შოკოლადის ისტორია - დიანა პუჩარელი
-
0:07 - 0:11თუ ვერ წარმოგიდგენიათ
ცხოვრება შოკოლადის გარეშე, -
0:11 - 0:16გაგიმართლათ,
რომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ. -
0:16 - 0:19ამ დრომდე შოკოლადი არსებობდა
მხოლოდ მეზოამერიკაში, -
0:19 - 0:22თუმცა, ბევრად განსხვავებული სახით.
-
0:22 - 0:25ჯერ კიდევ ძვ.წ. 1900 წელს
-
0:25 - 0:27ამ რეგიონის ხალხმა ისწავლა
-
0:27 - 0:30კაკაოს ხის მარცვლების მომზადება.
-
0:30 - 0:33ადრეული ჩანაწერები გვიამბობენ,
რომ მარცვლებს ფქვავდნენ -
0:33 - 0:36და ურევდნენ სიმინდის ფქვილსა
და მწარე წიწაკას, -
0:36 - 0:38რათა შეექმნათ სასმელი.
-
0:38 - 0:40არა დამამშვიდებელი ცხელი კაკაოს ჭიქა,
-
0:40 - 0:45არამედ გამამხნევებელი,
მწარე და ქაფიანი ნარევი. -
0:45 - 0:48და თუ ფიქრობთ,
რომ დღეს შოკოლადს ზედმეტად ვადიდებთ, -
0:48 - 0:51მეზოამერიკელებმა გვაჯობეს.
-
0:51 - 0:54მათ სჯეროდათ,
რომ კაკაო იყო ზეციური საკვები, -
0:54 - 0:57ნაჩუქარი ადამიანთათვის ღმერთის,
ფრთოსანი გველის მიერ, -
0:57 - 1:00რომელიც ცნობილია მაიას ტომში კუკულკანის,
-
1:00 - 1:03ხოლო აცტეკებისთვის -
კეტზალკოატლის სახელით. -
1:03 - 1:05აცტეკები იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს,
როგორც ვალუტას. -
1:05 - 1:08სვამდნენ შოკოლადს სამეფო დღესასწაულებზე.
-
1:08 - 1:11ჯილდოს სახით გადასცემდნენ
ბრძოლაში წარმატებულ ჯარისკაცებს -
1:11 - 1:13და იყენებდნენ მას რიტუალებში.
-
1:13 - 1:18შოკოლადის პირველი ტრანსატლანტიკური გაცნობა
1519 წელს მოხდა, -
1:18 - 1:22როდესაც ერნან კორტესი
მონტეზუმას კარს ესტუმრა -
1:22 - 1:23ტენოჩტიტლანში.
-
1:23 - 1:26კორტესის ლეიტენანტის
ჩანაწერების მიხედვით, -
1:26 - 1:31მეფემ სასმელის 50 დოქი გამოატანინა
და ჩაასხმევინა ოქროს თასებში. -
1:31 - 1:35როდესაც კოლონისტები
ახალი უცნაური მარცვლებით დაბრუნდნენ, -
1:35 - 1:39მისიონერების მონაყოლებმა ადგილობრივი
მოსახლეობის უხამს ჩვეულებების შესახებ, -
1:39 - 1:42ამ მარცვლებს აფროდიზიაკის
რეპუტაცია შეუქმნეს. -
1:42 - 1:46თავდაპირველად, მწარე გემოს გამო
მას წამლის სახით იყენებდნენ, -
1:46 - 1:48მაგალითად, კუჭის აშლილობის დროს.
-
1:48 - 1:51თუმცა, მისმა დატკბობამ თაფლით,
შაქრით, ან ვანილით, -
1:51 - 1:55სწრაფად აქცია შოკოლადი
ცნობილ დელიკატესად ესპანეთის კარზე. -
1:55 - 1:59და მალე, არც ერთი არისტოკრატული სახლი
არ ითვლებოდა სრულფასოვნად, -
1:59 - 2:02შოკოლადისთვის განკუთვნილი
ჭურჭლის გარეშე. -
2:02 - 2:06მოდური სასმელის ფართომასშტაბიანი წარმოება,
რთული და შრომატევადი იყო. -
2:06 - 2:10რაც გულისხმობდა პლანტაციების გამოყენებასა
და აფრიკის ნაპირებიდან -
2:10 - 2:15კარიბის რეგიონსა და კუნძულებზე
მონების ჩამოყვანას. -
2:15 - 2:18შოკოლადის სამყარო სამუდამოდ
1828 წელს შეიცვალა, -
2:18 - 2:24როდესაც კონრად ვან ჰაუტენმა
კაკაოს პრესი გამოიგონა ამსტერდამში. -
2:24 - 2:29მის გამოგონებას შეეძლო გამოეყო
კაკაოს ბუნებრივი ცხიმი, ან კაკაოს კარაქი. -
2:29 - 2:33შედეგად რჩებოდა ფხვნილი,
რომლის სითხეში გახსნაც შეიძლებოდა. -
2:33 - 2:35ან ისევ კაკაოს კარაქთან შერევა,
-
2:35 - 2:38რათა შექმნილიყო მყარი შოკოლადი,
რომელიც ცნობილია ჩვენთვის დღეს. -
2:38 - 2:42ცოტა ხნის შემდეგ, შვეიცარიელმა შოკოლატიემ,
დენიელ პიტერმა -
2:42 - 2:45ნარევში რძის ფხვნილი დაამატა,
-
2:45 - 2:48რითაც შექმნა რძიანი შოკოლადი.
