[Script Info] Title: [Events] Format: Layer, Start, End, Style, Name, MarginL, MarginR, MarginV, Effect, Text Dialogue: 0,0:00:07.16,0:00:10.92,Default,,0000,0000,0000,,თუ ვერ წარმოგიდგენიათ\Nცხოვრება შოკოლადის გარეშე, Dialogue: 0,0:00:10.92,0:00:15.78,Default,,0000,0000,0000,,გაგიმართლათ, \Nრომ მე-16 საუკუნემდე არ დაიბადეთ. Dialogue: 0,0:00:15.78,0:00:19.45,Default,,0000,0000,0000,,ამ დრომდე შოკოლადი არსებობდა \Nმხოლოდ მეზოამერიკაში, Dialogue: 0,0:00:19.45,0:00:22.30,Default,,0000,0000,0000,,თუმცა, ბევრად განსხვავებული სახით. Dialogue: 0,0:00:22.30,0:00:24.68,Default,,0000,0000,0000,,ჯერ კიდევ ძვ.წ. 1900 წელს Dialogue: 0,0:00:24.68,0:00:26.98,Default,,0000,0000,0000,,ამ რეგიონის ხალხმა ისწავლა Dialogue: 0,0:00:26.98,0:00:30.50,Default,,0000,0000,0000,,კაკაოს ხის მარცვლების მომზადება. Dialogue: 0,0:00:30.50,0:00:33.22,Default,,0000,0000,0000,,ადრეული ჩანაწერები გვიამბობენ,\Nრომ მარცვლებს ფქვავდნენ Dialogue: 0,0:00:33.22,0:00:36.46,Default,,0000,0000,0000,,და ურევდნენ სიმინდის ფქვილსა\Nდა მწარე წიწაკას, Dialogue: 0,0:00:36.46,0:00:37.96,Default,,0000,0000,0000,,რათა შეექმნათ სასმელი. Dialogue: 0,0:00:37.96,0:00:40.10,Default,,0000,0000,0000,,არა დამამშვიდებელი ცხელი კაკაოს ჭიქა, Dialogue: 0,0:00:40.10,0:00:44.53,Default,,0000,0000,0000,,არამედ გამამხნევებელი,\Nმწარე და ქაფიანი ნარევი. Dialogue: 0,0:00:44.53,0:00:47.98,Default,,0000,0000,0000,,და თუ ფიქრობთ,\Nრომ დღეს შოკოლადს ზედმეტად ვადიდებთ, Dialogue: 0,0:00:47.98,0:00:50.88,Default,,0000,0000,0000,,მეზოამერიკელებმა გვაჯობეს. Dialogue: 0,0:00:50.88,0:00:53.60,Default,,0000,0000,0000,,მათ სჯეროდათ,\Nრომ კაკაო იყო ზეციური საკვები, Dialogue: 0,0:00:53.60,0:00:57.02,Default,,0000,0000,0000,,ნაჩუქარი ადამიანთათვის ღმერთის,\Nფრთოსანი გველის მიერ, Dialogue: 0,0:00:57.02,0:00:59.54,Default,,0000,0000,0000,,რომელიც ცნობილია მაიას ტომში კუკულკანის, Dialogue: 0,0:00:59.54,0:01:02.77,Default,,0000,0000,0000,,ხოლო აცტეკებისთვის -\Nკეტზალკოატლის სახელით. Dialogue: 0,0:01:02.77,0:01:05.29,Default,,0000,0000,0000,,აცტეკები იყენებდნენ კაკაოს მარცვლებს,\Nროგორც ვალუტას. Dialogue: 0,0:01:05.29,0:01:07.83,Default,,0000,0000,0000,,სვამდნენ შოკოლადს სამეფო დღესასწაულებზე. Dialogue: 0,0:01:07.83,0:01:10.74,Default,,0000,0000,0000,,ჯილდოს სახით გადასცემდნენ\Nბრძოლაში წარმატებულ ჯარისკაცებს Dialogue: 0,0:01:10.74,0:01:13.42,Default,,0000,0000,0000,,და იყენებდნენ მას რიტუალებში. Dialogue: 0,0:01:13.42,0:01:18.14,Default,,0000,0000,0000,,შოკოლადის პირველი ტრანსატლანტიკური გაცნობა\N1519 წელს მოხდა, Dialogue: 0,0:01:18.14,0:01:21.73,Default,,0000,0000,0000,,როდესაც ერნან კორტესი\Nმონტეზუმას კარს ესტუმრა Dialogue: 0,0:01:21.73,0:01:23.43,Default,,0000,0000,0000,,ტენოჩტიტლანში. Dialogue: 0,0:01:23.43,0:01:25.59,Default,,0000,0000,0000,,კორტესის ლეიტენანტის\Nჩანაწერების მიხედვით, Dialogue: 0,0:01:25.59,0:01:31.29,Default,,0000,0000,0000,,მეფემ სასმელის 50 დოქი გამოატანინა\Nდა ჩაასხმევინა ოქროს თასებში. Dialogue: 0,0:01:31.29,0:01:34.71,Default,,0000,0000,0000,,როდესაც კოლონისტები\Nახალი უცნაური მარცვლებით დაბრუნდნენ, Dialogue: 0,0:01:34.71,0:01:38.64,Default,,0000,0000,0000,,მისიონერების მონაყოლებმა ადგილობრივი\Nმოსახლეობის უხამს ჩვეულებების შესახებ, Dialogue: 0,0:01:38.64,0:01:42.04,Default,,0000,0000,0000,,ამ მარცვლებს აფროდიზიაკის\Nრეპუტაცია შეუქმნეს. Dialogue: 0,0:01:42.04,0:01:45.78,Default,,0000,0000,0000,,თავდაპირველად, მწარე გემოს გამო \Nმას წამლის სახით იყენებდნენ, Dialogue: 0,0:01:45.78,0:01:47.98,Default,,0000,0000,0000,,მაგალითად, კუჭის აშლილობის დროს. Dialogue: 0,0:01:47.98,0:01:50.78,Default,,0000,0000,0000,,თუმცა, მისმა დატკბობამ თაფლით,\Nშაქრით, ან ვანილით, Dialogue: 0,0:01:50.78,0:01:55.46,Default,,0000,0000,0000,,სწრაფად აქცია შოკოლადი\Nცნობილ დელიკატესად ესპანეთის კარზე. Dialogue: 0,0:01:55.46,0:01:58.57,Default,,0000,0000,0000,,და მალე, არც ერთი არისტოკრატული სახლი\Nარ ითვლებოდა სრულფასოვნად, Dialogue: 0,0:01:58.57,0:02:01.57,Default,,0000,0000,0000,,შოკოლადისთვის განკუთვნილი\Nჭურჭლის გარეშე. Dialogue: 0,0:02:01.57,0:02:06.26,Default,,0000,0000,0000,,მოდური სასმელის ფართომასშტაბიანი წარმოება,\Nრთული და შრომატევადი იყო. Dialogue: 0,0:02:06.27,0:02:10.37,Default,,0000,0000,0000,,რაც გულისხმობდა პლანტაციების გამოყენებასა\Nდა აფრიკის ნაპირებიდან Dialogue: 0,0:02:10.37,0:02:14.51,Default,,0000,0000,0000,,კარიბის რეგიონსა და კუნძულებზე\Nმონების ჩამოყვანას. Dialogue: 0,0:02:14.51,0:02:18.18,Default,,0000,0000,0000,,შოკოლადის სამყარო სამუდამოდ\N1828 წელს შეიცვალა, Dialogue: 0,0:02:18.18,0:02:24.03,Default,,0000,0000,0000,,როდესაც კონრად ვან ჰაუტენმა\Nკაკაოს პრესი გამოიგონა ამსტერდამში. Dialogue: 0,0:02:24.03,0:02:28.53,Default,,0000,0000,0000,,მის გამოგონებას შეეძლო გამოეყო\Nკაკაოს ბუნებრივი ცხიმი, ან კაკაოს კარაქი. Dialogue: 0,0:02:28.53,0:02:32.52,Default,,0000,0000,0000,,შედეგად რჩებოდა ფხვნილი,\Nრომლის სითხეში გახსნაც შეიძლებოდა. Dialogue: 0,0:02:32.52,0:02:34.99,Default,,0000,0000,0000,,ან ისევ კაკაოს კარაქთან შერევა, Dialogue: 0,0:02:34.99,0:02:38.21,Default,,0000,0000,0000,,რათა შექმნილიყო მყარი შოკოლადი,\Nრომელიც ცნობილია ჩვენთვის დღეს. Dialogue: 0,0:02:38.21,0:02:42.20,Default,,0000,0000,0000,,ცოტა ხნის შემდეგ, შვეიცარიელმა შოკოლატიემ,\Nდენიელ პიტერმა Dialogue: 0,0:02:42.20,0:02:44.70,Default,,0000,0000,0000,,ნარევში რძის ფხვნილი დაამატა, Dialogue: 0,0:02:44.70,0:02:47.79,Default,,0000,0000,0000,,რითაც შექმნა რძიანი შოკოლადი. Dialogue: 0,0:02:47.79,0:02:51.39,Default,,0000,0000,0000,,მე-20 საუკუნისთვის შოკოლადი უკვე\Nაღარ წარმოადგენდა ფუფუნებას, Dialogue: 0,0:02:51.39,0:02:53.85,Default,,0000,0000,0000,,არამედ გახდა ტკბილეული ყველასთვის. Dialogue: 0,0:02:53.85,0:02:58.11,Default,,0000,0000,0000,,გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა\Nმეტი