირნობისას.
-
"ევკლიდეს საწყისებს" თეთრ სახლშიც
კი კითხულობდა.
-
მაგრამ ეს არის ლინკონის ზუსტი ციტატა:
-
"როცა სამართალს ვსწავლობდი, ხშირად
მხვდებოდა სიტყვა "დემონსტრირება".
-
თავიდან მეგონა, მესმოდა მისი
მნიშვნელობა, მაგრამ მალე მივხვდი რომ არა
-
ჩემს თავს ვკითხე, ისეთს
რას ვაკეთებ დემოსტრირებისას,
-
რასაც არ ვაკეთებ
მსჯელობისას ან მტკიცებისას?
-
რით განსხვავდება "დემონსტრირება"
სხვა მტკიცებებისგან..."
-
ლინკოლნი თვლის, რომ "დემონსტრირება"
ნიშნავს ეჭვგარეშე მტკიცებას.
-
რაღაც უფრო მკაცრი - მეტი ვიდრე უბრალოდ დარწმუნებულობა ან მსჯელობა
-
მოვიშველიე ვებსტერის ლექსიკონი (ვებსტერის ლექსიკონი ლინკოლნის დროსაც იყო)
-
იქ ეწერა უდავო მტკიცება-ეჭვგარეშე მტკიცება.
-
მე ვერ გავარკვიე, რა სახის მტკიცება იყო ეს.
ვფიქრობდი რომ ბევრი რამ ეჭვგარეშეა
-
დამტკიცებული ისეთი ექსტრაორდილური მტკიცების მოშველიების გარეშე,
-
როგორითაც მე "დემონსტრირება" მესმოდა.
-
ყველა ცნობარი და ლექსიკონი მოვიძიე,
რაც კი ამ საკითხს უკავშირდებოდა,
-
თუმცა ამაოდ, იმავე წარმატებით ბრმას
აუხსნიდი ლურჯი როგორია.
-
ბოლოს ვთქვი (თავის თავს ეუბნება):
"ლინკოლნ, ვერასდროს გახდები ადვოკატი,
-
თუ ვერ გაიგე, რას ნიშნავს "დემონსტრირება" .
-
ასე რომ დავტოვე სპრინგფილდი,
დავბრუნდი მამაჩემის სახლში და დავრჩი იქ
-
მანამ სანამ ევკლიდეს
ექვსი წიგნი არ დავიზეპირე.
-
(აქ იგულისხმება
პლანიმეტრიის ექვსი წიგნი.)
-
"...მაშინ მე მივხვდი რას
ნიშნავს "დემონსტრირება"
-
და გავაგრძელე იურისპრუდენციის სწავლა."
-
იმისათვის რომ ამერიკის ერთ-ერთი
საუკეთესო პრეზიდენტი, იურისტი გამხდარიყო,
-
"ევკლიდეს საწყისების" ნებისმიერი თეორემა
უნდა დაემტკიცებინა პირველი ექვსი წიგნიდან.
-
აგრეთვე, როცა ის თეთრ სახლში იყო,
ის აგრძელებდა საკუთარი გონების ვარჯიშს,
-
რათა დიდი პრეზიდენტი გამხდარიყო.
-
ეს არის რის გაკეთებასაც
ვაპირებთ გეომეტრიის ამ კურსში.
-
ვისწავლით დასაბუთებულად დამტკიცებას.
-
თანამედროვე ფორმით ვისწავლით იმას,
რასაც ევკლიდე სწავლობდა 2,300 წლის წინ,
-
რათა დავხვეწოთ ჩვენი მსჯელობა ამა თუ
იმ მტკიცებაზე და ვიყოთ დარწმუნებული
-
რომ მართლა შეგვიძლია იმის
დამტკიცება, რასაც ვამბობთ.
-
ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური, "რეალური" მათემატიკა, რომელსაც ისწავლით.
-
არითმეტიკა რეალურად გამოანგარიშებაა.
-
და გეომეტრიაში (რასაც ჩვენ გავაკეთებთ
ეს ევკლიდეს გეომეტრიაა)
-
ეს მართლა მათემატიკაა.
-
გარკვეული დაშვებების გაკეთება და
შემდეგ დასკვნების გამოტანა.