-
2:48 - 2:51მე-20 საუკუნისთვის შოკოლადი უკვე
აღარ წარმოადგენდა ფუფუნებას, -
2:51 - 2:54არამედ გახდა ტკბილეული ყველასთვის.
-
2:54 - 2:58გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა
მეტი კაკაოს მოყვანის საჭიროება, -
2:58 - 3:01რაც მხოლოდ ეკვატორთან ახლოსაა შესაძლებელი.
-
3:01 - 3:04თუმცა ამჟამად, სამხრეთ ამერიკის
კაკაოს პლანტაციებზე, -
3:04 - 3:06აფრიკელი მონების ჩამოყვანის ნაცვლად,
-
3:06 - 3:09კაკაოს წარმოებამ თავად გადაინაცვლა
დასავლეთ აფრიკაში. -
3:09 - 3:152015 წლისთვის კოტ დ'ივუარი უზრუნველყოფდა
მსოფლიოში კაკაოს წარმოების ორ მეხუთედს. -
3:15 - 3:17თუმცა, ინდუსტრიის ზრდას თან ახლდა
-
3:17 - 3:20ადამიანთა უფლებების სასტიკი დარღვევები.
-
3:20 - 3:22დასავლეთ აფრიკის მრავალი პლანტაცია,
-
3:22 - 3:24რომელიც დასავლურ კომპანიებს ამარაგებს,
-
3:24 - 3:27მონებისა და ბავშვების შრომას იყენებს,
-
3:27 - 3:32ვარაუდობენ, რომ ამაში
2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. -
3:32 - 3:34ეს რთული პრობლემა არსებობს დღემდე,
-
3:34 - 3:38მიუხედავად შოკოლადის
მსხვილი საწარმოების მცდელობებისა, -
3:38 - 3:43ეთანამშრომლათ აფრიკის ქვეყნებთან,
რათა შეემცირებინათ მსგავსი პრაქტიკა. -
3:43 - 3:48დღეს შოკოლადი წარმოადგენს
თანამედროვე კულტურის განუყოფელ ნაწილს. -
3:48 - 3:51კოლონიალიზმისას,
ადგილობრივ კულტურებთან ასოცირების გამო, -
3:51 - 3:54ასევე რეკლამირების ძალით,
-
3:54 - 3:56შოკოლადი ინარჩუნებს რაღაც გრძნობითის,
-
3:56 - 3:58მაცდუნებელის,
-
3:58 - 4:00და ამავე დროს აკრძალულის აურას.
-
4:00 - 4:03ახლა, როცა ვიცით შოკოლადის მომხიბლავი,
და ამავე დროს სასტიკი ისტორიის, -
4:03 - 4:06ასევე მისი დღევანდელი წარმოების შესახებ,
-
4:06 - 4:09გასაგებია, საიდან იღებს სათავეს
ეს ასოციაციები -
4:09 - 4:11და რა იმალება მათ უკან.
-
4:11 - 4:14ასე რომ, როცა გახსნით შოკოლადის
მორიგ ფილას, -
4:14 - 4:20დაფიქრდით, რომ შოკოლადთან დაკავშირებული
ზოგი რამ, არც ისე ტკბილია.
- Title:
- შოკოლადის ისტორია - დიანა პუჩარელი
- Speaker:
- Deanna Pucciarelli
- Description:
-
სრული გაკვეთილი იხილეთ: http://ed.ted.com/lessons/the-history-of-chocolate-deanna-pucciarelli
თუ ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება შოკოლადის გარეშე, გაგიმართლათ, რომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ, რადგან მანამდე შოკოლადი არსებობდა მხოლოდ მწარე ქაფიანი სასმელის სახით მეზოამერიკაში. მაშ, რა გზა გავიარეთ მწარე სასმელებიდან დღევანდელ შოკოლადის ფილებამდე? დიანა პუჩარელი იკვლევს შოკოლადის მომხიბლავ და ამავე დროს სასტიკ ისტორიას.
დიანა პუჩარელის გაკვეთილი, ანიმაციები TED-Ed-ის მიერ.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TED-Ed
- Duration:
- 04:41
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The history of chocolate | ||
Nino Bezarashvili edited Georgian subtitles for The history of chocolate |