კაკაოს მოყვანის საჭიროება, Dialogue: 0,0:02:58.11,0:03:00.82,Default,,0000,0000,0000,,რაც მხოლოდ ეკვატორთან ახლოსაა შესაძლებელი. Dialogue: 0,0:03:00.82,0:03:03.73,Default,,0000,0000,0000,,თუმცა ამჟამად, სამხრეთ ამერიკის\Nკაკაოს პლანტაციებზე, Dialogue: 0,0:03:03.73,0:03:06.02,Default,,0000,0000,0000,,აფრიკელი მონების ჩამოყვანის ნაცვლად, Dialogue: 0,0:03:06.02,0:03:09.15,Default,,0000,0000,0000,,კაკაოს წარმოებამ თავად გადაინაცვლა\Nდასავლეთ აფრიკაში. Dialogue: 0,0:03:09.15,0:03:14.70,Default,,0000,0000,0000,,2015 წლისთვის კოტ დ'ივუარი უზრუნველყოფდა\Nმსოფლიოში კაკაოს წარმოების ორ მეხუთედს. Dialogue: 0,0:03:14.70,0:03:16.74,Default,,0000,0000,0000,,თუმცა, ინდუსტრიის ზრდას თან ახლდა Dialogue: 0,0:03:16.74,0:03:19.98,Default,,0000,0000,0000,,ადამიანთა უფლებების სასტიკი დარღვევები. Dialogue: 0,0:03:19.98,0:03:22.23,Default,,0000,0000,0000,,დასავლეთ აფრიკის მრავალი პლანტაცია, Dialogue: 0,0:03:22.23,0:03:24.26,Default,,0000,0000,0000,,რომელიც დასავლურ კომპანიებს ამარაგებს, Dialogue: 0,0:03:24.26,0:03:26.73,Default,,0000,0000,0000,,მონებისა და ბავშვების შრომას იყენებს, Dialogue: 0,0:03:26.73,0:03:31.57,Default,,0000,0000,0000,,ვარაუდობენ, რომ ამაში\N2 მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. Dialogue: 0,0:03:31.57,0:03:33.95,Default,,0000,0000,0000,,ეს რთული პრობლემა არსებობს დღემდე, Dialogue: 0,0:03:33.95,0:03:37.74,Default,,0000,0000,0000,,მიუხედავად შოკოლადის\Nმსხვილი საწარმოების მცდელობებისა, Dialogue: 0,0:03:37.74,0:03:42.90,Default,,0000,0000,0000,,ეთანამშრომლათ აფრიკის ქვეყნებთან,\Nრათა შეემცირებინათ მსგავსი პრაქტიკა. Dialogue: 0,0:03:42.90,0:03:47.79,Default,,0000,0000,0000,,დღეს შოკოლადი წარმოადგენს\Nთანამედროვე კულტურის განუყოფელ ნაწილს. Dialogue: 0,0:03:47.79,0:03:51.44,Default,,0000,0000,0000,,კოლონიალიზმისას,\Nადგილობრივ კულტურებთან ასოცირების გამო, Dialogue: 0,0:03:51.44,0:03:53.89,Default,,0000,0000,0000,,ასევე რეკლამირების ძალით, Dialogue: 0,0:03:53.89,0:03:56.26,Default,,0000,0000,0000,,შოკოლადი ინარჩუნებს რაღაც გრძნობითის, Dialogue: 0,0:03:56.26,0:03:57.74,Default,,0000,0000,0000,,მაცდუნებელის, Dialogue: 0,0:03:57.74,0:03:59.66,Default,,0000,0000,0000,,და ამავე დროს აკრძალულის აურას. Dialogue: 0,0:03:59.66,0:04:03.47,Default,,0000,0000,0000,,ახლა, როცა ვიცით შოკოლადის მომხიბლავი,\Nდა ამავე დროს სასტიკი ისტორიის, Dialogue: 0,0:04:03.47,0:04:05.56,Default,,0000,0000,0000,,ასევე მისი დღევანდელი წარმოების შესახებ, Dialogue: 0,0:04:05.56,0:04:08.64,Default,,0000,0000,0000,,გასაგებია, საიდან იღებს სათავეს\Nეს ასოციაციები Dialogue: 0,0:04:08.64,0:04:11.05,Default,,0000,0000,0000,,და რა იმალება მათ უკან. Dialogue: 0,0:04:11.05,0:04:13.64,Default,,0000,0000,0000,,ასე რომ, როცა გახსნით შოკოლადის\Nმორიგ ფილას, Dialogue: 0,0:04:13.64,0:04:20.03,Default,,0000,0000,0000,,დაფიქრდით, რომ შოკოლადთან დაკავშირებული\Nზოგი რამ, არც ისე ტკბილია.